თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ფართობი აკმაყოფილებს  საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტერმინის –„ტყის“ განმარტების მოთხოვნებს, ასეთ ტერიტორიას შეიძლება, მიენიჭოს მუნიციპალური ტყის სტატუსი, შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე (რომელიც შეიცავს ინფორმაციას ტყის მართვის ზოგად მიზნებსა და გეგმასთან დაკავშირებით), რომელსაც განიხილავს კომისია. შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს სატაქსაციო აღწერა და კარტოგრაფიული მასალები. კომისიის დასკვნის საფუძველზე სამინისტრო ამზადებს შუამდგომლობას მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შესახებ და წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას. ტერიტორიისთვის მუნიციპალური ტყის სტატუსის მინიჭების შემდეგ მასზე ვრცელდება საქართველოს ტყის კოდექსის მოთხოვნებ