მუხლი 6. სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ სამინისტროს შუამდგომლობის მომზადება
თავი II — ტყის სტატუსის მინიჭება
1. სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ შუამდგომლობას სამინისტრო ამზადებს ამ დებულებით განსაზღვრული წესით, საზღვრების დადგენის საფუძველზე, შესაბამის ტყის მართვის ორგანოებთან ერთად.
2. სახელმწიფო ტყის საზღვრების დაზუსტებისას/ფართობების გამოვლენისას გამოიყენება არსებული კარტოგრაფიული მასალები ან/და საველე სამუშაოების შედეგად მიღებული სატაქსაციო აღწერები, რასაც უზრუნველყოფს სამინისტრო, შესაბამის მართვის ორგანოებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. სამინისტროს შუამდგომლობა უნდა შეთანხმდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ხოლო ტყეთმოწყობის განხორციელებისას ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულოა შესაბამისი მუნიციპალიტეტის მონაწილეობა, კანონმდებლობით განსაზღვრული მისი კომპეტენციის ფარგლებშ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 6, №496, 06.10.2021, სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.023050 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5265871/muxli-6/