განაჩენი

სისხლის სამართლის 10.04.2018
საქმის ნომერი
080100117001942160
დავის ტიპი
236 3 , 236 2 , 151
თარიღი
10.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/439-17 წ.

გამოძიების N041170417003

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი - ქ------- უ-----ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ს--–---- ბ--------–---–ი

 

ბრალდებული - გ------- ყ----–---–ი

პირადი N6----------

მამის სახელი: ო----

დაბადებული: 23.0-.1--- წელი

დაბადების ადგილი: საქართველო,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: საშუალო;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლეობა: არმქონე;

საცხოვრებელი ადგილი: ქ. ქუთაისი, პ--–---ის მე-4 ჩიხი #14

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით სსკ-ის 151-ე მუხლით

 

სასამართომ დაადგინა :

 

1. გ------- ყ----–---–მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და გარემოებებში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - მაკაროვის კონსტრუქციის 9მმ კალიბრის პისტოლეტი, რომელსაც ინახავდა ქუთაისში, პ--–---ის ქუჩის მე-4 ჩიხის #14-ში, მის საცხოვრებელ მისამართზე და რომელიც გ------- ყ----–---–ისაგან ამოღებული იქნა 2017 წლის 21 აპრილს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად.

 

2. 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქუთაისში, პ--–---ის ქუჩის #8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ყ----–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლასაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღს - მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტს, რაც ამოღებულ იქნა 2017 წლის 21 აპრილს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად.

 

3. 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქუთაისში, პ--–---ის ქუჩის #8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ყ----–---–ს მის მეზობელ ბ---- ხ---------–თან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება, რა დროსაც გ------- ყ----–---–ი ბ---- ხ---------–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კონფლიქტის დროს ქუთაისში, პ--–---ის ქუჩის #8-ში არსებული ბ---- ხ---------–ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის მისამართით განახორციელა რამოდენიმე გასროლა. გ------- ყ----–---–ის ქმედების გამო ბ---- ხ---------–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდგომ, რომელიც სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა გ------- ყ----–---–მა, ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება და 151-ე მუხლით (ძვ. რედაქციით) გათვალისწინებული მუქარა, ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:

 

1. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–- ხ---------–მა განმარტა, რომ ბრალდებულ გ------- ყ----–---–ის ოჯახთან მომხდარ ფაქტამდე ახლო ურთიერთობა აკავშირებდ. განმარტავს, რომ მას ხშირად ეუბნებოდა მისი შვილი, რომ ხშირად ემუქრებოდნენ ბრალდებული გ------- ყ----–---–ი და ასევე მისი ,,საძმო“. ყ----–---–ების ოჯახთან ცუდი ურთიერთობა დაიწყო მას შემდეგ, რაც მისი ოჯახი გაძარცვეს და ფიქრობს, რომ სხვა პირებთან ერთად ბრალდებულიც იღებდა მონაწილეობდა ამ ფაქტში. განმარტავს, რომ ბრალდებული გ------- ყ----–---–ი და მისი მეგობრები ხშირად ემუქრებოდნენ მათ სიცოცხლის მოსპობით და უძახოდნენ ,,ქრისტიანების საფლავზე დაგკლავთო“. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 17 აპრილს დაინახა თუ როგორ ესაუბრებოდნენ ერთმანეთს გ------- ყ----–---–ი და მისი აწ. გარდაცვლილი შვილი ბ---- ხ---------–ი, ეს საუბარი ძალიან დაძაბულად მიმდინარეობდა მათ შორის როგორც ეს შორიდან ჩანდა. შემდეგ ბ---- ხ---------–ი და ბრალდებული გ------- ყ----–---–ი ერთად წამოვიდნენ შემოსასვლელი ჭიშკრისკენ და რა დროსაც მისი შვილი შევარდა ეზოში და გადაკეტა ჭიშკრის კარები, ხოლო გ------- ყ----–---–მა გარედან დაუწყო ქვების სროლა და თან აგინებდა და უძახოდა მის შვილს ,,სულერთია მაინც მოგკლავო“. განმარტავს, რომ ამ დროს გ------- ყ----–---–მა ჩაირბინა თავისი სახლისკენ და საიდანაც მალე დაბრუნდა იარაღით ხელში და გაისროლა მისი შვილის მიმართულებით სამჯერ, ამ დროსაც მისმა შვილმა ბ---- ხ---------–მა მოასწრო, რომ ქვის კედელს ამოფარებოდა. მოწმის განმარტებით, აღნიშნული გასროლებიდან ორი ტყვია მოხვდა გარაჟის კარებს და მესამე ცოტათი უფრო ზემოთ. ამის შემდგომ ბ---- ხ---------–მა შეატყობინა პოლიციას აღნიშნული ფაქტის შესახებ და პოლიციის თანამშრომლები საკმაოდ მალე მივიდნენ მათთან. განმარტავს, რომ ერთ დღეს ქუჩაში მსვლელობის დროს გააჩერა გ------- ყ----–---–ის დედამ და უთხრა ,,რატომ არ მიდიხართ აქედან, ხომ იცი ჩემი შვილი შენს შვილს მაინც მოკლავსო“. ადასტურებს, რომ სანამ ბრალდებული გ------- ყ----–---–ი იარაღის მოსატანად სახლისკენ წავიდოდა მისმა შვილმა ბ---- ხ---------–მა აივნიდან ერთი რკინის ,,ალმატურა“ ესროლა მას, რომელიც ასცდა და მოხვდა მათი მეზობლის ავტომანქანას. განმარტავს, რომ მას და მის ოჯახს არასოდეს არ ჰქონია კონფლიქტი მის სამეზობლო წრესთან გარდა გ------- ყ----–---–ის ოჯახისა, რადგანაც გ------- ყ----–---–იც იყო ეჭვმიტანილი მისი ოჯახის გაქურდვაში.

 

2. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა კ------------- ბ----------მ განმარტა, რომ პოლიციის განყოფილებაში საპატრულო პოლიციის მიერ შემოსული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე. ოპერატიულ ჯგუფთან ერთად მოხდა შემთხვევის ადგილზე გასვლა და შემთხვევის ადგილის დათვალიერება. აღნიშნული ადგილიდან მოხდა ტყვიის მაგვარი დეტალის და რკინის ფრაგმენტის ამოღება. განმარტავს, რომ ასევე დათვალიერებული იქნა დაზიანებული ავტომანქანა, რომელსაც დაზიანებული ქონდა წინა საქარე მინა. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ მის მიერ ჩატარებული იქნა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. კერძოდ, გ------- ყ----–---–ის განყოფილებაში გამოცხადების ოქმის შედგენა და გ------- ყ----–---–ის დაკავება. განმარტავს, რომ გ------- ყ----–---–ის მიერ წარმოდგენილი იქნა ის იარაღი, რომლითაც მისივე განმარტებით მოახდინა გასროლები. განმარტავს, რომ მის მიერ მოხდა ვიდეო ჩანაწერის ამოღება სასტუმრო ,,ბაგრატიდან“. აღნიშნული ვიდეოჩანაწერის დათვალიერება მოხდა გ------- ყ----–---–ისა და მისი ადვოკატის თანდასწრებით. განმარტავს, რომ ვიდეო ჩანაწერზე კარგად ჩანდა, შემთხვევის ადგილის ტერიტორია და მასზე კარგად არის გადმოცემული თუ რა მოხდა შემთხვევის მომენტში. კერძოდ, ჩანაწერში ჩანს თუ როგორ მიდის გ------- ყ----–---–ი ბ---- ხ---------–ის ჭიშკართან მდებარე გარაჟთან და საკმაოდ გაღიზიანებული საუბრობს ვიღაცეების მიმართ. თუ ვის მიმართ საუბრობდა ვიდეო ჩანაწერზე კარგად არ ჩანს. ამის შემდგომ გ------- ყ----–---–თან მიდის მისი დედა, მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, რა დროსაც, ზემოდან იწყება რკინის ფრაგმენტების სროლა. პირველი ნასროლი ცდება გ------- ყ----–---–ის შვილს, ხოლო მეორე ნასროლმა დააზიანა იქვე მდგარი ავტომანქანის წინა საქარე მინა. ამის შემდგომ გ------- ყ----–---–ს მისი მეუღლე გამოიყვანს შემთხვევის ადგილიდან, ხოლო, სულ რამდენიმე წამში ბრუნდება ის და მის ხელთ არსებული იარაღით ისვრის ბ---- ხ---------–ის ჭიშკრის მიმართულებით. განმარტავს, რომ ბ---- ხ---------–ს მასთან მიცემული ჩვენების დროს არ უხსენებია, რომ მან რაიმე რკინის ფრაგმენტები ისროლა მისი გარაჟიდან გ------- ყ----–---–ის მიმართულებით. შესაბამისად არ მოუხდენია ყურადღების მიქცევა იმ რკინის ფრაგმენტების მიმართ, რომელიც შემთხვევის ადგილზე იყო. სანამ არ მოხდა აღნიშნული ვიდეო ჩანაწერის დათვალიერება.

 

3. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა კ------------- მ-------ემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 17 აპრილს პოლიციის განყოფილებაში შესული შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერების საგამოძიებო მოქმედებაში. მასთან ერთად იმყოფებოდა გამომძიებელი კ------------- ბ---------- და ასევე პოლიციის განყოფილების თანამშრომელი თ------ მ-------–---–ი. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ნახა სახლის წინ მდებარე ავტოფარეხზე ორი ნატყვიარი, ხოლო ავტოფარეხის ზემოდ ე.წ ,,მოაჯირზე“ ერთი ნატყვიარი. განმარტავს, რომ ამის შემდეგ მოხდა სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება კერძოდ, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა ტყვიის მაგვარი დეტალის და რკინის ფრაგმენტი. განმარტავს, რომ როგორც მისთვის გახდა ცნობილი აღნიშნული გასროლები მოუხდენია გ------- ყ----–---–ს.

 

4. ანალოგიურად დაადასტურა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე პოლიციის თანამშრომელმა- მოწმის სახით დაკითხულმა თ------ მ-------–---–მა და განმარტა, რომ ექსპერტების მონაწილეობით, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც, გზაზე ამოღებული იქნა ორი ტყვიის გულის ნაწილი, რომელებიც დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, იქვე შეიტყვეს, რომ მეზობლებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ ქუჩის სხვადასხვა მხარეს დაახლოებით 30-35 მეტრის დაშორებით, მომხდარი შელაპარაკების შედეგად, ერთ-ერთ მეზობელს მოუხდენია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა.

 

5. მოწმის სახით დაკითხულმა თ----- კ------ემ, დაადასტურა, რომ ცხოვრობს ბრალდებულ გ------- ყ----–---–ის მეზობლად. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 17 აპრილს იყო აღდგომის მეორე დღე და იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. რა დროსაც, ქუჩიდან გაიგონა სამი გასროლის ხმა. მათთან სახლში მივიდა მეზობელი, რომელმაც აცნობა, რომ დაზიანებული იყო მათი ქუჩაში მდგომი ავტომანქანა. იქვე მეზობელმა უთხრა, რომ მათი ავტომანქანა დაუზიანებია ბ---- ხ---------–ს, იმ დროს, როდესაც შელაპარაკება მომხდარა ბ---- ხ---------–სა და გ------- ყ----–---–ს შორის. როდესაც გარეთ გავიდა დაინახა, რომ თავის სახლთან იდგა ბ---- ხ---------–ის დედა ნ-----–- ხ---------–ი. ნახა, რომ. დაზიანებული იყო ავტომანქანის წინა საქარე მინა. მათ შორის კონფლიქტის მიზეზი მისთვის უცნობია. განმარტავს, რომ შემთხვევის შემდგომ იგი შეხვდა მის მეზობელს ბ---- ხ---------–ს, რომელმაც დაადასტურა, რომ მის მიერ ნასროლი საგანი აცდენია გ------- ყ----–---–ს და ამის შემდგომ მოხვედრია მათ ავტომანქანას. ამ უკანასკნელმა აუნაზღაურა მიყენებული ზარალი. განმარტავს, რომ როგორც მეზობლებისაგან შეიტყო გ------- ყ----–---–ს, იმის გამო, რომ რკინის ნაჭერი უსვრია მისთვის ბ---- ხ---------–ს ვერ მოუთმენია და იარაღი უსვრია ბ---- ხ---------–ის კარების მიმართულებით. იცნობს გ------- ყ----–---–ს და მისგან რაიმე სახის აგრესიას არ შესწრებია. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე ნახა ის რკინის ნაჭერი, რომელიც ისროლა ბ---- ხ---------–მა, იგი სქელი რკინის ნაჭერი იყო.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი აღწერა;

 

1. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.

 

2. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.

 

3. ბრალდებულმა გ------- ყ----–---–მა საქმის სასამართლო განხილვის დროს თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ და მიუთითა, რომ თავს დამნაშავედ სცნობს იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში, ხოლო მის ტარებაში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ მის მეზობლად ცხოვრობს აწ. გარდაცვლილი ბ---- ხ---------–ის ოჯახი, შემთხვევამდე წლების განმავლობაში, როგორც ბ---- ხ---------–ი, ასევე, მისი დედა ნ-----–- ხ---------–ი, მის მიმართ გამოხატავდნენ აგრესიას, ლანძღავდნენ და წყევლიდნენ მას და მის ოჯახს, იმის გამო, რომ აბრალებდნენ მას და ასევე მის მეზობელსაც 17 წლის წინ მომხდარ მათი სახლის გაქურდვის ფაქტში მონაწილეობას. ბრალდებულის განმარტებით, შემთხვევის დღეს იყო 17 აპრილი, აღდგომის მეორე დღე და იგი იმყოფებოდა მისი საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ ქუჩაში და აპირებდა მეუღლისა და შვილის ქალაქში წაყვანას, რა დროსაც, შემთხვევით შეხვდა მისი მეზობელი ბ---- ხ---------–ი. რადგანაც მას გაგონილი ქონდა, რომ ბ---- ხ---------–ი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა მას და მის ოჯახს ,,facebook”-ში მივიდა მასთან და წყნარად უთხრა, რომ თავი დაენებებინა მათთვის. რა დროსაც, ბ---- ხ---------–ი გაემართა თავისი ჭიშკრისაკენ, დაუძახა მას, თუ რატომ არ ეშვება და დაიწყო მისი მისამართით გინება, რომელსაც აჰყვა მისი დედა ნ-----–-ც, რომელმაც დაიწყო მისი მისამართით წყევლა და ამბობდა, რომ ,,მეუღლე მომიკალითო, სახლს გადაგიწვავთო“. ამ დროს ბ---- და მისი დედა იმყოფებოდნენ ავტოფარეხის თავზე არსებულ აივანზე. ბრალდებული განმარტავს, რომ ამ დროს მას ახლდა მისი მეუღლე და შვილი, ადასტურებს, რომ მანაც რამდენჯერმე შეაგინა მათ. ბ---- ხ---------–მა დაიწყო აივნიდან რკინის საგნების სროლა მისი მისამართით, ერთი რკინის საგანი მოხვდა ქუჩაში მდგომ მისი მეზობლის ავტომანქანას. ადასტურებს, რომ ის მხოლოდ აგინებდა მათ და რაიმე მუქარას მისი მხრიდან ადგილი არ ქონია. შესაძლებელი იყო ბ---- ხ---------–ის ნასროლ საგნებს მისი ბავშვი დაეზიანებინა. ისინი უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდნენ მის მეუღლეს. ადასტურებს, რომ შევიდა საცხოვრებელ სახლში, საიდანაც გამოიტანა მის მიერ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და მათი შეშინების მიზნით ესროლა ჭიშკარს. ამ დროს მისი მიზანი იყო, რომ შეეშინებინა ისინი და შეეწყვიტათ მათი ლანძღვა და შესულიყვნენ სახლში. განმარტავს, რომ როდესაც გაისროლა ავტოფარეხის ჭიშკრისაკენ ბ---- და მისი დედა ნ-----–- ხ---------–ი ამ დროს აივანზე არ იმყოფებოდნენ. განმარტავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი იპოვა სარემონტო სამუშაოებზე მუშაობის დროს. ეს იარაღი იყო მაკაროვის სისტემის იარაღი, როდესაც იგი იპოვა მასში მოთავსებული იყო სამი ტყვია. ეს იარაღი ისროდა თუ არა არ გაუსინჯავს, არ შეუმოწმებია. იგი შენახული ქონდა თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში. განმარტავს, რომ ბ---- ხ---------–ი და მისი ოჯახი ცხოვრობენ მისი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 30 მეტრში. განმარტავს, რომ ბ---- და მისი დედა ნ-----–- ხ---------–ი სახლის გაქურდვას აბრალებდნენ არა მარტო მას, ასევე, მის მეგობრებსაც, ისინი ხშირად ლანძღავდნენ მას და მისი ოჯახის წევრებს.

 

4. მოწმე თამარ მშვილდაძემ განმარტა, რომ ბრალდებული გ------- ყ----–---–ი არის მისი მეუღლე. შემთხვევის დღეს იყო აღდგომის მეორე დღე და დაახლოებით შვიდი საათისათვის მეუღლესთან და შვილთან ერთად აპირებდა ქალაქში სასეირნოდ გასვლას და იმყოფებოდა თავის საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ ქუჩაში. რა დროსაც დაინახა, რომ მათი ჩიხის თავში მისი მეუღლე გ------- ყ----–---–ი ესაუბრებოდა მათ მეზობლად მცხოვრებ ბ---- ხ---------–ს. ამ დროს ბ---- ხ---------–მა დაიწყო ლანძღვა მისი მეუღლისა და მისი ოჯახის მისამართით. იგი ცდილობდა მისი მეუღლე გ------- ყ----–---–ი წაეყვანა სახლში. ხოლო, ბ---- ხ---------–ი კვლავ აგრძელებდა მის ლანძღვას ნ-----–- ხ---------–თან ერთად. ისინი იმყოფებოდნენ მათ ეზოში არსებულ ავტოფარეხის თავზე. ამ დროს ბ---- ხ---------–მა დაიწყო რკინების ნაჭრების სროლა მათი მიმართულებით. ეს რკინის ნაჭრები აცდა მათ. ამ დროს მისი მეუღლე გ------- ყ----–---–ი შევიდა სახლში. ხოლო, ბ---- ხ---------–ი მისი მისამართით იყენებდა უცენზურო სიტყვებს, მისი მეუღლეც აგინებდა მათ. ამ დროს მისი მეუღლე ჩავიდა სახლში საიდანაც დაბრუნდა და ხელში ეკავა იარაღი, რომელიც ისროლა ბ---- ხ---------–ის აივნისაკენ. ამ დროს ბ---- და ნ-----–- ხ---------–ები აივანზე არ იდგნენ. განმარტავს, რომ მისი მეუღლის ხელში ადრე იარაღი არ უნახავს. ადასტურებს, რომ როცა მისი მეუღლე სახლიდან გამოიქცა დაინახა, რომ ამ უკანასკნელმა ისროლა იარაღი ბ---- ხ---------–ის გარაჟის ჭიშკრის მიმართულებით, მის ხელში იარაღი შენიშნა იმ დროს, როდესაც მოხდა გასროლა. მის მეუღლეს იარაღი ეჭირა მარჯვენა ხელში. ამ იარაღის აღწერა მას არ შეუძლია. ადასტურებს, რომ მისმა მეუღლემ გ------- ყ----–---–მა ბ---- ხ---------–ის ჭიშკრის მიმართულებით განახორციელა სამი გასროლა. აღნიშნული ნატყვიარები ემჩნევა ჭიშკარს. განმარტავს, რომ ბ---- ხ---------–ის მხრიდან მათი მიმართულებით ნასროლი რკინის ფირფიტები იყო სქელი. როდესაც ბ---- ხ---------–ი მათი მიმართულებით ისროდა ამ რკინის ნაჭრებს ბ----ს დედა იძახდა ,,მოკალიო“. ადასტურებს, რომ ბ---- ხ---------–ის ნასროლი ერთ-ერთი რკინის ნაჭრით დაზიანდა მისი მეზობლის ავტომანქანა.

 

5. მოწმე ლაშა გოგოლაშვილმა განმარტა, რომ ბრალდებული გ------- ყ----–---–ი არის მისი ნათლული. ასევე ახლოს იცნობდა ბ---- ხ---------–ს და მეგობრობდა მასთან სოციალური ქსელის საშუალებით. აქედან ცნობილია მისთვის, რომ ბ---- ხ---------–მა სოციალურ ქსელში დაწერა სტატუსი, სადაც უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებდა გ------- ყ----–---–ის მეუღლეს. მისთვის ცნობილია, რომ დაძაბული ურთიერთობა არსებობდა გ------- ყ----–---–სა და ბ---- ხ---------–ს შორის. ბ---- ხ---------–ს დაძაბული ურთიერთობა ქონდა ასევე სხვა მეზობლებთანაც. განმარტავს, რომ ბ---- ხ---------–მა მიაღწია იმას, რომ გ------- ყ----–---–ი გამოიყვანა წყობილებიდან. ასევე მან იცოდა იმის შესახებ, რომ გ------- ყ----–---–ს ეტყოდა აღნიშნული სტატუსის შესახებ. ასევე, გ------- ყ----–---–ის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ,,წყევლას“ ადგილი ქონდა ბ---- ხ---------–ის დედის ნ-----–- ხ---------–ის მხრიდანაც.

 

6. მოწმე გ------- ხ-------მა დაადასტურა, რომ 2017 წლის 17 აპრილს შეესწრო გ------- ყ----–---–სა და ბ---- და ნ-----–- ხ---------–ების ჩხუბს. დაინახა, რომ ბ---- ხ---------–მა გ------- ყ----–---–ის მისამართულებით ,,ბალკომიდან“ რკინის ,,ალმატურის“ ნაჭრების სროლა დაიწყო, რომელიც ასცდა გ------- ყ----–---–ის ბავშვს და მოხვდა მეზობლის ავტომანქანას და ჩაუმსხვრია მინა. ამის შემდეგ იგი შევიდა თავის სახლში, იარაღის გასროლის ხმა არ გაუგონია. იგი როდესაც სახლიდან გამოვიდა შემთხვევის ადგილზე უკვე მისული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

 

7. მოწმე ნ--- ბ----------მ დაადასტურა, რომ ახლოს იცნობს, როგორც გ------- ყ----–---–ს, ასევე, ახლოს იცნობდა აწ. გარდაცვლილ ბ---- ხ---------–საც. მოწმის განმარტებით, იგი უშუალოდ შემთხვევის ფაქტს არ შესწრებია. როდესაც სახლში ბრუნდებოდა ქუჩაში დაინახა პოლიციის თანამშრომლები და იქვე შეიტყო მომხდარი ,,ინციდენტის“ შესახებ. განმარტავს, რომ ბ---- და მისი დედა ნ-----–- ხ---------–ი ყველას წინაშე ამცირებდნენ და წყევლიდნენ გ------- ყ----–---–სა და მის ოჯახის წევრებს. ისინი ასეთივე განწყობით იყვნენ სხვა მეზობლების მიმართაც. მათი მხრიდან ასეთი აგრესია დაახლოებით გრძელდება 15-20 წელის განმავლობაში. მისი აზრით მათ მაინც შეძლეს გ------- ყ----–---–ის ,,პროვოკაციაზე“ წამოგება.

 

8. მოწმე ღუღული ჭითანავამ დაადასტურა, რომ ცხოვრობს პ--–---ის ქუჩაზე. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 17 აპრილს იმყოფებოდა გარეთ. დაინახა, რომ ქუჩაში მოდიოდნენ გ------- ყ----–---–ი და მისი ოჯახის წევრები. იქვე აივანზე იდგნენ ბ---- ხ---------–ი და მისი დედა. რომელთაც დაიწყეს გინება გ------- ყ----–---–ის მისამართით. ისინი ილანძღებოდნენ ძალიან ცუდი უცენზურო სიტყვებით. გ------- ყ----–---–ს ეუბნებოდნენ, რომ ,,ქურდი ხარო“. ულანძღავდნენ ცოლს დედას. გ------- ყ----–---–ი კი ხმას არ იღებდა. მოულოდნელად ბ---- ხ---------–მა აივნიდან რაღაც გადმოაგდო, რომელიც ასცდა გ------- ყ----–---–ის ბავშვს და დაეცა იქვე მყოფ ავტომანქანას. გ------- ყ----–---–ი წავიდა სახლში, ცოტა ხნის შემდეგ გაიგონა სროლის ხმა. როდესაც გარეთ გამოვიდა, უკვე ქუჩაში მისული იყვნენ პოლიციის თანამშრომლები.

 

9. ანალოგიურად აჩვენა, მოწმის სახით დაკითხულმა ნ----- ს-----ემ და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2017 წლის 17 აპრილს იმყოფებოდა სახლში, ცხოვრობს ნ-----–- და ბ---- ხ---------–ების წინ. სახლში ესმოდა ყვირილის ხმა, როდესაც გარეთ ჭიშკართან გამოვიდა, დაინახა, რომ ნ-----–- და ბ---- ხ---------–ები უშველი სიტყვებით ილანძღებოდნენ. მან შენიშვნა მისცა ბ---- ხ---------–ს თუ რატომ ილანძღებოდა, დაინახა, რომ ისინი ლანძღავდნენ მის მეზობლად მცხოვრებ გ------- ყ----–---–ს, მის მეუღლესა და დედამისს. ამის შემდგომ იგი შევიდა სახლში და იქ გაიგონა იარაღიდან გასროლის ხმა. პოლიციის მოსვლის შემდგომ ნახა, რომ დაზიანებული იყო ქუჩაში მყოფი ერთ-ერთი ავტომანქანის მინა.

 

10. მოწმე ირაკლი ბერიძემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. სადაც ქუჩიდან გაიგონა ხმაური. ასევე გაიგონა გასროლის ხმაც. როდესაც გარეთ გავიდა უკვე ყველაფერი მომხდარი იყო. გასროლის მომენტს არ შესწრებია. დაინახა გ------- ყ----–---–ი რომელიც იყო აღელვებული. მას ხელში რაიმე საგანი თუ ეჭირა არ დაუნახავს. ადასტურებს, რომ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს გაიგონა ორი გასროლის ხმა.

 

11. მოწმე გ------- ხ-------მა დაადასტურა, რომ იცნობდა, როგორც აწ გარდაცვლილ ბ---- ხ---------–ს, ასევე, იცნობს ბრალდებულ გ------- ყ----–---–ს. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 17 აპრილს, თავის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც, ქუჩაში შეესწრო ბ---- და ნ-----–- ხ---------–ების მიერ გ------- ყ----–---–ის მისამართით ჩხუბის ფაქტს, შემთხვევის ადგილზე მყოფი გ------- ყ----–---–ი მათ ,,ამშვიდებდა“, მაგრამ ისინი მაინც ლანძღავდნენ ამ უკანასკნელს. დაინახა, რომ თავისი საცხოვრებელი სახლის ,,ბალკონიდან“ ბ---- ხ---------–მა გ------- ყ----–---–ის მისამართით დაიწყო რკინის ,,ალრმატურების“ სროლა. ერთ-ერთი ასცდა გ------- ყ----–---–ის არასრულწლოვან შვილს და მოხვდა მეზობლის მანქანას და ჩაუმტვრია საქარე მინა. ამის შემდგომ, იგი წავიდა თავის საცხოვრებელ სახლში და იარაღის გასროლის ხმა არ გაუგონია. იგი სახლიდან გამოვიდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე მისული იყო პოლიცია.

 

12. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.

 

თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

13. ამასთან, მხარეებს და სასამართლოს უფლება აქვთ მტკიცებულებათა უტყუარობის კონტექსტში მოწმის ჩვენების სანდოობა ეჭქვეშ დააყენოს მოწმის მიკერძოების გამო და

ამ უფლების გამოყენებით არასარწმუნოდ მიიჩნიოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც სასამართლო, პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც, გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად, სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულ გ------- ყ----–---–ის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, იმასთან დაკავშირებით, რომ დაზარალებულს არ დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით და არ უტარებია შემთხვევის ადგილზე მის ხელთ არსებული ცეცხლსასროლი იარაღი, არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს, რის გამოც, ბრალდებულის ჩვენება სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, ასევე, სასამართლო ამ ნაწილში ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებს, სადაც ისინი მიუთითებენ, რომ მხოლოდ დაზარალებული მხარე აყენებდა სიტყვიერ შეურაცყოფას ბრალდებულს, ხოლო ეს უკანასკნელი ცდილობდა მათ დამშვიდებას, აღნიშნული არსებითად ეწინააღმდეგება, როგორც საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ გარემოებებს, ასევე, თავად ბრალდებულის ჩვენებას, სადაც იგი არ უარყოფს, რომ მისი მხრიდანაც ქონდა ადგილი დაზარალებულის მიმართ სიტყვიერ შეურაცყოფას და არა სიცოცხლის მოსპობის მუქარას, აღნიშნული მიუთითებს, რომ დაცვის მოწმეთა ჩვენებები არათანმიმდევრულია, რაც იძლევა მათ ჩვენებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველს, რის გამოც, სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას

 

1. საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი, და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

2. მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთ მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.

 

3. საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

4. საქმეში არსებული 2017 წლის 22 აპრილს შედგენილი #112/ბ ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ,,პისტოლეტის ფორმის მქონე ობიექტი, #ЬE 0412 არის ქარხნული წესით დამზადებული 1941 წლის ნიმუშის მაკაროვის კონსტრუქციის 9 მმ კალიბრის პისტოლეტის მოდელი ПM, მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის. პისტოლეტზე კონსტრუქციული გადაკეთების რაიმე კვალი არ აღინიშნება. საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული ექსპერტიზის დასკვნის შემდგენი პირის ექსპერტ გურამ კუჭავას მიერ მიცემული ჩვენების შინაარსი და აქედან გამომდინარე, დასკვნაში მითითებული გარემოებებიც.

 

5. გამოძიების მიერ ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ტყვიის გულას მსგავსი ლითონის დეტალისა და ოქროსფერი ლითონის მცირე ზომის ფრაგმენტის შესწავლის შედეგად, საქართველოს შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის ექსპერტის გ------- შალიკიანის მიერ, 2017 წლის 04 მაისს გაცემული იქნა #117/ბ ბალისტიკური დასკვნა. სადაც მითითებულია, რომ ,,ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ კალიბრის ПM ტიპის ვაზნის ერთი ცალი ტყვია გასროლილია 9 მმ კალიბრის მაკაროვის პისტოლეტიდან და ცეცხლსასროლი იარაღის საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის ვარგისია.

ტყვიის გარსის დეფორმირებული ნაწილაკი შესაძლებელია წარმოადგენს 9 მმ კალიბრის დაუდგენელი ტყვიის გარსის ნაწილაკს. შესაძლებელია გასროლილი იყოს 9 მმ კალიბრის მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან და წარმოდგენილი მდგომარეობით იგი ცეცხლსასროლი იარაღის იდენტიფიკაციისათვის უვარგისია“.

 

6. 2017 წლის 25 მაისს შედგენილი ბალისტიკური ექსპერტიზის N129-ბ დასკვნის თანახმად, ,,ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ქარხნული წესით დამზადებული 9mm კალიბრის ,,ПМ“ ტიპის ვაზნის ერთი ცალი ტყვია (იხ. 2017 წლის 4 მაისის ექსპერტის დასკვნა N117-ბ) ცეცხლსასრლი იარაღის საიდენტიფიკაციო გამოკვლევისათვის ვარგისია და გასროლილია ექსპერტიზაზე წარდგენილი 9mm კალიბრის მაკაროვის სისტემის N ВЕ0412 პისტოლეტიდან (იხ. 2017 წლის 22 აპრილის ექსპერტიზის დასკვნა N112-ბ).

 

7. ტყვიის გარსის დეფორმირებული ნაწილაკი (იხ. 2017 წლის 4 მაისის ექსპერტის დასკვნა N117-ბ) შესაძლებელია წარმოადგენს 9mm კალიბრის დაუდგენელი ნიმუშის ვაზნის ტყვიის გარსის ნაწილაკს, შესაძლებელია გასროლილი იყოს 9mm კალიბრის დაუდგენელი ნიმუშის ვაზნის ტყვიის გარსის ნაწილაკს. შესაძლებელია გასროლილი იყოს 9mm კალიბრის მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან და წარმოდგენილი მდგომარეობით იგი ცეცხლსასროლი იარაღის იდენტიფიკაციისათვის უვარგისია“.

 

8. საქმეში არსებული 2017 წლის 20 აპრილს შედგენილი სასაქონლო ექსპერტიზის N52-ს დასკვნის თანახმად ,,ექსპერტიზაზე წარდგენილი 2003 წელს გამოშვებული ,,volksvagen touareg” სახელმწიფო ნომრით BB-330-XX ავტომობილის წინა საქარე მინის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა სარემონტო-აღდგენითი სამუშაოს გათვალისწინებით დღევანდელი მდგომაროებით საორიენტაციოთ შეადგენს 350 ლარს“.

 

9. 2017 წლის 15 მაისს შედგენილი ტრასოლოგიური ექსპერტიზის N137-ტრ დასკვნით ,,ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი ,, ფოლკსვაგენ ტუარეგის“ მოდელის სახ. ნომრით BB-330-XX ავტომობილზე აღენიშნება მექანიკური დაზიანების კვლები, მინის ტეხვის და დაბზარვის სახით. აღნიშნული დაზიანებები წარმოქმნილია ფიზიკური ძალით რაიმე მკვრივ საგანთან კონტაქტის შედეგად.“

 

10. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეებმა უდავოდ მიიჩნიეს საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნების შემდგენი ექსპერტების გამოძიებაში მიცემული ჩვენებები და ასევე, ამ დასკვნებში მითითებული გარემოებები.

 

11. სსსკ-ის 125-ე მუხლის თანახმად, დათვალიერების დაწყებამდე, უნდა არსებობდეს ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც კონკრეტულ ადგილზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დანაშაულის კვალის არსებობის დასაბუთებულ ვარაუდს შექმნის და შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედება როგორიცაა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

 

12. საქმეში არსებული N903219 შეტყობინების ოქმის თანხმად, იმერეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების ,,106“-ე საპატრულო ეკიპაჟს პატრულ ინსპექტორმა გ. ნ------ემ აცნობა, რომ ქუთაისში პ--–---ის ქუჩა მე-2 ჩიხი N8-ში დახმარება ითხოვა 1980 წელს დაბადებულმა ბ---- ხ---------–მა, რომლის განმარტებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეზობლად მცხოვრები გიგა ყ----–---–ი და მოგვიანებით გაიგონა გ. ყ----–---–ის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა. შეტყობინება მიიღო მორიგე რეგისტრატორმა დავით ქათამაძემ 17:04:2017 21:0- საათზე.

 

13. ასეთი სახის ინფორმაციის არსებობის გამო, შემთხვევის ადგილის დათვალიერება იყო დროული და კანონიერი, რადგანაც, საგამოძიებო მოქმედების დაყოვნებას შესაძლოა მოჰყოლოდა დანაშაულის კვლების განადგურება, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები რელევანტურია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

14. სსსკ- 111-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წინ საგამოძიებო მოქმედებების მონაწილეებს განემარტებათ მათი უფლება -მოვალეობები ასეთი განმარტების გარეშე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მტკიცებულებათა მოპოვება, ითვლება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო არსებით დარღვევად მიიჩნევს. ამის საფუძველი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არ არსებობს, რადგანაც დათვალიერების ოქმის შინაარსის შესწავლით, ასევე, სასამართლოში დათვალიერებაში მონაწილე პირების და ექსპერტის ჩვენებებით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედების დათვალიერების დაწყებამდე, მასში მონაწილე პირებს განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები.

 

15. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, ,,საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებული იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა, აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები’’ რაც, გულისხმობს საგამოძიებო მოქმედებაში ექსპერტების მონაწილეობას, რადგანაც, მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებათა დახმარებით აღმოჩენილი იქნეს დანაშაულის კვალი და ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა გამოვლენა და გამოკვლევაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს.

 

16. სსსკ-ის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილი იქნა მისი კვალი.

 

17. საქმეში არსებული, 2017 წლის 17 აპრილს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში პ--–---ის ქუჩის მე-4 ჩიხში, ამავე ქუჩის N8-ში მცხოვრები ბ---- ხ---------–ის სახლის ავტოფარეხის წინ ქუჩაში. ბ---- ხ---------–ის სახლს შესასვლელი აქვს როგორც პ--–---ის ქუჩის მხრიდან, ისე ამავე ქუჩის მე-4 ჩიხის მხრიდან. მე-4 ჩიხი მიმართება ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, მოპირკეთებულია ბეტონის ფილებით და მისი სიგანეა 10 მეტრი. ბ---- ხ---------–ი სახლს დასავლეთიდან ესაზღვრება აღნიშნული ჩიხი, ხოლო სამხრეთიდან ესაზღვრება პ--–---ის ქუჩის N10-ში მდებარე გ--- ლ-----ის ეზო. მის წინ ჭიშკართან ჩიხში ნაწილობრივ ქვეითად მოსიარულეთა ბილიკზე დგას გ--- ლ-----ის მეუღლის თ----- კ------ის კუთვნილი მორუხო ფერის 2004 წელს გამოშვებული ,,VOLKSWAGEN TOVAREG“-ის მარკის მოდელის ავტომანქანა სახ. ნომრით ,,BB330XX”, წინა მხრით ჩრდილოეთისკენ. აღნიშნულ ავტომანქანას გამჭილად დაზიანებული აქვს წინა საქარე მინა. კერძოდ, რაღაც საგნის მოხვედრით დამსხვრეულია მისი ქვედა მარცხენა კუთხე. თ----- კ------ის განმარტებით, აღნიშნული დაზიანება, მის ავტომანქანას მიადგა ბ---- ხ---------–ისაგან ნასროლი და მოხვედრილი რაღაც საგნის შედეგად, მინის მცირე ნამსხვრევები ყრია, როგორც ავტომანქანის ძარაზე, ისე ავტომანქანის სალონში. წინა მოპირკეთების მარცხენა კიდეში, მონაცემთა დაფის ზემოთ. ბ---- ხ---------–ი ავტოფარეხში ჩამონტაჟებულია ნაცრისფერი ორფრთიანი მასიური რკინის კარები. ავტოფარეხის ზემოთ განლაგებულია ღია ტერასა, რომელსაც ქუჩის მხრიდან აქვს ლითონის ფურცლებისგან დამზადებული მოაჯირი და მასში ჩამონტაჟებულია ორფრთიანი ლითონის კარები. ავტოფარეხის კარების გასწვრივ ჩრდილოეთით დამონტაჟებულია ეზოში შესასვლელი ერთფრთიანი კარები, რომელშიც ჩამონტაჟებულია საკეტი სახელურით. ავტოფარეხის კარებებზე ტერასის ლითონის მოაჯირზე მის კარებებზე და ერთფრთიან კარებზე მიდუღებულია ლითონის კუთხოვანი ღეროებისაგან დამზადებული სხვადასხვა ორნამენტები. ავტოფარეხის მარჯვენა სამხრეთით დამონტაჟებულ ფრთაზე აღინიშნება მცირე ზომის დეფორმაციის ორი კვალი. ხოლო მის ზემოთ ტერასის ლითონის კარების ზედაპირზე აღინიშნება ერთი მცირე ზომის დეფორმაციის კვალი და მათზე მოცილებულია საღებავის ფენა. ავტოფარეხის კარების წინ ქვაფენილზე აგდია ლითონის მცირე ზომის ფრაგმენტი, რომელიც ექსპერტების მიერ ამოღებული და დალუქული იქნა FCD 688359 ნომრის პოლიეთილენის პარკში. ასევე, ავტომანქანის სავალ გზაზე ჩიხის დასავლეთ მხარეს ქვაფენილზე აგდია ტყვიის მაგვარი გულას ლითონის დეტალი, რომელიც ექსპერტების მიერ ამოღბული და დალუქული იქნა FCD 688360 ნომრის პოლიეთილენის პარკში. გ--- ლ-----ის სახლის სამხრეთით განთავსებულია ქუთაისის თეატრალური საზოგადოების ხანძრისგან დაზიანებული შენობა, რომლის წინა მხარეს პირველ სართულზე ასასვლელი კიბის ბაქანი გადახურულია ოვალური სახურავით დამის ქვემოთ კედელზე დამონტაჟებულია იქვე ახლოს წერეთლის ქუჩის მე-2 ჩიხის N2-ში მდებარე სასტუმრო ,,ბ-------------“-ის კუთვნილი ვიდეო სათვალთვალო კამერა, რომლის ობიექტივიც მობრუნებულია ჩრდილოეთით. გ--- ლ-----ის და ბ---- ხ---------–ის სახლების ჭიშკრების მხარეს. ქუთაისის თეატრალური საზოგადოების შენობის შუა ნაწილში მესამე სართულამდე აქვს ღია გასასვლელი - თაღი, რომლის გავლის შემდეგ შევდივართ იქ არსებული სახლების საერთო ეზოში და მის სიღრმეში განთავსებულია სასტუმრო ,,ბ-------------“-ის უკანა შესასვლელი. ბ---- ხ---------–ი ჭიშკრის ჩრდილოეთით აშენებულია თლილი ქვის ღობე, რომელზედაც მიყუდებულია მართკუთხა პროფილის ლითონის მილის ორი გადანაჭრელი. პ--–---ის ქუჩის მე-2 ჩიხში ქუჩის ორივე მხარეს განთავსებულია საცხოვრებელი სახლები და სასტუმრო, ხოლო ჩიხის ბოლოში არის მდინარე რიონის ნაპირზე ჩასასვლელი კიბე“. შემთხვევის ადგილის ოქმი შედგენილია ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის კ------------- ბ----------ს მიერ. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას იღებდნენ პოლიციის მე-2 განყოფილების ინსპექტორ-გამომძიებლები კ------------- მ-------ე და თ------ მ-------–---–ი. ასევე, მონაწილეობდნენ იმერეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტები ო------ ხ----------ა და გ--- ხ-----ა. ოქმის თანახმად, დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა ლითონის მცირე ზომის ფრაგმენტი, ტყვიის მაგვარი გულას ლითონის დეტალი. ამოღებული ნივთები მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

18. საქმის სასამართლო განხილვის დროს, შემთხვევი ადგილის დათვალიერების ოქმის შემდგენმა პოლიციის დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელმა კ------------- ბ----------მ და დათვალიერებაში მონაწილე პირებმა დაადასტურეს ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე და განმარტეს, რომ საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული იქნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და მასში მონაწილე პირებს რაიმე სახის შენიშვნა, შესწორება და დამატება არ განუცხადებიათ, ასევე დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტებმა ო------ ხ----------ამ და გ--- ხ-----ამ დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილზე ასრულებდნენ გამომძიებლის მითითებებს და მათ მიერ ამოღებული იქნა ომზე თანდართული საგნები და ნივთები. ექსპერტმა ო------ ხ----------ამ ასევე მიუთითა, რომ ბ---- ხ---------–ი ავტოფარეხის ჭიშკარზე არსებული დაზიანებები წარმოადგენდა ტყვიის მიერ დატოვებულ კვალს, რადგანაც იგი დიდიხანი მუშაობს ექსპერტად და შეუძლია აღნიშნულის შემთხვევის ადგილზევე ამოცნობა. ასევე, ექსპერტებმა დადასტურეს რომ შემთხვევის ადგილზე განხორციელდა ფოტო გადაღება, როგორც შემთხვევის ადგილის ასევე ჭიშკარზე არსებული ნატყვიარების. ოქმში მითითებულია, რომ მისი ასლი ჩაბარდა დათვალიერებაში მონაწილე პირს თ----- კ------ეს. ფოტომასალა ერთვის საქმეს, რომელიც საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების შენობაში გახსნილი იქნა გამომძიებელ კ------------- ბ----------ს მიერ. ოქმის თანახმად, ,,პაკეტში მოთავსებულია ერთი ცალი ,,CD-R“ დისკი, რომელშიც ჩაწერილია ქალაქ ქუთაისში, პ--–---ის ქ. N4 ჩიხში მდებარე შემთხვევის ადგილის და ავტომანქანის დათვალიერების დროს გადაღებული 47 ცალი ფოტოსურათი. აღნიშნული ფოტოსურათები გადატანილი იქნა ელექტრონული გამოძიების ფაილებში ,,CD-R“ დისკზე და საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის გახსნილი პაკეტი დაილუქა ერთ პაკეტად #33/5/1/2 ლუქის ბეჭდით დაერთო ამავე საქმეს. აღნიშნული დალუქული პაკეტი საქმის სასამართლო განხილვის დროს გახსნილი და გამოკვლეული იქნა მხარეთა მონაწილეობით.

 

19. საქმეში არსებული, ბრალდებულის ნებაყოფლობითი გამოცხადების შესახებ ოქმის თანახმად, 2017 წლის 21 აპრილს 13:05 საათზე პოლიციის მე-2 განყოფილებაში ნებაყოფლობით გამოცხადდა, ამავე საქმეზე ბრალდებული გ------- ყ----–---–ი მისი ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად და განაცხადა, რომ იგი არის ის პირი, რომელმაც, 2017 წლის 17 აპრილს, დღის საათებში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განახორციელა მუქარა ქ. ქუთაისში პ--–---ის ქუჩის N8-ში მცხოვრების ბ---- ხ---------–ი მიმართ და სურს გამოძიებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიებისათვის საინტერესო მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ. ოქმის სისწორე დადასტურებული იქნა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე გ------- ყ----–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის ხელის მოწერით. იმავე დღეს გამომძიებელ კ------------- ბ----------ს მიერ შედგენილი იქნა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამოღების წარმოების შესახებ. სადაც მითითებულია, რომ ვინაიდან არსებობდა გადაუდებელი აუცილებლობა, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებების განადგურების ან ამ მონაცემების მოპოვებისათვის ხელის შეშლის. გამომძიებლის მიერ გ------- ყ----–---–ისაგან ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი თანქონებული პისტოლეტი ერთი მჭიდით, რომელიც მოთავსდა და დაილუქა პოლიეთილენის პარკში #33151112 ლუქის ბეჭდით. ოქმში მითითებულია, რომ ,,ჩემს მიერ ნებაყოფლობით წარმოდგენილი ,,მაკაროვის“ სისტემის იარაღი არის ის იარაღი, რომლითაც მოვახდინე გასროლა ბ---- ხ---------–ის ავტოფარეხის მიმართულების 2017 წლის 17 აპრილს“. ოქმში მითითებულ ამ განცხადებას ხელს აწერს გ------- ყ----–---–ი. ამოღების ოქმი ხელმოწერილია დამსწრე პირების მიერ. იგი შედგენილია სწორად და სრულად.

 

20. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივ-თანაშემწე გამომძიებლის კ------------- ბ----------ს მიერ, ქ.ქუთაისში წერეთლის ქუჩის მე-2 ჩიხის N2-ში მდებარე შპს ,,ბ-------------“ სასტუმროდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია სასტუმროში მოთავსებული ვიდეო-სათვალთვალო სისტემის ჩამწერი მოწყობილობა არსებული DVD დისკზე. შპს ,,ბ-------------“ სასტუმროს წარმომადგენლის მიერ, წარდგენილი იქნა აღნიშნული სასტუმროს კუთვნილი ქ. ქუთაისში პ--–---ის ქუჩის მე-4 ჩიხში მდებარე შენობის გარე ფასადზე დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის 2017 წლის 17 აპრილის 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში განხორციელებული ვიდეო ჩანაწერი. რომელიც გადაწერილი იქნა ერთ ცალ DVD დისკზე 01 ფაილად, რომელიც ბრალდებულ გ------- ყ----–---–თან და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატთან ერთად 2017 წლის 20 მაისს გამომძიებლის მიერ გახსნილი იქნა ქაღალდის პაკეტში დალუქული DVD დისკი მასში არსებული ჩანაწერის დათვალიერების მიზნით. რა დროსაც, 2017 წლის 20 მაისს გამომძიებელ კ------------- ბ----------ს მიერ შედგენილი ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,კომპიუტერის მონიტორზე გამოისახა ქ. ქუთაისში პ--–---ის ჩიხის მე-4 შესახვევის ქუჩის ნაწილი მისი დასაწყისიდან ვიდეო კამერის დამონტაჟების ადგილამდე. კერძოდ, ქვედა მხარეს ჩანს ლითონის მოაჯირიანი ქვის კიბე, რომელიც ჩადის ამავე ჩიხის ქვაფენილი მოპირკეთებულ სავალ ნაწილზე, ზედა კიდეში ჩანს ამავე კიბის სახურავის კიდე, მარჯვენა მხარეს ჩანს ამავე შენობის ფასადი და მასში შესასვლელი კარების გარედან დამონტაჟებული ლითონის ჟალუზი. ასევე ჩანს ამავე შენობის გვერდით მის გასწვრივ არსებულ ჩიხში ღია შესასვლელი და მის შემდგომ მდებარე შენობების ფასადები. მარცხენა მხარეს და შუა ნაწილში ჩანს ამავე ჩიხის სავალი ნაწილი, სადაც ქუჩის მარჯვენა მხარეს არსებულ ქვეითად მოსიარულეთა ბილიკთან და ნაწილობრივ მასზე დგას ავტომანქანები, კერძოდ, წინ დგას მოწითალო ფერის ,,ფოლკსვაგენ გოლფის“ მარკისა და მოდელის ავტომანქანა. მის შემდგომ ჩანს ,,ფოლკსვაგენ ტუარეგის“ მარკისა და მოდელის რუხი ფერის ავტომანქანა. მოშორებით ასევე დგას მოთეთრო ფერის მსუბუქი ავტომანქანები, რომელთა ფირმის და მოდელის გარკვევა რთულია. ჩანაწერის ცუდი გარჩევადობის გამო. ქუჩის მარცხენა მხარეს ჩანს მშენებარე ობიექტის ტერიტორიის დამცავი ლითონის ღობე, ჩანაწერის ზედა მარცხენა კიდეში გამოსახულია ჩანაწერის განხორციელების დაწყების თარიღი და დრო : ,,2017-04-17-18:00“ ჩანაწერის ყურებისას ჩანს, რომ ჩიხში ორივე მხარეს მოძრაობენ ქვეითები და ავტომანქანები, გამოძიებისათვის საინტერესო მონაკვეთი იწყება 18:37:01 საათზე როდესაც ჩანაწერის მარცხენა ქვედა მხარიდან გამოჩნდებიან ჩიხის ბოლოდან ჩიხის დასაწყისისკენ ქვეითად მიმავალი მამაკაცი და მის უკან მიმავალი მცირეწლოვანი გოგონა. მამაკაცს აცვია მოშავო ფერის შარვალ-კოსტუმი, კოსტუმის შიგნით მოთეთრო ფერის მაისური, ხოლო, გოგონას აცვია შავი შარვალი და ცისფერი მოსაცმელი. გ------- ყ----–---–ის განმარტებით, აღნიშნული მამაკაცი არის თვითონ და ბავშვი არის მისი ქალიშვილი ნინო ყ----–---–ი. ისინი მცირე ხნით ჩერდებიან და შემდგომ თვითონ აგრძელებენ გზას. ჩიხის დასაწყისთან მისვლამდე ბუნდოვნად ჩანს, რომ გ------- ყ----–---–ი ხვდება ვიღაც პირებს და ჩერდება მათთან. ჩანაწერის დაბალი ხარისხის გამო არ ჩანს გ------- ყ----–---–ისა და მასთან მყოფი პირების მოქმედებები. შემდეგ გ------- ყ----–---–ი უკან ბრუნდება სხვა მამაკაცებთან ერთად და თან ჩანს, რომ ერთმანეთთან საუბრობენ. თანმხლები მამაკაცებიდან ერთ-ერთი, რომელსაც აცვია ცისფერი ტანსაცმელები მარტო მიდის ჩიხის მარჯვენა მხარეს აღებს ვიწრო ჭიშკარს შედის და ხურავს ჭიშკარს. გ------- ყ----–---–ის განმარტებით, ეს მამაკაცი არის ბ---- ხ---------–ი, გ------- ყ----–---–ი მიჰყვება მას ჩერდება ჭიშკართან ახლოს და ამ დროს ჩანს, რომ ვიღაც ხელის კვრით ცდილობს გ------- ყ----–---–ი მოაშოროს იმ ადგილს. გ------- კი უძალიანდება მას. მიუხედავად ამისა იმ პირს გ------- გაჰყავს შუა ქუჩაში და შემდგომ მშენებარე ობიექტის ღობისაკენ. ამ პირს აცვია გრძელი მოსაცმელი და მუქი შარვალი. გ------- ყ----–---–ის განმარტებით, ეს პირი არის მისი მეუღლე თამარ მშვილდაძე, გ-------სთან, ასევე მიდის მეორე ქალბატონი, რომელიც გ------- ყ----–---–ის განმარტებით, ეს პირი არის მისი დედა შო----- ჯა-------ე და ისიც ხელის კვრით ცდილობს მოაშოროს გ------- იმ ადგილს, აიძულებს ჩიხის ბოლოსკენ წასვლას ანალოგიურს ცდილობს თამარ მშვილდაძეც, მაგრამ გ------- მათ უძალიანდება და კვლავ მიდის ქუჩის მარჯვენა მხარეს მდებარე სახლთან. დგება ,,ფოლკსვაგენ ტუარეგის“ წინ იხედება ზევით, ვიღაცას მიმართავს და ხელს იშვერს მისკენ. თამარ მშვილდაძე ხელის კვრით აგდებს გ-------ს ქუჩის შუა ნაწილისაკენ და ამ დროს მარჯვენა მხრიდან ზემოდან გ------- ყ----–---–ის მხარეს ვარდება რაღაც მოშავო ფერის ჯოხის ფორმის საგანი, საგნის ჰაერში მოძრაობისას თამარ მშვილდაძე შეხტება და უკან იხევს, ხოლო, ქვაფენილზე საგნის დავარდნის შემდეგ გ------- მიბრუნდება იმ მხარეს საიდანაც გადმოვარდა საგანი. იღებს ამ საგანს მალევე აგდებს იქვე და კვლავ მიდის მარჯვენა მხარეს, თამარ მშვილდაძე კვლავ ექაჩება გ-------ს მკლავზე დ ისევ აგდებს ქუჩის მარჯვენა მხარეს, მაგრამ გ------- კვლავ მიდის ქუჩის მარჯვენა მხარეს, დგება ისევ ,,ფოლკსვაგენ ტუარეგის“ წინ იხედება ზევით და ვიღაცას მიმართავს. მისი მეუღლე კვლავ მიდის გ-------სთან ექაჩება მას და აიძულებს მოშორდეს იმ ადგილს და როდესაც გ------- მეუღლის მხრიდან გამოთრევის გამო ინერციით მიდის ქუჩის შუა ადგილისაკენ ამ დროს კიდე ვარდება იმავე მხრიდან მეორე ისეთივე საგანი, მაგრამ თამარ მშვილდაძის მიერ ამ გამოთრევის გამო გ------- ის საგანი არ ხვდება ვარდება იქვე ქვაფენილზე, ამ დროს ქუჩაში გ-------ს გარდა იმყოფებიან სხვა მამაკაცები და ერთ-ერთი ხელის მოძრაობით ანიშნებს გ-------ს წავიდა ქუჩის ბოლოსაკენ, იგივეს აკეთებს გ-------ს დედაც. გ------- უჯერებს იმ მამაკაცს და მიდის ჩიხის ბოლოსაკენ ვიდეო კამერის მხარეს 18:41:36 საათზე გადის მარცხენა მხარეს და თვალს მიეფარება. მას უკან მიჰყვება და ამავე მხარეს გადიან გ-------ს დედა და ქალიშვილი. ხოლო, მეუღლე რჩება შუა ქუჩაში და იხედება მარჯვენა მხარეს. შემდეგ ხელს იშვერს რამდენიმეჯერ იმ მხარეს, ჩანს, რომ ვიღაცას მიმართავს. თან მიდის ისიც ჩიხის ბოლოსაკენ და გადის მარცხნივ თვალს მიეფარება 18:42:55 საათზე. ამის შემდეგ ჩიხის ის ნაწილი ცარიელდება 18:45:39 საათზე ზურგის მხრიდან ჩანს მარცხენა მხრიდან ჩიხის დასაწყისისაკენ გაქცეული გ------- ყ----–---–ი, რომელსაც უკან ასევე სირბილით მისდევს მისი მეუღლე. გ------- გასცდება და წინიდან უვლის ,,ფოლკსვაგენ ტუარეგის“ ავტომანქანას. მივარდება ჩიხის მარჯვენა მხარეს ვიღაცის სახლთან და მარჯვენა ხელს იშვერს წინ და ზევით. მასზე მიდევნებული მისი მეუღლე ამ დროს წამიერად ყოვნდება ოდნავ იხრება თითქოს კრთება, შემდეგ ხელს კიდებს ქუჩის შუა ნაწილისკენ გამოსულ გ-------ს და მიათრევს სახლისაკენ. ამ დროს ჩანს, რომ გ-------ს მარჯვენა ხელში უჭირავს რაღაც მოგრძო, მბზინავი საგანი და გ------- მის მეუღლეს მიჰყავს ჩიხისაკენ. თვალ მიეფარებიან 18:45:56 საათზე. ამის შემდეგ ჩანაწერში გ------- და მისი ოჯახის წევრები აღარ ჩანან. ჩიხში მოძრაობენ სხვა მოქალაქეები 18:58:05 საათზე ჩიხში შეუხვევს საპატრულო პოლიციის ავტომანქანა მიდის ვიდეო კამერასთან, აბრუნებს იქვე არსებულ ჩიხის შესასვლელში გადის უკან და აჩერებს იქვე მარცხენა მხარეს. იქედან გადმოდიან პოლიციის თანამშრომლები და შედიან ჩიხის მარჯვენა მხარეს მდებარე იმავე ვიწრო ჭიშკარში, სადაც, მანამდე შევიდა ბ---- ხ---------–ი. ამის შემდეგ საინტერესო არაფერი ჩანს და ჩანაწერი მთავრდება 18:59:59 საათზე“. ოქმის თანახმად ვიდეო ჩანაწერის დათვალიერების დასრულების შემდგომ ჩანაწერი გადაწერილი იქნა კომპიუტერულ მეხსიერებაში, ხოლო, ჩანაწერის DVD დისკი მოთავსებული იქნა ქაღალდის პაკეტში და დაილუქა N 33-5-1-2 პაკეტში. კომპიუტერის მეხსიერებაში ჩანაწერი ვიდეო ჩანაწერი გადაწერილი იქნა სხვა დისკზე და გადაეცა გ------- ყ----–---–ს. ოქმის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებენ დათვალიერებაში მონაწილე პირები გ------- ყ----–---–ი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი.

 

21. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა მონაწილეობით გამოქვეყნდა 2017 წლის 17 აპრილის აღნიშნული ჩანაწერი, ჩაწერილი ერთ ცალ DVD დისკზე. ჩანაწერის მიხედვით სრულიად დადასტურდა ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, იმ სიზუსტით, რომ მისი გამოკვლევის დროს მხარეთა მიერ რაიმე სახის შენიშვნა ან დაზუსტება არ შემოსულა.

 

წარდგენილი ბრალდებების სამართლებრივი შეფასება:

 

ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება:

 

1. იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გ------- ყ----–---–ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია მას მიმართ წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. საქართველო ეკუთვნის იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც, იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი, პოლიციის ნებართვით, ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით.

 

3. ამ დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისათვის.

 

4. ცეცხლსასროლ იარაღს მიეკუთვნება: ტყვიამფრქვევი, ავტომატი, კარაბინი, პისტოლეტი, ნაგანი, თოფი და სხვა, რადგანაც, ეს იარაღები განკუთვნილია ცოცხალი არსების გასანადგურებლად.

 

5. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის დასჯადობა გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში, მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით ისე უმოქმედებით.

 

6. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

7. იარაღის კანონიერი ტარების უფლება აქვს იარაღის მესაკუთრეს და იარაღით მოსარგებლეს.

 

8. ,,იარაღის შესახებ“ კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.

 

9. იარაღით მოსარგებლე კი არის პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად.

 

10. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც, პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც იგი მოძრაობს და ა.შ.

 

11. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება უფრო მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი.

 

12. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება არის იმ შემთხვევაშიც, როცა იარაღს ატარებს ის პირი, ვისაც მართალია, აქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება, მაგრამ არ აქვს ტარების უფლება.

 

13. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების-შეძენის, შენახვის, ტარების ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო.

 

14. ჩამოთვლილი ქმედებათაგან შენახვის და ტარების ჩადენა იწყება მოქმედებით (მაგალითად პირმა შინიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდო ცეცხლსასროლი იარაღი), და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. იარაღის უკანონო შენახვა ან ტარება დამთავრებულია ამ ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.

 

15. ეს დანაშაული განზრახი დანაშაულია, რადგანაც პირს შეგნებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე შეიძინა, შეინახა და ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს.

 

16. იმის გათვალისწინებით, რომ იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ასევე, მოიცავს მის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასაც, დამატებითი კვალიფიკაცია სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით საჭირო არ არის, იმის გამო, რომ იარაღის ტარება მისი შეძენის ლოგიკური გაგრძელებაა, რადგანაც პირმა ჯერ უნდა შეიძინოს ცეცხლსასროლი იარაღი, რომ შემდგომ ატაროს იგი. იმის მიუხედავად, რომ შეძენის ფაქტი თუნდაც უტყუარი მტკიცებულებებით იყოს დადასტურებული, აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულებს გ------- ყ----–---–ს, ზედმეტად აქვს წარდგენილი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით ცეცხლსასროლი იარაღისა მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისათვის გათვალისიწინებული ბრალდება, რის გამოც, წარდგენილი ბრალდებებიდან უნდა ამოერიცხოთ აღნიშნული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

17. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს თუ რა მიზანი ამოძრავებდა ქმედების ჩამდენს, სად და რა ვითარებაში ახორციელებდა თავის ქმედებას და რისი მიღწევა სურდა მას. ამ გარემოებების დადგენა ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას.

 

18. ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღისა შეძენა-შენახვასთან ერთად წარდგენილი აქვს მისი ტარებაც, რომლის ჩადენაც აუცილებლად მოითხოვს მოქმედების განხორციელებას (მაგალითად პირმა შინიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდო ცეცხლსასროლი იარაღი), რადგან ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ყოველთვის გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს და იგი დამთავრებულად ითვლება ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა, ან კონკრეტული საფრთხის შექმნა საჭირო არ არის.

 

19. სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლო განხილვით გამოკვლეულ მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილია, 2017 წლის 17 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათიდან 19:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ქუთაისში, პ--–---ის ქუჩის #8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ყ----–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა მის მიერვე მართლასაწინააღმდეგოდ შეძენილ და შენახულ ცეცხლსასროლ იარაღს.

 

20. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება დამთავრებულად ითვლება იმ ქმედების განხორციელების მომენტში, რომელიც ზოგადად იწვევს საფრთხეს, რადგანაც, პირი ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფება იმ ადგილას, სადაც შეიძლება საფრთხე შეექმნას საზოგადოებრივ უშიშროებას, ან მოძრაობს იმ ადგილზე, სადაც ადამიანების ყოფნა სრულიად შესაძლებელია, ამ შემთხვევაში განხორციელებულ ქმედებასა და არსებულ საფრთხეს შორის მიზეზობრიობის დადგენა საჭირო არ არის, ამასთან ამ შემთხვევაში პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს და სურს ასეთი ქმედების ჩადენა.

 

21. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების დადგენისათვის მნიშვნელოვანია, როგორც პირის განზრახვის შინაარსის გარკვევა, ასევე, იმ რეალური გარემოებების შეფასებაც, სადაც მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა ჩადენილი. განსახილველ შემთხვევაში ქუთაისში, პ--–---ის ქუჩის #8-ის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------- ყ----–---–ი მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ჩადენა აუცილებლად მოითხოვს მოქმედების განხორციელებას (მაგალითად ბინიდან გასვლის წინ ცეცხლსასროლი იარაღის ჯიბეში ან თუნდაც ჩანთაში მოთავსებას), ასეთი მოქმედება ბრალდებულმა უკვე განახორციელა საცხოვრებელი ბინიდან გამოსვლამდე და მხოლოდ ამის შემდგომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და გამოვიდა ქუჩაში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს შეუქმნა თუ არა ბრალდებულმა ამ მოქმედებით საფრთხე საზოგადოებრივ უშიშროებას, რასაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რადგანაც, ბრალდებული საცხოვრებელი ბინიდან გამოსვლის შემდგომ შეიარაღებული იყო ცეცხლსასროლი იარაღით და მოძრაობდა ქუჩაში, რაც გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებისათვის, მითუმეტეს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების შემადგენლობისათვის განხორციელებულ ქმედებასა და არსებულ საფრთხეს შორის მიზეზობრიობის დადგენა საჭირო არ არის, რადგანაც, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ზოგადად შეექმნა საფრთხე საზოგადოებრივ უშიშროებას. საქმის სასამართლო განხილვით მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის ბრალდებულის მიერ შემთხვევის ადგილზე განხორციელებული ქმედების ამსახველი ვიდოჩანაწერით დადგენილია, რომ ბრალდებული გ------- ყ----–---–ი ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა ქუჩაში, რომელიც წარმოადგენს საზოგადოებისათვის განკუთვნილ ადგილს, სადაც, თანქონებული ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გასროლები დაზარალებულის ავტოფარეხის მიმართულებით, რაც ერთობლიობაში მიუთითებს, რომ ბრალდებულ გ------- ყ----–---–ის ქმედება, სრულად შეიცავს მის მიმართ წარდგენილი ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს, რის გამოც, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, ბრალდებულის მიმართ ამ ნაწილში წარდგენილი ბრალდების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, რადგანაც, აღნიშნული არ დასტურდება საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით და არსებითად ეწინააღმდეგება მათ. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა გ------- ყ----–---–მა ჩაიდინა სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული-ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარება. რაც, დადგენილი და დადასტურებულია საქმეზე მოპოვებული შემდეგი მტკიცებულებებით: შეტყობინებით დანაშაულის შესახებ; დაზარალებულ ა.წ გარდაცვლილ ბ---- ხ---------–ის გამოკითხვის ოქმით; მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ამოღების ოქმებით; ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღის ბალისტიკური ექსპერტიზის N112|ბ, N117-ბ N129-ბ დასკვნებით; შპს ,,ბ--------------ის“ გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერით, შპს ,,ბაგრატ 1003-ის“ გარესამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით, გ------- ყ----–---–ის მონაწილეობით. საქმის სასამართლო განხილვის დროს ვიდეოკამერის ჩანაწერების მხარეთა მონაწილეობით გამოკვლევით.

 

მუქარა, ე. ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში:

 

1. ასევე დადასტურებულია, რომ გ------- ყ----–---–მა ჩაიდინა მუქარა ე.ი. სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ე.ი გ------- ყ----–---–მა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით. აღნიშნული დანაშაულისაგან სისხლის სამართლის დაცვის უშუალო ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. გ------- ყ----–---–ის მიერ ჩადენილი ეს ქმედება გასაკიცხ ქმედებადაა მიჩნეული კანონმდებლის მიერ.

 

2. დადგენილია, რომ გ------- ყ----–---–ი ბ---- ხ---------–ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და კონფლიქტის დროს ქუთაისში, პ--–---ის ქუჩის #8-ში არსებული ბ---- ხ---------–ის საცხოვრებელი სახლის ჭიშკრის მისამართით განახორციელა რამოდენიმე გასროლა. გ------- ყ----–---–ის ქმედების გამო ბ---- ხ---------–ს გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში.

 

3. აღნიშნული დასკვნის საფუძველია საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, მხარეთა მონაწილეობით საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოქვეყნებული ა.წ გარდაცვლილი დაზარალებული ბ---- ხ---------–ის მიერ გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილზე მყოფი ბრალდებული გ------- ყ----–---–ი აგინებდა, ესროდა ქვებს და ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით. რის შემდეგაც, გ------- ყ----–---–ი გაიქცა თავისი საცხოვრებელი სახლისაკენ, საიდანაც მალევე დაბრუნდა და დაზარალებულის განმარტებით ,,ნათლად” დაინახა, რომ გ------- ყ----–---–ს ხელში ეჭირა იარაღის მაგვარი საგანი. დაზარალებულის განმარტებით, მას გაუჩნდა საფუძვლიანი შიში სიცოცხლის მოსპობისა და სწორედ აღნიშნულის თავიდან აცილების მიზნით სიცოცხლის გადასარჩენად შევიდა სახლში. ხოლო, იქვე მყოფ დედამისს ნ-----–- ხ---------–ს მოუწოდა, რომ ისიც შესულიყო სახლში. მაგრამ ამ უკანასკნელმა სახლში შესვლა ვერ მოასწრო და გაისმა კიდეც იარაღიდან გასროლის ხმა. დაზარალებული იქვე განმარტავს, რომ გ------- ყ----–---–ი მას ადრეც დამუქრებია სიცოცხლის მოსპობით თუ კი თავს არ დაანებებდა მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის ფაქტზე გამოძიების ბოლომდე მიყვანის მოთხოვნას.

 

4. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ნ-----–- ხ---------–მა, ასევე დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე მყოფი ბრალდებული გ------- ყ----–---–ი სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა მის შვილს ა.წ გარდაცვლილს ბ---- ხ---------–ს.

 

5. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ მუქარის შემადგენლობა თავისი შინაარსით შედეგიან დანაშაულს წარმოადგენს. რადგანაც იგი დამთავრებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში. აქედან გამომდინარე, ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა ზოგადად მუქარის რეალობა, არამედ, საჭიროა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიშის გამოწვევა. რისთვისაც აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ურთიერთდამოკიდებულება დამნაშავესა და დაზარალებულს შორის. მუქარის გამოხატვის ხერხი, მისი არაერთგზისობა და ა.შ.

 

6. იმ საკითხის გარკვევის მიზნით გამოიწვევდა თუ არა დაზარალებულ ბ---- ხ---------–ში ბრალდებულ გ------- ყ----–---–ის მოქმედება სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიან შიშს, მნიშვნელოვანია ერთობლიობაში შეფასდეს შემთხვევამდე და შემთხვევის ადგილზე, დაპირისპირებულ მხარეთა შორის განვითარებული მოვლენები. კერძოდ, ბ---- ხ---------–ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ ბრალდებული გ------- ყ----–---–ი შემთხვევამდეც ემუქრებოდა მას სიცოცხლის მოსპობით, თუ არ დაანებებდა თავს მისი ბინის გაქურდვის ფაქტზე გამოძიების ჩატარების მოთხოვნას. ასევე, შემთხვევის ადგილზეც დაემუქრა გ------- ყ----–---–ი დაზარალებულს სიცოცხლის მოსპობით. მისი საცხოვრებელი სახლიდან გამოსვლისა და ბ---- ხ---------–ის სახლის მიმართულებით მოძრაობის დროს მის ხელში ბ---- ხ---------–მა აშკარად შენიშნა იარაღის მაგვარი საგანი. რაც იმაზე მიუთითებს, რომ არსებობდა სრულიად რეალური შესაძლებლობა ბ---- ხ---------–ს გასჩენოდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში. რის გამოც, იგი შევიდა კიდევაც სახლში. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ გ------- ყ----–---–ს სწორად აქვს წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით (ძვ. რედაქციით) წარდგენილი ბრალდება-მუქარა ე.ი სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. აქვე მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ განსახილველ შემთხვევაში ბრალდებულის მიმართ წარდგენილი აღნიშნული კვალიფიკაცია, დამოუკიდებელი შემადგენლობისაა და არ წარმოადგენს ბრალდებულის მიმართ წარდგენილი სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების შემადგენელ ნაწილს. შესაბამისად, ბრალდებულის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებას სასამართლო სწორად შერაცხულად მიიჩნევს.

 

7. ამდენად, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეულ მტკიცებულებათა შეფასებით, მათი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ გ------- ყ----–---–ის მიმართ წარდგენილი ბრალდებები სრულად შეიცავენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით(ძვ. რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშნავს, რაც, დადგენილია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, რითაც, ბრალდებულმა გ------- ყ----–---–მა ჩაიდინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილითა და ამავე კოდექსის 151-ე მუხლით(ძვ. რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ გ------- ყ----–---–ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

1.საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

2. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

3. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

4. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

5. გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

6. სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

7. სასჯელის ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებული მხრიდან ჩადენილი ქმედების ნაწილობრივ აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, ასევე, სასჯელის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია დადებითად შეფასდეს, ბრალდებულის მიერ საკუთარი სურვილით პოლიციის განყოფილებაში გამოცხადება და დანაშაულის საგნის- ცეცხლსასროლი იარაღის ნებაყოფილობით წარდგენა, რაც ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებელს წარმოადგენს და მიუთითებს მის დანაშაულისშემდგომი ქცევის დადებით მახასიათებელზე.

 

8. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

9. სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

 

10. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

11. საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

12. იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

13. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმიანობის ერთ - ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ბრალდებულის პიროვნებას, ნაწილობრივ აღიარებას, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემდგომ განხორციელებულ მოქმედებებს და კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ წარდგენილ ბრალდებებში, მათი საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, ბრალდებულის მიმართ, სასჯელის სახედ გამოყენებული უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ოდენობა (სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილში) და ჯარიმა (სსკ-ის 151-ე, მუხლში) რადგან, ორივე სასჯელი თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაცაა და გამართლებულია ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და ბრალდებულის რესოციალიზაციისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებულ გ------- ყ----–---–ს წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

2. ბრალდებული გ------- ყ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ბრალდებული გ------- ყ----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ, სსკ-ის 151-ე მუხლით (ძვ. რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარი.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბრალდებულ გ------- ყ----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. გ------- ყ----–---–ი დაპატიმრებული იქნეს სასამართლო სხდომის დარბაზში და იგი მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.

 

6. გ------- ყ----–---–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 აპრილის 14:14 საათიდან.

 

7. გ------- ყ----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 21 აპრილიდან - 2017 წლის 25 აპრილის ჩათვლით.

 

8. მსჯავრდებულ გ------- ყ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და მოეხსნას ყადაღა, შო----- ჯა-------ის (პ/ნ 6----------), საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე ქ. ქუთაისი, საღარაძის ქუჩა #14 (ყოფილი პ--–---ის ქუჩა, მე-4 ჩიხი) საკადასტრო კოდით #03.03.26.1--.01.5-- გირაოთი განსაზღვრული 5 000 (ხუთი ათასი) ლარის ღირებულების ნაწილში.

 

9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:

 

- გ------- ყ----–---–ისგან ამოღებული მაკაროვის კონსტრუქციის 9მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდით - გადაეგზავნოს შსს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ლითონის მცირე ზომის ფრაგმენტი და ტყვიისმაგვარი გულა ლითონის დეტალი, რომელიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილებაში - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტომასალის ამსახველი დისკი და შპს ,,ბ-------------“-ის გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერის ამსახველი დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, დარჩეს ამავე საქმეში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

10. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე