განაჩენი

სისხლის სამართლის 10.03.2020
საქმის ნომერი
060100119003174188
ინსტანცია
თარიღი
10.03.2020

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 060100119003174188

საქმე №1/ბ-71-2020წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

05 მარტი, 2020 წელი ქ.ქუთაისი

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

 

მოსამართლე - მარინა სირაძე

 

სხდომის მდივანი - გ--- კაპანაძე

 

პროკურორის - გ--- გ--–--ის

ადვოკატის- ი-–-- ჯ----–--ის მონაწილეობით

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

 

თ-------- გ--------ის ძე პ-----ის მიმართ - დაბადებული: 1---------წ. პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. სამტრედია, ბ------------- ქ. N5;

 

ე---- ე-–------ს ძე ც--–--ის მიმართ - დაბადებული: 2---------წ. პირადი ნომერი: 3----------, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: ქ. სამტრედია, ჭ-------ის ქ. N2/27;

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

თ-------- პ-----ეს და ე---- ც--–--ეს ბრალი დაედოთ მასში, რომ ჩაიდინეს პოლიციელზე თავდასხმა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 12 ივნისს, დილის საათებში, ქ. სამტრედია, ჭ-------ის ქუჩაზე, თ-------- პ-----ე და ე---- ც--–--ე, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, თავს დაესხნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის იმერეთი-გურიის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს სამტრედია-ვანის დაცვის პოლიციის ქვეგანყოფილების ოპერატიული რეაგირების ჯგუფის ინსპექტორს ვ------- კ-–-------–---–ს, რომელსაც მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, თ-------- პ-----ემ თავი ჩაარტყა სახის არეში, ხოლო ე---- ც--–--ემ ხელები და ფეხები დაარტყა სხეულის სხვადასხვა ადგილებში. აღნიშნულით ვ------- კ-–-------–---–მა მიიღო სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება:

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენით თ-------- პ-----ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. ე---- ც--–--ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

3. სააპელაციო საჩივრის მოტივები:

 

აპელანტი - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი გ--- გ--–--ე წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი, თ-------- პ-----ის და ე---- ც--–--ის მიმართ, ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და განესაზღვროთ კანონიერი და სამართლიანი სასჯელი, შემდეგ მოტივებზე მითითებით:

 

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები კანონიერი გზით აისახა სისხლის სამართლის საქმეში და აღნიშნული უტყუარად დადასტურდა დაზარალებულ ვ. კ-–-------–---–ის და გამომძიებელ გ. ნ-–--–-–---–ის ჩვენებებით. მიუხედავად ამისა, სასამართლომ განაჩენით დაადგინა, რომ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები კანონის არსებითი დარღვევით არის მოპოვებული და არ უნდა იქნას გაზიარებული. განაჩენი დამყარებულია მხოლოდ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებში არაარსებითი ხარვეზების ძიებაზე, ბრალდების მხარისათვის გაუგებარია, აღნიშნული ოქმები რატომ არის კანონის არსებითი დარღვევით შედგენილი, მითუმეტეს დაზარალებულმა ვ. კ-–-------–---–მა და გამომძიებელმა გ. ნ-–--–-–---–მა ჩვენებებში აღნიშნეს და დაზარალებულმა ამოცნობის დროს ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად ამოიცნო თ. პ-----ე და ე. ც--–--ე იმ კონკრეტული ნიშნებით, რასაც ის მიუთითებდა გამოკითხვაში, უფრო მეტიც, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაზარალებულმა პირდაპირ მიუთითა თ. პ-----ეზე და ე. ც--–--ეზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირებზე. რაც შეეხება სასამართლოს მსჯელობას დაზარალებულ ვ. კ-–-------–---–ის და გამომძიებელ გ. ნ-–--–-–---–ის ჩვენებებში არსებულ წინააღმდეგობას, თუ როდის ჩატარდა ფოტოსურათით ამოცნობა, ბრალდების მხარეს აღნიშნული არ მიაჩნია ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევად, რაც გავლენას მოახდენს პირის ბრალეულობის საკითხის გადასაწყვეტად. სასამართლომ ასევე არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დანაშაული ჩადენის შემდგომ თ. პ-----ე და ე. ც--–--ე მიიმალნენ და თავს არიდებდნენ გამოძიების ორგანოში გამოცხადებას. თუ ისინი უდანაშაულოები იყვნენ, რატომ არიდებდნენ თავს გამოძიების ორგანოში გამოცხადებას.

 

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში წარდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ თ-------- პ-----ის და ე---- ც--–--ის მიერ დანაშაულის ჩადენას, რის გამოც სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის გამამართლებელი განაჩენი უნდა გაუქმდეს და ისინი ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

გამართლებულებს პროკურორის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენიათ.

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

 

აპელანტს - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორს გ--- გ--–--ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა;

 

გამართლებულების - თ-------- პ-----ის და ე---- ც--–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატს ი-–-- ჯ----–--ეს, რომელიც არ დაეთანხმა პროკურორის სააპელაციო საჩივარს და გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება მოითხოვა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვების დასაბუთება:

 

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს, გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნებს, მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი თ-------- პ-----ის და ე---- ც--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქმეში წარმოდგენილ და სასამართლოში გამოკვლეულ შემდეგ მტკიცებულებებს:

 

მოწმის სახით დაკითხულ დაზარალებულ ვ------- კ-–-------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის პოლიციის თანამშრომელი, მუშაობს დაცვის პოლიციის სამტრედია-ვანის ქვეგანყოფილებაში. 2019 წლის 12 ივნისს დილით, დაახლოებით 09:15 საათზე, სამსახურის, პოლიციის ფორმაში ჩაცმული მიდიოდა სამსახურში. ჭ-------ის ქუჩაზე, ჩაუარა სამ პირს, რომელთაგან ერთ-ერთმა, ე---- ც--–--ემ დაუძახა ,,ძაღლი’’, შეაგინა პირადად და მთლიანად პოლიციის მისამართით. იგი მიბრუნდა უკან და ჰკითხა, თუ რატომ აგინებდა, რა დროსაც ე. ც--–--ემ მას დაარტყა. იმავდროულად მას დაარტყა თ. პ-----ემ. იქ იყო ხალხი, ქალებმა დაუწყეს ყვირილი რატომ ცემთ, რას ერჩითო და ამის შემდეგ სამივე გაიქცა. ა. ც--–--ეს და თ. პ-----ეს არ იცნობდა და არც უნახავს. ისინი ამოიცნო ფოტოსურათით ამოცნობისას, შემთხვევიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. მისივე განმარტებით, მომხდარის შესახებ მას რ----- ს----ისთვის არაფერი უთქვამს.

 

მოწმის სახით დაკითხულ სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა გ------- ნ-–--–-–---–ის ჩვენებით ირკვევა, რომ იყო მორიგე და გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე. მან ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, დანიშნა ექსპერტიზა. ჩაატარა ფოტოსურათით ამოცნობა, რა დროსაც ვ. კ-–-------–---–მა ამოიცნო ე. ც--–--ე და თ. პ-----ე. ფოტოსურათით ამოცნობა ჩაატარა შემთხვევის დღეს (12 ივნისი). მაღაზია ,,მ------ში'' კამერების ჩანაწერებისთვის მისული იყო მარტო.

 

მოწმის სახით დაკითხულ მ------ ც-------ის ჩვენებით ირკვევა, რომ მუშაობს მაღაზია ,,მ------ის’’ მენეჯერად, რომელიც მდებარეობს სამტრედიაში, ჭ-------ის ქუჩის N3-ში, მაღაზიას აქვს შიდა და გარე პერიმეტრის სათვალთვალო ვიდეოკამერები. ისინი მუშაობენ გამართულად, თუ ინტერნეტის პრობლემა არ იქნება. თარიღი არ ახსოვს, დილით როდესაც სამსახურში მივიდა, დახვდნენ პოლიციელები, რომლებსაც ჰქონდათ სასამართლოს განჩინება და დაათვალიერეს სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერები, თუმცა საჭირო ჩანაწერები ვერ იპოვეს. პოლიციელები ორჯერ იყვნენ მისულები. პირველად ნებართვა არ ჰქონდათ.

 

მოწმის სახით დაკითხულ რ----- ს----ის ჩვენებით ირკვევა, რომ სამტრედიაში, ჭ-------ის ქუჩაზე აქვს ღვინის მაღაზია. სამუშაოს იწყებს დილის ათი საათიდან. სამუშაოზე ყოფნისას სიგარეტის მოსაწევად გამოვიდა გარეთ. დაინახა იქვე პოლიციელები იყვნენ შეკრებილი, მათ შორის იყო ვ------- კ-–-------–---–ი, რომელიც არის მისი უბნელი და იცნობს. მეორე დილით, ვ. კ-–-------–---–თან ერთდ იმგზავრა მიკროავტობუსით და ჰკითხა, თუ რა ხდებოდა, რატომ იყვნენ პოლიციელები, მაღაზია ხომ არ გაუტეხავთ, რაზეც ვ. კ-–-------–---–მა უპასუხა, რომ მან იჩხუბა, ცემეს და ამის გამო იყვნენ იქ შეგროვილნი. რამოდენიმე დღის შემდეგ მასთან მივიდა გამომძიებელი გ. ნ-–--–-–---–ი და ჰკითხა, იცოდა თუ არა რამე მომხდარის შესახებ, რაზეც უარით უპასუხა. შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ მიაკითხა პოლიციამ, სასაუბრო გვაქვს და ბოლოს წაიყვანეს პოლიციაში, სადაც დაუსვეს სულ ორი კითხვა. ჩვენება არ წაუკითხავს ისე მოაწერა ხელი. მან არც კი იცოდა მოწმედ თუ კითხავდენ. თუმცა პოლიციასაც მხოლოდ ის უთხრა, რაც სასამართლოს.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 13 ივნისის N--------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ 1-------–-------------- სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ვ------- კ-–-------–---–ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში). დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯამრთელობის მოუშლელად. დაზიანება მარცხენა იდაყვის სახსრის ზინა ზედაპირზე არსებული ნაჭდევის სახით ხანდაზმულობით არ შეესაბამება დადგენილებაში მითითებულ თარიღს, ხოლო სხვა დანარჩენი დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა მ------ ნ-----–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო დასკვნის სისწორე.

 

2019 წლის 12 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. სამტრედიაში ჭ-------ის ქუჩა N3-ის მიმდებარე ტერიტორიაზე და იგი წარმოადგენს საკალათბურთო მოედნის მიმდებარედ არსებულ ტერიტორიას, რომელსაც აღმოსავლეთით მდებარეობს სუპერმარკეტი მ------ი, სუპერმარკეტს დასავლეთით და ჩრდილოეთით კედლები გააჩნია გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერები, სამხრეთით ესაზღვრება დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარი, დასავლეთით კალადბურთის მოედანი, ჩრდილოეთით ჭ-------ის ქუჩა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკთან მდგომი ლითონის კონსტრუქცია ორი ჯიხური, მოწმე ვ------- კ-–-------–---–ის განმარტებით აღნიშნულ ადგილზე მიაყენა მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მისთვის უცნობმა ახალგზარდა მამაკაცმა, რომლებიც მისი განმარტებით ინციდენტის შემდეგ წავიდნენ რესპუბლიკის ქუჩის მიმართულებით, შემთხვევის ადგილი დათვალიერებული და დასურათებული იქნა ექსპერტის მონაწილეობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას საქმისათვის მნიშვნელობის, მქონე რაიმე ნივთი ამოღებული ვერ იქნა.

 

2019 წლის 01 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ვ------- კ-–-------–---–მა ამოიცნო N2 ფოტოზე გამოსახული პიროვნება საშუალოდ შეჭრილი შავი თმებით, შავი ფერის თვალებით, მრგვალი პირის სახით, შავი ხშირი წარბებით და სახის საერთო მოყვანილობით. N2 ფოტოზე გამოსახული არის ე---- ც--–--ე.

