1. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საქართველოს ტყე − სახელმწიფო, მუნიციპალური და კერძო საკუთრების ტყეებისა და მათი რესურსების ერთობლიობა;
ბ) სახელმწიფო ტყე – საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში;
გ) მუნიციპალური ტყე – მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყე, რომლის მიმართ მმართველობით უფლებამოსილებებს საქართველოს ტყის კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად ახორციელებენ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები;
დ) კერძო საკუთრების ტყე – საქართველოს ტყის ნაწილი, რომელიც მდებარეობს ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე;
ე) ტყის კონტური (საზღვარი) – საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ტყის საზღვარი;
ვ) კარტოგრაფიული მასალები – ტყის კორომთა გეგმები, ტოპოგრაფიული რუკები, ორთოფოტოგეგმები, საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია, Shp-ფაილები და სხვ;
ზ) ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია (შემდგომში – კომისია) – კომისია, რომელიც იქმნება მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისთვის ან მისი ნაწილისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების, ხოლო კერძო პირის საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის – კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით დასკვნის მომზადების მიზნით;
თ) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
ი) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2. ამ დებულებაში გამოყენებული სხვა ტერმინები უნდა განიმარტოს საქართველოს ტყის კოდექსის საფუძველზ