განაჩენი

სისხლის სამართლის 17.07.2019
საქმის ნომერი
010141318700070142
ინსტანცია
თარიღი
17.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N010141318700070142, №1/აგ-604-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 ივლისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატა

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

ნინო სანდოძე

 

სხდომის მდივანი ნანა გიგიტაშვილი;

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორები - ე------ გ-----ე, გ------ ო------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენით - დ----- ნ-------ის ძე ბ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ------–------------–-------------–--–-----------;

 

კვალიფიკაცია:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები (2007 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) (ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად, არაერთგზის დამზადება, გასაღების მიზნით და გამოყენება);

 

სასჯელი:

 

- 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად ჩაეთვალა პირობით 5 წლის გამოსაცდელი ვადით, დამატებითი სასჯელი ჯარიმა 50 000 ლარის ოდენობით.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენით, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და ბრალდებულ დ----- ბ-----–---–ს შორის.

 

განაჩენის თანახმად, დ----- ბ-----–---–ი დამნაშავედ იქნა ცნობილი მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად, არაერთგზის დამზადება, გასაღების მიზნით და გამოყენება.

 

განაჩენის მიხედვით, დ----- ბ-----–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგში: დ----- ბ-----–---–მა, მუშაობდა რა შპს „------ის“ და შპს „-----------ის“ დირექტორად, გადაწყვიტა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და მათი შემდგომი გამოყენებით, თავისი საზოგადოებისათვის სხვადასხვა საქონლის მიწოდებულად ჩვენება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკანონო ჩათვლების მიღება გადასახადის დღგ-ს სახეობაში. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, 2004 წელს, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, იგი დანაშაულებრივად დაუკავშირდა გ--- ჩ------ს, რომელიც იყო ინდ. მეწარმე და შპს „------ს“ დირექტორი. აღნიშნული პირები შეთანხმდნენ, რომ ჯგუფურად, შპს „------ზე“ და ი/მ „გ--- ჩ------ზე“ რიცხული საგადასახადო დოკუმენტებით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებითა და სასაქონლო ზედნადებებით) შპს “------აზე“ და შპს „-----------ზე“ არაერთგზის მოახდენდნენ საქონლის მიწოდებულად ჩვენებას. 2004-2007 წლებში დ-------–---–მა და გ--------მა, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, არაერთგზის დაამზადეს ყალბი საგადასახადო დოკუმენტები, გასაღების მიზნით, რომლებიც გამოიყენა შპს “------ამ“ და შპს „-----------მა“, საგადასახადო ინსპექციაში წარდგენის გზით. კერძოდ, ი/მ „გ--- ჩ------ის“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით: სე---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, აგრეთვე, მათზე დართული სასაქონლო ზედნადებებით, დ-------–---–მა, გ--------თან წინასწარი შეთანხმებით, შპს „-----------ში“ შეტანილად აჩვენა 200 323 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი. მის მიერ საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტებით შპს „-----------მა“ გადასახადის დღგ-ს სახეობაში მიიღო 33 392 ლარის ოდენობის უკანონო ჩათვლა. ი/მ „გ--- ჩ------ის“ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით: ს-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------–------------------------------------–---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------, აგრეთვე, მათზე დართული სასაქონლო ზედნადებებით დ-------–---–მა, ასევე გ--------თან წინასწარი შეთანხმებით, შპს „------აში“ შეტანილად აჩვენა 275 260 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საქონელი. მის მიერ საგადასახადო ინსპექციაში წარდგენილი გაყალბებული საგადასახადო დოკუმენტებით შპს „------ამ“ გადასახადის დღგ-ს სახეობაში მიიღო 42198 ლარის ოდენობის უკანონო ჩათვლა.

 

ყველა ზემოხსენებულ ეპიზოდში დ-------–---–მა გ--------ს გასამრჯელოს სახით გადაუხადა საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში შეტანილი საქონლის მთლიანი ღირებულების 4%, - სულ 19 023 ლარი.

 

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებებით დ-------–---–მა სახელმწიფო ბიუჯეტს მიაყენა სულ 75 590 ლარის ოდენობის ზიანი.

 

წინასწარი გამოძიების მიერ დ----- ბ-----–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით.

 

2009 წლის 19 თებერვლის განაჩენით, დ----- ბ-----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების თანახმად, დ----- ბ-----–---–ს დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი.

 

მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

2018 წლის 27 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორმა ე------ გ-----ემ, რომელმაც ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ზ1 ქვეპუნქტის საფუძველზე, მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენის გადასინჯვა.

 

შუამდგომლობის და საქმის მასალების მიხედვით დგინდება, რომ 2015 წლის 10 ივნისს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა მიერ დ----- ბ-----–---–ის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. შუამდგომლობის და დადგენილების მიხედვით, პროკურორი უთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული დ----- ბ-----–---–ის უფლებების (თავისუფლების, პატივისა და ღირსების ხელშეუხებლობა) არსებითი დარღვევის ფაქტი არ იყო ცნობილი გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს. აღნიშნული უფლებების დარღვევის ფაქტი დადგენილი იქნა მხოლოდ ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებული ახალი მტკიცებულებებით, რაც ამტკიცებს დ----- ბ-----–---–ის უდანაშაულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის ზ1 პუნქტის თანახმად, განაჩენი ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო გადაისინჯება, თუ წარდგენილია პროკურორის დადგენილება მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლების არსებითი დარღვევის შესახებ, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს ცნობილი არ იყო და თავისთავად ან/და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო.

 

შუამდგომლობის, დადგენილების და სისხლის სამართლის N------------ საქმის მასალების საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განჩინებით, შუამდგომლობა დასაშვებად იქნა ცნობილი და დაინიშნა საქმის ზეპირი განხილვა.

 

პალატის მიერ შესწავლილი იქნა ახალი გამოძოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, გამოკვლეული იქნა წერილობითი მტკიცებულებები. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 თებერვლის განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში გამოიკვეთა გარემოებები, რაც არ იყო ცნობილი განაჩენის გამოტანის დროს, რის გამოც, პალატამ მიიჩნია, რომ უნდა გაუქმდეს გამამტყუნებელი განაჩენი დ----- ბ-----–---–ის მიმართ.

 

თავდაპირველად, პალატა მიუთითებს ბრალდების მხარის პოზიციაზე, რომლითაც დ----- ბ-----–---–ი უდანაშაულოა იმ ბრალდებებში, რისთვისაც 2009 წლის 19 თებერვალს გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი. ბრალდების მხარემ, აღნიშნული პოზიციის დასადასტურებლად სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებები, რასაც დაეთანხმა დაცვის მხარე და ასევე ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

 

დაკითხვისას, დ----- ბ-----–---–მა განმარტა, რომ 2007 წლის 6 სექტემბერს მათთან ოფისში მივიდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი, რომელმაც წარუდგინა სასამართლო ბრძანება საგადასახადო ანგარიშფაქტურების და თანდართული სასაქონლო ზედნადებების ამოღების შესახებ, კონკრეტულად აინტერესებდათ 2004-2007 წლებში მათ მიერ ი.მ ,,ჩ------ის“ და შპს ,------ას“ ხელმძღვანელ გ--- ჩ------ისგან შეძენილი ნედლეული, შპს ,-----------“-ისა და შპს ,-------ას“ საგადასახადო დოკუმენტებით. იმ პერიოდში იყო შპს ,-----------“-ის და შპს ,-------ას“ დირექტორი. აღნიშნულ საწარმოებში დასაქმებული იყო 120-მდე ადამიანი. გამომძიებელმა დოკუმენტების ამოღების პერიოდში რამდენჯერმე უთხრა მას, რომ მისი საქმე იყო ძალიან ცუდად და რომ ორი კვირის ვადაში „ზემოთ“ უნდა მოეგვარებინა მისი საკითხი. ორი კვირის გასვლის შემდეგ რამდენჯერმე დაიბარეს ფინანსურ პოლიციაში, სადაც მუქარით აიძულეს დანაშაულის აღიარება. 2007 წლის 15 დეკემბერს ეჭვმიტანილის სახით და გაუსაძლის პირობებში, მუქარის შედეგად, მხოლოდ ნაწილობრივ აღიარებინეს დანაშაული. შემდეგ გაარკვია, რომ დაპატიმრებული ყავდათ გ--- ჩ------იც, რომელსაც საპყრობილეში ყოფნის პერიოდში 300-ზე მეტ ორგანიზაციაზე დააწერინეს ჩვენება. მისი მრავალჯერადი თხოვნის მიუხედავად, რომ ჩაეტარებინათ შემხვედრი რევიზია, პასუხობდნენ, რომ საკმარისი დრო ჰქონდა თავისი საკითხის „ზემოთ“ მოსაგვარებლად და რომ ახლა მისთვის არავის ეცალა. 2007 წლის 15 ოქტომბერს, ზეწოლისა და მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ მუქარით, რომ მის შვილს ჯიბეში ნარკოტიკს უპოვიდნენ და უარესი დაუჯდებოდა, ხელი მოაწერინეს სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის განყოფილების ინსპექტორის მიერ 2007 წლის 11 სექტემბერს შედგენილ აქტებზე, რომლითაც შპს ,-------ას“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა. იძულებული გახდა დათანხმებოდა საპროცესო შეთანხმებას, თუმცა შემდეგ პერიოდში არ შეუწყვეტია ბრძოლა თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. დ----- ბ-----–---–ის განმარტებით, ბრალად შერაცხულ ქმედებას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. მისი წარმოება ერთ-ერთი უდიდესი იყო საქართველოში, რომელიც უზრუნველყოფდა ძალოვანი სტრუქტურების ტანსაცმლით მომარაგებას, შესაბამისად, არ მოხდებოდა უხარისხო პროდუქციის გამოყენება. არანაირ შეთანხმებას და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების გამოყენებას არ ჰქონია ადგილი, მათ შორის არც გ--- ჩ------თან შეთანხმებით.

 

სხდომაზე დაკითხვისას გ--- ჩ------მა განმარტა, რომ 2000 წლიდან 2007 წლამდე ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, თავისი კომპანიის მეშვეობით ახდენდა უცხოეთიდან საქართველოში სხვადასხვა დასახელების საქონლის შემოტანასა და რეალიზაციას, ასევე პერიოდულად ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი საქონლის რეალიზაციას. საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა სამასამდე ორგანიზაციასთან, მათ შორის შპს ,-----------“-თან და შპს ,-------ასთან“. 2007 წელს მოხდა მისი დაკავება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს პირველი სამმართველოს თანამშრომლების მიერ, რის შემდეგაც დაექვემდებარა ფსიქოლოგიურ ზეწოლას გამომძიებლის მხრიდან. იძულებული გახდა ცრუ ჩვენება მიეცა იმ მეწარმეების წინააღმდეგ, რომლებთანაც ჰქონდა საქმიანი ურთიერთობა და რომლებზეც ახდენდა საზღვარგარეთიდან შემოტანილი საქონლის რეალიზაციას. ამ მეწარმეებს შორის იყო დ----- ბ-----–---–ი და მისი კომპანიები შპს ,-------ა“ და შპს ,-----------“. მას არასდროს გამოუწერია ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შპს ,-------აზე“ და შპს ,-----------“-ზე და შპს ,------ასა“ და ი/ს ,,გ--- ჩ------ის“ საბაჟო დეკლარაციებით დასტურდება საქონლის საქართველოში შემოტანის ფაქტი.

 

მოწმე თ----- კ--------ის ჩვენებით, იყო შპს ,-----------“-ის მძღოლი და ახდენდა საწარმოს ფუნქციონირებისთვის საჭირო ნედლეულის გადაზიდვას სატვირთო მიკროავტობუსით. მას ნედლეული მიჰქონდა სხვადასხვა მაღაზიებიდან, მათ შორის გ--- ჩ------ის მაღაზიიდანაც. 2007 წლის ივლისში დაიბარეს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, სადაც მისვლისას ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსმა გამოჰკითხა დ----- ბ-----–---–ის შესახებ და რამდენიმე კითხვის შემდეგ დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. შემდეგ წაიყვანეს იმ ადგილის საჩვენებლად, საიდანაც მიჰქონდა საქონელი დ----- ბ-----–---–ისთვის. მან მასთან ერთად მყოფ პირებს მიუთითა დ---–-------ის ქუჩა N--ში მდებარე მაღაზიაზე. ამის შემდეგ ისევ დაიბარეს დასაკითხად, სადაც მასზე კვლავ განხორციელდა ზეწოლა. იყო შეშინებული და მზად იყო ყველაფერზე მოეწერა ხელი, შესაბამისად ოქმის შინაარსი მისთვის უცნობია. მომდევნო პერიოდში დ----- ბ-----–---–ისგან შეიტყო, რომ მის ჩვენებაში ეწერა თითქოს დ---–-------ის ქუჩიდან რაიმე საქონელი არასოდეს წამოუღია. აღნიშნულთან დაკავშირებით მას არ შეეძლო რამის გაკეთება, რადგანაც იმ პერიოდში რაიმის მტკიცებას აზრი არ ჰქონდა. მოწმის განმარტებით, საქონელი, რაც მიჰქონდა საწარმოში სრულად და სწორად იყო ასახული ზედნადებებში და ანგარიშ-ფაქტურებში და მას არასდროს წაუღია მაღაზიიდან საქონელი საბუთის გარეშე, ასევე არასდროს წაუღია ისეთი საბუთი, სადაც არასწორად იყო მითითებული რაიმე მონაცემი.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა მ----–-- ს-----ე, მისი ჩვენების თანახმად, ის მუშაობდა შპს ,-----------“-ში და ხელმძღვანელობდა საწარმოს ფინანსურ საქმიანობას, საქონლის შეძენას ი.მ გ--- ჩ------ისგან თავადაც ახდენდა. საქონლის გადაცემის გარეშე არასოდეს ჰქონია ადგილი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერას. ანალოგიური გარემოებები დაადასტურა სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა მ---------- ჯ---–-ამ, რომელი იყო შპს ,-----------“-ის წარმოების უფროსი.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა თ------ გ------ე, რომელიც გარკვეული პერიოდი იყო დ----- ბ-----–---–ის ადვოკატი. მისი ჩვენების თანახმად, ბრალდების წარდგენის მომენტში, გამომძიებელმა და საქმის პროკურორმა, მასთან და დ----- ბ-----–---–თან გააჟღერეს პოზიცია, რომ ამ უკანასკნელს შეეძლო არ ეღიარებინა წარდგენილი ბრალდება, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ მოუწევდათ მისი დაკავება და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაყვანა, რაც მისი მხრიდან აღქმული იქნა როგორც ზეწოლა, თუმცა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ინტერესებისა და იმ პერიოდში ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, არ მოუხდენია ზეწოლის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება. მან და დ----- ბ-----–---–მა ერთად გადაწყვიტეს საპროცესო გარიგების მიმართულებით წასვლა, ვინაიდან სხვა გამოსავალი იმ დროისთვის მას არ ჰქონდა.

 

მოწმე კ----–-- ბ----------ის ჩვენებით, იგი მუშაობდა გ--- ჩ------ის მაღაზიაში გამყიდველად, დ----- ბ-----–---–ი კი იყო მათი კლიენტი. ანგარიშ-ფაქტურების შევსებას ახდენდა გ--- ჩ------ი, ის აძლევდა მხოლოდ სიას წაღებული საქონლისას. საქონლის გარეშე საბუთის გამოწერას არ ჰქონია ადგილი.

 

სხდომაზე გამოქვეყნდა ს------ გ------–--ის გამოკითხვის ოქმი, რასაც სრულად დაეთანხმა ს------ გ------–--ე და დამატებით განმარტა, რომ დ----- ბ-----–---–ი ფიზიკურად ვერც დაამზადებდა ყალბ დოკუმენტს, ვინაიდან, როგორც მან იცის, ეს საქონელი სხვაგან არ იყიდებოდა.

 

გამოძიების პროცესში მოპოვებულ იქნა შპს ,------ასა“ და ი.მ ,,გ--- ჩ------ის“ 2004 წლიდან 2007 წლამდე პერიოდის საბაჟო დეკლარაციები, რომლის მიხედვითაც აღნიშნულ პერიოდში ამ საწარმოების მიერ საქართველოში შემოტანილ იქნა სხვადასხვა დასახელების საქონელი.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის 2017 წლის 31 მაისის N--------- დასკვნის თანახმად, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ N--------------------------------------------------------------------------------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ოპერაციები არ არის ფიქტიური, მაშინ შპს ,-----------“-ს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელები არ დაერიცხება. ასევე, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება, რომ N------------------------------------------------------------------------------------------------------------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით განხორციელებული ოპერაციები არ არის ფიქტიური, მაშინ შპს ,-------ას“ ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით უნდა დაერიცხოს ძირითადი თანხა 7 360,6 ლარი, ჯარიმა 22 081,8 ლარი და 133-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად 3000 ლარი. საქმეში არსებული მასალების მიხედვით, იმ დაშვებით, თუ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებში და საბაჟო დეკლარაციებში მითითებული საქონლის დასახელებები შინაარსობრივად ერთი და იგივე საქონელს აღნიშნავს, მაშინ შესაძლებელია გაყიდვისას მიჩნეულ იქნას საბაჟო დეკლარაციით მათი შემოტანის ფაქტი, გარდა N--------------------------- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით რეალიზებული საქონლისა.

 

სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ექსპერტი შ----- ი----–---–ი, რომელმაც დაადასტურა აღნიშნული დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ მათ მიერ მოხდა წარდგენილი 24 ანგარიშ-ფაქტურის შედარება საბაჟო დეკლარაციებთან, მათში დასახელებული საქონელი იყო თუ არა ერთი და იგივე, ბევრ შემთხვევაში იყო სახელების ცდომილებები, მაგრამ შინაარსობრივად აღნიშნავდა ერთი და იგივეს, ამიტომ იმ დაშვებებით, რომლითაც გაიარეს ეს პირველადი დოკუმენტაცია, მიიჩნიეს, რომ ამ ანგარიშ-ფაქტურებით გაყიდული საქონლის ყველა დასახელება, გარდა სამი შემთხვევისა, ედრებოდა საბაჟო დეკლარაციებში დასახელებულ საქონელს. დარჩენილი სამი ანგარიშ-ფაქტურით კი გაყიდული იყო ისეთი საქონელი, რომელიც საბაჟოზე არ იყო დაფიქსირებული, მაგრამ შესაძლებელია ყოფილიყო ადგილობრივი შესყიდვა ან ადგილობრივი წარმოება, რის გამოც საბაჟო დეკლარაციაში ვერ მოხვდებოდა.

 

შპს ,------ასთან“ შედგენილ N------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულია, რომ 2006 წლის 22 ივნისს, დ----- ბ-----–---–მა შპს ,-------ას“ სახელით, შპს ,------ას“ მაღაზიიდან შეიძინა 1000 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი და 500 ცალი შორტი, 2006 წლის 11 ივლისს აღნიშნული საქონელი შპს ,-------ამ“ სრულად მიაწოდა მყიდველს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, რაც დასტურდება N------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც მითითებულია 1000 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი და N------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომელშიც მითითებულია 500 ცალი შორტი, ამასთან თითოეულ მიწოდებასთან დაკავშირებით შედგენილია შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი.

 

N------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებულია, რომ 2006 წლის 20 აგვისტოს მ----–-- ს-----ემ, შპს ,-------ას“ სახელით, შპს ,------ას“ მაღაზიიდან შეიძინა 330 ცალი ქამარი. 2006 წლის 11 სექტემბერს, აღნიშნული საქონელი სხვა საქონელთან ერთად, შპს ,-------ამ“ სრულად მიაწოდა მყიდველს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, რაც დასტურდება N------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, რომლის ჩამონათვალშიც მითითებულია 330 ცალი ქამარი.

 

N------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით, 2006 წლის 29 ივლისს დ----- ბ-----–---–მა შპს ,-------ას“ სახელით, შპს ,------ასგან“ შეიძინა 5600 მეტრი თბილი სასარჩულე ქსოვილი, აღნიშნული საქონლის შემოტანის ფაქტი დასტურდება ი.მ გ--- ჩ------ის 2005 წლის საბაჟო დეკლარაციებით.

 

პალატას მიაჩნია, რომ 2009 წლის 19 თებერვალს, საპროცესო შეთანხმების დამტკიცება ბრალდების მხარესა და დ----- ბ-----–---–ს შორის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შემთხვევაში არ არის განაჩენის გადასინჯვის და მისი გაუქმების ხელშემშლელი გარემოება. დ----- ბ-----–---–ის განმარტებით, ის იძულებული იყო დათანხმებოდა საპროცესო შეთანხმებას და არ ეთანხმება არც რევიზიის 2007 წლის 11 სექტემბრის აქტს და არც მოწმეთა ჩვენებებს. მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა წარმოშვა ეჭვი იმ მტკიცებულებათა უტყუარობაში, რაც დ----- ბ-----–---–ის აღიარებასთან ერთად, საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს. მოწმე გ--- ჩ------მა დ----- ბ-----–---–ის ბრალდების საქმეში დაკითხვისას მიცემული განმარტებები ახსნა ზეწოლით და აღნიშნა, რომ ანგარიშფაქტურები არ იყო ყალბი. ამ მხრივ მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ჯგუფის წევრის - გ--- ჩ------ის (დ----- ბ-----–---–ის ბრალდების მიხედვით) მიმართ არ არის გამოტანილი განაჩენი აღნიშნული ბრალდებით. მოწმე თ----- კ--------ემ უარყო დ----- ბ-----–---–ის საქმეში მისი მოწმედ დაკითხვის ოქმში მითითებული გარემოების სისწორე და ოქმზე არსებული ხელმოწერა ახსნა ზეწოლით. გ--- ჩ------ის მაღაზიიდან ნედლეულის წამოღებას ასევე ადასტურებენ მოწმეები: მ----–-- ს-----ე, მ---------- ჯ---–-ა, კ----–-- ბ----------ი. ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტის ჩვენებით დგინდება, რომ საბაჟო დეკლარაციებთან შედარების შემდეგ ანგარიშფაქტურებში დაფიქსირებული საქონელი შინაარსობრივად იყო მსგავსი, დარჩენილი 3 ანგარიშფაქტურა კი, ექსპერტის განმარტებით, არ მიუთითებდა მასში არსებული მონაცემების უპირობო სიყალბეზე, ვინაიდან შესაძლოა მასში დაფიქსირებული საქონელი ყოფილიყო ადგილობრივი წარმოების ან ადგილობრივი შესყიდვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მართალია, არ დაკითხულან დ----- ბ-----–---–ის ბრალდების საქმეში საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედებების შემდგენი პირები, თუმცა, განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა წარმოშვა ეჭვი იმ მტკიცებულებათა უტყუარობაში, რაც საფუძვლად დაედო გამამტყუნებელ განაჩენს. როგორც აღინიშნა, წარმოდგენილი მტკიცებულებები თანხვედრაში არაა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან. საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

 

ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ (ამონარიდი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებიდან).

პალატა აღნიშნავს, რომ ახლად გამოვლენილი გარემოების გამო განაჩენის გადასინჯვის ფარგლებში წარმოდგენილმა მტკიცებულებებმა ეჭვი შექმნა იმ მტკიცებულებათა უტყუარობაში, რასაც დაეყრდნო გამამტყუნებელი განაჩენი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მოთხოვნა კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გაუქმებისა და გამამართლებელი განაჩენის გამოტანის თაობაზე, არის საფუძვლიანი, რის გამოც უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი და მის ნაცვლად დადგეს გამამართლებელი განაჩენი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე, 535-ე, 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (1998 წლის 20 თებერვლის რედაქცია),-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორ ე------ გ-----ის შუამდგომლობის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 19 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი დ----- ბ-----–---–ის მიმართ.

 

დ----- ბ-----–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (2007 წლის 3 აგვისტომდე მოქმედი რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

 

გამართლებულს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე ნათია ბარბაქაძე

 

მოსამართლეები: ვეფხია ლომიძე

 

ნინო სანდოძე