განაჩენი

სისხლის სამართლის 10.05.2018
საქმის ნომერი
080100117002101353
დავის ტიპი
19 - 177 4 ბ , 19 - 177 3 ბ , 19 - 177 3 ა , 19 - 177 2 ბ , 237 4 ბ , 236 3 , 236 2
თარიღი
10.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/731-17 წ.

გამოძიების N111240517001

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

10 მაისი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

მოსამართლე - ლერი თედორაძე

სხდომის მდივანი - ბაკურ ლილუაშვილი

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

სახელმწიფო ბრალმდებელი - გ------- დ---–----ე

 

დაცვის მხარე:

ადვოკატები - ვ--–---- კ-------–---ი, ზ------ ქ-----–---–ი

 

ბრალდებული - თ------- შ-----

პირადი N6----------

მამის სახელი: დ-----

დაბადებული: 28.02.1981 წელი

დაბადების ადგილი: საქართველო,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: არასრული საშუალო;

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;

ნასამართლეობა: მქონე;

საცხოვრებელი ადგილი: ს-----, უ-------ს ქ. #26/18;

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები, 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 2731-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

ბრალდებული - მ------ წ----–-----

პირადი N3----------

მამის სახელი: ე------

დაბადებული: 24.07.1972 წელი

დაბადების ადგილი: საქართველო,მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;

განათლება: საშუალო-ტექნიკური;

ოჯახური მდგომარეობა: ქვრივი;

ნასამართლეობა: მქონე;

საცხოვრებელი ადგილი: ს-----ს რაიონი, სოფ. თ---–---ი;

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტები,სასამართლომ დაადგინა :

 

1. ბრალდებულ თ------ შ-----სთვის ცნობილი გახდა, რომ სენაკში მდებარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ ყოფილი მაღაზიის შენობაში, იმავე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეთა სახელფასო თანხებით დაკმაყოფილების მიზნით, სს ,,საქართველოს ბანკი’’-ის ბანკომატში განთავსდა დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ბრალდებული თ------ შ-----, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, დაუკავშირდა ბრალდებულ მ------ წ----–-----ს და სხვა პირებს, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით, წინასწარ გაინაწილეს როლები, მოიპოვეს დანაშაულის ჩასადენად საჭირო ხელსაწყოები, რა დროსაც, ბრალდებული თ------ შ----- აღიჭურვა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარით, რის შემდეგაც, 2017 წლის 24 მაისს ღამის საათებში სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიის დამცავი მავთულის ღობის დაზიანებით შეაღწიეს ამ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც ჯგუფის წევრებმა წინასწარ შემუშავებული გეგმის თანახმად, დაიკავეს პოზიციები ყოფილი მაღაზიის შენობის გარშემო, ასევე, უშუალოდ ბანკომატის განთავსების ადგილას შენობის შიგნით და შეუდგნენ მოქმედებას. ბანკომატში მოთავსებული დიდი ოდენობით ფულად თანხის 137165 ლარის დასაუფლებლად. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა თ------ შ-----მ და მ------ წუწრუმიამ პოლიმერული მასალისა და წებოვანი ლენტების გამოყენებით შენიღბეს მაღაზიის ფანჯრები, რის შემდეგაც სპეციალური საჭრელი ხელსაწყოს გამოყენებით დაიწყეს ბანკომატის გაჭრა, აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას თ------ შ-----მ დატოვა მაღაზიის შენობა, შენობაში მოქმედ პირთა ხელშეუხებლობის დაცვის მიზნით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა დაიკავა წინასწარ შერჩეული პოზიცია მაღაზიის შენობის მიმდებარედ. იმავდროულად ბანკომატის დაზიანების შესახებ შეტყობინება დაფიქსირდა სს ,,საქართველოს ბანკი“-ს უსაფრთხოების სამსახურში, საიდანაც შეტყობინება გადაცემული იქნა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს მე-6 ოპერატიულ განყოფილებაში. მიღებული შეტყობინების საფუძველზე, დაახლოებით 04:20 საათზე, ადგილზე გავიდნენ ოპერატიული ჯგუფის წევრები, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს მე-6 ოპერატიული განყოფილების ინსპექტორები რ----- ღ-------–-- და გ------- გ-----. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, საეჭვო გარემოების გამო, რ----- ღ-------–--მ გადაწყვიტა დაეთვალიერებინა მაღაზიის ირგვლივ მდებარე ტერიტორია, რა დროსაც, გაემართა შენობის დასავლეთ მხარეს, სადაც, წინასწარ შერჩეულ პოზიციაზე მყოფი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული თ------ შ----- თავს დაესხა სამხედრო პოლიციის თანამშრომელს რ----- ღ-------–--ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით დაეუფლა მის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებულ JERIHO-ს სისტემის საშტატო იარაღს მასში არსებული ვაზებით, რის შემდეგაც, თ------ შ-----მ მიმართა შენობაში ბანკომატთან მყოფ პირებს გამოსულიყვნენ და მათთან ერთად დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია და სამხედრო პოლიციის თანამშრომლების დადევნების თავიდან არიდების მიზნით, თ------ შ-----მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლები. ბრალდებულმა თ------ შ-----მ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული JERIHO-ს სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით გადამალა მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში მდებარე, მისი ნათესავის ე-–----- მ---–----–---ს საცხოვრებელი სახლის ეზოში, რაც, მოგვიანებით აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სამხედრო პოლიციის მუშაკების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად. ზემოაღნიშნული ქმედებით თ------ შ----- და მ------ წ----–----- შეეცადნენ ფარულად დაუფლებოდნენ სს ,,საქართველოს ბანკი“-ს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხას 137 165 ლარს.

 

2. ასევე, 2016 წლის 09 აგვისტოს, ს-----ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის დადგენილებით ადმინისტრაციულსახდელდადებულმა ბრალდებულმა თ------ შ-----მ უკანონოდ შეიძინა და შეინახა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“, წონით 0,000036 გრამი, რომელსაც ინახავდა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ---ში მდებარე ნათესავის ე-–----- მ---–----–---ს საცხოვრებელ სახლში. .

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

1. იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდგომ, რომელიც სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით იქნა გამოკვლეული, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული შეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა თ------- შ-----მ, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, ასევე, 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით - ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა და მართლსაწინააღმდეგო ტარება, ასევე, 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით. მანვე ჩაიდინა, სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათალისწინებული ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

2. ბრალდებულმა მ------ წ----–-----მ, ჩაიდინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

 

აღნიშნული დასკვნის საფუძველია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული შემდეგი მტკიცებულებები:

 

1. საქმეში არსებული ნებისმიერ მტკიცებულების შეფასება ემყარება მტკიცებულებათა თავისუფალი შეფასების პრინციპს, რის გამოც, არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განისაზღვროს მტკიცების საგანში შემავალ რამდენად მნიშვნელოვან საკითხს ეხება იგი და როგორი დამაჯერებლობით და სიზუსტით ამტკიცებს დასადგენ გარემოებებს. აქედან გააჩნია პირდაპირ მტკიცებულებას მეტი მტკიცებულებითი ძალა, ვიდრე არაპირდაპირ მტკიცებულებებს.

 

2. სსსკ-ის 125-ე მუხლის თანახმად, დათვალიერების დაწყებამდე, უნდა არსებობდეს ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც კონკრეტულ ადგილზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დანაშაულის კვალის არსებობის დასაბუთებულ ვარაუდს შექმნის და შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედება როგორიცაა შემთხვევის ადგილის დათვალიერება.

 

3. სსსკ- 111-ე მუხლის თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების წინ საგამოძიებო მოქმედებების მონაწილეებს განემარტებათ მათი უფლება -მოვალეობები ასეთი განმარტების გარეშე, საგამოძიებო მოქმედების ჩატარება და მტკიცებულებათა მოპოვება, ითვლება საპროცესო კანონმდებლობის დარღვევად, ესეც იმ შემთხვევაში, თუ ამას სასამართლო არსებით დარღვევად მიიჩნევს. ამის საფუძველი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს არ არსებობს, რადგანაც დათვალიერების ოქმის შინაარსის შესწავლით დადგენილია, რომ საგამოძიებო მოქმედების დათვალიერების დაწყებამდე, მასში მონაწილე პირებს განემარტათ მათი უფლება-მოვალეობები.

 

4. სსსკ-ის 127-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, შემთხვევის ადგილის დათვალიერება ტარდება იქ, სადაც მოხდა დანაშაული ან აღმოჩენილი იქნა მისი კვალი.

 

5. სისხლის სამართლის საქმეში სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოში შემოსული MOD 6 17 00479590 შეტყობინების თანახმად, მეორე ქვეითი ბრიგადის საცხოვრებელი კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ბანკომატიდან შედიოდა განგაშის სიგნალი. შეტყობინების საფუძველზე მორიგე ოპერატიული ჯგუფი გავიდა სავარაუდო შემთხვევის ადგილზე, სადაც ერთმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთ მე-6 ოპერატიული განყოფილების თანამშრომელს, კერძოდ, ს/პ ღ-------–--ს იარაღის მუქარით წაართვა მასზე რიცხული საშტატო იარაღი (JERIHO 41351697). არსებული ინფორმაციით ბანკომატიდან თანხის გატანა ვერ მოხერხდა.

 

6. ასეთი სახის ინფორმაციის არსებობის გამო, შემთხვევის ადგილის დათვალიერება იყო დროული და კანონიერი, რადგანაც, საგამოძიებო მოქმედების დაყოვნებას შესაძლოა მოჰყოლოდა დანაშაულის კვლების განადგურება, აღნიშნულის გათვალისწინებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები რელევანტურია საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

7. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი ლ---- ს--–-----ს 2017 წლის 24 მაისს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ. სენაკში, ცერცვაძის ქუჩა N1-ში განთავსებულ მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე, ოფიცერთა საცხოვრებელ კორპუსებთან განთავსებულ მაღაზიის შენობაში, რომელიც არ ფუნქციონირებს. შემთხვევის ადგილს სამხრეთით ესაზღვრება N7 5 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, აღმოსავლეთით ესაზღვრება ასევე 5 სართულიანი კორპუსი დასავლეთით და ჩრდილოეთით 2 მეტრი სიმაღლის ლითონის ბოძებზე დამაგრებული მავთულის ბადის ღობე შენობის უკანა ჩრდილოეთის მხარეს მდებარე კედლიდან დაახლოებით 15 მეტრში დგას ტირიფის ხე, ხოლო კედლიდან ღობემდე მანძილია 20 მეტრი. შენობის ზომების 20X8 მეტრი. შენობას მოშენებული აქვს 12X3 ანგარი. შენობის სამხრეთიდან აქვს თეთრი მეტალოპლასტმასის ორფრთიანი კარი ზომით 280X175 სმ. შესასვლელიდან მარჯვენა ფრთა ჩაკეტილია ჩამკეტით ზემოდან და ქვემოდან, მარცხენა ფრთის შუა ნაწილშუ ჩამაგრებულია საკეტი, რომლის ჩამკეტი ე.წ ,,ენა“ გამოტანილია გარეთ. საკეტი მუშა მდგომარეობაშია. საკეტთან ქვემო მეტალოპლასტმასის სახელურზე აღენიშნება მექანიკური ზემოქმედების კვალი ე.წ ჭყეტის კვალი სამ ადგილზე. აღნიშნულის პარალელურად საკეტის პირდაპირ მეორე ფრთაზეც ანალოგიური ორი ჭყლეტის კვალი, ხოლო ლითონის სამაგრი, რომელშიც შედის საკეტის ე.წ ენა დეფორმირებულია, კერძოდ დეფორმაცია აღენიშნებოდა შიდა მხარეს დაბლა. კარის მარცხენა ფრთა იღება შიდა მხარეს. კარში ჩასმულია ოთხკუთხა ფორმის მინები და ზემოთ გააჩნია ე.წ ,,ქალა“ რომელშიც ჩასმულია მინა, რომელიც მთელია. კარის მარცხენა მხარეს კედელში ჩასმულია ორი ერთნაირი საერთო ზომით 2X3 მ. რომელშიც ჩასმულია ორმაგი მინა, წინა მხარეს ჩამსხვრეულია. მაგრამ მინის ნატეხები შემთხვევის ადგილზე და იატაკზე არ ჩანს. გარდა ამისა მინის შიდა მხარეს აღინიშნებოდა ჭეჭყის კვალი, რაც იძლევა იმის ვარაუდს, რომ მინა გაცილებით ადრეა ჩამსხვრეული. შესასვლელიდან მარცხნივ კედელში ჩასმულია ორი ყრუ ფანჯარა მინებით. რომელიც არ არის დაზიანებული. მათ გასწვრივ შენობიდან აღმოსავლეთით, კედლის კუთხეში ჩაშენებულია მიწის ზედაპირიდან 40 სმ-ზე ,,საქართველოს ბანკის“ ბანკომატი რომელიც გარედან დაზიანებული არ არის. შენობას დასავლეთიდან კედელში დატანილი აქვს 280X85 სმ. თეთრი ფერის მეტალოპლასტმასის კარი, რომელიც ჩაკეტილია და ქვედა მხარეს 60 X44-ზე ამოჭრილია მეტალოპლასტმასის ბუდე, რომელიც მიყუდებულია კარის შიგნით კედელზე. ამ კარის გასწვრივ მაღლა დატანილია 2 X50 სმ ყრუ ფანჯარა და 50 X50 სმ. სარკმელი დაკეტილი. თვითონ კარს გარედან აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანების კვალი ნაჭდევის სახით. შენობის უკანა ყრუ კედელზე მიმაგრებულია კონდიციონერის ძრავი. შენობის შიგნით შესასვლელიდან არის 10 X8 მ. ფართობის და 5მ. სიმაღლის ჭერიანი ოთახი, რომელსაც აქვს მეტლახის თეთრი იატაკი. შესასვლელიდან მარცხნივ კედელთან დადებულია ,,ნატახტარი“-ს მწყობრიდან გამოსული დაშლილი მაცივარი. შესასვლელიდან პირდაპირ კედელზე ყვითელი ფერის ,,ბარამბოს“-ს ორი დაზიანებული და ვერცხლისფერი ე.წ ,,დახლ-მაცივარი“. მის გასწვრივ კედელზე ჩაშენებულია ორი ხის თარო, რომელიც ზევით კედელში დატანილია თეთრი ფერის ელექტრო ჩამრთველი. კედლები შეღებილია ყვითლად და საღებავი და ფათქაშის ნაწილები ჩამოცვენილია. იატაკი დასვრილია მტვრის სქელი ფენით და ბათქაშით. ჭერზე 4 ცალი ალუმინირებული სანათი, რომლებიც არ მუშაობს. ოთახის აღმოსავლეთით კედელში დატანილია 210 X80 სმ თეთრი ფერის მეტალოპლასტმასის კარი, რომელიც იღება დიდი ოთახის მხარეს, საკეტს ბუდე არ გააჩნია. ამ კარიდან პირდაპირ ორ მეტრში დატანილია ასეთივე ზომის კარი და შევყავართ ხელსაბანში. აღნიშნული კარის მარცხნივ ასევე დატანილია 210 X80 სმ. კარი, რომელიც ღიაა, დაზიანებული აქვს საკეტის ბუდე და შევყავართ 4 X3 მ. ფართობის მეტლახის იატაკით ოთახში, რომლის კედლებიდან ბათქაში ჩამოცვენილია, იატაკზე ყრია ოთხი ცალი პლასტმასის ყუთი ბოთლების ჩასაწყობად. ოთახის აღმოსავლეთით არის ჩაკეტილი მდგომარეობაში და ქვედა მხარეს ამოჭრილი აქვს 60 X44 სმ. ზომის მეტალოპლასტმასის ძელი, რომელიც მიყუდებულია კარებთან კედელზე, ოთახში. დიდი ოთახიდან, კედელში დატანილი 210 X80 სმ კარიდან მარჯვნივ ასევე დატანილია ასეთივე ზომის კარი, რომელიც ღიაა. აქვს სახელური დაუზიანებელი, მაგრამ არ აქვს მასალების ბუდე. დიდ ოთახში არსებული კედელში დატანილია ელექტრო ამომრთველიდან, რომლის მინის კარი ღიაა, ორი ცალი ნაცრისფერი ელექტროსადენით გაყოლებულია კედელზე და უერთდება პატარა ოთახში დადგმულ ბანკომატსაც. დიდი ოთახის კარიდან მარცხნივ დატანილი 210 X80 სმ ღია კარს შევყავართ 4 X2 მ. ფართობის ოთახში, რომელსაც აქვს ორი ფანჯარა, რომლებიც არ იღება. ართი ფანჯარა არის ზომით 2 X1,5 მ. ღია ბანკომატის ზემოთ და ქვემოთ ყრუ ფანჯრები ზომით 57 X67 სმ-ზე და ქვემოთ 67 X32 სმ. აღნიშნულ ფანჯრებზე შიგნიდან კედლებზე გამჭირვალე ,,სკოჩის“ ნაჭრებით მიმაგრებულია შესაბამისი ზომის მუქი მომწვანო შეფერილობის ბრიზენტის ნაჭრები. კედლებთან მიდგმულია ერთმანეთზე დალაგებული შავი ფერის პლასტმასის ყუთები, რომლებიც განკუთვნილია ბოთლის დასაწყობად. ბანკომატი შიგნიდან ზომის 150 X60 სმ. ბანკომატის ციფერბლატებიან საკეტიანი რკინის კარის და კედელზე ეტყობა მაღალი ადგილის საჭრელი აპარატით, ე.წ ,,რეზაკი“-თ მუშაობის დაზიანების კვალი მაღალი ტემპერატურის საშუალებით ლითონის გაჭრის კვალის სახით. ბანკომატიდან იატაკზე დევს მწვანე ფერის კომუფლირებული სამხედრო ზურგჩანთა, რომელშიც მოთავსებულია ერთი ცალი შვი ფერის 90 სმ. სიმაღლის ჟანგბადის ბალონი მასზე თეთრი საღებავით დატანილი, სავარაუდოდ რუსული ასოებით წარწერებით და ვერცხლისფერი გაზის ბალონი, რომლებიდანაც შვი ფერის რეზინის მილები უერთდება საჭრელ მექანიზმს ე.წ ,,რეზაკს“. იატაკზე დევს ორი ცალი რკინის ძალაყინი ზომებით 68 სმ და 40 სმ იატაკზე პლასტმასის ყუთებთან დევს მოყვითალო შეფერილობის წებოვანი ლენტის ე.წ ,,სკოჩის“-ს ხვია ,,დამდგარ“ მდგომარეობაში. ოთახის ჭერზე დამაგრებულია ერთი ცალი ილუმინირებული სანათი, რომელიც არ მუშაობს და კედელში დატანილია 1 ცალი ჩამრთველი. რომელიც არ მუშაობს. დიდი ოთახის კარიდან მარცხნივ დატანილი კარიდან შევდივართ 4 X3 ფართობის ოთახში, სადაც იატაკზე დევს მუქი მწვანე შეფერილობის ბრეზენტის ნაჭერი. იქვე კედლის კუთხეში დაგდებულია გამოყენებული სკოჩის ხვია შიგნიდან მოწითალო მოლურჯო ფერის ზოლებით ,,დამდგარ“ მდგომარეობაში. კედლიდან ჩამოშვებულ კაბელთან. იქვეა იატაკზე ორი ცალი შვი პლასტმასის ყუთი და თეთრი მეტალოპლასტმასის კარის ქვედა კუთხეში დევს კომუფლირებული მომწვანო ფერის ზურგჩანთა, რომელზეც დამაგრებულია გვარის აღმნიშვნელი ნაჭერი ინგლისურენოვანი წარწერით ,,KOMLADZE” . იქვე დევს სატელიტური ანტენის დეფორმირებული თეფში და სამი ცალი სამუშაო მაგიდის უჯრა. ყრის მინის ნამსხვრევები, მტვრის ფენის მიყრით სავარაუდოდ ძველი პერიოდის. უკანა კედლიდან ჩრდილოეთით 20 მეტრში არის 2 მ. სიმაღლის მავთულბადის ღობე, მიწის ზედაპირიდან. ბოძთან ამოჭრილია მექანიკურად ზომაზე 80 X60 სმ-ზე და ამოჭრილი ნაწილი ჩაკეტილია გვერდით. ღობის გადაღმა არის დიდი თხრილი. თხრილის კედელზე დაქანებისკენ დაგდებულია ლურჯი ფერის იზოლირებულსახელურიანი ბრტყელტუჩა. თხრილის გადაღმა მინდორში თხრილიდან დაახლოებით 30 მ. დაგდებულია ერთი ცალი 5,45 მმ. გაუსროლელი ვაზნა რომელსაც კაფსულაზე არ ეტყობა ნემსას დაცემის კვალი. მის გასწვრივ ჩრდილოეთის მიმართულებით დაახლოებით 20 მეტრის სიგრძეზე მიწაზე ყრია 7 ცალი 5,45 მმ. მასრა. აღნიშნულის გარდა შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ყველა მიმართულებით 150-200 მ. მიდამოებში. შემთხვევის ადგილზე მუშაობდა იმერეთის რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო დეპარტამენტის სპეციალურად გაწვრთნილ გერმანული ნაგაზი ,,ბორა“. სპეციალისტის მიერ იმ ზურგჩანთიდან რომლებშიც მოთავსებულია ბალნები, აღებულ იქნა სუნის კვალი აქტივიზირებული ნახშირით, მოთავსებულ მინის ქილაში და დაილუქა სამხედრო პოლიციის ბეჭდით ,,პაკეტებისათვის“. დათვალიერებისას ექსპერტების მიერ ამოღებული და დაილუქა მომწვანო-მუქი შეფერილობის 4 X3 ფართობის ოთახში ნანახი ბრეზენტის ნაჭერი და ბანკომატის ოთახში ფანჯარაზე აკრული 3 ცალი ბრეზენტის ნაჭერი მის კედელზე დაკრული ,,სკოჩის“-ს ნაჭრებით. ბანკომატის ოთახში ნაპოვნი ზურგჩანთა მასში მოთავსებული ორი ცალი ჟანგბადის და გაზის ბალონით, რეზინის მილებით და საჭერით ე.წ ,,რეზაკით“. ბანკომატის ოთახში იატაკზე ნაპოვნი ორი ცალი ლითონის 68 სმ და 40 სმ-ნი ძალაყინი. ბანკომატის გვერდით ზედაპირიდან აღებული და დაქტილოფირზე გადატანილი ერთი ცალი ხელის კვალი. ბანკომატის ოთახში იატაკზე ნაპოვნი წებოვანი ლენტი ე.წ ,,სკოჩი“ მოყვითალო შეფერილობის. ბანკომატის ოთახში ნაპოვნი ორი ცალი შვი ფერის ბოთლების ჩასაწყობი პლასტმასის ყუთები ტალახის კვალით. ანაწმენდები აღებული ბანკომატის ოთახის შესასვლელი კარის ზედაპირიდან, ბანკომატის ოთახის ფანჯრის შიდა ზედაპირიდან, ბანკომატის კარებების ზედაპირებიდან. შენობის გარეთ უკანა კედელთან მიწაზე დადებული კომეფლირებული ზურგჩანთა წარწერით ,,KOMLADZE” შენობის გარეთ ღობის გადაღმა თხრილთან ნაპოვნი ლურჯი ფერის იზოლირებულსახელურიანი ბრტყელტუჩა, თხრილის გადაღმა მინდორში შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე გამნაღმველ-მესანგრეების მიერ ნაღმმძებნი საშუალება F-3-ის საშუალებით ნაპოვნი ერთი ცალი ვაზნა და მის გაყოლებაზე დაახლოებით 20მ. სიგრძეზე ნაპოვნი 7 ცალი მასრა. 4 X3 მ. ფართობის ოთახში კედლის კუთხეში ნაპოვნი გამოყენებული ,,სკოჩის“-ს ხვია. დათვალიერებისას ექსპერტების მიერ გამოყენებული იქნა დაქტილოფხვნილი და ანაწმენდების ასაღები ჩხირები. მონაწილე მესანგრეების მიერ გამოყენებული იქნა ,,ნაღმმძებნი F-3“ სპეციალურად გაწვრთნილი გერმანული ნაგაზი ,,ბორა“. ,,ნიკონის“ ფირმის ციფრული ფოტოაპარატით ექსპერტების მიერ გადაღებული ფოტოსურათები დაერთო მოცემულ საქმეს”.

 

8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: 1. ბრეზენტის 4 ცალი ნაჭრები, მოთავსდა პოლიეთილენის პარკში და დაილუქა ექსპერტების მიერ NFCI451553. 2.ზურგჩანთა მასში მოთავსებული ბალნებით და საჭრელით NFCI451552 3. სკოტჩი NFCI377508 4. სკოტჩი NFCI377511 5. პლასტმასის ყუთი NF1454301 6. პლასტმასის ყუთი NFCI451543 7. ორი ცალი ძალაყინი NFCI443296 8. ხელის კვალი გადატანილი დაქტილოფირზე NFCI0698453 9. ზურგჩანთა წარწერით ,, KOMLADZE“ NFCI451534 10. ბრტყელტუჩა NFCI377084 11. 7 ცალი მასრა NFCI377113 12. ერთი ცალი ვაზნა NFCI377114 13. მინის ქილაში მოთავსებული აქტივიზირებული ნახშირი სუნის კვალით დაილუქა სამხედრო პოლიციის ბეჭდით ,, პაკეტებისათვის“ 14. ანაწმენდები FCI377126 15. ანაწმენდები FCI377133 16. ანაწმენდები FCI377123 17. ანაწმენდები FCI377127.“

 

9. შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოს უფროს გამომძიებლის ლ---- ს--–-----ს მიერ. დათვალიერებაში მონაწილე პირებმა და ექსპერტებმა ხელმოწერით დაადასტურეს ოქმის სისწორე და მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ქონია.

 

10. ქალაქ სენაკში დისლოცირებული მე-2 ქვეითი ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,შემთხვევის ადგილიდან ჩრდილოეთ-დასავლეთის მიმართულებით მდებარეობს გაშლილი მინდორი. მინდორი დაქსელილია ორი დიდი არხით რომელიც მინდორს ყოფს სამ ნაწილად. პირობითად მინდვრის მეორე ნაწილზე შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში აგდია ხის ტარიანი კუსტარულად დამზადებული მათრახი მათრახის ტარის თავზე ლურჯი ფერის საიზოლაციო ლენტით დამაგრებულია ტყავის ნაჭერი რომელიც ქმნის მარყუჟს. მათრახის ტარის ბოლოზე მწვანე ფერის საიზოლაციო ლენტით დამაგრებულია შვი ფერის სამთო თოკი. მითითებული მათრახი დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოთავსდა და დაილუქა პაკეტი FCI443298. მათრახიდან ჩრდილო დასავლეთის მიმართულებით 7 მეტრის მოშორებით მინდორზე აგდია რუხი ფერის ლითონის ცილინდრული ფორმის საგანი სავარაუდოდ ხელყუმბარა. ხელყუმბარა განაღმული იქნა დათვალიერებაში მონაწილე გამნაღმველების მიერ. ხელყუმბარაზე არის შავი ფერის წარწერა 1-47-84. ხელყუმბარა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ მოთავსდა და დაილუქა პაკეტში N F1377088 ხოლო ხელყუმბარის ფალია მოთავსდა და დაილუქა პაკეტში N FCI377069 . ხელყუმბარისა და მათრახის ადგილზე და ირგვლივ მთლიან პერიმეტრზე შეინიშნება მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვალი. დათვალიერება გაგრძელდა, ნაპოვნი ნივთებიდან ყველა მიმართულებით 500 მეტრის რადიუსში. დათვალიერების შედეგად სხვა რაიმე საეჭვო ნივთი ან საგანი აღმოჩენილი ვერ იქნა.

დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა: 1. ხელყუმბარის ფალია დაილუქა პაკეტ N1-ში FCI377089 2. ხელყუმბარა ცილინდრული ფორმის რუხი ფერის. დაილუქა პაკეტი N2-ში FCI377088 3. ხისტარიანი მათრახი დაილუქა პაკეტი N3-ში FCI443298.“

 

11. ადგილის დათვალიერება ჩატარდა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოს უფროს გამომძიებლის ე-----–-----------ის მიერ. დათვალიერებაში მონაწილე პირებმა და ექსპერტებმა ხელმოწერით დაადასტურეს ოქმის სისწორე და მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას განცხადებას ადგილი არ ქონია.

 

12. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ლ---- ღ-------–--მ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს 2017 წლის 23 მაისს მივიდა სამსახურში, რადგანაც იყო ოპერატიული მორიგე და თავის მეწყვილესთან კაპიტან გ------- გ-----სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. იქნებოდა დაახლოებით ღამის 04 საათი, როდესაც სამორიგეო ოთახში მასთან შევიდა მორიგის თანაშემწე და აცნობა, რომ ჩაირთო სიგნალიზაცია. გ------- გ-----სთან ერთად გავიდა შემთხვევის ადგილზე, რათა შეემოწმებინათ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული ბანკომატები. როდესაც მივიდნენ N3-ე ბანკომატთან გ------- გ----- წავიდა ბანკომატის მიმართულებით, ხოლო კი თვითონ გავიდა უკანა მხარეს, ამ დროს გ------- გ-----მ იყვირა, რომ ,,შიგნით არიან“. თვითონ ამ დროს წავიდა მარცხენა მხარეს კედლის მიმართულებით რათა დაეფარა გასასვლელი. ამ დროს გვერდითა მხრიდან მოესმა ,,არ გაინძრე, იარაღი დადევი“ რა დროსაც, თავდამსხმელმა დაიყვირა მეგრულად ,,გამოდითო“. დაზარალებულის განმარტებით, გ------- გ----- წამოვიდა მათი მიმართულებით და თავდამსხმელს დაუძახა, რომ იარაღი დაეგდო, რა დროსაც, თავდამსხმელმა უპასუხა, რომ არ მოხვიდეთ თორემ მოვკლავო. თავად კი უთხრა გ------- გ-----ს, არ ესროლა იარაღიდან და იარაღი დადო ძირს. ამის შემდეგ თავდამსხმელი წავიდან უკან და გაიქცა და მაღაზიის უკანა მხრიდან ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ატყდა სროლა, იქნებოდა დაახლოებით შვიდი გასროლის ხმა. დაზარალებულის განმარტებით, მან შემთხვევის ადგილზე თავისი იარაღი ვერ ნახა, რის შესახებაც შეატყობინა მორიგეს. შემდეგ მოვიდა პოლიციის თანამშრომელი ჯ-----–-–------- და გააღო კარები და თქვა, რომ არის დამწვრის სუნიო. გ------- გ-----მ იქვე თქვა, რომ რაღაც დავარდნის ხმა გაიგონა და დაინახა ვიღაც პირები. ნახეს, რომ შენობის ქვემოთ ,,ფორთოჩკა“ იყო გატეხილი და მაცივარი იყო მიდგმული შინითა მხრიდან, მარჯვენა კარებიც იყო დაზიანებული. ქვედა ნაწილი იყო გამონგრეული. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე იყო ავტომატური ცეცხლსასროლის გასროლის ხმა. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელს სახეზე ქონდა წვერი. თავზე ეხურა ქუდი და ეცვა მუქი ტანსაცმელი. მას ელაპარაკებოდა როგორც მეგრულად, ასევე, ქართულად. განმარტავს, რომ ამ პიროვნებამ მეგრულ ენაზე ,,გამოდითო“ მრავლობითში თქვა. ის პიროვნება რომელიც მასთან მივიდა ავტომატით შეიარაღებული იყო ბრალდებული თ------ შ-----, გამოძიებაში მან ამოიცნო მისი ხმა. განმარტავს, რომ როდესაც მან თავდამსხმელის მოთხოვნა შეასრულა და მისი კუთვნილი კაბელური იარაღი დადო ძირს, ამ დროს დაიძახა თავდამსხმელმა ,,გამოდითო“. ეს დაძახება მიმართული იყო მაღაზიის მხარეს. დაზარალებულის განმარტებით, როდესაც თავდამსხმელმა იარაღი დაადო მას, ამ დროს შუქი ურტყამდა იმ ადგილზე სადაც თავად იმყოფებოდნენ და ამ დროს შეამჩნია თავდამსხმელის სახეზე წვერი. იგი იყო სუსტი აგებულების მასზე დაბალი პიროვნება, გაარჩია სახის მოყვანილობაც და ეს იყო თ------ შ-----. შემთხვევის ადგილზე სხვა პიროვნება არ შეუმჩნევია გარდა ერთი პიროვნებისა. როდესაც თავდამსხმელმა განიარაღა იგი უკვე მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. თავდამსხმელმა არ მისცა მის მეწყვილეს საშუალება, რომ დახმარებოდა მას, თავდამსხმელს იარაღი არ გამოუყენებია მათ წინააღმდეგ, იყო მხოლოდ მუქარა- მოგკლავთო. განმარტავს, რომ გ------- გ----- მასთან იმიტომ არ მივიდა, რომ თავდამსხმელი მისი მოკვლით ემუქრებოდა მას. რადგანაც, გ------- გ-----ს მოთხოვნაზე დაეგდო იარაღი ეუბნებოდა ბრალდებული მას, რომ არ მოხვიდე თორემ მოგკლავო. დაზარალებულმა დაადასტურა, რომ ეს იმ თავდამსხმელის ხმაა, რომელიც მან თ------ შ-----სგან მოისმინა სასამართლო სხდომაზე.

 

13. ანალოგიურად დაადასტურა, მოწმის სახით დაკითხულმა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის ინსპექტორმა გ------- გ-----მ და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, 2017 წლის 23 მაისს ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას და ოპერატიულ ჯგუფთან ერთად იყო მორიგე. დაახლოებით ღამის 04 საათზე სიგნალიზაციის საშუალებით შეიტყვეს, რომ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული სამი ბანკომატიდან ერთ-ერთიდან მოდიოდა სიგნალი. ოპერჯგუფთან ერთად ჩაჯდა ავტომანქანაში და გაემართა ბანკომატებისკენ. იგი ავტომანქანაში იჯდა მარჯვენა მხარეს, როდესაც მივიდნენ მესამე ბანკომატთან გააჩერეს ავტომანქანა, თავად გაემართა მარჯვენა მხარეს, წინა კარებს არაფერია არ ემჩნეოდა, შიგნიდან მოესმა ,,ბრაგუნის“ ხმა და დაიძახა, რომ გამოსულიყვნენ რადგან იყვნენ პოლიციელები. ამ დროს მოპირდაპირე მხრიდან შემოესმა ხმა ,,დააგდე იარაღი დააგდეო“. კედელს, რომ მოშორდა დაინახა, თანამშრომელი რ----- ღ-------–-- იყო ,,ჩაცუცქულ“ მდგომარეობაში და მას უცნობი პიროვნება ედგა ზემოდან ავტომატით და ეუბნებოდა ,,არ გაინძრე თორემ გესვრიო“. ეს იყო საშუალო აგებულების პიროვნება, თავად დაუძახა თავდამსხმელს, რომ დაეგდო იარაღი. რა დროსაც, რ----- ღ-------–--მ უთხრა მას, რომ არ ესროლა. ამ დროს თავდამსხმელმა მეგრულად დაიძახა, რომ ,,გამოდითო“ და თავდამსხმელი გაიქცა კორპუსებისაკენ. როდესაც მიუახლოვდა რ----- ღ-------–--ს ამ უკანასკნელმა უთხრა, რომ ,,იარაღი წამართვესო“. ამის თაობაზე საქმის კურსში ჩააყენეს ხელმძღვანელობა. განმარტავს, რომ თავდამსხმელის გაქცევის შემდეგ გაისმა ერთჯერადი სროლის ხმები. შემთხვევის ადგილზე ბანკომატის მარჯვენა მხარეს იყო განათება, ამის გამო დაინახა უცხო პირის სილუეტი, კედლის მხარეს იყო სიბნელე და ალბათ იქ იყვნენ ამოფარებულები. განმარტავს, რომ სამხედრო ტერიტორიაზე შესვლა არის შეზღუდული, ბანკომატის ადგილას გატეხილი იყო მინა ქვედა მხარეს, ხოლო ღობის მთლიანობა წინა მხარეს დარღვეული არ იყო. განმარტავს, რომ თავდამსხმელს 15-20 მეტრზე ახლოს არ მიახლოვებია, დარწმუნებულია, რომ ამ უკანასკნელს ხელში ეკავა იარაღი. მას რეალურად სხვა პიროვნებები არ დაუნახავს. მხოლოდ გაიგონა, რომ თავდამსხმელმა დაიძახა ,,გამოდითო“. თუ რა ეცვა თავდამსხმელს მანძილის გამო ვერ გაარჩია. შემთხვევის ადგილზე კარები შეაღო ოპერატიულმა თანამშრომელმა ჯ-----–-–-------მ და თქვა, რომ შიგნით იყო კვამლი და არავინ არ შესულიყო, ამის გამო შენობაში შიგნით არ შესულან. იმ პიროვნების ამოცნობა ვისი ლანდიც დაინახა არ შეუძლია. განმარტავს, რომ იმ მხარეს საიდანაც გაისმა გასროლის ხმა ნახეს, რომ სამხედრო ნაწილის ღობე დაზიანებული იყო. შემთხვევის ადგილზე თავდამსხმელს არ გაუსვრია იარაღიდან მხოლოდ იძახოდა, რ----- ღ-------–--ს მისამართით, რომ ,,იარაღი დააგდეო“.

 

14. მოწმის სახით დაკითხულმა სამხედრო პოლიციის მე-6 განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა ჯ-----–-–-------მ დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს, 2017 წლის 23 მაისს ღამის საათებში იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში. სადაც დაახლოებით ღამის 05 საათზე დაუკავშირდა ოპერატიული მორიგე რ----- ღ-------–-- და აცნობა, რომ თავდასხმა განხორციელდა სამხედრო პოლიციის ტერიტორიაზე და გატაცებული იყო მისი სამსახურებრივი იარაღი. მოწმის განმარტებით, იგი დაახლოებით 15 წუთში პოლიციის ავტომანქანით მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც უკვე მისულები იყვნენ ოპერატიული თანამშრომლები, რომელთაც აცნობეს მომხდარის შესახებ. კერძოდ, რ----- ღ-------–--მ უთხრა, რომ სიბნელეში შეხვდა უცნობ პიროვნებას, რომელიც დაემუქრა მოკვლით და წაართვეს ტაბელური იარაღი. თავდამსხმელს მეგრულად დაუძახებია ,,წავიდეთო“ და წასულან. რის შემდეგაც გაუგონიათ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა. მოწმის განმარტებით, დაათვალიერეს შენობა და ნახეს, რომ შენობის კარები იყო გამონგრეული. შენობაში იდგა დამწვრის სუნი. ცენტრალური კარები გააღო ,,კლუჩით“ რადგანაც ინკასატორებს ქონდათ გასაღები. შევიდა ოთახში, სადაც ფარნის შუქზე ნახა, რომ ბანკომატის მხარეს ჩამოფარებული ჰქონდათ ,,ბრეზენტის“ ნაჭრები. იქვე იყო ზურგჩანთა, რომელშიც იდო ბალონები. იქვე ეგდო რკინის ინსტრუმენტები, ,,სკოჩი“, ხოლო ბანკომატი იყო გაჭრილი. ამის შემდეგ გამოვიდა გარეთ და მიხურა კარები. დაიცვეს შემთხვევის ადგილი, სადაც მივიდა გამომძიებელი, რომელმაც ექსპერტებთან ერთად დაიწყო შემთხვევის ადგილის დათვალიერება. ამ ფაქტზე შეიქმნა ოპერატიული ჯგუფი, რომელთაც დაევალათ დაედგინა თუ ვინ იყვნენ თავდამსხმელები და დაადგინეს, რამდენიმე პიროვნება რომლებიც მონაწილეობდნენ თავდასხმაში. მოწმის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო მ------ წ----–-----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, ასევე, მონაწილეობას იღებდა თ------ შ-----ს დაკავებაში. რა დროსაც, მონაწილეობა მიიღო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში გამომძიებელთან ერთად, ამოიღეს შავი ფერის ზურგჩანთა. საქმის გამოძიების დროს შეხება ქონდა თ------ შ-----სთან, რომელიც დაკავების დროს მათ დანახვაზე გაიქცა ქუჩაში. განმარტავს, რომ სამხედრო ნაწილიდან ცხოვრობს ორ კილომეტრში. სამხედრო ნაწილის ტერიტორია არის შემოღობილი, გარშემო არტყამს არხი. თუ ფარულად არ შეაღწია შიგნით ვინმემ ისე შიგნით ვერავინ შევა. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე მისთვის ცნობილი გახდა, რომ როდესაც თავდამსხმელს დაუძახია მეგრულად ,,გამოდითო“, რამდენიმე კაცი გამოსულა. განმარტავს, რომ თ------ შ-----ს შეხვდა მხოლოდ ერთხელ პიროვნების დადგენის მიზნით, მის საცხოვრებელ ქუჩაზე, რა დროსაც, იგი გაიქცა მას.

 

15. მოწმის სახით დაკითხულმა N2 ქვეითი ბრიგადის უფროსმა ოფიცერმა ა---------–----–--------მა განმარტა, რომ ცხოვრობს ოფიცერთა დროებით საცხოვრებელ ბინაში. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში მე-4 სართულზე. იქნებოდა დაახლოებით ღამის 5-ის ნახევარი ძილში ჩაესმა ხმა და შეძახილი ,,დააგდე იარაღი“ ასევე, მეორედ გაიგონა შეძახილი. გამოაღო ოთახის ფანჯარა და დაინახა მისი თანამშრომლები. ამბის გასაგებად დაიწყო ჩაცმა, რა დროსაც, მოესმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ჯერით 6-7 გასროლის ხმა, თუ ვინ ისროდა არ იცის. ხელში დაიკავა შორი განათების ფარი და ჩავიდა დაბლა, სადაც დახვდნენ თანამშრომლები. მათგან შეიტყო, რომ მის სახლთან დაახლოებით 30 მეტრში არსებულ მაღაზიაში ბანკომატთან ადგილი ქონდა დაყაჩაღების ფაქტს. რა დროსაც, ერთ-ერთი თანამშრომლისთვის წაურთმევიათ იარაღი. იქვე მყოფი თანამშრომლებისგან შეიტყო, რომ ვინც განახორციელა თავდასხმა მისგან ყოფილა შეძახილი ,,დააგდე იარაღი“ პოლიციის თანამშრომლის მისამართით, რომელიც მან სახლში ყოფნის დროს გაიგონა. აღნიშნულის ფაქტის შესახებ აცნობა ბრიგადის მორიგ ოფიცერს.

 

16. ანალოგიურად აჩვენეს მოწმის სახით დაკითხულმა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა: ბ----------------მ, კ----------–------–---–მა, ბ-------------------ე, რ--------------ემ, ვ------–----–----იმ, გ-------–------–---–--მ, გ------------მ და დაადასტურეს, რომ შემთხვევის ადგილიდან გაიგონეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის ხმა და განმარტეს, როგორც მათთვის გახდა ცნობილი განხორციელდა სამხედრო პოლიციის თანამშრომელზე ყაჩაღური თავდასხმა.

 

17. ბრიგადის ოცეულის მეკავშირემ მოწმე გ-----------–---–მა დაადასტურა, რომ შემთხვევამდე ორი დღით ადრე 22 მაისს ოფიცრების კორპუსებში არსებულ ბანკომატებზე მოხდა ხელფასის დარიცხვა. ერთ-ერთ მაღაზიაში არსებულ ბანკომატზეც განხორციელდა ხელფასის დარიცხვა. განმარტავს, რომ სამხედრო ტერიტორია შემოსაზღვრულია ღობით და არის დაცული, გამშვები პუნქტის ნებართვის გარეშე ტერიტორიაზე ვერავინ შევა. სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმა, ასევე, დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა N2-ე ქვეითი ბრიგადის დაზვერვის ასეულის მსროლელმა გ------- ა--–---მ.

 

18. N2-ე ქვეითი ბრიგადის ასეულის მეტყვიამფრქვევემ, მოწმის სახით დაკითხულმა ე-–---------------მ დაადასტურა, რომ შემთხვევის დღეს, ასრულებდა თავის სამსახურეობრივ მოვალეობას და იმყოფებოდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებულ N1-ელ გამშვებ საკონტროლო პუნქტში, მთავარ შესასვლელში. სადაც მოესმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმა. ხმა მოდიოდა ოფიცრების საცხოვრებელი კორპუსის მხრიდან, დაუკავშირდა ბრიგადის მორიგეს, რომლისგანაც მიიღო ინსტრუქცია. მეორე დღეს შეიტყო, რომ თავდამსხმელებს თანხის მოპარვა სურდათ ოფიცრების კორპუსთან არსებული ბანკომატიდან. განმარტავს, რომ გარედან შემომსვლელმა პირმა უნდა გაიაროს სამორიგეო პუნქტი, მორიგემ უნდა ამოწეროს ერთჯერადი საშვი. ადასტურებს, რომ იმ დღეს მორიგე და მას რაიმე სახის საშვი არ ამოუწერია.

 

19. მოწმე მ-------------ემ განმარტა, რომ ოჯახთან ერთად ცხოვრობს ქ. სენაკში არსებული სამხედრო ნაწილის თანამშრომელთათვის განკუთვნილ საცხოვრებელში, რადგანც მისი მეუღლე არის სამხედრო ოფიცერი. შემთხვევის დღეს, 2017 წლის 23-24 მაისს იმყოფებოდა სახლში. მისი საცხოვრებელი სახლის პირდაპირ მდებარეობს სასურსათო მაღაზია, სადაც მოთავსებულია ფულის გამოსატანი ბანკომატი. იქნებოდა დაახლოებით ღამის 04:00 საათი, როდესაც ბავშვს აჭამა საჭმელი და აპირებდა დაძინებას, რა დროსაც, ეზოდან გაიგონა რამდენიმე გასროლის ხმა. გასროლის ხმა მოდიოდა მისი საცხოვრებელი სახლის წინ არსებული მაღაზიის უკანა მხრიდან. სამხედრო ნაწილის ღობის მხრიდან. მისი ბინიდან ჩანს მხოლოდ მაღაზიის ნაწილი, ხოლო თავად ბანკომატი კი არ ჩანს. იგი გამოვიდა აივანზე, დაინახა, რომ მაღაზიაში არავინ არ შესულა. ეს მაღაზია იღება მხოლოდ ერთხელ, როცა ბანკომატში არის ფული. ხოლო თავად მაღაზია არ ფუნქციონირებს. განმარტავს, რომ ბანკომატით სარგებლობა შესაძლებელია მაღაზიის კარების გაღების გარეშეც. იმ ღამით წვიმდა. რის გამოც, კარგად ვერ გაიგონა ქვევიდან მომავალი ხმა ,,წამართვა თუ წაართვიო“. დაინახა, რომ მაღაზიის ქვედა მხარეს არსებული ,,ფორთოჩკა“ იყო გამონგრეული.

 

20. ანალოგიურად დაადასტურა, მოწმის სახით დაკითხულმა სამხედრო საცხოვრებელში მცხოვრებმა ე---------- გ-----მ და განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა სახლში და სროლის ხმამ გააღვიძა. განმარტავს, რომ ვინც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს ყველას გააჩნია პირად საშვი და ამ საშვის საშუალებით შედიან სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე. მისი მეუღლე არის სამხედრო ნაწილის თანამშრომელი.

 

21. მოწმის სახით დაკითხულმა, თავდაცვის სამინისტროს გამომძიებელმა ა---------------ემ დაადასტურა, რომ მომხდარი ფაქტის შესახებ შეტყობინება მიიღო სენაკში არსებული სამხედრო ნაწილის მორიგისაგან. რომელმაც აცნობა, რომა ადგილი ჰქონდა თავდასხმას და წაღებული იყო ერთ-ერთი თანამშრომლის საშტატო იარაღი. მიიღო მითითება, რომ ჩასულიყო შემთხვევის ადგილზე. შეიქნა ოპერატიული ჯგუფი. შემთხვევის ადგილი დაათვალიერა ამ ჯგუფის ერთერთმა გამომძიებელმა, რა დროსაც ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი განასროლი მასრებით, ხელყუმბარა, რკინის ძელაყინი, საჭრელი იარაღები. რკინის საჭრელი იარაღები ჯერ კიდევ თბილი იყო. ნივთები ამოღებული და დალუქული იქნა მათი თანმხლები ექსპერტების მიერ და მათზე ჩატარდა ექსპერტიზები. ნივთმტკიცებები მასთან ინახებოდა სამსახურებრივ სეიფში. გამომძიებლებს შორის ფუნქციები მის მიერ იქნა გადანაწილებული. შემთხვევის ადგილზე ბალონი და შესადუღებელი ამოღებული და დალუქული იქნა ექსპერტების მიერ პოლიეთილენის პარკში. განმარტავს, რომ ზოგადად მათი დალუქვა არ იყო მიზანშეწონილი, რადგან ეს იყო ცეცხლსაშიში ნივთები. აღნიშნულზე ჩატარდა ექსპერტიზა და ეს ნივთები გამოძიებას ექსპერტიზიდან დაულუქავ მდგომარეობაში დაუბრუნდა.

 

22. მოწმის სახით დაკითხულმა, სამხედრო პოლიციის გამომძიებელმა დ----------------ემ განმარტა, რომ 2017 წლის 24 მაისს სამხედრო ნაწილში მომხდარი ფაქტის თაობაზე, დაიწყო გამოძიება და შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი. ხელმძღვანელობამ აუხსნათ საქმის ვითარება. გამოძიების დროს, შევიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ საჭირო იყო ჩატარებულიყო ბრალდებულ მ------ წ----–-----ს ბინის ჩხრეკა ქ. თბილისში. ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა სათანადო ნიმუშები ბრალდებულ მ------ წ----–-----ს და მისი შვილისგან. რის შემდეგაც, ისინი გადაყვანილი იქნენ სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში, სადაც, მ------ წ----–-----სგან ამოღებული იქნა ნერწყვის ნიმუში, რომელიც დალუქული იქნა ექსპერტის მონაწილეობით კანონის შესაბამისად, რადგანაც, ამოღებული ნერწყვის ნიმუშის შედარება უნდა მომხდარიყო შემთხვევის ადგილზე მიღებული ,,დნმ”-თან, რადგანაც ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ამოღებული ,,დნმ”-ის ნიმუში უნდა ყოფილიყო მ------ წ----–-----ს კუთვნილი. ნიმუშების აღებაზე მ------ წ----–-----მ განაცხადა თანხმობა.

 

23. ანალოგიურად აჩვენა, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა მოწმე გ------- მ------–-–---–მა და განმარტა, რომ მონაწილეობას იღებდა 2017 წლის 24 მაისს სამხედრო ნაწილზე განხორციელებული თავდასხმის სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში და იყო საგამოძიებო ჯგუფის წევრი. მისი მონაწილეობით ჩატარდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა სოფელ ძ---ში. გაჩხრეკილი იქნა მოქალაქე ე-–----- მ---–----–---ს საცხოვრებელი სახლი, სადაც ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, იმყოფებოდა თ------ შ-----. ჩხრეკის შედეგად, რაიმე საგანი ან ნივთი ამოღებული არ ყოფილა. ჩხრეკა ჩატარებული იქნა 2017 წლის 08 აგვისტოს. თ------ შ-----ს ჩხრეკის დროს ამ უკანასკნელმა ჩანთიდან ამოიღო რაღაც ბოთლი და იქიდან გადაღვარა სითხე. ბოთლი ამოღებული და დალუქული იქნა. ჩხრეკა მიმდინარეობდა გადაუდებელი აუცილებლობით. მეორედ, ამავე მისამართზე, ისევ ჩატარდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რადგანაც, არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ თ------ შ-----ს გადანახული უნდა ჰქონოდა შემთხვევის ადგილიდან წაღებული იარაღი. ჩხრეკას ესწრებოდნენ ექსპერტები და გამოყენებული იქნა მეტალოდეტექტორები. შემთხვევის ადგილზე თ------ შ-----მ მიუთითა ის ადგილი, საიდანაც ამოღებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. ექსპერტების მიერ ამოღებული და დალუქული იქნა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი. ამოღებული იყო პისტოლეტი მჭიდით და 15 ვაზნით. იგი ამოღებული იქნა საცხოვრებელი სახლი ეზოში. გარდა აღნიშნულისა სხვა რაიმე სახის საგანი ან ნივთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ამოღებული არ ყოფილა. შედგა სათანადო ოქმი. თ------ შ----- დაკავებული და გამოკითხული იქნა გამოძიების მიერ. ჩხრეკა ჩატარებული იქნა გადაუდებელი აუცილებლობით თ------ შ-----ს ნათესავის ე-–----- მ---–----–---ს სახლში, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, რაზედაც ეცნობა ამ უკანასკნელს.

 

24. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა გამომძიებელმა, მოწმე ი-----–------------ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო ჯგუფში, რა დროსაც, მისი მონაწილეობით სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებული იქნა მ------ წ----–-----. პირადი ჩხრეკის დროს მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. აღნიშნულზე კანონის შესაბამისად შედგენილი იქნა სათანადო ოქმი.

 

25. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მოწმის სახით დაკითხულმა ე-–----- მ---–----–---მ განმარტა, რომ თ------ შ----- არის მისი მამიდაშვილი, რომელიც ხშირად მიდის მასთან, როგორც ნათესავი. 2017 წლის 08 აგვისტოს თ------ შ----- იმყოფებოდა მასთან საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, მათ საცხოვრებელ სახლში შევიდნენ პოლიციის თანამშრომლები. თ------ შ----- შეეცადა გაქცევას, მაგრამ იგი იქვე დააკავეს. მისთვის ხელბორკილები არ დაუდვიათ. პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რომელსაც თვითონაც ეწერებოდა. ჩხრეკის შედეგად რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. წარუდგინეს ჩხრეკის ჩატარების ოქმი, ხოლო თ------ შ----- კი წაიყვანე ქ. თბილისში, ნარკოლოგიურ შემოწმებაზე და იმავე საღამოს გამოუშვეს. აღნიშნულის შემდგომ, დაახლოებით 2 კვირაში, ისევ მივიდნენ მის საცხოვრებელ სახლში პოლიციის თანამშრომლები, რომელთაც იცოდნენ, თუ სად უნდა ეძებნათ მათთვის საინტერესო ნივთი. საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასოფლო-სამეურნეო მიიწ ნაკვეთის უკანა მხარეს პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს ორი შავი და ერთი თეთრი პარკი, რომელში მოთავსებული იყო პისტოლეტი, რომელიც დალუქეს მისი თანდასწრებით, შეადგინეს ოქმი, რაზედაც მოაწერა ხელი. როგორც მოწმე განმარტავს, ეს იყო 26 აგვისტოს. რაც შეხება მაისის თვეს მასთან თ------ შ----- არ მისულა. განმარტავს, რომ 26 აგვისტოს ჩატარებულ ჩხრეკის ოქმს ხელი მოაწერა, მაგრამ ოქმი მისთვის არ გადაუციათ. ასევე განმარტავს, რომ ჩხრეკის დროს თ------ შ-----ს პოლიციის თანამშრომლებმა განუმარტეს უფლებები. პოლიციელებს ეცვათ სამხედრო ფორმა, რომელთაც ავტომანქანაში ჩასვეს თ------ შ----- და წაიყვანეს.

 

26. სამხედრო პოლიციის გამომძიებელმა მოწმე ლ---- უ---–---მ დაადასტურა, რომ მონაწილეობას იღებდა საგამოძიებო ჯგუფში და მისი მონაწილეობით საექსპერტო დაწესებულების ექსპერტის მიერ თ------ შ-----სგან ამოღებული იქნა დნმ-ის ნიმუში. ვინაიდან შემთხვევის ადგილზე მყოფი თ------ შ----- შეეცადა და გადაღვარა მის ხელთ არსებული ბოთლიდან რაღაც სითხე, იგი მის მიერ იქნა გადაყვანილი ნარკოტიკულ შემოწმებაზე.

 

27. მოწმე ლ---- ს--–-----მ განმარტა, რომ მუშაობს სამხედრო პოლიციაში გამომძიებლად. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თავის საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, დაუკავშირდა მორიგე და აცნობა, რომ ადგილი ჰქონდა ქურდობის ფაქტს. გავიდა შემთხვევის ადგილზე, რომელიც დახვდა დაცული. მის მიერ იქნა გამოძახებული ექსპერტები. დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი, ჩაატარა მოწმეთა გამოკითხვები, ასევე, მონაწილეობდა საცხოვრებელ სახლებში ჩატარებულ ჩხრეკებში. ყველა მოპოვებული მასალ თავს იყრიდა გამომძიებელ ა---------------ესთან. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე, ექსპერტების მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების დროს ნახა, რომ ბანკომატი იყო გაჭრილი. იქვე იყო რკინის ძელაყინი, ჟანგბადის ბალონები, თავისი ,,რეზაკით“, სკოჩი. ბანკომატიდან ამოღებული იქნა ხელის კვალი. ბანკომატს ეტყობოდა ჭრის კვალი მაღალი ტემპერატურით. ფანჯრებზე აკრული იყო ,,ბრიზენტები“. იქვე იყო ტალახის კვალიც. ამოღებული იქნა ანაწმენდები, ხოლო სამხედრო ნაწილის ღობე იყო გამოჭრილი, სადაც თხრილთან იპოვეს სამხედრო ზურგჩანთა. იქვე ეყარა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ვაზნები. მონაწილეობას იღებდა თ------ შ-----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში, სადაც ამოღებული იქნა ამ უკანასკნელის პირადობის საბუთი, აფხაზური პასპორტი. საგამოძიებო მოქმედების ჩატარების დროს, ამოღებული იქნა დისკები, სადაც რამდენიმე პირის დიალოგი იყო ჩაწერილი. მ------ წ----–-----ს სახლის ჩხრეკისას არაფერი არ ყოფილა ამოღებული.

 

28. თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის მთავარი ოპერატიული დეპარტამენტის მთავარმა ინსპექტორმა მოწმე დ------------–-–---–მა დაადასტურა, რომ პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მონაწილეობას იღებდა სოფელ ძ---ში ჩატარებული თ------ შ-----ს ბიძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში და განმარტა, როდესაც მივიდნენ საცხოვრებელ სახლთან, თ------ შ-----მ საცხოვრებელი სახლის წინ იყო ,,ჩაცუცქული“. მათ დანახვაზე იგი შევარდა ეზოში. ხელთ არსებულ ბოთლს მოხსნა თავსახური და გადააგდო, რო დროსაც, ბოთლიდან დაიქცა მოყავისფრო სითხე ,,მანაგუა“. აღნიშნული ბოთლი ამოღებული და დალუქული იქნა გამომძიებლის მიერ. იმავე დღეს ჩატარდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც, რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. ამ საცხოვრებელ სახლში მივიდნენ მეორედ და მოახდინეს საცხოვრებელი სახლის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ხელახალი დათვალიერება, რა დროსაც, საცხოვრებელი სახლის ეზოში ნაპოვნი იქნა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიც ამოღებული და დალუქული იქნა ექსპერტების მონაწილეობით, ოქმი ხელმოწერილია დამსწრე პირების მიერ. ცეცხლსასროლი იარაღი ნაპოვნი იქნა საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთში. იგი მოთავსებული იყო პარკში. მჭიდით და 15 ვაზნით. ეტყობოდა, რომ იმ ადგილას მიწა იყო ახალი ამოთხრილი. ამ საცხოვრებელ სახლში პირველად ჩატარდა ჩხრეკა 2017 წლის 08 აგვისტოს, ხოლო მეორე კი 2017 წლის 26 აგვისტოს. ორივე შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით შედგენილი იქნა ჩხრეკის ოქმები, რომელსაც ხელი მოაწერა დამსწრე პირებთან ერთად.

 

29. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა მოწმე ე-----–-----------ემ დაადასტურა, რომ ოპერატიულ ჯგუფთან და ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას იღებდა შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში. დაათვალიერეს როგორ შემთხვევის ადგილი, ასევე, ის ადგილი, სადაც თავდამსხმელებმა დატოვეს სამხედრო ნაწილის ტერიტორია. სადაც აღმოჩენილი იქნა განასროლი ცეცხლსასროლი იარაღის მასრები და ,,მათრახი“. იქვე ეგდო მუქი ფერის ხელყუმბარის მსგავსი ნივთი. რომელმაც გაკეთებული ჰქონდა ფალია, რის გამოც, საჭირო გახდა განმუმხტველის მოყვანა. რომელმაც მოახდინა აღნიშნული ხელყუმბარის განაღმვა და ისინი ცალ-ცალკე მოთავსდა სათანადო პარკში. ნივთები ამოღებული და დალუქული იქნა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, რაზედაც შედგა ოქმი. მის მიერ იქნა გამოკითხული დაზარალებული რ----- ღ-------–--. მის მიერ დანიშნული იქნა სხვადასხვა სახის ექპერტიზები. შემთხვევის ადგილიდან განხორციელდა საკონტროლო ზარი. ბრალი წარუდგინა მ------ წ----–-----ს. განმარტავს, რომ შემთხვევის ადგილზე, სამხედრო ნაწილის ღობე გარღვეული იყო ერთ ადგილზე. ამოღებული იქნა 2 ზურგჩანთა ,,ავტოგენი“, ბრტყელტუჩა, ძელაყინი, ,,ბრიზენტის“ ნაჭრები, ხელყუმბარა და მასრები. მოწმის განმარტებით, სხვადასხვა ობიექტებზე ამოღებული ,,დნმ“-ის კვლებიდან ,,დნმ“-ის საკმარისი რაოდენობა ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღმოჩნდა შემთხვეის ადგილზე ამოღებულ ,,სკოჩზე“, ბრტყელტუჩასა და ძელაყინზე და იგი შედარებული იქნა მათ მიერ ამოღებულ ნიმუშებთან. თ------ შ----- აღნიშნულ საქმეზე იყო ძებნილი. თ------ შ-----ს მიერ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს მითითებული იქნა იმ ადგილზე, სადაც უნდა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღი. რომელიც ამოღებული იქნა და იგი წარმოადგენს დაზარალებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომლის რ----- ღ-------–--ს საშტატო იარაღს, რომელიც მას წაართვეს თავდაცვის დროს.

 

30. საქართველოს ბანკის უფროსმა ინსპექტორმა კ--------------მ დაადასტურა, რომ მის უფლებამოსილებაში შედის მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ბანკომატებში თანხის ჩატვირთვა. ისინი ემსახურებიან ს-----ს სამხედრო ბაზაში არსებულ ბანკომატებსაც. წინა დღეს, სანამ შემთხვევა მოხდებოდა, დადგენილი წესის შესაბამისად, ბანკომატში მოხდა 150 000 ლარის ჩატვირთვა, რა დროსაც, ეს ბანკომატი იყო კარგ მდგომარეობაში. მეორე დღეს დილით, დაახლოებით 05:00 საათზე, აცნობეს, რომ ს-----ს სამხედრო ბაზაში მოხდა ბანკომატის გატეხვა. განმარტავს, რომ ბანკომატს ჰქონდა პროგრამული დაზიანება, რომელიც წინა დღით შეაკეთა სპეციალისტმა.

 

31. მოწმე ი-----–--------–--მ განმარტა, რომ მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის, ბანკომატების ტექნიკური უზრუნველყოფა, გარემონტება. ისინი თანამშრომლობენ ს-----ს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილთან, რის გამოც, 22 მაისს გეგმიური შემოწმების საფუძველზე შეამოწმა ამ სამხედრო ნაწილის ბანკომატები. ერთ-ერთი ბანკომატი მდებარეობს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. განმარტავს, რომ მის მიერ გახსნილი იქნა ბანკომატის უკანა მხარეს მდებარე 22 ქეისი, რომელიც განაახლა, ჩაწერა ახალი პროგრამა. დაზიანების შემთხვევაში ბანკში მიდის სიგნალი. იმ დროს იქ რაიმე ძელაყინი ბრტყელტუჩა ან სხვა რაიმე საგანი არ დაუნახავს და არც ფანჯრებზე ყოფილა ჩამოფარებული რაიმე. 24 მაისს მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოხდა ამ ბანკომატის გატეხვა, განმარტავს, რომ ბანკომატზე არსებული სურათის გადამღები კამერა იმ დროს არ მუშაობდა.

 

32. საქართველოს ბანკის საინკასაციო სამსახურის დეპარტამენტის ინკასატორმა ნ----------------–--ემ განმარტა, რომ ემსახურება ს-----ს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებულ ბანკომატებს. 24 მაისს მომხდარი შემთხვევის გამო დაცვის პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მისული იყო აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელიც შემოსაზღვრული იყო ყვითელი ლენტით და გამომძიებლის ნებართვით შევიდა შიგნით მივიდა ბანკომატთან, ნახა რომ ბანკომატი მარცხენა მხარეს იყო გაჭრილი. ხოლო ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. იგი გაჭრილი იყო სეიფის მხარეს.

 

33. დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა სს ,,საქართველოს ბანკის“ იურისტმა მოწმე დ-------------ემ განმარტა, რომ შემთხვევის შედეგად, ბანკის კუთვნილი თანხა თავდამსხმელებს არ გაუტაციათ, რის გამოც ამ ნაწილში ბანკი დაზარალებული არ არის. რაიმე მოთხოვნა არ აქვთ. ხოლო თუ ბანკს ექნება სადაო ბანკომატის დაზიანების ნაწილში, ამის შესახებ იდავებს. განმარტავს, რომ არ ითხოვს ბრალდებულების მკაცრად დასჯას.

 

34. თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა მ------------–-–---–მა განმარტა, რომ იგი არის დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელი და მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედის ორგანიზაციის სასამართლოში წარმომადგენლობა. თავდაცვის სამინისტროში შესული წერილის თანახმად, მინდობილობის საფუძველზე, იგი იცავს თავდაცვის სამინისტროს ინტერესებს. განმარტავს რომ 2017 წლის 23-24 მაისს თავდაცვის სამინისტროს ს-----ს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე განხორციელდა თავდასხმა, რა დროსაც, გატაცებული იქნა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ამოღებული იქნა გამოძიების მიერ. ცეცხლსასროლი იარაღის ღირებულება შეადგენს 500 აშშ დოლარს და იგი ვარგისია სროლისათვის. იარაღი შესყიდულია თავდაცვის სამინისტროს მიერ. რომელიც აღმოჩნდა სხვა პირის ხელში. მოწმის განმარტებით ეს არ არის მატერიალური ზიანი, მაგრამ მათი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი გავიდა მათი მფლობელობიდან, რის გამოც, მატერილური ზიანი შეადგენს 500 აშშ დოლარს.

 

35. საქმეში არსებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს და დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ლ---- ს--–-----ს საგამოძიებო მოქმედების ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,დასათვალიერებელი ტერიტორია მდებარეობს ქ. სენაკში ჭავჭავაძის ქ. N105-ის მიმდებარედ. ჭავჭავაძის ქ. N105-ში მდებარე შენობასთან, წერეთლის ქუჩის მხარეს, ტროტუარზე დგას ყვითელი ფერის ,,საქართველოს ბანკი“-ს ტერმინალი, რომლის მონიტორი მიმართულია ჩრდილოეთ მხარეს. აპარატი დგას ჭავჭავაძის ქ. N105-ის შენობაში. წერეთლის ქუჩის მხრიდან განთავსებულ საპარიკმახეროს შესასვლელ კართან. ტერმინალიდან დასავლეთით, წერეთლის ქუჩის დასავლეთ მხარეს ეკლესიასა და ავტოსამრეცხაოს შორის განთავსებულია ავტოგასამართი სადგურის შენობა, ერთსართულიანი, წარწერით ,,G&S”. აღნიშნული ავტოგასამართი სადგური ტერმინალის აპარატიდან დაცილებულია 20 მეტრით და ბენზოგასამართი სისტემის ჭერზე დამონტაჟებულია საკონტროლო-ჩამწერი სისტემის სათვალთვალო კამერა, რომელიც მიმართულია ჩრდილო-აღმოსავლეთით და აკონტროლებს წერეთლის ქუჩაზე მდებარე ეკლესიისა და G&S” სადგურის წინა და ჭავჭავაძის ქ. N105-ში მდებარე შენობის გვერდით წერეთლის ქუჩის მხარის ტერიტორიას“. დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს ოქმის სისწორე და მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ქონია.

 

36. საქმეში არსებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ლ---- ს--–-----ს საგამოძიებო მოქმედების ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,დასათვალიერებელი ტერიტორია მდებარეობს ქ. სენაკში რუსთაველის ქუჩა N178 მიმდებარედ. სასურსათო მაღაზიის შესასვლელთან დადგმულია სს ,,ნოვა ტექნოლოჯის“ კუთვნილი ტერმინალის აპარატი წარწერით ,,PAY BOX” რომლის მონიტორი მიმართულია რუსთაველის ქუჩის მხარეს. აპარატიდან ჩრდილოეთ მხარეს, ქუჩის მეორე მხარეს განთავსებულია ს-----ს რაიონული სასამართლოსა და პროკურატურის შენობა. შენობის კედელზე, 5 მეტრის სიმაღლეზე სასამართლოს შესასვლელის მხრიდან დასავლეთ მხარეს მიმაგრებულია საკონტროლო-ჩამწერი სისტემის სათვალთვალო ვიდეოკამერა, რომელიც მიმართულია რუსთაველისა და ჯორჯაძის ქუჩების კვეტის მხარეს და აკონტროლებს რუსთაველის ქ. N178-ის მიმდებარე ტერიტორიას და გზაჯვარედინს. აღნიშნული ვიდეოკამერა ,,PAY BOX”-ის აპარატიდან დაშორებულია 38 მეტრით. ასევე კედელზე 5 მეტრის სიმაღლეზე სასამართლოს შესასვლელის მხრიდან აღმოსავლეთის მხარეს მიმაგრებულია სამხრეთ დასავლეთის მხარეს, ქ. ს-----ს საკოლმეურნეო ბაზრის შესასვლელისაკენ. ეს კამერა რუსთაველის ქუჩის გადაღმა, მაღაზიის წინ დადგმული ,,PAY BOX”-ის აპარატიდან დაშორებულია 27 მეტრით“. დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს ოქმის სისწორე და მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ქონია.

 

37. საქმეში არსებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს დასავლეთ საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის ლ---- ს--–-----ს საგამოძიებო მოქმედების ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად, ,,დათვალიერების ობიექტი წარმოადგენს ქ. სენაკში, მშვიდობის ქუჩა N28-ში მდებარე მაღაზიის მიმდებარე ტერიტორიას, სადაც მაღაზიის შესასვლელთან დადგმულია ყვითელი ფერის ,,საქართველოს ბანკი“-ის ჩასარიცხი ტერმინალი, რომლის მონიტორი მიმართულია აღმოსავლეთით. ტერმინალიდან სამხრეთით, 7 მეტრის მოშორებით რკინის კონსტრუქციის ღობის რკინის 5 მეტრი სიმაღლის ბოძზე დამონტაჟებულია ორი ცალი სათვალთვალო კამერა, რომელთაგან ერთი აკონტროლებს საცხოვრებელი სახლის ეზოს, ხოლო მეორე კამერა მიმართულია მაღაზიის შესასვლელისაკენ და იქ მდგარი ,,საქართველოს ბანკი“-ს ტერმინალისაკენ“. დათვალიერებაში მონაწილე პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს ოქმის სისწორე და მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ქონია.

 

38. საქმეში არსებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ გ------- მარგველაშვილის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ამოღების ოქმის თანახმად, ,,მთავარ ინსპექტორ დ------------–-–---–ისგან ამოღებული იქნა 05 ლიტრიანი მოცულობის პლასტმასის ბოთლი მწვანე შეფერილობის ეტიკეტით და მწვანე ფერის სახურავით შიგ არსებული მცირე რაოდენობის მოყავისფრო ფერის სითხით. ამოღებული პოლიეთილენის ბოთლი შეიფუთა. პოლიეთილენის გამჭირვალე პარკში ე.წ ,,ფაილში“ და დაილუქა ბეჭდის ლუქით ,,სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი“ ,,პაკეტებისათვის“ N21.“ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს ოქმის სისწორე და მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია.

 

39. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის დ----------------ის მიერ შსს ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტ ლ---- კ-------ესთან ერთად მოხდა საგამოძიებო მოქმედების ხელის ანაბეჭდის ნიმუშის აღება. ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ,, ექსპერტის ლ---- კ-------ის მიერ მ------ წ----–-----სგან ელექტრონულ დაქტილოსკოპიური სკანერის მეშვეობით აღებული იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაბეჭდები, რომელიც მოთავსებული იქნა შსს-ის დაქტილოსკოპიურ ერთიან მონაცემთა ბაზაში“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს ოქმის სისწორე და მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია.

 

40. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებლის დ----------------ის მიერ შსს ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ექსპერტ რ--------------თან ერთად მოხდა საგამოძიებო მოქმედების დ.ნ.მ-ის ნიმუშის აღება. ოქმის თანახმად ,, ექსპერტ რ--------------ის მიერ მ------ წ----–-----სგან პირის ღრუდან რებულ იქნა ნერწყვის ნიმუში, ნაცხის ანაღები, ერთჯერადი ჩირით, რომელიც მოთავსებული იქნა მუყაოს კოლოფში და დაილუქა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის პაკეტში NFCI0835384.“ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს ოქმის სისწორე და მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია.

 

41. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ლ---- უ---–---ს მიერ ქ. თბილის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტ ლ---- კ-------ესთან ერთად მოხდა საგამოძიებო მოქმედების ხელის ანაბეჭდის ნიმუშის აღების ჩატარება. ნიმუშია აღების ოქმის თანახმად ,,ექსპერტ ლ---- კ-------ის მიერ თ------ შ-----სგან ელექტრონული დაქტილოსკოპიური სკანერის მეშვეობით აღებულ იქნა მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაბეჭდები, რომელიც მოთავსებულ იქნა შსს დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ერთიან ბაზაში“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს ოქმის სისწორე და მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია.

 

42. სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოს აღმოსავლეთ საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებელ ლ---- უ---–---ს მიერ ქ. თბილისის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს ექსპერტ ლ---- კ-------ესთან ერთად მოხდა საგამოძიებო მოქმედების დ.ნ.მ-ის ნიმუშის აღება. ნიმუშის აღების ოქმის თანახმად ,, თ------ შ-----ს პირის ღრუდან აღებული იქნა ნერწყვის ნიმუში ერთჯერადი ბამბის თავიანი ჩხირით, მოთავსდა მუყაოს კოლოფში და დაილუქა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის პაკეტში NFCI08355266“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებმა ხელმოწერით დაადასტურეს ოქმის სისწორე და მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია.

 

მტკიცებულებების დამაჯერებლობა უპირველეს ყოვლისა გამოიხატება იმაში, თუ რა სიზუსტით შეუძლია მას დაადასტუროს ან უარყოს ესა თუ ის ფაქტი თუ გარემოება. არსებობს მტკიცებულება, რომელიც საქმისთვის მნიშვნელოვან გარემოებებს მეცნიერული თვალსაზრისით უდგება და უტყუარობის უმაღლესი ხარისხით ადასტურებს მას. ძირითადად ასეთი მტკიცებულებებს ექსპერტიზის დასკვნები წარმოადგენს.

 

1. საქმეში არსებულ ექსპერტიზის დასკვნების შინაარსის შეფასებისას სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია განისაზღვროს ექსპერტიზის დასკვნა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადგენს რაიმე გარემოებას, ანუ, აბსოლუტურად კატეგორიულია, თუ სავარაუდოდ მიუთითებს რაიმე გარემოების არსებობა-არარსებობის შესახებ. პირველ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნას შეუცვლელი თვისება გააჩნია, რადგანაც ისეთ სპეციფიკურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც მხოლოდ ამ საქმისთვისაა დამახასიათებელი და კატეგორიულად ასაბუთებს მას. ამ შემთხვევაში, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები ძირითად საფუძველს წარმოადგენს, ამა თუ იმ ფაქტის, ან გარემოების დასადასტურებლად ან უარსაყოფად, რადგანაც, იგი ასეთ შემთხვევაში პირდაპირი მტკიცებულებაა და მისი უარყოფა შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ სხვა საწინააღმდეგო გარემოებების დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებებით ან პირდაპირ და არაპირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობით. რაც, სასამართლოს მისცემს შესაძლებლობას არ გაიზიაროს ეს მტკიცებულება, ან უნდა არსებობდეს მისი მოპოვებისას ისეთი მაღალი ხარისხის მქონე კანონდარღვევა, რომ ამ მტკიცებულებით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელი იყოს. ასეთი ფაქტი ან გარემოება დაცვის მხარეს საქმის არსებითი განხილვის დროს არ წამოუდგენია. რის გამოც, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნებში მითითებული გარემოებები წარმოადგენს ბრალდების დასადასტურებლად საკმარის საფუძველს, რადგანაც, მათში გადმოცემული დასკვნები უშუალოდ გამომდინარეობენ და არ ეწინააღმდეგებიან საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და პირდაპირ მიუთითებენ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტზე და მის შემხებლობაზე დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

2. საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003348817 დასკვნის თანახმად ,,სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის შედეგად დადგინდა: პაკეტში, წარწერით: ,,.... ანაწმენდის ნიმუში ბანკომატის ოთახის შესასვლელი კარის სახელურიან...“, პაკეტში, წარწერით: ,,ანაწმენდის ნიმუში ბანკომატის გვერდითა ზედაპირიდან....“, პაკეტში, წარწერით: ,,... ანაწმენდის ნიმუში ბანკომატის ოთახის მინის შიგნითა ზედაპირიდან..“, პაკეტში, წარწერით: ,,... ანაწმენდის ნიმუში შენობის აღმოსავლეთ მხრიდან შესასვლელი კარის შიგნითა ზედაპირიდან...“ და პაკეტში წარწერით: ,,... ანაწმენდის ნიმუში შენობის დასავლეთ მხრიდან შესასვლელი კარის შიგნითა ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ N1-5) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

-პაკეტში, წარწერით: ,,...2(ორი) ცალი ძალაყინი...“ მოთავსებულ მეტალის ოთხკუთხა, სიგრძივი ფორმის საგანსა (ობ. N6) და რელიეფური ზედაპირის მქონე მეტალის საგანზე (ობ. N7) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია.

 

-პაკეტში, წარწერით: ,,...ერთი ცალი ბრტყელტუჩა...“ მოთავსებულ ბრტყელტუჩაზე (ობ. N8) პაკეტში, წარწერით: ,,7... პლასტმასის ყუთი...“ მოთავსებულ ყუთსა (ობ. N9) და პაკეტში წარწერით: ,,6... პლასტმასის ყუთი...“ მოთავსებულ ყუთზე (ობ. N10) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

- პაკეტში წარწერით: ,,1... წებოვანი ლენტი...“ მოთავსებული წებოვანი ლენტის ხვიასა (ობ. N11) და პაკეტში, წარწერით: ,,...5 წებოვანი ლენტი...“ მოთავსებული წებოვანი ლენტის ხვიაზე (ობ. N12) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია;

-პაკეტში წარწერით: ,,4... ე.წ ,,ბრეზენტის“ ნაჭრები...“ მოთავსებულ:

1. პოლიმერული მასალის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ. N13) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია. ამავე პოლიმერული მასალის ფრაგმენტზე დაკრულ წებოვან ლენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. 14) გენეტიკური პროფილი შერეულია.

2. პოლიმერული მასალის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ. 15, 15ა) შერეული გენეტიკური პროფილი იდენტიფიკაციისათვის არაინფორმატიულია.

3. პოლიმერული მასალის ფრაგმენტზე (ობ. N16) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე პოლიმერული მასალის ფრაგმენტზე დაკრულ წებოვან ლენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N19) გენეტიკური პროფილი შერეულია.

4. პოლიმერული მასალის ფრაგმენტზე (ობ. N18, 18ა) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე პოლიმერული მასალის ფრაგმენტზე დაკრულ წებოვან ლენტებზე არსებული ბიომასალის (ობ. N20) გენეტიკური პროფილი შერეულის. პოლიმერული მასალის ფრაგმენტზე არსებული მუქი მოყავისფრო ლაქა (ობ. 19) სისხლს არ წარმოადგენს;

-პაკეტში, წარწერით: ,,...სამხედრო ზურგჩანთა მასში მოთავსებული გაზის პროპანის ბალონით; ჟანგბადის შვი ფერის ბალონით; რეზინის მილები; ლითონის საჭრელი თავი...“ მოთავსებულ მონაცრისფრო მეტალის ბალონის წრიული ფორმის მეტალის სახელურსა და მოშავო ფერის პოლიმერული მასალის სახელურზე არსებული ბიომასალის (ობ. N21) გენეტიკური პროფილი შერეულია. ამავე ბალონზე და პაკეტში მოთავსებული მოშავო ფერის მეტალის მოგრძო ფორმის ბალონსა და მასზე მიერთებულ დეტალებსა და მილებზე (ობ. N22-26) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

-პაკეტში წარწერით: ,,...ერთი ცალი სამხედრო ზურგჩანთა...“ მოთავსებულ ზურგჩანთაზე (ობ. N27,28) პაკეტში წარწერით: ,,....ერთი ცალი ვაზნა ამოღებული...“ მოთავსებულ ვაზნაზე და პაკეტში, წარწერით: ,,... 7 (შვიდი) ცალი მასრა ამოღებული მე-2 ქვეითი ბრიგადის მიმდებარე ტერიტორიიდან...“ მოთავსებულ შვიდ ცალ მასრაზე (ობ. N30-36) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა;

-პაკეტში, წარწერით: ,,2... მეტალის მაგვარი საგანი...“ მოთავსებულ მეტალის ყუმბარის მაგვარ, ოვალური ფორმის საგანზე (ობ.N37) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია;

-პაკეტში წარწერით: ,,1... მეტალის მაგვარი საგანი...“ მოთავსებულ მეტალის დეტალზე, სახელურითა და მასში ჩამაგრებული მეტალის რგოლით, არსებული ბიომასალის (ობ. N38) გენეტიკური პროფილი შერეულია;

პაკეტში წარწერით: ,,...მათრახი...“ მოთავსებულ საგანზე (ობ. N39) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა. ამავე საგანზე არსებული ორი ღერი თმის მაგვარი ბეწვი (ობ. N40 და ობ N40ა) არ წარმოადგენს ადამიანის თმას.

 

ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტში არსებული დნმ-ის მონაცემთა ბაზის გამოყენებით, ობ N6,7,11,12,14,17,20,21,37,38-ის გენეტიკური პროფილების იდენტიფიკაცია ბაზაში არსებული პირების გენეტიკური პროფილებთან არ მოხდა“.

 

3. საქმეში არსებული ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003896517 ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ,, 1. შემთხვევის ადგილის და ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული საგნები წარმოადგენს: - ერთი ცალი ვაზნა- სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებული, სამხედრო დანიშნულების, საბრძოლო მასალისადმი კუთვნილი- 1974წ. ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური იარაღისათვის განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ, 1972 წლის ნიმუშის- 5,45მმ (5,45X39მმ) კალიბრის- ვაზნას რომელიც ვარგისი აღმოჩნდა გამოყენებისათვის (სროლისათვის).

 

-1 ცალი მეტალის საგანი, რკალური ბეკეტით-სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ (სავარაუდოდ უცხოური წარმოების). სამხედრო დანიშნულების, საბრძოლო მასალისადმი კუთვნილი, რუსული კონსტრუქციული ნიმუშით (სავარაუდოდ უცხოური) დამზადების ,,Ф-1“; “РГ-42,, ტიპის ხელყუმბარების ასაფეთქებლად გათვალისწინებული ,,УЗРГМ,,-ის ტიპის (საფალია) მოწყობილობის არასრულყოფილი კომპლექტაციის მქონე, გაუმართავ კომპონენტს.

- 1 ცალი მეტალის მომწვანო ფერის (მომრგვალო ფორმის) საგანი- სტანდარტულ, (სავარაუდოდ რუსული წარმოების) სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალისადმი კუთვნილი, შემტევითი ,,РГД-5“ ტიპის ხელყუმბარის კორპუსს, რომლის (არსებული მოცემულობით) ვარგისიანობის საკითხის განსაზღვრა- ვერ მოხერხდა, ბიუროში შესაბამისი პირობების არ არსებობის გამო. ამასთან აღსანიშნავია, რომ ხსენებული ხელყუმბარის კორპუსი არსებული მდგომარეობით ვარგისი უნდა იყოს გამოყენებისათვის (აფეთქებისათვის) სტანდარტული, სრულყოფილი ფალია მოწყობილობის გამოყენებისას.

 

შემთხვევის ადგილის და ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული შვიდი ცალი მასრა წარმოადგენს- სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებული, სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალისადმი კუთვნილი-1974წ. ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქცია ავტომატური იარაღისათვის განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ, 1972 წლის ნიმუშის- 5,45 მმ (5,45X39მმ) კალიბრის ვაზნათა შემადგენელ კომპონენტს- ანუ მასრებს, რომლებიც ნასროლია თავის შესაბამის, კალიბრით და კონსტრუქციით, ერთი ერთეულ იარაღში. (რაც შეეხება წარმოდგენილი შვიდი მასრის მასროთეკაში გატარების საკითხს აღნიშნული ხორციელდება საქ. შსს შესაბამისი სამსახურში).

 

წარმოდგენილი ვაზნის გამოსაკვლევ მასრებთან ერთი და იგივე იარაღში მოთავსების საკითხის კონკრეტული განსაზღვრა შეუძლებელია, არასრული საინფორმაციო ნიშანთა კომპლექსის გამო, ამასთან კვალთა ნიშნების არსებული, მეტნაკლებად გამოხატული ცალკეული (კვალთა მსგავსი კონტურთა) მონაცემის მიხედვით, ასევე მარკირების გათვალისწინებით, ასეთი გამორიცხული არ არის“.

 

4. საქმეში არსებული ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N003984217 დაქტილოსკოპიური დასკვნის თანახმად ,, 1. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი: - ორი ცალი ძალაყინის; ერთი ცალი ბრტყელტუჩას; ორი ცალი პლასტმასის ყუთის; ერთი ცალი წებოვანი ლენტის (სკოტჩი) რგოლის (FCI377508); ზურგჩანთაში მოთავსებული ორი ცალი და მიერთებული პოლიმერული მასალის მილები და კონსტრუქციული დეტალების; ერთი ცალი ვაზნის; შვიდი ცალი მასრის; ხელყუმბარის; მათრახის; პოლიმერული მასალის (ბრეზენტის) ნაჭრებზე არსებული წებოვანი ლენტის ფრაგმენტების- ზედაპირებზე ხელის კვალი, დვრილოვანი ხაზების სახით, არ აღინიშნება.

-ერთი ცალი წებოვანი ლენტის რგოლის (FCI377511) გახსნილი მონაკვეთის (თავისუფალი ნაწილი) ზედაპირზე აღინიშნება ხელის დვრილოვანი ხაზების კვლები, ფრაგმენტების სახით, რომლებიც პიროვნების იდენტიფიკაციისათვის უვარგისია.

-ოთხი ცალი პოლიმერული მასალის (ბრეზენტის) ნაჭერი; ზურგჩანთა (FCI451552); ზურგჩანთა წარწერით ,,KOMLADZE” (FCI451534)- კვლევით ნაწილში მითითებული მიზეზების გამო, არ გამოკვლეულა“.

 

5. საქმეში არსებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის N1385/სქ-1558/ქრ დასკვნის თანახმად ,,პოლიმერული მასალის ბოთლში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო სპეციფიკური სუნის მქონე 3,0 მლ ხსნარი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლს, წონით- 0,000036 გრამს“.

 

6. საქმეში არსებული ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N004733517 დასკვნის თანახმად ,, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ობ. N7,11,14-ის შერეული გენეტიკური პროფილების (ექსპერტიზის N003348817 დასკვნა) მაჟორული (ძირითადი) წილი და თ------ შ-----ს (ობ. N8) გენეტიკური პროფილი იდენტურია. ობ. N6,12,17,20,38-ის შერეულ გენეტიკურ პროფილებში (ექსპერტიზის N003348817 დასკვნა) ვლინდება თ------ შ-----ს (ობ. N8) გენეტიკური პროფილის ალელები, ხოლო ობ. N21,37-ის შერეულ გენეტიკურ პროფილებში (ექსპერტიზის N003348817 დასკვნა) არ ვლინდება. ობ. N6, 11-ის შერეულ გენეტიკურ პროფილებში (ექსპერტიზის N003348817 დასკვნა) ვლინდება მ------ წ----–-----ს (ობ. N4) გენეტიკური თანამონაწილეობა, ხოლო ობ. N7,12,14,17,20,21,37,38-ის შერეულ გენეტიკურ პროფილებში (ექსპერტიზის N003348817) დასკვნა) არ ვლინდება“.

 

7. მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის ექსპერტმა შ-----------–-----ემ, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაადასტურა, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ ექსპერტიზის დასკვნა შედგენილი იქნა გამომძიებლის დასკვნის საფუძველზე, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

8. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების სტანდარტია დასაბუთებული ვარაუდი, რომელსაც ადგენს სსსკ-ის 119-ე მუხლი, რაც, იმას ნიშნავს, რომ უნდა არსებობდეს ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც კონკრეტულ ადგილზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთის არსებობის დასაბუთებულ ვარაუდს შექმნის და შესაძლებლობას მისცემს გამოძიებას ჩაატაროს ისეთი საგამოძიებო მოქმედება როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება.

 

9. საქმეში არსებული გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ნ--–--–-----ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად ,,ნ--–--–-----ს საცხოვრებელ სახლში, საძინებელ ოთახში, სადაც ნ--–--–-----ს განმარტებით ეძინა თ------ შ-----ს, საწოლზე დადებულ შავი ფერის ზურგჩანთის ჯიბეში, რომელიც ნ--–--–-----ს განმარტებით ეკუთვნის თ------ შ-----ს, აღმოჩენილია თეთრი ფერის ,,SAMSUNG” DUOS-ის ფირმის თეთრი ფერის მობილური ტელეფონი ორბარათიანი სიმბარათების გარეშე იმეი კოდით 1) 3599 17/05/929004/1 და 2) იმეი კოდი 359918/05/929004/3 ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში. იმავე ზურგჩანთის ჯიბეში აღმოჩენილია ,,NOKIA”-S მოდელის მობილური ტელეფონი იმეი კოდით 356717056163115 ს მასში მოთავსებული ,,მაგთიკო“-ს სიმბარათით, რომელზეც დატანილია შემდეგი ციფრები 8--------- 0-------- ტელეფონებთან ერთად აღმოჩნდა ,,მაგთი“-ს მოწითალო ფერის სიმბარათის მოსათავსებელი ბარათი წარწერით ,,მაგთი“ 4G, LTE ADVANCED, WWW.MAGTICOM.GE რომელსაც მეორე მხარეს დაკრული აქვს ქაღალდის ნაჭერი მასზე დატანილი ბეჭდები ასოებით 5-------- 10-------- მაგთი *102# და ,,უსაფრთხოებისათვის შეგიძლიათ გაააქტიუროთ პინ კოდი 4805 47648450 და მის ქვემოთ 2108 29521238. ჩხრეკისას სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ნივთი, საგანი ან დოკუმენტი არ აღმოჩენილა“. ოქმის სისწორე დადასტურებულია ხელმოწერით მასში მონაწილე პირების მიერ. მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია.

 

10. საქმეში არსებული გადაუდებელი აუცილებლობის გამო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ე-–----- მ---–----–---ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, ,,საცხოვრებელი სახლი, მისი დამხმარე სათავსოები და საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო ნაკვეთი, ჩხრეკის მიმდინარეობისას საცხოვრებელი სახლის დასავლეთ მხარეს არსებულ საკარმიდამო ნაკვეთში კერძოდ კი ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთ მიმართულებაზე არსებულ ხის გადანაჭრელი კუნძის ძირში, მიწაში დაახლოებით 10 სმ-ის სიღრმეზე ნანახი და ამოღებული იქნა ორ ცალ შვი ფერის და ერთ ცალ თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში შეფუთული, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, შვი ფერის, ერთი მჭიდით და 15 (თხუთმეტი) ერთეული სავარაუდოდ საბრძოლო ვაზნით. პისტოლეტის ჩარჩოზე, კერძოდ კი სასხლეტის ჩარჩოს ძირზე, ვერცხლისფერ ლითონზე იკითხება სერიული ნომერი N41351697, იარაღის ლულაზე მასრის ამომგდებ ადგილზე იკითხება ციფრები 9X19 ასევე ჩარჩოზე, ლითონის მცირე ზომის ფირფიტაზე იკითხება წარწერა ,,MADE IN ISRAEL H3” პისტოლეტის მჭიდი მოთავსებულია პისტოლეტის სამჭიდე ადგილზე. პისტოლეტი არ არის მოყვანილი დამუხტულ მდგომარეობაში. ჩხრეკის შედეგად ზემოხსენებული ცეცხლსასროლი, იარაღის ვაზნების და მჭიდის გარდა, საცხოვრებელი სახლიდან დამხმარე სათავსოებიდან და საკარმიდამო ნაკვეთიდან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება ნანახი და ამოღებული არ ყოფილა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული პისტოლეტი, ვაზნები და მჭიდი მოთავსებული იქნა ექსპერტების მიერ მუყაოს თეთრი ფერის კოლოფში და დაილუქა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს პოლიეთილენის პაკეტში. ექსპერტების მიერ ასევე ერთ პაკეტად იქნა დალუქული 3(სამი) ერთეული პოლიეთილენის პარკი რომელშიც იყო შეფუთული ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე დალუქული იქნა ექსპერტ ვასილ შალიკაშვილის მიერ გამოყენებული ორი ცალი ლურჯი ფერის რეზინის ხელთათმანი. დალუქულ პაკეტებზე ჩხრეკის მონაწილე პირების მიერ გაკეთებული იქნა შესაბამისი ხელმოწერები.

 

11. ჩხრეკის შედეგად აღმოჩენილი და ამოღებული იქნა: 1) ჩხრეკის შედეგად ამოღებული ცეცხლსასროლი პისტოლეტი ერთი მჭიდით და 15 ვაზნით შეფუთული და დალუქული იქნა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს პოლიეთილენის პარკში ლუქის ნომრით FCI527827 ნუმერაციით პირობითად N1 2) პოლიეთილენის პარკები შეფუთული და დალუქული იქნა შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს პოლიეთილენის პარკში ლუქის ნომრით FCI584570 პირობითად ნუმერაციით N2.“ ოქმის სისწორე დადასტურებულია ხელმოწერით მასში მონაწილე პირების მიერ. მათი მხრიდან რაიმე სახის შენიშვნას ან განცხადებას ადგილი არ ჰქონია.

 

12. საქმეში არსებული ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N005196917 დასკვნის თანახმად ,, შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული, ჭრით დანაწევრებული ე.წ ,,ბრეზენტის“ ორი ცალი ნაჭერი დაზიანებამდე (განცალკავებამდე) წარმოადგენდა ერთ მთლიანს“.

 

13. საქმეში არსებული ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის N 005423917 დასკვნის თანახმად ,, გენეტიკური კვლევების საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,ერთი ცალი პისტოლეტი წარწერით N41351697 ერთი მჭიდით და თხუთმეტი ცალი ვაზნით ამოღებული ნიადაგში მოთავსებული პოლიეთილენის პარკიდან..“ მოთავსებული იარაღზე (ობ. N1) მჭიდზე (ობ. N2) ვაზნებზე (ობ. N3) და პაკეტში, წარწერით: ,,.. ორი ცალი მოშვო ფერის და ერთი ცალი მოთეთრო ფერის პოლიეთილენის პარკი ამოღებული ნიადაგიდან..“ სამ ცალ პოლიეთილენის პარკზე (ობ N4-6) გენეტიკური იდენტიფიკაციისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია არ აღმოჩნდა.

 

14. საქმეში არსებული ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N 005445417 ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ,, 1,2 გამოსაკვლევი იარაღი წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ უცხოური (ისრაელის) წარმოების ცეცხლსასროლი იარაღთა კატეგორიაში შემავალ, 9მმ კალიბრის ,,JERICHO 941 PSL” მოდელის N41351697 პისტოლეტს, რომელიც ვარგისია სროლისათვის დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად. წარმოდგენილი იარაღიდან ნაწარმოებია გასროლა მისი ბოლო გაწმენდის შემდეგ.

3,4 გამოსაკვლევად წარმოდგენილი- 16 ვაზნის ტევადობის სტანდარტული მჭიდი, ვარგისია გამოსაყენებლად. გამოყენებისათვის ვარგისია აღმოჩნდა ასევე, მჭიდში მოთავსებული თხუთმეტი ცალი-სტანდარტული, ქარხნული წესით დამზადებული საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალი, 1908 წლის ნიმუშის, 9მმ კალიბრის ლუგერის (პარაბელუმის ე.წ -08) ვაზნიდან, ხუთი მათგანი. ხოლო დარჩენილი ათი (ცალი) ვაზნა, გარეგნული მდგომარეობიდან და სათანადო შენახულობიდან გამომდინარე, ვარგისი უნდა იყოს დანიშნულებისამებრ გამოსაყენებლად“.

 

15. საქმეში არსებული სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 27 იანვრის ბრძანებით სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს მე-6 ოპერატიული განყოფილების უფროს-ინსპექტორ რ----- ღ-------–--ზე მიმაგრებულია 9.9 მმ ,,JERICHO 941 PSL“ სისტემის N41351697 სამსახურებრივი-საშტატო ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

 

16. მოწმის სახით დაკითხულმა კრიმინალისტიკური ექსპერტიზის მთავარმა ექსპერტმა ო-----------------ამ დაადასტურა, რომ სამხედრო პოლიციის გამომძიებლის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე მის მიერ ჩატარებული იქნა სასაქონლო ექსპერტიზა. გამოძიებას აინტერესებდა თუ რა დაზიანება გააჩნდა ბანკომატს და რითი იყო იგი მიყენებული. როდესაც შეამოწმა ბანკომატი იგი დაზიანებული იყო მაღალი თერმული ზემოქმედებით სავარაუდოდ ,,ავტოგენით“ ბანკომატის უკანა კარები იყო ჩაჭრილი. მოწმემ მთლიანად დაადასტურა მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

17. მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ---------------ნმა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლითაც განსაზღვრა ექსპერტიზაზე წარდგენილი ბანკომატის ღირებულება.

 

18. საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა მონაწილეობით, ექსპერტიზის დასკვნების ავთენტურობის დადგენის მიზნით, დაკითხული იქნენ ექსპერტები, რომლებმაც სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარეს საქმეში არსებული ექსპერტიზები. დაკითხულმა ექსპერტებმა დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების შინაარსი და განმარტეს, რომ ექსპერტიზები ჩატარებული იქნა დადგენილების საფუძველზე, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

19. საქმეში არსებული საკონტროლო სატელეფონო ზარების განხორციელების შესახებ ოქმის თანახმად, რომელიც შედგენილია 2017 წლის 25 მაისს დადგენილია, რომ საქმის გამომძიებლების მიერ შემთხვევის ადგილის მომსახურე ანძების დადგენის მიზნით შემთხვევის ადგილიდან და 200 მეტრის რადიუსში არსებული ტერიტორიიდან 13:53 საათიდან 17:02 საათის შუალედში განხორციელებული იქნა საკონტროლო ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები 2G, 3G, 4G მხარდაჭერის ტელეფონების მეშვეობით შემდეგი ტელეფონის ნომრებიდან: მაგთიკომი 577 396986, 599 101512, 599 050401, მობიტელიდან 574 118547, ჯეოსელიდან 577518970.

 

20. საქმეში არსებობს ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დანაშაულის ჯგუფის წევრები დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის დროს სარგებლობდნენ მობილური სატელეფონო ნომრებით 5--------- და 5---------.

 

21. სასამართლო განჩინების საფუძველზე, გამომძიებლის მიერ განხორციელებული საკონტროლო ზარების განხორციელების შემდგომ გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია საკონტროლო ზარების მომსახურე ანძების და ამ ანძებზე 2017 წლის 24 მაისის 01:00 საათიდან 07:00 საათამდე დროის მონაკვეთში დაფიქსირებული ნომრებისა და მათ მფლობელთა დემოგრაფიული მონაცემების შესახებ. რის შედეგადაც შპს მობიტელიდან მიღებული დეტალური მონაცემებით დადგენილია, რომ გამოძიებისათვის საინტერესო პერიოდში 2017 წლის 24 მაისის 01:00 საათიდან იმავე დღის 07:00 საათამდე ოპერატიულ ინფორმაციაში მითითებულ ტელეფონის ნომრებიდან (5--------- და 5---------) რომელთა მომსახურე ანძებია N10066 და N10382 (ელევატორი სოფელი თ---–---ი) ერთმანეთში განხორციელებულია 10(ათი) ზარი სხვადასხვა დროს, ორივე ტელეფონის ნომერი ეკუთვნის ერთ აბონენტს პირადი ნომრით N6---------- დაბადებული 28.10.1983 წელს. საქართველოს იუსტიციის სამინსიტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული წერილის საფუძველზე დადგენილია, რომ ამ პირადი ნომრით რეგისტრირებულია მოქალაქე მარინა ვახტანგის ასული დარსანია, დაბადებული 28.10.1983 წელს რეგისტრირებულ მისამართზე გალი სოფელი მზიური.

 

22. საქმის სასამართლო განხილვის დროს გამოქვეყნდა, მოწმე მ-----------------ს ჩვენება, სადაც მითითებულია, რომ იგი არის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი და ძირითადად ცხოვრობს გალის რაიონი სოფელ მზიურში და საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის გარდა გააჩნია აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღებული ე.წ აფხაზური პასპორტი, რომელსაც იყენებს აფხაზეთში. განმარტავს, რომ თ------ შ----- გაიცნო სოციალური ქსელის საშუალებით რომელმაც 2017 წლის მაისის დასაწყისში სთხოვა მას, რომ მოეხერხებინა მისთვის აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლა. მოწმის განმარტებით დაახლოებით მაისის ბოლოსათვის თ------- შ-----სთვის უნდა გაეკეთებინა ე.წ მოწვევა. რომლის საშუალებითაც თ------ შ-----ს გადაიყვანდა აფხაზეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე სადაც იგი ლეგალურად იცხოვრებდა. მაგრამ ვერ მოახერხა რადგანაც ამ პერიოდში რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ჯარებმა გაამკაცრეს კონტროლი საზღვარზე. 2017 წლის 17 ივნისს გაემგზავრა სამუშაოს თურქეთში, ხოლო ე.წ აფხაზური პასპორტი თ------- შ-----ს საცხოვრებელ ბინაში დატოვა. მოწმის განმარტებით 2017 წლის მაისის თვის პირველ რიცხვებში თ------ შ-----მ თხოვა მას შეეძინა მისთვის სატელეფონო ნომრები. რის გამოც ზუგდიდის ბაზრის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ჯიხურში თავისივე პირადობის მოწმობით თ------ შ-----სთვის შეიძინა ორი სატელეფონო ნომერი 5--------- და 5--------- რომლებიც ზუგდიდიდან სამარშუტო მიკროავტობუსის მძღოლს გაატანა ქ. სენაკში. მიკროავტობუსს დახვდა თ------ შ----- სენაკში და გამოართვა აღნიშნული სატელეფონო ნომრები. მოწმის განმარტებით, მან ასევე, თ------ შ-----ს აჩუქა თავის სახელზე რეგისტრირებული სატელეფონო ნომერი 5--------- და ამის შემდეგ თ------ შ----- იყენებდა ამ ნომერს. განმარტავს, რომ თურქეთში ყოფნის პერიოდში მას პერიოდულად უკავშირდებოდა თ------ შ----- ე.წ ,,WHATSAP”-ის საშუალებით და წერდა მას, რომ ეძებდნენ რაღაც დანაშაულის ჩადენისათვის. თ------ შ-----მ ეს მისწერა მას აგვისტოს ბოლო პერიოდში.

 

23. შპს მობიტელიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად სატელეფონო ნომერზე 5--------- (მ-----------------ს სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე) თანხა 1.92 ლარის ოდენობით ჩარიცხულია 2017 წლის 23 მაისს 20:24:31 საათზე. ხოლო სატელეფონო ნომერზე 5--------- (ისევ მ-----------------ს სახელზე რეგისტრირებულ ნომერზე) თანხა 1.92 ლარი ჩარიცხულია 2017 წლის 23 მაისს 20:29:30 საათზე. სააქციო საზოგადოება ,,ნოვა-ტექნოლოჯიდან“ მიღებული ინფორმაციის მიხედვით მისი კუთვნილი აპარატიდან განხორციელებული ტრანზაქცია კოდით-237307582 სწრაფი ჩარიცხვის აპარატი რომელზედაც განხორციელდა აღნიშნული ტრანზაქცია მდებარეობს ქ. სენაკში რუსთაველის ქუჩა N178-ის მიმდებარე ტერიტორიაზე . ხოლო სს საქართველოს ბანკიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით აბონენტის ნომერზე 5--------- ტერმინალის N11518 განხორციელებულია მისამართზე ქალაქი ს----- ჭავჭავაძის ქუჩა N105, ხოლო ჩარიცხვა აბონენტის ნომერზე 5---------- ტერმინალის N11648 განხორციელებულია მისამართზე ქ. ს----- მშვიდობის ქუჩა N287.

 

24. ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმის თანახმად დადგენილია, რომ აღნიშნული სწრაფი ჩარიცხვის აპარატები განთავსებულია ქ.სენაკში მითითებულ მისამართებზე.

 

25. საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული მოწმის თ------ ხ---–-ნძის ჩვენებით დადგენილია, რომ 2017 წლის 23 მაისს საღამოს საათებში მისი ძმის ემირ ხ---–-ნძის თხოვნით თავისი კუთვნილი ავტომანქანით წასული იყო სოფელ თ---–---ში მ------ წ----–-----ს საცხოვრებელ სახლში, რომელსაც იცნობდა მისი ძმისგან და მისი ძმის თხოვნით უნდა შეესრულებინა ის რასაც მ------ წ----–----- ეტყოდა. როდესაც მივიდა მ------ წ----–-----ს საცხოვრებელ სახლში სოფელ თ---–---ში სახლიდან გამოვიდა ახალგაზრდა პიროვნება რომელმაც თავი გააცნო ე----- წ----–-----დ და უთხრა, რომ იყო მ------ წ----–-----ს შვილი და სთხოვა მას, რომ წაეყვანა ქ.სენაკში ჭავჭავაძის ქუჩის ბოლოში არსებულ გალფის ბენზოგასამართი სადგურის წინ მდებარე ბინებთან, სადაც ამ უკანასკნელის თქმით ცხოვრობდა მისი მეუღლე. მოწმის განმარტებით, იგი მივიდა მითითებულ მისამართზე და მათ ავტომანქანაში ჩაუჯდათ ახალგაზრდა ქალი. რის შემდეგაც ე----- წ----–-----ს მითითებით წავიდნენ ჭავჭავაძის ქუჩაზე არსებულ მაღაზიაში, სადაც შევიდნენ ე----- წ----–----- და მისი მეუღლე საიდანაც მალე გამოვიდნენ. რის შემდეგაც ე----- წ----–-----ს მითითებით ამ უკანასკნელის მეუღლე დატოვა ისევ იმ კორპუსთან საიდანაც წამოიყვანა იგი. ამის შემდეგ ე----- წ----–-----ს თხოვნით მივიდა ქ.სენაკში ჭავჭავაძის ქუჩაზე ეკლესიისა და ბენზოგასამართი სადგურის მიმდებარეთ, მანქანიდან ჩავიდა ე----- წ----–----- და მივიდა საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალთან და ისევ ჩაუჯდა მან მანქანაში. შემდეგ მიიყვანა იგი სენაკში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე მაღაზიასთან. ე----- წ----–----- ისევ მივიდა ამ მაღაზიის წინ დადგმულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან საიდანაც მალე დაბრუნდა რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში სოფელ თ---–---ში. მოწმის განმარტებით, სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალებამდე მისასვლელად დასჭირდებოდა დაახლოებით 3-4 წუთი. განმარტავს, რომ სხვა დროს მას თავისი კუთვნილი ავტომანქანით ე----- წ----–----- არ წაუყვანია არსად.

 

26. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა ლ---- ს--–-----მ დაადასტურა, რომ ადგილმდებარეობის დათვალიერებაში ოქმში აღწერილი ადგილი წარმოადგენს სწორედ იმ ტერიტორიას სადაც გაიარა თ------ ხ---–-ნძემ 2017 წლის 23 მაისს მ------ წ----–-----ს შვილთან ე----- წ----–-----სთან ერთად.

 

27. ბრალდებულ თ------ შ-----ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის თანახმად საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში სხვა დოკუმენტებთან ერთად ნაპოვნი და ამოღებული იქნა მ-----------------ს სახელზე დამზადებული ე.წ აფხაზური პასპორტი გაცემული 2012 წლის 18 აპრილს, სერიული ნომრით N135641.

 

ქურდობის მცდელობა. ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

 

1. საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული შემთხვევის ადგილისა და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმებით, საქმეზე ჩატარებული ჩხრეკებისა და ამოღების დროს მოპოვებული ნივთიერი მტკიცებულებებით სატელეფონო კორპორაციებიდან მიღებული დეტალური მონაცემების, ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად მოპოვებული მასალებით, საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს ბრალდებულების თ------ შ-----სა და მ------ წ----–-----ს მიერ, ჯგუფურად, ქურდობის მცდელობის ჩადენას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

2. შემთხვევის ადგილზე მყოფი მოწმეების რ----- ღ-------–-- და გ------- გოგუას ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს ასრულებდნენ მათ სამსახურებლივ მოვალეობას და მორიგეობდნენ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, რის გამოც, ახორციელებდნენ შემოვლას მათ სამოქმედო ტერიტორიაზე. რა დროსაც, დაახლოებით 04:00 საათზე განყოფილების მორიგემ აცნობათ, რომ მიღებული იყო შეტყობინება მე-2 ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ ბანკომატზე სიგნალიზაციის ჩართვის შესახებ, რის გამოც, მოწმეთა განმარტებით, განყოფილების კუთვნილი ავტომანქანით გავიდნენ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდგარი ბანკომატების შესამოწმებლად. შემოწმების დროს, სამხედრო ნაწილის თანამშრომელთა საცხოვრებელი კორპუსების წინ არსებული მაღაზიაში მოთავსებულ ბანკომატთან ყოფნისას ბრალდებულმა თ------ შ-----მ მუქარის გამოყენებით, თავისი საშტატო იარაღი ძირს დაადებინა რ----- ღ-------–--ს და მაღაზიის მიმართულებით, მეგრულად დაიძახა გამოდითო. მოწმეთა განმარტებით, აღნიშნული დაძახება, გამოხატული იყო მრავლობით ფორმაში. ასევე, მოწმის სახით დაკითხულმა გ------- გ-----მ განმარტა, რომ მაღაზიის შენობასთან ყოფნის დროს შიგნიდან გაიგონა ნივთის დაცემის ხმა. რის გამოც, მან პოზიცია დაიკავა ამ მაღაზიის კუთხეში და აკონტროლებდა შენობის მარჯვენა მხარეს გამომავალ კარებს, მაგრამ ამ კრებიდან არავინ არ გამოსულა. მოწმე გ------- გ-----ს განმარტებით, ამ დროს მას შენობის მარცხენა მხრიდან შემოესმა შეძახილი ,,დააგდეთ იარაღი“, რის გამოც, იგი დაუყოვნებლივ წავიდა შენობის მარცხენა მხარეს. მოწმე რ----- ღ-------–--ს ჩვენებით კი დადგენილია, რომ მაღაზიის შენობასთან მისვლისთანავე, იგი გაემართა შენობის მარცხენა მხარეს სადაც განთავსებულია შენობის მეორე კარი. მისივე განმარტებით, მაღაზიის უკანა მხარეს მოძრაობისას შენობის უკანა კედელთან, მოულოდნელად მას თავს დაესხა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი. რომელიც შემდგომ დადგინდა, რომ იყო ბრალდებული თ------ შ-----. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ შენობის მარცხენა მხარეს არსებულ კარებზე შიგა მხრიდან მოდგმული იყო დიდი ზომის მაცივარი და კარების ქვედა დაზიანებული მხრიდან გამოსვლას ვერავინ ვერ შეძლებდა. მოწმეთა ჩვენებების თანახმად, დგინდება, რომ მათი შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს, ბრალდებული თ------ შ----- იმყოფებოდა მაღაზიის შენობის გარეთ, უკანა ტერიტორიაზე. რაც იმას მიუთითებს, რომ მოწმე გ------- გ-----ს მიერ შენობის შიგნიდან ნივთის დაცემის ხმა გამოწვეული იყო უკვე მაღაზიის შიგნით მყოფი პირის ან პირების მოქმედების შედეგად. აღნიშნული დადასტურებულია იმითაც, რომ პოლიციის თანამშრომლების შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდგომ, ბრალდებული თ------ შ----- ვერ მოასწრებდა მაღაზიიდან გარეთ გამოსვლას და რ----- ღ-------–--ზე თავდასხმას. მითუმეტეს, რომ შენობის მარჯვენა მხარეს არსებული კარები ჩაკეტილი იყო და მას შიგნიდან გამოსასვლელად გამოჭრილი ჰქონდა კარების ჩარჩოს ქვედა ნაწილი. რაც თავისთავად მოითხოვდა დამატებით დროს და ძალისხმევას, რაც ერთობლიობაში მიუთითებს, რომ ბრალდებული თ------ შ----- იმყოფებოდა შენობის გარეთ და აქედან მოუწოდებდა იგი შენობაში მყოფ პირს თუ პირებს გამოსულიყვნენ შენობიდან. საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული მოწმეების ე---------- გ-----ს, მ-------------ის, გ------- გ-----ს, რ----- ღ-------–-- ჩვენებებით დადგენილია, რომ მაღაზიის მარჯვენა მხარეს არსებული კარების ჩარჩო შემთხვევამდე დაზიანებული არ ყოფილა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ კარების ქვედა ჩარჩოს დაზიანების შედეგად წარმოქმნილი სიცარიელე საჭირო იყო იმისათვის, რომ დანაშულის ჩამდენი პირები შესულიყვნენ მაღაზიის შიგნით და ასევე, მისი გამოყენებით მომხდარიყო მათი გამოსვლა შენობიდან. რადგანაც სხვა მხრიდან მაღაზიაში შეღწევა შეუძლებელი იყო, რადგანაც შენობა სხვა მხრიდან დაზიანებული არ იყო. იმის დასადგენად იმყოფებოდა თუ არა ბრალდებული თ------ შ----- შემთხვევის ადგილზე, საქმის სასამართლო განხილვის დროს, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული იქნა ბიოლოგიურ (გენეტიკური) ექსპერტიზის N004733517 და ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) N003348817 ექსპერტიზის დასკვნები, სადაც მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილზე ამოღებულ საგნებზე ბრალდებულ თ------ შ-----ს (ობ. N8) შერეული გენეტიკურ პროფილებში (ობ. N6, 12, 17, 20, 38-ში) ვლინდება ბრალდებულ თ------ შ-----ს გენეტიკური პროფილის ალელები, კერძოდ, ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) N003348817 ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრულია, რომ ობ.N6 შერეული გენეტიკური პროფილები აღმოჩენილია შემთხვევის ადგილზე ამოღებული ძალაყინიდან, ობ. N12, ობ. N17, ობ. N20 გენეტიკური პროფილები პოლიმერული მასალის პროფილზე დაკრულ წებოვან ლენტიდან, ხოლო ობ. N38 მეტალისმაგვარი საგანი, სახელურითა და მასში ჩამაგრებული მეტალის რგოლით, რომელზედაც, ბრალდებულ თ------ შ-----ს იდენტური ბიოლოგიური ნიმუში იქნა აღმოჩენილი ეკუთვნის ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ხელყუმბარის დეტალს, ასევე, გამოძიების მიერ ბრალდებულ თ------ შ-----ს დაკავებისას, მისივე მითითებით, მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში მდებარე, თ------ შ-----ს ნათესავის ე-–----- მ---–----–---ს საცხოვრებელი სახლის საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ამოღებული იქნა პოლიციის თანამშრომლის რ----- ღ-------–--საგან, 2017 წლის 24 მაისს გატაცებული საშტატო იარაღი. ხოლო იმ გარემოების დასადგენად, რომ ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ბრალდებულ თ------ შ----- სოფელ ძ---ში, დადასტურებულია მოწმე ე-–----- მ---–----–---ს, დ------------–-–---–ის და გ------- მ------–-–---–ის ჩვენებებით. ასევე, ე-–----- მ---–----–---ს საცხოვრებელი სახლის და საკარმიდამო მიწის ნაკვეთში ჩატარებული ჩხრეკისა და ამოღების ოქმებით.

 

3. შემთხვევის ადგილზე განვითარებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შემთხვევის ადგილზე მყოფ ბრალდებულ თ------ შ-----ს, რადგანაც იგი იმყოფებოდა შენობის გარეთ, სრული შესაძლებლობა ჰქონდა ესარგებლა სიბნელით და მიმალულიყო წინასწარ დაზიანებული სამხედრო ნაწილის ღობის გამოყენებით, მაგრამ შემთხვევის ადგილზე მყოფმა ბრალდებულმა არ ისარგებლა ამ შემთხვევით, იმის გამო, რომ სრულიად შესაძლებელი იყო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მომხდარიყო მაღაზიის შიგნით მყოფი მისი თანმხლები პირების დაკავება და ამ გარემოების თვიდან აცილების მიზნით, ბრალდებულმა თ------ შ-----მ განაიარაღა რ----- ღ-------–--, რის შემდეგაც, დაუძახა მაღაზიაში მყოფ პირებს მეგრულად დაეტოვებინათ მაღაზიის შენობა და მის მიერ შექმნილი სიტუაციის გამოყენებით მიმალულიყვნენ, ამასთან, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს შემთხვევის ადგილზე ამოღებული და ბანკომატის დასაზიანებლად გამოყენებული საჭირო ნივთების მოცულობა, მათი რაოდენობა და სიმძიმე, რაც ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის მათ გადაზიდვას მხოლოდ ერთი პირის მიერ, რაც მიუთითებს, შემთხვევის ადგილზე არა მხოლოდ ბრალდებულ თ------ შ-----ს ყოფნის ფაქტზე.

 

4. სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულ თ------ შ-----სთან ერთად, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა და დანაშაული ჩაიდინა ბრალდებულმა მ------ წ----–-----მ, რადგანაც, მის მიერ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენა დადასტურებულია საქმეში არსებული ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული, შემთხვევის ადგილზე ამოღებულ ორ სხვადასხვა ობიექტზე- ძალაყინსა და წებოვანი ლენტის ე. წ. ,,სკოჩის“ ხვიაზე აღმოჩენილ ბრალდებულ მ------ წ----–-----ს ბიოლოგიური კვლებით. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურებულია, რომ მაღაზიის შენობის, ოთახის ფანჯრების შესანიღბად, გამოყენებულია ე.წ. ,,ბრიზენტი“. რომელიც ფანჯარაზე მიკრული იყო წებოვანი ლენტების ე.წ. ,,სკოჩების“ მეშვეობით. საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული იქნა, როგორც პოლიმერული მასალა ე,წ, ,,ბრიზენტი“, ასევე, მასზე არსებული და გამოყენებული წებოვანი ლენტის გახარჯული ნაწილები. ბიოლოგიურ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებებიდან მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ბრალდებულ მ------ წ----–-----ს ბიოლოგიური ნიმუში აღმოჩენილი იქნა არა ე.წ. ,,ბრიზენტის“ გაკვრით დახარჯულ წებოვან ლენტებზე, არამედ, გახარჯვის შედეგად დარჩენილ წებოვანი ლენტის ხვიაზე, ე. ი. ბრალდებულ მ------ წ----–-----ს წებოვან ლენტთან შეხება ჰქონდა იმის შემდგომ, რაც ლენტის ხვიიდან გამოყენებული იქნა გარკვეული ნაწილი ფანჯრების შესანიღბად, აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ ბრალდებულ მ------ წ----–-----ს წებოვან ლენტთან შეხება ჰქონდა დანაშაულებრივი ქმედების ჩადენისას, კერძოდ, მაღაზიის შენობის შიგნით ყოფნისას, რასაც, ასევე, ადასტურებს მოწმეთა ჩვენებები, სადაც მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილზე არსებული ბანკომატი, განთავსებულია სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში და ამ ტერიტორიაზე შესვლა შეუძლებელია სათანადო ნებართვის აღების გარეშე, რაც, გამორიცხავს შემთხვევით სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში წებოვანი ლენტის და მასზე ბრალდებულ მ------ წ----–-----ს ბიოლოგიური კვლების არსებობის ფაქტს. აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულები თ------ შ----- და მ------ წ----–----- და არც სხვა პირი, სათანადო საშვის გარეშე, ვერ მოხვდებოდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, თუ ამ ტერიტორიაზე შეღწევას არ განახორციელებდა ფარულად, აღნიშნული დასტურდება ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, სადაც, მითითებულია, რომ დათვალიერების შედეგად დაზიანებული აღმოჩნდა ღობე, რომლითაც შემოსაზღვრულია სამხედრო ნაწილის ტერიტორია. რაც მიუთითებს, რომ ბრალდებულები თ------ შ----- და მ------ წ----–-----ს მხრიდან ბიოლოგიური კვლები შემთხვევის ადგილზე დატოვებული იქნა ამ ტერიტორიაზე ფარული შეღწევის შემდგომ, უშუალოდ, დანაშაულის ჩადენის დროს.

 

5. საქმეში არსებული და მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული საკონტროლო ზარებისა და შემდგომ სატელეფონო კომპანიიდან მიღებული მონაცემების ანალიზით დადასტურებულია, რომ დანაშაულის ჩადენის დროს გამოყენებული ტელეფონის ნომრებით 5----------- და 5----------- მოთავსებულია ორ სხვადასხვა იმეი კოდის მქონე ტელეფონში და დანაშაულის ჩადენის დროს მათ აფიქსირებს ორი სხვადსხვა ანძა. ტელეფონები იმყოფებიან სხვადასხვა ადგილზე და მათ შორის დანაშაულებრივი ქმედების მიმდინარეობისას მყარდება ინტენსიური კავშირი და ისინი გამოყენებული დანაშაულის მომზადებისა და ჩადენის პერიოდში.

 

6. ბრალდებულ მ------ წ----–-----ს უშუალო კავშირი განხორციელებულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან, ასევე დადგენილია იმითაც, რომ მოწმე მ-----------------ს სახელზე რეგისტრირებული ტელეფონის ნომრები 5----------- და 571 02-77-93 გააქტიურებული იქნა და მათზე თანხა ჩარიცხული იქნა 2017 წლის 23 მაისს მ------ წ----–-----ს შვილის ე------ წ----–-----ს მიერ. ეს მაშინ როდესაც, ბრალდებული მ------ წ----–-----მ თავის ჩვენებაში განმარტა, რომ არ იცნობდა ბრალდებულ თ------ შ-----ს, რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს. თუნდაც იმ გარემოებების გათვალისწინებით, რომ სატელეფონო კომპანიებიდან მიღებული ინფორმაციით, ბრალდებულ მ------ წ----–-----ს სარგებლობაში არსებულ ტელეფონის ნომრიდან 5----------- და თ------ შ-----ს სატელეფონო ნომერზე 5----------- 01.06.2017-დან 20.07.2017-მდე პერიოდში ფიქსირდება 89 სატელეფონო კავშირი. სატელეფონო ნომრით 5----------- ნამდვილად რომ სარგებლობდა მ------ წ----–----- დადასტურებულია სასამართლო გამოძიებისას გამოქვეყნებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით, სადაც თანამოსაუბრე ქალბატონი განმარტავს, რომ არის მ------ წ----–-----ს რძალი და მიმართავს თანამოსაუბრეს, რომ დასახელებული ნომერი ეკუთვნის მ------ წ----–-----ს.

 

7. ამდენად, საქმის სასამართლო განხილვით მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილი და დადასტურებულია, რომ ბრალდებულები თ------ შ----- და მ------ წ----–----- წინასწარ შეთანხმდნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის გარემოებებზე, გაინაწილე როლები და ქმედების ჩადენის დროს მოქმედებდნენ ერთობლივად ერთიანი განზრახვით და მათი მოქმედება ურთიერთგანპირობებული იყო.

 

ბრალდებულ თ------ შ-----ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის იმწუთიერი გამოყენების მუქარით.

 

1. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა რ----- ღ-------–--მ თვის ჩვენებაში დაადასტურა, რომ განყოფილების ინსპექტორ კაპიტან გ------- გ-----სთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას და მორიგეობდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, რა დროსაც თან ჰქონდა სამსახურებრივი საშტატო იარაღი. შემოსული შეტყობინების საფუძველზე იგი გ------- გ-----სთნ ერთად გავიდა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე განთავსებული ბანკომატების შემოწმების მიზნით. სამსახურებრივი ავტომანქანით. განმარტავს, რომ ბრიგადის ოფიცერთა საცხოვრებელ კორპუსებთან მდებარე ყოფილი მაღაზიის შენობაში დამონტაჟებულ ბანკომატთან გააჩერეს ავტომანქანა და ჩამოქვეითდნენ. გ------- გ-----ს წავიდა მაღაზიის შენობის მარჯვენა მხარე ბაკომატისაკენ, რა დროსაც, დაინახა რომ ამოიღო იარაღი და მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში. დაზარალებულის განმარტებით იგი მიხვდა რომ მაღაზიის შიგნით ვიღაც იმყოფებოდა, რის გამოც, გადაწყვიტა, გადაეკეტა მაღაზიის მარცხენა მხრეს არსებული ტერიტორია, სადაც განთავსებული იყო კარი, რის გამოც, დაიწყო მოძრაობა შენობის მარცხენა მხარეს. როდესაც მიუახლოვდა შენობის მარცხენა მხარეს არსებულ კარებს, ამ დროს მაღაზიის შენობის უკანა მხრიდან მოულოდნელად გამოვიდა იმ დროისთვის მისთვის უცნობი პიროვნება, რომელსაც ხელში ეჭირა კალაშნიკოვის ცეცხლსასროლი იარაღი და უთხრა არ განძრეულიყო და დაემუქრა მოკვლით, უთხრა მას, რომ დაეშვა იარაღი და უკან წასულიყო. დაზარალებული განმარტებით, მან წამიერად მოახერხა და შეათვალიერა თავდამსხმელი, რის შედეგადაც, დაემორჩილა მის მოთხოვნას, დაუშვა იარაღი, დადო იგი მიწაზე და თავდამსხმელის სიტყვიერი მითითებით წავიდა წინ კორპუსების მიმართულებით. სწორედ ამ დროა თავდამსხმელმა მაღაზიის მიმართულებით, მეგრულად დაიძახა გამოდითო მრავლობითი მნიშვნელობით. დაზარალებული განმარტებით, ამ დროს, მისი თანხმლები გ------- გ----- უკვე იდგა ბანკომატის მხარეს განათებულ ადგილას. გ------- გ-----მ მოუწოდა თავდამსხმელს დაედო იარაღი, რა დროსაც, თავდამსხმელმა დაუძახა გ------- გ-----ს არ მიახლოებოდა მათ, თორემ ესროდა. დაზარალებულის განმარტებით, მან შეაფასა შექმნილი ვითარება და როგორც გ------- გ-----ს, ასევე, თავდამსხმელის გასაგონად დაიძახა არ ესროლათ, როდესაც თავდამსხმელი წავიდა ამ დროს, რამდენიმე წამში მაღაზიის უკანა მხრიდან გაისმა ავტომატური იარაღიდან გასრულო ხმები. დაზარალებულის განმატებით, მომხდარის შესახებ აცნობა ხელმძღვანელობას. ადგილზე მივიდნენ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები მასთან ერთ დაათვალიერეს ის ადგილი, სადაც იარაღი დადო ძირს, მაგრამ იარაღი იქ უკვე აღარ იდო. დაზარალებულმა, ასევე, დაადასტურა ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ჩანაწერებში თავდამსხმელის ხმის იდენტურობის ამოცნობა მისი მხრიდან და სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ბრალდებულ თ------ შ-----ს მიერ მის მიმართ კითხვების დასმის შემდგომ, ასევე, განაცხადა, რომ ამოიცნო თავდამსხმელის ხმა, რომელიც ნამდვილად ეკუთვნის ბრალდებულ თ------ შ-----ს .

 

2. ანალოგიურად დაადასტურა, შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენები მოწმის სახით დაკითხულმა სამხედრო პოლიციის თანამშრომელმა გ------- გ-----მ და მიუთითა, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნის დროს, მაღაზიის შენობის მარცხენა მხრიდან, სადაც იმყოფებოდა დაზარალებული რ----- ღვ------–-ა გაიგონა ყვირილი ,,არ გაინძრე გესვრიო“ და თავად დაიწყო მოძრაობა მისი მიმართულებით, როდესაც მიუახლოვდა მათ სიბნელიდან გაიგონა დაძახება ,,გაჩერდი თორემ ვესვრიო“. მოწმის განმარტებით მისთვის ცხადი გახდა, რომ თავდამსხმელი იმუქრებოდა რ----- ღ-------–--ს მოკვლით. ადასტურებს, რომ მანაც რამდენჯერმე დაუძახა თავდამსხმელს დაედო იარაღი თორემ ესროდა. ამ მოწოდების შემდგომ თავად რ----- ღ-------–--მ რომელიც ჩამჯდარ მდგომარეობაში იყო დაეძახა არ ესროლათ, რაც მისი აზრით მიმართული იყო როგორ მისი მისამართით, ასევე, თავდამსხმელის მისამართით. იგი წავიდა ავტომანქანის მიმართულებით, რა დროსაც, დაინახა რომ თავდამსხმელმა წინა მხარეს გამოიყვანა ჩამჯდარ მდგომარეობაში მყოფი რ----- ღ-------–-- და მაღაზიის მიმართულებით დაიძახა მეგრულად გამოდითო მრავლობითი ფორმით. ხოლო რ----- ღ-------–-- წავიდა წინ საცხოვრებელი კორპუსის მიმართულებით. ისიც წავიდა ამ უკანასკნელის მიმართულებით, რა დროსაც, რ----- ღ-------–იმ უთხრა, რომ თავდამსხმელმა დააგდებინა იარაღი. ამ დროს მაღაზიის შენობის უკან, სადაც წყლის არხი და მინდორია გაისმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმები. მოწმის განმარტებით, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი მაგრამ რ----- ღ-------–--ს კუთვნილი იარაღი ვერ იპოვეს.

 

3. საქმეში არსებული და სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული, 2017 წლის 26 აგვისტოს მცხეთის რაინის სოფელ ძ---ში მდებარე ბრალდებულ თ------ შ-----ს ნათესავის ე-–----- მ---–----–---ს საცხოვრებელ სახლში, დამხმარე სათავსოსა და საკარმიდამო ნაკვეთში ჩატარებული ჩხრეკის ოქმით და ფოტოილუსტრაციით დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლის დასავლეთით არსებულ საკარმიდამო მიწის ნაკვეთში, სამხრეთ-დასავლეთით არსებულ ხის გადანაჭრელი კუნძის ძირში, მიწაში დაახლოებით 10 სმ-ის სიღრმეზე, ნაპოვნი და ამოღებული იქნა 2 ცალ შავი ფერის და 1 ცალ თეთრი ფერის პოლიეთილენის პარკში შეფუთული პისტოლეტი სერიული ნომრით 41351697, 1 ცალი მჭიდით და 15 ცალი ვაზნით. დადგენილია, რომ ამოღებული იარაღი არის დაზარალებულ რ----- ღ-------–--საგან, 2017 წლის 24 მაისს გატაცებული საშტატო იარაღი, რაც ერთმნიშვნელოვან მიუთითებს იმ ფაქტზე, რომ ბრალდებული თ------ შ----- ნამდვილად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც წინასწარ შერჩეულ პოზიციაზე მყოფმა, ავტომატური იარაღის შეიარაღებული, თავს დაესხა სამხედრო პოლიციის თანამშრომელს რ----- ღ-------–--ს და სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მუქარის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ამ უკანასკნელის სამსახურებრივ სარგებლობაში არსებულ JERIHO-ს სისტემის საშტატო იარაღს, მასში არსებული ვაზნებით, რომელიც შემდგომ გადამალა მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში მდებარე ე-–----- მ---–----–---ს სახლის ეზოში, რაც, მოგვიანებით აღმოჩენილი და ამოღებული იქნა სამხედრო პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად. ჩხრეკის ამსახველი ოქმის რეალობა და მასში ასახული ფაქტობრივი გარემოებების სინამდვილე დაადასტურეს სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის დროს მოწმის სახით დაკითხულმა მოწმეებმა: ე-–----- მ---–----–---მ, დ------------–-–---–მა და გამომძიებელმა გ------- მ------–-–---–მა, რითაც, ბრალდებულმა თ------ შ-----მ ჩაიდინა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

ბრალდებულ თ------ შ-----ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

1. საქმის სასამართლო განხილვის დროს დაკითხული მოწმეების: რ----- ღ-------–--ს, გ------- გ-----ს, ა---------–----–--------ის, ჯ-----–-–-------ს, გ-------–------–---–--ს, ე-–---------------ს, ვ------–----–----ის, გიგა არაჩემიას, ბ-----------------ს, ბ-------------------ის, კ----------–------–---–ის, ე---------- გ-----ს, მ-------------ის ჩვენებებით დადგენილია, რომ შემთხვევის დღეს, 2017 წლის 24 მაისს საღამოს საათებში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ოფიცერთა საცხოვრებელი ბინების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის უკანა მხრიდან, მინდვრიდან შემოესმათ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ხმები. რაც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს შემთხვევის ადგილზე მყოფ სამხედრო პოლიციის თანამშრომლების რ----- ჯგერენაიას და გ------- გ-----ს ჩვენებებში ახსნილს ფაქტობრივ გარემოებებს, იმასთან დაკავშირებით, რომ თავდამსხმელმა თ------ შ-----მ და მისმა თანმხლებმა პირებმა, როდესაც დატოვეს სამხედრო ნაწილის ტერიტორია, ამ ტერიტორიის მიმდებარე პერიმეტრიდან დადევნების თავიდან აცილების მიზნით, ბრალდებულმა თ------ შ-----მ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლები. აღნიშნული დადასტურებულია, საქმეში არსებული ლ---- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბალისტიკური ექსპერტიზის N003896517 დასკვნით, სადაც მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილის და ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული საგნები ერთი ცალი ვაზნა სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებული, წარმოადგენს სამხედრო დანიშნულების, საბრძოლო მასალისადმი კუთვნილი- 1974წ. ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქციის ავტომატური იარაღისათვის განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ, 1972 წლის ნიმუშის- 5,45მმ (5,45X39მმ) კალიბრის ვაზნას რომელიც ვარგისია სროლისათვის, ასევე, 1 ცალი მეტალის საგანი, რკალური ბეკეტით-სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებულ (სავარაუდოდ უცხოური წარმოების). სამხედრო დანიშნულების, წარმოადგენს საბრძოლო მასალისადმი კუთვნილი, რუსული კონსტრუქციული ნიმუშით (სავარაუდოდ უცხოური) დამზადების ,,Ф-1“; “РГ-42,, ტიპის ხელყუმბარების ასაფეთქებლად გათვალისწინებული ,,УЗРГМ,,-ის ტიპის (საფალია) მოწყობილობის არასრულყოფილი კომპლექტაციის მქონე, გაუმართავ კომპონენტს. 1 ცალი მეტალის მომწვანო ფერის (მომრგვალო ფორმის) საგანი წარმოადგენს სტანდარტულ, (სავარაუდოდ რუსული წარმოების) სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალისადმი კუთვნილი, შემტევითი ,,РГД-5“ ტიპის ხელყუმბარის კორპუსს, რომლის (არსებული მოცემულობით) ვარგისიანობის საკითხის განსაზღვრა დასკვნის თანახმად, ვერ მოხერხდა, ბიუროში შესაბამისი პირობების არ არსებობის გამო. ამასთან განმარტებულია, რომ ხსენებული ხელყუმბარის კორპუსი არსებული მდგომარეობით ვარგისი უნდა იყოს გამოყენებისათვის (აფეთქებისათვის) სტანდარტული, სრულყოფილი საფალია მოწყობილობის გამოყენებისას. ასევე დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილის და ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული შვიდი ცალი მასრა წარმოადგენს სტანდარტულ, ქარხნული წესით დამზადებული, სამხედრო დანიშნულების საბრძოლო მასალისადმი კუთვნილი-1974წ. ნიმუშის კალაშნიკოვის კონსტრუქცია ავტომატური იარაღისათვის განკუთვნილ, საბრძოლო მასალათა კატეგორიაში შემავალ, 1972 წლის ნიმუშის- 5,45 მმ (5,45X39მმ) კალიბრის ვაზნათა შემადგენელ კომპონენტს- ანუ მასრებს, რომლებიც ნასროლია თავის შესაბამის, კალიბრით და კონსტრუქციით, ერთი ერთეულ იარაღში.

 

2. ამდენად, მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, საქმეში არსებული ბალისტიკური ექსპერტიზის N0033896517 დასკვნით, დადგენილი და დადასტურებულია, რომ შემთხვევის ადგილზე გასროლები განხორციელდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, რაც, ასევე, დადასტურებულია შემთხვევის ადგილზე მყოფი დაზარალებულ რ----- ღ-------–--ს და მოწმე გ------- გ-----ს ჩვენებებით, სადაც განმარტავენ, რომ ბრალდებული თ------ შ----- შემთხვევის ადგილზე მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რომლის საშუალებითაც ემუქრებოდა დაზარალებულს რ----- ღ-------–--ს მოკვლით და ამ ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გასტაცა ამ უკანასკნელს მისი კუთვნილი საშტატო იარაღი. აღნიშნული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულ თ------ შ-----ს სწორად აქვს წარდგენილი ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების უკანონო ტარება, რადგანაც, ამ უკანასკნელის მიერ შემთხვევის ადგილზე განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სრულად შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს.

 

ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა მცირე ოდენობით უკანანო შეძენა შენახვა ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.

 

1. საქმეში არსებობს ს-----ს რაიონული სასამართლოს, 2016 წლის 09 აგვისტოს დადგენილება, რომლის თანახმადაც, ბრალდებულ თ------ შ-----ს შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი. ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლის“ (მარიხუანა) მოხმარებისათვის.

 

ბრალდებულმა თ------ შ-----მ აღნიშნულის შემდგომ, უკანონოდ შეიძინა მცირე ოდენობით ნარკოტიკული საშულება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ 0,000036 გრამი, რომელიც ამოღებული იქნა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძ---ში მდებარე ნათესავის ე-–----- მ---–----–---ს საცხოვრებელ სახლში. აღნიშნულ გარემოებას, ასევე, ადასტურებს, ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებაზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა და მოწმეთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის გამოც, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა თ------ შ-----მ, ჩაიდინა სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

 

ქურდობის მცდელობა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების მიზნით

 

1. მოწმეების ნ----------------–--ის და კ--------------ს ჩვენებებით დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მაისს სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებულ ბანკომატში, ჩაიტვირთა 144500 ლარის ოდენობის ფულად თანხა, რომელშიც დანაშაულის ჩადენის შემდგომ ხუთ ერთეულ ე.წ. ,,კასეტაში“ ჩატვირთული აღმოჩნდა თანხა 137165 ლარის ოდენობით. იქვე მოწმეები განმარტავენ, რომ იმ ოთახში, სადაც განთავსებული იყო ბანკომატი ფანჯრების შენიღბული არ ყოფილა რაიმე სახის მასალით და ოთახში არსებული შიგთავსის დანახვა შესაძლებელი იყო ამ ფანჯრებიდან.

 

2. საქმის სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით დადგენილია, რომ ბრალდებულების თ------ შ-----ს და მ------ წ----–-----ს მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება მიმართული იყო სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე განთავსებულ ბანკომატში არსებული დიდი ოდენობით ფულადი თანხის 137165 ლარის დასაუფლებლად, აღნიშნული ფულადი თანხის ბანკომატში არსებობის ფაქტი დადგენილი და დადასტურებულია, მოწმის სახით დაკითხული დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის დ-------------ის და საქართველოს ბანკის უფროსი ინსპექტორის კ--------------ს ჩვენებით, სადაც ისინი ადასტურებენ, რომ ს-----ს სამხედრო ბაზაში არსებულ ბანკომატზე შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, დადგენილი წესის შესაბამისად, ბანკომატში მოხდა დიდი ოდენობის ფულადი თანხის ჩატვირთვა, რა დროსაც, ბანკომატი იყო კარგ მდგომარეობაში, რომლის დაზიანებაც დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით განახორციელეს თ------ შ-----მ და მ------ წ----–-----მ, რომელთაც ბანკომატში მოთავსებული დიდი ოდენობით ფულად თანხის მითვისებაც ვერ შეძლეს შემთხვევის ადგილზე მყოფი სამხედრო პოლიციელების რ----- ღ-------–--ს და გ------- გ-----ს მოქმედების შედეგად, რის გამოც, ბრალდებულებს სწორად აქვთ წარდგენილი ქურდობის მცდელობა, დიდი ოდენობით თანხის მითვისების მიზნით.

 

3. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული თ------ შ----- ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულისათვის, მას სწორად აქვს წარდგენილი სსკ-ის მე-15 მუხლით გათვალისწინებული არაერთგზისი დანაშაულის ჩადენა. რადგანაც მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება სრულად შეიცავს ამ შემადგენლობისთვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი აღწერა:

 

1. საქმის სასამართლო განხილვის დროს, ბრალდებულმა თ------ შ-----მ, წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო და განმარტა, რომ არც ბრალდებულ მ------ წ----–-----სთან და არც სხვა პირებთან ერთად, რაიმე სახის დანაშაული არ განუხორციელებია. ბრალდებულის განმარტებით, მისი დაკავება განხორციელდა კანონდარღვევით. განმარტა, რომ მ------ წ----–-----ს რაიმე სახის ურთიერთობა არ ქონია. ითხოვს გამართლებას.

 

2. ბრალდებულმა მ------ წ----–-----მ, წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავეს არ სცნო და განმარტა, რომ არ იცნობდა ბრალდებულ თ------ შ-----ს და მასთან ერთად რაიმე სახის დანაშაული არ ჩაუდენია. ბრალდებულის განმარტებით, მისი დაკავება განხორციელდა კანონდარღვევით. მიუთითა, რომ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე თავის საცხოვრებელ სახლში, გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა მისი კუთვნილი ,,პროტეზი“, რომელიც შესაძლოა გამოყენებულიყო მისი ,,დნმ“-ის კვლევების ასაღებად. ითხოვს გამართლებას.

 

3. სასამართლო პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყევტილების მისაღებად მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, რაც გულისხმობს მათ შეფასებას ცალ-ცალკე და საბოლოოდ ერთობლივად სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, განსახილველ შემთხვევაში, ბრალდებულთა ჩვენებებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებები, საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა მიმართებით, მთლიანად გამორიცხავენ მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენას, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულების მიერ, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს, რის გამოც, მათ ჩვენებებში ახსნილი გარემოებები სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება.

 

4. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის დროს, დაცვის მხარემ განმარტა, რომ საქმეში არსებული ბრალდებულების დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმები შედგენილია კანონდარღვევით, ასევე, გამოძიების ეტაპზე ბრალდებულებისაგან ნიმუშების აღება მოხდა მათი თანხმობის გარეშე, საქმის სამართლო განხილვის დროს ბრალდების მხარემ არ უზრუნველყო მეგრულ დიალექტზე შესრულებული ჩანაწერების თარჯიმნის მონაწილეობით გამოკვლევა, არ დაილუქა კანონით დადგენილი წესით ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ ნივთმტკიცებები რკინის ბალონი და მისი კუთვნილი რეზინის მილები, რაც დაცვის მხარის შუამდგომლობით იწვევს, როგორც საგამოძიებო ოქმების და ნივთიერი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას. რის გამოც, დაცვის მოსაზრებით შეუძლებელია მათი მტკიცებულებებად მიჩნევა და მათი გათვალისწინებით გადაწყვეტილების გამოტანა. რასაც სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოებათა გამო:

 

5. მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხი როგორც წესი, (გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა მტკიცებულება უშუალოდ არსებით განხილვაზეა წარმოდგენილი) წყდება საქმის არსებით განხილვამდე ჩატარებულ წინასასამართლო სხდომაზე. რა დროსაც, მხარეები ვალდებულნი არიან სასამართლოს მიაწოდონ ინფორმაცია, თითოეული მათი მტკიცებულებების წარმომავლობის შესახებ. საქმის არსებითი განხილვის დროს ხდება უკვე დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებების სასამართლო სხდომაზე გამოკვლევა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქმის არსებით სხდომაზე სასამართლო ვერ მოახდენს მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას, მაგრამ სასამართლოს აქვს უფლება, თუ მტკიცებულების მოპოვებისას ისეთი ხარისხით დაირღვა კანონი, რომ მასზე დაყრდნობით რაიმე ფაქტის დადასტურება ან უარყოფა მიზანშეუწონელია, სწორედ ამ მოტივით არ გაიზიაროს იგი. საქმეში არსებული დაცვის მხარის მიერ სადაოდ გამხდარი საგამოძიებო მოქმედების ოქმების შედგენისას ადგილი არ ქონია საპროცესო ნორმების არსებით დარღვევას, ხოლო, როგორც სასამართლო განხილვის დროს მოწმეებმა განმარტეს, ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ ნივთმტკიცების დალუქვა არ მოხდა იმის გამო, რომ იგი წარმოადგენდა ფეთქებადსაშიშ მასალას, სწორედ ამ გარემოების მხედველობაში მიღებით, სასამართლო იზიარებს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, რადგანაც, საქმის სასამართლო განხილვის დროს დადგენილი იქნა ამ მტკიცებულებათა ავთენტურობა, ანუ, უშუალო შემხებლობა, საქმის განხილვით დასადგენ ფაქტობრივ გარემოებებთან, ხოლო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ, მხოლოდ იმ ჩანაწერების შინაარს, რომელთა თარგმანიც არ განხორციელებულა სამართალწარმოების ენაზე, საქმის სასამართლო განხილვის დროს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

1. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნებისმიერ განზრახ დანაშაულს გააჩნია თავისი მოტივი და მიზანი. პირის მიერ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ხასიათდება თავისთვის დამახასიათებელი ნებელობითი ხასიათით, რის გამოც, პირველ რიგში დადგენილი უნდა იქნეს თუ რა მიზანი ამოძრავებდა ქმედების ჩამდენს, სად და რა ვითარებაში ახორციელებდა თავის ქმედებას და რისი მიღწევა სურდა მას. ამ გარემოებების დადგენა ხელს შეუწყობს სასამართლო განხილვით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სწორად შეფასებას.

 

2. იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის სწორი კვალიფიკაცია, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის ქმედებაში დანაშაულის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას, ანუ, კანონით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ნიშნების დამთხვევას, განსახილველი ქმედების ფაქტობრივი გარემოებებთან. სასამართლომ ერთობლიობაში გააანალიზა სისხლის სამართლის საქმის განხილვით მოპოვებული მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულების თ------- შ-----ს და მ------ წ----–-----ს მიერ ჩადენილი ქმედება, ზუსტ შესაბამისობაშია მათ მიმართ წარდგენილი ბრალდებებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებთან, ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ თ------ შ-----ს წარდგენილი ბრალდებებიდან უნდა ამოერიცხოს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველო ეკუთვნის იმ სახელმწიფოთა რიცხვს, სადაც, იარაღი ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან. მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღის ზოგიერთი სახეობის შეძენაა შესაძლებელი, პოლიციის ნებართვით, ამგვარი ნებართვის გარეშე მისი შეძენა მართლსაწინააღმდეგოა და ისჯება სისხლის სამართლის კანონით.

ამ დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა გლუვლულიანი სანადირო თოფისა), საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა.

ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისათვის, ე.ი. გამოყენებისათვის.

ცეცხლსასროლ იარაღს მიეკუთვნება: ტყვიამფრქვევი, ავტომატი, კარაბინი, პისტოლეტი, ნაგანი, თოფი და სხვა, რადგანაც, ეს იარაღები განკუთვნილია ცოცხალი არსების გასანადგურებლად.

 

საბრძოლო მასალა არის, ისეთი მასალა ან მოწყობილობა, რომელიც შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი (ტყვია, ხელყუმბარა, ნაღმი და ა.შ.) საბრძოლო მასალას არ მიეკუთვნება სანადირო გლუვლულიანი თოფის ტყვია, რადგან მას არ ახასიათებს საბრძოლო დანიშნულება.

 

სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილის დასჯადობა გამოიხატება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვაში, მართლსაწინააღმდეგო შეძენა ხორციელდება მოქმედებით, ხოლო შენახვა როგორც მოქმედებით ისე უმოქმედებით.

 

3. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

4. იარაღის კანონიერი ტარების უფლება აქვს იარაღის მესაკუთრეს და იარაღით მოსარგებლეს.

 

5. ,,იარაღის შესახებ“ კანონის თანახმად, იარაღის მესაკუთრეა პირი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს იარაღის ფლობის, განკარგვისა და იარაღით სარგებლობის უფლება.

 

6. იარაღით მოსარგებლე კი არის პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის, სამსახურებრივ მოვალეობათა შესასრულებლად.

 

7. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც, პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს. ეს შეიძლება განხორციელდეს ტანსაცმლით, ჩანთით, მანქანით, რომლითაც იგი მოძრაობს და ა.შ.

 

8. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება უფრო მომეტებული საშიშროების შემცველია, ვიდრე მისი მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა. ტარების დროს პირს აქვს ფაქტობრივი შესაძლებლობა დაუყონებლივ გამოიყენოს იგი.

 

9. იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება არის იმ შემთხვევაშიც, როცა იარაღს ატარებს ის პირი, ვისაც მართალია, აქვს მისი შენახვის კანონიერი უფლება, მაგრამ არ აქვს ტარების უფლება.

 

10. სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ნებისმიერი მოქმედების-შეძენის, შენახვის, ტარების ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა არაა საჭირო.

ჩამოთვლილი ქმედებათაგან-შენახვის და ტარების ჩადენა იწყება მოქმედებით და შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. იარაღის უკანონო შენახვა ან ტარება დამთავრებულია ამ ქმედების შეწყვეტის მომენტიდან.

 

11. ეს დანაშაული განზრახი დანაშაულია, რადგანაც პირს შეგნებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე შეიძინა, შეინახა და ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს.

 

12. ბრალდებულ თ------ შ-----ს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვასთან ერთად წარდგენილი აქვს მათი ტარებაც, რომლის ჩადენაც აუცილებლად მოითხოვს მოქმედების განხორციელებას, რადგან ცეცხლსასროლი იარაღის ტარება ყოველთვის გამოიხატება იარაღთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც პირს ამის კანონიერი უფლება არ აქვს და იგი დამთავრებულად ითვლება ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა, ან კონკრეტული საფრთხის შექმნა საჭირო არ არის.

 

13. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება დამთავრებულად ითვლება იმ ქმედების განხორციელების მომენტში, რომელიც ზოგადად იწვევს საფრთხეს, რადგანაც, პირი ცეცხლსასროლი იარაღით იმყოფება იმ ადგილას, სადაც შეიძლება საფრთხე შეექმნას საზოგადოებრივ უშიშროებას, ან მოძრაობს იმ ადგილზე, სადაც ადამიანების ყოფნა სრულიად შესაძლებელია, ამ შემთხვევაში განხორციელებულ ქმედებასა და არსებულ საფრთხეს შორის მიზეზობრიობის დადგენა საჭირო არ არის, ამასთან ამ შემთხვევაში პირს გაცნობიერებული აქვს, რომ კანონიერი ნებართვის გარეშე ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს და სურს ასეთი ქმედების ჩადენა.

 

14. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების დადგენისათვის მნიშვნელოვანია, როგორც პირის განზრახვის შინაარსის გარკვევა, ასევე, იმ რეალური გარემოებების შეფასებაც, სადაც მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა ჩადენილი. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ გარემოებას, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ჩადენა აუცილებლად მოითხოვს მოქმედების განხორციელებას და იარაღთან ერთად გადაადგილებას, ასეთი მოქმედება ბრალდებულმა თ------ შ-----მ უკვე განახორციელა შემთხვევის ადგილზე, რადგანაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც ზოგადად შეექმნა საფრთხე საზოგადოებრივ უშიშროებას, რაც ერთობლიობაში მიუთითებს, რომ ბრალდებულ თ------ შ-----ს ქმედება სრულად შეიცავს ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშანს.

 

15. იმის გათვალისწინებით, რომ იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ასევე, მოიცავს მის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასაც, დამატებითი კვალიფიკაცია სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით საჭირო არ არის, იმის გამო, რომ იარაღის ტარება მისი შეძენის ლოგიკური გაგრძელებაა, რადგანაც პირმა ჯერ უნდა შეიძინოს ცეცხლსასროლი იარაღი, რომ შემდგომ ატაროს იგი. იმის მიუხედავად, რომ შეძენის ფაქტი თუნდაც უტყუარი მტკიცებულებებით იყოს დადასტურებული, აქედან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდებულ თ------- შ-----ს ზედმეტად აქვს წარდგენილი სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისიწინებული ბრალდება, რის გამოც, წარდგენილი ბრალდებებიდან უნდა ამოერიცხოს აღნიშნული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

16. ამდენად, სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვით გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული სტანდარტით, სასამართლო დადგენილად და დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ბრალდებულებს თ------ შ-----ს და მ------ წ----–-----ს სწორად აქვთ შერაცხული წარდგენილი ბრალდებები და მათ დანაშაულებრივ ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. აღნიშნული დადასტურებულია შემდეგი მტკიცებულებებით: შემთხვევის ადგილის და ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, ამოღებული და საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებებით, ბანკომატის დათვალიერების ოქმით, დათვალიერების ოქმებზე თანდართული ფოტო ილუსტრაციებით, საკონტროლო სატელეფონო ზარების განხორციელების ოქმით, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმებით, ამოცნობის ოქმით, ექსპერტიზის დასკვნებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული საგნებით და მათზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით, ნასამართლობის ცნობებით, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, შეტყობინების ოქმით, მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით, მოწმეების: გ------- გ-----ს, ა---------–----–--------ის, გ--------------ს, ბ-----------------ს, მ-------------ის, ე-–---------------ს, ვ------–----–----ის, კ----------–------–---–ის, ე---------- გ-----ს, ბ-------------------ის, გ-------–------–---–--ს, გ-----------–---–ის, რ-------------ის, გ------- ა--–--ის, კ--------------ს, ი-----–--------–--ს, ნ----------------–--ის, ჯ-----–-–-------ს, დ-----------–-–--ლი, ლ---- ს--–-----ს, ე-----–-----------ე, ი-----–------------ის, გ------- მ------–-–---–ის, დ----------------ე, ლ---- უ---–---ს, მ-----------------ს, თ------ ხ---–-ნძის, ე-–----- მ---–----–---ს, დაზარალებულ რ----- ღ-------–--ს, ექსპერტების: შ-----------–-----ის, ა-–-----------------------ის, თ----- უ---–---ს, ს--------–--------ს, ე-–--------------–--ის, ლ-----–--–----–---–ის, დ---------------ნის, ო-----------------ას, დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის დ-------------ის, ა---------------ის, დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის მ------------–-–---–ის დაკითხვის ოქმებში ახსნილი ფაქტობრივი გარემოებებით, საკომუნიკაციო კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციებით, საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო ნაკვეთის ჩხრეკისას ამოღებული ნივთებით, ს-----ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 09 აგვისტოს დადგენილებით ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდებულ თ------- შ-----მ ჩაიდინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სსკ-ის 237-ე მუხლით მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე კოდექსის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ბრალდებულმა მ------ წ----–-----მ, ჩაიდინა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაული, რადგანაც, ბრალდებულების მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, სრულად შეიცავს დანაშაულის ამ შემადგენლობებისათვის დამახასიათებელ ყველა არსებით ნიშნავს, რაც, დადგენილია სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულებს თ------- შ-----ს და მ------ წ----–-----ს შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

1. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

2. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ, დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში.

 

3. გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია. სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული.

 

4. სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ, დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

 

5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

6. სასამართლომ საქმეში Olsson v. sweden დაადგინა: ,,.. აუცილებლობის ცნება გულისხმობს , რომ შეზღუდვა უნდა წარმოადგენდეს მწვავე სოციალურ საჭიროებას და განსაკუთრებით კი, პროპორციული უნდა იყოს დასახულ კანონიერ მიზანთან’’.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Dudgeon v. the United Kingdom იმსჯელა შემწყნარებლობისა და ფართო აზროვნების შესახებ, როგორც დემოკრატიული საზოგადოების ორ ნიშან-თვისებაზე. მე-8 მუხლის კონტექსტში სასამართლომ ხაზი გაუსვა დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონის უზენაესობის მნიშვნელობას.

 

7. საქმეში Soering v. United Kingdom სასამართლომ განაცხადა: ,, ის, რაც კონვენციას მუდმივად გასდევს, არის სამართლიანი ბალანსის ძიება საზოგადოების ზოგადი ინტერესის მოთხოვნებსა და ინდივიდის ფუნდამენტური უფლებების დაცვის მოთხოვნებს შორის’’.

 

8. იმის დადგენა კი რამდენად არის საჭიროება თავისუფლების შეზღუდვის და ასევე პროპორციული ჩადენილ ქმედებასთან, როგორც თავად ბრალდებულის პიროვნების, ისე საქმის ყველა სხვა ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, - სახელმწიფოს სახელით განაჩენის დადგენისას სასამართლოს ეკისრება.

 

9. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო საქმიანობის ერთ - ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ბრალდებულების პიროვნებას, მათ წარსულს, იმ გარემოებას, რომ ბრალდებულ მ------ წ----–-----ს მიმართ, წინა განაჩენით განსაზღვრული სასჯელის სახე-ჯარიმა აღსრულებული არ არის, ამასთან, სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივი საშიშროებასთან ერთად, კონკრეტული საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს, რომ ბრალდებულების ქმედება, თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი, რის გამოც, სასამართლო მიიჩნევს, რომ ორივე ბრალდებულს საბოლოო სასჯელად უნდა განესაზღვროს წარდგენილი ბრალდებებიდან ყველაზე მძიმე მუხლით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მინიმალურ ზომასთან მიახლოებული სასჯელი, რადგანაც, ასეთი სასჯელი თავისი შინაარსით, მოცემულ შემთხვევაში, კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნის მიღწევის საშუალებაც იქნება და გამართლებულიც, ბრალდებულების მხრიდან ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და მათი შემდგომი რესოციალიზაციისათვის.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე და 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბრალდებულ თ------ შ-----ს წარდგენილი ბრალდებებიდან ამოერიცხოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება, როგორც ზედმეტად წარდგენილი.

 

2. ბრალდებულ თ------ შ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ, სსკ-ის 2731-ე მუხლის პირველი ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 120 (ასოცი) საათის ვადით.

 

3. ბრალდებული თ------ შ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

4. ბრალდებული თ------ შ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ, სსკ-ის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. ბრალდებული თ------ შ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ, სსკ-ის 237-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

6. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, ბრალდებულ თ------ შ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 12 (თორმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

7. მსჯავრდებულ თ------ შ-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 26 აგვისტოდან, დღიდან დაკავებისა.

 

8. ბრალდებული მ------ წ----–----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“, მე-3 ნაწილის ,,ა“ და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

9. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს ს-----ს რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი 2000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ მ------ წ----–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

10. მსჯავრდებულ მ------ წ----–-----ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2017 წლის 16 აგვისტოდან, დღიდან დაკავებისა.

 

11. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეში არსებული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვის საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული: 2 ცალი ძალაყინი, 1 ცალი ბრტყელტუჩა, 2 ცალი პლასტმასის ყუთი, 2 ცალი სკოჩი, 4 ცალი ბრეზენტის ნაჭერი, მათზე მიმაგრებული სკოჩებით, ზურგჩანთა მასში მოთავსებული 2 ცალი ბალონით, საჭრელით და რეზინის მილებით, ზურგჩანთა წარწერით ,,KOMLADZE”, ხელი კვალი გადატანილი ერთ ცალ დაქტილოფირზე, ხელის კვალის სურათები, ერთ ცალი CD დისკი, ანაწმენდის ნიმუშები, მინის ქილაში მოთავსებული სუნის ნიმუში – განადგურდეს კანონით დადგენილი წესით. ხოლო ერთი ცალი ვაზნა, ინახება საგამოძიებო ორგანოში; 7 (შვიდი) ცალი მასრა (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) - გადაეგზავნოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილს შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული: 1 ცალი ხელყუმბარა, 1 ცალი ხელყუმბარის ფალია და 1 ცალი მათრახი (ინახება საგამოძიებო ორგანოში), 08.08.17 წელს ქ. თბილისში, ავშნის ქუჩა #98-ში მდებარე ე----- და მ------ წ----–-----ს დროებით საცხოვრებელ სახლიდან ჩხრეკისას ამოღებული 3 (სამი) ცალი სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის 2 (ორი) გასროლილი მასრა და 1 (ერთი) სასწავლო ფუჭი ვაზნა, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის საწმენდი კომპლექტი ე.წ. ,,პენალი“ (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) - გადაეგზავნოს შსს სამინისტროს შესაბამის სამსახურს შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

26.08.17წ. მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში მდებარე თ------ შ-----ს ნათესავის ე-–----- მ---–----–---ს საცხოვრებელი სახლის დასავლეთით მდებარე საკარმიდამო ნაკვეთში, ხის გადანაჭრელი კუნძთან, მიწიდან ამოღებული პისტოლეტი ნომრით #41351697, მჭიდი, 15 ერთეული ვაზნა და 3 ცალი პოლიეთილენის პარკი (ინახება საგამოძიებო ორგანოში) - გადაეგზავნოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

17.08.2017 წელს ქ. ს-----, უ-------ს ქუჩა #26/18-ში მდებარე თ------ შ-----ს საცხოვრებელი სახლიდან ჩხრეკის დროს ამოღებული 1) ცნობა თ------ შ-----ს იძულებით გადაადგილებულ პირად რეგისტრაციის შესახებ, 2) ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ, 3) თ------ შ-----ს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, 4) მ-----------------ს სახელზე გაცემული აფხაზური პასპორტი, 5) თ------ შ-----ს საქართველოს მოქალაქის პასპორტი, 6) თ------ შ-----ს სახელზე დამზადებული ,,ლიბერთი ბანკი“-ს სახელფასო ბარათი (ინახება საგამოძიებო ორგანოში), 2017 წლის 26 აგვისტოს, ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მდებარე თ------ შ-----ს ნათესავის ნ--–--–-----ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას, თ------ შ-----ს კუთვნილი ზურგჩანთიდან ამოღებული ,,SAMSUNG DOUS”-ის ფირმის მობილური ტელეფონით იმეი კოდებით 1) 359917/05/929004/1; 2) 359918/05/929004/9 და ,,NOKIAS”-ს მოდელის მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 356717056163115 და მასში მოთავსებული შპს ,,მაგთიკომი“-ს ქსელში ჩართული სიმბარათით, (გადაგზავნილია ექსპერტიზაზე) - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელებს, ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

2017 წლის 08 აგვისტოს, მცხეთის რაიონის სოფელ ძ---ში სამხედრო პოლიციის თანამშრომელ დ------------–-–---–ისგან ამოღებული თ------ შ-----ს კუთვნილი, პოლიმერულ მასალის ბოთლში მოთავსებული მომწვანო-მოყავისფრო სპეციფიკური სუნის მქონე 3,0 მლ. ხსნარი, რომელიც შეიცავს ნარკოტიკული საშუალება ,,ტეტრაჰიდროკანაბინოლს“ წონით - 0,000036 გრამს (ინახება საგამოძიებო ორგანოში), - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

მობილური სატელეფონო კომპანიებიდან გადმოგზავნილი 6 (ექვსი) ერთეული CD დისკი, მათზე დატანილი ინფორმაციებით და ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი 5 (ხუთი) ერთეული CD დისკი, მათზე დატანილი ინფორმაციებით, რომელიც თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

12. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს, სააპელაციო წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, (მის: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N 32) განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

მოსამართლე ლერი თედორაძე