1. ექსჰუმაციას მხარე ატარებს ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის (თუ ასეთი არსებობს) წარმომადგენლის მონაწილეობით. ექსჰუმაციაში მონაწილეობს ექსპერტი. ამ საგამოძიებო მოქმედებაში პროკურორის მონაწილეობა სავალდებულოა.
2. გარდაცვლილის ნათესავებს უფლება აქვთ, დაესწრონ ექსჰუმაცია
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (09.10.2009).
…საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ოპერაციები არ არის ფიქტიური, მაშინ შპს,-------ას“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაერიცხოს ძირითადი თანხა 7 360,6 ლარი, ჯარიმა 22 081,8 ლარი და 133-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად 3000 ლარი. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, იმ დაშვებით, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში და საბაჟო დეკლარაციებში მითითებული…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 133, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-133/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია