მუხლი 11. ტყის სტატუსის შეწყვეტის საკითხზე გადაწყვეტილების მიღება
თავი III — ტყის სტატუსის შეწყვეტა და ტყის სტატუსის დაბრუნება
1. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ინტერესთა ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე. თუ ტყის სტატუსის შეწყვეტის ინტერესი აღემატება ტყის შენარჩუნების ინტერესს, საქართველოს მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ტყის მართვის ორგანოს/კერძო მესაკუთრის სასარგებლოდ საკომპენსაციო ღონისძიების განსაზღვრის შესახებ.
2. ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ საჯარო ადმინისტრაციული წარმოება იწყება სამინისტროს ან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის/მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე, რომელიც შეიცავს სამინისტროს დასკვნას პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირები
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 11, №496, 06.10.2021, სარეგისტრაციო კოდი 390050010.10.003.023050 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.11.2023). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5265871/muxli-11/