1. სახელმწიფო ტყის საზღვრების დაზუსტების შესახებ საკითხის დასმის უფლება აქვს საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრულ სახელმწიფო ტყის მართვის შესაბამის ორგანოს.

2. ტყის საზღვრის (კონტურის) დადგენა ხორციელდება საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტერმინის – „ტყის“ განმარტების შესაბამისად და ტყის საზღვრის (კონტურის) კორექტირებით. ტყის საზღვრის კორექტირების შემთხვევაში, ახალი საზღვრები დგინდება იმ სატყეო უბნის ფარგლებში, სადაც ხორციელდება საზღვრის შეცვლა.

3. ტყის საზღვრის (კონტურის) დადგენა შეიძლება, განხორციელდეს კამერალურად, საველე სამუშაოებით ან/და შესაბამისი ტექნოლოგიების (გეოინფორმაციული სისტემის) გამოყენებით ორთოფოტოგეგმისა და სხვა მტკიცებულებათა საფუძველზე (სახელმწიფო კოორდინატთა სისტემაში – WGS-84/UTM).

4. ტყის საზღვრები მაქსიმალურად უნდა გატარდეს ბუნებრივ მიჯნებსა და ადვილად ამოსაცნობ მყარ ორიენტირებზე (გეოგრაფიულ ობიექტებზე), ხოლო სხვა მიწათმოსარგებლეებთან (მესაკუთრეებთან) დაკავშირებით – მათ საზღვარზე. ტყის საზღვრის პერიმეტრიდან უნდა გაიმიჯნოს:

ა) საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ინფრასტრუქტურა;

ბ) მოქმედი საკულტო ნაგებობები;

გ) სასაფლაოები;

დ) საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები, რკინიგზა, წყლის არხები, დიდი მდინარეები,  ტყის ძირითად ეკოსისტემას დაშორებული ფართობები;

ე) ყველა ის ფართობი, რომელიც  მდებარეობს დასახლებებში (სოფელი, დაბა, ქალაქი) და მოცემული დროისთვის არ შეესაბამება სატყეო-სამეურნეო თვალსაზრისით გათვალისწინებულ მოთხოვნებს (საკარმიდამო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვ.).

5. სახელმწიფო ტყის საზღვრის ის მონაკვეთი, რომელიც ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს, არ საჭიროებს დაზუსტებას. საზღვრად ჩაითვლება სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებული სარეგისტრაციო ზონის საზღვარი.

თავი V

ტყის საზღვრის კორექტირება/შეცვ