განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/279-18წ.
გამოძიების N069021217001
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - რ------------------
დაცვის მხარე:
ადვოკატი - ი-----–--–-----–--
ბრალდებული - ი-----------------ე
მამის სახელი: ი-----–-
პირადი ნომერი: 5----------
დაბადების თარიღი: 16.08.1999წ.
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
განათლება: არასრული საშუალო
ნასამართლობა: არმქონე
საცხოვრებელი ადგილი: წყალტუბო, სოფ. ო--–-----ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდებულ ი-----------------ეს, წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც, გათვალისწინებულია სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - განზრახ მკვლელობა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ და სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
სასამართლომ დაადგინა:
1. ბრალდებული ი-----------------ე და აწ. გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ი იყვნენ თანაკლასელები და მათ შორის არსებობდა კარგი მეგობრული ურთიერთობა, ისინი ხშირად იმყოფებოდნენ ერთად, ასევე, ბრალდებული იმყოფებოდა თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე, მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა იმის შემდეგ, როდესაც ბრალდებულმა ი-----------------ემ ავტომანქანიდან მობილური ტელეფონი მოპარა მათ თანმხლებ თ----- ს-----ეს და ეს უკანასკნელი მობილური ტელეფონის დაბრუნების მიზნით მშობელთან ერთად თ-------- ბ----–---–მა მიიყვანა ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, რამაც გააბრაზა ბრალდებული და ცდილობდა საქმის გასარჩევად მოეწყო თ-------- ბ----–---–თან შეხვედრა, რის გამოც, 2017 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით 20 საათზე, ბრალდებული ი-----------------ე, რომელსაც თან ჰქონდა კუთვნილი შავი ფერის დასაკეცი დანა, მივიდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ოშკვითში მცხოვრებ დ-------------ესთან, სადაც ჭიშკართან დახვდნენ ა-----------–----ე და არასრულწლოვნები შ----------–--ე და თ-------- ბ----–---–ი. ი-----------------ესა და თ-------- ბ----–---–ს შორის, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენების გამო და არსებული უთანხმოების გარკვევის მიზნით, დასახელებული პირები მივიდნენ წყალტუბოს რაიონის სოფელს ო--–-----ში მდებარე ერთ-ერთ დაუსახლებელ ადგილას, სადაც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განაწყენებულმა ი-----------------ემ გადაწყვიტა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი თ-------- ბ----–---–ის მოკვლა და მას გულმკერდის მიდამოში მარცხენა მხარეს დაარტყა დანა, რის შედეგადაც თ-------- ბ----–---–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება. მიღებული დაზიანების შედეგად თ-------- ბ----–---–ი რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
2. 2017 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით 23 საათზე, გ-------–--–-----ე ქ. ქუთაისში, ,,ოპელ-ასტრას მოდელის ავტომანქანით მოძრაობისას, შეხვდა მეგობრებს - მ---------–------ს, თ----- ს-----ეს, ს-----------ესა და თ-------- ბ----–---–ს, რომელთაც ახლდათ ბრალდებული ი-----------------ე. ისინი დასხდნენ გ-------–--–-----ის ავტომანქანაში და დაახლოებით ღამის 3 საათამდე სეირნობდნენ ქალაქში. აღნიშნულ მანქანაში ყოფნისას, თ----- ს-----ემ სალონში დადო მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, რომელიც გადმოსვლისას დარჩა მანქანაში. აღნიშნულით ისარგებლა ი-----------------ემ და ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა თ----- ს-----ის კუთვნილ სამსუნგის ფირმის ,,ჯე-2“ მოდელის მობილურ ტელეფონს, რომელშიც შემდგომ მოათავსა თავისი სიმ ბარათი. 2017 წლის 3 დეკემბერს ი-----------------ის პირადი ჩხრეკისას მისგან ამოღებული იქნა უკანონოდ დაუფლებული თ----- ს-----ის კუთვნილი ქონება.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ი-----------------ემ ჩაიდინა, სსკ-ის 109-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობა, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც ბრალდებულის მიერ გამოხატული იქნა წინასწარი განზრახვით აქტიური მოქმედებაში. ასევე, ბრალდებულმა ი-----------------ემ ჩაიდინა, სისხლის სამართლის კოდექსი 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება-ქურდობა, სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
1. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს წინასასამართლო სხდომაზე, (გარდა მოწმე შ----------–--ის და ბრალდებულის ჩვენებისა) სადავოდ არ გაუხდიათ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებით მოპოვებული და დადგენილი გარემოებები, სასამართლო, საქმეში არსებულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ი-----------------ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა მტკიცებულებათა ნაწილი სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
3. მოწმის სახით გამოკითხულმა დაზარალებულის უფლებამონაცვლე თამარ ცომაიამ განმარტა, რომ არის ა.წ გარდაცვლილის თ-------- ბ----–---–ის ბებია, ანუ თ--------ს დედის ზ------–------ს დედა. ოჯახში ცხოვრობს მეუღლესთან თ-------–------სთან, ვაჟიშვილთან ა-----–------სთან, რძალთან თ--------–----ესთან და მათ ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მიუთითებს, რომ მისი ქალიშვილი მუშაობს საზღვარგარეთ და თ-------- ბ----–---–ი იზრდებოდა მასთან, ამჟამად იყო სოფელ ო--–-----ის საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე. თ-------- სკოლაში დადიოდა და თან მუშაობდა სათბურში მწვანილების ჩაწყობაზე. 2017 წლის 02 დეკემბერს თ-------- მისი გარდაცვალების დღეს მთელი დღის განმავლობაში იყო სახლში, როგორც ახსოვს შუადღისას იგი გავიდა და დაბრუნდა მეგობართან დ-------------ესთან ერთად, ჭამეს საჭმელი და როდესაც ღამდებოდა დაახლოებით 18:00 საათზე, ერთად წავიდნენ სახლიდან. თ--------ს არ დაუბარებია თუ სად მიდიოდა. მას ეცვა მუქი ლურჯი ,,კაპიშონიანი“ ქურთუკი, ეხურა შავი ნაქსოვი ქუდი, ქურთუკის შიგნით ეცვა მოცისფრო ფერის სვიტერი, ხოლო შარვალი და ფეხზე რა ეცვა არ ახსოვს. მოწმის განმარტებით, იმყოფებოდა სახლში და უყურებდა ტელევიზორს, კერძოდ 20:00 საათიან ქრონიკას იმედზე, რა დროსაც დაუძახეს მეზობელმა ქალებმა და უთხრეს, რომ თ-------- იყო დაჭრილი და იმყოფებოდა საავადმყოფოში. შვილთან და მეუღლესთან ერთად ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც, ასევე მივიდნენ მეზობლები და ნათესავები. იქ ყოფნისას მისთვის ცნობილი გახდა, რომ თ-------- დაუჭრია დანით ი-----------------ეს. შემდეგ კი მისაღებში უთხრეს, რომ თ-------- მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა. მისი განმარტებით, ი-----------------ე ცხოვრობს მის მეზობლად დაახლოებით 200 მეტრში თავის ოჯახთან ერთად და მათთან ჰქონდათ ნორმალური ურთიერთობა. ი--------, რომელსაც ,,ი-----ს“ ეძახდნენ არის თ--------ს თანაკლასელი, იგი რამოდენიმეჯერ არის ნამყოფი მათთან სახლში, მათ შორის თ--------ს დაბადების დღის სუფრაზე 11 მარტს 1 წლის უკან, როდესაც თ-------- 16 წლის გახდა. განმარტავს, რომ ი--------მ ზუსტად იცოდა, რომ ამჟამად თ-------- 17 წლის იყო და 18 წლის მომდევნო წლის 11 მარტს ხდებოდა. მანამდე თ--------ს და ი-----------------ეს შორის კონფლიქტის შესახებ მისთვის ცნობილი არ არის. მოითხოვს ბრალდებულის უმკაცრესად დასჯას.
4. მოწმე თ----- ს-----ე, მის მიერ გამოძიებაში მიცემულ გამოკითხვის ოქმში განმარტავს, რომ დაახლოებით სამი წლის უკან გაიცნო თ-------- ბ----–---–ი, ს-----------ე და ი-----------------ე და მათთან ჰქონდა მეგობრული ურთიერთობა. 2017 წლის ნოემბრის თვის ბოლო რიცხვებში მეგობართა მ---------–------თან ერთად, ქ. ქუთაისში შეხვდა თ-------- ბ----–---–ს, ი-----------------ეს და გ-------–--–-----ეს, რომელიც იყო თავისი მანქანით. საღამოს საათებში ყველანი წავიდნენ გაბრიელის მანქანით სოფელ ო--–-----ში, სადაც მიაკითხეს ს-----------ეს, რომელიც დაჯდა ავტომანქანის საჭესთან. გარკვეული დროის შემდეგ, ავტომანქანით სეირნობისას, ს-----------ემ თქვა, რომ ჰქონდა საქმე მეორე დილით ადრე, რის გამოც, იგი მიიყვანეს უკან თავის სახლში, ხოლო დანარჩენები წავიდნენ ქუთაისში. მოწმის განმარტებით, თან ჰქონდა მისი კუთვნილი სანსუნგის ფირმის ,,ჯე-2“ მოდელის მობილური ტელეფონი, რომელსაც ჰქონდა მოშავო კორპუსი. ტელეფონი ჩასმული იყო მოვარდისფრო ფერის სილიკონის ე.წ. ,,ქეისში“. ტელეფონის ეკრანი დაზიანებული იყო და გაბზარული, მაგრამ მუშაობდა. მასში მოთავსებული იყო ერთი ,,მაგთიკომის“ ქსელში ჩართული სიმბარათი 598-55-93-30. მოწმე თ----- ს-----ე მიუთითებს, რომ ზემოთმითითებულ პირებთან ერთად ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე ისეირნეს დაახლოებით 3-4 საათი და გვიან ღამით მ---------–------თან ერთად დარჩა ,,სტეკლოტარის“ გადასახვევთან, ხოლო გაბრიელი, თ-------- და ი-------- წავიდნენ მანქანით. მოწმის განმარტებით, გადმოსვლისას შეამჩნია, რომ მისი კუთვნილი ტელეფონი დარჩა გ-------–--–-----ის მანქანაში, რადგან ტელეფონი მანქანაში ყოფნისას ჩადებული ჰქონდა ავტომანქანის წინა სავარძლებს შორის არსებულ სათავსოში ,,ე.წ. ბარში“. ტელეფონი იყო დამჯდარი. აღნიშნულის შესახებ იქვე უთხრა მარიამ გოლეთიანს, თუმცა იმ ღამით მანქანაში მსხდომ პირებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, რათა ტელეფონი დაებრუნებინა. მოწმე თ----- ს-----ე ჩვენებაში მიუთითებს, რომ მეორე დილით დაურეკა თ-------- ბ----–---–ს და ჰკითხა სად იყო მისი ტელეფონი, რომელიც მანქანაში დარჩა. აღნიშნულზე თ--------მ უპასუხა, რომ არ იცოდა ტელეფონის შესახებ არაფერი. აღნიშნულის შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ დაურეკა თ--------ს, მაგრამ იგი დარეკვისას ტელეფონს უთიშავდა და შემდეგ საერთოდ გამორთო. აღნიშნულის შემდეგ დაუკაშირდა გ-------–--–-----ეს, რომელმაც ანალოგიურად უთხრა, რომ არ იცოდა ტელეფონის შესახებ. მოწმე მიუთითებს, რომ გ-------–--–-----ის და თ-------- ბ----–---–ის პიროვნებიდან გამომდინარე მიხვდა, რომ ისინი ტელეფონს არ წაიღებდნენ. ამიტომ, თ-------- ბ----–---–ს მიწერა, რომ იცოდა ტელეფონი ი-----------------ის წაღებული იყო და გამოერთმია მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელში ჩააკითხავდა. აღნიშნულის შემდეგ დედასთან ფატმან გასვიანთან ერთად ტაქსით ჩავიდნენ სოფელ ო--–-----ში, სადაც შეხვდნენ თ-------- ბ----–---–ს, რომელსაც სთხოვა ესწავლებინა ი-----------------ის სახლი. თ-------- დათანხმდა და მასთან მყოფ პირთან ქართლოსთან ერთად ს-----------ის მანქანით წავიდა ი-----------------ის სახლისაკენ, ხოლო თვითონ დედასთან ერთად გაჰყვნენ უკან. თ-------- ბ----–---–მა აჩვენა სახლი, ხოლო თვითონ თანმხლებ პირთან ერთად, ისე, რომ მანქანიდან არ ჩამოსულა, განაგრძო გზა. თ----- ს-----ე ჩვენებაში მიუთითებს, რომ ი-----------------ის სახლში დახვდა მამაკაცი, რომელმაც უთხრა რომ იყო ი-----------------ის ბიძა და ი--------ს ეძინა და გააღვიძებდა. მალევე გამოვიდა ი-----------------ე, რომელსაც მოსთხოვა ტელეფონის დაბრუნება, რასაც ის უარყოფდა და ამბობდა, რომ ტელეფონი მისი წაღებული არ იყო, თან იცინოდა. ასევე იკითხა, თუ ვინ ასწავლა მისი სახლი, რაზეც უპასუხა, რომ სახლთან თ-------- ბ----–---–მა მიიყვანა. მოწმის განმარტებით, ი-----------------ესთან საუბარში დარწმუნდა, რომ ტელეფონი მისი წაღებული იყო, თუმცა მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, იგი არ აძლევდა ტელეფონს, რის შემდეგაც მიხვდა, რომ სხვა გზა აღარ ჰქონდა და წამოვიდა ი--------ს სახლიდან. მოწმე მიუთითებს, რომ ი-----------------ემ გაიგო, რომ დედა მანქანაში ელოდებოდა, თუმცა იგი ტაქსიდან არ ჩამოსულა და საუბარში არ ჩარეულა. აღნიშნულის შემდეგ, რამოდენიმე დღეში ,,ფეისბუქის“ საშუალებით შეიტყო, რომ თ-------- ბ----–---–ი იყო მოკლული, ხოლო მის დაკრძალვაზე ს-----------ისგან შეიტყო, რომ ი-----------------ეს და თ-------- ბ----–---–ს შორის კონფლიქტი მოუვიდათ მისი ტელეფონის გამო და რომ თ-------- მოკლული იყო ივერიო ტორაძის მიერ.
5. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა არასრულწლოვანმა შ----------–--ემ განმარტა, რომ 2017 წლის 2 დეკემბერს იმყოფებოდა მის დეიდაშვილთან ა------------–----ესთან ერთად, როდესაც ტელეფონზე დარეკა ა.წ გარდაცვლილმა თ-------- ბ----–---–მა და უთხრა, რომ ბრალდებულ ი-----------------ეს უნდოდა მასთან შეხვედრა და საქმის გარჩევა, საქმე ეხებოდა მის მიმართ შეგინების ფაქტს და ასევე ვიღაც გოგოსთან დაკავშირებულ ამბავს, ა.წ გარდაცვლილმა თ-------- ბ----–---–მა უთხრა, ასევე, რომ გასულიყვნენ დ-------------ის სახლთან, სადაც მისვლის შემდეგ მალევე მივიდა თ-------- ბ----–---–ი, რომელმაც აუხსნა, თუ რაშიც იყო საქმე და მალევე გამოჩნდა ბრალდებული ი-----------------ეც. განმარტავს, რომ ამის შემდგომ გადაწყვიტეს წასულიყვნენ ეკლესიის ეზოში საქმის გასარჩევად, თუმცა იქ მისულები არ გაჩერდნენ და წავიდნენ მოშორებით, მათ წინ მიუძღოდათ ი-----------------ე გავიდნენ მინდორზე, სადაც გადაწყვიტეს, რომ იქ დაეწყოთ აღნიშნულ საქმეზე საუბარი. განმარტავს, რომ ა.წ გარდაცვლილმა თ-------- ბ----–---–მა ჰკითხა ბრალდებულ ი-----------------ეს, თუ რატომ შეაგინა მას, საპასუხოდ ი-----------------ემ უთხრა, ,,სახლში ის გოგო, რატომ მომიყვანე ბიძაჩემმა დაინახა, რომელსაც ყველაზე მეტად ვენდობიო,“ მოწმის განმარტებით, ამ შეპასუხების დროს წავიდნენ ერთმანეთის ხელდახელ, მოუქნიეს ერთდროულად ხელი, რომელიც მოხვდათ ორივეს, განმარტავს, რომ მეორედ ხელის მოქნევის დროს დაინახა, რომ ი-----------------ეს ხელში ეჭირა დანა, რომელიც მარცხენა ხელით გაუკავა და მეორე ხელით შეძლო, რომ წაერთმია მისთვის ეს დანა და იქვე ისროლა ბუჩქებში, განმარტავს, რომ დანის წართმევის შემდგომ შეხლა-შემოხლა ისევ გაგრძელდა ბრალდებულსა და თ-------- ბ----–---–ი შორის და ძირს წაიქცნენ, როდესაც გაჩერდნენ შეამჩნია, რომ თ-------- ბ----–---–ს აღარ შეეძლო ფეხზე წამოდგომა და ,,ძირს იყო დაწოლილი“, ნახეს, რომ თ--------ს ,,მაისური“ გაჭრილი იყო და მთლიანად სისხლში იყო მოსვრილი, მას ჭრილობა მიყენებული ქონდა მუცლის არეში. განმარტავს, რომ ამის შემდგომ დ-------------ემ ა.წ გარდაცვლილის მობილურით დარეკა 112-ში და სანამ დახმარება მოვიდოდა იქვე ახლოს ჩამოიარა ავტომობილმა, რომელიც გააჩერეს და შიგნით ჩასვეს თ--------. ავტომანქანას გაყვნენ დ-------------ე, ა------------–----ე და ასევე ი-----------------ეც, განმარტავს, რადგან ამ ავტომანქანაში თვითონ ვერ მოახერხა ჩაჯდომა ფეხით გააგრძელა გზა, ჩიხში გასვლის დროს დაინახა, რომ მოსული იყო უკვე პოლიცია, თვითონ კი წავიდა დ-------------ის სახლისკენ, სადაც დახვდა თვითონ დ-------------ე ერთი პოლიციელი და ოჯახის წევრები, ასევე, იქვე დაინახა ა.წ გარდაცვლილის ქურთუკი და მაისური, რომელიც სისხლში იყო გაჟღენთილი. განმარტავს, რომ დ-------------ის სახლთან სანამ ი-----------------ე მივიდოდა თ-------- ბ----–---–მა გააცნო მათ საქმის ვითარება, მისი თქმით რამოდენიმე ხნის წინ ი-----------------ესთან და ვიღაც უცხო გოგოსთან ერთად იმყოფებოდნენ სხვაგან რაღაც საქმეზე, სადაც ამ გოგოს მოპარეს მობილური ტელეფონი, შემდეგი თემა კი ეხებოდა იმ ფაქტს, რომ ი-----------------ეს უთქვამს ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ისთვის თუ რატომ მიიყვანა ის გოგო მასთან სახლში, თ-------- ბ----–---–ის თქმით კი ,,ამას მე რანაირად ვიზამდი რადგან ღამის სამ საათამდე ცეხში ვმუშაობდიო“. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე ის იმყოფებოდა ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ის მარცხენა მხარეს, რომლის წინ იდგა ი-----------------ე, ბრალდბეულსა და ა.წ გარდაცვლილს შორის დაშორება იყო დაახლოებით ერთი ნაბიჯის ზომის მანძილი. განმარტავს, რომ აღნიშნულ მანქანით, რომლითაც ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ი წაიყვანეს ვერ მოახერხა ჩაჯდომა, რადგან მასში ადგილი არ იყო, შემდეგ დ-------------ემ უთხრა მას, როდესაც მანქანიდან ჩამოსულან ბრალდებული ი-----------------ე წასულა მათგან, რის შემდეგაც არ უნახავთ იგი.
6. მოწმე დ--------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, თ-------- ბ----–---–ი იყო მისი მეზობელი და მეგობარი და თითქმის ყოველდღიური კავშირი ჰქონდა მასთან. 2017 წლის 01 დეკემბერს იმყოფებოდნენ ერთად, რა დროსაც თ-------- ბ----–---–მა სთხოვა, რომ მისი მობილური ტელეფონით დაერეკა ი-----------------ესთვის, რომელსაც თურმე თ--------სთან საქმე ჰქონდა. მოწმის განმარტებით, როგორც იცის ი-----------------ე და თ-------- ბ----–---–ი ასაკით არიან 17 წლის, რადგან კლასელები და თანატოლები არიან. მიუთითებს, რომ როდესაც დაურეკა ი-----------------ეს, ტელეფონი დააყენა ე.წ. ,,სპიკერზე“, ანუ ხმამაღლა მოსაუბრეზე და ჰკითხა, თუ რა საქმე ჰქონდა მას თ--------სთან, რაზეც უპასუხა, რომ თბილისიდან მოდიოდა და არსად არ გაეშვა თ--------, ასევე შეაგინა თ-------- ბ----–---–ს დედის მისამართით, რაც გაიგონა თ--------მ და პასუხად მანაც შეაგინა დედის მისამართით. აღნიშნულით დასრულდა მატი ტელეფონზე საუბარი, ხოლო კითხვისას, თუ რის გამო კამათობდნენ, თ--------მ უპასუხა, რომ გოგოს გამო ჰქონდათ მათ უთანხმოება. დ-------------ის განმარტებით, მეორე დღეს, 02 დეკემბერს, თ-------- ბ----–---–ი ისევ იმყოფებოდა მასთან სახლში და უთხრა, რომ ი-----------------ეს უნდა შეხვედროდა საღამოს რვა საათზე ო--–-----ის სასაფლაოზე. შეთანხმდნენ, რომ ერთად წავიდოდნენ ი-----------------ესთან შესახვედრად. თ--------ს ეცვა მოლურჯო ფერის სვიტერი და შავი ფერის ქურთუკი, თავზე კი ეხურა შავი ფერის ნაქსოვი ქუდი. მოწმე მიუთითებს, რომ სახლში შებრუნდა ქურთუკის ჩასაცმელად, ხოლო თ-------- დარჩა ჭიშკართან. სახლიდან გამოსულს თ--------სთან ერთად დახვდა ა---- ბ--–----ე, მისი დეიდაშვილი შ----------–--ე და ი-----------------ე, რომელსაც ტანზე ეცვა მოწითალო ფერის სვიტერი და მოშავო ფერის დუტის უმკლავო ჟილეტი. ი--------მ უთხრა თ--------ს, რომ წასულიყვნენ სალაპარაკოდ და ყველანი წავიდნენ სასაფლაოსაკენ. წინ მიდიოდა ი-----------------ე და დანარჩენები უკან მიჰყვებოდნენ. გასცდნენ კაპანაძეების უბანს და ფეხით იარეს დაახლოებით 500 მეტრზე მეტი. ი-----------------ე გადავიდა გზიდან მარჯვნივ მინდორშ, სადაც ირგვლივ არავინ ცხოვრობს. დანარჩენებიც შეყვნენ და გაჩერდნენ გზიდან დაახლოებით 40 მეტრში მინდორში. იყო ღამე დაახლოებით 20:00 საათი, თუმცა ანათებდა მთვარის შუქი. გზაში ერთმანეთთან არ უსაუბრიათ, ხოლო მინდორში როცა შეჩერდნენ თ-------- და ი-------- დადგნენ დაახლოებით ერთი მეტრის დაშორებით პირისპირ. პირველმა თ--------მ უთხრა ი-----------------ეს ,,რატომ შემაგინე ტელეფონშიო“, რაზეც ი--------მ უთხრა ,,აბა რა გეგონა გოგო თავზე რომ დამაყენეო“. მოწმის განმარტებით, არ დაკვირვებია ი-----------------ეს ხელებზე და არ დაუნახავს საუბრის დროს ეჭირა თუ არა ხელში რაიმე საგანი. თ--------სთვის ამის თქმის დამთავრებისთანავე ი-------- მოულოდნელად დაეტაკა თ--------ს, მარჯვენა ხელი მოუქნია და დაარტყა. დარტყმის შემდეგ დაინახა, რომ შ-------------–--ემ ხელიდან გამოსტაცა ი--------ს დანისმაგვარი საგანი, რომელიც ჰგავდა დანას და მოისროლა გვერდით. საპასუხოდ თ--------მაც დაარტყა მუჭი ი--------ს. დაიწყეს ჩხუბი და ჩხუბის დროს ორივენი წაიქცნენ მინდორზე. მოწმე დ-------------ე განმარტავს, რომ ა----სთან და შოთიკოსთან ერთად მივარდნენ და გააშველეს. მინდორზე წაქცეულ ი--------ს ხელი მოჰკიდა წელში და გვერდით გადმოაგდო, ანუ მოაშორა თ--------ს. ხოლო თ--------სთან დაინახა, რომ ა---- მივიდა შესაჩერებლად და მოკიდა ფეხზე ხელი წამოსაყენებლად. ამ დროს თ--------მ დაიძახა ,,ვაიმე დამჭრა დანა დამარტყაო, ვაიმე ცუდად ვარო“. მოწმის განმარტებით, მიბრუნდა თ--------სთან, მოკიდა ხელი სვიტერზე და აუწია, რა დროსაც დაინახა, რომ გულმკერდის არეში იყო გასისხლული. თ-------- გაითიშა და აღარ საუბრობდა. შემდეგ ა----სთან და შოთიკოსთან ერთად აიყვანა ხელში თ-------- და მინდვრიდან ხელში აყვანილი გზაზე გამოიყვანეს. გზაზე გამოჰყვათ ი-----------------ეც. გზაზე გამოიარა შავი ფერის მერსედესმა, რომლის მძღოლიც აღმოჩნდა თანასოფლელი თ-------- ძოძუაშვილი. მას მანქანაში ეჯდა ორი უცნობი პიროვნება. თ-------- ძოძუაშვილმა მოაბრუნა მანქანა, მისი თანხმლები ორი პიროვნება გადმოვიდა მანქანიდან და დარჩნენ ადგილზე, შ-------------–--ეც ადგილზე დარჩა. უკანა სავარძელზე მოათავსეს დაჭრილი თ-------- ბ----–---–ი, რომელსაც ჩაუჯდა უკან ა---- და ი--------. სახლში მისვლისას დაჭრილი თ-------- ბ----–---–ი შეიყვანეს ,,ზალაში“ და დააწვინე იატაკზე. შემდეგ ვინაიდან სასწრაფომ დააგვიანა მოსვლა, თანასოფლელმა შ------–--–--–---–მა თავისი მანქანით წაიყვანა საავადმყოფოში. მოწმის განმარტებით, აღნიშნულის შემდეგ მასთან მივიდნენ პოლიციის მუშაკები, რომელთაც შოთიკოსთან და ა----სთან მოლაპარაკების თანახმად დაუმალა ჩხუბის ნამდვილი ადგილი და მიუთითა სხვა ადგილზე, რადგან ეშინოდა მომხდარის გამხელა.
7. მოწმე ა-----------–----ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, ოჯახის წევრები და მეგობრები ეძახიან ა----ს. თ-------- ბ----–---–ი იყო მისი თანასოფლელი და მეგობარი. იგი იყო 17 წლის და სწავლობდა სოფელ ო--–-----ის საჯარო სკოლაში. 2017 წლის 01 დეკემბერს ჰქონდა დაბადების დღე, რომელიც აღნიშნა მეგობრებთან ერთად, სადაც ასევე იყო თ-------- ბ----–---–ი. სუფრაზე ყოფნისას თ--------სგან გაიგო, რომ წინა დღეს, ვიღაც გოგოს გამო, კონფლიქტი მოსვლია მის თანაკლასელ ი-----------------ესთან, რომელსაც ასევე ეძახიან ი-----ს. აღნიშნული საკითხის გასარკვევად ი-----------------ე თ--------სთან მისულა და უთქვამს საქმე მაქვს და უნდა ვილაპარაკოთო, რაზეც თ--------ს უპასუხია, რომ არ ეცალა და სხვა დროს შეხვდებოდა. მოწმის განმარტებით, ასევე თ-------- ბ----–---–ისგან იცის, რომ ი--------ს ტელეფონზე საუბრისას მისთვის დედა შეუგინებია, რის გამოც ისინი უნდა შეხვედროდნენ და გაერკვიათ ერთმანეთთან ურთიერთობა. მოწმე მიუთითებს, რომ 2017 წლის 02 დეკემბერს, დაახლოებით 18-19 საათზე მის დეიდაშვილთან შ----------–--ესთან და დ-------------ესთან ერთად მივიდნენ თ-------- ბ----–---–ის ჭიშკართან, რა დროსაც მათთან მივიდა ი-----------------ეც. მას ტანთ ეცვა მოწითალო ფერის სვიტერი და მოშავო ფერის ე.წ. ,,დუტის“ უმკლავო ჟილეტი, ასევე, ლურჯი ფერის სპორტული შარვალი და თეთრი ფერის ქურთუკი. ფეხზე ეცვა თეთრი ფერის კედები. მალევე სახლიდან გამოვიდა თ-------- ბ----–---–იც. ი--------მ თ--------ს უთხრა, რომ წასულიყვნენ სასაუბროდ სასაფლაოსაკენ. ყველანი გაემართნენ სასაფლაოსკენ და მოსახვევში იარეს დაახლოებით ერთი კილომეტრი. ი-----------------ე ამბობდა ,,მე ვიცი ადგილი, სადაც შეიძლება ლაპარაკიო“. შესაბამისად, აღარ შევიდნენ სასაფლაოზე და გადაუხვიეს მარჯვნივ მინდორში. მოწმე მიუთითებს, რომ ამ დროს დაურეკა სიდედრმა მარინე ფუტკარაძემ და დაახლოებით 5 წუთი ელაპარაკებოდა მას, რის გამოც ბიჭებს ჩამორჩა. იყო ღამე დაახლოებით 20:00 საათი, თუმცა ანათებდა მთვარის შუქი. მოწმის განმარტებით, ტელეფონზე საუბრისას ბიჭებისთვის ყურადღება არ მიუქცევია. უცებ მათგან შემოესმა ყვირილი. ამ დროს იმყოფებოდა მათგან მოშორებით დაახლოებით 10-15 მეტრის მოცილებით უკან, ხოლო როდესაც მათკენ შებრუნდა დაინახა, რომ თ-------- წაქცეული იყო, მაგრამ ვინ წააქცია არ დაუნახავს. მივარდა მათთან, რა დროსაც დაინახა, რომ დ----- და შოთიკო აშველებდნენ ი--------ს და თ--------ს. დ-----მ ი--------ს მოკიდა ხელი და მოაცილა წაქცეულ თ--------ს, ხოლო თვითონ თ--------სთან მივიდა და დაეხმარა წამოდგომაში. მას გაუჭირდა წამოდგომა, ფაქტიურად ვეღარ წამოდგა. მოწმის განმარტებით, არ დაკვირვებია ი--------ს ხელებზე და არ დაუნახავს ჩხუბის დროს ეჭირა, თუ არა ხელში რაიმე საგანი. წამოყენებისას თ--------მ დაიძახა ,,ვაიმე დამჭრა დანა დამარტყაო და ცუდად ვარო“. რომელიღაცამ თ--------ს წინა მხრიდან სვიტერი აუწია, რა დროსაც გამოჩნდა, რომ გულმკერდის არეში თ-------- გასისხლიანებული იყო. მოწმე ა------------–----ე მიუთითებს, რომ ი--------სკენ აღარ გაუხედია, რადგან ყურადღება გადაიტანა თ-------- ბ----–---–ისკენ, რომელმაც გონება დაკარგა და ვეღარ საუბრობდა. მაშინვე დარეკეს სასწრაფოში და დ-----სთან და შოთიკოსთან ერთად ხელში აყვანილი თ-------- ბ----–---–ი წაიყვანეს დ-----ს სახლისაკენ. ამ დროს გზად გამოიარა დ-------------ის ნაცნობმა მერსედესის მარკის ავტომანქანით. დ-----მ იგი გააჩერა და სთხოვა დამხარება დაჭრილი თ--------ს დ-----ს სახლამდე მიყვანაში. მანქანაში ასევე, იმყოფებოდა ორი პირი, რომლებიც ჩამოვიდნენ მანქანიდან და გაათავისუფლეს ადგილები. თ-------- დააწვინეს უკანა სავარძელზე. მძღოლმა მანქანა მოაბრუნა და წავიდა დ-----ს სახლისკენ. დ-------------ის სახლში მისვლისას დაჭრილი თ-------- ბ----–---–ი დააწვინეს იატაკზე მისაღებ ოთახში, სადაც მივიდა შ------–--–--–---–ი, რომელმაც სცადა თ--------ს დახმარება, თუმცა მისი გონზე მოყვანა ვერ მოხერხდა. აღნიშნულის შემდეგ, ვინაიდან სასწრაფომ მოსვლა დააგვიანა, შ------–--–--–---–მა საკუთარი მანქანით წაიყვანა თ-------- საავადმყოფოში. მოწმე მიუთითებს, რომ შიშის გამო, ადგილის დათვალიერებისას არასწორად მიუთითა შემთხვევის ადგილი.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი აღწერა;
სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
1. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ი-----------------ემ წარდგენილ ბრალდებებში თავი ნაწილობრივ სცნო დამნაშავედ, კერძოდ, თავი დამნაშავედ ცნო ქურდობის ნაწილში, ხოლო განზრახ მკვლელობის ნაწილში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ ა.წ გარდაცვლილს თ-------- ბ----–---–ს იცნობდა მე-6 კლასიდან, როდესაც ის მის სკოლაში გადმოვიდა სასწავლებლად. განმარტავს, რომ მას ძალიან კარგი ურთიერთობა ქონდა მასთან, საკმაოდ ხშირად იმყოფებოდნენ ერთად. განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად ცნობილ თ----- ს-----ეს იცნობდა ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ისგან, ზუსტად როდის და სად გაიცნო არ ახსოვს. განმარტავს, რომ ერთხელ ა.წ გარდაცვლილმა თ-------- ბ----–---–მა დაურეკა მას, რომ ,,ნაცნობ გოგოებთან ერთად ვარ და გამოდიო“. განმარტავს, რომ წავიდა მათთან სადაც ერთად ყოფნის დროს მან მოიპარა თ----- ს-----ის კუთვნილი მობილური ტელეფონი, ამ ამბიდან დაახლოებით 2-3 დღეში მასთან მივიდა ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ი, რომელმაც მასთან მიიყვანა თ----- ს-----ე და ასევე მისი მშობელი და უთხრა, რომ ,,მოპარული მობილური ტელეფონი გამოიტანეო“ რაზედაც უპასუხა მათ, რომ არანაირი მობილური ტელეფონი არ ქონდა მას. განმარტავს, რომ ამის შემდეგ დაურეკა თ-------- ბ----–---–ს და უთხრა, რომ მისულიყო მათან საქმეზე სალაპარაკოდ, თ--------მ უპასუხა, ,,დღეს ვერ გნახავ ვმუშაობ და ხვალისთვის შევხვდეთო“. ბრალდებულის განმარტებით, მას ა.წ გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–თან უნდოდა ჩვეულებრივი ლაპარაკი აღნიშნულ ფაქტზე, განმარტავს, რომ ის ყოველთვის ატარებდა დანას. მოწმის განმარტებით მას უნდოდა ზუსტად გაეგო თუ რატომ მიიყვანა მის სახლში თ----- ს-----ე და მისი მშობელი, ვინმე ხომ არ აშინებდა მას ან სხვა მიზეზი ხომ არ იყო ამ საქციელის. განმარტავს, რომ მას ტელეფონზე არ შეუგინებია თ-------- ბ----–---–ისთვის, როგორც ჩანს თ--------ს რაიმე სხვა ხმა გაიგონა და ამიტომ აბრალებდა მას შეგინებას. განმარტავს, როდესაც შემთხვევის ადგილზე ჩხუბი დაუწყო ა.წ გარდაცვლილმა თ-------- ბ----–---–მა, ის მასზე ძლიერი იყო და როდესაც ძირს იყო წაქცეული თ--------მ ხელი მოუჭირა უკნიდან ყელზე და ჰაერი არ ყოფნიდა მას და იხრჩობოდა, იმისათვის, რომ თ-------- გაჩერებულიყო მოუქნია უკან დანა გულმკერდის სიმაღლეზე, განმარტავს, რომ მისი მოკვლის განზრახვა არ ქონია. განმარტავს, რომ ერთი მოქნევის შემდეგ დანა მან თავისი ნებით დააგდო ძირს, ის არავის არ წაურთმევია. როდესაც შეხედა, რომ ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ი ძირს იყო წაქცეული მივიდა მასთან და სხვა ბიჭებთან ერთად ჩასვა ის ავტომანქანაში უნდოდა, რომ მიეხედა მისთვის. განმარტავს, როდესაც მანქანიდან ჩამოვიდა მან იცოდა, რომ აუცილებლად დააკავებდა პოლიცია და ამიტომ გადაწყვიტა წასულიყო თბილისში და ენახა მისი დიდი ხნის უნახავი მამა და ძმა, შემდეგ კი აპირებდა პოლიციაში მისვლას და მომხდარის მოყოლას. განმარტავს, რომ შემთხვევამდე მას არანაირი შეხვედრა და საუბარი ა.წ გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–თან ტელეფონის შესახებ არ ქონია. განმარტავს, რომ თ----- ს-----ის მობილური ტელეფონი მოიპარა მანქანაში ყოფნის დროს, როდესაც იგი ძირს ჩავიდა ავტომანქანიდან და მობილური დარჩა ავტომანქანის სავარძელზე, ამ დროს ჩუმად ჩაიდო იგი ჯიბეში. განმარტავს, რომ მისი დაკავება მოხდა თბილისში ავტოსადგურ ,,ოკრიბის“,ტერიტორიაზე, როდესაც სამგზავრო მარშუტკიდან ჩამოვიდა. განმარტავს, რომ ა.წ გარდაცვლილის თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე მხოლოდ ერთხელ არის ნამყოფი, არ ახსოვს თუ როდის იყო ეს და არც ის ახსოვს თუ რამდენი წლის გახდა მაშინ თ-------- ბ----–---–ი, მას ეგონა, რომ თ-------- ბ----–---–ი სრულწლოვანი იყო, რადგანაც მასთან ერთად სწავლობდა.
2. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
ფაქტების სწორად აღქმის, დამახსოვრებისა და მათი გადმოცემის ინდივიდუალური უნარის გათვალისწინებით, მოწმის ჩვენების შინაარსისათვის დამახასიათებელია სინამდვილის ფაქტობრივი გარემოებების თავისებური ასახვა, რადგანაც, მოწმის მიერ ასახული ინფორმაცია გარკვეულ ცვლილებებს განიცდის მისი აღქმისა, დამახსოვრებისა და გადმოცემისას, რის გამოც, მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის ჩვენებაში წინააღმდეგობრიობის ფაქტის არსებობისას, უნდა გაირკვეს მიზეზი, აღნიშნული წარმოადგენს მიზანმიმართულ, წინასწარგანზრახულ სიცრუეს, პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით თუ დავიწყების, ფაქტობრივი გარემოებების არასწორად აღქმის ბრალია. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ბრალდებულის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები შეფასდეს საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, იმისათვის, რომ განისაზღვროს, რამდენად არსებითია ბრალდებულის ჩვენებასა და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობა, რადგანაც, სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულის ჩვენებაში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, მთლიანად გამორიცხავს ბრალდებულის მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენის ფაქტს, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულის მიერ, ამ ნაწილში დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, რის გამოც, ბრალდებულის ჩვენებაში ახსნილი გარემოებები სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება, რადგანაც, არსებითად ეწინააღმდეგება და არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებებით.
მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებებს:
1. საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
2. სსსკ-ის 125-ე მუხლის თანახმად, დათვალიერების დაწყებამდე, უნდა არსებობდეს ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც კონკრეტულ ადგილზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დანაშაულის კვალის არსებობის დასაბუთებულ ვარაუდს შექმნის და შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედება როგორიცაა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
3. საქმეში არსებული N2901189 შეტყობინების თანახმად, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გეგუთის პოლიციის განყოფილებაში, ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოს ექიმის ლ------------------ას მიერ ელ სმენით შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისის კლინიკური საავადმყოფოში შეყვანილი იქნა გვამი, თ-------- ბ----–---–ი.
4. საქმეში არსებული N2901075 შეტყობინების თანახმად 112-ის ეკიპაჟიდან გეგუთის პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ქუთაისში ოცხელის ქუჩაზე კლინიკური საავადმყოფოს ეზოში N17 სასწრაფო დახმარების ბრიგადის ექიმმა მ--------------ემ განაცხადა, რომ გამოძახებაზე მიდიოდა წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით. ამავე რაიონის სოფელ პატრიკეთში შემოხვდათ ავტომანქანა მერსედეს ბენცი (სახელმწიფო ნომერი არ იცის) რომელმაც მათ ავტომანქანაში გადმოსვეს არასრულწლოვანის 2000 წელს დაბადებული თ-------- ბ----–---–ის გვამი, რომელსაც გულში დანით მიყენებული ქონდა გამჭოლი ჭრილობა.
5. საქმეში არსებული N2900949 შეტყობინების თანახმად გეგუთის პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ინიციატორ დ-------------ის მიერ, ჰოსპიტალიზაციის დროს გარდაიცვალა დაჭრილი პაციენტი, ითხოვენ კრიმინალური პოლიციის მისვლას.
ასეთი სახის ინფორმაციის არსებობის გამო, შემთხვევის ადგილის დათვალიერება იყო დროული და კანონიერი, რადგანაც, საგამოძიებო მოქმედების დაყოვნებას შესაძლოა მოჰყოლოდა დანაშაულის კვლების განადგურება, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები რელევანტურია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან.
6. სსსკ- 111-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წინ საგამოძიებო მოქმედებების მონაწილეებს განემარტებათ მათი უფლება-მოვალეობები ასეთი განმარტების გარეშე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მტკიცებულებათა მოპოვება, ითვლება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო არსებით დარღვევად მიიჩნევს. ამის საფუძველი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არ არსებობს, რადგანაც დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედების დათვალიერების დაწყებამდე, მასში მონაწილე პირებს განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები.
7. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, ,,საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებული იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა, აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები’’ რაც, გულისხმობს საგამოძიებო მოქმედებაში ექსპერტების მონაწილეობას, რადგანაც, მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებათა დახმარებით აღმოჩენილი იქნეს დანაშაულის კვალი და ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა გამოვლენა და გამოკვლევაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს.
8. სსსკ-ის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილი იქნა მისი კვალი.
9. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად ,,მოწმე ა-----------–----ის მითითებით შემთხვევის ადგილი მდებარეობს წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში არსებულ სასაფლაოს წინამდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნული ადგილი დაფარულია დაბალი ბალახით და მარჯვენა და მარცხენა მხრიდან მას ესაზღვრება ქვაღორღით დაფარული საავტომობილო გზა. იგი სასაფლაოს შესასვლელი ჭიშკრის წინ მდებარეობს. სასაფლაოს ჭიშკარი არის დიდი ზომის და ორფრთიანი. ანზორ ბალთაძის მითითებით, სწორედ აღნიშნულ ადგილზე მოუვიდა ჩხუბი მის მეგობრებს. ი-----------------ესა და თ-------- ბ----–---–ს შორის, რა დროსაც ი-----------------ეს დანით მიუყენებია ჭრილობა მისთვის. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ სასაფლაოს ჭიშკრიდან 7 მეტრის მოცილებით მინდორზე ნაპოვნი იქნა ორი ცალი სიგარეტის ნამწვავი რომელიც ამოღებული იქნა შესაბამისი წესით და დაილუქა NFCI404678 პაკეტში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სხვა რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. შემთხვევის ადგილის დასურათება მოხდა ,,ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატით“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.
10. 2018 წლის 09 იანვრის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–-------ის მიერ მოწმე ზ------–------სთან ჩატარებული ამოღების ოქმის თანახმად, ,,გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის დედამ ზ------–------მ ნებაყოფლობით წარმოადგინა მისი შვილის თ-------- ბ----–---–ის კუთვნილი, ,,სამსუნგ“-ის ფირმის თეთრი კორპუსის მქონე მობილური ტელეფონი, რომელშიც მოთავსებულია თ-------- ბ----–---–ის კუთვნილი ბილაინის ქსელში ჩართული სიმ ბარათი ნომრით 5-----------. მობილური ტელეფონის იმეი კოდია 3-----------------. ტელეფონის მენიუში მოკლე ტექსტური შეტყობინებები 2017 წლის 22 ნოემბერს 13:28 საათზე დაფიქსირებულია ტელეფონზე შემოსული მოკლე ტექსტური შეტყობინება სააბონენტო ნომრით +9----------- ტექსტით: Tornike teona var raqeni telefonze sofelshi nu chamomiyvan ivikos wagebulia da shen Dzan kargad ci. იგივე სააბონენტო ნომრიდან იმავე დღის 15:45 საათზე დაფიქსირებულია შემოსული მოკლე ტექსტური შეტყობინებით ტექსტით: Vici ro zakazad ar igeb tqvi sadaa chemi telefoni saxshi moval icode shentan. განხორციელდა აღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებების სქრინ შოტის საშუალებით დასურათება და ამონაბეჭდი დაერთო ოქმს. ამავე ტელეფონში დაფიქსირებულია მოკლე ტექსტური შეტყობინებები სააბონენტო ნომრიდან +9------------- სახელით IVIKO, განხორციელდა აღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებების დასურათება სქრინ შოტის საშუალებით, რაც ამობეჭდილი იქნა და დაერთო ოქმს. მოკლე ტექსტურ შეტყობინებებში სააბონენტო ნომერთან 5----------- (მ-------–-------ის კუთვნილი) რაიმე სახის მიმოწერა დაფიქსირებული არ არის. ტელეფონის მენიუში კონტაქტები დაფიქსირებულია სულ 16 კონტაქტი მათ შორის სახელით iviko სააბონენტო ნომერი 5-----------, რომელიც ზ------–------ს განმარტებით ეკუთვნის ი-----------------ეს. სახელით mari სააბონენტო ნომერი 5-----------, რომელიც ზ------–------მ არ იცის ვის ეკუთვნის. აღნიშნულის შემდეგ მობილური ტელეფონი გამოირთო, მოთავსდა ქაღალდის პაკეტში და დაილუქა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის #33 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის 01 პაკეტად, რომელზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერები. აღნიშნულის შემდეგ ზ------–------მ წარმოადგინა DVD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილი ინფორმაციის მოცულობა შეადგენს 3,57 გეგაბაიტს. დისკზე ჩაწერილია სამი ფოტოსურათი ფაილების სახით. პირველ ფოტოსურათის ფაილზე წარწერით 20160311_205635 გამოსახულია თ-------- ბ----–---–ის ფოტოსურათი, რომელსაც ხელში ტორტი უჭირავს, ზ------–------ს განმარტებით, აღნიშნული სურათი გადაღებულია 2016 წლის 11 მარტს, თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში. მეორე ფოტოფაილზე წარწერით 20160311_205708 გამოსახულია სამი პიროვნება. მათ შორის მარჯვნიდან პირველი თ-------- ბ----–---–ი ტორტით ხელში, მის გვერდით მარცხნივ მისი სკოლის მეგობარი, რომლის სახელი და გვარი ზ------–------ს არ ახსოვს, ხოლო აღნიშნული პირის გვერდით მეზობლად მცხოვრები თ-------- ტურაბელიძე. აღნიშნული ფოტოსურათიც გადაღებულია თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეს 2016 წლის 11 მარტს. მესამე ფოტოსურათი წარწერით 20160312_001345 დაფიქსირებულია რამოდენიმე პიროვნება, მათ შორის ი-----------------ე და მისი ძმა ს------------ე, თანასოფლელი ა---- ბ--–----ე და თ-------- ბ----–---–ის თანაკლასელები. ზ------–------ს განმარტებით, აღნიშნული ფოტოსურათიც გადაღებულია 2016 წლის 11 მარტს თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე. აღნიშნულ დისკზე ასევე ჩაწერილია შვიდი ვიდეო ფაილი, ზ------–------ს განმარტებით აღნიშნულ ვიდეოფაილებზე დაფიქსირებულია 2016 წლის 11 მარტს თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღის ამსახველი კადრები, სადაც სხვა პირებთან ერთად იმყოფება ი-----------------ე. ვიდეო ფაილში წარწერით 20160311_210210, ხანგრძლივობით 01:49 წთ, ჩანაწერის 00:15 წუთზე დაფიქსირებულია თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე მყოფი ი-----------------ე, რომელიც ცეკვავს. მეორე ვიდეო ფაილში წარწერით 20160311_215249 დაფიქსირებულია ი-----------------ის ძმა ს------------ის ცეკვა, რომელიც იმყოფება თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე. მესამე ვიდეო ფაილში წარწერით 20160311_215508 დაფიქსირებულია თ-------- ბ----–---–ისა და ი-----------------ის ასევე სხვა პირთა ცეკვა, რომლებიც იმყოფებიან თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღის აღსანიშნავად 2016 წლის 11 მარტს წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში. მეოთხე ვიდეო წარწერით 20160311_215547 ხანგრძლივობით 00:57 წთ დაფიქსირებულია თ-------- ბ----–---–ისა და ი-----------------ის ასევე სხვა პირთა ცეკვა, 2016 წლის 11 მარტს წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში. მეხუთე ვიდეო ფაილში წარწერით 20160311_215654 ხანგრძლივობით 00:44 წთ დაფიქსირებულია 2016 წლის 11 აპრილს სოფელ ო--–-----ში დაბადების დღეზე თ-------- ბ----–---–ის ცეკვა. მეექვსე ვიდეო ფაილში წარწერით 20160311_215915 ხანგრძლივობით 00:05 წთ ბუნდოვანია და ჭირს რაიმეს გარჩევა. მეშვიდე ვიდეო ფაილში წარწერით 20160311_220009 ხანგრძლივობით 00:01:14 წთ დაფიქსირებულია 2016 წლის 11 აპრილს სოფელ ო--–-----ში თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღის ამსახველი კადრები, თ-------- ბ----–---–ის, ს------------ის და სხვა იქ მყოფი პირების ცეკვა, თუმცა კადრში ი-----------------ე არ ჩანს. ზიენაბ ცომაიას განმარტებით, მითითებულ დისკზე არსებული ფოტოსურათები და ვიდეო ფაილები გადაღბულია 2016 წლის 11 აპრილს წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, მისი შვილის თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღის სუფრაზე, სადაც სხვებთან ერთად იმყოფებოდა ი-----------------ეც. მითითებულია DVD-R დისკი ამოღებულ იქნა მოთავსდა ქაღალდის პაკეტში და დაილუქა იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის #33 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის 01 პაკეტად, რომელზეც გაკეთდა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერები. ზ------–------მ ასევე წარმოადგინა თ-------- ბ----–---–ის დაბადების მოწმობის ასლი და თ-------- ბ----–---–ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომლებიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
11. საქმეში არსებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღების ოქმის თანახმად ,, ელისო კაპანაძის საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ წარმოდგენილი იქნა საკუთარი ნებით თ-------- ბ----–---–ის კუთვნილი ტანსაცმელი, კერძოდ მუქი მოლურჯო ფერის ე.წ კაპიშონიანი“ ქურთუკი შავი ფერის სარჩულით ,, JUNHANG”-ის ფირმის, რომელსაც წინა მხრიდან აქვს ელვაშესაკრავი ლითონის და ლითონისავე ელვაღილაკები. ქურთუკის წინა მარჯვენა მხარეს აღინიშნება დაახლოებით 50 სმ-ის სიგრძის ვერტიკალური ქსოვილის რღვევის კვალი. მანვე წარმოადგინა მოცისფრო ფერის გრძელსახელოიანი სვიტრი, რომელსაც წინა მარცხენა მხარეს აღენიშნება სისხლის მაგვარი ლაქა, გულთან დაახლოებით 15 სმ-ის. რომლის შუაგულშიც შეინიშნება 2 სმ-ის სიგრძის გაჭრის კვალი. აღნიშნული სვიტრი ,,LACOSTA“-ს ფირმისაა. აღნიშნულ სვიტრზე კიდევ აღენიშნება მექანიკური დაზიანების სამი კვალი, ერთი წინა მარჯვენა მხარეს, ხოლო ორი უკანა მხრიდან. მანვე წარმოადგინა ღია ლურჯი ფერის გრძელსახელოიანი სვიტრი, რაზეც წინა მარცხენა მხარეს გულთან შეინიშნება სისხლის მაგვარი ლაქა, დაახლოებით 15 სმ-ის და მის შუაგულში 2 სმ-ის სიგრძის გაჭრის კვალი. აღნიშნული ტანსაცმელი ამოღებული იქნა შესაბამისი წესით და დაილუქა N33/6 ლუქის ბეჭდით ,,პაკეტებისათვის ერთ ფუთად“. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.
12. საქმეში არსებული ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ,,ი-----------------ე დაკავებული იქნა ავტოსადგურ ოკრიბას ტერიტორიაზე კერძოდ ტრანსპორტის ქუჩაზე, რა დროსაც გადაადგილდებოდა ქვეითად. დაკავებულ ი-----------------ეს ტანთ აცვია უმკლავო შავი დუტის ჟილეტი, წინა მხარეს სიგრძეზე ელვა შესაკრავით ორივე გვერდზე ჯიბეები შესაკრავის გარეშე, მარცხენა წინა მხარეს თეთრი ფერით გამოსახულია ინგლისური ენოვანი ასო ბგერა ,,S” მის გვერდით გამოსახულია მწვანე ფრინველის თავი, ჟილეტის შიგნით აცვია მოწითალო ფერის გრძელ მკლავიანი მაისური ე.წ ,,კაპიშონით“ მაისურის წინა მხარეს იმავე ფერზე გამოსახულია ინგლისურენოვანი წარწერა ,, GAP” ორი გვერდზე ჯიბეებით შესაკრავის გარეშე. ლურჯი სპორტული შარვალი, გვერდებზე სიგრძის თეთრი ზოლით. გვერდებზე ჯიბეებით შესაკრავის გარეშე. საწელურზე შეკრულია თასმით. თეთრი სპორტული თასმებიანი მაღალყელიანი ფეხსაცმელი (ბოტასები). შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა შავი სენსორული ეკრანიანი მობილური ტელეფონი. სამსუნგის ფირმის ტელეფონი. დამუხტული და ჩართულ მდგომარეობაში ეკრანი დაზიანებული რომლის იმეი კოდია 357621088379583, 357622088379581. მასში მოთავსებული ჯეოსელის ქსელში ჩართული სიმბარათი წარწერით 89995011619071621741, ასევე ტელეფონის ხუფსა და ბატარეას შორის ჩადებულია ჯეოსელის სიმბარათი წარწერით 8999501161147649406 ,,ლაილაი“ მობილური სიმბარათებთან ერთად ამოღებული ინქა და დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს 33/6 ლუქის ბეჭდით პოლიეთილენის პაკეტში. სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი პირადი ჩხრეკისას არ ამოღებულა“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.
13. საქმეში არსებული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ -თანაშემწე გამომძიებლის ვაჟა ზირაქაძის მიერ სამედიცინო ექსპერტების დავით დონღვანთან, გიორგი გოგიბერაშვილთან და გია გობრონიძესთან ერთად ჩატარებული თ-------- ბ----–---–ის გვამიდან ბიოლოგიური ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ,,ქ. ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩა N2-ში მდებარე ექსპერტიზის ბიუროს შენობაში არსებული პროზექტურაში საინექციო მაგიდაზე დასვენებული თ-------- ბ----–---–ის გვამიდან სამედიცინო ექსპერტ გია გობრონიძის მიერ აღებული იქნა სისხლის, თმის, ფრჩხილების და ხელის ანაწმენდების ნიმუშები. კერძოდ თ-------- ბ----–---–ის გვამის ექსპერტ გიო გობრონიძის მიერ სპეციალური ჩხირების მეშვეობით დამუშავდა მარჯვენა და მარცხენა მტევნის ზედაპირები და აღებული იქნა ხელის ანაწმენდები, რომელიც მოთავსდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N111121847 პაკეტში და დაილუქა 01 პაკეტად, რის შემდგომაც მაკრატლის მეშვეობით თ-------- ბ----–---–ის გვამის თმის ნიმუში შუბლიდან მარჯვენა და მარცხენა საფეთქლიდან თხემიდან და კეფიდან რომლებიც მოთავსდა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N111121868 პაკეტში და დაილუქა 01 პაკეტად. ასევე მაკრატლის მეშვეობით თ-------- ბ----–---–ის გვამიდან მარცხენა და მარჯვენა ხელის ფრჩხილებიდან აჭრილი იქნა ფრჩხილების ნიმუშები რომლებიც მოთავსდა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N111121849 პაკეტში და და დაილუქა 01 პაკეტად. ასევე თ-------- ბ----–---–ის გვამიდან 0.5 მილი ლიტრიანი საინფექციო შპრიცის მეშვეობით აღებული იქნა სისხლი რომელიც მოთავსდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N111121850 პაკეტში და დაილუქა 01 პაკეტად. ამის შემდგომ საექსპერტო კრიმინალისტი ექსპერტიზის ექსპერტების გიორგი გოგიბერაშვილის და დავით დონღვანის მიერ თ-------- ბ----–---–ის გვამის მოშავო ფერის საღებავის მეშვეობით დაუმუშავდა მარჯვენა და მარცხენა ხელის მტევნის თითები და მითითებული რიგითობის მიხედვით გადმოტანილი იქნა დაქტილოფირზე დაქტილობარათით მოთავსდა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს NFCI547356 პაკეტში და დაილუქა 01 პაკეტად. მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.
14. საქმეში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად ,, საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე მასში მონაწილე პირს მოწმე ა-----------–----ეს განემარტა მისი უფლებები და მოვალეობები, მან თანხმობა განაცხადა საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენება და განაცხადა, რომ შეუძლია ზუსტად მიუთითოს ის ადგილი სადაც იჩხუბეს მათმა მეგობრებმა ი-----------------ემ და თ-------- ბ----–---–მა, სადაც ი-----------------ემ დანის გამოყენებით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში თ-------- ბ----–---–ს, ადგილი და გზა, რა გზითაც წამოიყვანეს დაჭრილი თ-------- ბ----–---–ი და ადგილი სადაც მიიყვანეს იგი დახმარების აღმოსაჩენად. საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო გეგუთის პოლიციის განყოფილების შენობიდან სადაც ა------------–----ე მოთავსდა გეგუთის პოლიციის განყოფილებაზე კუთვნილ ,,ტოიოტა-ჰაილუქსი“-ის მარკის სახ. ნომრით AFA-082 ავტომობილში და მისი მითითებით გავეშურეთ სოფელ ო--–-----ისაკენ. გეგუთის პოლიციის განყოფილებიდან 9 კილომეტრის გავლის შემდეგ ა-----------–----ის მითითებით ვუხვევთ მარცხენა მხარეს ღვთისმშობლის ეკლესიის გადასახვევში. გადავდივართ ქვაღორღით დაფარულ საავტომობილო გზაზე და მოძრაობას ვაგრძელებთ. შემდეგ გზა იყოფოდა ორად, ჩვენ ა------------–----ის მითითებით გავუყევით მარცხენა მხარეს და 830 მეტრის გავლის შემდეგ ვჩერდებით. ა-----------–----ის მითითებით აღნიშნულ ადგილზე გადმოვედით ავტომანქანიდან და ფეხით გადავდივართ გზის მარჯვენა მხარეს არსებულ მინდორზე, სადაც დაახლოებით ორმოცი მეტრის გავლის შემდეგ ვჩერდებით მინდორზე არსებული მცირე ზომის ტყე-ბუჩქნართან. ა-----------–----ის განმარტებით და მითითებით სწორედ აღნიშნულ ადგილზე დაარტყეს ჩხუბის დროს დანა მის მეგობარს თ-------- ბ----–---–ს. მან მიუთითა კონკრეტული ადგილი მინდორზე სადაც ჩხუბი მოხდა. მითითებულ ადგილას რაიმე კვალი ნივთი ან საგანი ნაპოვნი არ ყოფილა. აღნიშნულის შემდეგ ა-----------–----ის მითითებით ვბრუნდებით უკან და ვსხდებით ავტომობილში, რის შემდეგაც მივემართებით უკან გრუნტიანი და ქვა-ღორღიანი გზის გავლით. ა-----------–----ის მითითებით სწორედ ამ გზით წამოიყვანეს მათ დაჭრილი თ-------- ბ----–---–ი დ-------------ის სახლისკენ. ისევ 830 მეტრის გავლის შემდეგ გავდივართ ქუთაისი-საყულიას დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც ა-----------–----ის მითითებით ვუხვევთ მარცხენა მხარეს და მივემართებით სოფელ საყულიას მიმართულებით. 100 მეტრის გავლის შემდეგ ა-----------–----ემ მიუთითა დ-------------ის ეზოს ჭიშკარზე და სახლზე რომელიც ქუჩის მარჯვენა მხარეს მდებარეობს. მისი განმარტებით სწორედ ამ სახლში მიიყვანეს დაჭრილი თ-------- ბ----–---–ი. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს რაიმე კვალი ნივთი ანს აგანი ამოღებული არ ყოფილა. საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.
15. საქმეში არსებული წყალტუბოს რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის თეიმურაზ ლომსიანიძის მიერ ექსპერტ-კრიმინალისტების კახაბერ ცერცვაძესთან და ოლეგი სვანიძესთან ერთად ჩატარებული ი-----------------ისგან ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ,,1. ექსპერტების მიერ სპეციალური მარილით დამუშავდა ბრალდებულ ი-----------------ის ორივე ხელის გულები და თითები და აღებული იქნა ხელის თითის ანაწმენდები, რაც მოთავსდა FCI404684 პაკეტში დაილუქა. საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, გაკეთდა ხელმოწერები პაკეტზე, მოხდა ფოტოგადაღება. 2. ექსპერტების მიერ სპეციალური ჩხირით ბრალდებულ ი-----------------ის პირის ღრუდან პირის ღრუში ჩხირის მოთავსების და ნერწყვით დასველების გზით, აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში რაც მოთავსდა FCI404679 პაკეტში დაილუქა და გაკეთდა ხელმოწერები. 3. ექსპერტების მიერ მაკრატელის გამოყენებით ბრალდებულ ი-----------------ის მარცხენა ხელის თითებზე მოიჭრა ფრჩხილები, ხოლო მარჯვენა ხელის ფრჩხილები ვერ იქნა აღებული, ვინაიდან ბრალდებულს მარჯვენა ხელის ფრჩხილები ბოლომდე ქონდა მოჭრილი. აღებული ხელის ფრჩხილები მოთავსდა და დაილუქა NFCI404680 პაკეტში, გაკეთდა ხელმოწერები და მოხდა ფოტოგადაღება. 4. ექსპერტების მიერ მაკრატელის გამოყენებით ბრალდებული ი-----------------ის თავის არეში კერძოდ-საფეთქლიდან შუბლის კიდეზე მოჭრილი იქნა თმის ნაწილები, რაც მოთავსდა და დაილუქა NFCI404681 პაკეტში, გაკეთდა ხელმოწერები და მოხდა ფოტოგადაღება. 5. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ ბრალდებულ ი-----------------ეს სპეციალური შავი ტუშით დამუშავდა ორივე ხელის თითები და ხელის გულები, რაც გადატანილი იქნა დაქტილოფირზე ხელის ნახჭის ანაბეჭდების სახით, რომელიც მოთავსდა და დაილუქა FCI 404682 პაკეტში, გაკეთდა ხელმოწერები და მოხდა ფოტოგადაღება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.
16. საქმეში არსებული გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ჩატარებული ამოღების ოქმის თანახმად ,,დ-------------ემ გეგუთის პოლიციის განყოფილებაში წარმოადგინა შავი ფერის დაახლოებით 20 სმ სიგრძის გასაშლელი ე.წ ,,ბაბოჩკა“ დანა, რომლის დანის პირზე აღინიშნება ტალახის მაგვარი და სისხლის მაგვარი ლაქები. დანას აქვს მრგვალი თითის გასაყრელი სახელური. მისი განმარტებით აღნიშნული დანა არის ი-----------------ის საკუთრება, რომელიც მან იპოვა პირადად შემთხვევის ადგილზე. ამოღებული საგნის აღწერის შემდეგ ის დაილუქა პოლიეთილენის პარკში, N3316 და დაილუქა ბეჭდით ,,პაკეტებისათვის“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.
17. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დამატებითი დათვალიერების ოქმის თანახმად ,,წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში ე.წ კაპანაძეების უბნის დასახლებული პუნქტის ბოლოში, დაუსახლებელ ადგილას გაზის ხელმარჯვნივ 40 მეტრში მდებარე ადგილზე, სადაც მონაწილე პირებმა დ-------------ემ, ა-----------–----ემ და რამაზ დვალიშვილმა მიუთითეს ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ის სავარაუდოდ დაჭრის ადგილიდან 4 მეტრში მინდვრის ჩრდილოეთით მდებარე მინდვრის გასწვრივ არსებულ ეკლიან ბუჩქზე სადა მათი განმარტებით დილით გაჩეხეს ,,ეკალბარდები“ და დ-------------ემ იქ ნახა ,,ბაბოჩკა“ გასაშლელი დანა. მითითებულ ადგილზე დაგვხვდა ეკალბარდები და ბუჩქები გაჩეხილი დაახლოებით 2 მეტრი სიღრმეში და 2 მეტრი სიგანეზე, სადაც ჩანს განაჭრელი ეკალბარდების ძირები და გამხმარი ღეროები, ნაჩეხის ირგვლივ დაყრილია მინები და კონსერვის ქილები და სხვა ნარჩენები. დ-------------ემ მიუთითა ნაჩეხიდან 4 მეტრში სამხრეთით მხარეს და ამ ადგილიდან ისროლა ი-----------------ისთვის წართმეული დანა ლაშა ახალაძემ ნაჩეხის მიმართულებით, შემდეგ მიუთითა ნაჩეხების 1.5 მეტრში ეკალბარდებზე სადაც იპოვა დანა. მითითებულ ადგილას რაიმე სხვა ნივთი ან საგანი ნაპოვნი არ ყოფილა. დათვალიერების ადგილზე მოხდა ფოტოგადაღება. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას და განცხადებას ადგილი არ ჰქონია. ოქმის სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით.
18. საქმეში არსებული ი-----------------ესთან ჩატარებული ფარული აუდიო ვიდეო ჩანაწერის DVD-R დისკის დათვალიერების ოქმის თანახმად ,, 2017 წლის 3 დეკემბერს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ი-----------------ესთან განხორციელებული ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი, გადატანილი DVD-R დისკზე, გაურკვეველი ხელმოწერა /გ.კრავეიშვილი/. ვიდეო ჩანაწერის ხანგრძლივობაა 13 წუთი და 16 წამი, ხოლო ჩანაწერის მოცულობა შეადგენს 1.31 GB. აუდიო ვიდეო ჩანაწერში ჩანს ი-----------------ე რომელიც ესაუბრება წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს, დეტექტივების განყოფილების უფროსს გრიგოლ კრავეიშვილს და ამავე სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელ თეიმურაზ ლომსიანიძეს, რა დროს ი-----------------ე განმარტავს, რომ დაახლოებით სამი დღის წინ მისი შეყვარებულის მ-------–-------ის გამო უთანხმოება მოუვიდა ყოფილ თანაკლასელთან, წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში მცხოვრებ თ-------- ბ----–---–თან, რომელსაც აღნიშნულ კონფლიქტზე სასაუბროდ შეხვდა 2017 წლის 02 დეკემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში, კაპანაძეების უბანში არსებულ სასაფლაოსთან, მის მეგობრებთან შ----------–--ესთან და დ-------------ესთან ერთად, რა დროსაც მისივე განმარტებით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ტანთცმული შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღო თან ქონებული გასაშლელი დანა, რომელიც კამათისას გაშალა და მარჯვენა ხელით გაშლილი დანა თ-------- ბ----–---–ს ერთხელ ჩაარტყა მუცლის არეში, რა დროსაც მეგობრებიდან ერთ-ერთმა რომელმა არ იცის დანა ხელიდან გამოსტაცა, რის შემდგომაც ჩხუბი გააგრძელეს მუშტების მეშვეობით, ჩხუბი გაგრძელდა რამოდენიმე წუთის განმავლობაში, რა დროსაც თ-------- ბ----–---–ი გახდა ცუდად და დაეცა. რის შემდგომაც იგი ი-----------------ემ მის მეგობრებთან შ----------–--ესთან და დ-------------ესთან ერთად ფეხზე წამოაყენა, თავდაპირველად ხელში აყვანილებმა გზამდე გამოიყვანეს, შემდგომ კი გამვლელი ავტომანქანის მეშვეობით მიიყვანეს დ-------------ის საცხოვრებელ სახლამდე, სადაც რადგან შეიტყო რომ თ-------- ბ----–---–ი გონებას კარგავდა და ცუდად იყო ის მიატოვა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ვიდეოჩანაწერის ფაილი გადმოტანილი იქნა კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე გადატანილი იქნა მეორე ცარიელ დისკზე დაცვის მხარისათვის გადასაცემად, ასევე ვიდეოჩანაწერი მიბმული იქნა აღნიშნული ვიდეოს დათვალიერების ოქმის ფაილებში. ამის შემდგომ პირველი დისკი, რომელიც მოთავსებული იყო პაკეტში, პაკეტი და დისკი მოთავსდა თეთრი ფერის კონვერტში და დაილუქა წყალტუბოს რაიონული სამმართველოს N33/6 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის ერთ პაკეტად, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს“.
მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.
1. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
2. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სასამართლო ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური #000489818 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,ი-----------------ე ამჟამად ფსიქიკურად დაავადებული არ არის. ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს ი-----------------ე ფსიქიკურად დაავადებული არ იყო და მას შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და მართლწინააღმდეგობა და ეხელმძღვანელა მისთვის (შერაცხადობა). თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ი-----------------ეს შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას, მისცეს სწორი ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ი-----------------ე რაიმე ფსიქიკური აშლილობით, რომელიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, დაავადებული არ არის. ი-----------------ე იძულებით და არანებაყოფლობით სტაციონალურ ფსიქიატრიულ დახმარებას არ საჭიროებს“.
3. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ნივთიერებათა, ნაკეთობათა და მცენარეთა #001039918 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,1-3.- გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის ფრჩხილების გადანაჭრებში ი-----------------ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოშნდა.
- ი-----------------ის მარცხენა ხელის ფრჩხილების გადანაჭრებში თ-------- ბ----–---–ის ტანსაცმლის ქსოვილის შემადგენელი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.
- ი-----------------ის სპორტულ ზედა ჩასაცმელზე აღმოჩენილ მუქი ლურჯი და ნარინჯისფერი შალის ბოჭკოებს და თ-------- ბ----–---–ის სვიტერის ნართის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვთ საერთო გვარობრივი კუთვნილება.
- თ-------- ბ----–---–ის გვამის მაისურზე აღმოჩენილ ღია მოყვითალო (ნარინსჯისფერი ელფერით) ბამბის ბოჭკოებს და ი-----------------ის სპორტული ზედა ჩასაცმელის ქსოვილის შემადგენელ ანალოგიურ ბოჭკოებს აქვს საერთო გვარობრივი კუთვნილება.
- ი-----------------ის და თ-------- ბ----–---–ის გვამის დანარჩენ ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.
- ,,ელისო კაპანაძის მიერ წარმოდგენილ, გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის ტანსაცმელზე (პაკეტი #33/6“ და ი-----------------ის ტანსაცმელზე საერთო გვარობრივი თვისებების ურთიერთგარდამავალი ბოჭკოები არ აღმოჩნდა.“
4. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) #001421118 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,სეროლოგიური, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: ,,...დ-------------ის მიერ წარმოდგენილი ი-----------------ის კუთვნილი გასაშლელი დანა....“ მოთავსებულ დანის პირზე არსებული მოყვითალო დანაშრევი (ობ. #1) შეიცავს სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ. #32; პაკეტი, წარწერით: ,,...სისხლის ნიმუში აღებული თ-------- ბ----–---–ის გვამიდან...“). ამავე დანის ტარზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #2) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის ერთ-ერთი წილი თ-------- ბ----–---–ის (ობ. #32) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. #2-ის გენეტიკურ პროფილში ი-----------------ის (ობ. #31; პაკეტი, წარწერით: ,,...ი. ტორაძის ნერწყვის ნიმუში...“) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდა;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ორი ცალი სიგარეტის ნამწვი...“ მოთავსებულ ნამწვებზე (ობ. #3, #4) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ფილტრიანი სიგარეტი...“ მოთავსებულ სიგარეტზე ღერზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა (ობ. #5) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის ი-----------------ეს (ობ. #31);
- პაკეტში, წარწერით: ,,...შავი ფერის ნაქსოვი ქუდი...“ მოთავსებულ ქუდზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #6) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ. #32);
- პაკეტში, წარწერით: ,,...ბრალდებულ ი-----------------იდან ამოღებული ტანსაცმელი და სპორტული ფეხსაცმელი (ბოტასები)...“ მოთავსებულ ქურთუკზე (ობ. #7,8), შარვალზე (ობ. #9,10), ჯემპრზე (ობ. #11,12) და წყვილ ფეხსაცმელზე (15,16) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. #7-12, 15-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ. #32). ობ. #16-ის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ. #32), ხოლო მინორული წილი - ი-----------------ეს (ობ. #31). ამავე პაკეტში მოთავსებულ წყვილ წინდაზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. #13,14) სისხლს არ წარმოადგენს.
- პაკეტში, წარწერით: ,,...თ-------- ბ----–---–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ მონაცისფრო-ღია მოლურჯო და მუქი მოლურჯო ფერის ჯემპრებზე (ობ. #17,18) და კაპიუშონიან ქურთუკზე (ობ. #19) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ. #32);
- პაკეტში, წარწერით: ,,...თ-------- ბ----–---–ის გვამიდან ამოღებული ტანსაცმელი...“ მოთავსებულ სვიტერზე (ობ. #20), ჯინსის შარვალზე (ობ. #21) და მოკლესახელოებიან მაისურზე (ობ. #22) არსებული მოწითლო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ. #32). ამავე პაკეტში მოთავსებულ საცვალზე არსებული მოყავისფრო ლაქა (ობ. #23) სისხლს არ წარმოადგენს, ხოლო სპორტულ შარვალსა და წყვილ კომუფლირებულ ფეხსაცმელზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა;
- პაკეტებში, წარწერით: ,,....ბრალდებულ ი. ტორაძის ხელის ანაწმენდი საკონტროლო ნიმუშთან ერთად...“ და ,,...თ-------- ბ----–---–ის გვამიდან აღებული ხელის ანაწმენდები...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე არსებული მონაცისფრო-მოყვითალო ლაქები (ობ. #24-27) სისხლს არ შეიცავს;
- პაკეტში, წარწერით: ,,...ბრალდებულ ი. ტორაძის მარცხენა ხელის ფრჩხილის ნიმუში...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #28) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ი-----------------ეს (ობ. #31);
- პაკეტში, წარწერით: ,,...თ-------- ბ----–---–ის გვამიდან აღებული ფრჩხილის ნიმუშები...“ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. #29, 30) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ-------- ბ----–---–ს (ობ. #32).“
5. ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, სამედიცინო #007111917 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,მოქ. თ-------- ბ----–---–ის სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა გამოწვეული გულმკერდის მიდამოს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული მარცხენა ფილტვიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად.
გვამის გამოკვლევისას ნანახი სიკვდილის შემდგომი გვამური მოვლენების მხედველობაში მიღებით: სიკვდილის დადგომიდან გვამის გამოკვლევამდე გასული უნდა იყოს დაახლოებით 05 საათი.
მოქ. თ-------- ბ----–---–ის გვამზე აღინიშნებოდა შემდეგი სიცოცხლისდროინდელი დაზიანება: ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულმკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე, ტერფის ძირიდან 126 სმ-ის დაშორებით - კანის, კანქვეშა ცხომოვანი ქსოვილების, V-VII ნეკნთა შორის კუნთების, პარიესული პლევრის დაზიანებით, შემავალი მარცხენა პლევრის ღრუში, (მიმდებარე რბილ ქსოვილებში და პარიესული პლევრის ფურცლებქვეშ, მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევები), მარცხენა ფილტვის ქვედა წილის დაზიანებით. პლევრის ღრუში მარცხნივ 2300 მლ-მდე მოცულობით სისხლი და სისხლის კოლტები. ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან-უკან, მცირედ ქვემოდან-ზემოთ, ირიბად მარცხნიდან-მარჯვნივ. ჭრილობის არხი სიღრმით - 6,8 სმ - განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მიღებული დაზიანებების შედეგად თ-------- ბ----–---–ს შეეძლო მიზანმიმართული მოქმედებები, მანამ სანამ არ დაკარგავდა გონებას..“
განზრახ მკვლელობის სამართლებრივი შეფასება:
1. ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლში მითითებულია, რომ ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა და მას იცავს კანონი’’, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე.
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მატერიალური შემადგენლობისაა და იგი დამთავრებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ანუ სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი აქვს მკვლელობის მცდელობას ან მის მომზადებას.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს, გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს თუ რა მიზანი ამოძრავებდა ქმედების ჩამდენს, სად და რა ვითარებაში ახორციელებდა თავის ქმედებას და რისი მიღწევა სურდა მას. ამ გარემოებების დადგენა ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას.
2. ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის, სასამართლო მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს დადგინდეს, თუ რა მიზანი ამოძრავებდა ბრალდებულს ქმედების ჩადენის დროს და რისი მიღწევა სურდა მას. რადგანაც, განზრახი ქმედება არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ამ ნიშნების არსებობის გარეშე. საქმის სასამართლო განხილვით დადგენილია და ამას თავად ბრალდებულიც ადასტურებს, რომ ბრალდებულსა და ა.წ გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ს შორის არსებული კარგი ურთიერთობის დაძაბვას საფუძვლად დაედო, ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ი-----------------ემ ქ. ქუთაისში, თ-------- ბ----–---–თან ერთად ყოფნის დროს, ავტომანქანიდან მობიული ტელეფონი მოპარა მათ თანმხლებ თ----- ს-----ეს., რომელიც შემდგომში მოპარული ტელეფონის დაბრუნებას ითხოვდა აწ. გადაცვლილი თრონიკე ბ----–---–ისგან და მშობელთან ერთა მიაკითა ამ უკანასკნელს, რომელმაც თავის მხრივ თ----- ს-----ე მიიყვანა ბრალდებულ ი-----------------ესთან, რომელზედაც გააჩნდა ეჭვი, რომ მოპირა თ----- ს-----ის ტელეფონი, მაგრამ ბრალდებულმა ი-----------------ემ კატეგორიულად უარყო მობილური ტელეფონის ქურდობის ფაქტი და იქვე დაადგინა, რომ მასთან თ----- ს-----ე მშობლეთა ერთად მიიყვანა აწ. გარდაცვლილმა თორნკიე ბ----–---–მა, რის გამოც, ბრალდებული ი-----------------ე თ-------- ბ----–---–ის მიმართ განეწყო შურისძიებით, ჯიბეში ჩაიდო დასაკეცი დანა და გადაწყვიტა მისი მოკვლა. ბრალდებული ი-----------------ე, თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ შეხვედრის მიზნით მობილური ტელეფონით დაუკავშირდა თ-------- ბ----–---–ს და სთხოვა შეხვედროდა მას ,,საქმეზე სალაპარაკოდ“, მაგრამ ბრალდებულის განმარტებით, თ-------- ბ----–---–მა უარით უპასუხა მას და აუხსნა, რომ მუშაობდა და მასთან შესახვედრად დრო არ ჰქონდა. მოწმის დ-------------ის გამოკითხვის ოქმის თანახმად, 2017 წლის 01 დეკემბერს, შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, მასთან სახლში მყოფმა თ-------- ბ----–---–მა სთხოვა დაკავშირებოდა ბრალდებულ ი-----------------ეს, რათა გაერკვია, თუ რისთვის ითხოვდა მასთან შეხვედრას ეს უკანასკნელი. მოწმის განმარტებით, იგი თვისი ტელეფონით დაუკავშირდა ბრალდებულ ი-----------------ეს, ტელეფონი ჩართო ხმამაღალ მოსაუბრეზე და ჰკითხა ბრალდებულს, თუ რა საქმე ჰქონდა თ-------- ბ----–---–თან. ბრალდებულმა უპასუხა, რომ მოდიოდა ქ. თბილისიდან და სურდა თ-------- ბ----–---–თან შეხვედრა, არსად არ გაეშვა იგი და შეიგინა თ-------- ბ----–---–ის დედის მისამართით, რაც, მოწმის განმარტების თანახმად, გაიგონა მასთან ერთა მყოფმა თ-------- ბ----–---–მა და ამ უკანასკნელმაც შეიგინა ბრალდებულის მისამართით. როგორც მოწმე განმარტავს, აღნიშნულის შემდგომ მეორე დღეს, მასთან სახლში მყოფმა თ-------- ბ----–---–მა უთხრა, რომ საღამოს რვა საათზე უნდა შემდგარიყო ი-----------------ესთან მისი შეხვედრა და სთხოვა მას გაჰყოლოდა ამ შეხვედრაზე. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბრალდებულ ი-----------------ე ამ დროისათვის უკვე შეთანხმებული იყო თ-------- ბ----–---–თან შეხვედრის ადგილსა და დროზე.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებენ, რომ შურისძიების მოტივით განწყობილ ბრალდებულს, თ-------- ბ----–---–ის მოკვლის განზრახვა წარმოეშვა არა უშუალოდ შემთხვევის ადგილზე, მათი ურთიერთდაპირისპირების დროს, არამედ, უფრო ადრე, კერძოდ, იმ მომენტიდან როდესაც შეიტყო, რომ მის მიერ მოპარული ტელეფონის მფლობელი თ----- ს-----ე მშობლებთან ერთად მასთან სახლში მიიყვანა თ-------- ბ----–---–მა, რის შემდგომაც, ბრალდებულის მიერ განხორციელებული მოქმედებები უშუალოდ დაკავშირებულია ამ განზრახვის სისრულეში მოყვანასთან, რის გამოც, იგი განუწყვეტლივ ცდილობს მოაწყოს თ-------- ბ----–---–თან შეხვედრა, რასაც აღწევს კიდეც. ბრალდებულის მხრიდან შურისძიების მოტივის არსებობა, ასევე, დადასტურებულია შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმის დ-------------ის გამოკითხვის ოქმით, სადაც მითითებულია, როდესაც თ-------- ბ----–---–მა ჰკითხა ბრალდებულს, თუ რატომ შეაგინა მას დედის მისამართით, ბრალდებული იქვე პასუხობს მას, რომ ,,აბა რა გეგონა, გოგო თავზე რომ დამაყენეო“, რის შემდეგაც, მოწმის განმარტებით, ბრალდებული, ,,მოულოდნელად დაეტაკა თ--------ს, მარჯვენა ხელი მოუქნია და დაარტყა“. ჩხუბის მოულოდნელად დაწყების ფაქტს, ასევე, ადასტურებს შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმის სახით დაკითხული არასრუწლოვანი შ----------–--ეც და მიუთითებს, რომ ბრალდებულის მხრიდან ხელის მეორედ მოქნევის დროს დაინახა, რომ ამ უკანასკნელს ხელში ეჭირა დანა, რომელი ხელიც გაუკავა და წაართვა მას ხელიდან დანა, მაგრამ მოწმის განმარტებით, დანის წართმევის შემდგომაც ბრალდებულსა და თ-------- ბ----–---–ს შორის ჩხუბი ისევ გაგრძელდა და ისინი წაიქცნენ მიწაზე. მოწმის განმარტებით, მათი გაშველების შემდგომ თ-------- ბ----–---–ი უკვე ფეხზე ვეღარ ადგა. ანალოგიურად განმარტავს, შემთხვევის ადგილზე მყოფი დ-------------ე და მიუთითებს, რომ ბრალდებულის მხრიდან მოულოდნელად მარჯვენა ხელის მოქნევისა და თ-------- ბ----–---–ზე დარტყმის შემდგომ დაინახა, რომ შ----------–--ემ ბრალდებულს ხელიდან გასტაცა ბრალდებულს დანისმაგვარი საგანი და მოისროლა გვერდზე, ასევე, ადასტურებს, რომ დანის წართმევის შემდგომ ბრალდებულსა და თ-------- ბ----–---–ს შორის ჩხუბი ისევ გაგრძელდა, რა დროსაც, ისინი წაიქცნენ მიწაზე და იქვე მყოფი ა-----------–----ის და შ-------------–--ესთან ერთად გააშველა ისინი, მაგრამ თ-------- ბ----–---–ი ვერ ადგა დაიძახა ,,დანა დამარყა, დამჭრაო“ და ნახეს, რომ თ-------- ბ----–---–ს მაისური სისხლით ჰქონდა მოსვრილი.
4. საქმეში არსებული, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #007111917 ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ,,თ-------- ბ----–---–ის სიკვდილის მიზეზია, მწვავე სისხლნაკლებობა რომელიც გამოწვეულია გულ-მკერდის მიდამოში ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობით დაზიანებული მარცხენა ფილტვიდან განვითრებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენის შედეგად“.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, თ-------- ბ----–---–ის გვამს აღენიშნება, სიცოცლის დროინდელი დაზიანება, ,,ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის წინა ზედაპირზე მარცხნივ ლავიწშუა ხაზზე. ტერფის ძირითან 126 სმ-ის დაშორებით... მარცხენა ფილტვის ქვედა წილის დაზიანებით... ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, მცირედ ქვემოდან ზემოთ, ირიბად, მარცხნიდან-მარჯვნივ განვითარებული რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის ზემოქმედებით“. დასკვნის თანახმად, აღნიშნული დაზიანება, სიცოცხლისათვის სახიფათოა, მიყენებულია წინიდან უკანა მხარის მიმართულებით, (როგორც ეს აღნიშნულია შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეთა ჩვენებებში) და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან - სიკვდილთან, ასევე, დასკვნის თანახმად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, რაც მიუთითებს, რომ სამედიცინო დასკვნით დადგენილი და შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეთა ჩვენებებით ახსნილ ფაქტობრივ გარემოებები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან და მიუთითებენ ბრალდებულ ი-----------------ის განზრახვაზე, მის ხელთ არსებული დანით მოეხდინა თ-------- ბ----–---–ის მიზანმიმართული მკვლელობა.
5. როგორც გვამის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ასევე, შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეთა მხრიდან ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ი-----------------ემ, თ-------- ბ----–---–ს დანის გამოყენებით მიზანმიმართულად სიცოცხლისათვის საშიშ გულმკერდის მიდამოში დაზიანება მიაყენა ჩხუბის დაწყებისთანავე, დანიანი ხელის პირველივე მოქნევის შედეგად, რადგანაც, შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეთა ჩვენებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მხრიდან დანიანი ხელის მეორედ მოქნევის დროს, მას დანა ხელიდან წაართვა მოწმე შ----------–--ემ და მოისროლა გვერდზე. აღნიშნული მთლიანად გამორიცხავს ბრალდებული ჩვენებას იმ ნაწილში, სადაც მიუთითებს, რომ ჩხუბის დროს მიწაზე წაქცევის შემდგომ, თ-------- ბ----–---–ს ხელი ჰქონდა უკნიდან ყელზე მოჭერილი და ახრჩობდა მას, რა დროსაც, უკან მდგომ თ-------- ბ----–---–ს დანიანი ხელი მიარტყა უკან, რათა თავი გადაერჩინა ,,მოხრჩობისაგან“ და განმარტავს, რომ მას მისი მოკვლა არ სურდა. აღნიშნულით ბრალდებული მთლიანად გამორიცხავს მისი მხრიდან თ-------- ბ----–---–ის მკვლელობის განზრახვას, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ გარემოებებს, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ი-----------------ემ განზრახ მოკვლის მიზნით, პირისპირ მდგომმა, მასთან კონფლიქტში მყოფ თ-------- ბ----–---–ს დანა დაარტყა სიცოცხლისათვის საშიშ გულმკერდის არეში, რასაც შედეგად მოჰყვა თ-------- ბ----–---–ის სიკვდილი, რითაც, ბრალდებულმა ი-----------------ემ ჩაიდინა თ-------- ბ----–---–ის განზრახ მკვლელობა.
განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ:
1. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულ ი-----------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას-განზრახ მკვლელობას წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეში არსებული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, საქმის გამომძიებლის მიერ, 2018 წლის 09 იანვარს შედგენილი ამოღების ოქმის თანახმად, დადგენილია, რომ ა.წ გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის დედამ-ზ------–------მ, გამოძიებს ნებაყოფლობით წარუდგინა მისი შვილის თ-------- ბ----–---–ის კუთვნილი სამსუნგის ფირმის თეთრი კორპუსის მქონე მობილური ტელეფონი და DVD-R დისკი, რომელზეც ჩაწერილია სამი ფოტოსურათი და 7 ვიდეო ფაილი. ოქმის თანახმად, ზ------–------ს განმარტებით, აღნიშნულ ფოტოსურათებსა და ვიდეო ფაილებზე დაფიქსირებულია 2016 წლის 11 მარტს, მისი შვილის თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღის ამსახველი კადრები, სადაც სხვა პირებთან ერთად, ასევე, იმყოფებოდა ბრალდებული ი-----------------ე, კერძოდ, ოქმის თანახმად, დისკზე ჩაწერილი სამი ფოტოსურათის ფაილებიდან მე-3 ფოტოსურათზე წარწერით 20160312-001345 დაფიქსირებულია, რამდენიმე პიროვნება, მათ შორის ი-----------------ე და მისი ძმა ს------------ე. ხოლო ვიდეო ფაილში წარწერით 20160313-210210 ხანგრძლივობით 01:49 წთ. ჩანაწერის 00:15 წუთზე დაფიქსირებულია თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე მყოფი ი-----------------ე რომელიც ცეკვავს. ასევე, მე-3 ვიდეო ფაილში წარწერით 20160311-215508 დაფიქსირებულია თ-------- ბ----–---–სა და ბრალდებულ ი-----------------ის და ასევე სხვა პირთა ცეკვა, მე-4 ვიდეო ფაილში წარწერით 20160311-215547 ხანგრძლივობით 00:57 წთ დაფიქსირებულია თ-------- ბ----–---–სა და ბრალდებულის ი-----------------ის, ასევე, სხვა პირთა ცეკვა. ამოღების ოქმში მითითებულია, რომ წარმოდგენილი ფოტოები და ვიდეო ფაილები ზ------–------ს განმარტებით გადაღებულია მისი შვილის ა.წ გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე, 2016 11 მარტს წყალტუბოს რაიონის სოფელ ო--–-----ში მისი მშობლების საცხოვრებელ სახლში, მისი შვილის თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღის სუფრაზე, სადაც სხვებთან ერთად იმყოფებოდა ბრალდებული ი-----------------ე. ოქმის თანახმად, DVD-R დისკი ამოღებული და დალუქული იქნა იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის N33 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის 01 პაკეტად. რომელზედაც შესრულებულია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელმოწერები. ასევე, აწ. გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის დედამ ზ------–------მ გამოძიებას წარუდგინა თ-------- ბ----–---–ის დაბადების მოწმობის ასლი და თ-------- ბ----–---–ის გარდაცვალების მოწმობის ასლი, რომელიც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
2. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა მიერ წინასასამართლო სხდომაზე, სხვა საგამოძიებო მოქმედებების ოქმებთან ერთად, სადაოდ მიჩნეული არ ყოფილა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ოქმის შინაარსი, სასამართლო ზ------–------ს მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ DVD-R დისკზე ასახულ გარემოებებს, (რომელიც გადმოცემულია უდავოდ მიჩნეულ ამოღების ოქმში) გამოკვლევის გარეშე მიიჩნევს დადასტურებულად.
3. ბრალდებულ ი-----------------ის მიერ, საქმის სასამართლო განხილვის დროს მიცემული ჩვენებით, ასევე, დადგენილია, რომ იგი ნამდვილად იმყოფებოდა ა.წ გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე, მაგრამ თუ როდის იყო ზუსტად არ ახსოვს, განმარტავს, რომ აწ. გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ს იცნობდა მე-6 კლასიდან, როდესაც იგი მათ სკოლაში გადავიდა სასწავლებლად. იქვე მიუთითებს, რომ კარგი ურთიერთობა ქონდა მასთან და საკმაოდ ხშირად იმყოფებოდნენ ერთად. აღნიშნულის მიუხედავად, ბრალდებულის განმარტებით, მისთვის უცნობი იყო თ-------- ბ----–---–ის ასაკი, მიიჩნევდა, რადგანაც ეს უკანასკნელი მასთან ერთად სწავლობდა სკოლაში იყო სრულწლოვანი, რასაც, სასამართლო ვერ გაიზიარებს, რადგანაც, აღნიშნული არ დასტურდება საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მკვლელობის შემადგენლობა, (მისი აუცილებელი ობიექტური ნიშნიდან გამომდინარე), მოითხოვს ყველა არსებითი გარემოებების შინაარსობრივ შესწავლას, იმ გარემოების დასადგენად, თუ რამდენად იყო რეალურად შესაძლებელი ბრალდებულს სცოდნოდა გარდაცვლილის ასაკი, რაც, უპირველეს ყოვლისა ნიშნავს, რომ ამ შემადგენლობის განხორციელებამდე ბრალდებულს შეცნობილი უნდა ჰქონდეს არსებული ფაქტი, რაც გულისხმობს ბრალდებულის მხრიდან რეალური გარემოებების სწორად აღქმას და არა იმას, თავად ბრალდებული თუ რას მიიჩნევს რეალობად. საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული აწ. გარდაცვლილს თ-------- ბ----–---–ს იცნობდა დიდი ხნის განმავლობაში (მე-6 კლასიდან), ჰქონდა მასთან კარგი მეგობრული ურთიერთობა, ხშირად იმყოფებოდნენ ერთად, აღნიშნული დადასტურებულია იმითაც, რომ ბრალდებული იმყოფებოდა თ-------- ბ----–---–ის დაბადების დღეზე, როდესაც ამ უკანასკნელს შეუსრულდა თექვსმეტი წელი. ყველა შემთხვევაში დაბადების დღეზე მისულ ბრალდებულს აუცილებლად მოუწევდა მიელოცა თ-------- ბ----–---–ისთვის დაბადების დღე და ხაზი გაესვა მისი ასაკისათვის, თუნდაც სუფრაზე ყოფნისას მისი დალოცვის დროს, ამასთან დადგენილია, რომ ბრალდებულს წლების განმავლობაში ქონდა ახლო ურთიერთობა მასთან. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები რეალურად ასახავენ და ადასტურებენ იმ ფაქტის არსებობას, რომ ბრალდებულმა ი-----------------ემ, შემთხვევამდე იცოდა, რომ თ-------- ბ----–---–ის იყო 17 წლის, ანუ, არასრულწლოვანი და ამის მიუხედავად, წინასწარი შეცნობით განახორციელა არასრულწლოვან თ-------- ბ----–---–ის განზრახ მკვლელობა.
ქურდობა, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
1. ბრალდებულმა ი-----------------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მის მიმართ წარდგენილ ქურდობის ნაწილში თავი დამნაშავედ ცნო და დაადასტურა, რომ საქმეზე დაზარალებულად ცნობილ თ----- ს-----ეს იცნობდა აწ გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ისაგან. განმარტა, რომ ერთხელ თ-------- ბ----–---–მა დაურეკა მას მობილურ ტელეფონზე და უთხრა, რომ ,,სასეირნოდ წასულიყვნენ ნაცნობ გოგოებთან ერთად“, იგი დაეთანხმა თ-------- ბ----–---–ს და მასთან ერთად ყოფნის დროს გაიცნო თ----- ს-----ე. რა დროსაც, ავტომანქანიდან მოიპარა ამ უკანასკნელის კუთვნილი მობილური ტელეფონი, იმ დროს, როდესაც თ----- ს-----ე გადასული იყო ავტომანქანიდან. ბრალდებულის განმარტებით, ამ ტელეფონის დაბრუნების მიზნით მივიდა მასთან ა.წ გარდაცვლილი თ-------- ბ----–---–ი თ----- ს-----ესთან და მის მშობელთან ერთად.
2. დაზარალებულმა თ----- ს-----ემ გამოძიებაში მიცემული გამოკითხვის ოქმში დაადასტურა ბრალდებულის მიერ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის მოპარვის ფაქტი და განმარტა, როდესაც აწ გარდაცვლილმა თ-------- ბ----–---–მა იგი მისივე თხოვნით მიიყვანა ბრალდებულ ი-----------------ის სახლში, სადაც ამ უკანასკნელმა უარყო ტელეფონის მოპარვის ფაქტი, მაგრამ მასთან გასაუბრების შედეგად დარწმუნდა, რომ მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი მოპარული იყო ბრალდებულ ი-----------------ის მიერ, მასთან ერთად ავტომანქანით ქალაქში სეირნობის დროს. საქმეში არსებული 2017 წლის 03 დეკემბერს შედგენილი ბრალდებული ი-----------------ის პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ასევე, დადგენილია, რომ ბრალდებულისგან ამოღებული იქნა უკანონოს დაუფლებული თ----- ს-----ის კუთვნილი სამსუნგის ფირმის ჯ-2 მოდელის მობილური ტელეფონი.
3. ასევე, ბრალდებულ ი-----------------ის მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი, დადგენილი და დადასტურებულია მოწმეების: გ-------–--–-----ის, ს-----------ის, დაზარალებულ თ----- ს-----ის გამოკითხვის ოქმებით. ი-----------------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით. პირადი ჩხრეკისას ამოღებული სამსუნგის ფირმის ჯ-2 მოდელის მობილური ტელეფონით, ტელეფონის დათვალიერების ოქმით, თ----- ს-----ისგან ამოღებული სამსუნგის ფირმის ჯ-2 მოდელის მობილური ტელეფონის ყუთით, სამსუნგის ფირმის ჯ-2 მოდელის მობილური ტელეფონის ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხელშეკრულებით მობილური სატელეფონო მომსახურეობის შესახებ, შეთანხმებით გაფორმებული შპს მაგთიკომსა და თ----- ს-----ეს შორის მომსახურეობის შესახებ, ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალებით, რის გამოც, ბრალდებული ი-----------------ე, ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ ქურდობის ნაწილში და განესაზღვროს ამ კვალიფიკაციით გათვალისწინებული კანონიერი სასჯელი.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
1. იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ი-----------------ის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია, მის მიმართ, წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებები, იძლევა იმ დასკვნის საფუძველს, რომ ბრალდებული ი-----------------ე ითვალისწინებდა თავისი მოქმედების შედეგად არასრულწლოვან თ-------- ბ----–---–ის სიცოცხლის მოსპობას, შეგნებული ქონდა ამ მოქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათი და სურდა მისი მოკვლა(პირდაპირი განზრახვა). ამ განზრახვის შინაარსის შესახებ საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო ჩადენილი დანაშაულის ყველა გარემოების ერთობლიობა, კერძოდ, თ-------- ბ----–---–ის სხეულზე არსებული ჭრილობის ხასიათი და ლოკალიზაცია, კერძოდ, ადამიანის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ორგანოში გულმკერდის არეში დანით ჭრილობის მიყენება, რომლის მიყენების დროს ბრალდებულმა იცოდა, რომ მის მოქმედებას აუცილებლად მოჰყვებოდა თ-------- ბ----–---–ის სიკვდილი და სურდა მისი დადგომა, რადგანაც ადამიანის სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ორგანოებში დაზიანების მიყენებას შესაძლოა მოჰყოლოდა ის შედეგი, რაც დადგა მოცემულ შემთხვევაში, რაც, იმთავითვე ცნობილი იყო ბრალდებულისათვის. აქედან გამომდინარე, ბრალდებულ ი-----------------ის მიერ, წინასწარმოფიქრებული განზრახვის შედეგად, შურისძიების მოტივით, წინასწარი შეცნობით არასრულწოვნის მიმართ, დანის გამოყენებით, გულმკერდის არეში ჭრილობის მიყენება გახდა თ-------- ბ----–---–ის გარდაცვალების მიზეზი, რადგანაც, ბრალდებულის ამ მოქმედების განხორციელების გარეშე თ-------- ბ----–---–ის სიკვდილი არ დადგებოდა. სასამართლო საქმის სასამართლო განხილვის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, ასევე, დადგენილად მიიჩნევს, ბრალდებულ ი-----------------ის მიერ, მის მიმართ წარდგენილი ქურდობის ჩადენის ფაქტს, რის გამოც, ბრალდებულმა ი-----------------ემ ჩაიდინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.
შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ი-----------------ის შემამსუბუქებელი გარემოებაა, იგი ხასიათდება დადებითად, დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ თავისუფლების სახით დასანიშნი სასჯელი მოცემულ შემთხვევაში უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს.
სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს, იმ გარემოებას, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩადენილი იქნა შურისძიების მოტივით, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს ის საფუძველი, რამაც განაპირობა ამ მოტივის წარმოშობა.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, აშკარა გამოკვეთილი შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები წარმოდგენილი არ არის, რის გამოც, სანქციის ქვედა და ზედა ზღვარის მხედველობაში მიღებით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულს დაენიშნოს წარდგენილი ბრალდებებით გათვალისიწინებული სასჯელის მინიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელის ზომა.
ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ი-----------------ის მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებული ი-----------------ე, ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით და სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯოს:
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით 02 (ორი) წლით და თავისუფლების აღკვეთა.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ბრალდებულ ი-----------------ეს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 14 (თოთხმეტი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
5. გაუქმდეს ი-----------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულ ი-----------------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 03 დეკემბრიდან.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება: შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი ნამწვი, დ-------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული ფილტრიანი სიგარეტი, დ-------------ისგან ამოღებული ი-----------------ის კუთვნილი გასაშლელი დანა, გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ისაგან აღებული სისხლის, ხელის ფრჩხილების, ხელი ანაწმენდების, თავის თმის და ხელის კანის ნახჭის ანაწმენდების ნიმუშები, ბრალდებულ ი-----------------ისაგან აღებული: ნერწყვის, ხელის ანაწმენდების, მარცხენა ხელის ფრჩხილების, თავის თმის და ხელის კანის ნახჭის ანაბეჭდების ნიმუშები (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - განადგურდეს კანონის შესაბამისად. ელისო კაპანაძის მიერ წარმოდგენილი გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის ტანსაცმელი, საექსპერტო დაწესებულებაში ამოღებული გარდაცვლილ თ-------- ბ----–---–ის ტანსაცმელი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი, ზ------–------ს მიერ წარმოდგენილი თ-------- ბ----–---–ის მობილური ტელეფონი (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - დაუბრუნდეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს. დ-------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამოღებული შავი ფერის ნაქსოვი ქუდი, ბრალდებულ ი-----------------ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ერთი წყვილი სპორტული ფეხსაცმელი, ი-----------------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ,,სამსუნგი“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, თ----- ს-----ისაგან ამოღებული მობილური ტელეფონის ყუთი (ინახება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში) - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირებს. ხოლო ა-----------–----ის საგამოძიებო ექსპერიმენტისას და შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერებისას გადაღებული ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, დ-------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, ბრალდებულ ი-----------------ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, შ----------–--ესთან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, დ-------------ის მონაწილეობით შემთხვევის ადგილის ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, ი-----------------ესთან ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედება DVD-R დისკზე, თ-------- ბ----–---–ის გვამის დათვალიერების ფოტოილუსტრაცია CD-R დისკზე, ზ------–------ს მიერ წარმოდგენილი DVD-R დისკი ვიდეო და ფოტოფაილებით, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე