განაჩენი

სისხლის სამართლის 20.03.2019
საქმის ნომერი
190100118002460667
ინსტანცია
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002460667

საქმე №1ბ/1638-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

15 მარტი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა

 

ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ: ხ-----------------ის,ადვოკატ: ი-----------------ს

მონაწილეობით,გამართლებულ: ნ-----–-------–---ს

მონაწილეობის გარეშე,რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ნ-----–-------–---ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი N------------ საშუალო განათლებით, ნასამართლობის არ მქონის, განქორწინებულის, რეგისტრირებულის: ქ---------------–-------------------ში და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------------, ლ----------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ნ-----–-------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:

2018 წლის 20 აპრილს დაახლოებით 20:30 საათზე, ქ----------–----–----------------ში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ნ-----–-------–---მ, შელაპარაკებისას შვილს - ტ----------–---ს მუშტი დაარტყა სახეში, რითაც ტ----------–---მ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით ნ-----–-------–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ხ-----------------მა, რომელმაც მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენის გაუქმება და ნ-----–-------–---ს ცნობა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენაში.

აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ნ-----–-------–---ს მიერ ძალადობის ჩადენა დადასტურებულია მხარეთა თანასწორობისა და შჯიბრებითობის პრინციპით გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, მოწმე გ-----------------ის ჩვენებით, შემაკავებელი ორდერით, ტ----------–---ს მონაწილეობით ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ტ----------–---ს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და სამედიცინო შემოწმების დოკუმენტაციით. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა სასამართლოში არ მისცა ჩვენება თავისი მამის წინააღმდეგ, ეს გარემოება არ გამორიცხავს წერილობითი მტკიცებულებების უტყუარობას.

 

პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, მოუსმინა მხარეებს, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, გამოიკვლია და შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ნ-----–-------–---ს მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.

 

სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ნ-----–-------–---ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად უთითებს მოწმის გ-----------------ის ჩვენებას და წერილობით მტკიცებულებებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე, უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო დაზარალებულმა ტ-----------–---მ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და უარი განაცხადა მისი ოჯახის წევრის (მამა) ნ-----–-------–---ს საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემაზე.

მოწმე გ-------------------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მუშაობს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში და 2018 წლის 20 აპრილს მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. შეტყობინების მიხედვით, ქ----------–----–----------------ში მცხოვრებმა ტ----------–---მ განაცხადა, რომ მამამ მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მან ჩაატარა საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაათვალიერა შემთხვევის ადგილი და გამოსცა შემაკავებელი ორდერი ნ-----–-------–---ს მიმართ.

 

2018 წლის 21 აპრილის ოქმით ნ-----–--------–---ს ალკოტესტით შემოწმების შესახებ, 2018 წლის 21 აპრილს, 03:24 საათზე, ნ-----–-------–--- ალკოტესტით იქნა შემოწმებული და დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 1,363 პრომილი.

 

2018 წლის 21 აპრილის შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ნ-----–-------–---ს აეკრძალა ტ----------–---სთან მიახლოება 5 დღის ვადით. ძალადობის ფორმა - ფიზიკური.

 

2018 წლის 21 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, რომელიც მდებარეობს ქ--------------–----------------ში, მისაღები ოთახის იატაკიდან ამოღებულ იქნა ვაზის შუშის ნატეხები და ტ----------–---მ მიუთითა ის ადგილები, სადაც მამამ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.

 

2018 წლის 25 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ტ----------–--- მკურნალობდა სტაციონალურად 21.04.18წ, დიაგნოზით: ესკორაციები ცხვირის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ მოწმე გ-----------------ის ჩვენებით და წერილობით მტკიცებულებებით, დასტურდება ნ-----–-------–---ს ბრალდება, ვინაიდან მითითებული მოწმის ჩვენება და წერილობითი მტკიცებულებები, გამომდინარეობს დაზარალებულისაგან მიღებული ინფორმაციიდან, ხოლო როგორც აღინიშნა დაზარალებულმა გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის (მამა) წინააღმდეგ, რაც არ იძლევა მყარ საფუძველს იმის დასადასტურებლად, რომ ნ-----–-------–---მ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. მოწმე გ-----------------ის ჩვენება ფაქტობრივად არის ერთადერთი ირიბი ჩვენება, რომლის შეფასებისას რთულია დადგინდეს რამდენად სანდო ან სარწმუნოა თუნდაც ტ----------–---ს მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის სიზუსტე. გ-----------------ის ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს.

