1. საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტერმინის – „ტყის“ განმარტების შინაარსის გათვალისწინებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2026 წლის 1 იანვრამდე ეტაპობრივად უზრუნველყოს სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირება.
2. ტერიტორიისთვის სახელმწიფო ტყის სტატუსის მინიჭება არ იწვევს ამ ტერიტორიის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენებისთვის მანამდე დადებული ხელშეკრულების შეწყვეტას ან მისი პირობების შეცვლას.
3. სახელმწიფო ტყის საზღვრების კორექტირების ფარგლებში საქართველოს ტყის კოდექსის ამოქმედებამდე ამორიცხულ ტერიტორიას სახელმწიფო ტყის სტატუსი ენიჭება იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს ტერიტორიისთვის სტატუსის შეწყვეტის ის სამართლებრივი ინტერესი, რომელიც გახდა მისთვის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი.
დანართი №1
სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირებისთვის გათვალისწინებულ ფართობზე მერქნული რესურსის წინასწარი აღრიცხვის უწყისი
მონიშვნის დაწყების თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––––––
მართვის ორგანო _______________________________________________
სატყეო უბანი _________________________________________
სატყეო ____________________________________
კვარტალ(ებ)ი №_______, ლიტერ (ებ)ი №__________, ფართობი __________ ჰა
სიმაღლის თანრიგი _______ GPS კოორდინატები X ______________ Y___________
X ______________ Y____________ (ფიქსირდება ფართობის თავსა და ბოლოში)
ხის
№
ჯიში (სახეობა)
ხის დიამეტრი
Dt
ხის ღეროს მოცულობა- კბ. მ
შეშა
ვარჯიდან- კბ. მ
სულ ხის მოცულობა- კბ. მ
შენიშვნა
შენიშვნა: შეშა ვარჯიდან იანგარიშება ფოთლოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 10%, ხოლო წიწვოვნებისათვის ხის ღეროს მოცულობის (ქერქით) 5%, გარდა თხმელის, აკაციისა და წყავის ჯიშის ხეებისა. აღრიცხვის უწყისის ბოლო გრაფაში აისახება ცხრილში მითითებული რეკვიზიტების საერთო ჯამი. აღრიცხვის უწყისის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს შესაბამისი ფართობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი (აღრიცხვა ხორციელდება თვითეული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით)
მომნიშნავი:------------------------------------------
უწყისის შედგენის თარიღი:--------------------------------
აღრიცხვის მეთოდი:
არასრულყოფილად შევსებული ცხრილი და არასწორი მონაცემები სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირებაზე უარის საფუძველია.
დანართი №2
ტყის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესი (დღგ-ის ჩათვლით)
ცხრილი №1
1 მ3-ისათვის გადასახდელი თანხა (ლარი) ჯგუფების მიხედვით
№
მოცულობა მ3
I ჯგუფი
უთხოვარი, ბზა, ღვია, ძელქვა, კაკალი
II ჯგუფი
მუხა, წაბლი, იფანი, თელა, თუთა, ნეკერჩხალი ცაცხვი, პანტა, საღსაღაჯი
III ჯგუფი
წიფელი, რცხილა, აკაცია, აკაკი, უხრავი
IV ჯგუფი
ფიჭვი, ნაძვი, სოჭი, კედარი, კვიპაროსი, კრიპტომერია, ტუია
V ჯგუფი
ჯაგრცხილა, ჭადარი, ტყის დანარჩენი მერქნიანი სახეობები
1 მ3-ის თანხა
სახელმწიფო ტყეში ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ორმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით
სამეურნეო კატეგორიის ტყის შემთხვევაში ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის სამმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით
სამეურნეო კატეგორიის ტყის შემთხვევაში წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით
დაცული კატეგორიის ტყის შემთხვევაში ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ოთხმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით
დაცული კატეგორიის ტყის შემთხვევაში წითელი ნუსხით განსაზღვრული ხე-მცენარეების მოჭრისათვის ამ ცხრილის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხის ხუთმაგი ოდენობა სახეობების მიხედვით.
შენიშვნა: ამ ცხრილის მე-3-მე-6 პუნქტებით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხების გადახდის ვალდებულება წარმოიშობა საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული ტყის კატეგორიების მინიჭების შესაბამისად.
ცხრილი №2
№
ფართობის მოცულობა
საბაზისო თანხა (ლარი)
1-დან - 500 მ2-მდე
1000
500 მ2-დან -1000 მ2-მდე
2000
1000 მ2-დან - 5000 მ2-მდე
3200
5000 მ2-დან
0,72 ყოველ მ2-ზ