განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119003014704
საქმე №1ბ/1873-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 იანვარი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი - ნანა გიგიტაშვილი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- კ------–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - დ----- გ------ა, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №1----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული ქ--------------–------------------------------–---------------------–-----------------–--–-------------------–-;
ადვოკატი - ზ---– დ-----აია;
კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი; 2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილი;
დისპოზიცია: 1) ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა; 2) ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა;
სასჯელი: დანაშაულთა ერთობლიობით 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
დ----- გ------ამ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა ორ ცალ ერთჯერადი მოხმარების შპრიცში და მინის ფლაკონში მოთავსებულ 0.0366 გრამ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩრეკისას 2019 წლის 10 აპრილს ქ. თ---–--–-------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
დ----- გ------ამ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი - ქარხნული წესით დამზადებული, 1934 წლის ნიმუშის, 7,65 მმ კალიბრის, „B----------------“ მოდელის N6----- პისტოლეტი მჭიდით და საბრძოლო მასალა - 8 (რვა) ცალი ქარხნული წესით დამზადებული 7,65 მმ კალიბრის (32 ACP) 1897 წლის "ბრაუნინგის" ნიმუშის ვაზნა, რომლებიც განკუთვნილია „ბრაუნინგის“ სისტემის 1900 წლის ნიმუშის პისტოლეტებისათვის, ასევე შემდეგი პისტოლეტებისათვის: "7------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------” და სხვ., რომლებსაც 2019 წლის 10 აპრილამდე მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა თავის საცხოვრებელ ბინაში - ქ. თბილისში, ბ---------------ში.
2. სასამართლომ დაადგინა:
დ----- გ------ამ უკანონოდ შეიძინა და ასევე უკანონოდ ინახავდა ორ ცალ ერთჯერადი მოხმარების შპრიცში და მინის ფლაკონში მოთავსებულ 0.0366 გრამ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველ ნივთიერებას, რაც ამოღებული იქნა მისი პირადი ჩრეკისას 2019 წლის 10 აპრილს ქ. თ---–--–-------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად ვერ დადგინდა, რომ დ----- გ------ამ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ცეცხლსასროლი იარაღსა და საბრძოლო მასალას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენით:
დ----- გ------ა ცნობილი იქნა დამნაშავედ და მიესაჯა:
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით დ----- გ------ას საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ: მსჯავრდებულ დ----- გ------ას ადვოკატმა ზ---– დ-----აიამ და ითხოვა მისი გაუქმება.
4. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, იგი უნდა გაუქმდეს და მის ნაცვლად დადგინდეს გამამართლებელი განაჩენი, ვინაიდან დ----- გ------ასთვის წარდგენილი არც ერთი ბრალდება არ დადასტურებულა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტით. კერძოდ, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ:
ა) ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებასთან დაკავშირებით ქიმიური კვლევა ჩატარდა არასრულყოფილად და ექსპერტიზის N1---------------- დასკვნა არასარწმუნო, ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია, რაც დადასტურებულია დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვექტორის“ ექსპერტის N0---- დასკვნით. ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი სხვა მტკიცებულებები ვერ დაედება საფუძვლად გამატყუნებელ განაჩენს, ვინაიდან უტყუარად არ იქნა დადასტურებული, თუ რა ნივთიერება და რა ოდენობით იქნა ამოღებული დ----- გ------ას პირადი ჩხრეკისას;
ბ) ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვასთან დაკავშირებული ბრალდება ეფუძნება ჩხრეკის ჩამტარებელი მოწმეების ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს და საეჭვო ხასიათის ჩხრეკის ოქმს, რაც ეწინააღმდეგება ჩხრეკაში მონაწილე ი---------ას, ნ----------ას (უდავო მტკიცებულებები) და ა-----------ის ჩვენებებს. ამასთან, მტკიცებულებათა საეჭვო ხასიათის მიუხედავადაც, ჩხრეკის ოქმი და მოწმეთა ჩვენებები არ უნდა გამხდარიყო დ----- გ------ას მსჯავრდების საფუძველი, ვინაიდან დ----- გ------ას სახლში ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის თუნდაც კანონიერი გზით ამოღება ცალსახად ვერ ადასტურებს, რომ ისინი ეკუთვნოდა სწორედ დ----- გ------ას.
ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი, ვინაიდან არის კანონიერი და დასაბუთებული.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 24 ივლისის no 37801/97 გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 19 აპრილის no 16034/90 გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1997 წლის 29 მაისის no 21522/93 გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, §43). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ იზიარებს ან არ იზიარებს მათ.
5. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს მტკიცებულებების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს, რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდება
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა დ----- გ------ას მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდების მხარის მოწმის გ----------------ის (გამომძიებელი) ჩვენებით 2019 წლის 10 აპრილს მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ დ----- გ------ა „ოპელის“ მარკის ავტომანქანით მ-----ა ხ-----–--ესთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, გ---–-ას ქუჩაზე და როგორც თან, ასევე ავტომანქანასა და საცხოვრებელ ბინაში უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნულის შესახებ პატაკით მოახსენა ხელმძღვანელობას, რის შემდეგაც გამოიკითხა მოწმის სახით. სხვა რაიმე საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია.
ბრალდების მხარის მოწმეების - გამომძიებლების გ----------–---–ის, ი-----–-----–-–---–ის და გ---------------–---–ის ჩვენებების თანახმად ისინი 2019 წლის 10 აპრილს მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე იმყოფებოდნენ თ---–--–-------–-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც „ოპელის“ მარკის ავტომანქანაში ისხდნენ დ----- გ------ა და მ-----ა ხ-----–--ე. გ----------–---–მა გამოიტანა დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში პირადი ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, რის საფუძველზეც დ----- გ------ას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. პირადი ჩხრეკის შედეგად მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი შპრიცი და შუშის ქილა მოყავისფრო სითხით. დ----- გ------ა დააკავეს. პარალელურად მეორე ჯგუფმა ჩაატარა მ-----ა ხ-----–--ის პირადი ჩხრეკა და ავტომანქანის ჩხრეკა, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო აღმოჩენილი არ ყოფილა.
ბრალდების მხარის მოწმის მ-----ა ხ-----–--ის ჩვენებით 2019 წლის 10 აპრილს იმყოფებოდა კუთვნილი „ოპელის“ მარკის ავტომანქანით. მასთან ერთად იმყოფებოდა დ----- გ------ა. მათთან მივიდა პოლიცელთა ორი ჯგუფი, რომლებმაც მას და დ----- გ------ას პარალელურ რეჟიმში ჩაუტარეს პირადი ჩხრეკა. ასევე გაიჩხრიკა მისი ავტომანქანა და საცხოვრებელი ბინა. მისგან კანონსაწინააღმდეგო არაფერი ამოუღიათ. დ----- გ------ას პირადი ჩხრეკისას კი ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება.
პირადი ჩხრეკის ოქმის (10.04.2019) მიხედვით დ----- გ------ას პირადი შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი წარწერებით მასში მოთვსებული შემდეგი ნივთებით: 1. ერთი ცალი წითელთავსახურიანი შპრიცი მასში მოთავსებული სითხით; 2. ერთი ცალი გამჭვირვალე თავსახურიანი შპრიცი მასში მოთავსებული სითხით; 3. ერთი ცალი მცირე ზომის შუშის ქილა თეთრი ფერის თავსახურით, რომელშც მოთავსებულია მცირე ოდენობით სითხე და მცირე ზომის გაურკვეველი ნივთიერები.
ქიმიური ექსპერტის N1--------------- დასკვნის (11.04.2019) თანახმად დ----- გ------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებული მინის ფლაკონის ფსკერზე არსებული მოყავისფრო მცირეოდენი სითხე და ბამბის ტამპონი შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით 0,0092 გრამი (ობ. N1); 2 მლ. ერთჯერადი მოხმარების შპრიცში არსებული ყავისფერი სითხე, რაოდენობით 0,4მლ. შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით 0,0104გრამი (ობ. N2); ინსულინის შპრიცში არსებული ყავისფერი სითხე, რაოდენობით 0,32მლ, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“, წონით 0,017გრამი (ობ. N3). N1,2,3 საკვლევ ობიექტებში არსებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ საერთო წონაა 0,0366 გრამი.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ-------------------ემ და რ--------------მა.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნის (19.08.2019) თანახმად, პაკეტში, წარწერით: „...შპრიცებიდან, მინის ფლაკონიდან და პოლიეთილენის პარკიდან აღებული ანაწმენდები...“, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. N4; კონტეინერი, წარწერით: „ინსულინის შპრიციდან აღებული ანაწმენდი“) არსებული ბიომასალა ეკუთვნის დ----- გ------ას (ობ. N11; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან ორ ცალ სტერილურ ჩხირზე, აღებული ბრალდებულ დ----- ნ--------ის ძე გ------ასგან...“). ამავე პაკეტში მოთავსებულ სამ სხვა ანაწმენდზე (ობ. N1 - 3; კონტეინერები წარწერებით: „პოლიეთილენის პარკიდან აღებული ანაწმენდი“, „შუშის ფლაკონიდან აღებული ანაწმენდი“ და „2 ml სამედიცინო შპრიციდან აღებული ანაწმენდი“) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N3-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის დ----- გ------ას (ობ. N11).
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი------------ემ.
დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის შპს ,,ვექტორის“ ექსპერტის N0---- დასკვნის (06.05.2019) თანახმად N1---------------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ჩატარებული კვლევა არასრულყოფილი, არასარწმუნო, ბუნდოვანი და დაუსაბუთებელია. დასკვნაში აღნიშნული ერთადერთი ინსტრუმენტალური კვლევით გაურკვეველია, თუ როგორ, რა მეთოდით, რომელი მონაცემების საფუძველზე განსაზღვრა და გამოიანგარიშა ექსპერტმა დასკვნით ნაწილში მითითებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ ოდენობები. ვინაიდან დასკვნას თან არ ახლავს შესაბამისი კვლევების დამადასტურებელი ქრომატოგრაფიული და მასპექტრომეტრული სურათები, რომლითაც დადასტურდებოდა ჩატარებული კვლევის სისწორე და შედეგები, ძირითადი და თანმხლები შემადგენელი კომპონენტების პიკების თანაფარდობა, ასევე ძირითადი და თანმხლები კომპონენტების პროცენტული თანაფარდობა, ჩატარებული გამოკვლევების სისწორე და ობიექტურობა საეჭვოა. ამასთან, ინსტრუმენტალური ანალიზის კვლევაში არ არის აღნიშნული შესადარებელი სტანდარტული ნიმუში, არ არის აღნიშნული მიღებული მინარევების ოდენობა. ასევე არ ჩანს, რა რაოდენობის საკვლევი ობიექტებიდან მომზადდა ნიმუში ინსტრუმენტალური ანალიზისათვის და რომელი მეთოდის გამოყენებით აღმოჩნდა, რომ საკვლევი ობიექტები (N1, N2, N3) წარმოდგენილი ოდენობით შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება “ჰეროინს”.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ლ--–---------–---–მა.
სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ უტყუარად დადასტურდა დ----- გ------ას მიერ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შეძენისა და შენახვის ფაქტი, ვინაიდან მოწმეებმა გ----------–---–მა, ი-----–-----–-–---–მა, გ---------------–---–მა და ი-----–-----–-–---–მა, რომელთა ჩვენებები არის ურთიერთშეთავსებადი და დამაჯერებელი და რომელთა სანდოობაში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი სააპელაციო პალატას არ გასჩენია, ცალსახად დაადასტურეს, რომ 2019 წლის 10 აპრილს დ----- გ------ას პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა ორი ცალი შპრიცი და ერთი შუშის ქილა მათში არსებული მოყავისფრო ფერის სითხით.
მოწმე პოლიციელების ჩვენებების სანდოობის შეფასებისას, მეტად საყურადღებოა თავად დ----- გ------ას თანმხლები მ-----ა ხ-----–--ის ჩვენება, რომელმაც ასევე დაადასტურა, რომ მისი და დ----- გ------ას პირადი ჩხრეკა მიმდინარეობდა სინქრონულ რეჟიმში, რა დროსაც მისგან რაიმე კანონსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ, ხოლო დ----- გ------ასგან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N0-------- დასკვნით უტყუარად დადგინდა, რომ დ----- გ------ას პირადი ჩხრეკისას ამოღებულ პაკეტში, წარწერით: „...შპრიცებიდან, მინის ფლაკონიდან და პოლიეთილენის პარკიდან აღებული ანაწმენდები...“, მოთავსებულ ანაწმენდზე (ობ. N4; კონტეინერი, წარწერით: „ინსულინის შპრიციდან აღებული ანაწმენდი“) არსებული ბიომასალა ეკუთვნის დ----- გ------ას (ობ. N11; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში პირის ღრუდან ორ ცალ სტერილურ ჩხირზე აღებული ბრალდებულ დ----- ნ--------ის ძე გ------ასგან...“). ამავე პაკეტში მოთავსებულ სამ სხვა ანაწმენდზე (ობ. N1 - 3; კონტეინერები, წარწერებით: „პოლიეთილენის პარკიდან აღებული ანაწმენდი“, „შუშის ფლაკონიდან აღებული ანაწმენდი“ და „2 ml სამედიცინო შპრიციდან აღებული ანაწმენდი“), არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N3-ის გენეტიკური პროფილის ერთი წილი ეკუთვნის დ----- გ------ას (ობ. N11).
დაცვის მხარის პოზიციასთან დაკავშირებით ქიმიური ექსპერტის დასკვნის არასანდოობის შესახებ სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ანალიტიკურ-შეფასებითი და არა ალტერნატიული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა. დასკვნის შინაარსის თანახმად, დ----- გ------ას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთიერების ხელახალი ქიმიური გამოკვლევა არ მომხდარა. ეს დაადასტურა კიდეც მისმა გამცემმა ექსპერტმა ლ--–---------–---–მა, რომელმაც აჩვენა, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა ეხება მხოლოდ უკვე ჩატარებული ქიმიური კვლევის მეთოდოლოგიას და მიმდინარეობას და მიჩნეულია, რომ ეჭვს იწვევს კვლევის ჩატარების სისწორე და ობიექტურობა, ვინაიდან დასკვნას არ ახლავს კვლევების დამადასტურებელი ქრომატოგრაფიული და მასპექტრომეტრული სურათები, რომლებითაც დადასტურდებოდა ჩატარებული კვლევის სისწორე და შედეგები, ძირითადი და თანმხლები შემადგენელი კომპონენტების პიკების თანაფარდობა, ასევე ძირითადი და თანმხლები კომპონენტების პროცენტული თანაფარდობა. ამ მხრივ საყურადღებოა აღინიშნოს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას საკითხი არ დასმულა იმგვარად, რომ დასკვნაში კვლევების დამადასტურებელი ქრომატოგრაფიული და მასპექტრომეტრული სურათების არარსებობა ნიშნავდა თუ არა იმას, რომ ასეთი კვლევა საერთოდ არ ჩატარებულა ან ჩატარდა არასრულყოფილად - დადგენილი მეთოდოლოგიის დარღვევით. დღის წესრიგში არ დამდგარა საექსპერტო დაწესებულებიდან კვლევის მიმდინარეობის ამსახველი დამატებითი მასალების გამოთხოვისა და მათი შეფასების საკითხი. პალატა თვლის, რომ ანალიტიკური-შეფასებითი ექსპერტიზის დასკვნაში და მისი გამცემი ექსპერტის ჩვენებაში ჩამოყალიბებული მოსაზრება ვერ გახდება ქიმიური ექსპერტიზის N1--------------- დასკვნის სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან გამოთქმულია მხოლოდ ვარაუდი მისი არაობიექტურობის შესახებ. როგორც აღინიშნა, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ნ-------------------ემ და რ--------------მა, რომლებმაც მიუთითეს, რომ საკვლევი მასალის კვლევა ჩატარდა სათანადო მეთოდოლოგიით დადგენილი წესის შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ ანალიტიკური ექსპერტის N0---- დასკვნა არადამაჯერებელია. მეტიც, სააპელაციო პალატის მოსაზრებით იგი ვერ აკმაყოფილებს უტყუარობის მაღალ სტანდარტს - არის მხოლოდ ექსპერტის ანალიტიკური ვარაუდი, რასაც საფუძვლად არ უდევს რაიმე ტიპის საექსპერტო კვლევა. შესაბამისად, სამხილებს შორის არსებული კონფლიქტის შეფასებისას, ანალიტიკური ექსპერტის N0---- დასკვნას აქვს ძალიან დაბალი მტკიცებულებითი წონა, რის გამოც იგი ვერ გახდება ქიმიური ექსპერტიზის N1--------------- დასკვნის სისწორესა და სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი.
ამდენად, სააპელაციო პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- გ------ამ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ წონით - 0,0366 გრამი, რომელიც 2019 წლის 10 აპრილს იქნა ამოღებული მისი პირადი ჩხრეკისას. ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა და შენახვის ბრალდება
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადგინდა დ----- გ------ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენისა და შენახვის ფაქტი შემდეგ გარემოებათა გამო:
საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმის თანახმად 2019 წლის 10 აპრილის თბილისში, ბ---------------ში მდებარე დ----- გ------ას საცხოვრებელი ბინაში ჩატარდა ჩხრეკა. ჩხრეკის ოქმის მიხედვით საცხოვრებელი სახლის მფლობელია ი---------ა, მესაკუთრე - ა-----------ე. შესასვლელი, სააბა---ნო და საძინებელი ოთახიდან, რომელიც ა-----------ის განმარტებით წარმოადგენს მის საძინებელ ოთახს, არაფერი კანოსაწინააღმდეგო არ ამოუღიათ. აღნიშნული ოთახის გვერდით განთავსებულია საძინებელი და სასტუმრო ოთახი ერთად, რომელიც ი---------ას განმარტებით წარმოადგენს მისი და მისი მეუღლის დ----- გ------ას ოთახს, რომლის ჩხრეკის შედეგად ოთახში განთავსებული ტანსაცმლის კარადიდან, მარცხენა მხარეს არსებული მეორე თაროს ზედაპირიდან ამოღებული იქნა შავი ფერის პისტოლეტი ნომრით N6-----, ერთი მჭიდი 8 ცალი ვაზნით. ამავე ოთახში განთავსებული კარადის ზედა პირველი თაროდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის მცირე ზომის პაკეტში მოთავსებული მომწვანო-მოყვითალო ფერის, სპეციფიური სუნის მქონე მცენარეული მასა. ჩრეკის ოქმის სისწორეს და ნამდვილობას ხელის მოწერით ადასტურებენ ი---------ა, ა-----------ე და ნ------–--–--ა.
მოწმე ი-----–-----–-–---–მა (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2019 წლის 10 აპრილს ა-----–-------–-–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღო თბილისში, ბ---------------ში მდებარე დ----- გ------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში. ჩხრეკა ჩატარდა ბრალდებულის მეუღლის, სიდედრის და მეზობლის თანდასწრებით, რომელიც მოწვეული იქნა დ----- გ------ას მეუღლის მიერ. დ----- გ------ას მეუღლეს განუმარტეს, რომ მისი მეუღლე იყო დაკავებული და უნდა ჩატარებულიყო ბინის ჩხრეკა, რა დროსაც ერთ-ერთ ოთახში მდებარე კარადიდან ამოღებულ იქნა ზეწარი ან ტანისამოსი, საიდანაც გადმოვარდა იარაღი და დავარდა ძირს. ჩხრეკაში მონაწილე პირებს ეს ფაქტი უნდა დაენახათ, რადგან იდგნენ მის გვერდით. იმავე კარადის უჯრიდან ამოღებული იქნა ასევე იარაღის მჭიდი მასში მოთავსებული 8 ცალი ვაზნით. კარადიდან ამოიღეს ასევე მომწვანო ნივთიერება. ჩხრეკის დროს დ----- გ------ს სიდედრი გახდა ცუდად, ნერვიულობდა და ქალიშვილი ამშვიდებდა. ოჯახის წევრები ჩხრეკის მთელ მიმდინარეობას ადევნებდნენ თვალს და ესწრებოდნენ იარაღის ამოღებას, რამდენიმე წამში ამოიღეს მჭიდიც. ოჯახის წევრების განმარტებით, დ----- გ------ა იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და მათ სახლში იარაღის აღმოჩენა უკვირდათ. ბინაში, სადაც ჩხრეკა ჩატარდა, ცხოვრობდა დ----- გ------ა მეუღლესთან და სიდედრთან ერთად.
მოწმე ა-----–-------–-–---–მა (გამომძიებელი) დაადასტურა მის მიერ (მისი მონაწილეობით) ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2019 წლის 10 აპრილს ი-----–-----–-–---–თან ერათად იმყოფებოდა თბილისში, ბ---------------ში მდებარე დ----- გ------ას საცხოვრებელი სახლში, სადაც ადგილზე დახვდათ მისი მეუღლე ი---------ა, რომელსაც გააცნეს საქმის ვითარება და დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე ბინის ჩხრეკის ჩატარების თაობაზე. ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ოთახში, რომელიც ი---------ას განმარტებით იყო მისი და მისი მეუღლის საძინებელი, კარადიდან ზეწრის გადმოღების დროს გადმოვარდა იარაღი და დაეცა კარადის წინ, რის შემდეგ იმავე კარადაში ნანახი იქნა მჭიდი და 8 ვაზნა. კარადიდან ასევე ამოღებული იქნა მომწვანო ნივთიერება. მან შეადგინა ჩხრეკის ოქმი, რომელიც ხელმოწერებით დაადასტურეს ჩხრეკაში მონაწილე პირებმა, მათ შორის - დ----- გ------ას მეუღლემ ი---------ამ, სიდედრმა ა-----------ემ და მეზობელმა ნ------–--–--ამ, რომელიც მოწმვეული იყო ოჯახის წევრების თხოვნით. კარადა, საიდანაც იარაღი ამოიღეს, იყო რამდენიმე განყოფილებიანი. მარცხენა მხარეს არსებული განყოფილების ზემოდან მეორე თაროდან იქნა ამოღებული იარაღი და მჭიდი, რომელიც იყო განცალკევებით. კარადიდან იარაღის ამოღების დროს კარადასთან იდგნენ ი---------ა და ნ------–--–--ა, ხოლო ა-----------ე იყო ჩამომჯდარი დივანზე ან სავარძელზე. იგი იყო განერვიულებული, თუმცა ცუდად არ გამხდარა. ჩხრეკაში მონაწილე პირებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ. ა-----------ემ განაცხადა, რომ მისი სიძე იყო ნარკოტიკების მომხმარებელი და მოლოდინი ჰქონდა, რომ ჩხრეკის შედეგად შესაძლოა, ამოეღოთ ნარკოტიკი, თუმცა არა იარაღი.
მოწმე ა-----------ემ განმარტა, რომ დ----- გ------ა არის მისი ქალიშვილის ქმარი. იგი ქალიშვილთან და სიძესთან ერთად ცხოვრობს ბ---------------ში. 2019 წლის 10 აპრილს, დაახლოებით 22:00 საათზე გაიკეთა ინსულინის ინექცია, რადგან აქვს დიაბეტი და დაიძინა. ცოტა ხანში გააღვიძა ქალიშვილმა. უთხრა, რომ მისი სიძე - დ----- გ------ა იყო დაკავებული, რაზეც განერვიულდა და აუწია წნევამ. ჩხრეკას არც ის, არც მისი ქალიშვილი და არც მათი მეზობელი არ დასწრებიან. მისი ქალიშვილი გახდა შეუძლოდ და იყო საპირფარეშოში, ხოლო მეზობელი - ნ------–--–--ა წამალზე იყო გასული. ოთახში დაიწყეს ჩხრეკა და კარადაში როგორც კი შეყო ხელი პოლიციელმა, მაშინვე გადმოაგდო რაღაც და იყვირა, იარაღიო. ამ დროს იგი საძინებლის კართან იდგა, თუმცა როგორ ამოიღეს იარაღი, არ დაუნახავს, რაც გააპროტესტა. პოლიციელის ხელში მანამდე იარაღი არ დაუნახავს. მან ხელი რაღაც დოკუმენტს მოაწერა, თუმცა შეუძლოდ იყო და რას მოაწერა, არ ახსოვს. მოგვიანებით გამოიკითხა პოლიციაში, სადაც ოქმში მითითებულ ორ დამსწრეს შორის პოლიციელებს გ---–-სხმობდა და არა ქალიშვილსა და მეზობელს. კარადას, საიდანაც პოლიციელების განმარტებით იარაღი იქნა ამოღებული, ყოველთვის ის ალაგებდა. კარადა ჩხრეკამდე ორი დღით ადრე დაალაგა და იქ იარაღი არ უნახავს.
მოწმე ვ-–----------–---–ის ჩვენებით ქ. თბილისში, დიდუბეში მდებარე იარაღების მაღაზია „ქ-------ში“ შეიძინა „ბერეტას“ მოდელის პისტოლეტი, რომელიც იყო 7,65 კალიბრის. ასევე შეიძინა ვაზნები, თუმცა რაოდენობა არ ახსოვს. იარაღი გაიფორმა ქ---------ის ქუჩაზე მდებარე მომსახურების სააგენტოში. მიენიჭა უფლება, იარაღი შეენახა თავის საცხოვრებელ სახლში. 2017 წლის 17 აგვისტოს ის და მისი მეუღლე იყვნენ სამსახურში, რა დროსაც გაიქურდა მისი სახლი. სხვა ნივთებთან ერთად სახლიდან მოიპარეს აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღიც, რის თაობაზეც განაცხადა პოლიციაში იმავე დღეს.
ბალისტიკური ექსპერტიზის 2019 წლის 10 მაისის N3---- დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი N6----- იარაღი არის ქარხნული წესით დამზადებული 1934 წლის ნიმუშის, 7,65 მმ კალიბრის, „B----------------“ მოდელის პისტოლეტი. იგი მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისათვის; იარაღის გარსაცმზე და ჩარჩოზე მარჯვენა მხარეს იკითხება ნომერი: „6-----“; იარაღზე და ლულაზე გადაკეთების კონსტრუქციული კვალი არ აღინიშნება; 8 (რვა) ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 7,65 მმ კალიბრის (.32 ACP) 1897 წლის ნიმუშის "ბრაუნინგის", რომელიც განკუთვნილია ბრაუნინგის სისტემის 1897 წლის ნიმუშის პისტოლეტებისათვის, ასევე შემდეგი პისტოლეტებისათვის: “7,65 mm Browning, 7,65 mm ACP, 7,65 mm Browning M 1897, 7,65 mm Browning M 1900, 7,65 mm Pistole Browning, Mauzer, Beretta, 7,65 mm Holland P.S N 19, 7,65 mm Mauzer, 7,65 mm Pistolen - Patrone N19, 7,65 mm Pistolen - Patrone 206 (h), 7,65 mm Selbestlade – Pistolen, 7,65 mm (.32) Automatic” და სხვა. ვაზნები მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად; ერთი ცალი მჭიდი არის 8 ცალი ვაზნის ტევადობის, ქარხნული წესით დამზადებული 1910 წლის ნიმუშის, 7,65 მმ კალიბრის, განკუთვნილი „B----------------“ მოდელის პისტოლეტისთვის.
ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ--------------ამ.
ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზის 2019 წლის 19 აპრილის N2----- დასკვნით დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი პისტოლეტის ჩამკეტის გარსაცმზე და ჩარჩოზე მარჯვენა მხარეს აღინიშნება ნომერი: „6-----“, რომლის ქვეშ ნომრის რაიმე ნიშნები არ გამოვლინდა.
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----–--------–---–მა.
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის (სამმართველო) იარაღის აღრიცხვის განყოფილების განყოფილების უფროსის გამომძიებლისადმი 2019 წლის 11 აპრილის მიმართვით დადგინდა, რომ შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით, „B----------------“ მოდელის 7,65 მმ კალიბრის N6----- პისტოლეტი რეგისტრირებული არ არის და ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბა---ში აღრიცხვაზე არ დგას. შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის კომპიუტერული ბაზის მონაცემებით რეგისტრირებულია B------------- მოდელის 7,65 მმ კალიბრის N6----- პისტოლეტი მოქ: ვაჟა ნ--------ის-ძე ბუხნიკაშვილის (პ/ნ 60001037466) სახელზე და B------------- მოდელის 7,65 მმ კალიბრის N6----- პისტოლეტი ძებნილ იარაღთა მონაცემთა ბა---ში აღრიცხვაზე დგას მოპარული სტატუსით.
ბალისტიკური ექსპერტიზის 2019 წლის 17 მაისის N5---- დასკვნით დადგინდა, რომ სს N0----------- საქმეზე წარდგენილი „B----------------“ N6----- პისტოლეტის ექსპერიმენტული გასროლებით მიღებული ნიმუშები იდენტურია მომსახურების სააგენტოდან 10.09.2014 წელს გადაგზავნილ „BERETTA Mod. 1935“ N6----- ბალისტიკური ექსპერტიზის განყოფილების ტყვია-მასროთეკაში არსებულ ექსპერიმენტული ნიმუშებისა (გადაგზავნილი 10.09.2014 წელს, სტიკერი N7569586).
ზემოაღნიშნული ექსპერტის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა კ-------------------ამ და დამატებით განმარტა, რომ ცეცხლსასროლი იარაღის გამოშვების წელში ცდომილების მიუხედავად, საუბარია ერთსა და იმავე ცეცხლსასროლ იარაღზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, კერძოდ მოწმეების ი---------ას და ნ------–--–--ას ჩვენებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაკითხული მოწმე ი---------ას ჩვენების თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, 2019 წლის 10 აპრილს, ღამით მათ სახლში მივიდა ოთხი პოლიციელი, რომლებმაც განუმარტეს, რომ მისი მეუღლე დ----- გ------ა იყო დაკავებული და ბინაში უნდა ჩაეტარებინათ ჩხრეკა. ამ დროს სახლში მის დედას ეძინა. პოლიციელები დაინტერესდნენ, ინახავდნენ თუ არა სახლში რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთს, რაზეც მან უარი განუცხადათ. ჩხრეკაზე დასასწრებად მან დაუძახა მეზობელს - ნ------–--–--ას. სამზარეულოს ჩხრეკის შემდეგ იგი საპირფარეშოში შევიდა, რადგან იყო შეუძლოდ. პოლიციელები მის ოთახში შევიდნენ. საპირფარეშოდან რომ გამოდიოდა, დედის განწირული ყვირილი მოესმა - პოლიციელებს ეუბნებოდა, ,,ალბათ თქვენ დადეთო“. თავად მას არ დაუნახავს საიდან ამოიღეს, მხოლოდ დაინახა, რომ იატაკზე უკვე იდო იარაღი. მერე გადმოიღეს იარაღის ჩასადები, რაშიც ვაზნები დევს, რომელიც ცალკე იდო ტანსაცმელზე. ასევე ამოიღეს მომწვანო მასა, რომელიც იდო პარკში. ნ------–--–--ა წამალზე იყო გასული. პოლიციელებმა უთხრეს, რომ ნივთები ილუქებოდა და ხელი მოაწერინეს. ჩხრეკის ოქმს ხელი იმიტომ მოაწერა, რომ ეს ნივთები მართლაც სახლიდან ამოიღეს, თუმცა საიდან ამოიღეს, არ დაუნახავს. ჩხრეკის დაწყებამდე პოლიციელების ხელში იარაღი არ შეუმჩნევია და არც მათ მიმართ გააჩნია პრეტენზია.
საქართველოს სსსკ-ის 114-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დაკითხული მოწმე ნ------–--–--ას ჩვენების თანახმად, რომელიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, იგი არის ი---------ას მეზობელი. 2019 წლის 10 აპრილს ღამით სარეცხს ფენდა ეზოში, რა დროსაც ი---- მანიამ სთხოვა, დასწრებოდა მის სახლში მიმდინარე ჩხრეკას. იგი დაეთანხმა. სახლში იმყოფებოდნენ პოლიციელები, ი---------ა და დედამისი - ა-----------ე, რომელიც იყო განერვიულებული, ჰქონდა მაღალი წნევა. ჩხრეკა დაიწყო სამზარეულოდან. იგი სახლში გადავიდა, რათა ა---სთვის წნევის წამალი მიეტანა. რომ დაბრუნდა, ყველანი იყვნენ მისაღებ ოთახში, ა--- ტიროდა, იატაკზე ეყარა ტანისამოსი და იარაღი. კარადას ჩხრეკდა პოლიციელი და ალბათ იქიდან ამოიღო, თუმცა მას არ დაუნახავს. სანამ წამალზე წავიდოდა, პოლიციელის ხელში იარაღი არ დაუნახავს. ჩხრეკის ოქმი არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი.
სააპელაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს შემდეგს: მართალია, ჩხრეკაში მონაწილე პირებმა ნ------–--–--ამ, ა-----------ემ და ი---------ამ მიუთითეს, რომ არ დაუნახავთ, თუ საიდან იქნა ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, სააპელაციო პალატა ეჭვქვეშ არ აყენებს პოლიციელების ჩვენებების სანდოობას მათი თანმიმდევრულობისა და ურთიერთთავსებადობის გამო. ამასთან, პოლოციელთა ჩვენებების სისწორეს ადასტურებს თვით მითითებულ მოწმეთა ჩვენებების დანარჩენი ნაწილიც.
ამდენად პალატა დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა მართლაც ამოღებული იქნა დ----- გ------ას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, თუმცა გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარად არ დასტურდება, რომ ეს ცეცლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სწორედ დ----- გ------ამ შეიძინა და შეინახა.
სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მოწმეების განმარტებას, რომლის თანახმად, დ----- გ------ას სახლში მის გარდა ცხოვრობდა მისი მეუღლე ი---------ა და სიდედრი - ა-----------ე, ხოლო ოთახი (მისაღები/საძინებელი), საიდანაც იარაღი და საბრძოლო მასალა იქნა ამოღებული (ასევე კარადა) მხოლოდ დ----- გ------ას სარგებლობაში არ ყოფილა. საყურადღებოა, რომ ჩხრეკის ოქმშიც კი მითითებულია, რომ ოთახი, საიდანაც ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, იყო საძინებელი და სასტუმრო ოთახი ერთდროულად და, შესაბამისად, ამ ოთახით თავისუფლად შეეძლო, ესარგებლა ოჯახის წყველა წევრს. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარეს აღნიშნული პოზიციის უარყოფის თვალსაზრისით რაიმე არგუმენტი არ დაუსახელებია, მათ შორის არ დაინტერესებულა, იყო თუ არა საძინებელი ოთახი და მასში მდგარი კარადა მხოლოდ დ----- გ------ას სარგებლობაში, მოთავსებული იყო თუ არა იქ სხვა პირთა პირადი ნივთები და სხვა, მაშინ როდესაც სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებით საწინააღმდეგო დგინდება. კერძოდ, დ----- გ------ას სიდედრმა ა-----------ემ განმარტა, რომ კარადას, საიდანაც იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, ყოველთვის ის ალაგებდა, ხოლო თავად პოლიციელები, ვინც ჩხრეკა ჩაატარეს, ადასტურებენ, რომ იარაღი კარადაში შენახული ზეწერიდან გადმოვარდა, რასაც დ----- გ------ას პირადი მოხმარების ნივთს, ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. გარდა აღნიშნულისა, დ----- გ------ას ფიზიკური კონტაქტი ამოღებულ ცსცხლსასროლ იარაღთან და საბრძოლო მასალასთან არ დგინდება ბიოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებითაც. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, დაადგნოს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა სწორედ დ----- გ------ა, მით უფრო როდესაც არსებობს გაუქარწყლებელი ეჭვები ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ, რომელიც ცალსახად უნდა გადაწყეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურებულად ვერ მიიჩნევს დ----- გ------ას მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწონააღმდეგო შეძენისა და შენახვის ფაქტს.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ დ----- გ------ას მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამავე კოდექსის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გ---–-სხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან/და გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი უნდა იყოს იმდენად მაღალი, რომ არ იწვევდეს რაიმე სახის გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ტოვებდეს კითხვის ნიშნებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული გავრცელებული დანაშაულია, რომლის საგანია სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი/საბრძოლო მასალა, რაც ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის (გამოყენებისთვის). კონკრეტული იარაღი/საბრძოლო მასალა მიეკუთვნება თუ არა ცეცხლსასროლ იარაღი/საბრძოლო მასალათა კატეგორიას, ასევე მათი ვარგისიანობა დადასტურებული უნდა იყოს ექსპერტის დასკვნით.
ცეცხლსასროლი იარაღი/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა გ---–-სხმობს ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევით, არაუფლებამოსილი პირის მიერ მათ დაუფლებას, ხოლო მართლსაწინააღმდეგო შენახვა - ამ საგნებისთვის ადგილსამყოფელის მიჩენას იმ პირის მიერ, ვისაც მათი შენახვის კანონიერი უფლება არ გააჩნია. ამდენად, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ამ ნივთების შეძენა და შენახვა იყოს უკანონო, ,,იარაღის შესახებ” საქართველოს 2003 წლის 8 მაისის კანონით დადგენილი სპეციალური ნებართვებისა და რეგისტრაციის წესების გარეშე.
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულბებით ვერ შეეძლო, უტყუარად დაედასტურებინა, რომ ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა უკანონოდ შეიძინა და შეინახა სწორედ დ----- გ------ამ. ბრალდების მხარის ეს მოსაზრება წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს.
იარაღის კუთვნილების უტყუარად დადგენის საკითხზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს დადგენილი აქვს პრაქტიკა (იხ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ნოემბრის №294აპ-15 განაჩენი), რომლის თანახმადაც არსებითად იგივე ფაქტობრივი გარემოებების არსებობის პირობებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მსჯავრდებული რ. ა-ი უდანაშაულოდ ცნო და გაამართლა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა). პალატამ განმარტა, რომ „...ბრალდების მხარემ კი ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ამოღებული იარაღი შეიძინა და შეინახა რ. ა-მა. ბრალდების მხარემ ასევე ვერ წარმოადგინა რაიმე მტკიცებულება, რაც სასამართლოს ეჭვს შეატანინებდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მოწმეთა ჩვენებებში, რომ სახლში (საიდანაც ამოიღეს იარაღი და საბრძოლო მასალა) რ. ა-ს გარდა კიდევ სხვა პირებიც ცხოვრობდნენ. აღნიშნულიდან გამომდინარე, დასკვნა, რომ ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა შეიძინა და შეინახა რ. ა-მა, არის მხოლოდ ვარაუდი, რაც საფუძვლად ვერ დაედება გამამტყუნებელ განაჩენს...“.
ამდენად, სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ამ თვალსაზრისით ასევე სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ დ----- გ------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება - ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გ---–-სხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება, გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგ---–-სხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონით ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია №1-ში, ჰორიზონტალური გრაფა №189-ში მითითებულია ,,ჰეროინი“.
მოცემულ შემთხვევაში უტყუარად არის დადგენილი, რომ დ----- გ------ამ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა 0,0366 გრამ ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინს“, რომელიც 2019 წლის 10 აპრილს ამოღებული იქნა მისი პირადი ჩხრეკისას. ამიტომ სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მის ქმედებაში სახეზეა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც დ----- გ------ა ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ დ----- გ------ას მიმართ უნდა შეიცვალოს.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითიც მსჯავრი დაედო დ----- გ------ას, სასჯელის სახით უალტერნატივოდ ითვალისწინებს ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია მძიმე კატეგორიის ნარკოტიკული დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (გასათვალისწინებელია, რომ დ----- გ------ას მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონო შეძენასა და შენახვაში, რომელიც, მისი განსაკუთრებით სახიფათო ბუნებიდან გამომდინარე, შეტანილია ბრუნვისთვის მკაცრად შეზღუდული ნარკოტიკული საშუალებების სია N1-ში და მისი თავისუფალ ბრუნვაში მოხვედრა განსაკუთრებული საფრთხის შემცველია), ასევე დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები მსჯავრდებულის წარსულის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა), რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო პალატა მართებულად მიიჩნევს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულ სასჯელს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთას, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.
ამასთან, დ----- გ------ას, როგორც ნარკოტიკული საქმინიბის ხწლშემწყობს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, 5 წლით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვას 10 წლის ვადით. აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის შესახებ უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ: დ----- გ------ას პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, შპრიცები, მინის ფლაკონი და მათში არსებული ნარკოტიკული საშუალება, დ----- გ------ასა და მ-----ა ხ-----–--ის ხელის კვლის და ნერწყვის ნიმუშები, შპრიცებიდან, მინის ფლაკონიდან, პოლიეთილენის პარკიდან, პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ----- გ------ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ბერეტას“ მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემდგომი რეაგირებისათვის - მესაკუთრეზე გადასაცემად უნდა გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, ხოლო საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი მასრები განადგურდეს; 3 ცალი ,,CD“ დისკი უნდა დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ----- გ------ას ადვოკატის ზ---– დ-----აიას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
ცვლილება შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 8 ოქტომბრის განაჩენში მსჯავრდებულ დ----- გ------ას მიმართ;
დ----- გ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
დ----- გ------ა ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 წლის ვადით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----- გ------ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
დ----- გ------ას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 10 აპრილიდან;
დ----- გ------ას ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; ცეცხლსასროლი იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 წლის ვადით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
დ----- გ------ას პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები, შპრიცები, მინის ფლაკონი და მათში არსებული ნარკოტიკული საშუალება, დ----- გ------ასა და მ-----ა ხ-----–--ის ხელის კვლის და ნერწყვის ნიმუშები, შპრიცებიდან, მინის ფლაკონიდან, პოლიეთილენის პარკიდან, პისტოლეტიდან, მჭიდიდან და ვაზნებიდან აღებული ანაწმენდები, რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ----- გ------ას საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ბერეტას“ მოდელის პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები რომლებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შემდგომი რეაგირებისათვის - მესაკუთრეზე გადასაცემად გადაეგზავნოს შსს შეიარაღების შესაბამის სამსახურს, ხოლო საექსპერტო კვლევის შემდეგ დარჩენილი მასრები განადგურდეს;
3 ცალი ,,CD“ დისკი დაერთოს საქმეს და შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე