განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/329-18წ.
გამოძიების N041220118003
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
12 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გ-------- ტ---–---
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ------- ა----------ე
ბრალდებული - ი------ ო---–--ი
მამის სახელი: ი------
პირადი ნომერი: 6----------
დაბადების თარიღი: 29.04.1983წ.
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
განათლება: საშუალო
ნასამართლობა: მქონე
საცხოვრებელი ადგილი: ქუთაისი, ც. დ------ის ქ. # 59/9
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის და 236-ე მუხლის მეორე ნაწილითა და 236-ე მუხლის მესამე ნაწილით.
წარდგენილი ბრალდების არსი:
ბრალდებულ ი------ ო---–--ს, წარედგინა ბრალდება დანაშაულისათვის, რაც, გათვალისწინებულია სსკ-ის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით) - განზრახ მკვლელობის მცდელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, ყაჩაღობა - ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით. სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით).
სასამართლომ დაადგინა:
1. 2018 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 19:40 საათზე, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ი------ ო---–--ი ყაჩაღურად თავს დაესხა ქუთაისში, თ------–---–ის ქუჩის N115-ში განთავსებულ, სს ,,ს----------–--------ი“-ს ექსპრეს ფილიალს. შენობაში შესვლისთანავე ი------ ო---–--მა ყაჩაღობის ჩადენის გაადვილების მიზნით, დაწესებულებაში მყოფ მოქალაქე გ--- ს--–----ეს მოკვლის განზრახვით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება, რის შემდეგაც, სს ,,ს----------–--------ი“-ს ექსპრეს ფილიალის მოლარე ოპერატორ თ---------–--ს მიმართ სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხა - 1802 (ათასრვაასორი) ლარი, 5569 (ხუთიათასხუთასსამოცდაცხრა) დოლარი (14161.41 ლარი) და 1800 (ათასრვაასი) ევრო (5594.76 ლარი).
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 12 აპრილის განაჩენით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 8 ივლისის განაჩენით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ორჯერ ნასამართლევი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ი------ ო---–--ი 2018 წლის 22 იანვარს, დაახლოებით 19:40 საათზე, ყაჩაღურად თავს დაესხა ქუთაისში, თ------–---–ის ქუჩის N115-ში განთავსებულ, სს ,,ს----------–--------ი“-ს ექსპრეს ფილიალს, რა დროსაც, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დაწესებულებაში მყოფ მოქალაქე გ--- ს--–----ეს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანება. აღნიშნულის შემდეგ ი------ ო---–--მა სს ,,ს----------–--------ი“-ს ექსპრეს ფილიალის მოლარე ოპერატორ თ---------–--საგან, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გაიტაცა ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხა - 1802 (ათასრვაასორი) ლარი, 5569 (ხუთიათასსამოცდაცხრა) დოლარი (14161.41 ლარი) და 1800 (ათასრვაასი) ევრო (5594.76 ლარი).
3. 2018 წლის 22 იანვარს ი------ ო---–--ი, ქ. ქუთაისში თ------–---–ის ქუჩის N115-ში განთავსებულ, სს ,,ს----------–--------ი“-ს ექსპრეს ფილიალში მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა ცეცხლსასროლ იარაღს - გადაჭრილ სანადირო თოფს.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის სასამართლო განხილვის დროს, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ბრალდებულმა ი------ ო---–--მა თავი სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სადავოდ არ მიიჩნია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ნაწილი, სასამართლო, საქმეში არსებულ უდავოდ მიჩნეულ წერილობით მტკიცებულებებს და მოწმეთა ჩვენებებს ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებებად მიიჩნევს, რადგანაც, ისინი მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის დაცვით და მათი შინაარსი სრულად განსაზღვრავს ბრალდებულ ი------ ო---–--ის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნების დამთხვევას განსახილველი ქმედების ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან დაცვის მხარემ სადავოდ არ მიიჩნია მტკიცებულებათა ნაწილი, ისინი გამოკვლევის გარეშე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
2. იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რომელიც, სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, ასევე, მხარეთ მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებათა შეფასებით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა ი------ ო---–--მა ჩაიდინა, სსკ-ის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც ბრალდებულის მიერ გამოხატული იქნა წინასწარი განზრახვით აქტიური მოქმედებაში. ასევე, ბრალდებულმა ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამა ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული - ყაჩაღობა ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის, ასევე ბრალდებულმა ი------ ო---–--მა ჩაიდინა სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.
აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:
1. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე ,,სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას“, რაც, გულისხმობს ყველა მტკიცებულების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების საფუძველზე, ამ მტკიცებულებათა შემხებლობას დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
2. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა გ--- ს--–----ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 22 იანვარს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა ქ. ქუთაისში თ------–---–ის ქუჩაზე მდებარე ს----------–--------ის ფილიალში, სადაც გაჩერდა გარკვეული ხნით და იდგა ბანკის შესასვლელ კარებთან ახლოს. განმარტავს, რომ მას თავდამსხმელის ბანკში შესვლა არ დაუნახავს, მხოლოდ დააფიქსირა ბანკში მყოფი ხალხის სწრაფი მოძრაობა, მოულოდნელად, ნახევრად ღია კარში მყოფი მისთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა რაღაც გრძელი თოფისმაგვარი იარაღი, მას რაღაცას ეუბნებოდა, შეხედა თავდამსხმელს სახეზე და იგი მიამსგავსა „ბოშათა“ ჯგუფის წარმომადგენელს და გაუღიმა მას, რადგანაც იფიქრა რომ ეს უკანასკნელი ხელს აიღებდა იარაღიდან გასროლაზე, მაგრამ მან ესროლა მას ცეცხლსასროლი იარაღიდან მუცლის არეში და დაზარალებულის განმარტებით, იგი გადავარდა გვერდზე, ამ მომენტში თავდამსხმელი გაიქცა ოპერატორ თ---------–--საკენ, რა დროსაც, მან დაუძახა ოპერატორს არ გაეწია წინააღმდეგობა თავდამსხმელისთვის და შეესრულებინა მისი მოთხოვნა, ამ დროს სცადა ფეხზე წამოდგომა, მაგრამ ვერ შეძლო, დაინახა, რომ თავდამსხმელი იდგა ოპერატორთან და იარაღი მიტანილი ჰქონდა ამ უკანასკნელის სახესთან, მუქარით ეუბნებოდა ოპერატორს, გაეხსნა სალარო და მიეცა მისთვის ფული, დაინახა რომ თავდამსხმელი სალაროსთან იმყოფებოდა და რაღაცას აკეთებდა, ამ დროს ოპერატორი გავიდა გვერდზე და დატოვა დარბაზი. თავდამსხმელმა ჩამოიარა მის წინ, დახედა მას და უთხრა, “ღირსი ხარო“ და თან მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაგინა მას. განმარტავს, რომ თავდამსხმელი პიროვნება იყო ბრალდებული. განმარტავს, რომ სანამ ბრალდებული მას დაჭრიდა, მოითხოვა მისგან, რომ ძირს დაწოლილიყო, მიუთითებს, რომ როდესაც თავდამსხმელს თვალებში ჩახედა მიხვდა, რომ ეს უკანასკნელი ისროდა მისი მისამართით და ესროლა კიდეც. სროლის შედეგად დაიჭრა მუცლის არეში, რის გამოც მოკვეთეს ნაწლავის ნაწილი. დაზარალებულის განმარტებით, მან ნათლად დაინახა, რომ თავდამსხმელს თოფი მიმართული ჰქონდა მისი მუცლის მიმართულებით, როგორც ჩანს, იგი თავდამსხმელს აკარგვინებდა გარკვეულ წუთებს და ამიტომ ესროლა მას. ოპერატორმა თ---------–--მ, მისი გაფრთხილების შემდგომ მისცა თავდამსხმელს ფული, ხოლო თავდამსხმელს მის სახესთან ჰქონდა თოფი მიტანილი და ემუქრებოდა მას, ფულის მიცემის შემდგომ, ოპერატორმა კედელ-კედელ გასვლით დატოვა ოთახი და შევიდა სამზარეულოში. ნათლად დაინახა, რომ თვითონ თავდამსხმელი „საქმიანობდა“ სალაროში. მას პირადად მისი მიმართულებით გასროლამდე პოზიცია არ შეუცვლია, ნაბიჯი არ გადაუდგამს ბრალდებულისაკენ ისე ესროლა მას თავდამსხმელმა.
3. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა, ს----------–--------ის ფილიალის მორიგე ოპერატორმა თ---------–--მ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 22 იანვარს 15:00 საათიდან ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, იმყოფებოდა ბანკის ფილიალში და ემსახურებოდა ბანკის კლიენტებს. დაახლოებით 19:00 საათზე, ბანკის ფილიალში იმყოფებოდა დაცვის თანამშრომელი თ--------------------ე, მისი მეგობარი გ--- ს--–----ე, ხოლო ბანკის მენეჯერი უკვე წასული იყო სამსახურიდან. რა დროსაც, შემოესმა მისი ნაცნობის გ--- ს--–----ის ხმა, რომ არ შეშინებოდა და იქვე გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა. გასროლიდან რამდენიმე წამში მასთან მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება და ხმამაღლა დაუყვირა მიეცა მისთვის ფული, დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და თან ესროლა ლურჯი პარკი, ალბათ ფულის ჩასადებად, იმის გამო, რომ კასის გაღებას ჭირდებოდა კომპიუტერში მონაცემის შეტანა და გააღო სალარო თავდამსხმელი თვითონ მივიდა კასასთან, გამოაღო იგი და დაიწყო ფულის ამოღება, რა დროსაც, მისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თვითონ კი გავიდა მის უკან არსებულ სამზარეულო ოთახში. თავდამსხმელს შეხედა სახეზე, რადგანაც ამ უკანასკნელს სახე დაფარული არ ქონდა, დაიმახსოვრა მისი სახე და გამოძიების დროს ამოიცნო ეს უკანასკნელი ფოტოსურათით. განმარტა, რომ ბრალდებული არის სწორედ ის პიროვნება, რომელიც თავს დაესხა მას და ბანკის ფილიალიდან გაიტაცა ფულადი თანხა. განმარტავს, რომ თავდამსხმელი დაახლოებით 1-2 წამის განმავლობაში იყო მასთან, დაინახა, რომ მისი ნაცნობი გ--- ს--–----ე იატაკზე ეგდო და ყვიროდა. განმარტავს, რომ თავდამსხმელს მის მიმართ რაიმე სახის ძალადობა არ განუხორციელებია, კერძოდ როდესაც ფულად თანხას იღებდა სალაროდან მისთვის არანაირი ყურადღება არ მიუქცევია. მოწმე თეა ხვარაშიას განმარტებით, თავდასხმის შედეგად მას მიადგა მორალური ზიანი, რადგანაც ძალიან შეეშინდა და თავდამსხმელის მუქარა აღიქვა რეალურად, იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ფილიალში მყოფ მის ნაცნობს გ--- ს--–----ეს ესროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან. განმარტავს, რომ თავდასხმის შედეგად ბანკის ფილიალში აღმოჩნდა ფულადი თანხის დანაკლისი, ითხოვს ბრალდებულის კანონის შესაბამისად დასჯას.
4. ბანკის ფილიალის უსაფრთხოების თანამშრომელმა, მოწმის სახით დაკითხულმა თ--------------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდა ბანკის ფილიალში. დაახლეობით 19:00 საათზე ბანკში მივიდა მისი მეგობარი გ--- ს--–----ე და საუბრობდა მასთან. დაახლოებით 19:40 საათზე იგი გავიდა ბანკის ფილიალიდან გარეთ სიგარეტის მოსაწევად. გარეთ ყოფნის დროს მას ყრუდ მოესმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა, გასროლიდან რამოდენიმე წამში დაბრუნდა ფილიალთან და ბანკის ,,ვიტრაჟიდან“ დაინახა, რომ ბანკის შესასვლელთან შიგნითა მხარეს ძირს ეგდო გ--- ს--–----ე და სდიოდა სისხლი. იგი შევიდა შიგნით და დაჭრილს გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება. ცდილობდა სისხლის შეჩერებას. რამდენიმე წუთში მოვიდა როგორც პოლიცია, ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაც და დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში. განმარტავს, რომ შემთხვევამდე რამდენიმე წუთის წინ დაინახა პიროვნება, რომელმაც გადმოკვეთა ქუჩა და გაიარა ბანკის წინ. ამ უკანასკნელს მიაქცია ყურადღება, მაგრამ იგი ბანკთან არ გაჩერებულა. განმარტავს, რომ ბრალდებული არის ის პიროვნება, რომელსაც შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე მოძრაობდა ბანკის წინ, მას ნათლად ახსოვს ამ უკანასკნელის სახე, ასევე, ამოიცნო იგი გამოძიებაში, ბრალდებული ასევე ფოტოსურათის საშუალებით ამოიცნო ბანკის ფილიალის ოპერატორმა თ---------–--მაც.
5. მოწმე თ---------–--ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ მუშაობს ქ. ქუთაისში თ------–---–ის ქუჩაზე მდებარე ს----------–--------ის ფილიალში მენეჯერად. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 22 იანვარს, საღამოს საათებში, იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, დაუკავშირდნენ ფილიალის თანამშრომლები და აცნობეს მომხდარი ფაქტის შესახებ, ასევე, იმის თაობაზე, რომ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი იყო გ--- ს--–----ე. იგი მივიდა სამსახურში, სადაც პოლიციის თანამშრომლებისგან შეიტყო მომხდარი ფაქტის შესახებ. ფილიალში იმყოფებოდნენ როგორც პოლიციის თანამშრომლები, ასევე ექსპერტებიც, რომელთაც ჩაატარეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებული იქნა ბანკში მიმობნეული ფული, იქვე არსებული ქურთუკი, სალაროს უჯრიდან ფულადი თანხა, რომლებიც დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. გამომძიებლის მიერ გაფორმდა სათანადო ოქმი, რაზედაც სხვა დამსწრე პირებთან ერთად მოაწერა ხელი. ამ ფაქტიდან რამდენიმე დღის შემდეგ დაუკავშირდნენ პოლიციის თანამშრომლები და აცნობეს, რომ ბანკის ფილიალში უნდა მიეყვანათ ბრალდებული, რაზედაც მის მიერ გაცემული იქნა თანხმობა. ბრალდებული ბანკის ფილიალში მიიყვანეს დაახლოებით საღამოს 23:00 საათზე, მოხდა ფოტოსურათების გადაღება. თავად ბრალდებულმა აღწერა თუ როგორ განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა. მოწმის განმარტებით იგი უშუალოდ ყაჩაღური თავდასხმის ფაქტს არ შესწრებია.
6. მოწმის სახით დაკითხულმა მ-------–-–--–-–---–მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 22 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, კერძოდ, პოლიციის განყოფილებაში იყო მორიგე გამომძიებელი, რა დროსაც, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ს----------–--------ის ფილიალზე განხორციელებული იყო ყაჩაღური თავდასხმა, რაზედაც როგორც მორიგე გამომძიებელმა დაიწყო გამოძიება. ოპერატიულ ჯგუფთან ერთად დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, გამოკითხა მოწმეები, ბრალდებულს წარუდგინა ბრალი, ჩაატარა შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო ექსპერიმენტი. მის მიერ ამოღებული იქნა ნიმუშები, მაღაზია ,,დეილი“-დან გარეპერიმეტრის ამსახველი ჩანაწერები, რომელიც დალუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ცალ-ცალკე. დაზარალებულთან ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა, ამოიღო სამედიცინო დოკუმენტაცია, დანიშნა ექსპერტიზები. ასევე, მოწმის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო ბრალდებულ ი------ ო---–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკაში, რომელსაც მასთან ერთად ესწრებოდნენ პოლიციის თანამშრომლები და მოწვეული იქნა დამსწრე პირი ბრალდებულის მეზობელი ლ-----–-------ე. საცხოვრებელ ბინაში შევიდნენ ი------ ო---–--ისგან ამოღებული გასაღების მორგებით, ჩხრეკის დროს ერთ-ერთ ოთახში კერძოდ ,,ლოჯის“ ოთხში ლეიბის ქვემოდან ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი, რომელიც შეიფუთა დაილუქა და ხელმოწერილი იქნა დამსწრე პირების მიერ, მათ შორის ი------ ო---–--ის მიერაც. საცხოვრებელი ბინასთან ერთად, ასევე, გაჩხრეკილი იქნა სარდაფიც, საიდანაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა.
7. ანალოგიურად, აჩვენა მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ქუთაისის სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ი----------------მა და განმარტა, რომ 2018 წლის 26 იანვარს მონაწილეობას იღებდა ი------ ო---–--ის ბინის ჩხრეკაში გამომძიებლებთან ერთად, ბინის ჩხრეკას ესწრებოდა ი------ ო---–--ის მეზობელი, რომელთან ერთადაც შევიდნენ ბრალდებულის მიერ გადაცემული გასაღების გამოყენებით საცხოვრებელ ბინაში მდებარე დ------ის ქუჩა N49-ში. ჩხრეკის დროს, ერთ-ერთ ოთახში, კერძოდ, ,,ლოჯში“ საწოლი ლეიბის ქვემოდან ამოღებული იქნა გადაჭრილი თოფი, რომელიც დაილუქა და ხელმოწერილი იქნა დამსწრე პირების მიერ მათ შორის ი------ ო---–--ის მიერაც. საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ოქმს ადგენდა გამომძიებელი მამუკა წაქაძე.
8. მოწმის სახით დაკითხულმა სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელმა გ-----------–---–მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 22 იანვარს დაიწყო გამოძიება ს----------–--------ის ფილიალზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე. შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ამოღებული იქნა ბანკის ფილიალის ჩანაწერები. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა ორი ექსპერტი და ფილიალის მოლარე ოპერატორი, ოქმის შედგენილი იქნა მის მიერ. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული იქნა გამოძიებისთვის საჭირო საგნები და ნივთები, რომლებიც დაილუქა 17 პაკეტად. განმარტავს, რომ დაზარალებულის მიერ თავდამსხმელის აღწერის შემდგომ მიიღეს ინფორმაცია, რომ თავდასხმა განხორციელებული უნდა ჰქონოდა ი------ ო---–--ს, მოახდინეს ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც, დაზარალებულმა თავდამსხმელის ფიზიკური მონაცემების აღწერის საფუძველზე ამოიცნო თავდამსხმელი ი------ ო---–--ი.
9. შსს ქუთაისის საგამოძიებო სამსახურის მე-7 განყოფილების უფროსმა, მოწმის სახით დაკითხულმა კ---------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 22 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ქ.ქუთაისში თ------–---–ის ქუჩაზე მდებარე ს----------–--------ის ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა ჩადენილი უნდა ჰქონოდა ი------ ო---–--ს, რომელსაც იცნობდა მისი სამსახურეობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე. აღნიშნულის თაობაზე მოახსენა ხელმძღვანელობას შემდგომი რეაგირების მიზნით.
10. მოწმის სახით დაკითხულმა შსს ქუთაისის მთავარი სამმართველოს მე-4 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ------------–---მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 22 იანვარს მიიღო ინფორმაცია ს----------–--------ის ფილიალზე ყაჩაღურ თავდასხმის ფაქტზე, ასევე, 2018 წლის 25 იანვარს მიიღო ინფორმაცია, რომ იგი ჩადენილი უნდა ჰქონოდა ქ. ქუთაისში დ------ის ქუჩაზე მცხოვრებ ი------ ო---–--ს, რომელიც თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა ცეცხლსასროლ იარაღს.
11. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა თა-------------მ განმარტა რომ, შემთხვევის დღეს 2018 წლის 22 იანვარს, ღამის საათებში პირად საქმეზე შესული იყო ქალაქ ქუთაისში თ------–---–ის ქუჩაზე არსებული ,,ს----------–--------ის“ ფილიალის შენობაში და მოლარესთან ერთად საუბრობდა ფულად თანხაზე, რომელიც უნდა გამოეტანა ბანკიდან. რა დროსაც, მოულოდნელად ბანკის დარბაზში გაიგონა გასროლის ხმა და დაინახა, რომ ბანკში მყოფმა ერთ-ერთმა პიროვნებამ დაიძახა „ვაიმე დედაო“ და ძირს წაიქცა, მიხვდა, რომ ბანკზე ხორციელდებოდა თავდასხმა. ბანკში შესულმა პიროვნებამ, რომელსაც ხელში ეკავა გადაჭრილი თოფი ხმამაღლა დაიყვირა „დაწექით, თორემ გესვრითო!“ იგი მიიჭრა მოლარესთან და უყვიროდა ფული მომეციო, მოწმის განმარტებით, ამ დროს იგი კედელ-კედელ გამოვიდა ბანკიდან და იდგა ბანკის კარებთან, რა დროსაც, თავდამსხმელი გამოვიდა ბანკის ფილიალიდან და გაიქცა, რა დროსაც, ამ უკანასკნელს ესროლა ქვა და შებრუნდა ბანკის ფილიალში, სადაც დაინახა, რომ ბანკში ძირს იატაკზე იწვა პიროვნება, რომელსაც ეტყობოდა რომ დაჭრილი იყო, დაიყვირა, რომ გამოეძახათ სასწრაფო დახმარება. იქვე ბანკში მყოფმა პიროვნებამ უპასუხა, რომ უკვე გამოძახებული იყო, ბანკში მალე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომანქანაც, პოლიციის თანამშრომლების მიერ იგი გადაყვანილი იქნა ნიკეას ქუჩაზე არსებულ პოლიციის განყოფილებაში, სადაც გამოკითხეს. განმარტავს, რომ მას თავდამსხმელი სახეზე არ დაუნახავს, თავდამსხმელს ეცვა შავი ,,კაპიშონიანი“ ზედა და ხელში ეჭირა გადაჭრილი თოფი, გაიგონა, რომ თავდამსხმელი მოლარეს ეუბნებოდა „კასა გააღე, თორემ გესვრიო!“. ბანკში ამ დროს მარტო ერთი მოლარე მუშაობდა. განმარტავს, რომ თავდასხმა განხორციელდა 19 საათსა და 45 წუთზე, ან შესაძლებელია 40 წუთზე. ეს იქედან ახსოვს, რომ 20 საათისათვის შეხვედრა ჰქონდა შეთანხმებული ახლობელთან და ამის გამო ხშირად უყურებდა საათს. მოწმის განმარტებით, ბრალდებულმა გასროლა განახორციელა ბანკში შემოსასვლელი კარებიდან მარცხენა მხარეს და დაჭრა ბანკში მყოფი პიროვნება.
12. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა კახ---------------ემ განმარტა, რომ საკუთრებაში ჰყავს ავტომანქანა, რომელსაც ამუშავებს ,,ტაქსად“ და გადაჰყავს მგზავრები. შემთხვევის დღეს, 2018 წლის 22 იანვარს, ავტომანქანით იმყოფებოდა ქალაქის ტერიტორიაზე, საღამოს საათებში ავტომანქანა გააჩერა თ------–---–ის ქუჩაზე მდებარე ,,ს----------–--------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა გადაეხადა ფულადი თანხა ბანკში და გაემართა ბანკის შესასვლელისაკენ, რა დროსაც, გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღის გასროლის ხმა, ბანკიდან სწრაფად გამოვიდა ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც ყვიროდა „ყაჩაღობა არის და გაიქეცითო“. მოწმის განმარტებით, იგი გაჩერდა ბანკის შესასვლელ კარებთან, საიდანაც ბანკის შიგნით დაინახა, რომ ვიღაც ნიღბიანი პიროვნება თავზე ედგა ბანკის კუთხეში არსებულ სალაროსთან მჯდომ ხუჭუჭთმიან გოგოს და იქვე ბანკის შესასვლელ კარებთან ახლოს, ბანკის შიგნით ძირს იყო წაქცეული ვიღაც პიროვნება. ადასტურებს, რომ ნიღბიან პიროვნებას ხელში ეჭირა იარაღის მაგვარი საგანი. მას ბანკში ვიღაც პირი გადაეღობა, რომელსაც უთხრა „გაიწიე თორემ გესვრიო“. ეს ნიღბიანი პიროვნება სწრაფად გამოვიდა ბანკიდან და გაიქცა. ამ უკანასკნელს ბანკიდან გაქცევის დროს ფული ეყრებოდა ძირს. ადასტურებს, რომ იგი ბანკში არ შევიდა იმის გამო, რომ ხალხი გამორბოდა ბანკიდან, იდგა ბანკის შესასვლელ კარებთან, საიდანაც ხედავდა, თუ როგორ ადგა თავზე ნიღბიანი პიროვნება სალაროსთან მყოფ მოლარეს, თავდამსხმელს ეცვა ,,კაპიშონიანი“ თეთრი „ზედა“, ასევე ეცვა ჯინსის შარვალი, მოწმის განმარტებით მან მხოლოდ ერთი გასროლის ხმა გაიგონა.
13. მოწმე გ------------ემ განმარტა, რომ არის ,,ს----------–--------ის“ იმერეთის რეგიონის უსაფრთხოების ოფიცერი. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ბანკის უსაფრთხოების სამსახურში, რა დროსაც, შიდა მონიტორინგის სამსახურმა აცნობა, რომ თ------–---–ის ქუჩაზე მდებარე ს----------–--------ის ფილიალში მომხდარი იყო თავდასხმა და ერთი პიროვნება დავარდნილი იყო ძირს, როდესაც გავიდა შემთხვევის ადგილზე ნახა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია, სასწრაფო და იყო ერთი დაჭრილი პიროვნება, როგორც შემდგომ გაიგო ეს იყო დაზარალებული გ--- ს--–----ე, რომელსაც შემთხვევამდე არ იცნობდა. მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები და შემთხვევის ადგილი იყო შემოკავებული, ფული ეყარა ბანკის შესასვლელში და სალაროსთან. ბანკის მოლარემ დაადასტურა, რომ ფული იყო გატაცებული. საგამოძიებო მოქმედების დროს ამოღებული იქნა ფული, რომლის ამოღებაზეც თანხმობა განაცხადა ბანკის მენეჯერმა, რაზედაც შედგა სათანადო ოქმი და მოაწერეს ხელი. შემთხვევის ადგილზე მყოფმა თეა ხვარაშიამ თქვა, რომ მისთვის უცნობ პიროვნებას იარაღი დაუდევს თავზე, გაუწოდებია ცელოფანი და უთქვამს ფული მომეციო. მოწმის განმარტებით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ამოღებულ იქნა ვიდეო ჩანაწერის დისკები და გადაეცა გამომძიებელს. ამ თავდასხმით თუ რა ზიანი მიადგა მათ კომპანიას არ ახსოვს.
14. მოწმე ლ----------------მ განმარტა, რომ მუშაობს რეფერალური ჰოსპიტალის ქირურგად. შემთხვევის დღეს იყო მორიგე, რა დროსაც, გამოიძახეს მიმღებში, პაციენტის სანახავად, რომლისთვისაც დაუდგენელ პირს მიუყენებია ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება, გაუკეთა სასწრაფო ოპერაცია, დაუმუშავა შემავალი ჭრილობა, რომელიც მიეკუთვნებოდა მძიმე ხარისხის დაზიანებას, გრძელდებოდა სისხლდენა, პაციენტის ორგანოებიდან ამოღებულ იქნა საფანტი, მუცლიდან ამოღებული იქნა უცხო სხეული, რომელიც რჩება ცეცხლსასროლი იარაღის დაზიანების შედეგად, ამოღებული ნივთები გადაეცა გამომძიებელს, რომელმაც შეადგინა სათანადო ოქმი, რომლის სისწორეც დამსწრე პირებთან ერთად დაადასტურა ხელის მოწერით, განმარტავს, რომ პაციენტს შეეძლო კითხვებზე პასუხის გაცემა, ამ უკანასკნელს ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება მიყენებული ჰქონდა მუცლის არეში.
15. მოწმე ს---–---------------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2018 წლის 25 იანვარს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ი------ ო---–--ს ჩადენილი უნდა ჰქონოდა თავდასხმა ს----------–--------ის ფილიალზე და თავისთან უნდა ინახავდეს ცეცხლსასროლ იარაღს და ს----------–--------იდან წაღებულ ფულად თანხას, რაზედაც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას. განმარტავს, როგორც უბნის ინსპექტორი იცნობს ბრალდებულ ი------ ო---–--ს. სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
16. მოწმე სპარტაკ ხვადაგიანმა დაადასტურა, რომ მუშაობს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად, მიიღო ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ი------ ო---–--ი, რომელსაც ჩადენილი უნდა ჰქონოდა თავდასხმა, იმყოფებოდა ქალაქ თბილისში და გატაცებული თანხა უნდა ჰქონოდა საცხოვრებელ ბინაში შენახული, აღნიშნულზე მოახსენა სამმართველოს ხელმძღვანელობას, რომელთაც მოახდინეს სათანადო რეაგირება.
17. მოწმის სახით დაკითხულმა, შსს ქუთაისის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების გამომძიებელმა ლ-–---–-------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2018 წლის 22 იანვარს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც, მიღებული იქნა შეტყობინება, რომ თ------–---–ის ქუჩაზე მდებარე ,,ს----------–--------ის“ ფილიალზე განხორციელდა თავდასხმა და დაიჭრა მოქალაქე. იგი როგორც გამომძიებელი თანამშრომლებთან, ექსპერტ-კრიმინალისტებთან და ასევე, გამომძიებელ გ-----------–---–თან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე და უშუალოდ მონაწილეობდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს უშუალოდ ადგენდა გამომძიებელი გ-----------–---–ი, რა დროსაც, ოქმში აღწერილი იქნა ყველა ფაქტობრივი გარემოებები, ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილზე არსებული გამოძიებისთვის საჭირო ნივთები და საგები, რომლების ცალ-ცალკე მოთავსდა და დაილუქა 17 პაკეტად. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე იყო ქურთუკი, მუყაოს კოლოფი წვენით, იატაკზე ეყარა ფულადი თანხა, ასევე შემთხვევის ადგილზე ამოღებული იქნა ხელის კვალიც, რომელიც დაილუქა კანონის დადგენილი წესის შესაბამისად. დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთების პაკეტები ხელმოწერილი იქნა დამსწრე პირების მიერ. ასევე, მიღებული იქნა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ბანკის ფილიალზე თავდასხმა ჩადენილი უნდა ჰქონოდა ი------ ო---–--ს. სასამართლოდან აღებული იქნა განჩინება მისი დაკავების შესახებ და გადაწყდა პოლიციის თანამშრომლებთან ერთად უნდა ჩასულიყვნენ ქ. თბილისში, რადგანაც მიღებული ინფორმაციის თანახმად, ი------ ო---–--ი იმყოფებოდა ქ. თბილისში ცემის ქუჩაზე თავის საცხოვრებელ სახლში და თან უნდა ჰქონოდა გატაცებული თანხაც. მისი დაკავების ღონისძიება ჩატარებული იქნა ქ. თბილისში ცემის ქუჩაზე სპეცრაზმის თანამშრომლების თანხლებით. ი------ ო---–--ი დაკავებული იქნა ცემის ქუჩაზე არსებულ მესამე სართულზე განთავსებულ ბინაში, სადაც მოხდა მისი პიროვნების დადგენა, გაეცნო განჩინებას მისი დაკავების შესახებ და განემარტა უფლებები, მათ შორის ადვოკატის აყვანის უფლება, ადვოკატის აყვანაზე ი------ ო---–--მა უარი განაცხადა და ხელმოწერით დაადასტურა დაკავების ოქმი. ჩხრეკის შედეგად მისგან ამოღებული იქნა შარვლის უკანა ჯიბიდან საფულე მასში მოთავსებული ფულადი თანხით ოთხი ათასი აშშ დოლარი - ას დოლარიანი კუპიურებით, ორი ცალი ას ლარიანი კუპიურა, ორი ცალი ხუთ ლარიანი და ათას ოთხასი ევრო, ასევე, პირადობის მოწმობა გასაღებები, ამოღებული ნივთები დაილუქა ი------ ო---–--ის თანდასწრებით და ხელმოწერილი იქნა ამ უკანასკნელის მიერ. ამის შემდგომ თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა ქ.თბილისში წერეთლის ქუჩაზე მდებარე ბინაში, რომელიც გაღებული იქნა ი------ ო---–--ის მიერ მის ხელთ არსებული გასაღებით. ამ საგამოძიებო მოქმედებების დროს მასთან ერთდ იმყოფებოდა გამომძიებელი ლ-–-----------ე და ასევე იყვნენ ქ.თბილისის პოლიციის თანამშრომლები. ჩხრეკის შედეგად წერეთლის ქუჩაზე მდებარე ბინაში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი აღმოჩენილია არ ყოფილა. განმარტავს, რომ ქ. თბილისიდან ი------ ო---–--ი გადმოყვანილი იქნა ქუთაისში და სისხლის სამართლის საქმის განხილვა გაგრძელდა სხვა გამომძიებლის მიერ. განმარტავს, რომ მონაწილეობა მიიღო პოლიციის თანამშრომლებთან და ექსპერტთან ერთად ი------ ო---–--ის ნერწყვის ნიმუშის აღებაში, დაქტილოფირზე მისი ხელის ანაბეჭდის აღებაში, შეადგინა დაზარალებულად ცნობის დადგენილებები. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე დათვალიერების ოქმს ადგენდა გ-----------–---–ი ხოლო უშუალოდ მის მიერ შედგენილი იქნა ი------ ო---–--ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, დაკავების დროს ი------ ო---–--ს წინააღმდეგობ არ გაუწევია.
18. ანალოგიურად აჩვენა, მოწმის სახით დაკითხულმა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ლ-–-----------ემ და დაადასტურა, რომ გამომძიებელ ლ-–----–-------ესთან და პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას იღებდა 2018 წლის 24 იანვარს ქ.თბილისში ი------ ო---–--ის დაკავებაში, რა დროსაც, ამ უკანასკნელს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, დაადასტურა, რომ ი------ ო---–--ისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შედგენილი იქნა გამომძიებელ ლ-–---–-------ის მიერ, ასევე, მონაწილეობას იღებდა წერეთლის ქუჩაზე მდებარე ბინის ჩხრეკაში, რა დროსაც, რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი აღმოჩენილი არ ყოფილა. დაკავებისას და პირადი ჩხრეკისას ბრალდებული ი------ ო---–--ი აღიარებდა და ინანიებდა მის მეირ ჩადენილ ქმედებას და ამბობდა, რომ სროლის განხორციელება არ სურდა.
19. მოწმის სახით დაკითხულმა, პოლიციის სამმართველოს მეოთხე განყოფილების გამომძიებელმა ბ--------–----მ დაადასტურა, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ ჩატარებული იქნა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, გამოკითხული იყვნენ მოწმეები, მის მიერ გამოტანილ იქნა დადგენილება პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ და გამოკითხული იქნა დაზარალებული, ამოღებული და დალუქულ იქნა დაზარალებულის ტანსაცმელი, გამოკითხა რეფერალური საავადმყოფოს ქირურგი, რომელმაც განუმარტა, რომ დაზარალებულზე მიყენებული ჭრილობა წარმოადგენდა სიცოცხლისათვის საშიშ დაზიანებას, მის მიერ ამოღებული და დალუქულ იქნა დაზარალებულის სხეულიდან ამოღებული რკინის ფრაგმენტი და თეძოს ძვლის ნატეხები, გამოკითხა ოპერატიული ინფორმაციის მომპოვებელი პირი, პოლიციის თანამშრომელი. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ამოღებული იქნა ვიდეოჩანაწერები და დაკითხა ბრალდებული, რომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზეც გაარკვია, რომ ტანსაცმელი, რომელიც ეცვა ამ უკანასკნელს შემთხვევის მომენტში ინახავდა ქალაქ თბილისში, რის გამოც, საგამოძიებო ექსპერიმენტის საფუძველზე, პოლიციის თანამშრომლებთან ერთად ბრალდებული გადაყვანილი იქნა ქალაქ თბილისში, სადაც ამ უკანასკნელმა მიუთითა ის ადგილი, სადაც ტანსაცმელო ჰქონდა შენახული, კერძოდ, რკინიგზის ხიდის ქვეშ, საიდანაც ამოღებული ტანსაცმელი დაილუქა კანონის შესაბამისად, რასაც ხელი მოაწერეს დამსწრე პირებმა, მათ შორის ბრალდებულმაც, ამის შემდგომ საღამოს საათებში ჩამოვიდნენ ქალაქ ქუთაისში და ბრალდებულის მითითებით მივიდნენ თ------–---–ის ქუჩაზე არსებულ ს----------–--------ის ფილიალში, სადაც ბრალდებულმა განმარტა, რომ ამ ფილიალში განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა და მიუთითა ის ადგილი, საიდანაც განახორციელა გასროლა და მიიყვანა იმ სალაროსთან, საიდანაც მოახდინა ფულადი თანხის გატაცება. საგამოძიებო ექსპერიმენტში, ასევე, მონაწილეობას იღებდნენ ექსპერტები.
20. ანალოგიურად განმარტა, მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა დ---------–--–---მ და დაადასტურა, რომ 2018 წლის 25 იანვარს პოლიციის თანამშრომლებთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც დაიწყო დაახლოებით დღის 12 საათზე, საგამოძიებო იზოლატორიდან გამოყვანილ იქნა ბრალდებული ი------ ო---–--ი და მასთან ერთად, ამ უკანასკნელის მითითებით, გაემგზავრნენ ქალაქ თბილისში, რათა ამოეღოთ ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა ამ უკანასკნელს თავდასხმის დროს. საქმის გამომძიებელი დაუკავშირდა ქალაქ თბილისში კრიმინალურ სამსახურს, რომლის თანამშრომლებიც, ასევე ჩაერთვნენ საგამოძიებო ექსპერიმენტში, ბრალდებულმა ისინი მიიყვანა რკინიგზის ხიდის ქვეშ, სადაც ამ უკანასკნელის მიერ ამოღებული იქნა ტყავის ქურთუკი და ფეხსაცმელი, რომლებიც დალუქული და ხელმოწერილი იქნა დამსწრე პირების მიერ, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. ამის შემდგომ საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა ქალაქ ქუთაისში, იქნებოდა დაახლოებით 23 საათი, როდესაც ბრალდებულის მითითებით მივიდნენ თ------–---–ის ქუჩაზე არსებული ს----------–--------ის ფილიალში, სადაც მათ დახვდათ ფილიალის მენეჯერი, რომლის თანხმობის საფუძველზედაც განხორციელდა საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, ბრალდებულმა მიუთითა მათ იმ ადგილზე, სადაც იდგა და დაჭრა ბანკში მყოფი მამაკაცი, ასევე მიუთითა იმ სალაროზე, საიდანაც გაიტაცა ფულადი თანხა, ბრალდებული თავად მიუთითებდა მათ აღნიშნულზე. ბრალდებულმა უთხრა მათ, რომ ყაჩაღობა მის მიერ იქნა ჩადენილი, ასევე, ქალაქ თბილისში ყოფნის დროს მიუთითა იმ ადგილზე, სადაც შენახული ჰქონდა ტანსაცმელი, რომელიც მას ეცვა თავდასხმის დროს, ხოლო ქალაქ ქუთაისში ბანკში ყოფნის დროს შესასვლელთან მიუთითა იმ ადგილზე, სადაც იდგა პიროვნება, რომლის მიმართულებითაც მოახდინა გასროლა და დაჭრა იგი, ასევე, იქვე მიუთითა სალაროზე, საიდანაც გაიტაცა ფულადი თანხა.
21. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობის ფაქტი, ასევე, დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა გ--- ბ-----ემ და განმარტა, რომ ქალაქ თბილისში განხორციელებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ გამომძიებელი ბ--------–---- და დ---------–--–---, რა დროსაც, ბრალდებულმა ხიდის ქვეშ, სადაც ლიანდაგები გადის, მიუთითა იმ ადგილზე, სადაც შენახული ჰქონდა ტყავის ქურთუკი და ფეხსაცმელები, ეს ტანსაცმელი იყო შეხვეულ მდგომარეობაში, ბეტონის კედლის გამონგრეულ ნაწილში და იქვე განაცხადა, რომ სწორედ ეს ტანსაცმელი ეცვა მას დანაშაულის ჩადენის დროს, ექსპერტების მიერ მოხდა აღნიშნული ადგილის დასურათება, ამოღებული და დალუქული იქნა ტანსაცმელი კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ამის შემდგომ საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა ქალაქ ქუთაისში, ,,ს----------–--------ის“ ფილიალში, რა დროსაც, ბრალდებულმა ბანკში ყოფნის დროს მიუთითა კონკრეტულად იმ ადგილზე, საიდანაც მოახდინა გასროლა და დაჭრა პიროვნება, ასევე, მიუთითა იმ ადგილზე, საიდანაც აიღო თანხა, კერძოდ, სალაროზე. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებული იქნა მშვიდ გარემოში და რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ქონია.
22. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს მეოთხე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა მამუკა წაქაძემ მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2018 წლის 26 იანვარს პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობას იღებდა ბრალდებულ ი------ ო---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, ბრალდებული ი------ ო---–--ი გამოყვანილ იქნა საგამოძიებო იზოლატორიდან და მასთან ერთად მივიდნენ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, საცხოვრებელ სახლში შევიდნენ ბრალდებულის მეზობელთან ერთად. საცხოვრებელ სახლში ჩხრეკის დროს, მის მიერ ლოჯში განთავსებული საძინებელი ოთახიდან, საწოლის ლეიბის ქვეშიდან ამოღებული იქნა გადაჭრილი სანადირო თოფი, რომლის შიგნითაც მოთავსებული იყო ერთი ცალი მომწვანო ფერის ვაზნა, ამოღებული სანადირო თოფი დაილუქა და კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და ხელმოწერილი იქნა დამსწრე პირების მიერ, ბრალდებულმაც ხელი მოაწერა ჩხრეკის ოქმზე. ბრალდებულის მხრიდან ჩხრეკის მიმდინარეობის დროს რაიმე სახის წინააღმდეგობას ადგილი არ ჰქონია.
23. ანალოგიურად განმარტა, მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის გამომძიებელმა მ-----------–------მა და დაადასტურა, რომ ქალაქ ქუთაისში, დ------ის ქუჩაზე, პოლიციის თანამშრომლებთან, ბრალდებულთან და მის მეზობლად მცხოვრებ ქალბატონთან ერთად, 2018 წლის 26 იანვარს, დილის საათებში მონაწილეობდა ბრალდებულ ი------ ო---–--ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, ჩხრეკის ოქმს ავსებდა გამომძიებელი მ-------–-–--–-–---–ი, რომელმაც თავისი უფლებები განუმარტა ბრალდებულს, სწორედ ამ უკანასკნელის მითითებით იყვნენ გასულები აღნიშნულ ადგილზე. ჩხრეკის მიმდინარეობის დროს, ჩხრეკაში მონაწილე პირის, პოლიციის თანამშრომლის მამუკა წაქაძის მიერ საცხოვრებელი სახლის ლოჯში არსებული საწოლის ლეიბის ქვემოდან ამოღებული იქნა გადაჭრილი თოფი მასში მოთავსებული ვაზნით. ამოღებული გადაჭრილი თოფი და ვაზნა დაილუქა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად და იგი ხელმოწერილი იქნა დამსწრე პირების მიერ. მოწმის განმარტებით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში.
24. მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის სამმართველოს მეოთხე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა ლ------–----მ საქმის სასამართლო განხილვის დროს განმარტა, რომ მონაწილეობას იღებდა ბრალდებულ ი------ ო---–--ის მიმართ არსებულ სისხლის სამართლის გამოძიებაში და მის მიერ საქმეზე გამოკითხული იქნენ მოწმეები, მოპოვებული იქნა ბრალდებულის ნასამართლეობის ცნობა, დაზარალებულად სცნო ს----------–--------ის წარმომადგენელი, ექსპერტებთან ერთად აღებული იქნა ნიმუშები და ს----------–--------ში არსებული ვიდეო ჩანაწერი, რომლის დათვალიერების შედეგად ჩანდა, რომ პიროვნება შედიოდა ბანკში, რომელსაც ხელში ეჭირა გადაჭრილი თოფი ახდენდა გასროლას, მიდიოდა სალაროსთან და შემდგომ გარბოდა ბანკის ფილიალიდან, მოწმის განმარტებით, მას სხვა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
25. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ფაქტი ასევე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ვ-–---------–------მა და მიუთითა, რომ მის მიერ მოწმის სახით გამოკითხულ იქნენ ,,ს----------–--------ის“ ფილიალის თანამშრომლები.
26. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა შ--–------------ემ, საქმის სასამრთლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ მის მეწყვილესთან ექსპერტ ო-–---------ესთან ერთად მონაწილეობდა 2018 წლის 22 იანვარს ქ. ქუთაისში თ------–---–ის ქუჩაზე მდებარე ,,ს----------–--------ის“ ფილიალში განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე ჩატარებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობას იღებდა გამომძიებელი და პოლიციის თანამშრომელები. განმარტავს, რომ კანონის დადგენილი წესის შესაბამისად, შემთხვევის ადგილიდან გამომძიებლის მითითებით ამოღებული და დალუქული იქნა გამოძიებისათვის საინტერესო საგნები და ნივთები. ასევე, ფილიალის შესასვლელი კარის სახელურიდან მათ მიერ ამოღებული იქნა ხელის სამი კვალი. ასევე, ადასტურებს, რომ მის მეწყვილესთან ექსპერტ ო-–---------ესთან ერთდ, მონაწილეობდა 2018 წლის 25 იანვარს ბრალდებულთან ერთად ჩვენების ადგილზე შემოწმებაში, რომელიც განხორციელდა ს----------–--------ის ტერიტორიაზე. სადაც ბრალდებულმა დამსწრე პირების თანდასწრებით მიუთითა ის ადგილი, სადაც განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა და ფულადი თანხის გატაცება. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მოხდა ფოტოგადაღება, რომელიც მის მიერ იქნა ჩატარებული, ასევე, ბანკის ფილიალის შიდა ტერიტორიიდან ამოღებული და დალუქული იქნა ძირს მიმობნეული ფულადი თანხა.
27. ანალოგიურად დაადასტურა, მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა ო-–---------ემ და განმარტა, რომ მონაწილეობას იღებდა 2018 წლის 22 იანვარს განხორციელებულ შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მის მეწყვილესთან შ--–------------ესთან ერთად, როგორც ექსპერტი. ასევე, მონაწილეობას იღებდა 2018 წლის 25 იანვარს ბრალდებულთან და პოლიციის თანამშრომელთან ერთდ ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში ს----------–--------ის ფილიალში.
28. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: გ--------------მ, ზ---------------ემ და მ----------–--ემ დაადასტურეს ბრალდებულისგან ნიმუშების აღების ფაქტი. მოწმეთა განმარტებით, ამოღებული ნიმუში დალუქული იქნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, რაც, ასევე, დადასტურებული იქნა ოქმზე ხელის მოწერით.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი აღწერა;
1. სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს, ხოლო მტკიცებულებათა უტყუარობა დამოკიდებულია მათი სანდოობის მაღალი ხარისხით არსებობის შემთხვევაში.
2. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის ”დ” ქვეპუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, პირს რომელსაც ბრალი ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში, უფლება აქვს სასამართლოში დაკითხოს ან დააკითხინოს ბრალდების მოწმეები, გამოიძახოს და დააკითხინოს დაცვის მოწმეები, ბრალდების მოწმეთა თანაბარ პირობებში.
3. დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნებისმიერი ფაქტის თუ გარემოების არსებობა ან არარსებობა ლოგიკურად უნდა მომდინარეობდეს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, ამდენად, რელევანტურია ნებისმიერი მტკიცებულება, რომელიც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტის, გარემოების ან ვარაუდის დამტკიცებას ან მის უარყოფას ახდენს.
4. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულება რელევანტურია, იგი შესაძლებელია სასამართლოს მიერ არ იქნეს გაზიარებული თუ იგი არსებითად ეწინააღმდეგება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
5. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ი------ ო---–--მა წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ ყველა მტკიცებულება, რომელიც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ იქნა მოპოვებული სრულად ასახავს მის მიერ განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედების შინაარსს, მთლიანად დაეთანხმა მოწმეთა ჩვენებებში და წერილობით მტკიცებულებებში გადმოცემულ ფაქტობრივ გარემოებებს, გულწრფელად მოინანია მის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება და სასამართლოს წინაშე განმარტა, რომ სრულად აცნობიერებს ქმედების საზოგადოებისათვის საშიშ ხასიათს, აღიარებს და ინანიებს მას და ითხოვა სასჯელის შემსუბუქება, იმ მოტივით, რომ პატიმრობაში ყოფნის პერიოდში სრულად გააცნობიერა ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა და განმარტა, რომ მომავალში არასოდეს არ ჩაიდენს კანონსაწინააღმდეგო ქმედებას.
6. სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებისა და ბრალდებულ ი------ ო---–--ის აღიარების შემდგომ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია ბრალდებულ ი------ ო---–--ის მიერ მის მიმართ წარდგენილი ბრალდებით განხორციელებული ქმედების ჩადენის ფაქტი, რადგანაც ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია ამ უკანასკნელის აღიარებით ჩვენებაში მითითებული გარემოებები შეფასდეს სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რადგანაც მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მტკიცებულებათა საკმარისობის გათვალისწინებით, არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, რის გამოც, სასამართლო ერთობლიობაში აფასებს სასამართლო განხილვით დადგენილ ყველა ფაქტობრივ გარემოებებს და მათი ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შემდგომ მიდის იმ დასკვნამდე, რომ საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული და დადგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებებში ახსნილ ფაქტობრივ გარემოებებს.
მტკიცებულებები რომლებიც ადასტურებენ წარდგენილ ბრალდებას:
1. საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.
2. სსსკ-ის 125-ე მუხლის თანახმად, დათვალიერების დაწყებამდე, უნდა არსებობდეს ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც კონკრეტულ ადგილზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დანაშაულის კვალის არსებობის დასაბუთებულ ვარაუდს შექმნის და შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედება როგორიცაა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
3. საქმეში არსებული იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქ. ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილებაში შესული N168577 შეტყობინების თანახმად, ,,ქ. ქუთაისში, თ------–---–ის ქ. N115-ში, ,,საქართველოს ექსპრეს ბანკის“ ფილიალში სავარაუდოდ გადაჭრილი თოფით (აბრეზით) შეიარაღებულმა პირმა მოახდინა გასროლა, დაჭრა ერთი მოქალაქე 33 წლის გ--- ს--–----ე, სალაროდან გაიტაცა ფულადი თანხა და მიიმალა, დაჭრილი მოქალაქე მძიმე მდგომარეობით გადაყვანილია საავადმყოფოში“.
4. ასეთი სახის ინფორმაციის არსებობის გამო, შემთხვევის ადგილის დათვალიერება იყო დროული და კანონიერი, რადგანაც, საგამოძიებო მოქმედების დაყოვნებას შესაძლოა მოჰყოლოდა დანაშაულის კვლების განადგურება, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები რელევანტურია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან.
5. სსსკ-ის 111-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წინ საგამოძიებო მოქმედებების მონაწილეებს განემარტებათ მათი უფლება-მოვალეობები ასეთი განმარტების გარეშე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მტკიცებულებათა მოპოვება, ითვლება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო არსებით დარღვევად მიიჩნევს. ამის საფუძველი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არ არსებობს, რადგანაც დათვალიერების ოქმის შინაარსის შესწავლით, ასევე სასამართლოში დათვალიერებაში მონაწილე პირების პოლიციის თანამშრომლების და ექსპერტ-კრიმინალისტების ჩვენებებით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედების დათვალიერების დაწყებამდე მასში მონაწილე პირებს განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები.
6. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ თანამესაკუთრის, თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია რომ საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელმა პირმა გაარკვიოს პირის პოზიცია საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისა და ნივთის გადაცემასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ თანხმობის შემთხვევაში თანამფლობელმა თანხმობა უნდა განაცხადოს როგორც დათვალიერებაზე, ასევე, მტკიცებულების ამოღებაზე, მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული დათვალიერების ოქმის შესაბამისად, სს ,,ს----------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის მენეჯერმა თ---------–--ემ წერილობითი თანხმობა განაცხადა დათვალიერების ჩატარების თაობაზე, რის გამოც, გამომძიებლის მიერ ექსპერტ-კრიმილისტების თანდასწრებით ჩატარდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.
7. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 111-ე მუხლის მეექვსე ნაწილის მოთხოვნის შესაბამისად, ,,საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებული იქნეს დანაშაულის კვალისა და ნივთიერ მტკიცებულებათა, აღმოჩენის, ფიქსაციისა და ამოღების მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებები და მეთოდები’’ რაც, გულისხმობს საგამოძიებო მოქმედებაში ექსპერტების მონაწილეობას, რადგანაც, მეცნიერულ-ტექნიკური საშუალებათა დახმარებით აღმოჩენილი იქნეს დანაშაულის კვალი და ნივთიერი მტკიცებულებები, რომელთა გამოვლენა და გამოკვლევაც სპეციალურ ცოდნას მოითხოვს.
8. სსსკ-ის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილი იქნა მისი კვალი.
9. საქმეში არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები, დათვალიერება მიმდინარეობდა ღამით, მშრალ ამინდში, ხელოვნური განათების პირობებში, ჩატარდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება, უშუალოდ შემთხვევის ადგილს წარმოადგენდა ქ. ქუთაისში, თ------–---–ის ქ. #115-ში მდებარე სს ,,ს----------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის შენობას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ს/ს „ს----------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის N212 სერვისცენტრის მენეჯერის თ----------–--ის, ამავე ფილიალის მოლარე ოპერატორის თ---------–--, რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერის გ-------------ის, ექსპერტების ო-–---------ის, შ--–------------ის, ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის ლ-–----–-------ის მონაწლეობით დათვალიერებული იქნა ქ.ქუთაისში, თ------–---–ის N115 განთავსებული ს/ს „ს----------–----------ს“ ექსპრესფილიალის, N212 სერვისცენტრის შენობა. აღნიშნული შენობა განთავსებულია ქ.ქუთაისში თ------–---–ის ქ. N115-ში, ე.წ. „ბაკისუბნის“ დასახლების მიმართულებით, თ------–---–ის ქუჩის ცენტრალური სამანქანო გზის მარცხენა მხარეზე. ექსპრესფილიალის შენობას მარჯვენა მხარეზე ესაზღვრება საცხობი, რომელსაც წინ და გვერდით მხარეზე მიმაგრებული აქვს ლურჯი ფერის ე.წ. „ქოლგები“ წარწერით “fast food” და “pepsi”. შენობას მარცხენა მხრიდან ესაზღვრება სავაჭრო ცენტრ „ბრენდ +“-ის ობიექტები. ექსპრესფილიალის შენობას წინა და მარცხენა მხარეზე აქვს მინის ვიტრაჟები. შენობის წინა მხარეს განთავსებულია მინის ორფრთიანი კარები, რომლითაც შევდივართ ექსპრესფილიალის შენობაში. N 212-ე სერვისცენტრის ფასადზე ზედა ნაწილში მიმაგრებულია ქართულ და ინგლისურ წარწერებიანი სარეკლამო აბრა „ექსპრეს ბანკი“. თავად მინის კარებზე, მარცხენა ფრთაზე მიმაგრებულია მცირე ზომის აბრა წარწერით „სამუშაო საათები“, მითითებულია კვირის დღეები და მცირე განმარტება სამუშაო საათების შესახებ. შესასვლელი კარების მარჯვენა მხარეს განთავსებულია სპეციალური აპარატი ბარათებისათვის. შენობის შესასვლელი მხარის ფასადზე ორივე მხარეზე დამაგრებულია სამეთვალყურეო კამერები, რომლებიც მიმართულია შესასვლელი კარებისა და წინამდებარე ტერიტორიისაკენ. ექსპრესფილიალის წინ ოდნავ შემაღლებულ ბაქანზე დაგებულია ქვის ფილაქანი, შესასვლელი კარების მარცხენა მხარეს მინის ვიტრინის საყრდენ კედელზე დევს ხილის წვენის მუყაოს შეფუთვა გაუხსნელ მდგომარეობაში, რუსულენოვანი წარწერით „სადაჩოკ“ თავისივე პლასმასის საწრუპავით. აღნიშნული შეფუთვა პლასმასის საწრუპავით ამოღებული იქნა და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD856639, 01 პაკეტად პეკატი N 1. ექსპრესფილიალის შესასვლელი კარების მარჯვენა მხარეს, ასევე ვიტრინის საყრდენი კედლის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი ენერგეტიკული სასმელი „boom“ თუნუქის ქილა 330 მლ.ლიტრის ტევადობის, ცარიელ მდგომარეობაში, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD855819, 01 პაკეტად პეკატი N 2. ექსპრესფილიალის შენობაში შევდივართ მინის ორფრთიანი კარებით. შენობის შიდა ნაწილი, რომლის იატაკის ნაწილზე დატანილია ყვითელი და ნარინჯისფერი ხაზები, გაყოფილია ორ-ორად ორი მეტრი სიგრძის მასიური კედლით, რომლის კუთხეში შესასვლელის მხარეზე ჭერზე დამაგრებულია სამეთვალყურეო კამერა, შუა ნაწილში განთავსებულია სარეკლამო ჯიბე ბუკლეტებით და მის გაგრძელებაზე მინის მოძრავი სამფრთიანი კარები. შენობის მარცხენა ნაწილში განთავსებულია „ექსპრესბანკის“ ორი ჩასარიცხი აპარატი წარწერით „EXPRESS BANK“. აპარატების თავზე, აპარატების უკან განთავსებულ კედელზე გაკეთებულია ქართულენოვანი წარწერები „კომუნალური გადასახადი“, „ანგარიშზე თანხის შეტანა“. აღნიშნული აპარატების მარცხენა მხარეზე განთავსებულია ბანკომატი თავზე წარწერით „თანხის განაღდება“, „გზავნილის მიწოდება“, „სესხის მიღება“. ბანკომატიდან მარცხნივ კუთხეში განთავსებულია სარეკლამო დაფა, რომელშიც მოთავსებულია ექსპრესბანკის სარეკლამო ბუკლეტები. მარცხენა მხარეზე ზედანწილში კედელზე დატანილია წარწერა „ექსპრეს ბანკი“ „მარტივი“. ექსპრეფილიალის შესასვლელი კარებიდან მარცხენა მხარეზე მინის ვიტრინასთან ახლოს იატაკზე დევს თბილი მოკლე ,,კაპიშონიანი“ ქურთუკი, ელვაშესაკრავით, მოლურჯო და მოყავისფრო ფერის ჩანართებით. ქურთუკს შიგნიდან საყელოზე აღენიშნება წარწერა „SS MILGJIA“, ქურთუკს წინა მხარეზე მარჯვენა კალთის ქვედა ნაწილში აღენიშნება მოთეთრო ფერის მასა. ქურთუკის წინ დარბაზის შუაგულისაკენ იატაკზე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები, რომლის გვერდით განთავსებულია ერთჯერადი მოხმარების ხელსახოცები, რომლებზედაც ასევე აღენიშნება მოწითალო ფერის ლაქები. იქვე განთავსებულია პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები. დათვალიერების დროს მოხდა მითითებული ქურთუკის ამოღება, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD878260, 01 პაკეტად პაკეტი N3. სპეციალური ჩხირის საშუალებით ამოღებული იქნა იატაკზე არსებული მოწითალო ფერის ლაქა, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD855820, 01 პაკეტად პეკატი N 4. ამოღებული იქნა იატაკზე არსებული ერთჯერადი მოხმარების ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD864943, 01 პაკეტად პეკატი N 5. იმავე ადგილიდან იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა გამჭირვალე პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები, 06 ცალად, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD895050, 01 პაკეტად პეკატი N 6. შესასვლელი კარებიდან პირდაპირ დარბაზის სიღრმეში კარებიდან 3 მეტრის მოცილებით იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა იატაკზე მიმობნეული 32 ცალი 20 ლარიანი კუპიურა, სულ 640 ლარის ოდენობის, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD 865049, 01 პაკეტად პაკეტი N 7. ოპერატორებისათვის განკუთვნილ დარბაზში გავდივართ შესასვლელი კარებიდან მარჯვენა მხარეს განთავსებული სამფრთიანი მინის კარებით. აღნიშნული გამოყოფილი ნაწილის მარცხენა მხარეს განთავსებულია ხის კარები, რომლითაც შევდივართ მცირე ზომის ოთახში, სადაც განთავსებულია წყლის აპარტისათვის განკუთვნილი სავსე დიდი ზომის ჭურჭლები, ასევე მაგიდა, სამუშაო თაბახის ფურცლები, კატრიჯები, ელექტრონული ქსელის ბლოკი. აღნიშნული ოთახის შესასვლელი კარებიდან მარჯვენა მხარეს განთავსებულია ასევე კარები, რომელიც წარმოადგენს ტუალეტში შესასვლელ კარებს. ოპერატორებისათვის გამოყოფილ ნაწილში მითითებული მცირე ზომის ოთახის შესასვლელ კარებთან დამაგრებულია ელექტრონული დაფა, რომელიც მიუთითებს ვალუტის კურს, ჩართულ მდგომარეობაში. მოლარე-ოპერატორებისათვის გამოყოფილ დარბაზში განთავსებულია თეთრი ფერის სამი სამუშაო მაგიდა. მაგიდების უკან განთავსებულია მასიური კედელი, რომლის ზედა ნაწილში დატანილია წარწერა „ექსპრესბანკი“. კედლის შუანაწილში ჩამონტაჟებულია სამი კარადა დაკეტილ მდგომარეობაში. ოპერატორებისათვის განკუთვნილი მაგიდების თავზე, ჭერზე დამაგრებულია სამი ცალი სამეთვალყურეო კამერა, ხოლო მარჯვენა კუთხეში ერთი ცალი სამეთვალყურეო კამერა. ოპერატორებითვის განკუთვნილი ნაწილის მარცხენა მხარეს არსებული მაგიდის ზედაპირზე განთავსებულია „HP“ მოდელის ვერცხლისფერი მონიტორი, „GENIUS“-ის ფირმის კლავიატურა, „CISCO“, ფირმის ტელეფონის აპარატი, ასევე საკანცელარიო ნივთები. მაგიდის ზედაპირის ქვევით განთავსებულია სალაროს შავი ფერის უჯრა დაკეტილ მდგომარეობაში. მის გვერდით განთავსებულია მცირე ზომის უჯრა. მაგიდის ქვედა განყოფილებაში განთავსებულია შავი ფერის პროცესორი და ნაცრისფერი რკინის სეიფი დაკეტილ მდგომარეობაში. მაგიდის გვერდით არსებულ განყოფილებაში მოთავსებულია შავი ფერის პრინტერი. აღნიშნული მაგიდის გვერდით შუა ნაწილში, ასევე განთავსებულია ისეთივე ფერისა და ფორმის ოპერატორის სამუშოა მაგიდა, რომელზედაც დევს "HP“ მოდელის ვერცხლისფერი მონიტორი, „GENIUS“-ის ფირმის კლავიატურა, თანხის სათვლელი აპარატი, რომელიც არის ჩართულ მდგომარეობაში. აპარატის მარჯვენა მხარეს განთავსებულ დისპლეიზე აღნიშნულია ციფრი „0“, ხოლო მარჯვენა მხარეს განთავსებულ დისპლეიზე ციფრი „100“. ზედაპირზე დევს „CISCO“, ფირმის ტელეფონი, ფულის ამოსაცნობი აპარატი, ასევე მაგიდის ზედაპირზე დევს საკანცელარიო ნივთები. მაგიდის ზედაპირის ქვეშ განთავსებულია შავი ფერის სალაროს უჯრა გამოღებულ მდგომარეობაში. სალაროს ერთიანი უკრა დაყოფილია მცირე ზომის უჯრებად, რომელშიდაც მოთავსებულია ფულის კუპიურები. მაგიდის ქვედა ნაწილში განთავსებულია ნაცრისფერი სეიფი დაკეტილ მდგომარეობაში, მასში მოთავსებული გასაღებით. სეიფის წინ დევს 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, მაგიდის უკან იატაკზე დევს ლურჯი ფერის პოლიეთილენის პარკი, რომელიც დათვალიერებაში მონაწილე მოლარე-ოპერატორის თ---------–--ს განმარტებით მოტანილია თავად თავდამსხმელის მიერ. მაგიდის უკან და მარცხენა მხარეზე მიმოფანტულია 100 აშშ დოლარიანი და 50 ევროიანი კუპიურები, მაგიდის გვერდით განყოფილებაში მოთავსებულია HP“ საბეჭდი აპარატი, ქვედა ნაწილში განთავსებულ ღია უჯრაში მოთავსებულია ტელეფონს სატენი „ეთანოლის“ სპირტიანი ჭურჭელი, თეთრი ფერის კაბელი. აღნიშნული უჯრის ქვევით არსებულ ასევე ღია უჯრაში მოთავსებულია ცარიელი საინკასაციო ჩანთა და დასაპლომბი მოწყობილობები. დათვალიერებაში მონაწილე მოლარე-ოპერატორია თ---------–-- მითითებით თავდამსხმელმა სალაროს უჯრებიდან თავად ამოიღო ფულადი თანხა. ექსპერტების მონაწილეობით აღნიშნული სალაროს უჯრებიდან ამოღებული იქნა მასში დარჩენილი ფულადი თანხა, კერძოდ : 38 ოცლარიანი კუპიურა, 64 ცალი ხუთლარიანი კუპიურა, 1 ცალი ათლარიანი კუპიურა, 4 ცალი ორმოცდაათ ევროიანი კუპიურა, ასევე პლასტმასის მცირე ზომის ჭიქისმაგვარ სათავსოში მოთავსებული 5 ცალი ოცთეთრიანი, 1 ცალი ერთთეთრიანი მონეტა, სულ 1090 ლარის, 200 ევროს ოდენობის კუპიურები, ერთი ლარისა და 06 თეთრის ოდენობის მონეტები. ამოღებული თანხა დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD 865048, 01 პაკეტად პაკეტი N 8. აღნიშნული მაგიდის ერთ-ერთ უჯრაში მოთავსებულია შეკრული და შესაბამისად დალუქული 20 დოლარიანების კუპიურები. თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე მითითებული შეკვრა ჩაბარდა დათვალიერებაში მონაწილე ფილიალის მენეჯერს თ---------–--ეს და უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერს გ------------ეს. ექსპერტების მონაწილეობით ამოღებული იქნა სალაროს უჯრა, კერძოდ კეისი და მასში ჩამონტაჟებული მოძრავი უჯრა, რაც მოთავსდა ქაღალდის ყუთში და დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD 878224, 01 პაკეტად პაკეტი N 9. იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ფულადი თანხა, კერძოდ: 50 ცალი ორმოცდაათევროიანი კუპიურები, 4000 ევროს ოდენობით და 25 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურები 2500 აშშ დოლარის ოდენობით, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD 865047, 01 პაკეტად პაკეტი N 10. იატაკის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ლურჯი ფერის ცელოფნის პარკი, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD 865041, 01 პაკეტად პაკეტი N 11. ოპერატორებისათვის განკუთვნილი ამავე მაგიდის ზედანაწილიდან ამოღებული იქნა პლასტმასის გამჭირვალე სახურდე თეფში წარწერებით „ექსპრესბანკი“, „ექსპრესკრედიტი“, „მარტივია სესხის აღება“, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD 865042, 01 პაკეტად პაკეტი N 12. მითითებული მაგიდის გვერდით ქუჩის მხარეზე განთავსებულია მოლარე-ოპერატორისათვის განკუთვნილი ასეთივე სამუშაო მაგიდან, რომლის ზედაპირზე დევს "HP“ მარკის მონიტორი, შავი ფერის კლავიატურა, ფულის სათვლელი აპარატი, „CISCO“, ფირმის ტელეფონის აპარატი, ფულის ამომცნობი აპარატი, მაგიდის თავზე ისევე როგორც სხვა სამუშაო მაგიდების თავზე დევს წითელი ფერის ბანერი, რომელშიც მოთავსებულია სარეკლამო ბუკლეტები, მაგიდის გვერდით არსებულ განყოფილებაში მოთავსებულია საბეჭდი პრინტერი, რომლის ქვეშ არსებულ ღია უჯრაში განთავსებულია დოკუმენტაცია, ხოლო მის ქვევით არსებულ ასევე ღია უჯრაში სარეკლამო ბუკლეტები. მაგიდის ზედაპირის ქვევით განთავსებულია სალაროს უჯრა დაკეტილ მდგომარეობაში, მის გვერდით მცირე ზომის უჯრა, მასში მოთავსებული გასაღებით, მაგიდის ქვედა ნაწილში განთავსებულია შავი ფერის კეისი და ნაცრისფერი სეიფი, მასში მოთავსებული გასაღებით დაკეტილ მდგომარეობაში. აღნიშნულ ნაწილში ქუჩის მხარეს მინის ვიტრინასთან ახლოს კედლის კუთხეში განთავსებულია წყლის სასმელი აპარატი. ექსპრესფილიალის შემოსასვლელი კარების მარჯვენა ფრთიდან კვლების ამოღების მიზნით მოხსნილი იქნა გარესახელური, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD 878193, 01 პაკეტად პაკეტი N 13, ასევე ამოღებული იქნა მარჯვენა ფრთის შიგასახელური, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD 878233, 01 პაკეტად პაკეტი N 14, ექსპრესფილიალის შემოსასვლელი კარების მარცხენა ფრთიდან მოხსნილი და ამოღებული იქნა გარესახელური, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD 878232, 01 პაკეტად პაკეტი N 15. ამოღებული იქნა შემოსასვლელი კარების მარცხენა ფრთის შიდა სახელური, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD 878234, 01 პაკეტად პაკეტი N16. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ დამუშავებული იქნა მოლარე-ოპერატორებისათვის განკუთვნილი მაგიდები, რა დროსაც შუა ნაწილში განთავსებული მაგიდის თავიდან ამოღებული იქნა სამი ხელის კვალი, რაც დაილუქა საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის პაკეტში N FCD 688723, 01 პაკეტად პაკეტი N 17. ექსპერტების მიერ დამუშავდა ასევე შემოსასვლელი კარების ზედაპირები, რა დროსაც პიროვნების გაიგივებისათვის ვარგისი ხელის კვალი ამოღებული არ ყოფილა. ექსპრესფილიალის მომიჯნავედ მარცხენა მხარეს განთავსებულია საცხობი, ხოლო მარცხენა მხარეს „ბრენდი +“-ის ობიექტები, კერძოდ: „ავერსის“ აფთიაქი, რომლის ფასადზე დამაგრებულია გარესამეთვალყურეო კამერები. ამით დათვალიერება დამთავრდა”, დათვალიერების ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები - ექსპერტ-კრიმინალისტები - ო-–---------ე, შ--–------------ე. სს ,.ს----------–--------ის“ რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერი - გ------------ე და ოქმის შემდგენი ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი გ-----------–---–ი.
10. საქმის სასამართლო განხილვის დროს, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტებმა ო-–---------ემ და შ--–------------ემ დაადასტურეს, რომ ისინი უშუალო მონაწილეობას იღებდნენ შემთხვევის ადგილი დათვალიერებაში და მოქმედებდნენ გამოძიებლის მითითებების საფუძველზე. კანონის შესაბამისად ამოიღეს ნივთიერი მტკიცებულებები, მოახდინეს ფოტოგადაღება და ოქმის სისწორე დაადასტურეს ხელის მოწერით.
11. ანალოგიურად დაადასტურა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე სს ,,ს----------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის მენეჯერმა თ---------–--ემ და განმარტა, რომ შემთხვევის ადგილი დათვალიერება ჩატარდა მისი წერილობითი თანხმობით, იგი უშუალოდ იღებდა მონაწილეობას დათვალიერებაში და ოქმის სისწორე დაადასტურა ხელისმოწერით.
12. საქმეში არსებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ,,ამომცნობმა პირმა თ--------------------ემ ამოსაცნობი პირი ნახა 2018 წლის 22 იანვარს დაახლოებით 19 საათსა და 40 წუთზე ქალაქ ქუთაისში თ------–---–ის ქუჩა N115-ში მდებარე ს----------–--------ის ფილიალიდან სამსახურის შენობიდან როდესაც გარეთ გადიოდა დაინახა, რომ ბანკის საპირისპირო მხარეს გზაზე გადმოდიოდა დაახლოებით 35 წლამდე ასაკის პიროვნება შავგრემანი პირისახის შავი მეჩხერი წვერით, თვალშისაცემად სპეციფიკურად გვერდზე მოხრილი ცხვირით, დაახლოებით 175-180 სმ სიმაღლის სუსტი აღნაგობის, ტანთ ეცვა მუქი ფერის ქურთუკი და თავზე ეხურა რუხი ფერის ,,კაპიშონი“, ,,კაპიშონის“ შიგნით ეხურა შავი კეპი. თ--------------------ემ განაცხადა, რომ განლაგების მიხედვით ამოიცნო მარცხნიდან მარჯვნივ მესამე N3 რიგითი ნომრით ფოტოსურათი. თ--------------------ემ ფოტოსურათზე გამოსახული ობიექტი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: შავგრემანი, არაქართული იერით, მსხვილი ტუჩებით, შვი ხშირი წარბებით, შავი თვალებით, თვალშისაცემად სპეციფიკურად გვერდზე მოხრილი ცხვირით შავი ფერის პირსახით. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში არსებული შენიშვნის თანახმად: მოწმე თ--------------------ემ ფოტოსურათით ამოცნობის დროს ამოიცნო რიგით N3-ე ფოტოსურათზე გამოსახული პირი, რომელიც არის ი------ ი------ს-ძე ო---–--ი დაბადებული 29.04.1983 წელს პ/ 6----------”.
13. საქმეში არსებული ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ,,ამომცნობმა პირმა თ---------–--მ აღნიშნა, რომ 2018 წლის 22 იანვარს იმყოფებოდა ,,ს----------–--------ი“-ს N212 ექსპრეს ფილიალში. დაახლოებით 19:40 სთ-ზე ფილიალის შენობაში შეიჭრა მათთვის უცნობი პიროვნება, რომელმაც იარაღი ესროლა ფილიალში მყოფ მის მეგობარს გ--- ს--–----ეს, შემდეგ წავიდა მისი მიმართულებით, მიუშვირა გადაჭრილი თოფი, გადაუგდო ლურჯი ფერის ცელოფანი და დაუძახა ,,სწრაფად ჩაეყარა ფული თორემ ესროდა“ აღნიშნული პიროვნება იყო 180 სმ-ის სიმაღლის სუსტი აღნაგობის, 35 წლამდე შავგრემანი პირსახით, გვერდზე მოხრილი ცხვირით, შავი თვალებით, წარბებით, შავი მეჩხერი წვერით. თ---------–--მ წარმოდგენილ ფოტოსურათებში ამოიცნო N2 ფოტოზე გამოსახული პიროვნება. N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ის პიროვნებაა რომელმაც 2018 წლის 22 იანვარს საღამოს საათებში განახორციელა N212 ს----------–--------ში ყაჩაღური თავდასხმა და დაეუფლა ფულად თანხებს. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმში არსებული შენიშვნის თანახმად: ამომცნობი პირის თეა ხვარაშიას მიერ ამოცნობილი N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება არის ქ. ქუთაისში დ------ის ქუჩა N59/9 -ში რეგისტრირებული 1983 წლის 29 აპრილს დაბადებული ი------ ი------ს-ძე ო---–--ი”.
14. საქმეში არსებული ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის თანახმად: ,,ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა ქ.ქუთაისში წმინდა ნინოს ქუჩა N17 ს----------–--------ის N41 სერვის ცენტრის შენობაში. საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობის თანახმად: 2018 წლის 24 იანვარს ქალაქ ქუთაისში წმინდა ნინოს ქუჩა N17-ში მდებარე ს----------–--------ის N41 სერვის ცენტრის შენობაში ამავე ბანკის უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრის გ------------იდან გამოთხოვილი იქნა მიმდინარე წლის 22 იანვრის ქ.ქუთაისში თ------–---–ის ქუჩა N115-ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის სათვალთვალო კამერების ჩანაწერში კერძოდ, სათვალთვალო კამერა N2-ის ჩანაწერი რომელიც იწყება მიმდინარე წლის 22 იანვრის 19:44 საათზე და სრულდება 19:48:35 საათზე. ამ დროის მონაკვეთში გამოსახულია ს----------–--------ის ექსპრეს ოფისის შემოსაზღვრული კარები და ოთახი სადაც კარებთან დგას ორი პიროვნება ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებთან დგას ჩვენთვის უცნობი მოქალაქეები. 19:44:48 საათზე ბანკის შენობის კარებიდან შემოდის ჩვენთვის უცნობი პიროვნება რომელსაც თავზე ახურავს ,,კაპიშონი“. მუქი ფერის ქურთუკი, შავი ფერის შარვალი, შვი ფეხსაცმელები თეთრი ძირებით. აღნიშნული პიროვნებას შემოსვლის მომენტში ხელში უჭირავს გადაჭრილი თოფი ე.წ ,,აბრეზი“ შემოსვლის მომენტში აღნიშნული პიროვნება კარებთან მიუბრუნდება იქვე მდგომ მოქალაქეს და ასევე მიაბრუნებს იარაღსაც და შემოსვლიდან სამ წამში ახორციელებს გასროლას 19:44:51-ზე. რის შემდეგაც, აღნიშნული პიროვნება ეცემა იატაკზე, ხოლო პირი, რომელმაც განახორციელა გასროლა, ის შედის ბანკის შენობის იმ ნაწილისაკენ, სადაც განთავსებულია მოლარე ოპერატორების ,,დასკები“. 19:45:30 საათზე აღნიშნული ,,კაპიშონიანი“ პიროვნება გარბის ბანკის შენობიდან და სანამ გავიდა შენობიდან იქვე უვარდება გარკვეული თანხა, ხოლო პიროვნება, რომლის მიმართულებითაც განხორციელდა გასროლა, ისევ წევს იატაკზე და შეიარაღებული პიროვნების გასვლის შემდეგ, აღნიშულ პიროვნებას უცნობი მოქალაქეები უწევენ დახმარებას. ასევე, ამოღებული იქნა ს----------–--------ის ფილიალის N5 სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, რომელიც იწყება 19:20:00 საათზე, რაზეც ჩანს ბანკში არსებული მოლარე, სამუშაო ოთახი და მაგიდები. ოთახში მუშაობს მხოლოდ ერთი მოლარე ოპერატორი. რომელიც ზის შუაში. ჩანაწერში ჩანს ბანკის სამუშაო პროცესი. 19:44:54 საათზე ოპერატორთან ე.წ ,,აბრეზით“ შეიარაღებული პიროვნება მიდის და მას უმიზნებს იარაღს, რა დროსაც, მოლარე დგება ფეხზე, ხოლო პიროვნება, რომელსაც იარაღი უჭირავს ხელში, ის კვლავ უღერებს მას თოფს. აღნიშნული პიროვნება რამოდენიმე წამში, კერძოდ 19:45:11 საათზე, მიდის მოლარის მაგიდის შიდა მხარეს და აღებს მოლარე ოპერატორის მაგიდაზე არსებულ უჯრას, რომელშიც მოთავსებულია ფულადი თანხა და იწყებს უჯრიდან ფულადი თანხის ამოღებას, რასაც 19:45:25-ზე ასრულებს და გადის ოთახიდან. ასევე, უჯრიდან ფულის ამოღების დროს აღნიშნულ პიროვნებას იატაკზე უვარდება ფულადი თანხა. ,,ს----------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის N6 კამერის ჩანაწერი იწყება 19:45:00 საათიდან და ჩანს მოლარე ოპერატორის სამუშაო მაგიდის უკანა მხარე, ასევე ჩანს შეიარაღებული პირი ე.წ ,,აბრეზით“, რომელიც აღებს მაგიდის უჯრას, რომელშიც ჩანს შიდა მხარეს ჩალაგებული ფულადი თანხის კუპიურები, რომელსაც იღებს აღნიშნული პიროვნება მარჯვენა ხელით, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს ე.წ ,,აბრეზი“ უჯრიდან თანხის ამოღების შემდეგ, აღნიშნული პიროვნება ქრება არედან. გ------------იდან გამოთხოვილი იქნა ,,ს----------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის სათვალთვალო კამერების სულ 9 (ცხრა) ჩანაწერი, აქედან სამი ჩანაწერი არის N2 სათვალთვალო კამერიდან. ერთი N3 სამი კამერიდან. ორი ჩანაწერი N4 კამერიდან, ერთი ჩანაწერი N5 კამერიდან და ორი ჩანაწერი N6 კამერიდან. გ------------იდან გამოთხოვილი ცხრავე ჩანაწერი ამოღებული და გადატანილი იქნა DVD-R 4.7 GB/120MN დისკზე, რომელიც დაილუქა მუყაოს პაკეტში ერთ პაკეტად პოლიციის მე-4 განყოფილების ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის N33/5/3/4. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია”.
15. საქმეში არსებული ქუთაისის საქალაქო სამმართველოს დეტექტივ გამომძიებლის გ-----------–---–ის მიერ, ქუთაისში მ.ორახელაშვილის N8 ქუთაისის საქალაქო სამმართველოს შენობაში ჩატარებული დათვალიერების ოქმის თანახმად: ,,დათვალიერებული იქნა ,,ს----------–--------ის“ ქუთაისის N212 სერვის ცენტრის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, რომელიც მოთავსებულია DVD-R ფორმატის დისკზე. აღნიშნული ჩანაწერები შედგება 9 ფოტოსგან და წარმოადგენს სერვის ცენტრის N2,3,4,5,6 კამერის ჩანაწერებს. ირკვევა, რომ ჩანაწერი N2 კამერაზე 19:44:47 სთ-ზე, სერვისცენტრის შენობაში შედის შავ ქურთუკიანი, შავი ფერის კეპით, რუხი ფერის ,,კაპიშონ“ გადმოფარებული პიროვნება, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვლით, მოწითალო მოშინდისფრო ფერის თეთრძირიანი სპორტული ფეხსაცმლით, რომელიც თოფს მიმართავს ფილიალში მყოფი მამაკაცისკენ და გაისვრის, შემდეგ გარბის ოპერატორებისაკენ განკუთვნილ ნაწილისაკენ. 19:45:28 სთ-ზე გარბის გარეთ და ამ დროს ძირს უვარდება გარკვეული ფულადი თანხა და ტოვებს შენობას. ასევე ფიქსირდება 19:44:41 სთ-ზე N3 კამერის ჩანაწერი, რომელიც წარმოადგენს გარე კამერის ჩანაწერს, როდესაც ბანკის სერვისცენტრის კარებისაკენ მიდის პიროვნება იგივე აღწერილობის და ჩაცმულობის, აღებს კარებს, იღებს თანქონებულ გადაჭრილ იარაღს, ასევე 19:45:30 საათზე, როდესაც იგი გამორბის ბანკის შენობიდან და გარბის ე.წ. ,,ბაკისუბნის“ დასახლებისაკენ. ანალოგიურ პერიოდში ფიქსირდება მითითებული პიროვნების შესვლა ბანკში 19:44:44 საათზე #4 კამერის ჩანაწერზე, სადაც ფიქსირდება, რომ იგივე ჩაცმულობის მქონე პიროვნება უშვერს გადაჭრილ თოფს მოქალაქეს და გაისვრის. გამოძიებისათვის საინტერესო ჩანაწერი ფიქსირდება #5 კამერის ჩანაწერზე 19:44:54 საათზე, როცა მითითებული პიროვნება შერბის ოპერატორების დარბაზში, უგდებს ლურჯი ფერის ცელოფანს ოპერატორს და უშვერს გადაჭრილ იარაღს. აღნიშნულ ფირზე ფიქსირდება თავდამსხმელის სახე, კეხიანი მოხრილი ცხვირი და მეჩხერი წვერი, ასევე, თუ როგორ ეუფლება ეს უკანასკნელი ფულად თანხას. ანალოგიური ფიქსირდება მითითებულ პერიოდში #6 კამერის ჩანაწერზე. დათვალიერებაში მონაწილე ნიკა გოგიბერიძის განმარტებით, პიროვნება, რომელსაც აცვია შავი ტყავის ქურთუკი, ნაქსოვი ჟილეტი, შავი კეპი, მასზე გადმოშვებული მორუხო ,,კაპიშონი“, ღია მოლურჯო ჯინსი, მოწითალო-მოშინდისფრო თეთრძირიანი სპორტული ფეხსაცმელი, ესვრის მოქალაქეს და ძალადობით ეუფლება ფულად თანხას - არის მის მეზობლად მცხოვრები ი------ ო---–--ი, რომელიც ამოიცნო სახით და ჩაცმულობით, სწორედ ეს ტანსაცმელი ეცვა მას მითითებულ დღეს, როდესაც ნახა. დათვალიერების შემდგომ DVD-R ფორმატის დისკი, რომელზედაც მოთავსებულია ქ. ქუთაისში, თ------–---–ის #915-ში განთავსებული სს ,,ს----------–--------ის“ ექსპრეს ფილიალის #212 სერვისცენტრი სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, დაილუქა ქუთაისის საქალაქო სამმართველოს ლუქის ბეჭდით #33/5, ,,01“ პაკეტად და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. დალუქვამდე დისკიდან გაკეთდა ჩანაწერების ასლი, რაც გადატანილი იქნა DVD-R ფორმატის დისკზე და ასევე დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. “
16. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ,,საგამოძიებო ექსპერიმენტი დაიწყო 2018 წლის 25 იანვარს 11:45 საათზე ქუთაისში ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე დროებით მოთავსების იზოლატორში, სადაც ბრალდებულ ი------ ო---–--ის გამოყვანის შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე პირებს განემარტა მათი უფლება-მოვალეობები, რის შემდეგაც, ი------ ო---–--ის მიმართ ჩატარდა მთელი საგამოძიებო ექსპერიმენტი, რაზედაც მან განაცხადა თანხმობა, ამის შემდეგ სხდებიან სამსახურეობრივ "შკოდას" მარკის ავტომანქანაში ი------ ო---–--ის მითითებით მიემართებიან ქ. თბილისის მიმართულებით. 2018 წლის 25 იანვარს 14:30 საათზე ჩავიდნენ ქ. თბილისში სადაც ი------ ო---–--ის მითითებით გაემართნენ ვახტანგ III-ის ქუჩაზე, სადაც რკინიგზის გადასასვლელ ხიდთან მიუთითა გზის სავალი ნაწილის მარჯვენა მხარეს მდებარე ჩიხისაკენ და მის გვერდით გამავალი რკინიგზისაკენ და განმარტა, რომ სწორედ ზემოთხსენებული რკინიგზის გადასასვლელის ქვეშ ჰქონდა დატოვებული ქუთაისში თ------–---–ის ქუჩაზე ს----------–--------ის "ექსპრეს" ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმისას ტანთცმული შავი ფერის ტყავის ქურთუკი და ფეხსაცმელი, ამის შემდეგ შსს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტ კრიმინალისტებთან ერთად გაემართნენ ი------ ო---–--ის მიერ მითითებულ ადგილზე, სადაც რკინიგზის გადასასვლელ ხიდის ქვეშ კედელთან ერთ-ერთ ნაპრალში ,,შეკვეხებული“ პოლიეთილენის პარკზე ი------ ო---–--მა განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ პარკში აქვს დატოვებული ზემოთხსენებული ქურთუკი და ფეხსაცმელი. ამის შემდეგ იღებენ ზემოთხსენებულ პარკს, რომელშიც მოთავსებულია ერთი ცალი ტყავის მსგავსი მასალისაგან დამზადებული ქურთუკი, რომელსაც წინა მხარეს აქვს ოთხი ცალი, დიდი ზომის შედარებით, ღია ფერის ლითონის ლოგო, ორი ცალი წინა მხარეს გულმკერდის არეში და ორი წინა მხარეს ჯიბეებთან. აღნიშნულ ტანისამოსი ადგილზე იქნა ამოღებული ერთ პაკეტად (პაკეტი BIFCD878046) ასევე, ამოღებული იქნა ერთი წყვილი ფეხსაცმელი, რომელიც დაილუქა ერთ პაკეტად (პაკეტი B2FCD868623). აღნიშნულის შემდეგ, გამოემართნენ ქუთაისის მიმართულებით, ხოლო ადგილზე განხორციელებული მოქმედებები დადასტურებულია საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების მიერ ხელმოწერით. ამის შემდეგ, ი------ ო---–--ის მითითებით, ისევე ქუთაისში გაემართნენ, სადაც ჩავიდნენ 2018 წლის 25 იანვარს 22:45 საათზე, რის შემდეგავ ყველანი ი------ ო---–--ის განმარტებით და მითითებით გაემართნენ ქუთაისში რ. თ------–---–ის ქ.N115-ში მდებარე ,,ს----------–--------ის“ ექსპრეს ფილიალში, სადაც ი------ ო---–--მა განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ფილიალი დააყაჩაღა მან 2018 წლის 22 იანვარს დაახლოებით 20:00 საათზე. ადგილზე მისვლის შემდეგ ფილიალის მენეჯერმა თ---------–--ემ თანხმობა განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ჩატარებულიყო ექსპრეს ფილიალის ტერიტორიაზე, შევიდნენ ბანკის შენობაში, სადაც ი------ ო---–--მა მიუთითა ბანკის შესასვლელი კარების მარცხენა მხარეს და განმარტა, რომ სწორედ აქ იდგა ის მამაკაცი, რომელსაც ბანკში შესვლისთანავე ესროლა მან მუცლის არეში, ამის შემდეგ მან მიუთითა ბანკის შუა სალაროზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული სალაროდან გაიტაცა მან ფულადი თანხა, რის შემდეგაც მიიმალა შემთხვევის ადგილიდან, კერძოდ მან მიუთითა ბანკის გამოსასვლელიდან, მარცხენა მხარეს მდებარე რ. თ------–---–ის ქ.N117-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მხარეს და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული მიმართულებით გაიქცა ბანკიდან გამოქცევის შემდგომ. ამით საგამოძიებო ექსპერიმენტი დასრულდა“.
17. საქმეში არსებული ი------ ო---–--ის საცხოვრებელი სახლის და სარდაფის ჩხრეკის ოქმის თანახმად: ,,ი------ ო---–--ის საცხოვრებელი სახლის ,,ლოჯის“ ოთახში საწოლში ლების ქვედა მხარეს აღმოჩენილი იქნა გადაჭრილი თოფის მაგვარი საგანი, რომელშიც მოთავსებული არის გილზი, რომელიც გილზთან ერთად იქვე იქნა ამოღებული, შეიფუთა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ქუთაისის საქალაქო პოლიციის მე-4 განყოფილების ლუქის ბეჭდით 01 პაკეტად N33/5/1/4 და გაკეთდა მასზე ხელმოწერები. ი------ ო---–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული საცხოვრებელი ბინის გასაღები ბინის ჩხრეკის შემდგომ შეიფუთა 01 პაკეტად. საცხოვრებელის ახლის სარდაფში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი აღმოჩენილი არ ყოფილა. ოქმში მონაწილე პირების მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია“.
18. მტკიცებულებების დამაჯერებლობა, უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.
19. საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც, ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.
20. საქმეში არსებული ლევანს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის N001361818 დასკვნის თანახმად: ,,წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (ევექსის ქუთაისის N1 რეფერალური ჰოსპიტალის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N805-ის ასლი) - მონაცემებისა: მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით მოქ. გ--- ს--–----ემ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 22.01.2018წ-ს 20:00 სთ-ზე დიაგნოზით: საფანტით მიყენებული მუცლის ღრუში შემავალი ცეცხლნასროლი ჭრილობა წვრილი ნაწლავის მრავლობითი დაზიანება, დიდი ბადექონის დაზიანება. მარცხენა თეძოს ძვლის ფრაგმენტული მოტეხილობა, სუკის კუნთების დაზიანება, შინაგანი სისხლდენა. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების-საფანტი) ზემოქმედების შედეგად, ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო“.
საქმეში არსებული ლევანს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N001860118 დასკვნის თანახმად:
1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გადაჭრილი თოფის მაგვარი საგნის ზედაპირზე, კვლევით ნაწილში მითითებულ მიდამოებზე, აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, მცირე ზომის ნაწყვეტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
2. FCD865042 პაკეტით წარმოდგენილი მოთეთრო და გამჭირვალე, პოლიმერული მასალის, თეფშისმაგვარი ობიექტის (ე.წ ,,სახურდე“) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, რომელთაგან ხელის თითს ერთი კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (კვალი N1) კვალი არ არის იდენტური 29.04.1983 წელს დაბადებული ი------ ი------ს ძე ო---–--ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული ხელის თითების და ხელის გულების ანაბეჭდების.
3. FCD878224 პაკეტით წარმოდგენილი ლითონის უჯრის (შაკასო უჯრა) ზედაპირზე აღინიშნება ხელის თითების მრავლობითი კვლები, კონტურების, მცირე ზომის ფრაგმენტებისა და დინამიური წანასმების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
4. FCD878234 პაკეტით (წარწერით: ,,ექსპრეს ბანკის“ შენობაში შესასვლელი კარების მარცხენა ფრთის შიდა სახელური“) წარმოდგენილი კარის სახელურის ზედაპირზე, ალაგ-ალაგ აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, ფრაგმენტებისა და დინამიური წანასმების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
5. FCD878233 პაკეტით (წარწერით: ,,ექსპრეს ბანკის“ შენობაში შესასვლელი კარების მარჯვენა ფრთის შიდა სახელური“) წარმოდგენილი კარის სახელურის ზედაპირზე, ალაგ-ალაგ აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, ფრაგმენტებისა და დინამიური წანასმების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
6. FCD878232 პაკეტით (წარწერით: ,,ექსპრეს ბანკის შენობაში შესასვლელი კარების მარცხენა ფრთის გარე სახელური“) წარმოდგენილი კარის სახელურის ზედაპირზე, ალაგ-ალაგ აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, ფრაგმენტებისა და დინამიური წანასმების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
7. FCD865050 პაკეტით წარმოდგენილი გამჭირვალე პოლიმერული მასალის 6 (ექვსი) ცალი ერთჯერადი მოხმარების ჭიქიდან 4 (ოთხი) ცალი ჭიქის ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
8. FCD878193 პაკეტით წარწერით: ,,ექსპრეს ბანკის შენობაში შესასვლელი კარების მარჯვენა ფრთის გარე სახელური“) წარმოდგენილი კარის სახელურის ზედაპირზე, ალაგ-ალაგ აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების სუსტად გამოსახული კვლები, ფრაგმენტებისა და დინამიური წანასმების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
9. FCD855819 პაკეტით წარმოდგენილი თუნუქის ქილის (წარწერით ,,BOOM”) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების, ხაზების ზედდების და დინამიური წანასმების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
10. FCD856639 პაკეტით წარმოდგენილი მუყაოს კოლოფის (წარწერით ,,САДАЧОК“) ზედაპირზე აღინიშნება ხელის თითების დვრილოვანი ხაზების კვალი, ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
11. FCD688723 პაკეტით წარმოდგენილი, 3(სამი) ცალ დაქტილოფირზე გადატანილი ხელის კვლებიდან: - დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 21X26მმ, გადატანილი ხელის თითის იდენტიფიკაციისათვის ვარგისია (კვალი N2) კვალი არ არის იდენტური 29.04.1983 წელს დაბადებული ი------ ო---–--ის სახელზე შევსებულ დაქტილობარათზე გამოსახული ხელის თითების და ხელის გულების ანაბეჭდების;
-დაქტილოფირზე, მაქს. ზომით 20X21მმ, გადატანილი ხელის დვრილოვანი ხაზების კვალი პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.
საქმეში არსებული ლევანს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ,,სეროლოგიური გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა: - პაკეტში წარწერით: ,, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ,,ექსპრეს ბანკის“ შენობის წინა შესასვლელ კართან ვიტრინის საყრდენი კედლის ზედაპირიდან შენობის გარეთ ამოღებული ენერგეტიკული სასმელი ,,ბუმის“ თუნუქის ერთი ცალი ქილა“ მოთავსებულ ქილაზე (ობ. N1) და პაკეტში, წარწერით: ,,შემთხვვეის ადგილის დათვალიერების დროს ,,ექსპრეს ბანკის“ შენობის წინა შესასვლელ კართან ვიტრინის საყრდენი კედლის ზედაპირიდან შენობის გარეთ ამოღებული წვენი ,,სადაჩოკ“ მუყაოს კოლოფი გაუხსნელ მდგომარეობაში და ერთი ცალი ამოსატუმბი“ მოთავსებულ მუყაოს შენაფუთზე (ობ. N2) არსებული ბიომასალა ეკუთვნის მამრობითი სქესის სხვადასხვა პირს, რომელთა გენეტიკური პროფილი განსხვავდება ი------ ო---–--ისა (ობ. N24; პაკეტი წარწერით: ,,ი------ ო---–--ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში“) და გ--- ს--–----ის (ობ. N25; პაკეტი წარწერით: ,,დაზარალებულ გ--- ს--–----ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში“) გენეტიკური პროფილებისაგან; - პაკეტში წარწერით ,,იუხან ო---–--ის საცხოვრებელი ბინის საძინებელ ოთახში საწოლზე ლეიბის ქვედა მხრიდან გადაჭრილი თოფის მაგვარი საგანი და ერთი“ მოთავსებულ თოფზე არსებული მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N3) სისხლს არ წარმოადგენს. ამავე თოფსა და ამავე პაკეტში მოთავსებულ ვაზნაზე არსებული ბიომასალის (ობ. N4,5) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N4-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი და ობ. N5-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი ი------ ო---–--ის (ობ. N24) გენეტიკური პროფილის იდენტურია ობ. N4,5-ის გენეტიკურ პროფილში გ--- ს--–----ის (ობ. N25) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. - პაკეტში წარწერით ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ,,ექსპრეს ბანკის“ შენობის შიგნით ამოღებული საკასო უჯრა“ მოთავსებულ უჯრაზე არსებული ბიომასალის (ობ. N6) გენეტიკური პროფილი შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. - პაკეტში, წარწერებით ,,ექსპრეს ბანკის“ შენობაში შესასვლელი კარების მარჯვენა ფრთის გარე სახელური“ ,,ექსპრეს ბანკის“ შენობაში შესასვლელი კარების მარცხენა ფრთის გარე სახელური“ ,,ექსპრეს ბანკის“ შენობაში შესასვლელი კარების მარჯვენა ფრთის შიდა სახელური“ და ,,ექსპრეს ბანკის“ შენობაში შესასვლელი კარების მარცხენა ფრთის შიდა სახელური“ მოთავსებულ სახელურებზე არსებული მოყავისფრო და მოშავო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N7-10) სისხლს არ წარმოადგენს.- პაკეტში წარწერით ,,შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ,,ექსპრეს ბანკის“ შენობის შიგნით იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ლურჯი ფერის პოლიეთილენის ცელოფანი“ მოთავსებულ პოლიეთილენის პარკზე არსებული ბიომასალის (ობ. N11) და პაკეტში, წარწერით ,,1(ერთი) წყვილი ე.წ კეტი მოთავსებული მოთეთრო ფერის პარკში ამოღებული რკინიგზის გადასასვლელის ქვეშ ბეტონის კედლის ნაპრალიდან“ მოთავსებულ ფეხსაცმელებზე არსებული ბიომასალის (ობ. N12) გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ N11,12-ის გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი ი------ ო---–--ის (ობ. N24) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ N11,12-ის გენეტიკურ პროფილებში გ--- ს--–----ის (ობ.N25) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ფეხსაცმელებზე არსებული მოყავისფრო ლაქები (ობ. N13,14) სისხლს არ წარმოადგენს. - პაკეტში, წარწერით ,,ექსპრეს ბანკის“ შენობის შიგნით იატაკის ზედაპირიდან აღებული მოწითალო ფერის ლაქა“ მოთავსებული ჩხირზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N15) და პაკეტში, წარწერით ,,ექსპრეს ბანკის“ შენობის შიგნი იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ერთჯერადი მოხმარების ხელსახოცები მასზე არსებული მოწითალო ფერის ლაქებით“ მოთავსებულ ქაღალდის ხელსახოცებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N16) წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გ--- ს--–----ეს (ობ. N25);- პაკეტში წარწერით: ,,ექსპრეს ბანკის“ შენობის შიგნით ამოღებული ერთი ცალი ნაჭრის მოსაცმელი ქურთუკი, რომელსაც აქვს ე.წ კაპიშონი წარწერით ,,S MINGJIA” მოთავსებულ ქურთუკზე სისხლზე საეჭვო ლაქები არ აღინიშნება;- პაკეტში წარწერით ,,1(ერთი) ცალი ქურთუკი, ამოღებული რკინიგზის გადასასვლელის ქვეშ ბეტონის კედლის ნაპრალიდან“ მოთავსებულ ქურთუკზე არსებული ბიომასალის (ობ.N17) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N17-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ი------ ო---–--ის ობ. N24) გენეტიკური პროფილის იდენტურია ობ. N17-ის გენეტიკურ პროფილში გ--- ს--–----ის (ობ.N25) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება; - პაკეტში წარწერით: ,,გ--- ს--–----ის ტანისამოსი“ მოთავსებულ სვიტერზე, მაისურზე, შარვალზე, ქვედა საცვალზე წინდისა და ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N18-23), წარმოადგენს ადამიანის სისხლს და ეკუთვნის გ--- ს--–----ეს (ობ.N25)“.
საქმეში არსებული ლევანს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნივთიერებათა, მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა N001745418 დასკვნის თანახმად: „1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი გ--- ს--–----ის: შარვალზე, ქამარზე და სვიტერზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები; - მაისურზე, ტრუსზე, წყვილ წინდაზე და წყვილ ფეხსაცმელზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. 2. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით ,,ქურთუკი, ამოღებული რკინიგზის გადასასვლელის ქვეშ ბეტონის კედლის ნაპრალიდან“ მოთავსებულ ქურთუკზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. 3. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით ,,კეტი.. ამოღებული რკინიგზის გადასასვლელის ქვეშ ბეტონის კედლის ნაპრალიდან“ მოთავსებულ წყვილ ფეხსაცმელზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები არ აღინიშნება. 4. ექსპერტიზაზე წარმოდგენილ პაკეტში წარწერით ,,გ--- ს--–----ის სხეულიდან ამოღებული უცხო სხეულები“ მოთავსებული პოლიმერის მაგვარი მასალის ფრაგმენტები და მცირე ზომის, ფორმის მეტალის ბურთულები დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკების გამოსაკვლევად უვარგისია დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო“.
საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად: ,,1. რუსული წარმოების ,,ТОЗ-34” მოდელის სანადირო თოფის კონდახის და ლულების თვითნაკეთი წესით დამოკლებისა და გადაკვეთების გზით დამზადებული 12 კალიბრის ორლულიანი გადაჭრილი ნომერგადაშლილი თოფი, წარმოდგენილი მდგომარეობით, გასროლების წარმოებისათვის ვარგისია ქვედა ლულიდან და მიეკუთვნება გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას. 2. ქარხნული წესით დამზადებული 12 კალიბრის 01 ცალი სანადირო ვაზნა არის 12 კალიბრის სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი ვაზნა და მიეკუთვნება გლუვლულიანი სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალას“.
საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ტრასოლოგიურ-ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის N81/ტრ-74/სქ თანახმად: ,,სისხლის სამართლის N041220118003 საქმეზე ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ორლულიანი გადაჭრილი თოფის: - სასხლეტი კაუჭის შიგა ზედაპირზე დატანილია ნიშნები ,,22154“ რომლებიც კონფიგურაციით, ადგილმდებარეობით და შრიფტის სახეობით მსგავსია დამამზადებელი საწარმოს მიერ შესრულებული საიდენტიფიკაციო ნომრების, ხოლო ლულების ქვედა კავის მარცხენა მხარეზე და მორაკის ქვედა მანაზე სანომრე ნიშნები გადაშლილია, რომლებიც გამოვლენილი ვერ იქნა“.
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება, ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს, თუ რისი მიღწევა სურდა ქმედების ჩამდენს და რა მიზანი ამოძრავებდა მას, რაც შესაძლებელს გახდის დადგინდეს ბრალდებულის განზრახვის შინაარსი და ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას.
განზრახ მკვლელობის მცდელობის სამართლებრივი შეფასება:
1. იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ვლადიმერ დოლაბერიძის მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია მის მიმართ წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან შემდეგ გარემოებათა გამო:
2. ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ნორმათა ერთობლიობა, რომელიც მიმართულია ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლში მითითებულია, რომ ,,სიცოცხლე ადამიანის ხელშეუხებელი უფლებაა და მას იცავს კანონი’’, ასევე, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მე-3 მუხლში აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე.
3. ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მატერიალური შემადგენლობისაა და იგი დამთავრებულად ითვლება მართლსაწინააღმდეგო შედეგის ანუ სიცოცხლის მოსპობის მომენტიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი აქვს მკვლელობის მცდელობას ან მის მომზადებას.
4. სსკ-ის მე-19 მუხლის შესაბამისად, დანაშაულის მცდელობა განზრახი მოქმედებაა, რომელიც მიმართულია დანაშაულის ჩასადენად, რა დროსაც, პირმა უნდა განახორციელოს ყველა ქმედება, რომელსაც შედეგი უნდა მოყვეს, ესე იგი მისი ქმედება უშუალოდ დანაშაულის განსახორციელებლადაა მიმართული და კონკრეტულ საფრთხეს უქმნის სამართლებრივ სიკეთეს, რაც, იმას ნიშნავს, რომ დანაშაულის მცდელობა მოიცავს პირის სუბიექტურ განზრახვას, მიაღწიოს დასახულ მიზანს და იწყებს კიდეც დანაშაულის განხორციელებას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში, შედეგი არ დგება მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზების გამო.
5. განზრახ მკვლელობის მცდელობის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ის, რომ ასეთ შემთხვევაში დანაშაული არ მოდის სისრულეში, ანუ, არ დგება დანაშაულებრივი შედეგი, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს, ექმნება თუ არა უშუალო საფრთხე კანონით დაცულ სიკეთეს და იწყება თუ არა დანაშაულის შემადგენლობის განხორციელება და რამდენად რეალურია იმ კონკრეტული პირობების ერთობლიობა, რომელმაც შესაძლებლობა ალბათობის მაღალი ხარისხით სინამდვილედ უნდა აქციოს, ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია შეფასდეს, როგორც განზრახვის მართლსაწინააღმდეგო შეგნება, ასევე, განხორციელებული ქმედების მიზანი, რადგანაც, ამ ქმედების სწორი კვალიფიკაციისათვის აუცილებელია დადგინდეს თუ რა მიზნით განხორციელდა იარაღიდან გასროლა. განზრახვის მიმართულების მართებულად გადაწყვეტისათვის, მნიშვნელოვანია შეფასდეს, როგორც გასროლის მიმართულება, ასევე, დანაშაულის ბოლომდე მიუყვანლობის მიზეზები.
6. ბრალდებულის განზრახვის შინაარსის საკითხის გადაწყვეტისათვის, სასამართლო მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს დადგინდეს, თუ რა მიზანი ამოძრავებდა ბრალდებულს ქმედების ჩადენის დროს და რისი მიღწევა სურდა მას. რადგანაც, განზრახი ქმედება არ არსებობს დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ამ ნიშნების არსებობის გარეშე.
7. როგორც ბრალდებულის მიერ უდავოდ მიჩნეული, ასევე, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულის მხრიდან, ქ. ქუთაისში თ------–---–ის ქუჩა N115-ში მდებარე, ,,ს----------–--------ის“ ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმა მიმართული იყო ამ ბანკში არსებული ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გატაცებისა და მითვისებისათვის. დადგენილია, რომ სწორედ ამ მიზნის განსახორციელებლად შეიჭრა ბრალდებული ი------ ო---–--ი ბანკის ფილიალში, რა დროსაც, მისი დანაშაულებრივი განზრახვის ჩადენის გაადვილების მიზნით იქვე გადაწყვიტა, იმ პირის ჩამოშორება, რომელიც მისი აზრით ხელს უშლიდა მას დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული დადასტურებულია დაზარალებულ გ--- ს--–----ის ჩვენებით, სადაც ეს უკანასკნელი განმარტავს, რომ თავდასხმის მომენტში იდგა ბანკის ფილიალის შესასვლელ კართან ახლოს, რის გამოც, იგი მოულოდნელად აღმოჩნდა ბანკში შეჭრილი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თავდამსხმელის წინ. დაზარალებულის განმარტებით, მან არ შეასრულა თავდამსხმელის მოთხოვნა ძირს დაწოლილიყო, პირიქით პირდაპირ თვალებში შეხედა მას და გაუღიმა, დაზარალებულის განმარტებით, ამ მოქმედებით იგი თავდამსხმელს აკარგვინებდა წამებს, რამაც განაპირობა კიდეც ბრალდებულის მხრიდან მისი მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა, რის შედეგადაც გვერდზე გადავარდა და თავდამსხმელს მიეცა შესაძლებლობა მიახლოვებოდა ფილიალში არსებულ სალაროს და მოლარისგან მუქარით მოეთხოვა ფულადი თანხა. ასევე, მოწმის სახით დაკითხული, შემთხვევის მომენტში ბანკის ფილიალში არსებულ სალაროსთან მდგომი თა-------------ს ჩვენებით დადგენილია, რომ ბანკის ფილიალში შეჭრილ თავდამსხმელს ,,ხელში ეკავა გადაჭრილი თოფი და ხმამაღლა დაიყვირა დაწექით თორემ გესვრითო“. ხოლო მოწმე კახ---------------ის ჩვენების თანახმად, ,,ბანკში შეჭრილ თავდამსხმელს ვიღაც პირი გადაეღობა, რომელსაც უთხრა გაიწიე თორემ გესვრიო“. მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები მთლიანად დადასტურებულია, საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ, ს----------–--------ის ექსპრესფილიალი შიდა პერიმეტრზე არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით. საიდანაც, ნათლად ჩანს თავდასხმის მომენტში განხორციელებული მოქმედებები, კერძოდ, ბრალდებულის მოულოდნელი შეჭრა ბანკის ფილიალში, მისი დაზარალებულ გ--- ს--–----ესთან შესასვლელ კარებთან შეხვედრისა და შესვლისთანავე რამდენიმე წამში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტი, რითაც მთლიანად დადასტურებულია, როგორც დაზარალებულის ასევე, მოწმეთა ჩვენებაში ახსნილ ფაქტობრივ გარემოებები, კერძოდ, ის გარემოება, რომ ბრალდებულმა ი------ ო---–--მა, ბანკის ფილიალის კარებთან მდგომ გ--- ს--–----ის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა სხვა დანაშაულის, კერძოდ, ყაჩაღური თავდასხმის ჩადენის გაადვილების მიზნით, რითაც, ბრალდებულმა ი------ ო---–--მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, რადგანაც ამ უკანასკნელმა თავისი ქმედება უშუალოდ დანაშაულის განსახორციელებლად მიმართა, მაგრამ სასიკვდილო შედეგია არ დადგა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. ამ საკითხის გადაწყვეტისას, ასევე, მნიშვნელოვანია შეფასდეს ქმედების განხორციელების დროს ბრალდებულის განზრახვის შინაარსი, რისთვისაც ერთობლივად უნდა გაანალიზდეს დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ყველა გარემოება. კერძოდ, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის იარაღს, დაზარალებულზე მიყენებულ ჭრილობათა რაოდენობას, ხასიათს და მის ლოკალიზაციას. იმ გარემოებას, რომ დაზარალებულ გ--- ს--–----ეს ცეცხლნასროლი ჭრილობა მიყენებული აქვს მუცლის არეში არსებული სიცოცხლისათვის მნიშვნელოვან ორგანოებში. რის გამოც, სასამართლო მიდის იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ ი------ ო---–--ს სწორად აქვს წარდგენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დანაშული გათვალისწინებული სსკ-ის 19-109 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით).
ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯამრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქართ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, იმის მიერ, ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.
1. სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ყაჩაღობა დამთავრებულ დანაშაულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან იმის მიუხედავად თავდამსხმელმა შეძლო თუ არა ქონების დაუფლება.
2. ყაჩაღობა თავისი შინაარსით, პირდაპირი განზრახვით და ანგარების მოტივით ხასიათდება. ამ შემთხვევაში თავდამსხმელის მიზანია სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება, რასაც, თან ერთვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობა, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარა, რაც, იმაზე მიუთითებს, რომ თავდამსხმელის უშუალო განზრახვა-ქონების დაუფლებაა, ხოლო ძალადობის გამოყენების, ან ასეთი ძალადობის მუქარა, რაც საშიშია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის შედეგთან დამოკიდებულებაში ალტერნატიულ ხასიათს ატარებს, რადგანაც, თავდამსხმელი დაინტერესებული არ არის მის მიერ გამოყენებული ძალადობის ხასიათით ან სიმძიმით, უფრო სწორად, იყენებს ისეთი ზემოქმედების ღონისძიებას, რომელსაც ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აუცილებლად თვლის, ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია შეფასდეს დანაშაულის ჩადენის ადგილი, თავდასხმაში მონაწილე პირთა რაოდენობა, იმ იარაღისა თუ სხვა საგნის ხასიათი, რომლითაც დაზარალებულს ემუქრებიან, ან მის წინაშე ახდენენ იარაღის დემონსტრირებას ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანია თავად დაზარალებულის მიერ, მუქარის ხასიათის სუბიექტური აღქმა, რაც დიდად არის დაკავშირებული ზემოთჩამოთვლილ ფაქტორებთან და დაზარალებულს უქმნის იმის განცდას, რომ საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლესა თუ ჯანმრთელობას. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მუქარის გამოხატვის ფორმა, რაც აუცილებელია ყაჩაღური თავდასხმისათვის უკვე განხორციელებული იქნა თავდამსხმელის ბრალდებულ ი------ ო---–--ის მიერ, იმ მომენტიდან, როდესაც იგი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლების მიზნით შეიჭრა ბანკის ფილიალში, დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით მუცლის არეში დაჭრა ფილიალში მყოფი დაზარალებული გ--- ს--–----ე და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოლარე ოპერატორ თ---------–--ს მოსთხოვა სალაროში არსებული ფულადი თანხის გადაცემა, რადგანაც, ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულს განეკუთვნება და დამთავრებულად ითვლება თავდასხმის მომენტიდან, ხოლო მუქარის გამოხატვის ფორმა, ასეთ შემთხვევაში, შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს, მათ შორის სავსებით შესაძლებელია მისი განხორციელება იარაღის ჩვენებით, ან სხვა მოქმედებებით, რომელიც საშიშია დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებულ თ---------–--ს სუბიექტური აღქმიდან გამომდინარე, სავსებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულ ი------ ო---–--ის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება სრულად შეიცავს ყაჩაღობის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა აუცილებელ ნიშნებს, რადგანაც, საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა თ---------–--მ განმარტა, რომ ბანკის ფილიალზე განხორციელებული თავდასხმის დროს იმყოფებოდა ბანკის ფილიალში არსებულ სალაროსთან და ემსახურებოდა ბანკში შესულ კლიენტს, რა დროსაც, გაიგონა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა, დაინახა, რომ ძირს წაიქცა ფილიალში მყოფი მისი ნაცნობი გ--- ს--–----ე, ამ დროს მასთან მივიდა იარაღმომარჯვებული თავდამსხმელი, რომელმაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულის მისთვის გადაცემა და ესროლა პოლიეთილენის პარკი ფულის ჩასადებად. დაზარალებულის განმარტებით მას გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობის საფუძვლიანი შიში, რადგანაც თავდამსხმელმა უკვე განახორციელა გასროლა იარაღიდან იქვე მყოფი დაზარალებულ გ--- ს--–----ის მიმართ და მასაც ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რომლის განხორციელებაც თავდამსხმელის მხრიდან რეალურად მოსალოდნელი იყო, ამის გამო დაიწყო სალაროს გაღება, მაგრამ თავდამსხმელი თვითონ შეიჭრა მასთან და დაიწყო სალაროდან ფულის გატაცება და სალაროდან გაიტაცა ბანკის კუთვნილი დიდი ოდენობის ფულადი თანხა, ხოლო თვითონ უკუსვლით გავიდა მეორე ოთახში, შეხედა თავდამსხმელს სახეზე და ამოიცნო ფოტოსურათით ამოცნობის დროს, დაადასტურა, რომ თავდამსხმელი არის ბრალდებული ი------ ო---–--ი. დაზარალებულ თ---------–--ს ჩვენებაში მითითებული გარემოებები მთლიანად დადასტურებულია შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების, თა-------------ს, კახ---------------ის, მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულ გ--- ს--–----ის ჩვენებებით, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ თავდამსხმელი სიცოცხლის მოსპობის მუქარით, მის ხელთ არსებული იარაღის დემონსტრირებით მოითხოვდა დაზარალებულ თ---------–--საგან სალაროში არსებული ფულის გადაცემას, ამასთან, საქმის სასამართლო განხილვის დროს მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ ბანკის ფილიალში არსებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით მთლიანად დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებებში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები.
3. ამდენად, საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მოწმეთა ჩვენებებით, მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულების გ--- ს--–----ის, თ---------–--ს ჩვენებით, ბრალდებულის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, ი------ ო---–--ისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, დაზარალებულის გ--- ს--–----ის სამედიცინო ისტორიით, ი------ ო---–--ის საცხოვრებელის სახლის ჩხრეკის ოქმით, ,,ს----------–--------ის“, შპს ,,დეილის“, ი/მ ჟულიეტა ლაჭყებიანის მაღაზიის ვიდეო ჩანაწერებით. ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით, ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ტყავის ქურთუკით, საქმეში არსებული ბრალდებულ ი------ ო---–--ის ნასამართლობის ცნობით, საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეული ,,ს----------–--------ის“ ექსპრესფილიალი შიდა პერიმეტრიდან ამოღებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული გადაჭრილი თოფით და ამ უკანასკნელის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხით. ბრალდებული ი------ ო---–--ის მიერ საქმის სასამართლო განხილვის დროს მიცემული აღიარებითი ჩვენებით და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით, მთლიანად დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ი------ ო---–--მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, იმის მიერ ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე, საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული აღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე დადგენილია, რომ ბრალდებულმა ი------ ო---–--მა ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილების მიზნით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით).
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება
1. საქართველო ეკუთვნის იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც, იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი, პოლიციის ნებართვით, ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით.
2. ამ დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა.
3. ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისათვის.
4. ცეცხლსასროლ იარაღს მიეკუთვნება: ტყვიამფრქვევი, ავტომატი, კარაბინი, პისტოლეტი, ნაგანი, თოფი და სხვა, რადგანაც, ეს იარაღები განკუთვნილია ცოცხალი არსების გასანადგურებლად.
სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის დასჯადობა გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენაში ან შენახვაში, მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით ისე უმოქმედებით.
5. იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გულისხმობს კანონის დარღვევით მის ყიდვას, სხვა ნივთში გაცვლას, ვალში ჩათვლას, ნაპოვნის დაუფლებას. შეძენა დამთავრებულია, როცა პირს მიეცა ამ იარაღის განკარგვის შესაძლებლობა.
6. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო ტარება.
7. იარაღის კანონიერი ტარების უფლება აქვს იარაღის მესაკუთრეს და იარაღით მოსარგებლეს.
8. ,,იარაღის შესახებ“ კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.
9. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც, პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც იგი მოძრაობს და ა.შ.
10. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება უფრო მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი.
11. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება არის იმ შემთხვევაშიც, როცა იარაღს ატარებს ის პირის, ვისაც მართალია, აქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება, მაგრამ არ აქვს ტარების უფლება.
12. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების-შეძენის, შენახვის, ტარების ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო.
13. ცეცხლსასროლი იარაღის, ან საბრძოლო მასალის ტარების ჩადენა იწყება მოქმედებით (მაგალითად პირმა შინიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდო ცეცხლსასროლი იარაღი), და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. იარაღის უკანონო ტარება დამთავრებულია ამ ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.
14. ეს დანაშაული განზრახი დანაშაულია, რადგანაც პირს შეგნებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს.
15. ბრალდებულ ი------ ო---–--ს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენასთან ერთად წარდგენილი აქვს მისი ტარებაც, რომლის ჩადენაც აუცილებლად მოითხოვს მოქმედების განხორციელებას (მაგალითად პირმა შინიდან გასვლის წინ ჯიბეში ჩაიდო ცეცხლსასროლი იარაღი), რადგან ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ყოველთვის გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს და იგი დამთავრებულად ითვლება ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა, ან კონკრეტული საფრთხის შექმნა საჭირო არ არის.
16. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება დამთავრებულად ითვლება იმ ქმედების განხორციელების მომენტში, რომელიც ზოგადად იწვევს საფრთხეს, რადგანაც პირი ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფება იმ ადგილას, სადაც შეიძლება საფრთხე შეექმნას საზოგადოებრივ უშიშროებას, ან მოძრაობს იმ ადგილზე სადაც ადამიანების ყოფნა სრულიად შესაძლებელია, ამ შემთხვევაში განხორციელებულ ქმედებასა და არსებულ საფრთხეს შორის მიზეზობრიობის დადგენა საჭირო არ არის, ამასთან ამ შემთხვევაში პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს და სურს ასეთი ქმედების ჩადენა.
17. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების დადგენისათვის მნიშვნელოვანია, როგორც პირის განზრახვის შინაარსის გარკვევა, ასევე, იმ რეალური გარემოებების შეფასებაც, სადაც მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა ჩადენილი. განსახილველ შემთხვევაში ბრალდებული ი------ ო---–--ი ცეცხლსასროლ იარაღით გადაადგილდებოდა ქუჩაში, რითაც საფრთხე შეექმნა საზოგადოების უშიშროებას, რაც ბრალდებულს გაცნობიერებული ქონდა და სურდა ასეთი შედეგი, ამასთან, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ჩაიდინა ,,ს----------–--------ის“ ფილიალზე თავდასხმა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა დიდი ოდენობით ბანკის კუთვნილ ფულად თანხას, აღნიშნული დადასტურებულია საქმეში არსებული მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით და საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი მტკიცებულებებით.
18. იმის გათვალისწინებით, რომ იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ასევე, მოიცავს მის მართლსაწინააღმდეგო შეძენას და შენახვას, დამატებითი კვალიფიკაცია სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით საჭირო არ არის, იმის გამო, რომ იარაღის ტარება მისი შეძენის და შენახვის ლოგიკური გაგრძელებაა, რადგანაც პირმა ჯერ უნდა შეიძინოს და შეინახოს ცეცხლსასროლი იარაღი, რომ შემდგომ ატაროს იგი, იმის მიუხედავად, რომ შეძენა შენახვის ფაქტი თუნდაც უტყუარი მტკიცებულებებით იყოს დადასტურებული, აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ი------ ო---–--ს ზედმეტად აქვთ წარდგენილი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისიწინებული ბრალდება, რის გამოც, წარდგენილი ბრალდებებიდან უნდა ამოერიცხოს აღნიშნული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
პასუხისმგებლობის შესამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულის შემამსუბუქებელი გარემოებაა მის გულწრფელი აღიარება, დამამძიმებელი გარემოება მისი ნასამართლობა.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
2. სასჯელის მიზანია, რომ მისი გამოყენებით მსჯავრდებული განიმსჭვალოს მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
3. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
4. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს.
5. სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.
6. გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.
7. სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.
8. სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელი მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდაუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებული პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.
9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
10. სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.
11. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.
12. საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.
13. იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.
14. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
15. სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნულ მახასიათებლებს და იმ გარემოებას, რომ საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა გულწრფელად აღიარა და მოინანია მის მიერ ჩადენილი ქმედება და განმარტა, რომ გამოსწორდება და მომავალში არასოდეს არ ჩაიდენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც, წარმოადგენს ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს არა მხოლოდ კანონიერი, არამედ, სამართლიანი გადაწყვეტილების მისაღებად.
16. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას. მოცემულ შემთხვევაში საჭიროა კერძო და ზოგადი პრევენციების მიზნების შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, სასჯელის ეფექტური ღონისძიების გამოყენება, ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულს, ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს და მიიჩნევს, რომ სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივის არსებობის გამო, ბრალდებულის მიმართ თავისუფლების სახით დასანიშნი სასჯელი სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს სასჯელის მინიმუმს.
17. ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლებისა და ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების საზოგადოებრივად საშიში ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ ი------ ო---–--ის მიმართ, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებული იქნება თავისუფლების აღკვეთასთან.
ნივთმტკიცებების საკითხის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში და ამავე სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში, განკარგული იქნეს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ბრალდებულ ი------ ო---–--ს წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.
2. ბრალდებული ი------ ო---–--ი, ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
3. ბრალდებული ი------ ო---–--ი, ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ და მეოთხე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
4. ბრალდებული ი------ ო---–--ი, ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით (2018 წლის 22 იანვრის მდგომარეობით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების საფუძველზე, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელებიდან, უფრო მკაცრმა სასჯელმა, ხოლო თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე და ბრალდებულ ი------ ო---–--ს, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 08 ივლისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.
7. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ბრალდებულ ი------ ო---–--ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლითა და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლით და 6 (ექვსი) თვის ვადით, განესაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
8. გაუქმდეს ი------ ო---–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულ ი------ ო---–--ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 იანვრიდან.
9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხილის წვენის - ,,სადაჩოკის“ მუყაოს შეფუთვა საწრუპი ჩხირით, ენერგეტიკული სასმელის - ბუმის თუნუქის ქილა ცარიელ მდგომარეობაში, პლასტმასის ერთჯერადი ჭიქები, ერთჯერადი ხელსახოცი მოწითალო ფერის ლაქებით, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ლურჯი ფერის ცელოფანი, მაგიდიდან ამოღებული ხელის სამი კვალი, გ--- ს--–----ის სხეულიდან ამოღებული ლითონისა და ძვლის ფრაგმენტები, ი------ ო---–--ისა და გ--- ს--–----ის ნერწყვის ნიმუშები, ი------ ო---–--ისა და გ--- ს--–----ის ხელის ნიმუშები (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში) განადგურდეს კანონის შესაბამისად.
- მოკლე ქურთუკი ელვა შესაკრავით, დაუბრუნდეს მესაკუთრეს - დ---------------ეს, იატაკის ზედაპირიდან ამოღებული ფულადი თანხა 640 ლარის ოდენობით (32 ცალი ოცლარიანი კუპიურა), ფულადი თანხა 1090 ლარი, 200 ევრო და ერთი ლარისა და 6 თეთრის ოდენობის მონეტები, (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში), სალაროს უჯრა, მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული გამჭვირვალე პლასტმასის სახურდე თეფში, ექსპრესფილიალის კარის მარჯვენა და მარცხენა ფრთის გარე და შიდა სახელურები (სულ ოთხი), დაუბრუნდეს სს ,,ს----------–--------ს“. ბრალდებულ ი------ ო---–--ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ტყავის საფულე, დაუბრუნდეს ი------ ო---–--ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, ხოლო მასში მოთავსებული ფულადი თანხა 1400 ევროს, 4000 დოლარისა და 210 ლარის ოდენობით (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოში), დაუბრუნდეს სს ,,ს----------–--------ს“. ი------ ო---–--ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული გასაღები, ასევე ბრალდებულ ი------ ო---–--ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ამოღებული ერთი ცალი ტყავის ქურთუკი და ერთი წყვილი ფეხსაცმელი (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში) დაუბრუნდეს ი------ ო---–--ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
- ი------ ო---–--ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული გადაჭრილი თოფი გილზთან ერთად (ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გადაეგზავნოს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტო მასალა ერთ ცალ CD დისკად, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალები ორ ცალ დისკად, ნიმუშების აღებისას გადაღებული ფოტომასალა ერთ ცალ დისკად, გ--- ს--–----ის ტანისამოსის აღწერის ფურცელი, გ--- ს--–----ის სამედიცინო ისტორია, ჟ---–-------–--------ის მაღაზიიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ორ ცალ CD დისკზე, შპს „დეილი“-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, სს „ს----------–--------ი“-ს ქუთაისში, თ------–---–ის ქ. N115-ში მდებარე ექსპრეს-ფილიალიდან გამოთხოვილი სამეთვალყურეო ვიდეოკამერის ჩანაწერი ერთ ცალ CD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმეში და შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
- გ--- ს--–----ის ტანისამოსი და შპს „დეილი“-ს, ინდმეწარმე ჟ---–-------–--------ის მაღაზიისა და სს „ს----------–--------ი“-ს ვიდეოჩანაწერები, გადატანილი მეხსიერების ბარათზე (ჩიპზე), (დალუქულ მდგომარეობაში ინახება ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მეოთხე განყოფილებაში), შენსახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
10. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
11. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ლერი თედორაძე