1. ტყის სტატუსის შეწყვეტით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას/ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
2. დაინტერესებული პირის განცხადება უნდა შეიცავდეს დასაბუთებას ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზნის, საჭიროების (მიზეზი), აუცილებლობის შესახებ, ასევე პროექტის განხორციელების ალტერნატივების შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. განცხადებას თან უნდა დაერთოს საკადასტრო აზომვითი ნახაზი (ელვერსია/Shp-ფაილები) და შესაბამისი მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვის მასალები, ამ დებულების დანართ №1 შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეს უკანასკნელი განცხადებას უგზავნის სამინისტროს, შესაბამისი დასკვნის წარდგენის მიზნით. სამინისტროს მიერ ასეთი დასკვნის წარდგენის შემდეგ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას შუამდგომლობას ტყის სტატუსის შეწყვეტის თაობაზ