1. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისთვის ან მისი ნაწილისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ შუამდგომლობას სამინისტროს წარუდგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც შუამდგომლობის მომზადებისას ხელმძღვანელობს „ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის“ განსაზღვრის კრიტერიუმებით. შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სატაქსაციო აღწერა და კარტოგრაფიული მასალები.
2. მუნიციპალიტეტის შუამდგომლობას განიხილავს კომისია. კომისია ამზადებს დასკვნას მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობის საკითხთან დაკავშირებით.
3. კომისია მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების მიზანშეწონილობაზე მსჯელობისას აფასებს წარდგენილი შუამდგომლობით დასმული საკითხის შესაბამისობას დარგში ერთიან პოლიტიკასთან.
4. კომისიის დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ამზადებს შუამდგომლობას მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ. ადმინისტრაციულ წარმოებაში სავალდებულოა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობა იმ შემთხვევაში, როდესაც ხდება სახელმწიფო ტყის ფართობების მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადაცემა. ასევე, წარმოებაში ჩართულნი უნდა იყვნენ სხვა დაინტერესებული პირები, რომელთა კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს ეხება მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება.
5. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის ტყის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა, კანონმდებლობით დადგენილი წესი