 

2019 წლის 01 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ მოწმე ვ------- კ-–-------–---–მა ამოიცნო N3 ფოტოზე გამოსახული პიროვნება ქერა თმით, ცისფერი თვალებით, ღია ფერის წარბებით, მრგვალი პირისახით და სახის საერთო მოყვანილობით. N3 ფოტოზე გამოსახული არის თ-------- პ-----ე.

 

გამართლებულებმა - თ-------- პ-----ემ და ე---- ც--–--ემ საქმის არსებითი განხილვისას ისარგებლეს კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

სააპელაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოტივაციას და მოთხოვნას გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენის გაუქმების და თ. პ-----ის და ე. ც--–--ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დადგენის თაობაზე, რომ სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს და რომ გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, საქმეში წარმოდგენი-–-- სხვა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადასტურებს თ. პ-----ის და ე. ც--–--ის ბრალეულობას, რომ ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები კანონიერი გზით აისახა სისხლის სამართლის საქმეში და არ არსებობდა მათი უარყოფის საფუძველი, აღნიშნულს პალატა არ იზიარებს და სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტიცებულებები საკმარისი არ არის წარდგენილი ბრალდებით თ. პ-----ის და ე. ც--–--ის დამნაშავედ ცნობისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

მოცემულ შემთხვევაში, პალატა აღნიშნავს, რომ თ. პ-----ის და ე. ც--–--ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენი-–-- მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულება, დაზარალებულ ვ. კ-–-------–---–ის ჩვენება. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა კი არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო სტანდარტს. მართალია, საქმეზე დაკითხულია სხვა მოწმეებიც, მაგრამ აღნიშნული მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ირიბ ჩვენებებს, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად ვერ დაედება (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილება).

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ ვ------- კ-–-------–---–ის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, მართალია აღნიშნული დასკვნით დასტურდება, რომ დაზარალებულს სხეულზე აღენიშებოდა დაზიანებები, თუმცა დაუდგენელია ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებები ვ. კ-–-------–---–ს მიაყენა თუ არა თ. პ-----ემ და ე. ც--–--ემ.

 

პალატა ასევე არ ეთანხმება საჩივრის მოტივაციას იმის თაობაზე, რომ ფოტოსურათებით ამოცნობის დროს ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონის მოთხოვნების დარღვევას და ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლს, რომლის თანახმად, ფოტოსურათით ამოცნობისას ამომცნობს უნდა წარედგინოს არანაკლებ 3 სხვა ფოტოსურათი, რომლებზეც აღბეჭდილი ობიექტებიც მკვეთრად არ განსხვავდება ერთმანეთისგან და ამოსაცნობისგან. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთეთებს ისე ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისთვის ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე. საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათით ამოცნობის ოქმებით და თანდართული ფოტოილუსტრაციებით ირკვევა, რომ ფოტოსურათებზე როგორც თ. პ-----ის, ისე ე. ც--–--ის სურათის ქვედა მხარეს იკითხება წარწერა ,,სრს 2019’’, სხვა ფოტოებს კი ასეთი წარწერა არ აქვს. პალატას მიაჩნია, რომ დარღვეულია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნები. შესაბამისად, სააპელაციო პალატა ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს დებულებას აღნიშნული ამოცნობის ოქმების უარყოფის ნაწილში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის დებულებებს თ. პ-----ის და ე. ც--–--ის გამართლების თაობაზე და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაამართლა ისინი საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მათ მიმართ არ არსებობს ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა თ. პ-----ის და ე. ც--–--ის ბრალეულობას, რის გამოც გასაჩივრებული გამამართლებელი განაჩენი კანონიერი, დასაბუთებულია და უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 270-ე მუხლით, 298-ე მუხლით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ--- გ--–--ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 19 დეკემბრის განაჩენი თ-------- პ-----ის და ე---- ც--–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

თ-------- პ-----ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ე---- ც--–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

გამართლებულებს - თ-------- პ-----ეს და ე---- ც--–--ეს განემარტოთ, რომ უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება ვ------- კ-–-------–---–ისაგან ამოღებული მაისური და შარვალი, რაც ინახება შს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა სირაძე