განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002938179
საქმე №1ბ/1617-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი - ლელა ბახტაძე
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ქ------- გ-----–---–ი;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ზ----- მ----–--ე, დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N6----------, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები თ---–--–----–------------------------ში;
ადვოკატი - გ-------------–--ე;
წარდგენილი დანაშაულის კვალიფიკაცია: 1) საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ ქვეპუნქტი - სისტემატური ცემა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ); 2) საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ოჯახის წევრის მიმართ;
სასჯელი: თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
თანაცხოვრების პერიოდში - 2019 წლის 25 თებერვლამდე თ---–--–--------–-----------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ზ----- მ----–--ე სახისა და სხეულის არეში ხელისა და ფეხის დარტყმით, არასრულწლოვანი შვილების - გ------- და დ----- მ----–--ეების თანდასწრებით, ახორციელებდა მეუღლის - ი----ა მ------–---–ის სისტემატურ ცემას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა ფიზიკურ ტანჯვას;
იმავე პერიოდში თბილისში, დ---–------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში, გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, ზ----- მ----–--ე მეუღლეს - ი----ა მ------–---–ს ეპყრობოდა არაადამიანურად და დამამცირებლად - სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას - ამცირებდა, აფურთხებდა და აიძულებდა, დაეჩოქა მის წინაშე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი განიცდიდა მორალურ ტანჯვას და ფსიქიკურ ტკივილს.
2. სასამართლომ დაადგინა:
2016 წლიდან 2019 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით ზ----- მ----–--ე მეუღლეს - ი----ა მ------–---–ს სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მას, რამაც გამოიწვია ტანჯვა.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენით:
ზ----- მ----–--ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში;
ზ----- მ----–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელ ნაწილზე;
ზ----- მ----–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ ზ----- მ----–--ის ადვოკატმა შ-----------–---–მა, ასევე ბრალდების მხარემ - თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ------- გ-----–---–მა.
4. მხარეთა პოზიციები:
დაცვის მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: განჩენის მიხედვით ზ----- მ----–--ემ ჩაიდინა მეუღლის სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფა - მისი უცენზურო სიტყვებით მოხსენიება და დამცირება. სასამართლოს აზრით, აღნიშნული გამოიწვევდა ი----ა მ------–---–ის ტანჯვას. ამდენად, სასამართლო გამოთქვამს ვარაუდს, რომ დაზარალებულმა განიცადა ტანჯვა. გამამტყუნებელი განაჩენი კი უნდა ემყარებოდეს უტყუარ, ერთმანეთთან შეჯერებულ მტკიცებულებებს. დაზარალებულმა ი----ა მ------–---–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება. ი----ა მ------–---–ის და ზ----- მ----–--ის შვილებმა არც გამოძიებას და არც სასამართლოს ასევე არ მისცეს ჩვენება და, შესაბამისად, სახეზე არ არის ოჯახის არც ერთი წევრის, მათ შორის დაზარალებულის, ჩვენება. მოწმე ლ----------------ი ზ----- მ----–--ის და ი----ა მ------–---–ის კონფლიქტს პირადად არასდროს შესწრებია - მხოლოდ ზოგადად მიუთითებს, რომ მათი ოჯახიდან ესმოდა ხოლმე ხმამაღალი საუბარი, თუმცა ვერ დააკონკრეტა, ვის და ვის შორის ჰქონდა ადგილი კონფლიქტს. არასრულწლოვანი მოწმეები დ----- და მ------ ხ--–---ები ცალსახად აჩვენებენ, რომ მათ 2019 წლის 25 თებერვალს მასწავლებელ ი----ა მ------–---–ის სახლში ყოფნის დროს ჩხუბის, გინების ან რაიმე კონფლიქტის ხმა არ გაუგიათ, ასევე არ უნახავთ ზ----- მ----–--ე და მხოლოდ მასწავლებლის - ი----ა მ------–---–ისაგან შეიტყვეს, რომ ბავშვების მამა იყო სახლში მისული. ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დაზარალებულს სხეულის რაიმე სახის დაზიანება არ დაუდგინდა. 2019 წლის 1 აპრილიდან 2019 წლის 17 ივნისამდე პერიოდში ი----ა მ------–---–ს ასევე ჩაუტარდა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომლის N0------- დასკვნით ი----ა მ------–---–ს ზ----- მ----–--ის ქმედების შედეგად არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა. რაც შეეხება კომისიური ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0------- დასკვნას, რომელიც სასამართლომ არ გაიზიარა, მართალია აღნიშნული დასკვნის გამცემი ექსპერტების ჩვენებები წინააღმდეგობაშია თვით დასკვნის შინაარსთან, თუმცა საქმეში მოიპოვება ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მეორე დასკვნა (N0--------), რომლის მიხედვითაც ი.მ------–---–ს არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა. საქმეში არსებული ი.მ------–---–ის განცხადების მტკიცებულებად გამოყენება ყოველგვარ კანონიერ საფუძველსაა მოკლებული. სასამართლომ ასევე უკანონოდ გამოიყენა მტკიცებულებად ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი აუდიო ჩანაწერები, რამდენადაც აღნიშნული ჩანაწერები განხორციელებულია ფარულად, მოსამართლის განჩინების გარეშე. ამდენად, საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა და დაარწმუნებდა ნებისმიერ პირს, რომ ზ----- მ----–--ემ ჩაიდინა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული.
ბრალდების მხარის პოზიციით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან ზ----- მ----–--ის ქმედებას მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. ზ----- მ----–--ის ბრალდების ნაწილში გამართლების მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ბრალის შესახებ დადგენილებაში მითითებული არ იყო დანაშაულის ჩადენის ზუსტი დრო და აგრეთვე არ დგინდებოდა ის ფაქტი, განიცადა, თუ არა დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც საკმარისი იყო ზ----- მ----–--ის ქმედების სწორი კვალიფიკაციისთვის, კერძოდ: ლ----------------ის ჩვენება, სამედიცინო ექსპერტის დასკვნა, რომლის აღწერილობით ნაწილში გადმოცემულია ი----ა მ------–---–ის მონათხრობი, რომელმაც მოგვიანებით ჩვენება აღარ მისცა სასამართლოს. რაც შეეხება კვალიფიკაციის შეცვლას: საქმეზე წარმოდგენილ აუდიოჩანაწერებში ასახულია 2016 წლიდან 2018 წალმდე პერიოდში ზ----- მ----–--ის მხრიდან ი----ა მ------–---–ის შეურაცხყოფის ფაქტები. გასათვალისწინებელია, რომ ამ ჩანაწერების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის საშუალება არ მიეცა ბრალდების მხარეს მიუხედავად იმისა, რომ აუდიოჩანაწერები წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დამტკიცებული იყო, როგორც სადავო მტკიცებულება. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დგინდება, რომ ი----ა მ------–---–მა ფსიქოლოგთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ზ----- მ----–--ესთან თანაცხოვრების დროს ძალადობის ფაქტებმა მეუღლეები მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ ამ ეტაპზე ერთად აღარ ცხოვრობენ. ამავე ექსპერტიზის დასკვნიდან ირკვევა, რომ გამოკვლევის დროს ი----ა მ------–---–ი იმედიანად იყო განწყობილი მომავლის მიმართ, ხედავდა მშვიდი ცხოვრების პერსპექტივას, აქედან გამომდინარე, ექსპერტმა დაადგინა, რომ ი----ა მ------–---–ი არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. იგივე დაადასტურეს გამოკითხვის პროცესში ექსპერტებმა მ-------------ემ და თ--------------მ. მათ განმარტეს, რომ ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების დროს ხდება გამოსაკვლევი პირის იმჟამინდელი მდგომარეობის შეფასება და წარსულში, უშუალოდ ძალადობის განხორციელების მომენტში, განიცდიდა თუ არა პირი ფსიქიკურ ტანჯვას, ეს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის კვლევის ფაგლებს სცდება. დაზარალებულის განცხადებაში კონკრეტულად არის მითითებული, რომ იგი წლების განმავლობაში არის მსხვერპლი ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობისა, რომ მეუღლე მას ამცირებს და შეურაცხყოფას აყენებს შვილების თანდასწრებით, ამცირებს, როგორც ქალს და ეს მას აყენებს ტანჯვას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის N617აპ-18 განჩნების მიხედვით, იმისათვის, რომ დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა. ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე. აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით ბრალდების მხარე მიიჩნევს, რომ სახეზეა ზ----- მ----–--ის მიერ ი----ა მ------–---–ის მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს აპელანტების საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.
5. მტკიცებულებების ერთობლიობა:
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
ამდენად, სააპელაციო პალატა ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები, ასევე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს შეაფასებს მათი უტყუარობის, რელევანტურობისა და საკმარისობის თავალსაზრისით და განსაზღვრავს, რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს.
სისტემატური ცემა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ
ზ----- მ----–--ის მიერ არასრულწლოვნების თანდასწრებით ი----ა მ------–---–ის მიმართ სისტემატიური ცემის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ი----ა მ------–---–ის, ლ----------------ის, დ----- ხ--–--ის გამოკითხვის ოქმები, ი----ა მ------–---–ის განცხადება, სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ზ----- მ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების/უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი (გარდა ი----ა მ------–---–ის გამოკითხვის ოქმისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ზ----- მ----–--ის მიერ არასრულწლოვნების თანდასწრებით ი----ა მ------–---–ის სისტემატიური ცემის ფაქტი. პალატის აღნიშნულ დასკვნას საფუძვლად დაედო შემდეგი:
ბრალდების მხარემ სასამართლოს პირდაპირ მტკიცებულებად წარუდგინა დაზარალებულ ი----ა მ------–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომელმაც ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა.
საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამდენად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის ჩვენება არის სასამართლოში მიცემული ინფორმაცია და განაჩენის გამოტანის დროს გამოყენებული უნდა იქნას სწორედ მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება.
ზემოაღნიშნული წესიდან არსებობს გამონაკლისი, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლით, რომლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა. არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება დაედოს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მხარე უფლებამოსილია, მოითხოვოს მისი გამოკითხვის ოქმის ან მის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება). სასამართლო ვალდებულია, დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა.
ამდენად, გამოძიების ეტაპზე მოწმის მიერ მიცემული ჩვენებისა და მის მიერ გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაციის საჯაროდ წაკითხვა და შემდგომ მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ორ შემთხვევაში: 1. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მკაცრად გათვალისწინებულ შემთხვევებში - თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; 2. საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ მოწმე გამოცხადდა სასამართლოში ჩვენების მისაცემად ანუ სასამართლოს აძლევს ჩვენებას (არ სარგებლობს მისთვის საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლით მინიჭებული პრივილეგიით - არ მისცეს ჩვენება) და მხარე მოითხოვს გამოკითხვის ოქმის ან მოწმის მიერ ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების მთლიანად ან ნაწილობრივ საჯაროდ წაკითხვას, აგრეთვე ამ ჩვენების აუდიო ან ვიდეოჩანაწერის მოსმენას (დემონსტრირებას).
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დაზარალებულმა ი----ა მ------–---–მა სასამართლოს არ მისცა ჩვენება და სახეზე არ არის საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ან მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევა, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გამოიყენოს დაზარალებულ ი----ა მ------–---–ის მიერ გამოძიების დროს გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ საქმეზე ჩამოაყალიბა მსჯელობა, რომლის თანახმადაც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ჩვენება, რომელიც ვიდეოჩანაწერის სახით იქნა სასამართლოში წარდგენილი და რომელიც იყო ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება, არ იქნა მიჩნეული საკმარისად ბრალდებულის მსჯავრდებისათვის იმის მიუხედავად, რომ იგი გამყარებული იყო ფსიქოლოგის წერილობითი მოსაზრებით, რომელსაც მსხვერპლი გაენდო (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2007 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე A.H. v. Finland, პარ. 6, 10, 43-45). ბრალდებულს საშუალება უნდა ჰქონდეს, დააკვირდეს მოწმის დაკითხვისას მის ქცევას, გააპროტესტოს მოწმის ჩვენებები და ეჭვქვეშ დააყენოს მათი სანდოობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება (P.S. v. Germany, პარ. 26). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 (d) პუნქტი დაირღვა საქმეზე P.S. გერმანიის წინააღმდეგ (P.S. v. Germany), რომელშიც განსასჯელს მსჯავრი დაედო რვა წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებაში და ეროვნული სასამართლოები ბრალის დადგენისას მეტწილად დაეყრდნენ გოგონას ჩვენებებს, თუმცა ის მოსამართლეს არ დაუკითხავს და განმცხადებელს არ ჰქონდა მისი სარწმუნოობის შემოწმების შესაძლებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე (P.S. v. Germany, პარ. 28).
ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოაღნიშნული პრეცედენტებიდან და მოდგომებიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დაზარალებულ ი----ა მ------–---–ის გამოკითხვის ოქმი და მასზე დაყრდნობით დაადგინოს ზ----- მ----–--ის მიერ დაზარალებულის სავარაუდოდ განხორციელებული სისტემატური ცემის ფაქტი.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან - მოწმეების: ლ----------------ის, დ----- ხ--–--ისა და მ------ ხ--–--ის გამოკითხვის ოქმებთან, ი----ა მ------–---–ის განცხადებასთან და სამედიცინო ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით კი, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სააპელაციო პალატა მათი შინაარსის მხედველობაში მიღებით განმარტავს, თუ რომელი ფაქტის დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები.
მოწმე ლ----------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 25 თებერვალს მეზობლად მცხოვრებმა ი----ა მ------–---–მა სთხოვა, ეზოში ჩასულიყო და შეხვედროდა. შეხვედრისას აღელვებულმა ი----ამ ცრემლიანი თვალებით უთხრა, რომ მეტი აღარ შეეძლო, პოლიციაში უნდა წასულიყო და შეეტყობინებინა, რომ ქმარი შვილების თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, იმ დღეს კი სახეში ხელიც გაარტყა. მოწმის განცხადებით, ზ----- მ----–--ის მხრიდან ი----ა მ------–---–ზე განხორციელებული ძალადობის შესახებ მისგან პირველად მაშინ შეიტყო. მანამდე მათი ოჯახიდან მხოლოდ კამათის ხმა ესმოდა, თუმცა არ იცოდა, კონფლიქტს ვის და ვის შორის ჰქონდა ადგილი.
არასრულწლოვანი მოწმეების - დ----- ხ--–--ისა და მ------ ხ--–--ის გამოკითხვის ოქმების თანახმად, ისინი ი----ა მ------–---–თან ინგლისურ ენაში ემზადებიან. 2019 წლის 25 თებერვალს, მეცადინეობის დროს კარზე კაკუნი შემოესმათ. როგორც ი----ა მასწავლებელმა თქვა, ბავშვების მამა მივიდა. ოთახიდან გასული მასწავლებელი უკან ძალიან აღელვებული და განერვიულებული დაბრუნდა. დაახლოებით ორ წუთში მეცადინეობა დაასრულა და სახლში გაუშვა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ გაკვეთილი კიდევ 40 წუთი უნდა გაგრძელებულიყო. აღნიშნული არ გაკვირვებიათ, რადგან მასწავლებელი ძალიან აღელვებული იყო. სამეცადინო ოთახსა და მისაღებ ოთახს შორის ერთი ოთახია და მათ ყვირილის ან ჩხუბის ხმა არ გაუგონიათ.
დაზარალებულ ი----ა მ------–---–ის 2019 წლის 25 თებერვლით დათარიღებული განცხადების მიხედვით, მეუღლე ზ----- მ----–--ემ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ორჯერ გაარტყა ხელი სახეში, რამდენჯერმე შეაფურთხა და აგინა უშვერი სიტყვებით.
სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით 2019 წლის 26 თებერვალს ი----ა მ------–---–ის პირადი შემოწმებისას (ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში) მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღინიშნება. შესამოწმებლის გადმოცემით, 2019 წლის 25 თებერვალს, საღამოს საათებში მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, სახის მიდამოში დაარტყა ხელი.
ამდენად, დაზარალებულის მეზობლის - ლ----------------ის გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ამ უკანასკნელმა 2019 წლის 25 თებერვალს აღელვებული ი----ა მ------–---–ისგან შეიტყო, რომ ზ----- მ----–--ე მას სისტემატურ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, ამცირებდა შვილების თანდასწრებით, იმ დღეს კი სახეში ხელი გაარტყა. ზ----- მ----–--ის მიერ სავარაუდო ძალადობის სხვა ფაქტი მისთვის ცნობილი არ არის.
მოწმე ლ----------------ის გამოკითხვის ოქმის შეფასებისას, სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის განსასჯელად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).
აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება, დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის, ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებული იქნას პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ - 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53.).
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოწმე ლ----------------ი არ არის ბრალად წარდგენილი ქმედების უშუალო შემსწრე, მისი გამოკითხვის ოქმში მითითებული ინფორმაცია ეფუძნება სხვა პირის - ი----ა მ------–---–ის მონათხრობს, რომლის გადამოწმების შესაძლებლობა სასამართლოს და მხარეებს არ მისცემია, ვინაიდან დაზარალებულმა უარი განაცხადა ბრალდებულის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას, ლ----------------ის გამოკითხვის ოქმის შინაარსით დაადგინოს ფაქტები უშუალოდ დანაშაულის ჩადენის მომენტში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისინი საფუძვლად დაუდოს გამამტყუნებელ განაჩენს.
რაც შეეხება ი----ა მ------–---–ის მოსწავლეებს - დ----- და მ------ ხ--–---ებს, მათ მასწავლებლისგან შეიტყვეს, რომ სახლში ბავშვების მამა (ზ----- მ----–--ე) მივიდა, ხოლო რამდენიმე წუთში აღელვებულმა მასწავლებელმა გაკვეთილი განსაზღვრულ დროზე ადრე დაასრულა და ისინი სახლში გაუშვა. ბავშვებს ჩხუბის და ყვირილის ხმა არ გაუგონიათ. ამდენად, მოწმეთა გამოკითხვის ოქმებში გადმოცემული ინფორმაცია შეეხება დაზარალებულის განწყობას და ადასტურებს მის ემოციურ მდგომარეობას, ხოლო უშუალოდ აღელვების მიზეზი მათთვის უცნობია. ამდენად, მოწმეების დ----- და მ------ ხ--–---ების გამოკითხვის ოქმები ს შინაარსი ზ----- მ----–--ის მიერ ი----ა მ------–---–ის სისტემატური ცემის ფაქტის დადასტურების/უარყოფის კუთხით არაინფორმატიულია.
სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ი----ა მ------–---–ს გამოკვლევისას ობიექტურად რაიმე დაზიანება არ აღენიშნებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია, დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, თუმცა კონკრეტულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს არც საექსპერტო კვლევით დადგენილი რაიმე სახის დაზიანება და არც მსხვერპლის ჩვენება.
სააპელაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ დაზარალებულის განცხადებას, სადაც ეს უკანასკნელი აფიქსირებს, რომ იმ დღეს (2019 წლის 25 თებერვალს) ქმარმა ორჯერ გაარტყა სახეში ხელი შვილების თანდასწრებით, არაფერია ნათქვამი ფიზიკურ ტკივილთან დაკავშირებით, რაც ამ მტკიცებულებას არარელევანტურს ხდის დანაშაულის სუბიექტური კომპონენტის (რამაც ტკივილი გამოიწვია) დასადასტურებლად.
ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებისა, იმ პირობებში, როდესაც დაზარალებულმა ი----ა მ------–---–მა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, სისხლის სამართლის საქმეში არ დარჩა არცერთი უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა, უტყუარად დადგენილიყო, რომ ზ----- მ----–--ე სისტემატიურად ცემდა მის ცოლს - ი----ა მ------–---–ს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, იმ ვითარებაში, როდესაც უტყუარად ვერ დადგინდა ზ----- მ----–--ის მიერ ი----ა მ------–---–ის სისტემატიური ცემა, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია იმაზე მსჯელობა, არდადასტურებული ქმედება ხორციელდებოდა თუ არა დამამძიმებელ გარემოებებში. საყურადღებოა, რომ ზ----- მ----–--ეს გენდერული ნიშნით მეუღლის სისტემატური ცემის ბრალდება წარდგენილი ჰქონდა მაკლვალიფიცირებელი ნიშნით, რაც მოიცავს ცემას არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით. სასამართლოში არ დაკითხულან ბრალდებულის და დაზარალებულის შვილები - დ----- და გ------- მ----–--ეები, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას კი მათ ახლო ნათესავის წინააღმდეგ ინფორმაციის მიცემაზე უარი განაცხადეს. ამდენად, სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არც ერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა მსჯავრდებულის მიერ არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლის სისტემატური ცემის ფაქტი.
დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა ოჯახის წევრის მიმართ
ზ----- მ----–--ის მიერ ოჯახის წევრის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა მოწმეების - ი----ა მ------–---–ის, ლ----------------ის, დ----- ხ--–--ისა და მ------ ხ--–--ისა გამოკითხვის ოქმები, ი----ა მ------–---–ის განცხადება, ფონოსკოპიური და ფსიქოლოგიური ექსპერტის დასკვნები, აუდიოჩანაწერი (მისი კრებსითი ამონაწერი). საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ზ----- მ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით რელევანტური არ არის და, შესაბამისად, სასამართლო მათ შინაარსზე ყურადღებას არ შეაჩერებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ზ----- მ----–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი (გარდა ი----ა მ------–---–ის გამოკითხვის ოქმისა) მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო პალატა საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ საქმის არსებითი განხილვის შედეგად უტყუარად ვერ დადასტურდა ზ----- მ----–--ის მიერ არასრულწლოვნების თანდასწრებით ი----ა მ------–---–ის მიმართ სისტემატური ცემის ფაქტი, კერძოდ:
ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა დაზარალებულ ი----ა მ------–---–ის გამოკითხვის ოქმი, რომელმაც ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებული უფლებით და საქმის არსებითი განხილვისას ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. სააპელაციო პალატამ ზემოთ უკვე იმსჯელა, რატომ არის სასამართლო მოკლებული სამართლებრივ შესაძლებლობას, გამოიყენოს გამოძიების ეტაპზე შედგენილი დაზარალებულ ი----ა მ------–---–ის გამოკითხვის ოქმი და მასზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნიოს ზ----- მ----–--ის მიერ დაზარალებულზე სავარაუდოდ განხორციელებული დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტი.
ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებთან - მოწმეების: ლ----------------ის, დ----- ხ--–--ისა და მ------ ხ--–--ის გამოკითხვის ოქმებთან, ი----ა მ------–---–ის განცხადებასთან და ფონოსკოპიური და ფსიქოლოგიური ექსპერტის დასკვნებთან, აუდიოჩანაწერთან (მის კრებსით ამონაწერთან) დაკავშირებით კი, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სააპელაციო პალატა მათი შინაარსის მხედველობაში მიღებით განმარტავს, თუ რომელი ფაქტის დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები.
დაზარალებულ ი----ა მ------–---–ის 2019 წლის 25 თებერვლით დათარიღებული განცხადების შინაარსის თანახმად მეუღლე ზ----- მ----–--ე წლებია, სისტემატურად აყენებს როგორც სიტყვიერ, ისე ფიზიკურ შეურაცხყოფას, ამცირებს, როგორც ქალს და ამის გამო იტანჯება ფსიქოლოგიურად. 2019 წლის 25 თებერვალს კი ფიზიკურთან ერთად მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, შეაფურთხა, აგინებდა, ლანძღავდა იმის გამო, რომ ბავშვმა თვითონ მოიმზადა საკვები.
მოწმე ლ----------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 25 თებერვალს ი----ა მ------–---–მა აღელვებულმა და ცრემლიანმა უთხრა, რომ ქმარი შვილების თანდასწრებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა, მეტი აღარ შეეძლო და პოლიციისთვის უნდა შეეტყობინებინა.
არასრულწლოვანი მოწმეების - დ----- და მ------ ხ--–---ების გამოკითხვის ოქმების შინაარსის თანახმად ი----ა მ------–---–თან მეცადინეობის დროს სახლში მივიდა ბავშვების მამა, რის შემდეგაც ი----ა იყო ძალიან აღელვებული და ანერვიულებული და რამდენიმე წუთში გაკვეთილი შეწყვიტა.
ფონოსკოპიური ექსპერტიზის N1----- დასკვნით დადგენილია, რომ სადავო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორებისთვის - ზ----- მ----–--ისა და ი----ა მ------–---–ისთვის.
დაზარალებულ ი----ა მ------–---–ისგან ამოღებული აუდიოჩანაწერის და მისი კრებსითი ამონაწერების (დართულია ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნაზე, ასევე, გადმოცემულია ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმში) ავთენტიკურობა დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია, ასევე, დაეთანხმა მასში გადმოცემული საუბრების შინაარსს, რომლებიც ასახავს დროის სხვადასხვა პერიოდს - 2016-2018 წლებს. შესაბამისად, მითითებული საუბრების შინაარსი სასამართლომ მიიჩნია პრეიუდიციულად დადგენილ გარემოებად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნულ ჩანაწერებში ზ----- მ----–--ე უწმაწური სიტყვებით მიმართავს რა მეუღლეს - ი----ა მ------–---–ს, საუბრებში ფიქსირდება შემდეგი სიტყვები და ფრაზები: ,,უნდა დაიჩოქო‘‘, ხოლო შეკითხვაზე, თუ რატომ, პასუხობს, ,,იმიტომ, რომ მონა ხარ‘‘ და აგინებს. ჩანაწერებში, ასევე, ასახულია ზ----- მ----–--ის საუბარი მეუღლესთან მის სექსუალურ ურთიერთობაზე სხვა ქალთან, რა დროსაც ეუბნება, რომ ტელეფონს დაალეწავს თავზე, აგინებს მეუღლის წარმომავლობას. ასევე, აღდგომის პერიოდში პასკის ღირებულებასა და რაოდენობასთან დაკავშირებით აღელვებული ტონით შეურაცხყოფს ი----ა მ------–---–ს, უმდაბლესი სიტყვებით მოიხსენიებს არასრულწლოვან შვილთან დედას. ი----ა მ------–---–ს უწოდებს ,,ლარის ქალს‘‘ და ეუბნება, რით ვერ გაიგო, ვისთან აქვს საქმე. ჩანაწერებს მუდმივად თან სდევს გინება და დამამცირებელი ეპითეტები.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N0-------- და N00------- დასკვნების თანახმად, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით და ი----ა მ------–---–ის ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ი----ა მ------–---–ს ზ----- მ----–--ის ქმედების შედეგად ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია.
ექსპერტიზის N00------- დასკვნის გამცემი ექსპერტ-ფსიქოლოგების - თ-------------ისა და მ-------------ის გამოკითხვის ოქმების შინაარსით ირკვევა, რომ 2019 წლის 17 ივნისს ფსიქოლოგიური კვლევა ჩაატარეს ცალკეულ ფსიქიკურ ფუნქციათა კვლევის მეთოდებით, ასევე, იმ ტესტებისა და კითხვარების გამოყენებით, რომლებიც პიროვნების შესწავლის საშუალებას იძლევა და დადგინდა, რომ ი----ა მ------–---–ს ზ----- მ----–--ის ქმედების შედეგად ფსიქოლოგიური ტანჯვა არ განუცდია. კვლევის ჩატარების დროისთვის ი----ა მ------–---–ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა იყო ნორმაში. ამავე გამოკითხვის ოქმების თანახმად, იმის განსაზღვრა, თუ რას განიცდიდა ი----ა მ------–---–ი მეუღლის მხრიდან უშუალოდ ზემოქმედების პროცესში, საექსპერტო კვლევის ფარგლებში შეუძლებელია.
სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ ზ----- მ----–--ე მეუღლესთან - ი----ა მ------–---–თან თანაცხოვრების პერიოდში სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფდა მას გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა ბრალდებულის მიერ ამგვარ ქმედებათა ის სიძლიერე და ხარისხი, რაც დაზარალებულის ძლიერი ფიზიკური, ფსიქიკური ტკივილის ან მორალური ტანჯვის გამომწვევი იქნებოდა. აღნიშნულ დასკვნამდე პალატა მივიდა შემდეგ გარემოებათა გამო:
აუდიოჩანაწერებით დგინდება, რომ რიგ შემთხვევაში საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი უთანხმოების ნიადაგზე ან უმიზეზოდ, მსჯავრდებული სისტემატურად ამცირებდა დაზარალებულს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგინებდა, მიმართავდა უწმაწური სიტყვებით, ლანძღავდა და აბუჩად იგდებდა. ასევე აკნინებდა დაზარალებულის ოჯახის წევრებს, დასცინოდა და ირონიით მოიხსენიებდა მის კუთხურ წარმომავლობას, უყვებოდა სხვა ქალთან სქესობრივი ურთიერთობის დეტალებს. აუდიოჩანაწერების შინაარსით ირკვევა, რომ მსჯავრდებული დაზარალებულს აჩვენებდა, რომ მას არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და არ ჰქონდა თავისუფალი მოქმედების უფლება. ჩანაწერში აშკარად იკვეთება გენდერული მოტივი - სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებასაც, რომ 2019 წლის 25 თებერვალს ზ----- მ----–--ის მრისხანება გამოიწვია იმან, რომ 15 წლის ვაჟიშვილმა თვითონ მოიმზადა საკვები, რადგან მას ეს საქმიანობა (საკვების მომზადება) მხოლოდ ქალის ვალდებულად მიაჩნია.
დაცვის მხარის მიერ აუდიოჩანაწერების კანონიერების ეჭვქვეშ დაყენებასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან განმარტებას პირადი შეხვედრისას განხორციელებული საუბრის ფარული აუდიოჩანაწერის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე (იხ.№ას-1155-1101-2014), სადაც განიმარტა, რომ ამგვარი შეზღუდვა (ჩარევა) გამართლებულია მხოლოდ მაშინ, როდესაც პირი თვითდახმარების ან „თვითდახმარებასთან მიახლოვებულ“ ფარგლებში მოქმედებს. მაგალითად, თუ ფარული ჩანაწერი ერთადერთი გზაა საკუთარი უფლების დასაცავად, იმის გამო, რომ სხვაგვარად პირი საკუთარ უფლებას ვერ დაიცავს ან არსებობს რეალური საშიშროება ყველა სხვა მტკიცებულების განადგურებისა, ასეთ ვითარებაში ფარული ჩანაწერის გზით მტკიცებულების შექმნა დასაშვებია. ამდენად, თუ პირზე ხორციელდება ზეწოლა, მუქარა შანტაჟი, საკუთარი უფლებების დაუშვებელი ხელყოფის თავიდან ასაცილებლად, კონსტიტუციურ ღირებულებათა მრავალმხრივი აწონ-დაწონვის შედეგად, შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს სხვის პირად სფეროში ჩარევა, თუმცა, აღნიშნული დაუშვებელია მაშინ, როდესაც სხვის პირად სფეროში ჩარევა თვითდახმარებას კი არ ემსახურება, არამედ მეორე მხარისათვის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
ბრალდების მხარის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სასამართლომ, თითქოსდა არ მისცა მხარეს შესაძლებლობა, გამოეკვლია აღნიშნული მტკიცებულება, სააპელაციო პალატა კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ზ----- მ----–--ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის, ზემოაღნიშნული ვიდეოჩანაწერი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც იგი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე და მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა. ამდენად, სააპელაციო პალატისთვის გაურკვეველია, რატომ სურდა მხარეს იმ მტკიცებულების გამოკვლევა, რომელიც მხარეთა შეთანხმებით უდავო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული და რომელიც მოგვიანებით სასამართლომ შეაფასა სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ იქნა დაკმაყოფილებული ბრალდების მხარის შუამდგომლობა მის მიერვე წარმოდგენილი მტკიცებულების (აუდიოჩანაწერებისა და მისი ტანსკრიპტის) გამოკვლევის შესახებ. პალატა ამ ნაწილში სრულად დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიიჩნია, რომ მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულება, რომელიც მეორე მხარემ უდავოდ გახადა, არ უნდა იქნას გამოკვლეული თვით მისი წარმდგენი მხარის მოთხოვნით სათანადო არგუმენტაციისა და შუამდგომლობის ჯეროვანი დასაბუთების გარეშე. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ დაასაბუთა მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების სასამართლოს მიერ გამოკვლევის საჭიროება - ვერ მიუთითა, თუ კონკრეტულად რა გარემოებების დადგენასა თუ დაზუსტებას ისახავდა მიზნად ამგვარი გამოკვლევა. პალატა განმარტავს, რომ მეორე მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულების გამოკვლევა თვით ამ მტკიცებულების წარმომდგენი მხარის მოთხოვნით ვერ გაზრდის ამ მტკიცებულების წონას - მტკიცებულებით ძალას თუ სარწმუნობას. იმ შემთხვევაში კი, თუკი ამგვარი მტკიცებულების წარმომდგენი მხარე მაინც მიიჩნევს, რომ მისი შინაარსი ბუნდოვანია ან თვლის, რომ სასამართლოს მიერ მისი გამოკვლევა კონკრეტულ საკითხს მეტ სიცხადეს შესძენს, სწორედ მას უნდა დაეკისროს ასეთი გამოკვლევის საჭიროების არსებობის მტკიცების ტვირთი და შუამდგომლობაში ჯეროვნად დაასაბუთოს თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა (მაგ: შუამდგომლობას დაურთოს ექსპერტიზის დასკვნის გამცემი ექსპერტის, სხვა მტკიცებულების შემქმნელი პირის გამოკითხვის ოქმი მისთვის საინტერესო გარემოებების შესახებ და ა. შ) მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის ინტერესი ოდნავადაც არ დარღვეულა იმით, რომ სასამართლოს სხდომაზე მის მიერ წარმოდგენილი აუდიოჩანაწერი არ გაჟღერებულა და მას არ მიეცა ამ აუდიოჩანაწერის ტრანსკრიპტის ხმამაღლა წაკითხვის საშუალება.
მოწმე ლ----------------ის გამოკითხვის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულის ოჯახიდან კონფლიქტის ხმა ხშირად ესმოდა, დაზარალებულისგან კი, შეიტყო, რომ მეუღლე სისტემატურად ამცირებდა და შეურაცხყოფდა. ნიშანდობლივია ლ----------------ის მიერ აღწერილი ი----ა მ------–---–ის სულიერი მდგომარეობა და მის მიერ ცრემლიანი თვალებით ნათქვამი სიტყვები, რომ მეტი აღარ შეეძლო და პოლიციისთვის უნდა მიემართა.
საყურადღებოა მოწმეების - მ------ და დ----- ხ--–---ების გამოკითხვის ოქმებში დაფიქსირებული ინფორმაცია, რომ ზ----- მ----–--ის სახლში მისვლის შემდეგ მასწავლებელი (ი----ა მ------–---–ი) ოთახში აღელვებული დაბრუნდა და ვეღარ შეძლო გაკვეთილის გაგრძელება.
სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N00------- დასკვნასთან დაკავშირებით პალატა აღნიშნავს შემდეგს: მართალია, მოცემული დასკვნით დადგენილია, რომ ი----ა მ------–---–ს არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა, თუმცა, ამავე დასკვნის თანახმად, დაზარალებული ყურადღებას ამახვილებს ზ----- მ----–--ის აგრესიულ გამოხატულებებსა და ძალადობის ფაქტებზე, რის გამოც ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. ეს კი ადასტურებს ზ----- მ----–--ის მხრიდან მეუღლის მიმართ სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას.
სააპელაციო პალატა იშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის N617აპ-18 გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც იმისათვის, რომ დადგინდეს პირის უკანონო ქმედებებმა გამოიწვია თუ არა დაზარალებულის ტანჯვა, აუცილებელი არ არის სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის არსებობა, ეს საკითხი წარმოადგენს სასამართლოს შეფასების საგანს - საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან და წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარე (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 5 აპრილის N617აპ-18 გადაწყვეტილება).
ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა მოწმეების - ლ----------------ის, დ----- და მ------ ხ--–---ების გამოკითხვის ოქმები, აუდიოჩანაწერები, რომლებიც მსჯავრდებულის მხრიდან დაზარალებულის მიმართ ზემოქმედების იმგვარ ფორმებზე მიუთითებს, როგორიცაა სისტემატური დამცირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება მისი და ახლო ნათესავების მისამართით, დაცინვა და მისი კუთხური წარმომავლობის ირონიით მოხსენიება, უწმაწური სიტყვებით მიმართვა, ლანძღვა, აბუჩად აგდება, მოთხოვნა, რომ დაეჩოქა, რადგან არის მონა, ,,ლარის ქალი‘‘ და სხვა შეურაცხმყოფელი ბილწი სიტყვები მეუღლის მიმართ, ასევე, იმის მუდმივად ხაზგასმა, რომ არაფერი შეუძლია, სხვა ქალთან სქესობრივი ურთიერთობის დეტალებზე საუბარი, დაზარალებულისათვის დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისა და თავისუფალი მოქმედების უფლების შეზღუდვა, რომელთა საფუძველზე სასამართლო ადგენს, რომ ყოველივე აღნიშნული, თავისი ფორმით და დისკრიმინაციული მიდგომით, შეუძლებელია, დაზარალებულში ტანჯვას არ იწვევდეს. ამასთან, დაზარალებულში ტანჯვის გამოწვევის შესაფასებლად სააპელაციო პალატა ითვალისწინებს მსჯავრდებულის აგრესიულობას, ზემოქმედების ფორმას, მის სისტემატურობას და ამ გარემოებათა ერთობლიობით მიიჩნევს, რომ ობიექტურად შეუძლებელია, აღნიშნულს დაზარალებულში ფსიქიკური ტკივილი ან მორალური ტანჯვა არ გამოეწვია.
ამდენად, კომისიური ფსიქოლოგიური ექსპერტიზის N00------- დასკვნის შინაარსის მიუხედავად, სააპელაციო პალატა ამ კვლევას ვერ მიიჩნევს კატეგორიულად, რამდენადაც დასკვნის გამცემი ექსპერტების მიერ გამოკითხვის ოქმებში მითითებული ინფორმაცია, რაც, ასევე, უდავოდაა მიჩნეული მხარეთა მიერ, წინააღმდეგობაშია მათ მიერვე გაცემულ დასკვნასთან და შეუძლებელს ხდის იმის განსაზღვრას, თუ რა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იყო ი----ა მ------–---–ი მის მიმართ ზემოქმედების განხორციელების დროს. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ექსპერტების მიერ გაცემული დასკვნა ვერ აკმაყოფილებს სანდოობისა და უტყუარობის მაღალ სტანდარტს, რისი გათვალისწინებითაც სააპელაციო პალატა მას უპირობოდ ვერ გაიზიარებს.
ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ----- მ----–--ე ამცირებდა და შეურაცხყოფდა მეუღლეს - ი----ა მ------–---–ს გენდერული მოტივით, რასაც არ ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი, აუდიოჩანაწერებით უტყუარად დასტურდება, რომ აღნიშნულს ადგილი ჰქონდა 2016 წლიდან 2019 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში, თუმცა მსჯავრდებულის ქმედებები, გამოხატული სიტყვიერ შეურაცხყოფაში, არ არის იმ ხარისხის, ინტენსივობის და აღქმადობის, რომ გამოეწვია დაზარალებულში დაუძლეველი ტანჯვის განცდა. რაც შეეხება ჩანაწერებში არსებულ დამამცირებელ სიტყვებს: ,,დაიჩოქე‘‘, ,,მონა ხარ‘‘ და მისთანებს, აღნიშნულს სასამართლო განიხილავს გენდერული დისკრიმინაციის კონტექსტში მიუხედავად ერთი შეხედვით მისი მსგავსებისა დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობასთან, რომლის ინტენსივობა და ტანჯვის ხარისხი წამებასთან მიახლოებულიც კი შეიძლება იყოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გონივრულ ეჭვს მიღმა ვერ დადასტურდა ზ----- მ----–--ის მიერ ი----ა მ------–---–ის მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, თუმცა უტყუარად დადგინდა, რომ 2016 წლიდან 2019 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში ზ----- მ----–--ე მეუღლეს - ი----ა მ------–---–ს სისტემატურად შეურაცხყოფდა და ამცირებდა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ტანჯვა, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
6. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
სააპელაციო პალატა იმსჯელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენში დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით კრიმინალიზებულია ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ცემაში ბ) სხვაგვარ ძალადობაში. საქ. სსკ-ის 126-ე მუხლი შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი. ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებად არის მიჩნეული ქმედების ჩადენა არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.
საქართველოს სსკ-ის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის მტკიცებულებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება( იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
სააპელაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ზ----- მ----–--ის საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი უნდა იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით კრიმინალიზებულია დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა - პირის დამცირება ან იძულება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება პირის დამცირებაში, იძულებაში, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში. იძულება ნიშნავს ადამიანზე ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზემოქმედებას, რაც მიმართულია იქითკენ, რომ დაზარალებულმა შეასრულოს მოქმედება ან საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება. ამ დროს პირი დგება ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის თანახმად, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართლის თანახმად, არასათანადო მოპყრობამ უნდა მიაღწიოს სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რათა მოექცეს კონვენციის მე-3 მუხლის ფარგლებში. სისასტიკის ამ მინიმალური ზღვრის შეფასება ფარდობითია. იგი დამოკიდებულია საქმის ყველა გარემოებაზე, როგორიცაა, მაგალითად, მოპყრობის ხანგრძლივობა, მისი ფიზიკური და გონებრივი ზემოქმედება და რიგ შემთხვევებში დაზარალებულის სქესი, ასაკი თუ ჯანმრთელობის მდგომარეობა (იხ. inter alia, Price v. the United Kingdom, საქმე № 33394/96, პუნქტი 24, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო /ECHR/ 2001-VII; Mouisel v. France, საქმე № 67263/01, პუნქტი 37, ECHR 2002-IX; და Naumenko v. Ukraine, საქმე N 42023/98, პუნქტი 108, 2004 წლის 10 თებერვალი). ბრალდებები არასათანადო მოპყრობაზე უნდა მყარდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით (იხ. mutatis mutandis, Klaas v. Germany, 1993 წლის 22 სექტემბერი, პუნქტი 30, სერია A, საქმე N 269). ამ მტკიცებულების შესაფასებლად სასამართლო იღებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა” მტკიცების სტანდარტს. თუმცა, დასძენს, რომ ამგვარი მტკიცებულება უნდა გამომდინარეობდეს საკმარისად მყარი, აშკარა და ერთსულოვანი დასკვნების თანაარსებობიდან ან ამგვარი არაწინააღმდეგობრივი ფაქტების პრეზუმციიდან (იხ. Ireland v. the United Kingdom, 1978 წლის 18 იანვარი, პუნქტი 161 ბოლო, სერია A, საქმე № 25, და Labita v. Italy [დიდი პალატა], საქმე № 26772/95, პუნქტი 121, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2000-IV). სასამართლომ მოპყრობა მიიჩნია ,,არაადამიანურად”, რადგან inter alia იგი იყო წინასწარ განზრახული, გაგრძელდა საათების მანძილზე და გამოიწვია როგორც სხეულის დაზიანება, ასევე ღრმა ფიზიკური და სულიერი ტკივილი (იხ. ზემოხსენებული ლაბიტას საქმე Labita, პუნქტი 120). მოპყრობა ითვლება ,,ღირსების შემლახველად”, როდესაც იგი თავისი შინაარსით დაზარალებულებში იწვევს შიშის, წვალებისა და დამცირებულობის გრძნობებს, რასაც შეუძლია მათი შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა, ისევე როგორც ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის გრძნობის გატეხვა (იხ. Hurtado v. Switzerland, 1994 წლის 28 იანვარი, კომისიის გადაწყვეტილება, პუნქტი 67, სერია A, საქმე № 280). ან როდესაც ის იყო იმგვარი, რომ უბიძგა დაზარალებულს, ემოქმედა საკუთარი ნებისა და სინდისის საწინააღმდეგოდ (მაგალითისთვის იხ. Denmark, Norway, Sweden and the Netherlands v. Greece (ე.წ. ,,ბერძნული საქმე” “Greek case”) №№: 3321/67, 3322/67, 3323/67 და 3344/67, კომისიის 1969 წლის 5 ნოემბრის მოხსენება, მე-12 წელიწდეული, გვ. 186, და Keenan v. the United Kingdom საქმე N 27229/95, პუნქტი 110, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-III). ასევე, განსჯისას - არის, თუ არა მოპყრობა ,,ღირსების შემლახველი” მე-3 მუხლის ფარგლებში, ერთ-ერთი ფაქტორთაგანი, რასაც სასამართლო გაითვალისწინებს, არის ის, იყო თუ არა მისი საგანი შესაბამისი პირის დამცირება და მისი ღირსების შელახვა, თუმცა ამგვარი მიზეზის არარსებობას არ შეუძლი,ა საბოლოო ჯამში, გამორიცხოს მე-3 მუხლის დარღვევის დადგენა (იხ. Raninen v. Finland, 1997 წლის 16 დეკემბერი, პუნქტი 55, Reports of Judgments and Decisions 1997-VIII; Peers v. Greece, საქმე № 28524/95, პუნქტები 68 და 74, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2001-III; და ზემოთ მოყვანილი პრაისის საქმე Peers, პუნქტი 24).
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლი ამავე კოდექსის 1261-ე მუხლისაგან განსხვავდება ზემოქმედების სიმძიმისა და შედეგის ხარისხით.
მოცემულ შემთხვევაში, უტყუარად დადასტურდა, რომ ზ----- მ----–--ის მიერ მეუღლის მიმართ განხორციელებული დამცირებისა და შეურაცხყოფის მიზნით მიყენებული ზემოქმედებები თავისი სიძლიერით ვერ გამოიწვევდა დაზარალებულის ტანჯვის იმ ხარისხს, რომელიც აუცილებელია ქმედების სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით კვალიფიკაციისთვის, მით უფრო, იმ ვითარებაში, როდესაც დაზარალებულმა სასამართლოს არ მისცა ჩვენება მის მიერ განცდილი ფსიქიკური ტკივილისა და მორალური ტანჯვის შესახებ. ამასთან, უტყუარად დადასტურდა ზ----- მ----–--ის მხრიდან მეუღლის მიმართ სისტემატურიი სიტყვიერ შეურაცხყოფა და უცენზურო სიტყვებით მოხსენიება, მისი დამცირება, რასაც ობიექტურად შეუძლებელია, არ გამოეწვია დაზარალებულის ტანჯვა. ამდენად, სააპელაციო პალატას უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ----- მ----–--ემ ჩაიდინა მეუღლის სისტემატური დამცირება და შეურაცხყოფა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მისი ქმედება საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილიზე, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ----- მ----–--ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
7. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
ამდენად, სააპელაციო პალატა შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, რომელი სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.
სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (გენდერული ნიშნით მეუღლის დამცირება, შეურაცხყოფა და ტანჯვა), ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებასა და ხასიათს (ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაული), ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ზ----- მ----–--ის შურაცხმყოფელი და დამამცირებელი ქმედებები გრძემდებოდა წლების განმავლობაში), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მის სურვილს, ურყევ ნებას, ეძალადა მეუღლეზე), მის პიროვნებას (ზ----- მ----–--ე ი----ა მ------–---–ს ხანგრძლივი დროის მანძილზე ურღვევდა ფსიქიკურ ხელშეუხებლობას და მშვიდი ცხოვრების უფლებას, რამაც გამოიწვია მისი ტანჯვა. ამრიგად, საქმე გვაქვს მოძალადესთან, რომელიც ახორციელებდა სისტემატურ შეურაცხყოფასა და დამცირებას ოჯახის ქალი წევრის მიმართ), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ზ----- მ----–--ის ქმედებების შედეგად დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას, რამაც შესაძლოა, წარუშლელი კვალი დატოვის მის ფსიქიკაზე) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა და უფრო მსუბუქი სახის სასჯელის გამოყენება იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერის, გენდერული იდენტობის, ასაკის, რელიგიის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის ან დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ზემოაღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ამდენად, ვინაიდან უტყუარად არის დადგენილი, რომ ზ----- მ----–--ემ დანაშაული ჩაიდინა გენდერული შეუწყნარებლობის მოტივით, მას სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
8. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ, CD და DVD დისკები, რომლებზეც ჩაწერილია ხმის ნიმუშები და აუდიოჩანაწერები, შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ------- გ-----–---–ის და მსჯავრდებულ ზ----- მ----–--ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ----- მ----–--ის მიმართ დარჩეს უცვლელი;
ზ----- მ----–--ე საქართველოს სსკ-ის 111,126-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,კ‘‘ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს;
ზ----- მ----–--ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 111,1443-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
ზ----- მ----–--ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 წლისა და 6 თვის ვადით;
ზ----- მ----–--ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს 2019 წლის 26 თებერვლიდან;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ----- მ----–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
ნივთიერი მტკიცებულებები - CD და DVD დისკები შენახული იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე