განაჩენი

სისხლის სამართლის 21.05.2018
საქმის ნომერი
050100117002098848
დავის ტიპი
177 3 ბ , 177 2 ა
თარიღი
21.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0-------------8848

საქმე N 1-----17

განაჩენი

საქართველოს სახელით

2--05.2--8 წელი ქ--------------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: შ-----------ე

დ-–-ის მხარე

ადვოკატი: ზ---–---------ია

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N----------03

ბრალდებული: მ-------–----ა

მამის სახელი: ბ-----ი

დაბადებული: 0--11.1--- წელი

პირადი ნომერი: 3---------4

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ს----ი, სოფელი ა---–-------–ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177–ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი.

დისპოზიცია: ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება ჩადენილი არაერთგზის.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1. მ-------–----ამ, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2--7 წლის 28 ივლისის განაჩენით იყო რა მსჯავრდებული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ქურდობა არაერთგზის. კერძოდ, 2--7 წლის 9-----სტოს, დაახლოებით 14:00 საათზე, მ-------–----ა იმყოფებოდა ქალაქ ოზურგეთში ე---------ს ქუჩა N---ში მდებარე შ-----------–------ის კუთვნილ მაღაზიაში, მაგიდის ქვეშ განთავსებულ ღია თაროზე შენიშნა შ-----------–------ის კუთვნილი საფულე, რომლიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ფულად თანხას 200 (ორასი) ლარის ოდენობით, რითაც მისი ქმედებით, დაზარალებულ შ-----------–------ეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. სასამართლომ დაადგინა

 

2.1. სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების, წინამდებარე სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და საკმარისობის შეფასების საფუძველზე, საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ-------–----ა ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა", მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

3.1. ბრალდებულმა მ-------–----ამ, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2--7 წლის 1------სტოს, ტაქსით წავიდა ქალაქ ო----------ში, ბ-------------თან ერთად. ბ---მ და ტაქსის მძღოლმა, გ----------------ამ, არ იცოდნენ რა მიზნით მიდიოდა ო----------ში, რადგან მეგობარი გოგოს ნახვა სურდა. ო----------ში როდესაც ჩავიდნენ, მანქანა გააჩერებინა გ----------------ას და უთხრა, რომ დალოდებოდნენ. წავიდა იმ მიმართულებით, სადაც უნდა შეხვედროდა მეგობარ გოგოს, შემდეგ კი ეკლესიისკენ აპირებდნენ წასვლას. როდესაც მივიდა იმ ქუჩაზე, სადაც შეხვედრა ქონდათ დათქმული, დაინახა, რომ მისი მიმართულებით მიდიოდა გოგონას მამა, რომელთან შეხვედრა არ სურდა, რადგან წინააღმდეგი იყო მათი ურთიერთობის. თავი აარიდა შეხვედრას, მოტრიალდა და შევიდა მაღაზიაში. მ-------–----ამ აღნიშნა, რომ მაღაზიაში დახლის ქვემოთ ხელი არ ქონდა მოკიდებული რაიმე ნივთისთვის. მაღაზიის მესაკუთრე კი შეხვდა კართან, რომლისთვისაც არ უთქვამს, რომ კედებს ეძებდა და საერთოდ არ უსაუბრია აღნიშნულ ქალბატონთან. რამდენიმე ხნის შემდეგ გამოვიდა მაღაზიიდან და იმავე მანქანით წავიდნენ ჯერ ფოთში, ხოლო შემდეგ ს----ში. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, მივიდნენ მასთან პოლიციელები და ტელეფონში აჩვენეს ო----------ში ყოფნის დამადასტურებელი ჩანაწერი. დაადასტურა ო----------ში ყოფნის ფაქტი, თუმცა კითხვაზე უპასუხა, რომ ფული არ ქონდა მოპარული. პოლიციელებმა შეახსენეს, რომ პირობითი მსჯავრი ქონდა, აღიარების სანაცვლოდ კი ციხეში არ გაუშვებდნენ. არ უნდოდა პრობლემები და დათანხმდა პოლიციელთა მოთხოვნას. მიიყვანეს ო----------ის პოლიციის სამმართველოში სადაც აღიარებითი ჩვენება მისცა. მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და მიუთითა მხოლოდ ის ადგილები, სადაც იმყოფებოდა. მ------–-----მ განმარტა, რომ ო----------ში ყოფნის დროს ეცვა ნაცრისფერი მაისური, ლურჯი საყელოთი.

 

დაზარალებულმა შ-----------–------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ დაახლოებით 5 წელი არის ინდ. მეწარმე და ქალაქ ო----------ში, ე---------ს ქუჩაზე აქვს მეორადი საქონლის მაღაზია. 2--7 წლის 9-----სტოს მუშაობდა. გვერდით მაღაზია აქვს ვ----------–--ეს, რომელიც წასული იყო და აღნიშნულ მაღაზიაშიც თავად მუშაობდა. დაახლოებით 2 საათიდან 3 საათამდე დროის შუალედში, ვ----------–--ეს მაღაზიაში მივიდნენ კლიენტები, რის გამოც გადავიდა მაღაზიაში, სადაც გაჩერდა დაახლოებით 10 წუთი და მოემსახურა კლიენტებს. შემდეგ გამოვიდა მაღაზიის კართან და დაინახა თავის მაღაზიაში ლანდი. დაბრუნდა მაღაზიაში და ნახა მ------–-----, რომელიც დახლს გაცილებული და ჩაცუცქული იყო. კითხვაზე თუ რას აკეთებდა მაღაზიაში, მ------–-----მ მიუგო, რომ კედებს ეძებდა. მ------–-----ს უთხრა, რომ ძირითადად ბავშვების კედები იყო მაღაზიაში და მხოლოდ ძველი საქონელი ქონდა დიდების. მ-------–----ა დაახლოებით 4-5 წუთი გაჩერდა მაღაზიაში, გააგრძელა ძებნა და შემდეგ წავიდა. როდესაც მ-------–----ა წავიდა, მივიდა თავის საფულესთან და ნახა რომ 200 ლარი, რომელიც ორი საათით ადრე გადასცეს, აღარ იდო საფულეში. ამავე საფულეში, ცალკე ქონდა შენახული თავისი კუთვნილი თანხა 250 ლარი, რომელიც არ იყო წაღებული. შ-----------–------ემ აღნიშნა, რომ მ-------–----ას მიერ საფულიდან თანხის ამოღების ფაქტი არ დაუნახავს. შ-----------–------ემ ასევე აღწერა იმ პირის ჩაცმულობა, რომელიც ნახა თავის მაღაზიაში და მიუთითა, რომ აღნიშნულ პირს ტანთ ეცვა მოკლესახელოებიანი ღია ფერის მაისური.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, ნ----–-----ემ განმარტა, რომ იცნობს შ-----------–------ეს, რომელსაც მის პირდაპირ აქვს მაღაზია. 2--7 წლის 9-----სტოს, შ-------ს მიუტანა 200 ლარი, რომელიც შემდეგ ვ--------ის უნდა გადაეცა. მოგვიანებით გაიგო შ-------სგან, რომ დაკარგა 200 ლარი. ნ----–-----ემ აღნიშნა, რომ მისთვის გადმოცემით არის ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვისას, თ------------ამ განმარტა, რომ იცნობს შ-----------–------ეს, რომელსაც მის გვერდით აქვს მაღაზია. 2--7 წლის 9-----სტოს, შ-----------–------ე ნახა აღშფოთებული, რომელსაც მისცა ტელეფონი პოლიციის გამოძახების მიზნით. თ--------------ამ მიუთითა, რომ შ-----------–------ე ეძებდა ლურჯმაისურიან ადამიანს. მისი ჩვენებით უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი არ არის და გადმოცემით იცის ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოწმე ც-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ არის ინდ. მეწარმე და აქვს აფთიაქი, რომელიც მდებარეობს ქალაქ ო----------ში, ე---------ს ქუჩაზე. იცნობს შ-----------–------ეს, რომელსაც ამავე ქუჩაზე აქვს მეორადი ტანსაცმლის მაღაზია. მისი ჩვენებით, უშუალოდ ფაქტის თვითმხილველი არ არის და გადმოცემით, შ-------სგან იცის ფაქტობრივი გარემოებები. ც-------------–---–მა აღნიშნა, რომ აფთიაქი აღჭურვილია ვიდეოკამერებით და პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ვიდეო ჩანაწერები.

 

ვ-------------–---მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ ქალაქ ო----------ში ე---------ს ქუჩაზე, შ-------ს მაღაზიის ვერდით, აქვს მეორადების მაღაზია. შემთხვევის დღეს ოჯახთან ერთად დასასვენებლად იყო წასული ბახმაროში და როცა დაბრუნდა შ-------სგან შეიტყო მომხდარის შესახებ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, გ---------------ამ, განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი. 2--7 წლის 9-----სტოს მივიდა მ-----ი და ბ------–ი წაყვანა თხოვა. ფოთს როდესაც გასცდნენ, მ-----ის მითითებით წავიდა ო----------ში, რადგან ახლობელს უნდა შეხვედროდა და მიიყვანა იმ ადგილას სადაც მ-----მა მიუთითა. მ-----ი გადავიდა მანქანიდან და გარკვეული დროის გასვლის შემდეგ დაურეკა და მივიდა დასახელებულ ადგილას, მ-----ი ჩაჯდა მანქანაში და წავიდნენ ფოთში. როდესაც შეიტყო მომხდარის შესახებ მივიდა მ-----თან და კითხა, რატომ გახვია შარში. მ-----იმ განუცხადა, რომ თავის თავზე აიღო მომხდარი ფაქტი და მას არ უნდა შეშინებოდა.

 

პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ, წაკითხულ იქნა ბ---------------ს 2--7 წლის 1------სტოს მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, 2--7 წლის 9-----სტოს, მ------–-----ს თხოვნით ს----იდან, გ----------------ას ავტომანქანით წავიდნენ ქალაქ ბ------ის მიმართულებით. მ-------–----ას თხოვნით ჩავიდნენ ო----------ში, სადაც მ-------–----ამ, ქალაქის ტერიტორიაზე გააჩერებინა მანქანა, თავად კი მეგობრის ნახვის მიზეზით წავიდა სავაჭრო ობიექტების მიმართულებით. დაახლოებით 20-30 წუთში მ-----ი დაბრუნდა და თქვა, რომ დაბრუნებულიყვნენ ს----ში. ო----------იდან არ იყვნენ გასული, როცა მ-------–----ამ უთხრა, რომ მაღაზიიდან მოპარული ქონდა 200 ლარის ოდენობით თანხა, ორი ცალი 100 ლარიანი კუპიურა. აღნიშნულზე მ-------–----ას უთხრა, რომ მოპარული თანხა დაებრუნებინა მეპატრონისათვის რაზეც დათანხმდა. მოაბრუნეს ავტომანქანა და გაჩერდნენ ისევ ქალაქ ო----------ის ტერიტორიაზე. მ-----ი დაახლოებით 15 წუთით იყო გადასული მანქანიდან და როცა დაბრუნდა უთხრა, რომ ნაქურდალი ფული დაუბრუნა მეპატრონეს. ამის შემდეგ ქ--------------იდან წავიდნენ ს----ში. ტაქსის მძღოლს გ----------------ას მათი საუბარი არ გაუგონია და მისთვის არ იყო ცნობილი მ-------–----ას მიერ ქ--------------ში ჩადენილი ქურდობის შესახებ. 2--7 წლის 11 აგვისტოს მ-------–----ამ ს----ში ყოფნის დროს უთხრა, რომ ქ--------------ში 2--7 წლის 9-----სტოს ტანსაცმლის მაღაზიიდან მოპარული 200 ლარი არ დაუბრუნებია მეპატრონისათვის. გამოკითხვის ოქმი ხელმოწერილია ბ---------------ს და თ--------------–---–-ს მიერ.

 

ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ, წაკითხულ იქნა ბ---------------ს 2--7 წლის 1---------ბრის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად 2--7 წლის 1------სტოს ღამის საათებში ზუსტი დრო არ ახსოვს, მივიდა მეგობარი მ-------–----ა და პოლიციის ორი თანამშრომელი, მ-----იმ გაიყვანა ცალკე და თხოვა, რომ ხელი მოეწერა ჩვენებისათვის, რომელსაც შეადგენდნენ პოლიციის თანამშრომლები, გაიკვირვა და დაინტერესდა თუ რა ჩვენებაზე უნდა მოეწერა ხელი. მ-----იმ უთხრა, რომ დაწერა აღიარებითი ჩვენება და უნდოდა ანალოგიური ჩვენებით დაემოწმებინა. აღნიშნულზე განუცხადა უარი. მათ საუბარში ჩაერია პოლიციის ერთი თანამშრომელი, რომელმაც უთხრა, რომ ეს მას არ შეეხებოდა და არც მოწმის სახით გამოიძახებდნენ დასაკითხად, ხოლო მეგობარს კი იხსნიდა ციხიდან, რადგან აღიარებითი ჩვენება მიცემული ქონდა და თუ დაადასტურებდა, გაუფორმებდნენ საპროცესო შეთანხმებას. მცირე ყოყმანის შემდეგ დათანხმდა აღნიშნულს, პოლიციელებმა დაწერეს ჩვენება, რომელიც წაიკითხა და მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თ--------ამ განმარტა, რომ არის მ-------–----ას დედა. 2--7 წლის 1------სტოს ,ღამით, სახლთან გაჩერდა ავტომანქანა, საიდანაც დაუძახა შვილმა და როდესაც მივიდა ნახა, რომ მ-------–----ა პოლიციის მანქანაში იჯდა შიშველი და თხოვა ტანსაცმლის მიტანა. ვერ მიხვდა რა ხდებოდა, თუმცა პოლიციელებმა დაამშვიდეს და უთხრეს, რომ მ-----ი დაკავებული არ იყო.

 

გ--------------–--ე ჩვენებით, მუშაობს პირველ სავაჭრო სახლში, დ-–-ის სამსახურის უფროსად. სასამართლოს განჩინების საფუძველზე პოლიციას გადასცა ვიდეოკამერის ჩანაწერები.

 

სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - ა----------–--–მა, თ--------------–---–მა, უ------------მ და პ--------------ემ დაადასტურეს, რომ მ------–-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დ-–-ით.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა აფთიაქი "-–------დან გამოთხოვილი ვიდეოკამერის ჩანაწერები, რომელზეც ჩანს, რომ ჩერდება ლურჯი ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა, საიდანაც გადმოდის მ------–----- და გადაადგილდება ქუჩაში. ვიდეოჩანაწერის გახსნამდე, პირველ ფაილზე მითითებულია - 2--7 წლის 9-----სტო, 14:00 საათი. ფაილის გახსნის შემდეგ ვიდეო ჩანაწერის მარცხენა კუთხეში მითითებულია მხოლოდ საათი - 14:00. უშუალოდ ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია დრო - 2000 წლის 14 იანვარი, 10:55 საათი. მსგავსი სხვაობა არის მოცემული ყველა ვიდეოფაილზე, რომელიც სასამართლო სხდომაზე იქნა გამოკვლეული. აფთიაქი "-–------დან გამოთხოვილ ვიდეოკამერის ჩანაწერებში არ ჩანს, რომ მ-------–----ა შედის შ-----------–------ის კუთვნილ მაღაზიაში.

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული იქნა შპს "-------–----------------–-"-დან გამოთხოვილი ვიდეოკამერის ჩანაწერი, რომელზეც ჩანს შენობის კედელი, სადაც აქვს მაღაზია შ-----------–------ეს. ვიდეოჩანაწერზე დაფიქსირებულია თარიღი 2--7.08.0-- ფაილის გახსნამდე, ვიდეოჩანაწერზე მითითებულია თარიღი - 1--08.2--7. ჩანაწერზე შ-----------–------ის კუთვნილი მაღაზიის შესასვლელი არ ჩანს. შპს "-------–----------------–-"-დან გამოთხოვილ ვიდეოკამერის ჩანაწერში არ ჩანს, რომ მ-------–----ა შედის შ-----------–------ის კუთვნილ მაღაზიაში. ვიდეოჩანაწერზე 1----:38 საათზე, ჩანს პიროვნება, რომელიც ქუჩაში გადაადგილდება, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ აღნიშნული პიროვნება იყო თუ არა მ------–-----. ვიდეოჩანაწერით პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, რადგან ჩანაწერზე პიროვნების სახე გამოკვეთილად არ ჩანს.

 

N 1----35 შეტყობინებით, 112-ის ოპერატორთან დაფიქსირდა შემდეგი სახის ინფორმაცია, ინციდენტის თარიღი: 8/--2017 1---7:58 ინციდენტის ტიპი: ქურდობა/ძარცვა ზარის ტიპი: Call მისამართი: რეგიონი გურია, დასახლება: ო----------ი, რაიონი: ო----------ი, ქუჩა: რ-----ლ ე---------ს ქუჩა, დამატებითი: N11 ინიციატორი: გ------------ინ ინიციატორის ტელეფონის ნომერი: 5-------4, დაზარალებულის ტელეფონის ნომერი: 5-------7 შენიშვნა:08/09/2--7 14:51:27 - სილაგაძე ინა, შ-----------–------ე დაახლოებით 14:20 სთ-ზე, 30 წლამდე ახალგაზრდა მამაკაცმა (ეცვა ლურჯი მაისური) მაღაზიიდან მოიპარა თანხა 200 ლარის ოდენობით.

 

2--7 წლის 9-----სტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ--------------ში, ე---------ს ქუჩა N----ში მდებარე ვლადიმერ მენაბდის საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებულ მეორადი ტანსაცმლის მაღაზიაში. შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამანქო მოასფალტებული გზით, სადაც აღნიშნული ქუჩის მარჯვენა მხარეს, გურიის ქუჩიდან ე---------ს ქუჩის მიმართულებით N--- საცხოვრებელ სახლში, პირველი სართულზე განთავსებულია ინდ. მეწარმე შ-----------–------ის კუთვნილი მეორადი ტანსაცმლის მაღაზია. აღნიშნული მაღაზიის შესასვლელი კარები და წინა ფანჯარა არის მეტალოპლასტმასის. შესასვლელ კარებთან მარცხნივ დგას ნაყინის მაცივარი. მაღაზიაში შესასვლელთან, როგორც ხელმარჯვნივ, ასევე ხელმარცხნივ განთავსებულია სხვადასხვა დასახელების ტანსაცმლის ნიმუშები. მაღაზიის იატაკი ბეტონის არის. აღნიშნულ მაღაზიაში შიგნითა მხარეს შესასვლელშივე ხელმარცხნივ, დგას ხის მაგიდა, რომელზედაც ზემოდან აწყვია ბავშვის საზაფხულო ფეხსაცმელები. ამავე მაგიდაზე დევს სალარო აპარატი და გამომთვლელი მანქანა. აღნიშნულ მაგიდას შიგნითა მხრიდან აქვს მარცხენა მხარეს მთლიანი თარო დახურული ფორმით, ხოლო მარჯვნივ გასდევს ღია სიგრძის თარო. მაღაზიაში კედლებზე განთავსებულ ხის თაროებზე, როგორც მარცხენა, ასევე მარჯვენა მხარეს დევს სხვადასხვა დასახელების ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. დათვალიერებისას რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული ვერ იქნა. შემთხვევის ადგილზე გადაიღეს სურათები, რაც დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2--7 წლის 9-----სტოს 16:00 საათზე და დასრულდა 16:30 საათზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. ოქმს ხელს აწერენ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირები თ-----------------–--ე, ი-----–------------ე, შ-----------–------ე და ოქმის შემდგენი თ--------------–---–-. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმზე დართულ ფოტოსურათებზე ჩანს საფულე, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახის ზოლები და დევს მაგიდის ღია თაროზე. ტომი I, ს.ფ. 16, 17, 18, 22, 23, 24, მოთავსებულ ფოტოსურათებზე, საფულე ჩანს სხვადასხვა ადგილზე და მდგომარეობაში, თუმცა შემთხვევის ადგილის დათლიერების ოქმში არ არის მოცემული რატომ გადაუღეს სურათები საფულეს, რა ადგილას იყო საფულე საგამოძიებო მოქმედების დაწყებისას და რა კავშირი ქონდა საფულეს საქმესთან.

 

2--7 წლის 1------სტოს პირის ამოცნობის შესახებ ოქმით, შ-----------–------ემ ამოცნობის დროს აღნიშნა, რომ 2--7 წლის 9-----სტოს კუთვნილ მაღაზიაში პირისპირ შეხვდა და ნახა ამოსაცნობი პირი, რომელიც იყო ახალგაზრდა მამაკაცი, საშუალოზე მაღალი, სპორტული აღნაგობის, ხორბლისფერი კანის, მოგრძო პირ-სახით, თაფლისფერი თვალებით, სწორი ცხვირით. ტანთ ეცვა ღია ფერის უსახელო მაისური, მუქი ფერის მოკლე შარვალი და ფეხზე ეცვა სპორტული კედები, სახეზე მარჯვენა მხარეს ზედა ტუჩთან ხალით, წინ წამოწეული ყურებით. შ-----------–------ემ ამოიცნო მ------–----- საშუალოზე მაღალი სიმაღლით, სპორტული აღნაგობით, მოგრძო პირის სახით, თაფლისფერი თვალებით, სახეზე მარჯვენა მხარეს ზედა ტუჩთან არსებული ხალით, წვერით, იერით, წინ წამოწეული ყურებით, უმკლავო ღია ფერის მაისურით და შავი ფერის ჯინსის მოკლე შარვლით, რის შემდეგაც განმარტა, რომ მის მიერ ამოცნობილი პირი იმყოფებოდა 2--7 წლის 9-----სტოს, კუთვნილ მაღაზიაში, რა დროსაც მოპარული იქნა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით. ოქმი ხელმოწერილია ამომცნობი პირის შ-----------–------ის, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ბ------------–---–ის, ა-–--------–------ის, მ-------–----ას, უ------------ს და ოქმის შემდგენი თ--------------–---–-ს მიერ.

 

2--7 წლის 1------სტოს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ირკვევა, რომ მ------–-----ს მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, თუმცა ბრალდებულმა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს უარყო ოქმში, მის მიერ მითითებული გარემოებები. საგამოძიებო მოქმედება დაიწყო 19:55 საათზე და დასრულდა 20:40 საათზე. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია შ-----------–------ის, მ------–-----ს, უ------------ს, ნ-----–--------------ის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის, თ--------------–---–-ს მიერ. ოქმს ერთვის ფოტოსურათები, რომელზეც აღბეჭდილია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მ------–-----ს მოქმედებები.

 

2--7 წლის 1------სტოს ამოღების ოქმით, მ------–-----საგან ამოღებულ იქნა ტანსაცმელი, უმკლავო ღია ფერის მაისური, რომელსაც წინა მხარეს გააჩნია სამი ცალი ფოლაქი, შავი ფერის მოკლე შარვალი, რომლის ტოტებზე არის ორივე მხარეს ელვა შესაკრავი, წინ და უკანა მხარეს გააჩნია ჯიბეები. სპორტული კედები, რომლის ძირი და წინა ცხვირი შეღებილია თეთრად, ხოლო ზედა მხარეს ჯინსის ლურჯი ფერის ნაჭერზე გააჩნია ლურჯი ფერის თასმები და კეპკა ქუდი. ოქმი ხელმოწერილია მ-------–----ას და ამოღების ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის თ--------------–---–-ს მიერ.

 

2--7 წლის 19-----სტოს ამოღების ოქმით შ-----------–------ისგან ამოღებულ იქნა ტყავის საფულე, რომელიც არის მართკუთხედის ფორმის, ზედა მხარეს გააჩნია მოყვითალო ფერის ელვა-შესაკრავი, რომელიც ფარავს საფულის სამ მხარეს. საფულის შიგთავსი არის ნაჭრის და შეფერილია მოყავისფროდ. საფულის შიგთავსი შედგება სამი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სათავსოებისგან. ერთ-ერთ სათავსოს გააჩნია ელვა შესაკრავი. საფულის ზედაპირზე ორივე მხარე შეფერილია, მომწვანო, მოლურჯო, მოვარდისფრო, მოყვითალო და შინდისფერ ფერებში. აღნიშნული ფერები საფულეზე დატანილია ზოლების სახით. შ-----------–------ემ განმარტა, რომ სწორედ აღნიშნულ საფულეში ქონდა მოთავსებული, კუთვნილი 200 ლარის ოდენობის ფულადი თანხა, რომელსაც 2--7 წლის 9-----სტოს დაეუფლა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მის მაღაზიაში მყოფი მ-------–----ა. მიმდინარეობდა ფოტოგადაღება, ხოლო საფულე შეიფუთა და დაილუქა. ოქმი ხელმოწერილია შ-----------–------ეს, ნ-----–--------------ეს და ამოღების ჩამტარებელის და ოქმის შემდგენის თ--------------–---–-ს მიერ.

 

3.2. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება მ------–-----ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მიღებული დასკვნისათვის, რომ აღნიშნული დანაშაული მ------–-----მ ჩაიდინა.

 

დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებების, წერილობითი მტკიცებულებებისა და ვიდეოჩანაწერებში ასახული ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2--7 წლის 9-----სტოს, მ------–----- ნამდვილად იმყოფებოდა შ-----------–------ის კუთვნილ მაღაზიაში, თუმცა, მხოლოდ ბრალდებულის შემთხვევის ადგილზე ყოფნა, ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის გარეშე, საკმარისი არ არის მ------–-----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. მხარეთა მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი არც ერთი მოწმე, მათ შორის არც დაზარალებული, არ მიუთითებს იმის შესახებ, რომ ზემოაღნიშნულ დღეს მათ დაინახეს, თუ როგორ მოიპარა მ-------–----ამ ფული. საქმეში ასევე არ მოიპოვება ეჭვის გამომრიცხავი, აშკარა და დამაჯერებელი სხვა წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა უშუალოდ მ------–-----ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას.

 

3.2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება, ეს არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის მე-14 მუხლით, სასამართლოს არ უნდა წარედგინოს მტკიცებულება, თუ მხარეებს მისი უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის თანაბარი შესაძლებლობა არ ჰქონიათ, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. მხარეს უფლება აქვს, სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება.

 

ამავე კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, გამოძიების დროს მოწმის დეპონირებული ჩვენების სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, ასევე მისი ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია, თუ მოწმე გარდაიცვალა, არ იმყოფება საქართველოში, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია მისი სასამართლოში წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და ჩვენება მიცემულია ამ კოდექსით დადგენილი წესით. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მოწმე აიძულეს, დაემუქრნენ, დააშინეს ან მოისყიდეს და მიცემულ ჩვენებებში არსებითი წინააღმდეგობაა, მხარეს უფლება აქვს, დააყენოს შუამდგომლობა მოწმის ჩვენების საჯაროდ წაკითხვის, ასევე მისი აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენის (დემონსტრირების) თაობაზე ამ მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნის დაუცველად. არ შეიძლება მხოლოდ ეს მტკიცებულება დაედოს საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ---------------ს გამოძიებაში მიცემული ინფორმაცია, რომელიც პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საჯაროდ იქნა წაკითხული, ვერ იქნება გაზიარებული, რადგან სასამართლო სხდომაზე, ადვოკატის შუამდგომლობის საფუძველზე, ასევე საჯაროდ იქნა წაკითხული ბ---------------ს მიერ დ-–-ის მხარის მიერ გამოკითხვის დროს მიცემული ინფორმაცია, რომელიც არსებითად განსხვავდება პროკურორის მიერ წაკითხული გამოკითხვის ოქმისგან. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის თანახმად, მხოლოდ სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. ამდენად, ზემოხსენებული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო ბ---------------ს გამოკითხვის ოქმებში ჩამოყალიბებულ ფაქტობრივ გარემოებებს ვერ გაიზიარებს.

 

3.2.2. სასამართლოს დასკვნა ინკრიმინირებული ქმედების ჩადენაში მ-------–----ას უდანაშაულობის შესახებ, ემყარება სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სათვალთვალო ვიდეოკამერის ჩანაწერებს, რაც მათი წარმომავლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ყველაზე მაღალი ხარისხით აკმაყოფილებს მტკიცებულებათა უტყუარობის სავალდებულო კონსტიტუციურ სტანდარტს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ვიდეოჩანაწერებში საერთოდ არ არის დაფიქსირებული შ-----------–------ის კუთვნილ მაღაზიაში მ-------–----ას შესვლის ან გამოსვლის ფაქტი. ასევე არ არის დაფიქსირებული შ-----------–------ის საფულიდან, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტი. ამასთან, გამოკვლევის შედეგად, უტყუარად დასტურდება, რომ არც ერთ ვიდეოკადრში ბრალდებულის ხელში ფულადი თანხა არ ჩანს. გარდა ამისა, ვიზუალური დაკვირვებით, ვიდეოჩანაწერებში დაფიქსირებული ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, შეუძლებელია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურება იმისა, რომ შპს "-------–----------------–-"-დან გამოთხოვილი ვიდეოკამერის ჩანაწერზე ჩანს მ-------–----ა. თუმცა ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი, აღნიშნული ჩანაწერით დადასტურდებოდა, მხოლოდ ერთადერთი ფაქტობრივი გარემოება, რომ მ-------–----ა გადაადგილდება ქუჩაში.

 

3.2.3. სასამართლო ყურადღებას მიქცევს იმ გარემოებას, რომ მ------–----- ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენაში არ ამხილა თვით დაზარალებულმაც კი. შ-----------–------ემ გამოთქვა მხოლოდ ეჭვი იმის შესახებ, რომ მისი კუთვნილი საფულიდან ფული მოიპარა მ------–-----მ, რადგან ის იმყოფებოდა მაღაზიაში. შ-----------–------ემ ცალსახად განმარტა, რომ მ-------–----ას მიერ საფულედან თანხის ამოღების ფაქტი არ დაუნახავს. შ-----------–------ემ მიუთითა, რომ მ-------–----ა მისი თანდასწრებით, დაახლოებით 4-5 წუთი გაჩერდა მაღაზიაში და შემდეგ წავიდა. მხოლოდ მ-------–----ას წასვლის შემდეგ ამოწმებს საფულეს შ-----------–------ე და აღმოაჩენს, რომ საფულეში თანხის ნაწილი აღარ იდო, მ-------–----ა კი მაღაზიის შენობაში უკვე აღარ იმყოფებოდა. სასამართლო აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს 2--7 წლის 1------სტოს პირის ამოცნობის შესახებ ოქმზე, როლითაც შ-----------–------ემ ამოიცნო მ------–-----, რომელიც იმყოფებოდა 2--7 წლის 9-----სტოს, კუთვნილ მაღაზიაში, რა დროსაც მოპარული იქნა ფულადი თანხა 200 ლარის ოდენობით. ამოცნობის დროს შ-----------–------ეს არ აღუნიშნავს, რომ მ------–----- არის ის პირი რომელიც დაეუფლა ფულად თანხას, არამედ დაადასტურა, რომ აღნიშნული პირი იმყოფებოდა მაღაზიაში. სასამართლო აღნიშნავს, რომ მაღაზია არის საჯარო ადგილი, სადაც შესვლის უფლება აქვს ყველას, რის გამოც მაღაზიაში ყოფნის ფაქტის, ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულად წარმოჩენა უსაფუძვლოა. ამდენად, მხოლოდ დაზარალებულის ეჭვი, რომელიც კანონით დადგენილი წესით ვერ დასტურდება საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობით, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

3.2.4. გარდა დაზარალებულისა, მ------–-----ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენას არ ადასტურებენ სასამართლო სხომაზე დაკითხული სხვა მოწმეებიც. კერძოდ, ნ----–-----ემ, თ------------ამ, ც-------------–---–მა, ვ-------------–---მ და გ---------------ამ განმარტეს, რომ გადმოცემით იციან ფაქტობრივი გარემოებები და შ-----------–------ის კუთვნილი საფულიდან 200 ლარის დაუფლების ფაქტს არ შესწრებიან.

 

სასამართლო, მტკიცებულებების შეფასებისას ითვალისწინებს იმ მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც დამკვიდრებული არის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2--5 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნავს: ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით’’.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წინამდებარე შემთხვევაში, ნ----–-----ე, თ------------ა, ც-------------–---–ი, ვ-------------–---, გ---------------ა, გამომძიებლები და პოლიციის თანამშრომლები არ არიან ფაქტის თვითმხილველები, რის გამოც მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს. ისინი მხოლოდ გადმოცემენ იმ ფაქტებს, რომლებიც მათ სხვადასხვა საშუალებით მოიპოვეს, რის გამოც დასახელებული ჩვენებები ვერ დაედება საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

3.2.5. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დ-–-ის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე. თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები გამოიყენება არამარტო უშუალოდ სასამართლოში საქმის განხილვისას, არამედ, უპირველეს ყოვლისა, სამართალდამცავი ორგანოების მიერ გამოძიების წარმოების ეტაპზე და საქმის განხილვის დამთავრების შემდეგაც.

 

საქმეში „დელკურტი ბელგიის წინააღმდეგ“ სასამართლომ განმარტა: „დემოკრატიულ საზოგადოებაში სამართლიანი სამართალწარმოების განხორციელებას იმდენად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რომ მე-6 მუხლის შეზღუდულად განმარტება არ იქნებოდა შესაბამისობაში მის მდგომარეობასთან“.

 

საქმეში ,,იმბროშა შვეიცარიის წინააღმდეგ“ სასამართლომ დადგინა, რომ „მე-6 მუხლით დაცული გონივრული ვადის პრინციპი მოქმედებას იწყებს ბრალდების წაყენების მომენტიდან, ასევე მე-6 მუხლით დაცული სხვა მოთხოვნები, განსაკუთრებით 6.3. მოთხოვნა აქტუალურია ჯერ კიდევ საქმის სასამართლოსათვის გადაცემამდე და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს უფლება სერიოზულად შეიძლება დაირღვეს, თუ ამ უფლების გარანტიები დაცული არ იქნება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე“.

 

„გამოძიება უნდა იყოს ეფექტური იმ გაგებით, რომ შესაძლებელი იყოს ფაქტების დადგენა და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა და დასჯა. ხელისუფლების ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა საჭირო შესაძლო ზომა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებული მტკიცებულებების, მათ შორის თვითმხილველთა ჩვენებების და ნივთმტკიცებათა მოსაპოვებლად“ (ტანრიკულუ თურქეთის წინააღმდეგ, გიული თურქეთის წინააღმდეგ).

 

„გამოძიების დასკვნები უნდა ეყრდნობოდეს ყველა შესაბამისი ფაქტის ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებულ ანალიზს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ვალდებულება მხოლოდ გამოსაყენებელ ხერხებს მიეკუთვნება და არ არსებობს ბრალდების ან მსჯავრდების აბსოლუტური უფლება, გამოძიების დროს დაშვებული ნებისმიერი ხარვეზი, რომელიც ხელს უშლის გამოძიების მიერ საქმის გარემოებების დადგენასა თუ პასუხისმგებელი პირის გამოვლენას, ვერ აკმაყოფილებს ეფექტურობის მოთხოვნას“ (ესატ ბაირამი თურქეთის წინააღმდეგ, რამშაი და სხვები ჰოლანდიის წინააღმდეგ).

 

მოხმობილი პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაანალიზების საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ფართო განმარტება მისცა სამართლიანი სასამართლოს უფლებას, რამდენადაც მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების საქმეში. სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების აუცილებელ საფუძველს და მთავარ წინაპირობას წარმოადგენს სწორედ სრულყოფილი, ეფექტური და ობიექტური გამოძიება, რომლის წარმოების ვალდებულებაც, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეკისრება ბრალდების მხარეს. ანალოგიურ მოთხოვნას ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც, გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად.

 

ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების ყოველმხრივი, სრულყოფილი და ობიექტური გამოკვლევის გარეშე.

 

თავდაპირველად, უნდა აღინიშნოს, რომ 2--7 წლის 9-----სტოს, ქ--------------ში ე---------ს ქუჩა N----ში მდებარე მაღაზიის შენობაში, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარებულ იქნა არასრულყოფილად, საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის, დადგენისა და დაფიქსირების გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, ზოგადად, დათვალიერება ტარდება დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების გარკვევის მიზნით. ამავე კოდექსის 127-ე მუხლის პირველი ნაწილით, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილია მისი კვალი.

 

მოცემულ შემთხვევაში, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა ქ--------------ში ე---------ს ქუჩა N----ში მდებარე მაღაზიის შენობაში, რა დროსაც განხორციელდა ფოტოგადაღება. ფოტოსურათებზე ჩანს საფულე, საიდანაც მოხდა ფულადი თანხის ფარულად დაუფლება, თუმცა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას რაიმე ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. დადგენილია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერება დაიწყო 2--7 წლის 9-----სტოს 16:00 საათზე, ხოლო შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ დაფიქსირდა 2--7 წლის 9-----სტოს 14:51:27 საათზე. ამდენად, დანაშაულის ჩადენიდან დაახლოებით ერთი საათის ფარგლებში დაწყებული საგამოძიებო მოქმედებისას აღმოჩენილი მნიშვნელოვანი ნივთმტკიცების, საფულის, ამოღების შემთხვევაში, გამოძიებას ექნებოდა საშუალება მოეპოვა პირდაპირი მტკიცებულება, საფულეზე დარჩენილი გენეტიკური პროფილების კვლევის კუთხით, რაც გამომძიებელს არ განუხორციელებია. სასამართლო განმარტავს, რომ იმგვარი პირველადი საგამოძიებო მოქმედების წარმოება, როგორიცაა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, უმთავრეს მიზნად უნდა ისახავდეს დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების, შემთხვევის ვითარებისა თუ სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებების დადგენას. მოცემულ შემთხვევაში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად, დადგინდა საფულე, საიდანაც ფარულად იქნა დაუფლებული ფულადი თანხა, თუმცა გამოძიების მიერ დაშვებული ხარვეზის გამო, მყისიერად არ იქნა რა ამოღებული საფულე, შეუძლებელი გახდა საფულეზე არსებული გენეტიკური პროფილების არსებობის დადგენის მიზნით, ექსპერტიზის ჩატარება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ზემოაღნიშნულ დანაწესს და ვერ აკმაყოფილებს გამოძიების ეფექტურობის სავალდებულო საერთაშორისო სტანდარტს. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ უცნობია რა მიზანს ემსახურებოდა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს დაფიქსირებული საფულის, 10 დღის შემდგომ, 2--7 წლის 19-----სტოს, შ-----------–------ისგან ამოღება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ქურდობის დანაშაულის გამოძიების მეთოდიკაში ერთ-ერთ უმთავრეს ადგილს იკავებს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარება, რომელსაც წინ უნდა უსწრებდეს ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებაზე სავარაუდოდ არსებული თითის კვლების ფიქსაცია სათანადო სამეცნიერო-ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მოცემულ შემთხვევაში, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, სისხლის სამართლის საქმის ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა მიღებული საჭირო ზომები თითის კვლების ფიქსაციისა და ამოღების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა დანაშაულის გახსნისა და მისი ჩამდენი პირის (პირების) დადგენის თვალსაზრისით.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, იმ გარემოებაზე, რომ დ-–-ის მხარემ სადავოდ მიიჩნია შპს "-------–----------------–-"-დან გამოთხოვილი ვიდეოკამერის ჩანაწერი და მიუთითა, რომ ჩანაწერით შეუძლებელი იყო პიროვნების იდენტიფიკაცია, რასაც სასამართლო იზიარებს, რადგან ვიდეოჩანაწერზე ჩანს ადამიანის ჩაცმულობა, მაგრამ სპეციალური ცოდნის გარეშე, შეუძლებელია იმ გარემოების მტკიცება, რომ აღნიშნული ადამიანი არის მ-------–----ა. სასამართლო შენიშნავს, რომ გამოძიების ეტაპზე ბრალდების მხარეს ქონდა შესაძლებლობა დაენიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რაც არ განუხორციელებია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სათანადოდ უნდა შეფასდეს კიდევ ერთი ფაქტობრივი გარემოება, კერძოდ, მ------–-----ს მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, მასში წარმოდგენილი ფოტოდოკუმენტებით, რომლებზეც აღბეჭდილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობა. სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ მოწმის სახით ის პოლიციელები, რომლებიც აღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ. სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლოში ბრალდებულმა უარყო საქმის წინასწარი გამოძიების სტადიაზე მიცემული ყველა ჩვენება, ამის გამო, ის ინფორმაცია, რომელიც გამომძიებლებმა საგამოძიებო ექსპერიმენტისას მისგან მიიღეს ადგილზე შემოწმებული ჩვენების სახით, ვერ იქნება გამოყენებული ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი მთლიანად დაუშვებელი მტკიცებულებაა და მასში ასახული სხვა მონაცემები და ფაქტები საერთოდ ვერ იქნება მტკიცებულებად გამოყენებული. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატის (იხ. 2--6 წლის 28 აპრილის განაჩენი საქმეზე N 2კ-561აპ.-15) განმარტებაზე, რომ „საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ზ. ტ-სა და ვ. გ-ს ჩვენება არ მიუციათ, არამედ ვითარება აღადგინეს იმ ხერხების დემონსტრირებით, რაც მათ გამოიყენეს ბრალდების მხარის მიერ მათთვის დანაშაულად შერაცხული ქმედების ჩასადენად. ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენა კი ჩვენებად ვერ იქნება მიჩნეული, რის გამოც მის მიმართ არ ვრცელდება მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვა. ამასთან, ბრალდებულის მიერ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ქმედების ჩადენის ვითარების აღდგენის ამსახველი ოქმი, რომელიც შედგენილ იქნა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, მისი შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებას, რომელიც სასამართლომ შეიძლება გამოიყენოს გამამტყუნებელი ან გამამართლებელი განაჩენის დადგენისა და დასაბუთებისათვის. თუმცა, იმავეს თქმა შეუძლებელია საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების (ინფორმაციის) თაობაზე, რადგან ამ უკანასკნელზეც ვრცელდება ის ზოგადი შემზღუდავი წესი, რაზედაც პირდაპირ არის მითითებული მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის 1-ელ ნაწილში“.

 

აღნიშნული განმარტების შესაბამისად, მ------–-----ს მონაწილეობით, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი წარმოადგენს დასაშვებ და რელევანტურ მტკიცებულებას, გარდა იმისა, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი ჩვენების ნაწილს. მითითებულ ოქმში წარმოდგენილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი მრავალი ფოტოდოკუმენტი, თუმცა არც ერთ ფოტოსურათზე არ არის აღბეჭდილი მ-------–----ას მიერ, მაგიდის ქვემოთ არსებულ ღია თაროზე მითითების ფაქტი, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ არც აღნიშნული ფოტოსურათები ადასტურებენ მ-------–----ას მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

შეფასების მიღმა არ უნდა დარჩეს ის გარემოება, რომელსაც დასკვნით სიტყვაში ხაზი გაუსვა პროკურორმა. კერძოდ, ბრალდების მხარის განმარტებით - "შ-----------–------ემ დაინახა, რომ მ-------–----ას ხელი ქონდა შეყოფილი დახლის ქვემოთ". სასამართლო მოიხმობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251.1 მუხლის მეორე წინადადებას, რომლითაც "მხარეებს უფლება არა აქვთ, გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა". ამდენად, მხარეებმა დასკვნით სიტყვებში უნდა დაიმოწმონ მხოლოდ ის მტკიცებულება, რომელიც გამოკვლეულია სასამართლო სხდომაზე და ამავდროულად არ უნდა გასცდნენ გამოკვლეული მტკიცებულების ფარგლებს. კერძოდ, მართალია ბრალდების მხარეს ქონდა უფლება დასკვნით სიტყვაში დაემოწმებინა დაზარალებულ შ-----------–------ის ჩვენება, რადგან იგი დაიკითხა მოწმის სახით სასამართლო პროცესზე, თუმცა უნდა დაყრდნობოდა მოწმის ჩვენებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ შ-----------–------ეს სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს არ განუცხადებია, რომ "დაინახა მ------–-----ს როგორ ქონდა ხელი შეყოფილი დახლს ქვემოთ თაროზე", რის გამოც ბრალდების მხარის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას მოწმის ჩვენებასთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს.

 

3.2.6. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი განსაზღვრავს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის ცნებას, რომლის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა გულისხმობს სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დ-–-ით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. ამავე კოდექსის მე-5 მუხლით, მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამავე კოდექსის 259.3 მუხლით, სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, მხოლოდ დაუსაბუთებელი ვარაუდების საფუძველზე, პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დ-–-ის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა არასაკმარისობის პირობებში, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის ფუნდამენტური პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას თავისი ინიციატივით გამოითხოვოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, რადგან სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო არ უარყოფს, რომ მ------–----- იმყოფებოდა დაზარალებულ შ-----------–------ის მაღაზიაში, საიდანაც შ-----------–------ისათვის გადაცემული ფულადი თანხა დაიკარგა, თუმცა, ზემოთ მიმოხილული ფაქტობრივი გარემოებები არ იძლევა საფუძველს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ჩამოყალიბებული დასკვნისათვის, რომ ინკრიმინირებული დანაშაული სწორედ მ------–-----მ ჩაიდინა. მხოლოდ დაზარალებულის მიერ გამოთქმული თუნდაც გონივრული ეჭვი, სათანადო მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, რადგან ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევში, სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის, არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.

სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, შინაგანი რწმენით შეაფასა თითოეული მათგანი შესაბამის სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, გააანალიზა, თუ რამდენად აკმაყოფილებს მათი ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ სავალდებულო სტანდარტს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მ------–----- ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. სამართლებრივი შეფასება

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------–----ა ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. ამასთან, მას უნდა განემარტოს, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

5. ნივთმტკიცების, ყადაღისა ან სხვა საკითხების გადაწყვეტა:

 

5.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მ-------–----ას კუთვნილი მაისური, მოკლე შარვალი, კეტები და ქუდი, რომლებიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს მ------–-----ს. შ-----------–------ის კუთვნილი საფულე, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, უნდა დაუბრუნდეს შ-----------–------ეს. ორი ცალი DVD დისკი, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, შენახულ უნდა იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მ-------–----ა ცნობილ იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გაუქმდეს მ-------–----ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და მ-------–----ა დაუყოვნებლივ, სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდეს პატიმრობიდან.

 

3. მ------–-----ს განემარტოს, რომ მას, როგორც გამართლებულ პირს, უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

4. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

4.1. მ-------–----ას კუთვნილი მაისური, მოკლე შარვალი, კედები და ქუდი, რომლებიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს მ------–-----ს.

 

4.2. შ-----------–------ის კუთვნილი საფულე, რომელიც ინახება ო----------ის რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს შ-----------–------ეს.

 

4.3. ორი ცალი DVD დისკი, რომელიც ინახება ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში, შენახულ იქნას მოცემულ საქმესთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა