განაჩენი

სისხლის სამართლის 30.05.2019
საქმის ნომერი
020100119002857930
დავის ტიპი
19 - 177 3 ბ , 19 - 177 3 ა , 19 - 177 2 ბ , 19 - 177 2 ა
თარიღი
30.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №020100119002857930 (1/98-19)

განაჩენი

საქართველოს სახელით

30 მაისი, 2019 წელი ქ. ზუ-------

ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო

 

მოსამართლე - ნატრული აკობიამ

სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას და სალომე ქობალიას

 

ბრალდების მხარე: პროკურორი - ილ-------------------------------

ადვოკატ - ზა--–------------

ბრალდებული - აკ--------------

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

1.ბრალდებული: აკ-------------- მიმართ

მამის სახელი: ვა-------

დაბადებული: 1-.09.1--- წელს

პირადი ნომერი: 3----------

საქართველოს მოქალაქე

საშუალო განათლების მქონე

ნასამართლობა: მქონე

მისამართი: ქ. სე-------–--------------------

რეგისტრირებული: ქ. სე-------–--------------------

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებული

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 19.177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

აკ-------------- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისა- კუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

იმ დანაშაულებრივი ქმედების აღწერა, რომელიც სასამართლომ დამტკიცებულად ცნო:

 

2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი აკ------------- და გამოძიებით დაუდგენელი ორი პირი შეეცადნენ რკინის საგნის (ძალაყინი) გამოყენებით გაეტეხათ, ქ. ზუ------–-----------------------------–- მდებარე საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე არსებული „სა---–--------------- წინ განთავსებული შპს „თ------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდნენ აპარატში არსებულ შპს „თ------------- კუთვნილ ფულად თანხას 1990 (ათას ცხრაას ოთხმოცდაათი) ლარს. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებისას ისინი შეამჩნიეს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა, რის გამოც შეეცადნენ გაქცევას. გამოძიებით დაუდგენელმა ორმა პირმა მოახერხა მიმალვა, ხოლო აკ------------- დააკავეს პოლიციელებმა შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

ბრალდებულ აკ-------------- მიმართ შერაცხული ბრალეული და მართლსაწი- ნააღმდეგო ქმედების ჩადენა სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე გამოკვლეული ეჭვის გამომრიცხავი, უტყუარი და რელევანტური მტკიცებულებათა ერთობლიობით.

 

დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელი გი--------------- განმარტავს, რომ 2019 წლის 20 იანვარს იქკ-ს პოლიციის განყოფილებიდან დაუკავშირდნენ ქურდობის შესახებ და დაახლოებით 05:00 საათზე მივიდა შემთხვევის ადგილზე, დაზიანებული იყო ქ. ზუ------–-----------------------------–- სა---–-------------- კედელთან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე დამონტაჟებული ,,თ-----------” აპარატი. ტერმინალს გააჩნდა ხურდა ფულის და კუპიურების მიმღები განყოფილება, რომელიც დაცული იყო რკინის სეიფით და ჩაკეტილი ბოქლომით, თანხა 1990 ლარი, მათ შორის ხურდა ფული 45 ლარი, არ იყო წაღებული, აპარატის შიგნით ნახეს ორწვერიანი რკინის ნატეხი, რომელიც ეგდო ხურდის მიმღებ პუნქტში, ექსპერტებმა დალუქეს ტერმინალი და ამოიღეს, შემთხვევის ადგილიდან ასევე ამოიღეს ,,IPHONE“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და სისხლის ლაქა. შემდეგ ოქმს მოაწერა ხელი.

 

მოწმე კა----------- განმარტავს, რომ მუშაობს ზუ-------------------–--------------–--------------------–---–-, იყო მორიგე რო------------------ ერთად. 2019 წლის 20 იანვარს, დაახლოებით 04:00 საათზე მოძრაობდნენ ფეხით, თა----------- ქუჩაზე, სა---–----------------, თ----------- აპარატთან შეამჩნიეს ორი პიროვნება, რაც ჩათვალეს საეჭვოდ და მიუახლოვდნენ 30-40 მეტრში და ნახეს, რომ ცდილობდნენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხას. ერთი აპარატს ამაგრებდა, მეორე აპარატის კარზე ახორციელებდა ზემოქმედებას. უფრო ახლოს, რომ მივიდნენ ისინი გაიქცნენ, ერთმა მოასწრო მიმალვა, ხოლო მეორე დააკავეს, ის აღმოჩნდა ქ. სე---–- მცხოვრები აკ-------------, რომელმაც აღიარა ქურდობის მცდელობა და პატიება ითხოვა, მან ჩაუტარა პირადი ჩხრეკა ხელოვნური განათების პირობებში, ამოუღეს შარვლის საქამრედან ძალაყინის მსგავსი 40 სმ სიგრძის რკინის საგანი, ერთი წყვილი ხელთათმანი, რო-------------- შეადგინა დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე რო-------------- და აღნიშნა, რომ 2019 წლის 20 იანვარს იყო მორიგე და კა-----------სთან ერთად ახორციელებდა შემოვლას ავტომანქანით, შემდეგ მანქანა გააჩერეს და ფეხით დაიწყეს მოძრაობა, როდესაც ავტომანქანასთან ბრუნდებოდნენ აფთიაქთან არსებულ „თ------------- აპარატთან შეამჩნიეს ორი პიროვნება, როდესაც მიუახლოვდნენ, ნახეს, რომ ისინი რკინის საგნის გამოყენებით ცდილობდნენ აპარატის გატეხას, შემდეგ გავიდნენ შენობის გვერდით და ისევ დაბრუნდნენ და გააგრძელეს აპარატზე ზემოქმედება, გადაწყვიტეს მათი დაკავება, მაგრამ გაიქცნენ, ერთ-ერთმა ძალაყინი გაირჭო შარვალში და ის აპარატიდან 15-20 მეტრში დააკავეს, ხოლო მეორის დაკავება ვერ მოახერხეს, კა-----------მ ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, მარჯვენა ჯიბიდან ამოუღეს ერთი წყვილი ხელთათმანი, შარვლიდან რკინის საგანი, ეს პირი აღმოჩნდა აკ-------------, მას ეცვა მუქი ფერის ზედა ტანსაცმელი და მოთეთრო ნაცრისფერი შარვალი, იქვე შეადგინა პირადი ჩხრეკის და დაკავების ოქმი, რომელსაც განყოფილებაში უფროსის მოადგილემ მოაწერა ხელი, ხოლო აკ-------------- ხელის მოწერასა და ასლის ჩაბარებაზე უარი განაცხადა.

 

მოწმე ლე----–------ განმარტებით დადასტურებულია, რომ მიმდინარე წლის 20 იანვარს მონაწილეობდა თა----------- ქუჩაზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელსაც ესწრებოდა თ----------- წარმომადგენელიც, დაზიანებული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატი როგორც გარედან, ასევე შიგნიდან, რაც დაასურათეს, ამოიღეს აპარატის შიგნით ჩარჩენილი მეტალის საგანი, ამოიღეს თანხა 1990 ლარი, ქაღალდის კუპიურების და 45 ლარი ხურდა ფულის სახით, აპარატთან ამოიღეს სისხლისმაგვარი ლაქები, ხელის კვლები, დაახლოებით 20 მეტრში მობილური ტელეფონის აპარატი, ამოღებული ნივთები 6 პაკეტად დალუქა და გადასცა გამომძიებელს.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე ირ---–------------ და განმარტა, რომ 2019 წლის 20 იანვარს 05:30 საათზე ექსპერტ ლე----–------თან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, სა---–-------------- წინ განთავსებული იყო სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელსაც აღენიშნებოდა მექანიკური ზემოქმედების ნიშნები, აიღო ხელის კვალი, რომელიც ვარგისი აღმოჩნდა იდენტიფიცირებისათვის, მაგრამ არ იყო აკ--------------გან ამოღებული თითის კვალის ანაბეჭდის იდენტური, შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს სისხლისმაგვარი ლაქა, მოშორებით, საცხოვრებელი კორპუსის გვერდით ,,IPONES” ფირმის მობილური ტელეფონი, ფეი აპარატი, მონეტის ყუთიდან ლითონის საგანი, ამოღებული ნივთები 6 პაკეტად დალუქეს და გადასცეს გამომძიებელს.

 

მოწმე მი----–-–-----–-- განმარტავს, რომ 2019 წლის 20 იანვარს კო--------------------–---–- აკ-------------- მიმართ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობის მცდელობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ექსპერტების ლე----–------, ირ---–------------ და დაზარალებულის წარმომადგენლის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ქ. ზუ------–-, თა----------- ქუჩაზე სა---–-------------- წინ იდგა თ----------- აპარატი, ორ მეტრში იყო სისხლისმაგვარი ლაქა, აპარატი იყო დაზიანებული, ხურდა ფულის სათავსში იდო თანხა 45 ლარი და ორწვერიანი მეტალის საგანი, აპარატი შიგნიდანაც იყო დაზიანებული და გაღუნული, იქვე კორპუსის გვერდით ნახეს მობილური ტელეფონი, აღნიშნული ნივთები ექსპერტებმა ამოიღეს და დალუქეს. მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოგადაღება ციფრული ფოტოაპარატით.

 

მოწმე გი----------–--- განმარტავს, რომ 2019 წლის 20 იანვარს გვიან ღამით ლე------------------ ერთად მორიგეობდა ინ------ ტერიტორიაზე, მიიღეს შეტყობინება, რომ ჯგუფს სჭირდებოდა დახმარება, 5-10 წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, თა----------- ქუჩა №----–- კორპუსებთან სა---–-------------- წინ რო-------------- და კა-----------ს დაკავებული ჰყავდათ ერთი პირი, აკ-------------, რომელსაც ეცვა მუქი ფერის ზედა ტანსაცმელი და ნაცრისფერი სპორტული შარვალი, სწრაფი ჩარიცხვის აპარატი იყო დაზიანებული, მეორე პირის გაქცევის მიმართულებით განახორციელა დევნა, დაბრუნდა 20 წუთში, რა დროსაც დაკავებული გადაყვანილი იყო განყოფილებაში.

 

ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მოწმე ლე---------------- და აღნიშნა, რომ პატრულირებდნენ სოფელ ინ----–-, ზუ-------ს რაიონული სამმართველოს საგამოძიებო ნაწილიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაახლოებით 10 წუთში მივიდნენ თა----------- ქუჩაზე, სადაც დაკავებული ჰყავდათ და ხელბორკილი ედო აკ--------------, რო------------- ადგენდა ოქმს, მასთან იმყოფებოდა კა-----------, იქვე შორიახლოს იდგა რუხი ფერის ,,M-------“-ის მარკის ავტომანქანა, ის გი----------–---სთან ერთად დაახლოებით 30 წუთი ეძებდა მეორე გაქცეულ პირს, რის შემდეგ დაბრუნდნენ პოლიციის განყოფილებაში.

 

მოწმე ლე------------- განმარტავს, რომ 2019 წლის 20 იანვარს გი--------------–-------- და ლა–------------------ ერთად პატრულირებდა ინ------ ტერიტორიაზე, მიიღეს შეტყობინება, რომ ქ. ზუ------–-----------------------------–- პოლიციის თანამშრომლებს სჭირდებოდათ დახმარება, როდესაც მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები, დაკავებული ჰყავდათ აკ-------------, მეორე პირი იყო გაქცეული და თანამშრომლები წავიდნენ მის დასაძებნად, თვითონ ახლოს იდგა სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, რომელიც იყო დაზიანებული, კარი იყო გამოღუნული, ამოღებული იყო რკინის საგანი, ოქმს ადგენდა რო-------------. საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით დაკავებული აკ------------- გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

მოწმე მა------------ განმარტავს, რომ მუშაობს თა----------- ქუჩა №----–- მდებარე სა---–-------------- მენეჯერად, მიმდინარე წლის 20 იანვარს დილით გაიგო აფთიაქის წინ არსებული თ----------- აპარატის გაქურდვის შესახებ, 01 თებერვალს სასამართლოს ნებართვის საფუძველზე გამომძიებელს გადასცა აფთიაქის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ორი ვიდეო-სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც შემდეგ დაათვალიერა პოლიციაში და ადასტურებს, რომ ეს არის სწორედ იმ დროის ჩანაწერი, რომელიც მითითებულია განჩინებაში და გამოგზავნილია სა---–-------------- სათავო ოფისიდან, თ----------- აპარატი დამონტაჟებული იყო მათ შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

მოწმე პა----------------- განმარტებით დადასტურებულია, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, თ----------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერების შედეგად გაიცა დასკვნა, რომ გამოსაკვლევი ობიექტის კარზე, აპარატის მარჯვენა და მარცხენა ფრთაზე და შიდა, ფულის სათავსი განყოფილების კარზე გააჩნია მექანიკური დაზიანების ნიშნები მეტალის საგანთან კონტაქტის შედეგად, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დროს სერიული ნომრის მითითება არ არის სავალდებულო, აპარატი დამზადებული იყო ქარხნული წესით და წარდგენისას იყო დალუქული.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ირ---–--------- დაადასტურა მის მიერ გამომძიებელ ლე--------------- ერთად დ-----------------------------–-------–ი აკ--------------გან ადვოკატის მონაწილეობით ბიოლოგიური ჩხირის მეშვეობით ნერწყვის ნიმუშის აღების ფაქტი და აღნიშნა, რომ შედგა საპროცესო მოქმედების ოქმი, რასაც მოაწერა ხელი.

 

მოწმე ზუ------------ განმარტავს, რომ №- პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხა ბრალდებული აკ------------- მის სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით, რაზეც განმარტა, რომ წვივის მიდამოში დაზიანება მიიღო დაკავებამდე ორი დღით ადრე, ხოლო მაჯაზე დაზიანება მიიღო ხელბორკილისგან, ასევე ვი---------------–------ გამოითხოვა ინფორმაცია.

 

მოწმე ლე----------- განმარტებით დადასტურებულია, რომ დაიწყო გამოძიება აკ-------------- მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენის ფაქტზე, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, მი----–-–-----–--მ დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, დაკავებული აკ------------- გამოკითხა ადვოკატის მონაწილეობით, გამოკითხა მოწმეები, დანიშნა ტრასოლოგიური და კომპლექსური ექსპერტიზები, სა---–-------------- მენეჯერის მა------------ს მონაწილეობით გამოითხოვა და დაათვალიერა სა---–-------------- გარეპერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოსათვალთვალო კამერის დროის იმ მონაკვეთის ჩანაწერები, რაც სასამართლოს განჩინებაში იყო მითითებული. გამომძიებლებმა რო-------------- და მი----–-–-----–--მ გადასცეს აკ-------------- პირადი ჩხრეკის დროს და შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება - თ----------- აპარატი, მობილური ტელეფონი, სისხლისმაგვარი ლაქა, ხელთათმანი, ძალაყინი, თანხა, ამოიღო ტანსაცმელი აკ--------------გან, წარუდგინა ბრალდება მას და ადასტურებს მის მიერ ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების ავთენტიკურობას.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი შო---------–------ განმარტავს, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე აკ-------------- საქმეზე ჩაატარა ბიოლოგიური ექსპერტიზა, წარედგინა 5 პაკეტად დალუქული ნივთიერი მტკიცებულება, რომლის სეროლოგიური და გენეტიკური კვლევის და სტატისტიკური ანალიზის შედეგად დაასკვნა, რომ აკ--------------გან ამოღებული რკინის საგანზე შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი აკ-------------- გენეტიკური პროფილის იდენტურია, ასევე აკ--------------გან ამოღებული ერთ წყვილ ხელთათმანზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილის ერთი წილი აკ-------------- გენეტიკური პროფილის იდენტურია, ერთი ცალი ორწვერიანი ლითონის საგანი გენოტიპებისათვის საკმარისი ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალურ კონცენტრაციას არ შეიცავს, ამა თუ იმ ნივთზე ბიომასალის დატოვების ხანდაზმულობა ბიოლოგიური კვლევის საგანს არ წარმოადგენს.

 

მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ- ტრასოლოგი ლე--------------- განმარტავს, რომ ორ პაკეტად წარედგინა ნივთიერი მტკიცებულება ბიოლოგიური კვლევის ჩატარების შემდეგ, დალუქული იყო ექსპერტის მიერ. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ლითონის დეტალი არ წარმოადგენს აკ--------------გან ამოღებული ძალაყინის შემადგენელ ნაწილს.

 

ბრალდებული აკ------------- მის მიმართ შერაცხულ ბრალდებაში თავს არ ცნობს დამნაშავედ და განმარტავს, რომ 2019 წლის 19 იანვარს დღის საათებში სე-------- ჩამოვიდა ზუ------–-, იმყოფებოდა მეგობარ გოგოსთან ბინაში, ღამით გავიდა ქუჩაში, მოძრაობდა ეკლესიასთან ახლოს და ელოდებოდა თბილისიდან მეგობრებს, შეაჩერეს პოლიციელებმა, გამოკითხეს ვინაობა და როდესაც გაიგეს, რომ არასრულწლოვნობის პერიოდში იყო ნასამართლევი, წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც აჩვენეს ნივთები, რომლებსაც შეეხო და გაწია გვერდზე, რადგან მას არ ეკუთვნოდა, ჯიბიდან ამოუღეს მობილური ტელეფონი, შეადგინეს და წარუდგინეს რაღაც დოკუმენტები, რომელსაც ხელი არ მოაწერა და მოითხოვა ადვოკატი, სა---–---------------- ახლოს არ იმყოფებოდა, ფეხი ჰქონდა ნატკენი, კოჭლობდა და სირბილი არ შეეძლო, ითხოვს გამართლებას.

 

აკ-------------- ბრალეულობა ასევე დადასტურებულია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და გამოკვლეული წერილობითი მტკიცებულებებით:

 

2019 წლის 20 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადასტურე- ბულია, რომ შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ქ. ზუ-------, თა----------- ქუჩა №----–- მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარე სა---–-------------- წინ მდგარ ,,თი------------ სწრაფი ჩარიცხვის აპარატს, რომლის კარი დაზიანებულია, დაახლოებით ორ მეტრში ბეტონის ზედაპირზე ამჩნევია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატს შიგნით გააჩნია სეიფი, რომელიც დაკეტილია ბოქლომით, სეიფის ზედა ნაწილი დაზიანებულია, მასში მოთავსებულია მეტალის მონეტის და ქაღალდის კუპიურების სათავსი ყუთი, რომელშიც დევს ხურდა ფული 45 ლარის და ქაღალდის კუპიურა 1945 ლარის ოდენობით, ხურდა ფულის სათავს ყუთში დევს ორწვერიანი მეტალის დეტალი. შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 20 მეტრში მიწის ზედაპირზე დევს „IPHONE”-ის ფირმის მობილური ტელეფონი რეზინის დამცავით, შემთხვევის ადგილზე, სა---–-------------- კარებთან დამონტაჟებულია ვიდეოსათვალთვალო კამერები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებულია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატის წინა, გარეთა და მარჯვენა ზედაპირიდან ხელის კვლები, ამოღებულია ფულადი თანხა 1990 ლარის ოდენობით, ორწვერიანი მეტალის დეტალი, „IPHONE”-ის ფირმის მობილური ტელეფონი და „თ-----------“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (ს.ფ. 20-48, ტ.1)

 

2019 წლის 20 იანვარს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აკ-------------- მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ერთი წყვილი შავი ფერის ხელთათმანი და რკინის საგანი - ძალაყინი (ს.ფ. 3-10).

 

ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აკ-------------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება, პირადი ჩხრეკა ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 16-19, ტ1)

 

2019 წლის 20 იანვარს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აკ-------------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია მწვანე ფერის მოკლემკლავიანი კაპიუშონიანი ქურთუკი და ნაცრისფერი სპორტული შარვალი წარწერით - „ADIDAS“ (ს.ფ. 73-76).

 

ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2019 წლის 21 იანვრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში აკ-------------- მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება, ამოღება ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 80-83, ტ1)

 

2019 წლის 21 იანვრის ოქმით დადასტურებულია, რომ შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის ბრალდებულ აკ-------------- პირის ღრუდან ექსპერტ ირ---–--------- მიერ მისი თანხმობით აღებულია ნერწყვის ნიმუში ( ს.ფ 117-120, ტ.1)

 

2019 წლის 21 იანვრის ოქმით დადასტურებულია, რომ შემდგომი საექსპერტო კვლევისათვის ბრალდებულ აკ--------------გან ექსპერტ და--------–-–--- მიერ მისი თანხმობით აღებულია მარჯვენა და მარცხენა ხელის ანაბეჭდების ნიმუში ( ს.ფ 131-134, ტ.1)

 

საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის 2019 წლის 30 იანვრის №2--------------–--------- ექსპერტიზის დასკვნით ექსპერტიზაზე წარდგენილი „თ------------- სწრაფი გადახდის აპარატის დაზიანებები თავისი ფორმით, წარმოქმნის მექანიზმითა და განვითარების ხასიათით დამახასიათებელია მათი მკვრივ საგანთან ურთიერთქმე- დებისათვის, რომელიც წარმოქმნილია ფიზიკური ძალის ზემოქმედების შედეგად, როგორიც შესაძლებელია იყოს მეტალის საგანი, ძალაყინი და სხვა (169-174 ტ.1)

 

ზუ-------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 29 იანვრის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე განჩინების საფუძველზე 2019 წლის 01 თებერვლის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ მენეჯერ მა------------სგან ამოღებულია „სა---–--------------- გარეთა პერიმეტრზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების (2 სათვალთვალო კამერა) ჩანაწერი 2019 წლის 20 იანვრის 04:00 საათიდან 2019 წლის 20 იანვრის 04:15 საათამდე პერიოდში ერთ ცალ DVD-R დისკზე (ს.ფ 221-224, ტ.1), რომლის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევით დადასტურებულია, რომ ქურდობის მცდელობაში თავდაპირველად მონაწილეობდა ორი პირი, რომლებიც ცდილობენ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე ზემოქმედებას, სახე აქვთ დაფარული, ერთს აცვია მუქი ფერის ქურთუკი, ღია ნაცრისფერი შარვალი და უკეთია ხელთათმანი, მეორეს შავი ფერის ტანსაცმელი, მესამე პირი ამ დროს დგას ხესთან, შემდეგ უერთდება მათ და ფეხით აწვება აპარატს და ცდილობს რკინის საგნის გამოყენებით აპარატის გახსნას, ჩანაწერის მეცხრე წუთზე იღება აპარატის კარი და ცდილობენ სეიფის გატეხას. ჩანაწერი გრძელდება 9 წუთი და 52 წამი.

 

სასამართლო სხდომაზე თ----------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დათვალიერებით დადასტურებულია, რომ აპარატის კარს ეტყობა ზემოქმედების კვალი, ის არის ნაწილობრივ დეფორმირებული, მეტალის კარი არის გაღუნული, რომლის შიგნით ორი განყოფილებაა-ხურდა ფულის და კუპიურების ჩასადები, ასევე გაღუნულია სეიფის შიდა მხარე.

 

ზუ-------ს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 10 თებერვლის ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად ნებართვის გაცემის თაობაზე განჩინების საფუძველზე 2019 წლის 25 თებერვლის ოქმით ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ „ვი---------------–---“ იურიდიული სამსახურის სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის მენეჯერ კა------------–---------- ამოღებულია საქართველოს შსს ზუ-------ს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ლე----------- სახელზე გაცემული წერილი და დანართი, სადაც ასახულია 57---------- ნომრის მფლობელის კო--------------- დემოგრაფიული მონაცემები და განხორციელებული ზარების შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 14-19, ტ2), კო--------------- გამოკითხვის ოქმით, რომელიც მხარეთა შეთანხმებით ცნობილია უდავო მტკიცებულებად, სიმბარათი აიღო აკ-------------- თხოვნით და გადასცა მას, რასაც თვითონ ბრალდებულიც არ უარყოფს (ს.ფ 294, ტ1)

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 21 აპრილის №0-------- ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის დასკვნით აკ--------------გან ამოღებულ რკინის საგანზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი და აკ-------------- ნერწყვის ნიმუშის გენეტიკური პროფილი იდენტურია, აკ--------------გან ამოღებულ ხელთათმანებზე არსებული ბიომასალის შერეული გენეტიკური პროფილის ერთი წილი და აკ-------------- გენეტიკური პროფილი იდენტურია (ს.ფ 145-150, ტ2)

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს აკ-------------- განმარტებას, რომ მას არ ჩაუდენია თ----------- აპარატის ქურდობის მცდელობა და რომ ის დაკავებისას იმყოფებოდა არა სა---–----------------, არამედ ეკლესიასთან და იქვე დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, მისი ჩვენება არ არის დამაჯერებელი და სარწმუნო ვინაიდან არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, მოწმეთა ჩვენებებით, მათ შორის დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის გი---------------ს, ექსპერტების ირ---–------------ და ლე----–------ ჩვენებებით დადასტურებულია, რომ აკ-------------- კუთვნილი „IPHONE”-ის ფირმის მობილური ტელეფონი ამოღებულია „თ-----------“ აპარატიდან (შემთხვევის ადგილიდან) დაახლოებით 20 მეტრში, ხოლო ეკლესია მდებარეობს საპირისპირო მხარეს, შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით, დაახლოებით 400-450 მეტრში, რითაც გამოირიცხა ბრალდებულის ჩვენება იმ ნაწილში, რომ ის დააკავეს ეკლესიასთან და ტელეფონი მისგან ამოიღეს პოლიციის განყოფილებაში.

 

შპს „ს----–-----------------“ გამოთხოვილ ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერის - DVD-R დისკის დათვალიერების ოქმის მიხედვით ერთ-ერთ პირს, რომელიც სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე ახორციელებს ზემოქმედებას, სახე დაფარული აქვს, მაგრამ აცვია ღია ნაცრისფერი სპორტული შარვალი, მუქი ფერის ქურთუკი და უკეთია ხელთათმანი, ხოლო აკ--------------გან ამოღებულია და სასამართლოს სხდომაზე დათვალიერდა მუქი მწვანე ფერის კაპიუშონიანი ქურთუკი და ღია ნაცრისფერი სპორტული შარვალი, ასევე ამოღებულია ხელთათმანი და პატარა ზომის ძალაყინის მსგავსი მეტალის საგანი, რომლებზეც ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით აღმოჩნდა აკ-------------- გენე- ტიკური პროფილი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კა--------------- და რო------------- არიან დანაშაულის თვითმხილველი პირები, რომლებმაც დააკავეს აკ------------- და ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა, შემთხვევის ადგილთან მის დაკავებას ასევე ადასტურებენ დამკავებელთა დასახმარებლად გამოცხადებული მოწმეები - გი----------–---, ლე--------------- და ლე-------------, სწორედ ამ უკანასკნელის ავტომანქანით გადაიყვანეს იგი პოლიციის განყოფილებაში, ამასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება საქმეზე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლის 26-ე პუნქტში აღნიშნულია, რომ სისხლის სამართლის პროცესში დასაშვებია ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა ზოგადად არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული ინფორმაცია, იმთავითვე, შემოწმების გარეშე, სარწმუნოდ ჩაითვლება, ხოლო 30-ე პუნქტის მიხედვით სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, ზემოაღნიშ- ნულის გათვალისწინებით სასამართლო იზიარებს პოლიციის მუშაკების ჩვენებებს. ისინი წარმოადგენენ დანაშაულის თვითმხილველ მოწმეებს, ამიტომ მათი განმარტება მომეტებული ინფორმაციულობით გამოირჩევა და წარმოადგენს საქმეზე მტკიცებუ- ლების უმნიშვნელოვანეს წყაროს. მათ როგორც საჯარო მოხელეებს უფლება არა აქვთ იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, სასამართლოს ჩვენებას აძლევენ საზოგადოებრივი და მოქალაქეობრივი ვალდებულებებიდან გამომდინარე, რომლის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფო იძულების ზომების გამოყენება, ამდენად მათი ჩვენება შეიცავს სანდოობის ნიშანს.

დაცვის მხარე სადავოდ ხდის ვიდეოსათვალთვალო კამერის ჩანაწერის ავთენტი- კურობას, იმ საფუძვლით, რომ ჩანაწერში არსებული დრო არ ემთხვევა დანაშაულის ჩადენის დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ შპს „ს----–-----------------“ ინფორმაციის გამოთხოვა მოხდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სადაც მითითებულია დროის შუალედი, რაც აფთიაქის მენეჯერის მა------------ს განმარტებით სათავო ოფისიდან არის ამოღებული და გამოგზავნილი და ასახავს სწორედ ქურდობის მცდელობის ფაქტს.

 

სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს დაცვის მხარის მოსაზრებას საგამოძიებო მოქმედებათა ოქმების ფალსიფიცირების შესახებ, დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას დაირღვა საპროცესო კანონი, რადგან არ არსებობს თ----------- აპარატის დასათვალიერებლად და ამოსაღებად დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენლის თანხმობის დამადასტურებელი ხელწერილი და ასევე არ არის წარმოდგენილი მისი უფლებამოსილების დასადგენად იჯარის ხელშეკრულება, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას საპროცესო კანონმდებლობის არსებით დარღვევას ადგილი არ ჰქონია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სპეციალურ გრაფაში მითითებულია შპს ,,თ-----------” წარმომადგენლის გი---------------ს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე თანხმობის შესახებ და მისი პოზიცია და მფლობელი პირის ნება გამოხატულია ხელმოწერით, ამასთან საქართველოს სსსკ-ის 112-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად, რაც შეეხება შპს ,,სა---–--------------ა“ და შპს ,,თ-----------“ შორის საიჯარო ურთიერთობის არსებობას, დადასტურებულია ორივე ორგანიზაციის წარმომადგენლების-მა------------ს და გი---------------ს მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენებებით, შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 127-ე მუხლის მოთხოვნის დარღვევას ადგილი არ ჰქონია და არ არსებობს მისი საქართველოს სსსკ-ის 72-ე მუხლით გათვალისწინებული დაუშვებლად ცნობის საფუძველი.

 

ასევე სასამართლო ვერ გაითვალისწინებს დაცვის მხარის პოზიციას მოწმეების კა-----------ს და რო-------------- მიერ ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენების მიცემის შესახებ იმ ნაწილში, რომ კა-----------ს განმარტებით მან შეამჩნია ქურდობის მცდელობაში მონაწილე სამი პირი, ხოლო რო-------------- აღნიშნა მხოლოდ ორი პირის ყოფნის ფაქტი, სინამდვილეში ზოგადად და ამ გარემოებებთან დაკავშირებით ორივე მოწმემ ანალოგიური განმარტება მისცეს სასამართლოს და მათ ჩვენებებს შორის აკ-------------- მიერ ქურდობის მცდელობასთან დაკავშირებით ფაქტიური გარემოებების დასადასტურებლად არსებითი სხვაობა არ ყოფილა.

 

ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას აკ-------------- შერაცხულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანის შესახებ, ხოლო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწი- ნააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ აკ-------------- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.177-ე მუხლით დასჯად ქმედებას წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა. ამ დანაშაულის თავისებურებაა ნივთის დაუფლების ფარული ხერხი, რა დროსაც დამნაშავეს შეცნობილი აქვს, რომ ის ქმედებას ჩადის ნივთის მესაკუთრის შეუმჩნევლად, ხოლო მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზნის დასადგენად აუცილებელია, რომ ქმედება იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს დანაშაულის ჩამდენი პირი. ასევე მნიშვნელოვანია მას გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, როდესაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას - მოძრავ ნივთს, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს დამნაშავის შესაძლებლობას უკანონოდ ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას, როგორც საკუთარს. აღნიშნული მუხლი მოიცავს მაკვალიფიცირებელ ნიშნებს, რაც თავის მხრივ იწვევს შესაბამის პასუხისმგებლობას. მოცემულ შემთხვევაში ასეთი მაკვალიფიცირებელი ნიშანია ქურდობის მცდელობა საცავში უკანონო შეღწევით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა’’ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

დადასტურებულია, რომ აკ------------- ცდილობდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდა შპს „თ------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატში არსებულ ფულად თანხას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ აკ-------------- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარის ზევით, ხოლო მისი ქმედების შედეგად დაზარალებულ ორგანიზაციას შეიძლებოდა მიდგომოდა 1990 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას წარმოადგენს ქურდობა საცავში უკანონო შეღწევით, საცავი არის მატერიალური ფასეულობის მუდმივ ან დროებით შესანახად განკუთვნილი ტერიტორიის ნაწილი, რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისი სხვაგვარი დაცვა, მოცემულ შემთხვევაში ეს არის სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, მასში დამონტაჟებული სეიფით, რომელიც განკუთვნილი იყო ფულადი თანხის შესანახად და აკ------------- შეეცადა შპს „თ------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხას და მასში მოთავსებული 1990 ლარის ოდენობით ფულადი თანხის ფარულად დაუფლებას.

 

ქურდობის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენაში იგულისხმება ორი ან მეტი პირის მონაწილეობა დანაშაულში, რა დროსაც ყველა პირი მოქმედებს როგორც თანაამსრულებელი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

ქურდობის დამამძიმებელი გარემოებაა ასევე მისი ჩადენის არაერთგზისობა, რაც გულისხმობს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო დადგენილია, რომ აკ------------- სამტრედიის რაიონული სასამართლოს 201- წლის 22 თებერვლის განაჩენით ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რისთვისაც იხდის პირობით მსჯავრს და შესაბამისად ნასამართლობა არ აქვს გაქარწყლებული.

 

ქურდობა პირდაპირი განზრახვით ჩადენილი ქმედებაა, აკ-------------- გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, რომ ცდილობდა დაუფლებოდა სხვის მოძრავ ნივთს, რითაც ზიანს აყენებდა ქონების მესაკუთრეს და სურდა ასეთი შედეგის დადგომა. შესაბამისად სახეზეა საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ყველა ნიშანი - აკ-------------- მიერ მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით შპს „თ------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ფულადი თანხის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საცავში უკანონო შეღწევით, არაერთგზის ქურდობის მცდელობა, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ამდენად, სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ბრალდებულის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების ანალიზით და სამართლებრივი შეფასებით, მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად ცნობილი, ერთმა- ნეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ აკ-------------- ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

ბრალდებულ აკ-------------- ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 19.177-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, რისთვისაც მას უნდა დაედოს მსჯავრი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

აკ-------------- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო მიაჩნია, რომ აკ-------------- უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება და გამოწვეული შედეგის სიმძიმე, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მას სასჯელი უნდა დაენიშნოს იმ ზომით, რაც შეესაბამება მსჯავრდებულის ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და დანაშაულის შემდგომ ქცევას და რაც არ იქნება მეტისმეტად მკაცრი და უსამართლო.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 201- წლის 22 თებერვლის განაჩენით აკ------------- ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე, აკ-------------- დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 02 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად უნდა გაუქმდეს აკ-------------- მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი, ხოლო მის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უნდა იქნას გამოყენებული საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის მოთხოვნა, რის შესაბამისად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის შესაბამისად.

 

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სხვა ნივთი, რომელსაც ღირებულება არა აქვს, დაინტერესებული პირის ან ადმინისტრაციული ორგანოს შუამდგომლობით მას გადაეცემა, ხოლო თუ ასეთი პირი ან ორგანო არ აღმოჩნდა – ნადგურდება;

 

ნივთიერი მტკიცებულება, ბრალდებულ აკ-------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი წყვილი შავი ფერის ხელთათმანი, რკინის საგანი ე.წ. ძალაყინი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, ხელის კვლები, აკ--------------გან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის ანაბეჭდის ნიმუში, ორწვერიანი მეტალის დეტალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული „IPHONE“-ის ფირმის მობილური ტელეფონი რეზინის დამცავით და აკ-------------- ტანსაცმელი, დაუბრუნდეს აკ-------------- ოჯახს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 1990 ლარის ოდენობით და „თ------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ორგანიზაციას შპს „თ------------- შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

შპს „ს----–-----------------“ გამოთხოვილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი DVD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258- 259-ე, 260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ცნობილ იქნას დამნაშავედ აკ------------- (პირადი ნომერი 3----------) საქართველოს სსკ-ის 19.177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სსკ-ის 19.177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

2.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად გაუქმდეს აკ-------------- მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 201- წლის 22 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, აკ-------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

 

5. აკ-------------- სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, 2019 წლის 20 იანვრის 04:14 საათიდან.

 

6.აკ-------------- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

7.ნივთიერი მტკიცებულება, ბრალდებულ აკ-------------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ერთი წყვილი შავი ფერის ხელთათმანი, რკინის საგანი ე.წ. ძალაყინი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, ხელის კვლები, აკ--------------გან აღებული ნერწყვის ნიმუში, ხელის ანაბეჭდის ნიმუში, ორწვერიანი მეტალის დეტალი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული „IPHONE“-ის ფირმის მობილური ტელეფონი რეზინის დამცავით და აკ-------------- ტანსაცმელი, დაუბრუნდეს აკ-------------- ოჯახს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 1990 ლარის ოდენობით და „თ------------- სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუ-------ს რაიონულ სამმართველოში, დაუბრუნდეს დაზარალებულ ორგანიზაციას შპს „თ------------- შემდგომი განკარგვის მიზნით.

 

შპს „ს----–-----------------“ გამოთხოვილი ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერი DVD-R დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმესთან ერთად მისი შენახვის ვადით.

 

8.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

 

9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუ-------ს რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნატრული აკობია