განჩინება
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100117002119919
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№655აპ-18 ქ. თ---–--ი
ღ----–---–ი ვ----–, 655აპ-18 22 აპრილი, 2019 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
გიორგი შავლიაშვილი (თავმჯდომარე),ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენზე მსჯავრდებულ ვ----– ღ----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ხ-------ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენით ვ----– ღ----–---–ი, --------------–-------–--–---- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 8 წლით.
ვ----– ღ----–---–ს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 24 ივნისიდან.
2. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 თებერვლის განაჩენი თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელად.
3. თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ----– ღ----–---–მა ჩაიდინა გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, რაც გამოიხატა შემდეგში:
2017 წლის 24 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათზე, თ---–--ში, ვ-–----–----–ას მ------------–ის, N1- კორპუსის, N- სადარბაზოში, წინასაწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირების: მ------ ს------ის (დაბადებული -------–-–---------–---), მ------ ც---–---ის (დაბადებული - 2----–-–----------------), გ------- გ-------ისა (დაბადებული -------–-–----------------–-) და ნ---- გ-------ის (დაბადებული - 2----–-–------------------) თანდასწრებით, ვ----– ღ----–---–მა გაიხსნა შარვლის ელვაშესაკრავი და ოთხივე მათგანთან მოახდინა სასქესო ორგანოს დემონსტრირება, ხოლო მ------ ც---–---ესა და მ------ ს------ეს მასზე მოაკიდებინა ხელი.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ვ----– ღ----–---–ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ--–---- ხ-------ამ, რომელმაც ითხოვა თ---–--ის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 13 სექტემბრის განაჩენის გაუქმება და ვ----– ღ----–---–ის წარდგენილ ბრალდებაში გამართლება, შემდეგ მოტივებზე მითითებით: გამამტყუნებელი განაჩენი ვ----– ღ----–---–ის მიმართ გამოტანილია არასრულწლოვანი მოწმეების ჩვენებების საფუძველზე, სასამართლო ექსპერტზის დასკვნების თანახმად კი არასრულწლოვნებს: მ------ ც---–---ეს, მ------ ს------ეს, ნ---- გ-------სა და გ------- გ-------ს, მცირეწლოვნობისა და ასაკობრივი ინფანტილიზმის გამო, არ შეუძლიათ სწორად აღიქვან, დაიმახსოვრონ და აღიდგინონ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცენ (ჩამოაყალიბონ) სრულფასოვანი ჩვენებები; მ------ ს------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - პირის ამოცნობა და ამოცნობის შედეგებზე შედგენილი ოქმი მოპოვებულია საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით; გამოძიების დაწყების საფუძველს წარმოადგენდა ე----- ს------ის მიერ 2017 წლის 24 ივნისს შედგენილი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის შემცველი განცხადება, თუმცა იგი შეტყობინებების აღრიცხვის წიგნში რეგისტრირებულია ერთი თვის შემდეგ - 2017 წლის 24 ივლისს; ვ----– ღ----–---–ი დანაშაულის ჩადენის დროს არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, რასაც ადასტურებს ის გარემოება, რომ დანაშაულის ჩადენის დროს მან სხვა ადგილას მდებარე ბანკომატიდან შეასრულა ფულადი ტრანზაქცია; ვ----– ღ----–---–ის გარეგნობასა და ჩაცმულობასთან დაკავშირებით მოწმეებმა მისცეს ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რის გამოც ვ----– ღ----–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე რჩება ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა.
5. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
6. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი.
7. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, რომლის თანახმადაც, წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის - მოწმეების: მ------ ს------ის, ქ------- გ-------ის, მ------ ც---–---ის, მ------ მ-----–---–ის, ნ---- გ-------ის, გ------- გ-------ის, მ--- კ--–--------–---–ის, ე----- ს------ის, გ------–- ჭ--–--ის, ა-–---------- გ---–--ას, ა---- ტ-----–--ის, ნ--- დ--–---–---–ის, დავით მაღრაძის, ქ------- შ----------ისა და მ----- ბ------ის ჩვენებები, პირის ამოცნობის ოქმები, დაბადების მოწმობები, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტის N0--------, N0--------, N0--------, N0-------- დასკვნები, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 15 იანვარს გაცემული ექსპერტის N0--------, N0-------- დასკვნები და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 28 დეკემბერს გაცემული ექსპერტის N0--------, N0-------- დასკვნები ქმნიან საკმარის საფუძველს ვ----– ღ----–---–ის მსჯავრდებისათვის.
8. დაცვის მხარის განმარტებით მ------ ს------ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - პირის ამოცნობა და ამოცნობის შედეგებზე შედგენილი ოქმი მოპოვებულია საქართველოს სსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, ვინაიდან მ------ ს------ემ ორჯერ ამოიცნო ვ----– ღ----–---–ი: პირველად - 2017 წლის 24 ივნისს ქუჩაში, როდესაც ბებიას მიუთითა ვ----– ღ----–---–ზე - დანაშაულის ჩამდენ პირზე, ხოლო მეორედ - საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობის ჩატარებისას, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი ამომცნობის მიერ ამოსაცნობი ობიექტის განმეორებით ამოცნობა დაუშვებელია.
9. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტებს ამოცნობის ოქმის გაუზიარებლობასთან დაკავშირებით, ვინაიდან 2017 წლის 24 ივნისს მ------ ს------ის მიერ ვ----– ღ----–---–ზე, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირზე მითითება არ შეიძლება შეფასდეს საგამოძიებო მოქმედება - ამოცნობის ჩატარებად. ამასთან, საკასაციო პალატის მოსაზრებით, ამოცნობის ოქმი შედგენილია საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ვინაიდან 2017 წლის 25 ივნისს მ------ ს------ეს ვ----– ღ----–---–ი წარედგინა იმავე სქესის ორ პირთან ერთად. ამოცნობის დაწყებამდე ამომცნობმა პირმა - მ------ ს------ემ მიუთითა ამოსაცნობი პირის ინდივიდუალურ ნიშან-თვისებებსა (მამაკაცი გამხდარი და თავგადაპარსული იყო, მას ჰქონდა ოდნავ მოხრილი ცხვირი, ეცვა მუქი ფერის მაისური, რომელსაც წინ წარწერა ჰქონდა, ჯინსის შარვალი და ღია ფერის, ჭრელი ბოტასი) და იმ გარემოებაზე, რომელშიც მას ამოსაცნობ ობიექტთან ჰქონდა შეხება. მ------ ს------ემ ასევე განმარტა, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი (აღნაგობით, სახის მოყვანილობით, სიმაღლით, ჩაცმულობითა და საერთო იერით). ამოცნობის ოქმი ხელმოწერილია ამომცნობი პირის, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებისა (მათ შორის - ვ----– ღ----–---–ის) და ოქმის შემდგენი პირის მიერ, რომელთაც რაიმე შენიშვნა ან შესწორება არ აღუნიშნავთ.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ამომწურავად იმსჯელა ყველა იმ საკითხზე, რაზეც საკასაციო საჩივარში ამახვილებს ყურადღებას ადვოკატი (მათ შორის: დანაშაულის ჩადენის დროს ვ----– ღ----–---–ის შემთხვევის ადგილზე ყოფნასა და არასრულწლოვანი მოწმეების ჩვენებების შეფასებასთან დაკავშირებით) და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება, ხოლო რაიმე სხვა გარემოებებზე, რაც საკასაციო პალატის შეფასების საგანი გახდებოდა, დაცვის მხარე საჩივარში არ უთითებს.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არცერთი მოთხოვნა, საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მსჯავრდებულ ვ----– ღ----–---–ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ მ--–---- ხ-------ას საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გ. შავლიაშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე