1. ტყითსარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით დაინტერესებული მხარის განცხადების საფუძველზე მიმდინარე ადმინისტრაციულ წარმოებასა და ტყის სტატუსის შეწყვეტის მიზნით ადმინისტრაციულ წარმოებას შორის კოლიზიის შემთხვევაში, ინტერესთა ურთიერთშეპირისპირების საფუძველზე, უპირატესობა ენიჭება ტყის სტატუსის შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ტყითსარგებლობის საკითხთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების შეჩერებას შეიძლება, მოჰყვეს არსებითი ზიანი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებისთვის, რის შესახებაც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული წარმოება ტყითსარგებლობის უფლების მინიჭების თაობაზე ჩერდება ტყის სტატუსის შეწყვეტის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე, გარდა ამავე პუნქტში მოცემული გამონაკლისი შემთხვევისა.

თავი IV

ტყის საზღვრების დადგე