1. თუ კერძო პირის საკუთრებაში არსებული ტერიტორია ბუნებრივადაა გატყევებული და აკმაყოფილებს საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტერმინის – „ტყის“ განმარტების მოთხოვნებს, კერძო მესაკუთრის ინიციატივით ან მასთან შეთანხმებით, კომისიის დასკვნის საფუძველზე, ტერიტორიას შეიძლება, მიენიჭოს კერძო ტყის სტატუსი.
2. კერძო ტყის სტატუსის მინიჭებით დაინტერესებული პირი სამინისტროს მიმართავს შესაბამისი განცხადებით, რასაც თან უნდა დაერთოს სატაქსაციო აღწერა და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალები (საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების შესახებ ინფორმაცია, Shp-ფაილები).
3. კომისიის დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ამზადებს კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ შუამდგომლობას და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა, სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, იღებს გადაწყვეტილებას კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიისთვის კერძო საკუთრების ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების დროს, თუ კომისიაზე საკითხის განხილვისას კერძო მესაკუთრე დაასაბუთებს კერძო საკუთრებაში არსებული ტერიტორიის სხვა მიზნით გამოყენების უპირატეს ინტერესს, ამ ტერიტორიას კერძო საკუთრების ტყის სტატუსი არ მიენიჭება. კერძო მესაკუთრის ეს უფლება არ ვრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ტყით დაფარულია სულ მცირე 5 ჰა ფართობი და ტყის შემქმნელი სახეობების საშუალო ხნოვანება 20 წელი