განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 080100119003130833
საქმე #1/674-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 თებერვალი 2020 წელი ქ. ქუთაისი
ქუ-----ის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ნიტა ფაიქიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი: გვ--–-----------ე;
სტაჟიორ - პროკურორი: პა------------ი;
დაცვის მხარე:
ადვოკატები: ნო--------------–-ა; ვე-----------ე;
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე
№0-----------
ბრალდებული: დუ----–--ნ მე--------–ი
მამის სახელი: ტა-----–ი
დაბადების თარიღი: 22.05.1989წ.
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
მცხოვრები: ქ.ქუ-----ი გრ.ჩო------–---ის ქუჩა №1------.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტები.
დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2019 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 04:50 საათზე, ქუ-----ში, გრ.აბ-–---ს ქუჩა №4 საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე, 2018 წლის 1 ნოემბრის განაჩენით საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა დუ----–--ნ მე--------–მა დაუდგენელ პირებთან ერთად, წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ძალაყინისა და ე.წ. ,,ბარგალკის“ გამოყენებით უკანონოდ შეაღწია სს ,,ო---ს“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატში და შეეცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ფულად თანხას 173,50 ლარის ოდენობით. რის შედეგადაც, სს ,,ო---ს“ მიადგებოდა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დუ----–--ნ მე--------–ი ცნობილ უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა.
3.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსმა ვლ----------–--ემ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს მუშაობდა შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსად. მომხდარი ფაქტის ირგვლივ განმრტა, რომ 2019 წლის 14 ივნისს გამთენიისას, მის მოადგილე და-------------სთან და ოპერატიულ თანამშრომელ გი-----------------სთან ერთად სამსახურეობრივი შავი ფერის ,,ტოიოტას“ მოდელის ავტომანქანით, ასრულებდნენ გეგმიურ შემოვლას ე.წ. ,,პლაშადკის“ ტერიტორიაზე, ავტომანქანის საჭესთან იჯდა და-------------, ხოლო თვითონ იჯდა მძღოლის გვერდით, რა დროსაც, დაახლოებით 20-30 მეტრის მანძილიდან დაინახეს, რომ ამავე ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან ოთხი პიროვნება, ე.წ. ,,ბარგალკის“ გამოყენებით ჭრიდა აღნიშნულ აპარტს, რომელიც ყრიდა ნაპერწკლებს, აღნიშნულ პიროვნებებს სავარაუდოდ პოლიციის მანქანა არ დაუნახავთ თორემ გაიქცეოდნენ, როცა მიუახლოვდნენ აღნიშნული პიროვნებები გაიქცნენ, და------------- და გი----------------- დაედევნენ ერთ-ერთ პირს, ხოლო თვითონ გადმოვიდა ავტომანქანიდან და გადაჯდა საჭესთან. ავტომანქანით დაედევნა გაქცეულ სამ პიროვნებას, რომლებიც საერთო ბინების მიმართულებით გაიქცნენ, მაგრამ ვინაიდან მან დაინახა რომ მის თანმხლებ პოლიციის მუშაკებს უკვე დაკავებული ყავდათ ერთ-ერთი, წავიდა მათკენ, რადგან გაქცეული პირების დაკავებას ვეღარ შეძლებდა, რადგან ისინი მიიმალნენ. ადგილზე მისულმა ნახა რომ დაკავებული პიროვნება იყო მისთვის ცნობილი პიროვნება დუ----–--ნ ძვ--–--ა (მე--------–ი), მოწმემ განმარტა, რომ დუ----–--ნ მე--------–ს ადრეც ქონია პრობლემა კანონთან, აგრეთვე იცნობდა უბნიდანაც, ვინაიდან იგი აღნიშნული უბნის პოლიციის განყოფილების უფროსია. დაკავებულ ბრალდებულს ხელში ეჭირა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ყულაბა. აღნიშნულის შემდეგ დაკავებული გადაყვანილ იქნა პოლიციის მე-6 განყოფილებაში.
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უფროსის მოადგილემ და-------------მ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს მუშაობდა შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილედ. მომხდარი ფაქტის ირგვლივ განმრტა, რომ 2019 წლის 14 ივნისს გამთენიის 05 საათზე, განყოფილების უფროს ვლ----------–--ესთან და ოპერატიულ თანამშრომელ გი-----------------სთან ერთად სამსახურეობრივი შავი ფერის ,,ქამრის“ მოდელის ავტომანქანით ასრულებდა შემოვლას გრ.აბ-–---ს ქუჩაზე, ავტომანქანის საჭესთან თავად არ მჯდარა, იჯდა მძღოლის გვერდით, რა დროსაც, დაახლოებით 20-30 მეტრის მანძილიდან დაინახა, რომ ამავე ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან ოთხი პიროვნება, ე.წ. ,,ბარგალკის“ გამოყენებით ჭრიდა აღნიშნულ აპარტს, რომელიც ყრიდა ნაპერწკლებს, ხოლო პოლიციის მანქანის დანახვისთანავე გაიქცნენ. დუ----–--ნ მე--------–ი იყო აპარატიდან 20-30 მეტრის მოშორებით და აპირებდა გაქცევას, რომელსაც დაედევნენ თვითონ და გი-----------------. დააკავეს ადგილზე, ბრალდებულს ხელში ეჭირა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ფულის მოსათავსებელი ყულაბა. მოწმის განმარტებით დანარჩენი მისთვის უცნობი სამი პიროვნება გაიქცა და მათი დაკავება ვეღარ მოხერხდა, ხოლო დუ----–--ნ მე--------–ი იცნო დანახვისთანავე, ვინაიდან ის რამდენიმეჯერაა ნასამართლები და ადრეც ჰქონია მასთან სამსახურეობრივი შეხება. და-------------მ განმარტა, რომ აღნიშნულ საქმეში მან მონაწილეობა მიიღო, მხოლოდ ბრალდებულის დაკავებაში. დაკავებულს გი-----------------მ გააცნო ბრალდებულის უფლება - მოვალეობანი, იგი გადაყვანილ იქნა პოლიციის მე-6 განყოფილებაში.
3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებელმა გი-----------------მ დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს მუშაობდა შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში უბნის ინსპექტორ - გამომძიებლად, თუმცა 2019 წლის 14 ივნისს მიმაგრებული იყო პოლიციის მე-6 განყოფილებაში. გამთენიის 03 – 04 საათზე, განყოფილების უფროს ვლ----------–--ესთან და მის მოადგილე და-------------სთან ერთად სამსახურეობრივი ვტომანქანით, რომლის მოდელი არ ახსოვს, ასრულებდა შემოვლას ე.წ. ,,პლაშადკის“ ტერიტორიაზე, ავტომანქანაში იჯდა უკანა სავარძელზე, რა დროსაც, დაინახა, რომ ამავე ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან ოთხი პიროვნება, ე.წ. ,,ბარგალკის“ გამოყენებით ჭრიდა აღნიშნულ აპარტს, რომელიც ყრიდა ნაპერწკლებს, ხოლო პოლიციის მანქანის დანახვისთანავე გაიქცნენ, თუმცა პოლიციის აღმნიშვნელი რაიმე ნიშანი ავტომანქანას არ ქონია, გარდა ჩაბურული ფარებისა. ერთ-ერთ პირს გაეკიდა და-------------, ხოლო დანარჩენებს ვლ----------–--ე, დავით ბა-----ის მიერ დაკავებულ იქნა დუ----–--ნ მე--------–ი ხოლო დანარჩენი სამი პიროვნების დაკავება ვერ მოხერხდა. დუ----–--ნ მე--------–ს ხელში ეჭირა სწრაფი ჩრიცხვის აპარატის ყულაბა. მოწმის განმარტებით სწრაფი ჩარიცხვის აპარატს გააჩნია როგორც ქაღალდის კუპიურების მოსათავსებელი ყულაბა, ასვე რკინის ხურდის მოსათავსებელი, ხოლო დუ----–--ნ მე--------–ს ეჭირა ქაღალდის ფულის მოსათავსებელი ყულაბა, ის გაიქცა და დაკავებულ იქნა ლე-----ის ქუჩაზე. მოწმე ვერ იხსენებს კონკრეტულად რა ეცვა ბრალდებულს თუმცა ახსოვს, რომ მუქი ფერის კაპიუშონიანი ზედა ეცვა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებულს განემარტა მისი უფლება მოვალეობები, შევსებულ იქნა დაკავებისა და პირადი ცხრეკის ოქმი და გადაყვანილ იქნა პოლიციის მე-6 განყოფილებაში სადაც დასრულდა ოქმის შევსება. მოწმის განმარტებით ბრალდებულს წინაარმდეგობა არ გაუწევია, რაღაცას იძახდა თუმცა რას ვერ იხსენებს.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელმა რა–-------------------მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ მომხდარი დანაშაულებრივი ფაქტის დროს მუშაობდა შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილებაში დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლად, ხელმძღვანელობის დავალებით, 2019 წლის 14 ივნისის, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, მის მიერ, ექსპერტ - კრიმინალისტისა და სს ,,ო---ს“ წარმომადგენლის მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რომელიც მდებარეობს ქ.ქუ-----ში გრ.აბ-–---ს ქუჩაზე. მოწმემ დაადასტურა ოქმში მითითებული გარემოებები (იხ: დათვალიერების ოქმი) და დამატებით დაცვის მხარის კითხვებზე განმარტა, რომ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერებისას, აღნიშნულ აპარატთან ნაპოვნი ე.წ ,,ბარგალკა“ და მისი კაბელი, რითად იქნა დაზიანებული და გაჭრილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, თუ რა სახის დენის წყაროსთან იყვნენ მიერთებული მის მიერ ვერ იქნა აღმოჩენილი და შესაბამისად ვერც ის იქნა დადგენილი თუ როგორ იქნა მოყვანილი მოქმედებაში აღნიშნული რკინის საჭრელი მოწყობილობა. მოწმის განამრტებით აპარატისა და მიმდებარე ადგილის დათვალიერების შემდეგ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დაილუქა და გადატანილ იქნა შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში.
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექპერტ - კრიმინალისტმა გი---------------იამ განმარტა, რომ 2019 წლის 14 ივნისს, ადრე დილით მოხდა გამოძახება გრ.აბ-–---ს ქუჩაზე მომხდარი სწრაფი ჩარიცხვის აპარტის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით. მოწმის განმარტებით მის მიერ სტანდარტულად მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება, ჩარიცხვის აპარატის და მიმდებარე პერიმეტრის ფოტოგადაღება. სწრაფი ჩარიცხვის აპარატი იყო დაზიანებული, მის მიერ მოხდა აღნიშნული აპარატიდან ანაწმენდების აღება. ექსპერტმა განმარტა, რომ ადგილზე იყო ელექტრო ხერხი და დამაგრძელებელი, აგრეთვე ნაპოვნი იქნა ხელთათმანები.
3.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელმა ომ----------–---–მა დაადასტურა მის მიერ საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ ბრალდებულ დუ----–--ნ მე--------–ს იცნობს 2014 წლიდან, როგორც სამსახურეობრივად, ისე უბნიდან. ის რამდენჯერმე იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული და აქედან გამომდინარე ჰქონია მასთან შეხება, თუმცა რაიმე სახის პირადი ინტერესი ბრალდებულის მიმართ არ გააჩნია. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 14 ივნისს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე, მის მიერ დაწყებულ იქნა გამოძიება სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე. მოწმის განმარტებით მის მიერ ჩატარებულ იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ, გამოიკითხა ბრალდებული, მოწმეები, ამოღებულ იქნა ვიდეოჩანაწერი, აგრეთვე დაზარალებული კომპანიის სს ,,ო---ს“ წარმომადგენელ ი.შანიძესთან ერთად გაიხსნა ნივთმტკიცებად ცნობილი ფულის ჩასარიცხი აპარატის ქეისი. გამომძიებლის განმარტებით მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე რაიმე სახის ექპერტიზა არ დაუნიშნავს, რადგან ამის საჭიროება არ ყოფილა, ნივთმტკიცება, რომელიც ბრალდებულისგან იქნა ამოღებული და რომელიც მას დაკავებისას აღმოაჩნდა რაიმე დამატებით ექსპერტიზებს არ საჭიროებდა.
3.7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს სს ,,ო---ს“ წარმომადგენელმა ირ---–--–----ემ განმარტა, რომ 2019 წლის 14 ივნისს გამთენიისას დაუკავშირდნენ პოლიციიდან და სთხოვეს გამოცხადებულიყო შემთხვევის ადგილზე გრ.აბ-–---ს ქუჩაზე. ადგილზე მისულს მისი კომპანიის ,,ო---ს“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი დახვდა დაზიანებული, კერძოდ გაჭრილი. ამოღებული იყო ხურდა ფულის მოსათავსებელი ტომარა და ქაღალდის კუპიურების მოსათავსებელი კეისი. იმ დროისათვის აპარატში ხურდა ფული იყო 173 ლარი, ხოლო ქაღალდის ფული 115 ლარის ოდენობით. ქაღალდის ფულის დათვლა მოხდა მისი და გამომძიებლის მიერ პოლიციის განყოფილებაში, რომელიც იყო დალუქული და გაიხსნა მისი თანდასწრებით. მთლიანად კომპანიისთვის მიყენებული ზარალის თაობაზე წერილობითი კალკულაცია გაეგზავნა საგამოძიებო ორგანოს, სადაც დეტალურად არის აღნუსხული ყველა დაზიანებული დეტალის ღირებულება. მოწმემ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ვერ იხსენებს ისეთ საეჭვო ნივთებს რაც მის ყურადღებას მიიქცევდა.
3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელმა გო--------–-–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული იქნა სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები; კერძოდ, გამოიკითხა დაზარალებული, მოწმეები, გამოტანილ იქნა დადგენილება და გაეცნო დაზარალებულს, ასევე ბრალდების შესახებ დადგენილება გაეცნო ბრალდებულს. მის მიერ ამოღებულ იქნა აფთიაქ ,,პ----------დან“ გარესამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი დათვალიერდა და შემდეგში დაილუქა შესაბამისი წესით. დათვალიერების შედეგად დისკზე ჩანს თუ, როგორ მოძრაობს რამდენიმე პიროვნება სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მახლობლად, ხოლო ერთი პიროვნება ე.წ. ,,ბარგალკით“ ჭრის სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, დანარჩენი ორი პიროვნება კი მოძრაობს. კადრში ჩნდება პოლიციის შავი ფერის ,,ტოიოტა-ქამრის“ მოდელის ავტომანქანა, რომლის გამოჩენისთანავე მითითებული პირები გადიან კამერის სათვალთვალო სივრციდან, შემდეგ კი ჩნდებიან. დაცვის მხარის შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ ბრალდებულებს უნდა შეეცნოთ პოლიციის სამსახურეობრივი ავტომანქანა, ამის შემდეგ ჩერდება პოლიციის ა/მანქანა და გადმოდიან პოლიციელები. დაცვის მხარის შეკითხვაზე თუ ახსოვს კონკრეტულად რომელი პოლიციის მუშაკი ავტომანქანის რომელი მხრიდან გადმოვიდა, მან განმარტა, რომ პოლიციის უფროსი ვლ----------–--ე იჯდა საჭესთან და გადმოვიდა საჭის მხრიდან.
3.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების ინსპექტორ - გამომძიებელმა ირ---–--------ემ დაადასტურა მის მიერ წინასწარი გამოძიებისას მიცემული ჩვენება და განმარტა, რომ მითითებული სისხლის სამართლის საქმის ირგლივ, მისთვის ცნობილი შეიქნა, რომ 2019 წლის 14 ივნისს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი დაფიქსირებული უნდა ჰქონდეს გრ.აბ-–---ს ქუჩა №3-ში მდებარე ,,პ----------ს“ სამეთვალყურეო ვიდეო კამერას. შესაბამისად აღნიშნული ინფორმაცია მოახსენა მისივე ხელმძღვანელობას, სხვა სახის საგამოძიებო მოქმედება აღნიშნულ საქმეზე მას არ ჩაუტარებია.
3.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ,,პსპ ფარმას“ წარმომადგენლმა - სა-–-----–-------ემ განმარტა, რომ არის ,,პსპ-169“-ის მენეჯერი, რომელიც მდებარეობს ქ.ქუ-----ში გრ.აბ-–---ს №3-ში. მოცემული ფილიალი არ არის სადღეღამისო, თუმცა აფთიაქვს გააჩნია გარესამეთვლყურეო ვიდეოკამერები, რომლებიც ახდენენ 24 საათიან რეჟიმში გარე პერიმეტრის ვიდეო გადაღებას. მოწმემ განმარტა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით პოლიციიდან მომართეს და წარუდგინეს მოსამართლის განჩინება ვიდეოჩანაწერის გამოთხოვასთან დაკავშირებით, მან როგორც ფილიალის მენეჯერმა მოცემული მოთხოვნა და განჩინება გადაუგზავნა ორგანიზაციის აიტის სამსახურს და მოხდა მითითებული ჩანაწერის გადაცემა საგამოძიებო ორგანოსთვის. როგორც მოწმემ განმარტა, კამერები იღიბენ ზუსტ დროში, გადაღება არის კარგი ხარისხის.
3.11. გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, ფორმა №1 დადგენილია - ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილებაში გამოძიება დაიწყო 2019 წლის 14 ივნისს ქუ-----ში გრ. აბ-–---ს ქუჩა №4 საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ჯგუფურად გაქურდვის ფაქტზე.
3.12. დანაშაულის შესახებ 14.06.2019 წლის 08:35სთ შეტყობინების №1------ თანახმად -ინიციატორი გო-----–---–---------ი შს ქუ-----ის საქალაქო სასამართლოს პოლიციის მე-6 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელის მიერ გაკეთებული შეტყობინების თანახმად ადგილი აქვს სწრაფი ჩარიცხვის აპარტის ჯგუფურად გაქურდვის ფაქტს.
3.13. 14.06.2019 წლის №48 შეტყობინების თანახმად - 2019 წლის 14 ივნისს 04:50 საათზე, შს პოლიციის მე-6 განყოფილების ოპერატიულ მორიგეს გ.გო-----–---–ს ხელის რადიოსადგურის მეშვეობით დაუკავშირდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე დ.ბა-----ე, რომელმაც ითხოვა დახმარება, რომ ქუ-----ში ლე-----ის №6ა საცხოვრებელ ბინასთან დაკავებული ყავს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ჯგუფურად გაქურდვის ფაქტზე დუ----–--ნ მე--------–ი.
3.14. 2019 წლის 14 ივნისის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, რომ 14.06.2019 წელს 04:50 საათზე, ქ.ქუ-----ში ლე-----ის ქუჩა №6-ში განთავსებული საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის გიორგი კუხიანიძის და ამავე სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილის დავით ბა-----ის მიერ დაკავებულ იქნა დუ----–--ნ მე--------–ი. დაკავების მიზეზი: დუ----–--ნ მე--------–მა მის თანმხლებ პირებთან ერთად გაქურდა ქ.ქუ-----ში გრ.აბ-–---ს ქუჩა №4-ში განთავსებული საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიაზე არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რის შემდეგაც იგი მის თანმხლებ პირებთან ერთად შეეცადა მიმალვას, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება, დაკავება განხორციელდა მშვიდ ვითარებაში, წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ხოლო დუ----–--ნ მე--------–ის თანმხლებმა პირებმა შეძლეს შემთხვევის ადგილიდან მიმალვა. დაკავების ოქმის მიხედვით, დაკავება მოხდა მოსამართლის განჩინების გარეშე, ვინაიდან: 1) ბრალდებულს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას/ჩადენისთანავე 2) მასთან აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი და 3) იგი შესაძლოა მიიმალოს. დაკავებული გადაყვანილ იქნა შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში. დუ----–--ნ მე--------–ის პირადი ჩხრეკისას მარჯვენა ხელიდან ამოღებულ იქნა საშუალო ზომის შავი ფერის მეტალის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ყუთი, რომელსაც გვერდითა მხარეს აწერია მოდელის დასახელება VAUL 1000 და სერიული ნომერი 12 KE21021040 ყუთს თავზე დამაგრებული აქვს გასაღებით ჩამკეტი მექანიზმი და იგი არის ჩაკეტილ მდგომარეობაში. ჩხრეკის შედეგად დუ----–--ნ მე--------–ისაგან ამოღებული ფულადი თანხის შესანახი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეტალის საშუალო ზომის ყუთი მოთავსებული იქნა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა №33151116, რომელზეც გაკეთდა მონაწილე პირების ხელმოწერები. დაკავების ოქმს ხელს აწერს ბრალდებული დუ----–--ნ მე--------–ი, შს პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსის მოადგილე და-------------, ოქმის შემდგენი გი----------------- და შს მე-6 განყოფილების უფროსი ვლ----------–--ე.
3.15. 2019 წლის 14 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2019 წლის 14 ივნისს შს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებლის რა–-------------------ის მიერ, ექსპერტ - გი---------------იას და სს ,,ო---ს“ წარმომადგენლის, მენეჯერ - ირ---–--–----ის მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი მდებარე ქ.ქუ-----ი გრ.აბ-–---ს ქუჩა №4-ის წინამდებარე ტერიტორია ქეითად სასიარულო ნაწილზე დგას სს ,,ო---ს“ ჯიხურის ტიპის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. სწრაფი ჩარიცხვის აპარტს დაზიანებული აქვს გვერდითა პლასტმასის მინა, რომელიც არის ჩამსხვრეული აპარატის მონიტორი არის ჩართულ მდგომარეობაში და მას დაზიანების კვალი არ აღენიშნება. სწრაფი ჩარიცხვის აპარატს გარედან აწერია ,,კრისტალბეთი“ აპარატს დაზიანებული აქვს კარის ზედა ნაწილი, რომელსაც აღენიშნება მექანიკური დაზიანებების კვლები. კერძოდ, ჭრული კვალი. კარის ზედა ნაწილი, რომელიც არის გაჭრილი გამოწეულია და მოცილებულია კარის ქვედა ნაწილს, რომელიც არის დაკეტილ მდგომარეობაში. აპარატს შიდა ნაწილში აღენიშნება დაზიანების კვლები. სს ,,ო---ს“ მენეჯერის ირ---–--–----ის განმარტებით დაზიანებულია აპარატის შიდა სეიფის კარი, რომელიც არის გადმოღუნული და სეიფიდან მოპარულია ქაღალდის კუპიურების მოსათავსებელი კეისი და რკინის მოსათავსებელი ქისა. აპარატის შიგნიდან ამოგდებულია აპარატის პრინტერი, რომელიც ჩამოკიდებულია აპარატზე მავთულით. აპარატიდან ასევე ამოგდებულია სამაგრი ჩარჩო. ექსპერტ-კრიმინალისტის მიერ სს ,,ო---ს“ ჩასარიცხი აპარატის ზედა სეიფის შიდა ზედაპირიდან ამოღებულ იქნა ანაბეჭდის ნიმუში, რომელიც მოთავსდა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის №1 პაკეტში ლუქის ნომრით NFCD1315521. ექსპერტ კრიმინალისტების მიერ სს ,,ო---ს“ ჩასარიცხი აპარატის კარის ზედა მხრიდან აღებული იქნა ანაბეჭდის ნიმუში, რომელიც მოთავსდა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის №2 პაკეტში ლუქის ნომრით NFCD1315522. მითითებულ აპარატთან დაგდებულია რკინის ძალაყინი, ექსპერტ კრიმინალისტების მიერ მოხდა მითითებული ძალაყინის ამოღება, რომელიც მოთავსდა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის №3 პაკეტში, ლუქის ნომრით NFCD1315768. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას სს ,,ო---ს“ ჩასარიცხი აპარატიდან, მიმართულებით გრ.აბ-–---ს №4-ში მდებარე სკვერში დაგდებულია ერთი ცალი მოწითალო მოშავო ფერის ხელთათმანი. ექსპერტ კრიმინალისტების მიერ მოხდა აღნიშნული ხელთათმანის ამოღება, რომელიც მოთავსდა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის №5 პაკეტში ლუქის ნომრით NFCD1315524. გრ.აბ-–---ს ქუჩა №4 საცხოვრებელი ბინის მოპირდაპირე მხარეს, ლე-----ის ქუჩა №6ა საცხოვრებელი ბინის მიმდებარე ტერიტორეიაზე შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტ კრიმინალისტების მიერ ამოღებულ იქნა მოწითალო მოშავო ფერის ხელთათმანი, რომელიც მოთავსდა შს სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის №6 პაკეტში ლუქის ნომრით NFCD1315523. ირ---–--–----ის განმარტებით ამავე ადგილზე ასევე დაგდებულია სს ,,ო---ს“ ჩასარიცხი აპარატის ქაღალდის კუპიურების მიმღები მოწყობილობა, რომელიც ამოღებულ იქნა ექსპერტ კრიმინალისტების მიერ და მოთავსდა საექსპერტო კრიმინალური სამსახურის №7 პაკეტში ლუქის ნომრით FCD1315719. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ კრიმინალისტების მიერ სს ,,ო---ს“ სწრაფი ჩარიცხვის გვერდიდან ამოღებულ იქნა პლასტმასის მილი, ექსპერტ კრიმინალისტის მიერ მოხდა პლასტმასის მილის ამოღება, რომელიც მოთვსდა საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის №8 პაკეტში ლუქის ნომრით FCD1315769. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გრ.აბ-–---ს ქუჩა №4 საცხოვრებელი ბინის წინამდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა ე.წ. ბარკალგა და დამაგრებული კაბელი, ბარგალკაზე დამაგრებულია საჭრელი ქვა ეტყობა ცვეთის და დაზიანებების კვლები. ექსპერტ კრიმინალისტების მიერ მოხდა ე.წ. ბარგალკა და დაგრძელებული კაბელის ამოღება, რომელიც მოთავსდა ტომარაში და დაილუქა ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების №33/5/1/6 ლუქის ბეჭდით. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მოხდა სს ,,ო---ს“ ჩასარიცხი აპარატის ამოღება და მისი შს პოლიციის მე-6 განყოფილებაში გადატანა, მისი დალუქვა ვერ მოხდა. ექსპერტ კრიმინალისტის მიერ მოხდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დამუშავება სპეციალური ფხვნილით. რაიმე კვალი ამოღებული არ ყოფილა. ექსპერტ კრიმინალისტის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგრაფირება ,,ნიკონის“ ფირმის ფოტოაპარატით.
დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: 1) ანაწმენდი, 2) ანაწმენდი, 3) რკინის ძალაყინი, 4) პლასტმასის მინის ფრაგმენტი, 5) ხელთათმანი, 6) ხელთათმანი, 7) კუპიურების მიმღები, 8) პლასტმასის მილი, 9) ე.წ. ,,ბარგალკა“ დამაგრძელებელი კაბელი, 10) სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც გადატანილი იქნა პოლიციის განყოფილებაში.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდგომ განხორციელდა შემდეგი მოქმედებები: 1) ანაწმენდი FCD1315521, 2) ანაწმენდი FCD1315522, 3) რკინის ძალაყინი FCD804888, 4) პლასტმასის მინის ფრაგმენტი FCD1315768, 5) მოშავო მოწითალო ხელთათმანი FCD1315524, 6) მოშავო მოწითალო ფერის ხელთათმანი FCD1315523, 7) ქაღალდის მიმღები FCD1315523, 8) პლასტმასის მილი FCD1315769, 9) ე.წ. ,,ბარგალკა“ დამაგრძელებელი კაბელი 33/5/1/6; ოქმს ხელს აწერს დაზარალებულის წარმომადგენელი ირ---–--–----ე, ექსპერტი გი---------------ია და ოქმის შემდგენი რა–-------------------ი.
3.16. 2019 წლის 27 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ოქმის შემდგენილი პირია რომ ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელი ომ----------–---–ი. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის აღწერაში მითითებულია, რომ ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელმა ომ----------–---–მა შეადგინა აღნიშნული ოქმი, რომელმაც სს ,,ო---ს“ წარმოამდგენლის ირ---–--–----ის თანდასწრებით მოახდინა ლუქის მოხსნა 33/5/1/6 პაკეტისათვის, რომელშიც დაცულია ბრალდებულ დუ----–--ნ მე--------–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ლითონის კუპიურების შესანახი ყუთი, ე.წ. ქეისი. საგამოძიებო მოქმედების ლუქის და პაკეტის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. გახსნის შემდეგ პაკეტში აღმოჩნდა მართკუთხა ფორმის ლითონის ყუთი, რომელშიც მოთავსებულია ქაღალდის კუპიურები. საგამოძიებო მოქმედების შედეგად დათვლილი იქნა თანხა, რა დროსაც ყუთში აღმოჩნდა 13 ერთეული - 5 ლარიანი კუპიურა; ორი ერთეული 20 ლარიანი კუპიურა; ერთი ერთეული 10 ლარიანი კუპიურა. საერთო ოდენობით ყუთში აღმოჩნდა 115 ლარი. თანხის შესანახი ყუთი, მასში არსებული სრული თანხით დაილუქა პოლიეთილენის პარკში, №33/5/1/6 ლუქის ბეჭდით, რომელზეც აღინიშნა საგამოძიებო მოქმედების მონაწილეთა ხელმოწერები.
3.17. სს ,,ო---ს“ გენერალური დირექტორის ლევან კირვალიძის წერილის თანახმად, ქ.ქუ-----ში, აბ-–---ს ქუჩა №4-ის მიმდებარედ განთავსებულ სს ,,ო---ს“ კუთვნილ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის (NOVK3547) გაქურდვის მომენტისათვის აპარატში მოთავსებული იყო 173,5 ლარი. ზემოაღნიშნული შემთხვევის შედეგად სს ,,ო---ს“ მიადგა ზიანი 2371,29 ლარის ოდენობით, კერძოდ დაზიანდა: ტომარა - 23,66 ლარი, კასეტა - 227,8 ლარი, მოდემი - 37,11 ლარი, ქეშკოდი - 1084,48 ლარი, კარები - 250ლარი, მინა - 46 ლარი, პრინტერი - 528,74 ლარი, გატაცებული თანხა - 173,5 ლარი; ჯამში 2371,29 ლარი.
3.18. 2019 წლის 26 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად, შპს ,,პ----------ს“ მდებარე ქ.ქუ-----ი გრ.აბ-–---ს ქუჩა №3-ში, მენეჯერს გაეცნო 21.06.2019 წლის №11/ა-518-19 განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, ნებაყოფილობით წარმოადგინა ქ.ქუ-----ში გრ.აბ-–---ს ქუჩა №3-ში მდებარე შპს ,,პ----------“ გარესამეთვალყურეო ვიდეოკამერების 2019 წლის 14 ივნისის 04:00 საათიდან 05:00 საათამდე დროის მონაკვეთის ვიდეოჩანაწერი, რაც ჩაწერილი იქნა DVD დისკზე, მოთავსდა ქაღალდის პაკეტში და დაილუქა პოლიციის მე-6 განყოფილების ლუქის ბეჭდით 33/5/1/6 პაკეტებისათვის და გაკეთდა მასზე შესაბამისი ხელმოწერები.
3.19. 2019 წლის 26 ივლისის ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გო--------–-–---–მა აღნიშნული ოქმი შეადგინა მასზედ, რომ ამავე პოლიციის განყოფილების შენობაში, მის მიერ გახსნილი იქნა „შპს პ----------“-დან ინფორმაციის სახით გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რომელიც დალუქულია ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეექვსე განყოფილების №33/5/1/6 ლუქის ბეჭდით. გახსნამდე პაკეტისა და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. პაკეტის გახსნისას მასში მოთავსებულია ერთი ცალი “DVD-R” დისკი, რომელშიც ჩაწერილია ქ.ქუ-----ში გრ.აბ-–---ს ქუჩა №3-ში მდებარე, „შპს პ----------“-ს გარე სამეთვალყურეო ვიდეო კამერების 2019 წლის 14 ივნისის ვიდეო ჩანაწერი ჩაწერილი ერთ ცალ „DVD-R“ დისკზე. მითითებული „DVD-R“ დისკი მოთავსებულ იქნა სამსახურეობრივ კომპიუტერში, რომლის გახსნისას ჩანაწერი იწყება და მარჯვენა ზედა კუთხეში მონიტორზე აქვს წარწერა „2019-14-06 04:05:50“ ხოლო ქვედა მარცხენა კუთხეში აწერია „cam 1”, ჩანაწერზე აღბეჭდილია ქ.ქუ-----ში გრ.აბ-–---ს ქუჩის წინამდებარე ტერიტორია, ე/წ პლაშატკის ცენტრში გამავალი საავტომობილო გზა და მიმდებარე ტერიტორია, ჩანაწერის მიხედვით 04:19:44 საათზე რამოდენიმე პიროვნება მიდის საავტომობილო გზის გვერდით მდებარე ტერიტორიაზე სადაც განთავსებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მათ შორის ერთი პიროვნება ფეხით კვეთს გზას, 04:19:57 საათზე გზის პირას ჩარიცხვის აპარატთან დგას უცნობი პიროვნებები და ჩანს მოკაშკაშე სინათლე ნაპერწკლების სახით, იქვე გარე განათების შუქზე ჩანს აპარატთან მდგომი ორი პიროვნება რომლებთანაც 04:22:00 საათზე ჩქარი ნაბიჯით მიდის კიდევ ორი უცნობი პიროვნება, რომლებიც ყველა ერთად რამდენიმეჯერ გადიან კადრს მიღმა რადგან საავტომობილო გზაზე სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობს ავტომანქანები რის შემდგომაც 24:05:36 საათზე, ადგილზე სადაც დგას ჩარიცხვის აპარატი კვლავ მიდის ორი მამაკაცი ხოლო ერთი დგება საავტომობილო გზაზე, იმ შემთხვევაში თუ მოძრაობს ავტომანქანა ყველა უცნობი მამაკაცი ტოვებს ადგილს, აღნიშნულის შემდეგ 04:29:45 საათზე უცნობი მამკაცები კვლავ მიდიან იმავე ადგილზე და კვლავ ჩანს მოკაშკაშე სინათლე ნაპერწკლების სახით, ჩანაწერში ჩანს მოძრავი ავტომანქანები რის შემდეგაც 04:31:24 საათზე ისევ ჩანს მოკაშკაშე სინათლე ნაპერწკლების სახით და აპარატთან ორი ნაპერწკალი, ჩანაწერის მიხედვით 04:46:12 საათზე ჩარიცხვის აპარატთან მიდის პოლიციის ავტომანქანა რომლიდანაც ჩამოდის რამდენიმე პიროვნება, ამ დროს აპარატთან მდგომი პიროვნებები და ავტომანქანიდან ჩამოსულები ჩქარი ნაბიჯით გადიან კადრს მიღმა, პოლიციის ავტომანქანა შემთხვევის ადგილიდან გადის რამდენიმე წუთში და ისევ ბრუნდება 04:57:53 საათზე, ჩანაწერი სრულდება 04:57:53 საათზე. დათვალიერების შედეგად „DVD-R“ დისკზე არსებული ჩანაწერი ატვირთული იქნა გამოძიების ელექტრონულ სისტემაში e-enforcement.ge აღნიშნულის შედეგად დათვალიერებული DVD-R დისკი მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და ძველ კონვერტთან ერთად დაილუქა N33/5/1/6 ბეჭდის ლუქით, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა აღნიშნული ჩანაწერი და განმარტავს, რომ მასში ასახული პირების იდენტიფიკაცია შეუძლებელია. 2019 წლის 14 ივნისს 04:46:12 საათზე, კადრში ჩნდება ,,ტოიოტა-ქამრის“ მოდელის შავი ფერის (სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით პოლიციის მანქანა) ავტომანქანა, და ამ დროს არსად არ ჩანს ე.წ. ,,ბარგალკის“ ნაპერწკლები, რომელიც ბოლოს ფიქსირდება 04:31:24 საათზე. აღნიშნულ ჩანაწერში ასევე არ ჩანს ქურდობის მცდელობის ფაქტის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. ჩანაწერში არ ჩანს თუ რას ჭრის უცნობი პირები.
3.20. 2019 წლის 20 ივნისის იმერეთის სააღსრულებო ბიუროს წერილის თანახმად, დუ----–--ნ ძვ--–--ას (მე--------–ს) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 24.01.2019 წლის განაჩენით დაკისრებული ჯარიმა 2500 ლარის ოდენობით გადახდილი არ აქვს და მის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება.
3.21. 2019 წლის 01 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის დადგენილების თანახმად, სისხლის სამართლის №0----------- საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე დაუდგენელი პირების მიერ სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
4. წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.
საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.
საქმეში ,,იმბროშა შვეიცარიის წინააღმდეგ“ სასამართლომ დადგინა, რომ „მე-6 მუხლით დაცული გონივრული ვადის პრინციპი მოქმედებას იწყებს ბრალდების წაყენების მომენტიდან, ასევე მე-6 მუხლით დაცული სხვა მოთხოვნები, განსაკუთრებით 6.3. მოთხოვნა აქტუალურია ჯერ კიდევ საქმის სასამართლოსათვის გადაცემამდე და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება სერიოზულად შეიძლება დაირღვეს, თუ ამ უფლების გარანტიები დაცული არ იქნება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე“.
„გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებების და ნივთმტკიცებათა მოსაპოვებლად“. (ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ, გიული თურქეთის წინააღმდეგ).
„გამოძიების დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებულ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ვალდებულება მხოლოდ გამოსაყენებელ ხერხებს მიეკუთვნება და არ არსებობს ბრალდების ან მსჯავრდების აბსოლუტური უფლება, გამოძიების დროს დაშვებული ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის გამოძიების მიერ საქმის გარემოებების დადგენასა თუ პასუხისმგებელი პირის გამოვლენას, ვერ აკმაყოფილებს ეფექტურობის მოთხოვნას“ (ესატ ბაირამი თურქეთის წინააღმდეგ, რამშაი და სხვები ჰოლანდიის წინააღმდეგ).
აღნიშნული პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფართო განმარტება მისცა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საქმეში. სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ საფუძველს და მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ სრულყოფილი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, რომლის წარმოების ვალდებულებაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეკისრება ბრალდების მხარეს.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთ შეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია დუ----–--ნ მე--------–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ მოკლებულია უტყუარ და საკმარის მტკიცებულებით საფუძველს. წარმოდგენილი მტკიცებულებები და სასამართლო სხდომაზე დაკითხულ პირთა ჩვენებები არ არის ურთიერთთავსებადი, ისინი არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განსხვავებული შეფასებების საფუძველს იძლევა და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ვერ ადასტურებენ დუ----–--ნ მე--------–ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ დუ----–--ნ მე--------–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე.
ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროკურორი თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სახელმწიფოს სახელით. სასამართლოში პროკურორი არის სახელმწიფო ბრალმდებელი. მას ეკისრება ბრალდების მტკიცების ტვირთი.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. წინამდებარე საქმეში ბრალდების მხარემ, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დაადასტურა დუ----–--ნ მე--------–ის მიერ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში იგულისხმება საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არსებობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.
მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა პირდაპირ მტკიცებულებათა ისეთი ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა დუ----–--ნ მე--------–ის მხრიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტს.
სასამართლო აღნიშავს, რომ მოწმეების: ვლ----------–--ის, დავით ბა-----ისა და გიორგი კუხიანიძის ჩვენებები წინააღმდეგობრივია, შეიცავენ ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, კერძოდ: მოწმეებმა: გი-----------------მ და და-------------მ მიუთითეს, რომ დანაშაულებრივი ფაქტის დროს, როცა ხორციელდებოდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვა, დუ----–--ნ მე--------–მა და მისმა თანმხლებმა რამდენიმე პიროვნებამ შენიშნეს პოლიციის ავტომანქანა და იმიტომ გაიქცნენ. ისინი აუცილებლად შენიშნავდნენ ავტომანქანას, შავი ფერის ,,ქამრის“ მოდელის ყოველგვარი აღმნიშვნელი ნიშნის გარეშე, მაშინ როდესაც მოწმე ვლ----------–--ე უთითებს, რომ თუ კი დუ----–--ნ მე--------–ი და მისი თანმხლები პირები შენიშნავდნენ პოლიციის ავტომანქანას ისინი აუცილებლად გაიქცეოდნენო. სამივე პოლიციელი შემთხვევის თვითმხილველი მოწმეა, რომლებიც პირადად შეესწრენ დანაშაულებრივ ფაქტს და მათ მიერ მოხდა დუ----–--ნ მე--------–ის ე.წ. ,,ცხელ კვალზე“ დაკავება, თუმცა სამივე მათგანის ჩვენება განსხვავებულია. საგულისხმოა ის ფაქტი და მოწმეთა სანდოობის კუთხით დასაეჭვებელი, როცა ვლ----------–--ე ამბობს ,,საჭესთან დათო ბა-----ე იჯდა და როცა დაედევნა დუ----–--ნ მე--------–ს მე გადავჯექი საჭესთანო“, როცა და------------- თავის ჩვენებაში უთითებს, რომ თვითონ მძღოლის გვერდით იჯდა, ასე მოწმე გო--------–-–---–ი უთითებს, რომ პოლიციის უფროსი ვლ----------–--ე იჯდა საჭესთან და გადმოვიდა საჭის მხრიდან.
სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).
სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).
სასამართლო აფასებს რა საქმეში წარმოდგენილ ჩვენებებს, ითვალისწინებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ ჩვენებების შეფასების შორის წინააღმდეგობის არსებობაზე მხოლოდ მაშინ შეიძლება საუბარი, როდესაც მათი შინაარსი ურთიერთგამომრიცხავია მტკიცების ამა თუ იმ საგანთან მიმართებით, აგრეთვე მაშინ, როდესაც რომელიმე მათგანში აღნიშნულია რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რომლის არსებობა მოცემულ შემთხვევასა და პირობებში ბუნებრივად იქნებოდა შეუძლებელი, ანდა რომელიც უარყოფილია უტყუარი ალიბით. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 20 ივლისის №117აპ-18 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 12). საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განმარტებით, მტკიცებულებების შინაარსზე გავლენას ახდენს სუბიექტური და ობიექტური ხასიათის მრავალი ფაქტორი, რომელთა გაუთვალისწინებლობამ შესაძლოა, მცდარ დასკვნებამდე მიგვიყვანოს, როგორც თვით ამ მტკიცებულებების რელევანტურობის, ასევე - საქმის ფაქტობრივ გარემოებათა თაობაზე. ამიტომ ასეთი მტკიცებულებების შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: უშუალოდ რა ფაქტორები ახდენდნენ ზეგავლენას მოწმის მიერ მომხდარი შემთხვევისას იმ გარემოებების აღქმაზე, რომლებიც მტკიცების მთავარ საგანს წარმოადგენენ, და როგორია სხვადასხვა მოწმის ჩვენებების თანხვედრა აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით. ამასთან, მოწმეთა ჩვენებებს შორის ურთიერთშესაბამისობის არსებობის დასადგენად სავსებით საკმარისია მათ შორის შინაარსობრივი თანხვედრა იმ ზომით, რომ ისინი ერთგვაროვნად წარმოგვიდგენდნენ საქმისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე ერთსა და იმავე გარემოებებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მარტის №626აპ-17 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 32).
მოცემულ შემთხვევაში, პოლიციელთა ჩვენებები წინააღმდეგობრივია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან. პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისთვის წინასწარ მტკიცებულებითი წონის მინიჭება გაუმართლებელია.
პოლიციის მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებთ, სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მცირე მტკიცებითი ძალა აქვს, თუ ისინი არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით (ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ (Ochelkov v. Russia), განაცხადი no. 17828/05, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 90). მოცემულ შემთხვევაში, პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები არამცთუ გამყარებული არაა სხვა მტკიცებულებებით, არამედ წინააღმდეგობაში მოდის საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან.
მიუხედავად იმისა, რომ დუ----–--ნ მე--------–ის დაკავებაში მონაწილე პოლიციის თანამშორმლების ჩვენებები ერთი შეხედვით არის თანმიმდევრული, მათ მიერ სასამართლოსათვის მიწოდებული ინფორმაცია არათუ გამყარებულია, არამედ აშკარად შეუსაბამოა სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან და ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს. საქართველოს სსსკ - ის 37 - ე მუხლის მე - 2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, ანუ გამოძიებამ უნდა მოიპოვოს საქმესთან შემხებლობაში მყოფი ყველა შესაძლო მტკიცებულება და წარადგინოს სასამართლოში. დუ----–--ნ მე--------–ის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას აშკარად დარღვეული იქნა საპროცესო კანონმდებლობის ზემოაღნიშნული მოთხოვნა და გამოძიება წარიმართა მთელი რიგი ხარვეზებით.
სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას, რომლითაც უნდა დადასტურდეს სისხლის სამართლის საქმისათვის რელევანტური ფაქტობრივი გარემოებების არსებობა. ამასთან, მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქმის განხილვისას აუცილებელია არაა მტკიცებულებათა სიმრავლე. მთავარია მტკიცებულების წონა და გადამწყვეტი მნიშვნელობა. გადამწყვეტი ასეთ კონტექში გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უბრალოდ დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლის გარეშეც პირის დამნაშავედ ცნობის შანსი მცირდება. როდესაც მტკიცებულება გადამწყვეტი ხასიათისაა, მისი გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია დამატებითი მტკიცებულებები. კონკრეტულ შემთხვევაში კი ბრალდებულის მიმართ შემავსებელი და დამატებითი მტკიცებულებების სიძლიერე ამყარებს ძირითად მტკიცებულებებს. (იხ. Horncastle and others v United Kingdom).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 79-ე მუხლის თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება ინახება ისეთ პირობებში, რომლებიც გამორიცხავს მის დაკარგვას და მისი თვისებების შეცვლას. ამავე კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ნივთიერი მტკიცებულება უნდა დათვალიერდეს და დაილუქოს; დათვალიერებისას უნდა გამოვლინდეს და აღიწეროს ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშნები. საქმის არსებითი განხილვის დროს მხოლოდ ის მტკიცებულებაა დასაშვები, რომლის ავთენტიკურობაც დასტურდება.
სასამართლოს ყურადღებას გაამახვილებს აღნიშნული მუხლის იმპერატიულ მოთხოვნებზე თუ რას წარმოადგენს ნივთიერი მტკიცებულება, როგორია მისი დათვალიერების, დალუქვის წესი და როდის იძენს იგი მტკიცებულებით ძალას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოსთვის საეჭვოა მითითებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ამოღების, დალუქვის და დაცვის პირობები. შესაბამისად საეჭვოა მისი ავთენტურობაც. გასვლით სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ იქნა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც იყო დაულუქავ მდგომარეობაში და რაიმე სახის მაიდენტიფიცირებელი მონაცემი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა აღნიშნული აპარატის 2019 წლის 14 ივნისის დანაშაულის შედეგად დაზიანებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან მის დაკავშირებას, ბრალდების მხარეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია, შესაბამისად სასამართლოს მხრიდან ვერ მოხდება მასზე, როგორც ავთენტურ მტკიცებულებაზე მსჯელობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი, სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. ამავე კოდექსის 126-ე მუხლის თანახმად, დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს, დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო მოქმედებაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 127-ე მუხლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი. დათვალიერების დამთავრებამდე შემთხვევის ადგილი დაცული უნდა იყოს. ამავე კოდექსის 135-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, დათვალიერების ოქმში უნდა აღიწეროს ყველა აღმოჩენილი კვალი, საგანი, დოკუმენტი თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, ინდივიდუალური ან/და გვარეობითი ნიშან-თვისებების მითითებით. ოქმში უნდა აღინიშნოს, რა დროს, როგორ ამინდში და როგორი განათების პირობებში ჩატარდა დათვალიერება, რა ტექნიკური საშუალება იქნა გამოყენებული და რა შედეგი იქნა მიღებული, ვინ მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებაში, რა საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი დაილუქა. ოქმში ასევე უნდა აღინიშნოს ლუქის ინდივიდუალური ნიშნები და სად გაიგზავნა დათვალიერების შემდეგ გვამი ან/და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ობიექტი. ამოღებული ობიექტის მფლობელს გადაეცემა ოქმის ასლი. საგნის, დოკუმენტის, ნივთიერების თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამოღების შემთხვევაში ცალკე ოქმი არ დგება და ეს საგამოძიებო მოქმედება აღიწერება დათვალიერების ოქმში.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმსა და ამოღებულ ნივთმტკიცებებზე, სადაც 6) მოშავო მოწითალო ფერის ხელთათმანი დაილუქა FCD1315523 და 7) ქაღალდის მიმღები NFCD1315523. წარმოდგენილი, ორი სხვადასხვა ნივთმტკიცება დალუქულია ერთი და იგივე ნომრის ლუქის ბეჭდით, რაც არარელევანტურია. ქაღალდის ფულის მიმღებზე პირველ და მეორე ლუქზე აწერია ლითონის ფულის მიმღები, ხოლო დალუქულ პაკეტში ქაღალდის ფულის მიმღები იყო. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში 9) ე.წ. ,,ბარგალკა“ დამაგრძელებელი კაბელი 33/5/1/6 და ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში მითითებული დუ----–--ნ მე--------–ისაგან ამოღებული ფულადი თანხის შესანახი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეტალის საშუალო ზომის ყუთი მოთავსებული პოლიეთილენის პარკში და დალუქული იქნა №33151116. წარმოდგენილი, ორი სხვადასხვა ნივთმტკიცება დალუქულია ერთი და იგივე ნომრის ლუქის ბეჭდით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი დაცვის მხარეს გაეცვალა სასამართლოში პირველ წარდგენამდე და წინასასამართლო სხდომამდე. დაცვის მხარისთვის გაცვლილ შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მე-5 გვერდზე დათვალიერების შედეგად ამოღებულ ნივთებში სწრაფი ჩარიცხვის აპარატი არ არის მითითებული. სასამართლოში არსებულ სისხლის სამართლის საქმის მასალებში შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმში მე-5 გვერდზე დათვალიერების შედეგად ამოღებული ნივთების დასახელებაში მე-10 ნომრად ჩამატებულია სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელსაც არ აქვს ლუქის ნომერი მითითებული. აღნიშნული დაცვის მხარისთვის ცნობილი გახდა სასამართლო სხდომაზე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევის დროს.
იმ პირობებში, როდესაც ბრალდების მხარის ვერსიით, დუ----–--ნ მე--------–ს ხელში ეკავა ფულადი თანხის შესანახი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის მეტალის საშუალო ზომის ყუთი, არსებითი მნიშვნელობის იქნებოდა ბრალდებულ დუ----–--ნ მე--------–ის ხელიდან ანაწმენდების აღება. ბრალდების მხარეს სასამართლოს წინაშე არ წარმოუდგენია ექსპერტიზა, ბრალდებულისგან არ არის აღებული ხელის კვალი, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ბრალდებულ დუ----–--ნ მე--------–ის მიერ დანაშაულის საგანთან შემხებლობის ფაქტს.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მხოლოდ ნაქურდალი ნივთის ბრალდებულისთვის აღმოჩენა, ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მისი დამნაშავედ ცნობისთვის, თუ ბრალდების მხარე ვერ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს თუ რა გარემოებებში და ვინ დაეუფლა ნივთებს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ამდენად, მხოლოდ დანაშაულის საგნის ბრალდებულთან აღმოჩენით ვერ იქნება უტყუარად დადასტურებული ამ ნივთის სწორედ მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი. ამიტომ სხვა უტყუარი მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ ეს მოცემულობა არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ დუ----–--ნ მე--------–მა ჩაიდინა. მხოლოდ ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
5. სამართლებრივი შეფასება
სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დუ----–--ნ მე--------–ი ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დუ----–--ნ მე--------–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტებთ წარდგენილ ბრალდებაში.
2. გაუქმდეს დუ----–--ნ მე--------–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და დუ----–--ნ მე--------–ი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან;
3. დუ----–--ნ მე--------–ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი;
4. განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
4.1. პირადი ჩხრეკისას ამოღებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატის ყუთი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
4.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული პლასმასის მინის ფრაგმენტი, კუპიურების მიმღები, პლასტმასის მილი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში დაუბრუნდეს კანონიერ მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
4.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ორი ცალი ანაწმენდი, ორი ცალი ხელთათმანი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4.4. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ე.წ. ,,ბარგალკა“ და რკინის ძალაყინი, რომელიც ინახება საქართველოს შსს ქუ-----ის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებაში, როგორც დანაშაულის ჩადენის იარაღი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
4.5. დისკი, მასზე ჩაწერილი შპს ,,პ----------ს’’ ვიდეოკამერის ჩანაწერით, რაც თან ერთვის საქმეს დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ნანა ჯოხაძე