 

2018 წლის 21 აპრილის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, ამოღებულ იქნა ვაზის შუშის ნატეხები და ტ----------–---მ მიუთითა ის ადგილები, სადაც მამამ მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. შესაბამისად, ინფორმაცია, რომელიც სასამართლოს უნდა მისცეს მოწმემ, გარდა იმისა, რომ ამ ნორმის უკან დგას ასევე სამართლიანი სასამართლოს პრინციპი და ბრალდებულის უფლება მოითხოვოს სასამართლოში მისი ბრალდების საქმის მოწმეების დაკითხვა და იყოს ამ პროცესის უშუალო მონაწილე, არ შეიძლება მოპოვებულ იქნეს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ან სხვა ისეთი სახის საგამოძიებო მოქმედებით, რომელიც არ იძლევა შესაძლებლობას შემოწმდეს და დადგინდეს თავად ამ მოწმის ჩვენების უტყუარობა, აქედან გამომდინარე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დგინდება მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოცემულ საქმეზე 2018 წლის 21 აპრილს, ქ--------------–---------------------- მდებარე საცხოვრებელი ბინიდან, ამოღებულ იქნა ვაზის ნატეხები.

 

2018 წლის 21 აპრილის შემაკავებელი ორდერის მიხედვით, ნ-----–-------–---ს აეკრძალა ტ-----------–---სთან მიახლოება 5 დღის ვადით. ძალადობის ფორმა - ფიზიკური. მითითებული დოკუმენტი ასევე არ იძლევა დანაშაულში მამხილებელი პირის მიერ მოწოდებული ინფორმაციის უტყუარობის შეფასების შესაძლებლობას.

 

2018 წლის 25 აპრილის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით ტ----------–--- მკურნალობდა სტაციონალურად 21.04.18წ, დიაგნოზით: ესკორაციები ცხვირის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ ტ----------–---ს აღენიშნებოდა დაზიანებები, თუმცა დასკვნით არ დგინდება თუ რა ვითარებაში მიიღო და ვინ მიაყენა ისინი.

 

დაზარალებულ ტ----------–---ს მიერ სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგებზე მსჯელობისას სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სისხლის სამართლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ, ამდენად სასამართლო მიიჩნევს, რომ დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია, რომელიც დაცვის მხარის მიერ სადავოდ იქნა მიჩნეული საქმის წინასასამართლო სხდომაზე, ვერ იქნება საქმეზე მტკიცებულებითი ძალის მქონე ინფორმაცია, რასაც შესაძლოა დაეყრდნოს სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის საკითხის გადაწყვეტისას.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ფონზე, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ნ-----–-------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია მხარეთა თანასწორობისა და შჯიბრებითობის პრინციპით გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან არ არსებობს არცერთი პირდაპირი, უტყუარი მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე დადგინდებოდა ნ-----–-------–---ს მხრიდან ტ----------–---ს მიმართ ძალადობრივი ქმედების ფაქტი.

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ნ-----–-------–---მ ჩაიდინა დანაშაული.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ

 

კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ნ-----–-------–---ს მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი ნ-----–-------–---ს მიმართ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298- ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

რუსთავის რაიონული პროკურატურის პროკურორის ხ-----------------ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ნოემბრის განაჩენი ნ-----–-------–---ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

ნ-----–-------–--- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნ-----–-------–---ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, გაუქმებულია.

 

ნ-----–-------–---ს განემარტა, რომ აქვს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული ნამსხვრევები, რომელიც ინახება საქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველ განყოფილებაში, განადგურდეს კანონით დადგენილ წესით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი