1. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ტყის ნაწილი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცემა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების დაცვით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ტყის ნაწილი შეიძლება, მოიცავდეს „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე (უშუალოდ მდებარეობს ეკლესია-მონასტერთან)  ტყეთა ფართობებს − თითოეულ შემთხვევაში არა უმეტეს 20 ჰექტრისა, აგრეთვე საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ მიჩენილ ტერიტორიებს. ამასთან, გადასაცემი ფართობი ისე უნდა განისაზღვროს, რომ მისმა გამოყოფამ არ დაარღვიოს არსებული სატყეო ლიტერების საზღვრები.

3. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე, სამინისტრო ამზადებს შუამდგომლობას და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას. განცხადებას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სატაქსაციო აღწერა და კარტოგრაფიული მასალები (აბრისი, საკადასტრო ნახაზი). ამასთან, ფართობის საზღვრები მაქსიმალურად უნდა გატარდეს მყარ, ბუნებრივ (მდინარე, ხევი, გზა, ქედი, სერი და სხვა) საზღვრებზე.

4. საქართველოს ტყის ნაწილის საპატრიარქოსთვის გადაცემის შემთხვევაში ფორმდება ტყის ფართობის გადაცემის მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის ფორმასაც ამტკიცებს მინისტრი.

თავი III

ტყის სტატუსის შეწყვეტა და ტყის სტატუსის დაბრუნე