განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 330100119002909482
საქმე №1ბ/1423-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
4 მარტი, 2020 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე: კახაბერ მაჭავარიანი
მოსამართლეები: ბესიკ ბუგიანიშვილი
მანუჩარ კაპანაძე
მარიამ ნანეიშვილის და ვახტანგ ლობჟანიძის მდივნობით,პროკურორების: ლ--------------------–-------------–---–--
ადვოკატის: ჯ---–------------------
მსჯავრდებულის: ლ-–--–--–----
მონაწილეობით,მსჯავრდებულ ლ-–--–--–---- ინტერესების დამცველი ადვოკატის ჯ---–------------------ სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ლ-–--–--–---- მიმართ - დაბადებული 2----–-–------------------- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---------------–------------–------------------------------- დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენით, ლ-–--–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ლ-–--–--–--- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
ლ-–--–--–--- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 5 ივლისიდან, მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 6 თებერვლიდან - 2019 წლის 6 მაისის ჩათვლით და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2019 წლის 26 მარტიდან - 2019 წლის 4 ივლისის ჩათვლით.
ლ-–--–--–--- მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის განაჩენით, ლ-–--–--–--- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა, დანით შეიარაღებულმა ლ-–--–--–---- 2019 წლის 5 თებერვალს, დაახლოებით 22:30 საათზე, ქ. თ---–---------------–--------–------------------- კორპუსის მიმდებარედ არსებულ შპს „-----------ის მაღაზიის მოლარე ბ--–---------------------------–-----------------–-–---–--- განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა, რომელთაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცა შპს „-----------ის კუთვნილი ფულადი თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ლ-–--–--–---- ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ჯ---–------------------- რომელმაც ითხოვა მსჯავრდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
აპელანტის მტკიცებით, დაზარალებულების ბ--–---------------------------–-–---–-- მიერ თავდამსხმელის ამოცნობის ოქმები, რასაც ეფუძნება გამამტყუნებელი განაჩენი, არ იძლევა ლ-–--–--–---- დამნაშავედ ცნობის შესაძლებლობას. თავდამსხმელი პირის იდენტიფიკაცია კანონის მოთხოვნის შესაბამისად არ განხორციელებულა. ვიდრე პროკურორმა არ გამოაქვეყნა ბ--–------------ გამოკითხვის ოქმი, ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო, მის მიერ ისედაც განზოგადოებული სახით დასახელებული, „თავდამსხმელის“ გარეგნული ნიშნების აღწერა. ადვოკატის შეკითხვაზე კი, თუ რა ინდივიდუალური ნიშნით ამოიცნო ლ-–--–--–---, ბ--–------------ განმარტა, რომ მას თვალები ქონდა ოდნავ ელამი. აღნიშნული გარემოების უარსაყოფად, დაცვის მხარემ წარმოადგინა სამედიცინო დოკუმენტაცია, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულ ლ-–--–--–--- სიელმე არ უფიქსირდება. რაც შეეხება ლ-–--–--–---- აშკარა მაიდენტიფიცირებელ ნიშნას - ხელზე არსებულ ტატუს, არცერთ დაზარალებულს არ მიუთითებია ამის შესახებ. დაზარალებულ ჩ--------- მიერ დასახელებული, თავდამსხმელის პიროვნების არცერთი ნიშანი არ ემთხვევა რეალურ სურათს. რაც შეეხება დაზარალებულ ი---------–-–---–-- მისი განმარტება, იმის თაობაზე, რომ თავდამსხმელის ამოცნობა მოხდა შემთხვევის მეორე დღეს, არასწორია, რამეთუ ფ/სურათებით ამოცნობის ოქმი დათარიღებულია 2019 წლის 22 მარტით, მაშინ როდესაც ყაჩაღური თავდასხმა მოხდა 5 თებერვალს. ინტერესს არაა მოკლებული ი---------–-–---–-- განმარტება იმის შესახებაც, რომ ფ/სურათებით ამოცნობისას, „თავდამსხმელი“ მან ამოიცნო შუბლით, თმის ფერით, ლოყებით, წინ წამოწეული ყურით, მაგრამ ამ განმარტებაში არაფერია ნათქვამი თავდამსხმელის თვალებზე, რაც ბ--–------------ მტკიცებით, არის თავდამსხმელის მაიდენტიფიცირებელი გარეგნული ნიშანი. ასევე, იმ პირობებში როდესაც ი---------–-–---–-- მტკიცებით, შემთხვევის მომენტში, მას დაეწყო ხელების კანკალი და დაბლა დავარდა, გაურკვეველია როგორ დაამახსოვრდა თავდამსხმელის გარეგნობა, თანაც იმ თანმიმდევრობითა და შინაარსით, როგორც ბ--–------------ გამოკითხვის ოქმშია დაფიქსირებულია. რაც შეეხება თავდამსხმელი პირის ამოცნობას მისი ჩაცმულობის მიხედვით, საყურადღებოა, რომ დაზარალებულად ცნობილ პირთა მიერ, თავდამსხმელის ამ ნიშნით დახასიათება არ ემთხვევა ლ-–--–--–----აგან ამოღებული ტანსაცმლის აღწერილობას. ასევე, შეუძლებელია იმის გადამოწმება, თუ რამდენად საიმედოდ იქნა გამოყენებული ყველა ის მეთოდი და ტექნიკურ საშუალებათა სისტემა, რასაც უნდა უზრუნველეყო შემთხვევის ადგილიდან სუნის აღმოჩენა, ამოღება და შენახვა. ეს ფაქტი მნიშვნელოვანია თუნდაც იმიტომ, რომ საქმეზე ჩატარებული არცერთი სხვა ექსპერტიზა არ იძლევა დასკვნას, ლ-–--–--–---- მიერ ყაჩაღური თავდასხმის ჩადენის შესახებ. აღნიშნული გარემოების დაუდგენლობა კი ეჭვის ქვეშ აყენებს ოდორიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს. არავითარი მტკიცებულებით არაა დადასტურებული არც ის ფაქტი, რომ ზ----------------------- ლ-–--–--–---- მიერ გადაცემული ფულადი თანხა, ბ--–------------აგან გამორთმეული ფულის ნაწილია. აღნიშნულის და სხვა არაერთი საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოების დაუდგენლობა კი მოწმობს, რომ საქმეზე გამოძიება წარიმართა ცალმხრივად, ტენდენციურად და არაობიექტურად.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი და გამოკვლეული მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ბ--–------------ განაცხადა, რომ მუშაობს ქ-------–--–-------------–------------–------------------- კორპუსთან მდებარე შპს „-----------ის მაღაზიაში კონსულტანტის პოზიციაზე. 2019 წლის 05 თებერვალს, დაახლოებით 22:30 საათზე ხსენებულ მარკეტში იმყოფებოდა თანამშრომელთან ი---------–-–---–---- ერთად. იგი იდგა სალაროსთან, რა დროსაც მაღაზიაში შევიდა ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც იყო მაღალი, ქერა, ეკეთა სამედიცინო პირბადე და ეცვა კაპიშონიანი ქურთუკი. ბ--–----------- მიბრუნდა კომპიუტერის მხარეს, რა დროსაც გაიგონა ყვირილი - „ჩქარა ფული“. მან დაინახა, რომ თავდამსხმელს მარჯვენა ხელში მომარჯვებული ჰქონდა დანა, შეეშინდა და კომპიუტერის უკანა მხარეს დაცვის სამსახურის ღილაკს დააჭირა თითი, რომელიც როგორც მერე აღმოჩნდა, არ მუშაობდა. როგორც ახსოვს თავდამსხმელმა მაგიდას ხელიც დაარტყა, რა დროსაც უთხრა გაჩერდი და მოგცემო და შეშინებულმა გადასცა 500 ლარის ოდენობით თანხა, რომელიც დათვლილი და შეკრული ჰქონდა. ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით 5-7 წუთი. ამ დროს კონსულტანტი ი---------–-–---–- უკან იდგა, რომელიც ცუდად გახდა. მას შემდეგ, რაც ლ-–--–--–---- აიღო თანხა და დატოვა შემთხვევის ადგილი, ბ--–----------- დაუკავშირდა მაღაზიის უფროსს გ--------------–---–- და განუცხადა მომხდარი ფაქტის თაობაზე. დაზარალებულის განმარტებით, თავდამსხმელისგან წაღებული ფულადი თანხა შედგებოდა ქაღალდის კუპიურებისგან, ერთი ცალი 100 ლარიანი კუპიურა იყო, დანარჩენი - 5, 10 და 20 ლარიანი კუპიურები, რომელთა შორის ჭარბობდა ხუთლარიანები. როდესაც დამნაშავემ დატოვა შემთხვევის ადგილი, ჩანთა დარჩა მაღაზიის ტერიტორიაზე. ბ--–------------ დაადასტურა, რომ მას გამოკითხვის დროს უკეთესად ახსოვდა მომხდარის დეტალები და სრულყოფილად ასახა გამოკითხვის ოქმში, რაც წაიკითხა და ხელი მოაწერა. ასევე, მონაწილეობა მიიღო პირის ამოცნობაში, რა დროსაც დაუბრკოლებლად ამოიცნო თავდამსხმელი ლ-–--–--–---.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი---------–-–---–-- განაცხადა, რომ მუშაობს შპს „-----------ის მაღაზიაში კონსულტანტად. შემთხვევის დროს წმენდდა იატაკს, რა დროსაც გაიგონა მოლარეს ყვირილის ხმა. გავიდა სალაროსკენ და დაინახა, რომ თავდამსხმელი მაღაზიის მოლარეს სთხოვდა ფულის გადაცემას და ხელს მაგიდაზე ურტყამდა, ასევე, მოლარის მიმართ დანით ახორციელებდა მუქარას. იგი იყო მაღალი - 180-185 სმ, ქერა თმით, ოთხკუთხედი შუბლით, ეცვა შავი ქურთუკი ელვაშესაკრავით, ღიაფერის შარვალი და ეკეთა სამედიცინო პირბადე. მოლარე ჯერ დაცვის ღილაკს აჭერდა ხელს და ცდილობდა დროის გაყვანას, თუმცა როდესაც თავდამსხმელმა ხმამაღლა დაუყვირა, ბ--–------------ მას გადასცა ფულადი თანხა, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა დატოვა მაღაზიის ტერიტორია. ყოველივე აღნიშნულის დანახვაზე დაზარალებული გახდა ცუდად. ი---------–-–---–-- დაადასტურა, რომ მონაწილეობა მიიღო ფოტოსურათით ამოცნობაში, რა დროსაც შუბლით, ლოყებით, თმის ფერით, წამოწეული ყურებით ამოიცნო თავდამსხმელი ლ-–--–--–---. იგი დიდი ხნის განმავლობაში უყურებდა თავდამსხმელს, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად იყო და ხელები უკანკანლებდა, კარგად აკვირდებოდა მას. ვინაიდან ბ--–-- დაინახა, რომ იცი ცუდად იყო, ამის გამო მისცა თანხა, ხოლო თავდამსხმელის წასვლის შემდეგ იგი ძირს დაეცა.
პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს და შეაფასებს დაზარალებულების ბ--–---------------------------–-–---–-- ჩვენებებს, რომლებმაც საკმაოდ დამაჯერებლად და თანმიმდევრულად გადმოსცეს 2019 წლის 5 თებერვალს შპს „-----------ის მაღაზიაში ლ-–--–--–---- მიერ მათ მიმართ განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის დეტალები. დაზარალებულების ჩვენებები მარკეტში შესული თავდამსხმელის გარეგნობის, ტანსაცმლის, საუბრის, ფულადი თანხის მოთხოვნის და თავდასხმის მომენტში მათივე ქმედებების აღწერასთან დაკავშირებით არის ურთიერთშესაბამისი. ასევე, ორივე მათგანმა იდენტურად მოახსენა სასამართლოს, რომ თავდამსხმელს ჰქონდა დანა, რომლიც დემონსტრირებასაც ახდენდა ბ--–------------ წინაშე და მისი გამოყენების მუქარით აიძულებდა ამ უკანასკნელს გადაეცა ფულადი თანხა. ბ--–---------------------------–-–---–-- მიერ მოწოდებული ინფორმაცია ყაჩაღურ თავდასხმაში ლ-–--–--–---- მონაწილეობის შესახებ, გამყარებულია ამ უკანასკნელის ამოცნობისა და მისგან ტანსაცმლის ამოღების ოქმებით.
პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამოცნობა ჩატარდა 2019 წლის 6 თებერვალს 03:00 – 03:30 საათზე. ბ--–------------ ამოიცნო მის წინაშე წარდგენილი სამი პიროვნებიდან ლ-–--–--–---, რომელიც 2019 წლის 05 თებერვალს ღამით, მაღაზია „-----------ში შეიჭრა დანით შეირაღებული, დააყაჩაღა და დანის მუქარით გასტაცა ნავაჭრი თანხა ბ--–------------, რის შემდეგაც მიიმალა. ბ--–------------ ლ-–--–--–--- ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: აღნაგობით, სიმაღლით, თმების ფერით, სიგრძით, შუბლის მოყვანილობით, თვალების ფერით და ჭრილის ფორმით, ყურების ფორმით, კანის ფერით და მთლიანობაში ამოიცნო იგი.
ფოტოსურათით ამოცნობის ოქმის თანახმად, ი---------–-–---–-- წარდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო N2 ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება (ლ-–--–--–---), რომელმაც 2019 წლის 05 თებერვალს დააყაჩაღა შპს „-----------ის მაღაზია. მან ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება ამოიცნო ასაკით, თმის ფერით, თვალებით, წარბების ფორმით, ყურების მოყვანილობით, შუბლით.
ამოღების ოქმის თანახმად, ლ-–--–--–----გან ამოღებული იქნა ტანისამოსი და ფეხსაცმელი, რომელიც მას ეცვა 2019 წლის 05 თებერვალს. კერძოდ, ამოღებული იქნა: თეთრი ფერის ტყავის სპორტული ფეხსაცმელი ერთი წყვილი, მოთეთრო ფერის თასმებით; „------ს ფირმის ნაცრისფერი სპორტული შარვალი; შავი ფერის ე.წ. „მანტო“ „---------------- ფირმის, ელვა შესაკრავით და კაპიშონით. მარცხენა მხარეს მკერდის არეში აქვს თეთრი ფერის ციფრებით „1952“.
დაზარალებულმა ბ--–------------ სასამართლოს მოახსენა, რომ თავდამსხმელი იყო მაღალი და ქერა, ასევე დაადასტურა, რომ სხვა მახასიათებლებს დღეის მდგომარეობით ვერ იხსენებს, თუმცა მას გამოკითხვის და ამოცნობის დროს უკეთესად ახსოვდა ყველა დეტალი, რაც ასახა შესაბამის ოქმებში და მისთვის წარგდენილი სამი პიროვნებიდან ლ-–--–--–---- ამოცნობა არ გასჭირვებია. დაზარალებულის განმარტებით, მას თავდამსხმელის თვალები არათუ ახლა, არამედ მთელი ცხოვრება არ დაავიწყდება.
რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ სადავოდ მიჩნეულ გარემოებას, რომ ლ-–--–--–--- არ აღენიშნება „სიელმე“, რა ნიშნითაც იგი ამოიცნო ბ--–------------, ადვოკატი უთითებს ფორმა IV - 100 ა-სა და N8 დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მთავარი ექიმის წერილზე, რომლის თანახმად, ლ-–--–--–--- არის პრაქტიკულად ჯანმრთელი. ოფთალმოლოგის მიერ დაუდგინდა დიაგნოზი: ორივე თვალის მიოპია, რის გამოც გამოწერილ იქნა სათვალე.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი მსჯელობა იქონია პირველი ინსტანციის სასამართლომ, რასაც სააპელაციო პალატა სრულად ეთანხმება და განმარტავს, რომ ვინაიდან ლ-–--–--–----- გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციით მას „სიელმე“ არ დაუდგინდა, ეს ფაქტი არ ქმნის ბ--–------------ ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველს. ლ-–--–--–--- თვალზე ნამდვილად აღენიშნება გარკვეული სახიათის პრობლემა, რაც ვიზუალურად არის აღქმადი და შესაბამისად შესამჩნევი იქნებოდა თავდასხმის მომენტში მის წინ მდგომი დაზარალებულისთვის.
დაზარალებულმა ი---------–-–---–--, თავის მხრივ სასამართლოს დეტალურად მოახსენა თავდამსხმელის მაიდენტიფიცირებელი გარეგნული მონაცემები და ამასთან განმარტა, რომ ცუდად გახდომას ხელი არ შეუშლია მისთვის დაემახსოვრებინა თავდამსხმელის ვიზუალური მახასიათებლები, პირიქით, იგი დიდი ხნის განმავლობაში უყურებდა თავდამსხმელს და კარგად აკვირდებოდა, ხოლო გასვლის მომენტში კიდევ უფრო უკეთესად შეძლო მისი დანახვა. რაც შეეხება წაქცევის ფაქტს, იგი ძირს დაეცა მას შემდეგ რაც ლ-–--–--–---- მაღაზია დატოვა.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის აპელირებას ამოცნობის ოქმების საქართველოს სსსკ-ის 131-ე მუხლის დარღვევით ჩატარებასთან დაკავშირებით, ვინაიდან პირის ამოცნობის და ფოტოსურათით ამოცნობის ოქმები შედგენილია სრულყოფილად, საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და ხელმოწერილია მასში მონაწილე პირების მიერ, თითოეულ შემთხვევაში მითითებულია ის გარეგნული მახასიათებლები, რისი საშუალებითაც ამომცნობმა პირებმა შეძლეს ლ-–--–--–---- ამოცნობა. ხოლო ამოცნობის ჩატარებამდე მოხდა ბ--–------------ და ი---------–-–---–- გამოკითხვა და მათი გამოკითხვის ოქმები დეტალურად ასახავს როგორც ამოსაცნობის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე ინფორმაციას, ასევე იმ გარემოებებს, რომელშიც ამომცნობებს ამოსაცნობ პირთან ჰქონდათ შეხება. ბ--–------------ და ი---------–-–---–-- დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე, რომ პირი რომელმაც 2019 წლის 5 თებერვალს განახორციელა ყაჩაღური თავდასხმა შპს „-----------ის კუთვნილ მაღაზიაში, იყო მათ მიერ ამოცნობილი ლ-–--–--–--- და ისინი ამოცნობაში არ ცდებიან.
სააპელაციო პალატისათვის ასევე გაურკვეველია დაცვის მხარის აპელირება, რომ დაზარალებულების ჩვენებები ლ-–--–--–---- ტანსაცმელთან დაკავშირებით სრულად ეწინააღმდეგება, ამ უკანასკნელისაგან ტანსაცმლის ამოღების ოქმს. ორივე დაზარალებულმა როგორც გამოძიების ეტაპზე, ასევე სასამართლო სხდომაზე ერთმანეთის იდენტურად განაცხადა, რომ თავდამსხმელს ეცვა შავი ფერის ქურთუკი ელვაშესაკრავითა და კაპიშონით, რაც ამოღებული იქნა ლ-–--–--–----აგან შემთხვევის შემდეგ, როგორც ტანისამოსი, რომელიც მას ეცვა 2019 წლის 5 თებერვალს.
კიდევ ერთი უტყუარ მტკიცებულებას, რაც ლ-–--–--–---- მიერ 2019 წლის 5 თებერვალს შპს „-----------ის კუთვნილ მაღაზიაში ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს ადასტურებს, წარმოადგენს ოდოროლოგიური ექსპერტიის დასკვნა. კერძოდ,შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერება ჩატარდა 2019 წლის 5 თებერვალს, 23:25:05-01:10:06 საათზე; შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თ---–---------------–--------–--------------------------–---------------------–--- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს მაღაზიის შესასვლელში სალარო მაგიდის წინ მეტლახის იატაკიდან ამოღებული იქნა სუნის კვლები ერთ ქილად, ექსპერტების მიერ ამოღებულ იქნა ერთი ცალი ნაჭრის ჩანთა, 3 ცალი ანაწმენდი და ხელის კვლები 8 ცალ დაქტილოფირზე.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად კი, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, ქ-------–--–-------------–---------–----------------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მარკეტ „მ------–-- განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით, შ/ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ლ-–--–--–----გან აღებული სუნის კვალის ნიმუშის. დასკვნის სისწორე პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------------------
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურეს მასში მონაწილე გამომძიებელმა ი-----–------------------------------------–---------------------- და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე არ არსებობს შემთხვევის ადგილიდან აღებული სუნის კვლის ავთენტურობაში ეჭვის შეტანის საფუძველი. ასევე, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ შესადარებელი მასალები წარდგენილია დალუქული სახით და ლუქის მთლიანობა დარღვეული არ ყოფილა. ექსპერტმა მ------------------ ცალსახად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და კატეგორიული ხასიათი. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ ზოგადად ბრალდებულის სუნის კვლის ამოღება ისეთი ობიექტებიდან, სადაც ხდება არაერთი მომხმარებლის მომსახურება, მათ შორის მარკეტიდან, დაუშვებელია უპირობოდ გახდეს მისი მსჯავრდების საფუძველი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, პალატა აანალიზებს რა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგებს ბ--–---------------------------–-–---–-- ჩვენებებთან, ასევე მათ მიერ ლ-–--–--–---- ამოცნობის ოქმებთან და ამ უკანასკნელისაგან ტანსაცმლის ამოღების ოქმთან ერთობლიობაში, მიიჩნევს, რომ იგი კიდევ უფრო განამტკიცებს დაზარალებულების პოზიციას ლ-–--–--–---- მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შესახებ.
პალატა ვერ გაიზიარებს ადვოკატის აპელირებას ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის შედეგების სადავოდ მიჩნევასთან დაკავშირებით იმ საფუძლით, რომ დაქტილოსკოპიური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით არ იქნა დადასტურებული შემთხვევის ადგილზე ლ-–--–--–---- ყოფნის ფაქტი. უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ბიოლოგიური მასალის, ასევე ხელის კვალის გადასვლა საგნებსა და ნივთებზე დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებზე, მათ შორის თავად საგნისა თუ ნივთის თვისობრიობაზე. ამდენად, ერთმანეთს არ გამორიცხავს და ლ-–--–--–---- ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოებები, რომ შემთხვევის ადგილზე, მეტლახის იატაკიდან ამოღებული სუნის კვალი აღმოჩნდა ლ-–--–--–---- სუნის კვლის იდენტური, ხოლო ამ უკანასკნელის შემხებლობა შემთხვევის ადგილთან არ დადასტურდა ბიოლოგიურ მასალასა და ხელის კვლებზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნებით.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე ზ----------------- განაცხადა, რომ არის ლ-–--–--–---- უბნელი და მეგობარი. მისთვის ცნობილია, რომ ლ-–--–--–--- თამაშობდა აზარტულ თამაშებს და ხშირად იგებდა თანხას. 2019 წლის 5 თებერვალს დილით ქუჩაში ნახა ლ-–--–--–--- და შეთანხმდნენ, რომ საღამოს წასულიყვნენ დასალევად. მოწმე საღამოს 10 საათის შემდეგ ჩავიდა პარკში, სადაც შეხვდა ლ-–--–--–--- და აპირებდნენ დასალევად წასვლას. გზაში ლ-–--–--–---- მისცა თანხა - 240 ლარი. ზ------------------ განმარტებით, მათ შორის არის ახლო ურთიერთობა და თუ თანხა აქვთ არის საერთო. ამის შემდეგ ისინი ჩასხდნენ ტაქსში, რა დროსაც მალევე მივიდა პოლიცია და ორივე გადაიყვანეს განყოფილებაში. მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა ლ-–--–--–---- მიერ გადაცემული 240 ლარი. მოწმემ დაადასტურა, რომ შეხვედრის საღამოს ლ-–--–--–--- ეცვა შავი ფერის მანტო კაპიშონით და ელვაშესაკრავით.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ზ----------------- პირადი ჩხრეკა ჩატარდა 2019 წლის 6 თებერვალს 01:30-01:50 სთ-ზე, ს-----------–-------------------–---- ადმინისტრაციულ შენობაში. ზ----------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა 240 (ორას ორმოცი) ლარის ოდენობის ფულადი თანხა, კერძოდ: 1 ცალი - 100 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი - 20 ლარიანი კუპიურა, 1 ცალი - 10 ლარიანი კუპიურა და 22 ცალი - 5 ლარიანი კუპიურა; მომწვანო ფერის სანთებელა და „აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონი.
ზ----------------- პირადი ჩხრეკის ოქმი არის კიდევ ერთი მტკციებულება, რომელიც სრულ შესაბამისოაბშია და ამყარებს დაზარალებულ ბ--–------------ ჩვენებას, როდესაც ეს უკანასკნელი აცხადებს, რომ თავდამსხმელის მიერ წაღებული 500 ლარი შედგებოდა ერთი ცალი 100 ლარიანი და დანარჩენი 5, 10 და 20 ლარიანი კუპიურებისგან.
რაც შეეხება დაცვის მხარის აპელირებას გამოძიების არასრულყოფილად წარმართვასთან, ფულადი თანხის დარჩენილი ნაწილის და თავდამსხმელის თანნაქონი დანის წარმოუდგენლობასთან, ასევე ბრალდების მხარის მიერ საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასა და ექსპერტიზების დანიშვნის მიზანშეუწონლად მიჩნევასთან დაკავშირებით, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა ლ-–--–--–---- ბრალდების დასადასტურებლად, ხოლო დამატებითი მტკიცებულებების წარმოუდგენლობა, არ ადასტურებს მის უდანაშაულობას. ამასთან, პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. შესაბამისად, დაცვის მხარე ისევე იყო უფლებამოსილი, მოეპოვებინა აღნიშნული მტკიცებულებები, როგორც ბრალდების მხარე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა.
პალატა საქართველოს სსკ-ის 247-ე მუხლის დანაწესიდან გამოდინარე, სასამართლო არ ითვალისწინებს ლ-–--–--–---- მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციას და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, თუმცა დამაჯერებლობას მოკლებულია მისი განმარტება, რომ გამოძიების მიმდინარეობისას არ ჰქონდა ინფორმაცია, თუ რა დოკუმენტებს აწერდა ხელს და რაში ედებოდა ბრალი იმ მომენტისათვის. როგორც წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, ლ-–--–--–--- ხელს აწერს მისი გამოკითხვის, მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის, მისი ამოცნობის და დაკავების ოქმებს, სადაც თითოეულ შემთხვევაში აღნიშნულია იმ დანაშაულებრივი ქმედების დეტალები, რისთვისაც მას ბრალი წარდეგინა, ლ-–--–--–--- კი არც ერთ ოქმზე შენიშვნა არ დაუფიქსირებია, ისე დაადასტურა მათი შინაარსის სისწორე ხელმოწერით.
ამდენად, საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული დაზარალებულების და მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები ქმნიან იმ აშკარა და ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ ლ-–--–--–---- ჩაიდინა ყაჩაღობა - საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე პალატა მიიჩნევს, რომ მსჯავრდებულ ლ-–--–--–---- ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი, როგორც კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი, უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 ივლისის განაჩენი დარჩეს უცვლელად.
3. ლ-–--–--–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით და საბოლოოდ, ლ-–--–--–--- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 8(რვა)წლით თავისუფლების აღკვეთა.
4. ლ-–---–--–--- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 5 ივლისიდან, მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2019 წლის 6 თებერვლიდან - 2019 წლის 6 მაისის ჩათვლით და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 26 მარტის განაჩენით მოხდილი სასჯელი - 2019 წლის 26 მარტიდან - 2019 წლის 4 ივლისის ჩათვლით.
5. ნივთიერი მტკიცებულებები:
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები, რომელიც დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები და სუნის კვალის ნიმუში, ასევე ლ-–--–--–----აგან აღებული სუნის კვალის ნიმუში და ნერწყვის ნიმუში, რომელიც გადაგზავნილია საექსპერტო დაწესებულებაში შესაბამისი ექსერტიზის ჩატარების მიზნით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ჩანთა, ლ-–--–--–----გან ამოღებული ტანისამოსი და ფეხსაცმელი, ასევე, ზ----------------- პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 240 (ორას ორმოცი) ლარის ოდენობით, მობილური ტელეფონი და მომწვანო ფერის სანთებელა დალუქულ მდგომარეობაში, რომლებიც ინახება შსს ი----------------------------–--------–-–-------------------–---–-- საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეებს.
- ლ-–--–--–----გან აღებული ხელის კვლების ნიმუში, რომელიც შეყვანილია და ინახება ერთიან დაქტილოსკოპიურ ბაზაში, შენახულ იქნეს სათანადო ბაზაში.
6. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე: კ. მაჭავარიანი
მოსამართლეები: ბ. ბუგიანიშვილი
მ.კაპანაძე