განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/1-18
გამოძიების ნომერი (069221117002)
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 აპრილი 2019 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - დავით დათიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-------–----
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ე-------------
ბრალდებული - ზ------------
მამის სახელი: გ---–-
პირადი ნომერი: N5----------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
ეროვნება: ქართველი
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: მქონე
საცხოვრებელი ადგილი: წყალტუბო 2------------------------------–-----
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტი და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები
წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდებულ ზ------------ს, წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც, გათვალისწინებულია სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 17 ნოემბრიდან 22 ნოემბრამდე დროის მონაკვეთში, ზუსტი დრო დაუდგენელია, ქურდობისთვის ნასამართლევმა ზ------------მ, უკანონოდ შეაღწია ქ. წყალტუბოში, ვ-----------------–---------------ში მდებარე ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელ სახლში და დამხმარე სათავსოში, საიდანაც, ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების საოჯახო და საყოფაცხოვრებო ნივთებს, ტანსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ტელევიზორის მიმღებს ე.წ. ,,ციფრულ დეკოდერს“, პულტთან ერთად, სამეურნეო საქონელს და 400 ლარს, რითაც დაზარალებულ ნ-----–------–--------------ეს მიადგა 1624 ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის სასამართლო განხილვის დროს, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ბრალდებულმა ზ------------მ თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სადავოდ არ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ნაწილი, სასამართლო, საქმეში არსებულ უდავოდ მიჩნეულ წერილობით მტკიცებულებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ზ------------ს ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან დაცვის მხარემ სადავოდ არ მიიჩნია მტკიცებულებათა ნაწილი, ისინი გამოკვლევის გარეშე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2. იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ზ------------მ ჩაიდინა, სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული - ქუდრობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მათლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ასევე ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის.
აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
2. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ნ-----–------–--------------ემ აჩვენა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. წყალტუბოში გ----------–-- ქუჩაზე. განმარტავს, რომ წყალტუბოს რაიონის სოფელ ც---------ში მის მეუღლეს აქვს სოფელი, სადაც, ხშირად ჩადის ოჯახთან ერთად. 2017 წლის 22 ნოემბერს იგი დაბრუნდა სოფლიდან და როდესაც სახლში მივიდა, სახლის კარები დახვდა ღია. მას და მის ოჯახს სახლი დატოვებული ჰქონდათ დაახლოებით 5 დღის განმავლობაში, სახლში შესვლისთანავე ნახა, რომ იყო უწესრიგობა, აღმოაჩინა, რომ სახლიდან ბევრი ნივთი იყო დაკარგული. სოფელში დაუკავშირდა მის მეუღლეს, რომელიც დაახლოებით ერთ საათში ჩავიდა მასთან, ასევე, დარეკა საპატრულო პოლიციაში. ნახა, რომ სახლიდან მოპარული იყო მისი პირადობის მოწმობა და სახლში არსებული ნივთები. სამზარეულო ოთახში არ იყო საბუთების შესანახი ,,პაპკა“ მოპარული იყო ტანსაცმელი, ტყავის ქურთუკი, ფეხსაცმელები, არ იყო ტელევიზორის მიმღები თავისი პულტით, ჯიბის საათი, ასევე, დაკარგული იყო სათავსო ოთახის გასაღებიც, რის გამოც, იძულებული გახდა გაეტეხა სათავსოს ბოქლომი. სათავსოში აღმოჩნდა, რომ მოპარული იყო ბევრი ხელსაწყო, ასევე, მის მიერ სათავსოში შენახული ფული 4 ცალი 100 ლარიანი. მოპარული იყო ორი ცალი ნაჯახი, სახრახნისები, ბრტყელტუჩები, ,,რკინის გელა“, ასევე, სერვისი, სამი ცალი წალდი, თოხები, ნოკიას ფირმის ტელეფონი, თეთრეული. განმარტავს, რომ სათავსოს ოთახის აკრები დაზიანებული არ იყო, იგი გაღებული იყო გასაღებით. პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, სახლში მიყვანილი იქნა მის მეზობლად მცხოვრები ზ------------, რომელმაც განაცხადა, რომ საცხოვრებელ სახლში შევიდა ფანჯრიდან და აღიარა, რომ მის მიერ იქნა ჩადენილი ქურდობა. დაზარალებულის განმარტებით, მიადგა დაახლოებით 1642 ლარის ქონებრივი ზიანი. დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო ნივთების ამოცნობაში, რა დროსაც, რამდენიმე ტყავის ქურთუკიდან ამოიცნო მისი კუთვნილი ქურთუკი, ასევე, ამოიცნო მისი კუთვნილი ნაჯახი, მისთვის დამახასიათებელი ნიშნებით. ამოიცნო მისი კუთვნილი პირსახოცი, შარვალი, ფეხსაცმელები. განმარტავს, რომ ქურდობის შედეგად სათავსოდან წაღებული ფულადი თანხა იყო მისი საკუთრება, რომელიც დააგროვა ზაფხულის პერიოდში მშენებლობაზე მუშობის დროს და ამ ფულით სურდა სახლში გაზის შეყვანა, ასევე, საცხოვრებელი სახლის ეზოში უწესრიგოდ ეყარა მისი კუთვნილი ელექტრო გაყვანილობის კაბელი, მამაკაცის წინდები. განმარტავს, რომ ელექტრო გაყვანილობის კაბელები შენახული ჰქონდა საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე, რომელიც შენახვის ადგილზე არ დახვდა. მან ამოიცნო მისი კუთვნილი ელექტრო გაყვანილობის კაბელი. განმარტავს, რომ საცხოვრებელი სახლის სამზარეულო ოთახში ტახტზე არსებული ლეიბის ქვემოთ შენახული ჰქონდა ,,პაპკა“, რომელშიც იყო მისი პირადი საბუთები. აღნიშნული ,,პაპკა“ მას სახლში არ დახვდა, იგი იყო მოპარული.
3. ანალოგიურად აჩვენა, მოწმის სახით დაკითხულმა ლ---–--–--–--------ემ და განმარტა, რომ ბრალდებული ზ------------ არის მეზობელი, მაგრამ მას შემთხვევამდე არ იცნობდა. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 22 ნოემბერს, როდესაც მისი საცხოვრებელი სახლი გაქურდეს, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა სოფელში. საიდანაც, მისი მეუღლე ნ-----–------–--------------ე წამოვიდა და გაქურდული დახვდა მათი საცხოვრებელი სახლი. როდესაც მისი მეუღლე დაუკავშირდა და აცნობა აღნიშნულის შესახებ, იგი ჩამოვიდა საცხოვრებელ სახლში ტაქსის საშუალებით, დარეკეს ,,112“-ში, როდესაც სახლში დაბრუნდა ნახა, რომ წაღებული იყო მათი ოჯახის კუთვნილი ნივთები: ტანსაცმელი, ფეხსაცმელები, თეთრეული. იმის გამო, რომ სათავსოს გასაღები ვერ ნახეს, გაჭრეს სათავსოს საკეტი, როდესაც შიგნით შევიდნენ ნახეს, რომ სათავსოდან წაღებული იყო სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები, ასევე, მოპარული იყო მეუღლის მიერ სათავსოში შენახული ფული 400 ლარი. მისი მეუღლე ამ ფაქტის გამო გახდა ცუდად. განმარტავს, რომ ქურდობის ჩამდენი მათ ეზოში შესული იყო უკანა მხრიდან, რადგანაც, ,,სეტკა იყო ჩათელილი“. ადასტურებს, რომ ქურდობის შედეგად მისი ოჯახის ზარალმა შეადგინა დაახლოებით 1600 ლარი.
4. მოწმის სახით დაკითხულმა უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ------------------ამ განმარტა, რომ იგი ოპერატიულ ჯგუფთან ერთდ მონაწილეობას იღებდა 2017 წლის 25 ნოემბერს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, სადაც, ასევე მონაწილეობდნენ ექსპერტები და გამომძიებელი და თავად ბრალდებული ზ------------. რა დროსაც, ზ------------ თავად მიუთითებდა თუ როგორ გადავიდა იგი დაზარალებულის საცხოვრებელ სახლში ქურდობის მიზნით, კერძოდ, მიუთითა მეზობლის ღობეზე, საიდანაც, შევიდა დაზარალებულის საცხოვრებელის ახლის ეზოში, ასევე, მიუთითა, თუ როგორ შევიდა თავად საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლის ყოფნის დროს, ყველა ოთახში მიუთითებდა, თუ სად აიღო მის მიერ მოპარული ნივთები, ასევე, საცხოვრებელის ახლის გვერდით იყო შენობა, რაზედაც, ზ------------მ მიუთითა, რომ მან შეაღწია ამ შენობაში და ჩამოთვალა ის ნივთები, რაც მის მიერ იქნა ფარულად დაუფლებული. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი შეადგინა გამომძიებელმა, რაზედაც ხელი მოაწერეს, როგორც დამსწრე პირებმა, ასევე, ზ------------მ. მოწმის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ, ზ------------მ ისინი მიიყვანა ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში და მიუთითა, რომ იქ ინახავდა მოპარულ ნივთებს. თავად ზ------------ ამ სახლში შევიდა ფანჯრიდან, ეს მიტოვებული სახლი აღმოჩნდა ვინმე ჯ----- საცხოვრებელი სახლი. ამ მიტოვებულ სახლში ნახეს ტანსაცმელი ქურთუკი, შარვალი პერანგები, ჩუსტები, ასვე ქვითარი, რომელიც აღმოჩნდა დაზარალებულის კუთვნილი. ამის შემდგომ, ზ------------მ ისინი მიიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში, სადაც, ზ------------ს მითითებით ნახეს ნაჯახი, ჩაქუჩი, ძალაყინი, ყავის სერვისი და სხვა ნივთები. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობას იღებდა, ასევე, გამგეობის წარმომადგენელი ვინაიდან ისინი იმყოფებოდნენ მიტოვებულ სახლში. საგამოძიებო ექსპერიმენტის შესახებ შედგა სათანადო ოქმი და დასურათდა იგი.
5. მოწმის სახით დაკითხულმა გამგეობის წარმომადგენელმა მ------------–-–---–-ა დაადასტურა, რომ 2017 წლის 25 ნოემბერს გამომძიებლებთან ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც, ბრალდებულმა ისინი მიიყვანა ქ. წყალტუბოში 2-------- ქუჩაზე არსებულ მიტოვებულ სახლთან და განაცხადა, რომ ამ სახლში ჰქონდა შენახული მის მიერ მოპარული ნივთები. იგი შევიდა საცხოვრებელ სახლში ფანჯრიდან და როდესაც შიგნით შევიდნენ, ნახეს ამ უკანასკნელის მიერ გადამალული ნივთები: ტანსაცმელი, თეთრეული, ,,ჭიქა-საინი“ და სხვა ნივთები, რომლებზეც თავად ბრალდებული მიუთითებდა მათ. მოხდა ამ ნივთების ამოღება და შედგა სათანადო ოქმი, რაზედაც, სხვა დამსწრე პირებთან ერთად თავადაც მოაწერა ხელი. განმარტავს, რომ ბრალდებულის მხრიდან საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობის დროს, რაიმე სახის პრეტენზია ან შენიშვნა არ გამოთქმულა. თავად ბრალდებული მიუთითებდა ყველა ნივთზე, რომლებიც მიტოვებულ სახლში მოთავსებული იყო სამ პაკეტში, რომელიც კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ამოღებული და დალუქული იქნა გამომძიებლის მიერ.
6. მოწმის სახით დაკითხულმა შსს წყალტუბოს სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე-გამომძიებელმა გ--------–----ამ განმარტა, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს პოლიციის განყოფილებაში მიღებული იქნა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ გაქურდული იყო ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელის ახლი. ფაქტზე დაიწყო გამოძიება და ექსპერტების მონაწილეობით გავიდა შემთხვევის ადგილზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების მიზნით. ადგილზე ნახა, რომ საცხოვრებელი სახლის ოთახები იყო არეული, ოთახებში სხვადასხვა ნივთები იყო გადმოყრილი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტების მიერ აღებული იქნა თითის კვლები. ნ-----–------–--------------ის განმარტებით, იგი სახლში არ იმყოფებოდა, როდესაც დაბრუნდა ნახა, რომ მისი საცხოვრებელი სახლი იყო გაქურდული და მიუთითა იმ ნივთებზე, რომელიც იყო მოპარული, ასევე ნ-----–------–--------------ემ განუცხადა მათ, რომ ეზოში ჰქონდა დამხმარე სათავსო, რომლის გასაღებიც შენახული ჰქონდა საცხოვრებელი სახლის ტელევიზორის უჯრაში, მაგრამ გასაღები იქ არ აღმოჩნდა. ,,ბარგალკის“ საშუალებით მოხდა სათავსოს კარების გაჭრა, რომლის დათვალიერების დროს, დაზარალებულმა განუმარტა მათ, რომ სათავსოდან მოპარული იყო ფულადი თანხა 400 ლარის ოდენობით. ასევე, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთები, კერძოდ ცული, თოხი, ქანჩი და სხვა ნივთები. აღნიშნულის შემდეგ, პოლიციის განყოფილებაში მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ წყალტუბოს რაიონში მცხოვრებ ზ------------ს, თავისი ნათესავის ავტომანქანით 2-------- ქუჩაზე გადაჰქონდა მოპარული ნივთები, რის გამოც, ეს უკანასკნელი შეჩერებული იქნა, ჩატარდა ავტომანქანის ჩხრეკა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა თავად ზ------------ც. ავტომანქანიდან ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ნივთები. მათ შორის ალუმინის ჯართიც. ზ------------მ განუმარტა მათ, რომ ავტომანქანაში არსებული ნივთები მის მეირ იყო მოპარული და სურდა ამ ნივთების რეალიზაცია. რის გამოც, იგი დაკავებული იქნა შემთხვევის ადგილზე და იგი გამოკითხული იქნა ბრალდებულის სახით, რა დროსაც ზ------------მ მიუთითა იმ ადგილზე, სადაც ინახავდა მოპარულ ნივთებს. აღნიშნულის გამო, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი ექსპერტების მონაწილეობით ზ------------სთან ერთად, რომელმაც მიუთითა მათ ჯ----- მიტოვებულ სახლზე, რომ იქ ინახავდა მოპარულ ნივთებს. აიყვანა ისინი მეორე სართულზე, სადაც, მიუთითა იმ მოპარულ ნივთებზე, რომლებიც მის მიერ იქნა მოპარული. შემდეგ მივიდნენ ზ------------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც, მისი საძინებელი ოთახიდან ზ------------ს მითითებით ამოღებული იქნა წყლის ჩაიდანი. მისი საწოლის ქვემოდან გამოღებული იქნა ჭიქების ,,ნაბორი“, ცული და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები. ასევე, ზ------------მ მიიყვანა ისინი დაზარალებულ ნ-----–------–--------------ის სახლში და მიუთითა საცხოვრებელი სახლის ფანჯარაზე, საიდანაც შევიდა სახლში. მოწმის განმარტებით, დაზარალებულმა ნ-----–------–--------------ემ ამოიცნო მისი კუთვნილი ტყავის ქურთუკი, პირსახოცი, ცული და სხვა ნივთები, რომელთა წარდგენის დროსაც დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ეს ნივთები ეკუთვნოდა მას და ისინი მოპარული იყო მისი საცხოვრებელი სახლიდან. ასევე, მიუთითა დაზარალებულმა, რომ სახლში შენახული ჰქონდა ტყავი ,,პაპკა“, რომელშიც ჰქონდა პირადობის მოწმობა და სხვა საბუთები. ასევე, ამოღებული იქნა დაზარალებულის საცხოვრებელის ახლიდან წაღებული ქვითრებიც. შედგა სათანადო ოქმი და იგი ხელმოწერით დაადასტურეს, როგორც დამსწრე პირებმა, ასევე, თავად ბრალდებულმა ზ------------მ.
7. ანალოგიურად აჩვენა, მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა ი-–-------–---ამ და განმარტა, რომ 2017 წლის 25 ნოემბერს, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა თ------–--–--------ის კუთვნილი ავტომანქანის შეჩერება, რომელშიც იმყოფებოდა ბრალდებული ზ------------, რა დროსაც, ავტომანქანის საბარგულიდან ამოღებული იქნა სამი მორუხო ფერის ,,მეშოკი“, რომელშიც იყო ჯართი, ქვაბები, ალუმინისა და სპილენძის ნივთები. შემთხვევის ადგილზე მყოფმა ზ------------მ განუცხადა მათ, რომ მას ნივთები მოპარული ჰქონდა ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელი სახლის სათავსოდან, რის გამოც, იგი დაკავებული და გადაყვანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში. ჩხრეკის ჩატარების დროს, ზ------------ს წინააღმდეგობა არ გაუწევია. მან ხელმოწერით დაადასტურა ჩხრეკის ოქმის სისწორე. თ------–--–--------ის კუთვნილი ავტომობილის გაჩხრეკა მოხდა ქ. წყალტუბოში 2-------- ქუჩაზე, როგორც მისთვის ცნობილია, დაზარალებულმა ნ-----–------–--------------ემ ამოიცნო მისი კუთვნილი ნივთები და ტანსაცმელი.
8. მოწმის სახით დაკითხულმა თ-------–--–--------ემ დაადასტურა, რომ 2017 წლის 25 ნოემბერს, თავისი კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობდა ქ. წყალტუბოში 2-------- ქუჩაზე და მიდიოდა ქ. ქუთაისში, რა დროსაც, იგი გააჩერა ზ------------მ და სთხოვა წაეყვანა იგი. თან უთხრა, რომ წასაღები ჰქონდა რკინის ჯართი თავისი სახლიდან. იგი დაეთანხმა მას და ზ------------მ მის ავტომანქანაში ჩაალაგა სხვადასხვა სახის ნივთები, კერძოდ: ალუმინის ქვაბები, სპილენძის ჯართი, რომელიც მოთავსებული იყო ,,მეშოკში“ ზ------------მ ჩადო უკანა საბარგულში, ხოლო ავტომანქანის სალონში ჩადო სამი ,,მეშოკი“, რომელშიც მოთავსებული იყო ალუმინის ქვაბები, თან უთხრა მას, რომ ეს ჯართი მას უნდა ჩაებარებინა ქ. ქუთაისში. იგი შეჩერებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ, სადაც გაარკვია, რომ ზ------------ს ეს ნივთები მოპარული ჰქონია მისი მეზობლიდან კერძოდ ლ--------------ის სახლიდან. ჩატარდა მისი ავტომანქანის ჩხრეკა. ზ------------მ უთხრა პოლიციელებს, რომ ნივთები მოპარული ჰქონდა მის მეზობლად მცხოვრები ნ-----–------–--------------ის სახლიდან. განმარტავს, რომ იგი ცხოვრობს ზ------------ს მეზობლად, მისგან ზ------------მ იცოდა, რომ იგი მიდიოდა ქ. ქუთაისში. იგი შეჩერებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ მისი საცხოვრებელის სახლიდან ძალიან ახლოს. განმარტავს, რომ თვითონ ზ------------მ უთხრა პოლიციელებს, რომ ნივთები ჰქონდა მოპარული, ასევე მეზობელთანაც შეიტყო, რომ ზ------------ს მოპარული ჰქონდა სხვადასხვა ნივთი ნ-----–------–--------------ის სახლიდან.
9. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ლ----------ამ განმარტა, რომ 2017 წლის 25 თებერვალს მის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, გაქურდული იქნა ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელი სახლი. აღნიშნული ფაქტი მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, ჩადენილი უნდა ყოფილიყო ზ------------ს მიერ, რომელიც გადაადგილდებოდა ქ. წყალტუბოში, 2-------- ქუჩაზე თ------–--–--------ის კუთვნილი ოპელის ფირმის ავტომანქანით, სადაც, მოთავსებული უნდა ყოფილიყო ნაქურდალი ნივთები. განმარტავს, რომ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის შემდეგ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას და მოითხოვა შემდგომი რეაგირება.
10. მოწმის სახით დაკითხულმა, შსს წყალტუბოს სამმართველოს დეტექტივ თანაშემწე-გამომძიებელმა ვ-–-----------ემ დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა თ------–--–--------ის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკაში, რომელიც გამოკითხული იქნა მის მიერ. ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ ჩხრეკის მიმდინარეობის დროს ავტომანქანაში არსებულ ნივთებზე ზ------------მ განაცხადა, რომ ეს ნივთები მოპარული ჰქონდა ნ-----–------–--------------ის სახლიდან. ჩხრეკის დროს ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ოთხი ტომარა ჯართი. მოწმის განმარტებით, სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მას მონაწილეობა არ მიუღია.
11. მოწმის სახით დაკითხულმა, კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტმა გ-----------------–---–მა განმარტა, რომ თავის მეწყვილესთან და გამომძიებელთან ერთად მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილზე მყოფი დაზარალებული აცხადებდა, რომ მისი საცხოვრებელი სახლიდან მოპარული იყო სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთები. მათ მიერ მოხდა საცხოვრებელი სახლის ყველა ოთახის დათვალიერება და დასურათება, ამოღებული იქნა სხვადასხვა დასახელების ნივთები, რომლებიც დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე ბრალდებულთან და გამომძიებელთან ერთად მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რა დროსაც, ისევ მივიდნენ დაზარალებულის სახლში, სადაც, ბრალდებულმა მიუთითა კონკრეტულ ოთახებზე, საიდანაც დაეუფლა სხვადასხვა ნივთებს. ბრალდებულის მითითებით, ისინი მივიდნენ ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში, რომელსაც ესწრებოდა გამგეობის წარმომადგენელიც, შევიდნენ შიგნით და ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნივთები, რომელზედაც თავად ბრალდებულმა მიუთითა მათ. დასურათდა აღნიშნული ნივთები. შემდგომ მივიდნენ ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, სადაც იმყოფებოდა ბრალდებულის დედა. თავად ბრალდებული მიუთითებდა და მათ მიერ ხდებოდა ბრალდებულის მიერ მითითებული ნივთების ამოღება და დალუქვა. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდან დაახლოებით ორი ან სამი დღის შემდეგ. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს თავად ბრალდებული მიუთითებდა მათ და მისი მითითების საფუძველზე გადაადგილდებოდნენ.
12. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ზ---------------ემ დაადასტურა, რომ იგი გამომძიებელ გ--------–----ასთან ერთად მონაწილეობას იღებდა დაზარალებულის საცხოვრებელის ახლის წინ მდებარე სათავსოს დათვალიერებაში. მის მიერ დაქტილოსკოპიური ფხვნილით დამუშავებული იქნა სხვადასხვა დასახელების ნივთები, რასაც ესწრებოდა დაზარალებულიც და მიუთითებდა იმის შესახებ, თუ რა ნივთები იყო დაკარგული სათავსოდან. ყველა ნივთის დასახელება არ ახსოვს, მაგრამ იქვე მყოფმა დაზარალებულმა მიუთითა, რომ სათავსოდან დაკარგული ჰქონდა ფულადი თანხა დაახლოებით 400 ლარამდე, რომელიც შენახული ჰქონდა სათავსოს ერთ-ერთ თაროზე ,,ქილის“ ქვემოთ. განმარტავს, რომ როდესაც შემთხვევის ადგილზე მივიდა, სათავსო უკვე გაღებული იყო, შესასვლელი კარები იყო გატეხილი, რადგანაც, დაზარალებულმა ვერ ნახა ამ სათავსოს გასაღები. იგი მონაწილეობას მარტო იღებდა როგორც ექსპერტი, გამომძიებელთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად.
13. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა შინაგან საქმეთა სამინსიტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის კრიმინალისტიკური სამსახურის ექსპერტმა გ----------–-------მ განმარტა, რომ 2017 წლის 22 ნოემბერს, შუადღის საათებში, წყალტუბოს პოლიციიდან მიღებული შეტყობინების თანახმად, ესაჭიროებოდათ დახმარება ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც, ექსპერტ გ-----------------–---–თან ერთად მოხდა ქ. წყალტუბოში გ--------–-- ქუჩაზე მისვლა. იქ მისულებს დახვდათ გამომძიებელი გ--------–----ა, რომელმაც აუხსნა მათ საქმის ვითარება და დაზარალებულის თანხმობით მოხდა საცხოვრებელი სახლის დათვალიერება. განმარტავს, რომ სახლში ოთახის კარებები იყო ღია და დაზარალებულის განმარტებით, მისი სახლიდან მოპარული იყო სხვადასხვა სახის ნივთები. მოხდა დაქტილოსკოპიური კვლების ძებნა, თუმცა, რაიმე სახის ანაბეჭდის კვალი ნაპოვნი არ ყოფილა. შემდეგ მოხდა საცხოვრებელი სახლის ეზოს დათვალიერება, სადაც, სახლის კიდესთან ნაპოვნი იქნა რკინის ფრაგმენტი და მავთულები. განმარტავს, რომ აღნიშნულის შემდეგ, 25 ნოემბერს ისევ მოხდა მათი გამოძახება, რათა მონაწილეობა მიეღოთ ზ------------სთან ერთად ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. განმარტავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ზ------------სთან ერთად მიიყვანეს ისევ ქ. წყალტუბოში გ--------–-- ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში, სადაც, აჩვენა ზ------------მ, თუ როგორ შევიდა აღნიშნულ ეზოში, შემდეგ სახლში და როგორ აიღო სახლიდან სხვადასხვა ნივთები. ამის შემდეგ კი მიუთითა, თუ სად გადაიტანა და შეინახა აღნიშნული მოპარული ნივთები. ასევე, მოხდა მისვლა იმ ადგილას, სადაც, მოხდა აღნიშნული ნივთების გადამალვა და ამოღებული იქნა იქედან ნაჯახი და სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთები, რომლის დასახელებაც ზუსტად არ ახსოვს. აღნიშნულს ესწრებოდა გამგეობის წარმომადგენელი.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი აღწერა;
1. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
2. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
3. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.
4. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
5. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ზ------------მ წარდგენილ ბრალდებებში თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ქურდობა ჩადენილი იქნა მის მიერ, მაგრამ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებაში მითითებული მოპარული ნივთების რაოდენობას, მითითებული რაოდენობის ნივთები დაზარალებულის სახლიდან მას არ მოუპარავს. ინანიებს ჩადენილს და ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას.
6. სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებისა და ბრალდებულ ზ------------ს ნაწილობრივ აღიარების შემდგომ, მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია ბრალდებულ ზ------------ს მიერ, მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით განხორციელებული ქმედების ჩადენის ფაქტი, რადგანაც, ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელის ნაწილობრივ აღიარებით ჩვენებაში მითითებული გარემოებები შეფასდეს სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებათა საკმარისობის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რის გამოც, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს სასამართლო განხილვით დადგენილ ყველა ფაქტობრივ გარემოებებს და მათი ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შემდგომ, მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული და დადგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებებში ახსნილ ფაქტობრივ გარემოებებს.
მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას:
1. საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
2. სსსკ-ის 125-ე მუხლის თანახმად, დათვალიერების დაწყებამდე, უნდა არსებობდეს ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც კონკრეტულ ადგილზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დანაშაულის კვალის არსებობის დასაბუთებულ ვარაუდს შექმნის და შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედება როგორიცაა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
3. საქმეში არსებული სისხლის სამართლის საქმის N069221117002 გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის თანახმად: 2017 წლის 22 ნოემბერს, ქ. წყალტუბოში ვ------- გ--------–-- ქუჩაზე მცხოვრები ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელი სახლიდან, ფარულად დაეუფლნენ სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთებს. საქმეზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.
4. ასეთი სახის ინფორმაციის არსებობის გამო, შემთხვევის ადგილის დათვალიერება იყო დროული და კანონიერი, რადგანაც, საგამოძიებო მოქმედების დაყოვნებას შესაძლოა მოჰყოლოდა დანაშაულის კვლების განადგურება, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები რელევანტურია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან.
5. სსსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წინ საგამოძიებო მოქმედებების მონაწილეებს განემარტებათ მათი უფლება-მოვალეობები ასეთი განმარტების გარეშე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მტკიცებულებათა მოპოვება, ითვლება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო არსებით დარღვევად მიიჩნევს. ამის საფუძველი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არ არსებობს, რადგანაც დათვალიერების ოქმის შინაარსის შესწავლით, ასევე სასამართლოში დათვალიერებაში მონაწილე პირების პოლიციის თანამშრომლების და ექსპერტ-კრიმინალისტების ჩვენებებით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედების დათვალიერების დაწყებამდე მასში მონაწილე პირებს განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები.
6. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ თანამესაკუთრის, თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირმა გაარკვიოს პირის პოზიცია საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისა და ნივთის გადაცემასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხმობის შემთხვევაში თანამფლობელმა თანხმობა უნდა განაცხადოს, როგორც დათვალიერებაზე, ასევე, მტკიცებულების ამოღებაზე, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული დათვალიერების ოქმის შესაბამისად, ნ-----–------–--------------ემ წერილობითი თანხმობა განაცხადა დათვალიერების ჩატარების თაობაზე, რის გამოც, გამომძიებლის მიერ ექსპერტ-კრიმილისტების თანდასწრებით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
7. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, ,,საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებული იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა, აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები’’ რაც, გულისხმობს საგამოძიებო მოქმედებაში ექსპერტების მონაწილეობას, რადგანაც, მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებათა დახმარებით აღმოჩენილი იქნეს დანაშაულის კვალი და ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა გამოვლენა და გამოკვლევაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს.
8. სსსკ-ის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილი იქნა მისი კვალი.
9. საქმეში არსებული გამომძიებელ გ--------–----ას მიერ შედგენილი ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების ოქმის თანახმად: ,,შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. წყალტუბოში ვ. გ--------–-- ქუჩა N---ში და წარმოადგენს ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელ სახლს, ეზოში შევდივართ ლითონის კონსტრუქციის ჭიშკრის გავლით, სადაც, ეზოში დგას ორსართულიანი კაპიტალურად ნაგები შენობა, საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის ოთახები არის დამწვარი, სადაც, ნ-----–------–--------------ემ განმარტა, რომ 2002 წელს დაეწვა სახლის მეორე სართული და მას შემდეგ არ აღუდგენია, ამიტომ, მეორე სართული საცხოვრებლად უვარგისია. სახლის პირველ სართულზე მივდივართ ,,ზალაში“ შესასვლელ კართან, რომელიც ღია მდგომარეობაშია. კარის ჩამკეტი დაზიანებული არ არის. ოთახში შესვლისას კედელთან განთავსებულია კარადის უჯრები ღია მდგომარეობაში და თაროებთან ნივთები გადმოყრილია. ამის შემდეგ, აღმოსავლეთ კედელთან მდებარეობს საძინებელი ოთახი, რომელსაც არ აქვს კარი, ოთახში კარადები ღია მდგომარეობაშია, ნივთები მიმობნეულია, აღნიშნულ საძინებელ ოთახს ესაზღვრება მეორე საძინებელი ოთახი, კარის გასწვრივ ოთახში მდებარეობს ორი საწოლო ტახტი. ოთახში დგას ხის კონსტრუქციის კარადები, რომლებთანაც გადმოყრილია ნივთები. ნ-----–------–--------------ის თქმით, მას მოპარეს სხვადასხვა ნივთები. აღნიშნული ,,ზალის“ ოთახიდან გავდივართ ,,კუხნის“ ოთახში, სადაც ნივთები მიმოფანტულია და შეინიშნება არეულობის კვალი. ამის შემდეგ, გავდივართ ოთახში, სადაც დგას საწოლი და კუთხეში დგას ხის კარადაზე. ტელევიზორის უჯრის თაროები არის ღია მდგომარეობაში, ნივთები მიმობნეულია, ნ-----–------–--------------ის მითითებით, ტელევიზორზე მას დაერთებული ჰქონდა ე.წ. ,,ფაიბოქსი“ ,,ნიკაის“ ფირმის, თავისივე პულტით, რომელიც მოხსნილია და წაღებულია, ტელევიზორის უჯრა ღიაა და ამოყრილი არის სხვადასხვა ნივთები“.
10. საქმეში არსებული გამომძიებელ გ--------–----ას მიერ შედგენილი ნ-----–------–--------------ის სათავსოს დათვალიერების ოქმის თანახმად: ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერება მიმდინარეობდა დღისით, ბუნებრივი განათების პირობებში, წვიმიან- თოვლიან ამინდში. შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. წყალტუბოში, გ--------–-- ქუჩა #---ში და წარმოადგენს ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელ სახლის ეზოში მდებარე, დამხმარე სათავსოს. ეზოში შევდივართ ორფრთიანი ჭიშკრის საშუალებით. საცხოვრებელი სახლი არის ორსართულიანი, კაპიტალურად ნაგები, რომლის მეორე სართულის ოთახები არის დამწვარი და საცხოვრებლად გამოუსადეგარი. სახლის გვერდით მდებარეობს დამხმარე სათავსო, სადაც, ნ-----–------–--------------ის მითითებით მას ადევს ბოქლომი, რომელიც თავად გახსნა და აღმოაჩინა, რომ ოთახში მის მიერ შენახული ყუთები, რომელშიც ელაგა სხვადასხვა დასახელების ჭურჭლები და სერვიზები, რომლებიც ადგილზე არ დახვდა. სათავსოში, ასევე, მას არ დახვდა მისი კუთვნილი ტირის თოფი, ორი ცალი წალდი, ნაჯახი და სხვა სამუშაო ინსტრუმენტები. ასევე, ინახავდა ფულად თანხას 400 ლარის ოდენობით ქაღალდში გახვეულს, რომელიც ადგილზე არ დახვდა. ასევე, წაღებული არის ლითონის ე.წ გელა”, სათავსოს კართან გარეთა მხარეს აღმოჩენილი იქნა შავი ფერის მამაკაცის წინდები, რომელიც ამოღებული იქნა და დაილუქა FCD 835733 პაკეტში, ამის შემდეგ, საცხოვრებელი სახლის უკანა მხარეს აღმოჩენილი იქნა ღობესთან შავი ფერის იზოლირებული სპილენძის მავთული რამოდენიმე მეტრი, რომელიც დაილუქა FCI 453219 პაკეტში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა.“
11. საქმის სასამართლო განხილვის დროს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტმა ზ---------------ემ დაადასტურა, რომ იგი უშუალო მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და მოქმედებდა გამომძიებლის მითითებების საფუძველზე. კანონის შესაბამისად ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები, მოახდინეს ნივთების დაქტილოსკოპიური ფხვნილით დამუშავება და ოქმის სისწორე დაადასტურეს ხელის მოწერით.
12. ანალოგიურად დაადასტურა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე დაზარალებულმა ნ-----–------–--------------ემ და განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა მისი წერილობითი თანხმობით, იგი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას დათვალიერებაში და ოქმის სისწორე დაადასტურა ხელისმოწერით.
13. საქმეში არსებული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ლ----------ას მიერ შედგენილი პატაკის თანახმად: ,,მიღებული ოპერატიული ინფორმაციით, 2017 წლის ნოემბრის თვეში ქ. წყალტუბოში გ--------–-- ქუჩაზე მცხოვრები ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელი სახლიდან და დამხმარე სათავსოდან, სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთების ქურდობა ჩადენილია, წყალტუბოში 2-------- ქუჩა მ-------–-------- N---ში მცხოვრები 1966 წლის 01 თებერვალს დაბადებული ზ---- გ---–-ს ძე კ-----ას (პ/ნ 5-----------) მიერ, იგი ამჟამად გადაადგილდება წყალტუბოში 2-------- ქუჩაზე თ-------–--–--------ის მართვის ქვეშ მყოფი, ოპელის მარკის R------ სახელმწიფო ნომრის მქონე ა/მანქანით, რომელშიც თან უნდა ჰქონდეს ნაქურდალი ნივთები, მისი გადამალვის და განადგურების თავიდან აცილების მიზნით, გაცნობებთ რა ზემოაღნიშნულს გთხოვთ თქვენს შემდგომ განკარგულებას“.
14. საქმეში არსებული გამომძიებელ გ--------–----ას მიერ შედგენილი თ-------–--–--------ის ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად: ,,თ-------–--–--------ის კუთვნილი ავტომანქანის სახელმწიფო ნომრით R------ ჩხრეკისას ამოღებული იქნა სამი ცალი მოთეთრო ფეის ტომარა, რომელშიც ორ მათგანში მოთავსებულია სხვადასხვა ზომისა და ფორმის ალუმინის ჯართი, ხოლო ერთ ტომარაში ლატუნის ჯართი, ასევე, ავტომანქანის საბარგულიდან ერთი ცალი 40 ლიტრიანი ქვაბი ალუმინის, მასში მოთავსებული მოწითალო ფერის საწოლის გადასაფარებელი, ავტომანქანის სალონიდან უკანა მხარეს ამოღებული იქნა ალუმინის 40 ლიტრიანი ქვაბის თავსახური და მოწითალო მოშავო მოთეთრო ზოლებიანი ტომარა მასში მოთავსებული სხვადასხვა ფორმისა და ზომის სპილენძის ჯართთან ერთად, რომელიც ამოღებული იქნა და დაილუქა N33 ლუქით. ოქმის სისწორე დამოწმებულის ოქმში მონაწილე პირების მხრიდან ოქმზე ხელის მოწერით.“
15. საქმეში არსებული გამომძიებელ გ--------–----ას მიერ 2017 წლის 25 ნოემბერს შედგენილი ზ---- გ---–-ს-ძე კ-----ას დაკავების ოქმის თანახმად: ,,ზ------------ს დაკავება მოხდა ქ. წყალტუბოში, 2-------- ქუჩაზე, რუსუდან ჯიმშელეიშვილის საცხოვრებელი სახლის წინამდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე. ოქმი შედგენილი იქნა დაკავების ადგილზე. ბრალდებულის დაკავება მოხდა მშვიდ ვითარებაში, ნათელ დროს ყოველგვარი იძულების გარეშე, რა დროსაც ზ------------ს მხრიდან რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.“
16. საქმეში არსებული გამომძიებელ გ--------–----ას მიერ შედგენილი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად: ,,საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე ბრალდებულ ზ------------ს მიეცა წინადადება, შეძლებისდაგვარად აღიდგინოს და მიუთითოს ის ადგილი საიდანაც 2017 წლის 20-21 ნოემბერს ფარულად შეაღწია და დაეუფლა ქ. წყალტუბოში გ--------–-- ქუჩა №-----ში მცხოვრებ ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელი სახლიდან და დამხმარე სათავსოდან სხვადასხვა დასახელების საყოფაცხოვრებო ნივთებს, რაზედაც მან განაცხადა თანხმობა, ასევე ზ------------ს მიეცა უფლება მიგვითითოს მის ფარულად დაუფლებული ნივთების ადგილსამყოფელი, სადაც მან გადამალა ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელი სახლიდან და დამხმარე სათავსოდან ფარულად დაუფლებული საყოფაცხოვრებო ნივთები. რაზედაც, ზ------------მ განაცხადა თანხმობა რის შემდეგაც, ბრალდებულად დაკავებულ ზ------------ს დაედო ხელზე ხელბორკილი და უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ თ--------------------თან და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლის მ------------–-–---–-ს მონაწილეობით მოთავსდა წყალტუბოს სამმართველოს კუთვნილ ფორდ რეინჯერის მოდელის ავტომანქანაში სახ. № O-------- და მისივე მითითებით, რ---------–-- ქუჩის გავლით მივემართებით ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელ სახლში გ--------–-- ქ. № 1----ში.
ნ-----–------–--------------ის თანხმობით საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა მის სახლში. ბრალდებულად დაკავებულმა ზ------------მ მიუთითა ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელი სახლის შესასვლელ ჭიშკარს, სადაც მან 2017 წლის 20-21 ნოემბერს შეაღწია ეზოში, რის შემდეგაც, მივიდა სახლის გვერდით მდებარე ფანჯარასთან გამოაღო და შევიდა შიგნით. ზ------------მ მიუთითა სახლის პირველ სართულზე ოთახს, სადაც დგას ტელევიზორი და განმარტა, რომ აღნიშნული ტელევიზორიდან მოხსნა ,,KONKA”-ს ფირმის ეგერეთწოდებული ,,დეკოდერი“ თავისისვე გადამრთველი პულტით, შემაერთებელ მავთულებთან ერთად. ამის შემდეგ, მან მიგვითითა ადგილს სამზარეულოს ოთახის გავლით, სადაც სამსაფეხურიანი კიბის საშუალებით ჩავდივართ ,,ზალის“ ოთახში, სადაც კარადიდან გამოიღო მამაკაცის შავი ფერის ტყავის ქურთუკი, რომელიც ჩადო ტომარაში, ამის შემდეგ ზ------------მ მიგვითითა კარადაზე ,,ზალის“ ოთახში, საიდანაც გამოიღო მწვანე ფერის მამაკაცის შარვალი, რომელიც ასევე მოათავსა ტომარაში. ამის შემდეგ, ზ------------ს მითითებით გავდივართ საძინებელ ოთახში, სადაც მან მიუთითა, რომ კარადიდან გამოიღო მამაკაცის თეთრი ფერის უმკლავო პერანგები მამაკაცის შავი ფერის გრძელმკლავიანი პერანგი, მოთეთრო ფერის შარვალი, მამაკაცის შავი ფერის ფეხსაცმელები, წინდები, რამოდენიმე წყვილი სხვადასხვა ფორმის სატაცურები (ჩუსტები), ასევე კარადიდან გამოიღო საწოლის გადასაფარებლები, ზეწრები და ბალიშის პირები სხვადასხვა ფორმის რომლებიც მოათავსა ტომარაში, ასევე მიუთითა ადგილს, სადაც მან საძინებლიდან წაიღო ელექტრო ჩაიდანი. ამის შემდეგ ზ------------მ ეზოში სათავსო ოთახში მიგვითითა, საიდანაც დაეუფლა ფაიფურის სერვისს და ლითონის სხვადასხვა ფორმის და სახეობის ნივთებს, სადაც განმარტა, რომ აღნიშნული ნივთები შეინახა ქ. წყალტუბოში 2-------- ქუჩაზე თ---------- ჯ----- კუთვნილ მიტოვებულ სახლში. ასევე, მან მიგვითითა სახლის მეორე სართულზე ადგილს, სადაც ფარულად დაეუფლა ალუმინისა და სპილენძის მავთულებს, რომელიც ასევე შეინახა თ---------- ჯ----- მიტოვებულ სახლში. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის მ------------–-–---–-ს მონაწილეობით და თანხმობით შევდივართ 2-------- ქუჩაზე თ---------- ჯ----- მიტოვებულ საცხოვრებელ სახლში. ზ------------ს მითითებით ავდივართ სახლის მეორე სართულზე, სადაც მან შეგვიყვანა ერთ-ერთ ოთახში, სადაც კარებები და ფანჯრები ღია მდგომარეობაშია და იატაკზე მიმოფანტულია მავთულის პლასტმასის ნარჩენები, სადაც ზ------------მ განმარტა, რომ ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელი სახლის გაქურდვის დროს წამოღებული ალუმინისა და სპილენძის მავთულები დაარჩია აღნიშნულ ოთახში, რომლებიც მოათავსა ტომრებში რეალიზაციის მიზნით. ადგილიდან ამოღებული იქნა მავთულის სხვადასხვა ფორმის პლასტმასის ნარჩენები, რომელიც დაილუქა FCI-453068 პაკეტში, ზ------------მ მისივე მითითებით, გაგვიყვანა თ---------- ჯ----- საცხოვრებელი სახლის აივანზე, სადაც ღია ფანჯრის საშუალებით შევდივართ ოთახში, რომელიც წარმოადგენს ზალის ოთახს, ამის შემდეგ, მისივე მითითებით გავდივართ საძინებელ ოთახში, სადაც საწოლისა და კედლის კუთხეში მიგვითითა მის მიერ ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელი სახლიდან ფარულად დაუფლებული ნივთების ადგილსამყოფელზე. პოლიეთილენის პარკში აღმოჩნდა შავი ფერის მამაკაცის ტყავის ქურთუკი, მწვანე ფერის მამაკაცის შარვალი, პირსახოცი, რომელზეც სხვადასხვა ფერის ყვავილებია გამოსახული და აქვს წარწერა “HAVAI” რომლებიც დაილუქა FCI-447916 პაკეტში მოთეთრო ფერის შარვალი წარწერით BLUE JENS, შავი ფერის ხაზიანი მამაკაცის გრძელსახელოებიანი პერანგი, რომელიც იკვრება ღილებზე, რუხი ფერის მამაკაცის გრძელსახელოებიანი პერანგი, რომელიც იკვრება ღილებზე წარწერით STATE OF ART. ორი ცალი თეთრი ფერის უმკლავო მაისური ცისფერი ქალის სატაცური ერთი წყვილი, რომელსაც ზედა მხარეს აქვს თასმები ვარდისფერი ყვავილებით გაწყობილი. ერთი წყვილი ზეწარი თავისივე ბალიშის პირებით, მოლურჯო მოთეთრო ფერის ზოლიანი საწოლის გადასაფარებელი ზეწარი, თავისივე ორი ბალიშის პირით რომლებიც დაილუქა FCI-453104 პაკეტში, ერთი წყვილი სერი ფერის წინდა, ერთი წყვილი სერი ფერის სატაცური, წითელი ფერის ერთი წყვილი სატაცური, ერთი წყვილი მოლურჯო მოთეთრო ფერის ქალის რეზინის სატაცური, მამაკაცის შავი ფერის ტყავის ფეხსაცმელი, რომლებიც დაილუქა FCI-453103 პაკეტში. ორი სუფრის თეფში, რომლის შიდა კუთხეზე მიყვება მოვარდისფრო ყვავილების ნახატი, სამი ყავის ფინჯანი, რომელსაც გარეთა მხარეს აქვს გამოსახული ვაზის ფოთოლი და მტევანი პატარა ზომის ღამის ე.წ. ,,ნაჩნიკი”, ორი ცალი ნ-----–------–--------------ის სახელზე გაცემული წყალმომარაგების კომპანიის ქვითრები, ასევე ენერგო პრო ჯორჯიას გადახდის ქვითარი გაცემული ნ-----–------–--------------ის სახელზე, რომელიც დაილუქა FCI-447917 პაკეტში. ამის შემდეგ, ზ------------ს მითითებით, გამოვდივართ თ---------- ჯ----- მიტოვებული სახლიდან და მისივე განმარტებით, ზ------------მ განაცხადა, რომ ნივთების ნაწილი, რომელიც ნ-----–------–--------------ის სახლიდან მოიპარა და თ---------- ჯ----- საცხოვრებელ სახლში დამალა, აღნიშნული ნივთების ნაწილი გადაიტანა მის საცხოვრებელ სახლში, ქ. წყალტუბოში 2-------- ქუჩა №---ში და ინახავს მის საძინებელში. ამის შემდეგ, გავდივართ ზ------------ს საცხოვრებელ სახლში, სადაც ეზოში შევდივართ ლითონის კონსტრუქციის კარის საშუალებით. ზ------------ს დედას მ-----–- კ-----ას განემარტა, რომ დაგვრთოს ნება მის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაზე, რაზედაც მ-----–- კ-----ამ განაცხადა თანხმობა და დაგვიდასტურა ოქმზე ხელის მოწერით. ზ------------ს მითითებით, შევდივართ მისი საცხოვრებელი სახლის საკუთარ საძინებელ ოთახში, სადაც მისივე მითითებით მაგიდაზე ედო ნ-----–------–--------------ის საცხოვრებელი სახლის ქურდობის დროს წამოღებული ვერცხლისფერი ელექტრო-ჩაიდანი თავისივე სადგამით. ასევე, ამოღებული იქნა მისივე მითითებით, ნ-----–------–--------------ის სახლიდან ფარულად დაუფლებული ,,KONKA”-ს ფირმის ტელევიზორის ე.წ. ,,დეკოდერი“ თავისივე გადამრთველი პულტით და ელექტო გადამყვანებით, რომლებიც დაილუქა FCI-447901 პაკეტში. ზ------------მ ასევე, მიგვითითა მისი საძინებელი საწოლის ქვედა მხარეს, საიდანაც ამოღებული იქნა მოწითალო ფერის კოლოფში მოთავსებული ექვსი ცალი მოყვითალო ფერის ჭიქა. ასევე, კოლოფში ჩადებული ექვსი ცალი ფინჯანი ყავის სერვისი თავისივე თეფშით, რომელზეც გამოსახულია ქალბატონების სურათები, რომლებიც დაილუქა FCI-447918 პაკეტში. ზ------------მ ასევე მიუთითა საწოლის ქვედა მხრიდან და წარმოადგინა ხელჩანთა, რომელშიც მოთავსებული ქონდა ნ-----–------–--------------ის სახლის დამხმარე სათავსოდან ფარულად დაუფლებული საყოფაცხოვრებო ნივთები. ამოღებული იქნა ლითონის ძალაყინი ე.წ. გელა, ლითონის პატარა ზომის ძალაყინი ე.წ. გელა, მწვანე ტარიანი დანა ორი ცალი ხის ტარიანი ჩაქუჩი, ხის ტარიანი ქლიბი მოყვითალო ფერის ტარიანი სახრახნისი, პლასტმასის ტარიანი მთვარისებური მოხრილი დანა, პატარა ზომის ხისტარიანი ცული, სამი ცალი ტარის გარეშე ე.წ. ,,წალდი“ ლითონის კონსტრუქციის სამი ცალი, თოხი სამი ცალი მოყვითალო ფერის პლასტმასის გადამყვანი, რომლებიც დაილუქა FCI-453069 პაკეტში. ასევე, ზ------------მ საწოლის ქვედა მხრიდან წარმოადგინა ნ-----–------–--------------ის სახლის დამხმარე სათავსოდან ფარულად დაუფლებული ცულები, ერთი არის რუსული წარმოების ხისტარიანი, მეორე ქართული წარმოების ხისტარიანი, რომლებიც დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს 33/6 ლუქის ბეჭდით. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა.“
17. საქმეში არსებული გამომძიებელ გ--------–----ას მიერ შედგენილი ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად: ,,წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა გ--------–----ამ წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, მშვიდ გარემოში ყოველგვარი იძულების გარეშე, მოვახდინე 2017 წლის 25 ნოემბერს ზ------------სთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ქალაქ წყალტუბოში 2-------- ქუჩა 12-ში, თ---------- ჯ----- მიტოვებული საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ დალუქული FCI 447916-ის პაკეტის გახსნა დათვალიერება. ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა, პაკეტში აღმოჩნდა მამაკაცის შავი ფერის ტყავის გრძელსახელოებიანი ქურთუკი, რომლის მკლავები გადაკეცილია და ეტყობა გადაკეცვის ორი კვალი. ქურთუკის გარე ჯიბეებში შეინიშნება ხელით შავი ძაფისგან გაკერვის კვალი, ასევე პაკეტში აღმოჩნდა მწვანე ფერის მამაკაცის შარვალი გვერდით სწორი ჯიბეებით, უკანა მხარეს ჯიბეს აქვს ღილი, ასევე შარვლის ქამრის სამაგრი არის მოწყვეტილი ერთ მხარეს, ასევე, პაკეტში აღმოჩნდა ერთი ცალი პირსახოცი შავი ფერის დიდი ზომის წითელი ფერის ყვავილებით და მწვანე ფერის ფოთლებით წარწერით ლათინურად ,,HAWAI“. აღნიშნული ნივთმტკიცება გაიხსნა ნ-----–------–--------------ისათვის ამოცნობის მიზნით წარსადგენად.
საქმეში არსებული გამომძიებელ გ--------–----ას მიერ შედგენილი ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად: ,,წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ გამომძიებელმა გ--------–----ამ წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში მშვიდ გარემოში უბნის ინსპექტორ გამომძიებლის ი-–-------–---ას მონაწილეობით მოხდა 2017 წლის 25 ნოემბერს ზ------------სთან ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ქალაქ წყალტუბოში 2-------- ქუჩა №---ში მის საცხოვრებელ სახლში და ქალაქ წყალტუბოში 2-------- ქუჩა №---ში მდებარე თ---------- ჯ----- მიტოვებულ საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ნივთების დათვალიერება კერძოდ. გახსნილი იქნა შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს № FCI 453069 პაკეტი №8, რომელშიც მოთავსებული იყო სამი ერთეული ლითონის თოხი ტარის გარეშე, სამი ერთეული ლითონის წალდი ტარის გარეშე, ორი ერთეული ლითონის გელა, ერთი ერთეული ლითონის ქანჩი №17/19, ორი ერთეული ჩაქუჩი ხისტარიანი, ერთი ერთეული ხისტარიანი ნაჯახი, რომლის მეორე მხარეს აქვს ჩაქუჩის თავი, ორი ერთეული სტაფილოს ფერი მილის გადამყვანი ე.წ. ,,ტრაინიკი“, ერთი ერთეული ხისტარიანი სადგისი, ერთი ერთეული ხის ტარიანი ქლიბი, ორი ერთეული უტარო ქლიბი, ერთი ერთეული სახრახნისი, ლურსმნის ამოსაღები გაზი. ერთ ერთეული პლასმასის ტარიანი საპოხი დაზიანებული აქვს ტარი, მწვანე პლასმამის ტარიანი დანა, რომელსაც ტარზე ამოკაწრული აქვს რუსული წარწერა ,,M”. ერთი ცალი პლასმასის ტარიანი თვითნაკეთი, ნახევარ მთვარისებული დანა. აღნიშნული ნივთები ნ-----–------–--------------ის განმარტებით, წააგავს მისი საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოდან მოპარულ ნივთებს, ასეთი დასახელების, ზომისა და ფორმის ნივთები ქონდა მას ზუსტად იგივე რაოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოთდასახელებული ნივთები დარწმუნებულია, რომ წარმოადგენს მის კუთვნილებას და მოპარულია სწორედ მისი დამხმარე სათავსოდან. აღნიშნული ნივთები დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს №33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტი №1.
ამის შემდეგ ნ-----–------–--------------ეს წარედგინა დათვალიერების მიზნით საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს №FCI 453104 პაკეტი №2-ი, რომელშიდაც გახსნისას აღმოჩნდა მოვარდისფრო შეფერილობის ყვავილებიანი ჟატის ნაჭრის საწოლის თეთრეული ერთი წყვილი, ორი ბალიშის პირი, ერთი ცალი ზეწარი და ერთი ცალი ჩიხოლი, მოლურჯო ფერის ერთი ცალი ზოლებიანი ზეწარი და ორი ბალიშის პირი, ორი ცალი თეთრი ფერის მოლურჯო მომწვანო ფერის ბალიშის პირი, ერთი ცალი მოკლესახელოებიანი თეთრი ფერის მაისური ლათინური წარწერით ,,al duhail“, ერთი ცალი მოკლესახელოებიანი თეთრი ფერის მაისური, მოყავისფრო შეფერილობის ვილვეტი, გძელსახელოებიანი პერანგი, რომელიც დაზიანებულია მარცხენა მკლავზე, შავი ფერის გძელსახელოებიანი პერანგი მონაცრისფრო ზოლებით. მოთეთრო ფერის შეფერილობის ჯინსი, ლათინური წარწერით BLUE JEANS, ერთი წყვილი სატაცური, რომელსაც ზედა მხრიდან აქვს თასმები. აღნიშნული ნივთები ნ-----–------–--------------ის განმარტებით, წააგავს მისი საცხოვრებელი სახლიდან მოპარულ ნივთებს, ესეთი დასახელების, ზომისა და ფორმის ტანსაცმელები ქონდა მას ზუსტად იგივე რაოდენობით. აღნიშნულიდან გამომდინარე ზემოთდასახელებული ნივთები დარწმუნებულია, რომ წარმოადგენს მის კუთვნილებას და მოპარულია სწორედ მისი საცხოვრებელ სახლიდან. აღნიშნული ნივთები დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს №33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტი №2.
ამის შემდეგ, ნ-----–------–--------------ეს წარედგინა დათვალიერების მიზნით საექსპერტო კრიმინალისტიკური სამართველოს №FCI 447901 პაკეტი №6-ი, რომელშიდაც გახსნისას აღმოჩნდა მოვერცხლისფრო შეფერილობის ელექტრო ჩაიდანი თავისივე სადგამით და ელექტრო სადენით ,,NIKAI“-ს ფირმის, ე.წ. დეკოდერი ,,KONKA“-ს ფირმის თავისისვე სადენებით და პულტით, რომლებზეც ნ-----–------–--------------ემ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთები წააგავს მისი სახლიდან 2017 წლის 20-21 ნოემბერს მოპარულ ნივთებს და დარწმუნებულია, რომ ეს ნივთები წარმოადგენს სწორედ მის საკუთრებას. აღნიშნული ნივთები დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს №33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტი №3.
ამის შემდეგ ნ-----–------–--------------ეს წარედგინა დათვალიერების მიზნით, საექსპერტო კრიმინალისტიკური სამართველოს №FCI 453103 პაკეტი №3, რომელშიდაც გახსნისას აღმოჩნდა ერთი წყვილი რეზინის ე.წ. აბანოს მოლურჯო მოთეთრო შეფერილობის ლასტი, ერთი წყვილი წითელი ფერის ოთახის ჩუსტები, შავი ფერის მამაკაცის 39 ზომა ტყავის ნახმარი ფეხსაცმელი, ორი წყვილი წინდა. აღნიშნულ ტანსაცმელზეც ნ-----–------–--------------ემ ასევე, განაცხადა, რომ წააგავს მისი სახლიდან 2017 წლის 20-21 ნოემბერს მოპარულ ტანსაცმელს და დარწმუნებულია, რომ ეს ტანსაცმელი წარმოადგენს სწორედ მის საკუთრებას. აღნიშნული ტანსაცმელი დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს №33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტი №4.
ამის შემდეგ, ნ-----–------–--------------ეს წარედგინა დათვალიერების მიზნით, საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს №FCI 447917 პაკეტი №5, რომელშიდაც გახსნისას აღმოჩნდა სამი ცალი მოშავო შეფერილობის ყავის დასალევი ლამბაქი, რომელზედაც გამოსახულია ყურძნის მტევნისა და ფოთლის ნახატები, ორი ცალი თეფში გაფორმებული ვარდისფერი ყვავილებით, რომლებიც გახვრეტილია შუა ადგილას, ერთი ცალი რამის სანათი მოწყობილობა თავისავე ნათურით და ენერგო პროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვითრები, რომლებიც გამოწერილია აბონენტ ნ-----–------–--------------ის სახელზე. აღნიშნულ ნივთებზეც ნ-----–------–--------------ემ ასევე, განაცხადა, რომ წააგავს მისი სახლიდან 2017 წლის 20-21 ნოემბერს მოპარულ ნივთებს და დარწმუნებულია რომ ეს ნივთები წარმოადგენს სწორედ მის საკუთრებას. რის შემდგომაც, ზემოთჩამოთვლილი ნივთები, დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს №33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტი №5.
ამის შემდეგ, ნ-----–------–--------------ეს წარედგინა დათვალიერების მიზნით, საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს №FCI 447918 პაკეტი №7, რომელშიდაც გახსნისას აღმოჩნდა ყავის სერვიზი ექვს პერსონაზე, ქალისა და მამაკაცის გამოსახულებებით, რომლებსაც აცვიათ მოლურჯო-მოყავისფრო შეფერილობის ტანსაცმელი და ექვსი ცალი ოქროსფერი შეფერილობის წყლის ჭიქების სერვისი, რომლებზეც გამოსახულია ოქროსფერი შეფერილობის ვარდები. აღნიშნულ ნივთებზეც ნ-----–------–--------------ემ ასევე, განაცხადა, რომ წააგავს მისი სახლიდან 2017 წლის 20-21 ნოემბერს მოპარულ ნივთებს და დარწმუნებულია, რომ ეს ნივთები წარმოადგენს სწორედ მის საკუთრებას. რის შემდგომაც, ზემოთ ჩამოთვლილი ნივთები, დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს №33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტი №6.
ამის შემდეგ, ნ-----–------–--------------ეს დათვალიერების მიზნით, წარედგინა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამმართველოს №FCI 453068 პაკეტი №4, რომელშიდაც გახსნისას აღმოჩნდა მოთეთრო შეფერილობის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული დარჩეული ალუმინისა და სპილენძის მოშავო, მოწითალო, მოლურჯო-მოთეთრო სადენების იზოლირებული გარსი, რომლებზეც ნ-----–------–--------------ემ განაცხადა, რომ აღნიშნული სადენების გარასცმი წააგავს მისი სახლიდან 2017 წლის 20-21 ნოემბერს მოპარულ სადენებს და დარწმუნებულია, რომ ისინი წარმოადგენს სწორედ მის საკუთრებას. რის შემდგომაც, ზემოთ ჩამოთვლილი სადენების იზოლირებული გარსაცმი, დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს №33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტი №7.
რის შემდგომაც, ნ-----–------–--------------ეს დათვალიერების მიზნით, წარედგინა 2017 წლის 25 ნოემბერს ავტომანქანა ოპელ-ასტრას ჩხრეკისას ავტომობილის საბარგულიდან და სალონიდან ამოღებული ნივთები, კერძოდ: ორი ერთეული მოთეთრო შეფერილობის ტომარა დალუქული 33/6 ლუქი ბეჭდით, რომლებშიც მოთავსებულია დეფორმირებული ალუმინის დარჩეული სადენები, რომლებზეც ნ-----–------–--------------ემ განაცხადა, რომ ალუმინის სადენები მას ქონდა სახლში და შესაძლოა დარჩეული ალუმინის სადენები მოპარული იყოს მისი საცხოვრებელი სახლიდან და წარმოადგენდეს სწორედ მის საკუთრებას. რის შემდგომაც, ალუმინის სადენები დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს 33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტი №8.
ამის შემდეგ, ნ-----–------–--------------ეს დათვალიერების მიზნით წარედგინა მოთეთრო შეფერილობის ტომარა, დალუქული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს 33/6 ლუქის ბეჭდით, გახსნისას მასში აღმოჩნდა ლათუნის ნივთების სხვადასხვა ზომაზე დამტვრეული მილებისა და ნაკეთობების ჯართი, რომლებზეც ნ-----–------–--------------ემ განაცხადა, რომ მას ქონდა სხვადასხვა დასახელების ლატუნის ნაკეთობები და დამტვრეული მილების ნამტვრევები ძალიან წააგავს აღნიშნულ ნივთებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის დარწმუნებულია, რომ დამტვრეული ლატუნის ჯართი მოპარულია მისი სახლიდან და წარმოადგენს მის საკუთრებას. რის შემდგომაც, ალუმინის სადენები დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს 33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტი №9.
ამის შემდეგ, ნ-----–------–--------------ეს დათვალიერების მიზნით, წარედგინა მოშავო, მოწითალო, მოთეთრო შეფერილობის ზოლებიანი ტომარა დალუქული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს 33/6 ლუქის ბეჭდით, რომელშიც გახსნისას აღმოჩნდა დარჩეული სპილენძის ელ-სადენები დაჭრილი სხვადასხვა ზომაზე, რომლების ნახვის შემდგომ ნ-----–------–--------------ემ განაცხადა, რომ მას სახლში ქონდა სპილენძის სადენები და შესაძლოა, აღნიშნული დარჩეული სადენები წარმოადგენდეს მის საკუთრებას. რის შემდგომაც, სპილენძის სადენები დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს 33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტი №10.
ამის შემდგომ, ნ-----–------–--------------ეს დათვალიერების მიზნით წარედგინა ალუმინისაგან დამზადებული 40 ლიტრი ტევადობის ქვაბი დალუქული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს 33/6 ლუქის ბეჭდით, რომელშიც გახსნისას აღმოჩნდა საწოლის მოწითალო შეფერილობის გადასაფარებელი, რომლებზეც ნ-----–------–--------------ემ ასევე განაცხადა, რომ აღნიშნული ნივთების წააგავს მისი საცხოვრებელი სახლიდან 2017 წლის 20-21 ნოემბერს მოპარულ ნივთებს და დარწმუნებულია, რომ საწოლის გადასაფარებელი და ალუმინის ქვაბი წარმოადგენს მის საკუთრებას. რის შემდგომაც, ალუმინის ქვაბი და საწოლის მოწითალო შეფერილობის გადასაფარებელი დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს 33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტი №11. აღნიშნული შემდეგ დათვალიერება დასრულდა.“
18. საქმეში არსებული გამომძიებელ გ--------–----ას მიერ შედგენილი დათვალიერების ოქმის თანახმად: ,,წყალტუბოს რაიონულ სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა გ--------–----ამ, ამავე სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, მშვიდ გარემოებაში, ხელოვნური განათების პირობებში მოვახდინე შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურიდან გადმოგზავნილი ერთი ცალი CD-R დისკის დათვალიერება, რომელიც მოთავსებულია თეთრი ფერის კონვერტში დალუქულ მდგომარეობაში N46/34-ში, რომელზეც გარე წინა გვერდზე გაკეთებული არის წარწერა, წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გამომძიებელ გ------–-----ს. ერთი ცალი CD-R დისკი 41 ფოტო, თარიღი 24.11.2017 პაკეტი გაიხსნა ჩემს მიერ, რის შემდეგაც, დისკი მოთავსებული იქნა სამუშაო პერსონალურ კომპიუტერის პროცესორში და მოხდა მისი დათვალიერება, სადაც გამოსახული იყო შემთხვევის ადგილზე გადაღებული სურათები, რომელიც გადმოტანილი იქნა დექსტოპზე, ამოღებული იქნა ფურცელზე სს საქმეზე დართვის მიზნით, ასევე შემთხვევის ადგილის CD-R დისკზე მოთავსებული 41 ფოტოსურათი გადატანილი იქნა მეორე CD-R დისკზე დაცვის მხარეზე გადასაცემად, ამის შემდგომ, პირველი დისკი რომელიც მოთავსებული იყო N46/34 პაკეტში, მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს N33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის ერთ პაკეტად, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
სამართლებრივი შეფასება:
1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
2. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3. გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ,,წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან’’.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი განმარტავს, რომ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას აუცილებელია არსებობდეს დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელთა ურთიერთშეჯერება და სიღრმისეული ანალიზი ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
6. იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ზ------------ს მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად; ქმედების სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას საცავში უკანონო შეღწევის გზით (მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი), ჩადენილს არაერთგზის, (მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი), ბინაში უკანონო შეღწევის გზით (მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი), ასევე, დამამძიმებელ გარემოებად აცხადებს დაზარალებულისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას (მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი), რაც, ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, გულისხმობს მატერიალურ ზიანს 150 ლარის ზევით, როგორც მოწმეთა ჩვენებებით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ასევე, დაზარალებულ ნ-----–------–--------------ის ჩვენებით დგინდება, რომ ბრალდებულ ზ------------ს ქმედების შედეგად, დაზარალებულ ნ-----–------–--------------ის მიმართ მიყენებული ზარალი აღემატება კანონით განსაზღვრულ 150 ლარს, რაც ამ შემადგენლობის აუცილებელ ნიშანს წარმოადგენს და სწორადაა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი.
8. ამდენად, საქმეში არსებულ ურთიერთშეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ, ბრალდებულის ნაწილობრივ აღიარებითი და მოწმეთა ჩვენებებით, ბინისა და საცავის დათვალიერების ოქმებით, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, დაზარალებულის მიერ ნივთების ამოცნობის ოქმებით, ასევე, საქმეში არსებული დაკავებისა და ჩხრეკის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ზ------------მ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, საცავში უკანონო შეღწევით, ასევე ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის, ანუ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
პასუხისმგებლობის შესამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებაა რომ ბრალდებული ნაწილობრივ აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, ხოლო დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
2. სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
3. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
4. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
5. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
6. გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
7. სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
8. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
10. სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს, რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
12. საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
13. იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
14. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
15. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს და იმ გარემოებას, რომ საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა ნაწილობრივ აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება და მოინანია იგი რაც, წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს არა მხოლოდ კანონიერი, არამედ, სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად.
16. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს.
17. ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ზ------------ს მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ნივთმტკიცებების საკითხის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში, განკარგული იქნეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 21-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ზ------------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული მოუხდელი სასჯელიდან 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა და ზ------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
3. მსჯავრდებულ ზ------------ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს წინა განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2017 წლის 1 დეკემბრიდან 2019 წლის 15 აპრილის ჩათვლით, ასევე ჩაეთვალოს ამ საქმეზე პატიმრობაში ყოფნის დრო 2017 წლის 25 ნოემბრიდან 2017 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით.
4. ზ------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან - 2019 წლის 15 აპრილიდან.
5.საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი: ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ორი ტომარი ალუმინის ჯართი, ერთი ტომარი ლათუნის ჯართი, ერთი ტომარი სპილენძის ჯართი, ალუმინის ქვაბი თავისივე თავსახურით, გადასაფარებელი ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ალუმინის მავთულების ფრაგმენტები და ხის ტარიანი მახვილ წვერიანი საგანი ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
შემთხვევის ადგილის (სათავსოს) დათვალიერების ამოღებული სამი ცალი შავი ფერის წინდა და ელექტრო მავთულები ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ტყავის ქურთუკი, მწვანე ფერის მამაკაცის შარვალი, ერთი ცალი პირსახოცი, ქართული და რუსული წარმოების ორი ცალი ცული, სამი ცალი ლითონის თოხი ტარის გარეშე, სამი ცალი ლითონის წალდი ტარის გარეშე, ორი ცალი ლითონის გელა, ერთი ცალი ლითონის ქანჩი, ორი ცალი ჩაქუჩი ხისტარიანი, ერთი ცალი ხისტარიანი ნაჯახი, რომლის მეორე მხარეს აქვს ჩაქუჩის თავი, ორი ცალი სტაფილოს ფერის მილის გადამყვანი, ერთი ცალი ხისტარიანი სადგისი, ერთი ცალი ხის ტარიანი ქლიბი, ორი ცალი ქლიბი ტარის გარეშე, ერთი ცალი სახრახნისი, ლურსმნის ამოსაღები გაზი, ერთ ცალი პლასტმასის ტარიანი საპოხი, მწვანე პლასტმასის ტარიანი დანა ერთი ცალი პლასტმასის ტარიანი ნახევარ მთვარისებული დანა, ერთი წყვილი საწოლის თეთრეული, მოლურჯო ფერის ერთი ცალი მთვარისებური დანა, ერთი წყვილი საწოლის თეთრეული, მოლურჯო ფერის ერთი ცალი ზოლებიანი ზეწარი და ორი ბალიშის პირი, ორი ცალი თეთრი მოლურჯო და მომწვანო ფერის ბალიშის პირი, ერთი ცალი მოკლესახელოებიანი თეთრი ფერის მაისური ლათინური წარწერით al duhail, ერთი ცალი მოკლესახელოებიანი თეთრი ფერის მაისური, მოყავისფრო შეფერილობის ვილვეტი გრძელსახელოებიანი პერანგი, რომელიც დაზიანებული მარცხენა მკლავზე, შავი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი მონაცრისფრო ზოლებით. მოთეთრო ფერის შეფერილობის ჯინსის შარვალი ლათინური წარწერით blue jeans, ერთი წყვილი სატაცური, რომელსაც ზედა მხრიდან აქვს თასმები, NIKAI-ის ფირმის ელექტრო ჩაიდანი თავისივე სადგამით და ელექტრო სადენით, KONKA-ს ფირმის ე.წ დეკოდერი თავისივე სადენებით და პულტით, ერთი წყვილი რეზინის ჩუსტები, ერთი წყვილი წითელი ფერის ჩუსტები, შავი ფერის მამაკაცის ტყავის ფეხსაცმელი, ორი წყვილი წინდა, სამი ცალი ლამბაქი, ყურძნის მტევნისა და ფოთლის ნახატები, ორი ცალი თეფში გაფორმებული ვარდისფერი ყვავილებით, ერთი ცალი სანათი მოწყობილობა თავისივე ნათურით, ენერგო პროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქვითრები რომლებიც გამოწერილია აბონენტ ნ-----–------–--------------ის სახელზე, ყავის სერვიზი ექვს პერსონაზე, ექვსი ცალი ოქროსფერი შეფერილობის წყლის ჭიქების სერვისი, მოთეთრო შეფერილობის პოლიეთილენის პარკში მოთავსებული ალუმინისა და სპილენძის მოშავო, მოწითალო, მოლურჯო მოთეთრო სადენების იზოლირებული გარსი ინახება წყალტუბოს რაიონულ სამმართველოში - დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს ან შესაბამის უფლებამოსილ პირს.
შემთხვევის ადგილის (დამხმარე სათავსოს) დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ფოტომასალის დისკი, შემთხვევის ადგილის (გ--------–-- ქუჩა N--ა) დათვალიერების ამსახველი ფოტომასალის დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს -შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით.
მოსამართლე ლერი თედორაძე