განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 330100119002799267
საქმე №1ბ/824-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19 სექტემბერი 2019 წელი თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე მარინა ხოლოაშვილმა
ზაზა ჭანტურიძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელის: ნ----------–ის,გამართლებულ: ი-----------------ის,ადვოკატ: ზ---------------ის,თარჯიმნების: ა---------–--------ის და ზ----------------ს
მონაწილეობით,თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნ----------–ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი-----------------------------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–-----------ს, საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ დაოჯახებულის, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ. თბილისი, ს------–-----------–-------------–-----------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ი-----------------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი.
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
რაც გამოიხატა შემდეგში:
ი-----------------ი დედასთან - ს-----------------სთან ერთად ცხოვრობს თბილისი, ქ---------------–------------------–------------------------–-- თანაცხოვრების განმავლობაში, ი-----------------ი ხშირად ღებულობს ალკოჰოლურ სასმელს და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი სისტემატურად აყენებს შეურაცხყოფას და ამცირებს ს-----------------ს. ასევე, ემუქრება სიცოცხლის მოსპობით, რაც იწვევს დაზარალებულის ტანჯვას და მუქარის გამო, აქვს მუდმივად შიშის გრძნობა. 2018 წლის 04 დეკემბერს, საღამოს საათებში, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ი-----------------ი ს-----------------სთან ერთად იმყოფებოდა ზემოაღნიშნულ მისამართზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, რა დროსაც მათ შორის წარმოშობილი ურთერთშელაპარაკებისას, ი-----------------ი გახდა აგრესიული და სიტყვიერო შეურაცხყოფა მიაყენა ს-----------------ს, რომლის მიმართ ასევე განახორციელა ფიზიკური ძალადობა. კერძოდ, ი-----------------მა დედამისს - ს-----------------ს თავის არეში დაარტყა მუშტი, რამაც გამოიწვია ს-----------------ს ფიზიკური ტკივილი.
ამავდროულად, სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფასთან ერთად, ი-----------------ი სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა დედას, რომელსაც გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც ს-----------------ს მიერ გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რომელთა მიერაც ი-----------------ი დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით ოჯახში ძალადობის ფაქტზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით ი-----------------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
ი-----------------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდა.
განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შს სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორმა ნ----------–მა, რომელმაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3 აპრილის განაჩენის გაუქმება, მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგომა და ი-----------------ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 111, 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე ი-----------------ისთვის სამართლიანად მკაცრი სასჯელის განსაზღვრა თავისუფლების აღკვეთის სახით.
აპელანტი აღნიშნულის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა და რიგ შემთხვევებში საერთოდ არ მიიღო მხედველობაში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გამოიტანა უკანანო განაჩენი.
პალატამ განიხილა რა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, მიიჩნია რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენით უტყუარადაა დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებებს მიცემული აქვთ სწორი სამართლებრივი შეფასება. პალატა სრულად იზიარებს გასაჩივრებული განაჩენის მოტივაციას, როგორც ფაქტობრივ გარემოებებთან, ისე სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ი-----------------ის მიერ ხსენებული დანაშაულის ჩადენას.
სასამართლო სხდომაზე ი-----------------მა გამოიყენა კანონით მინიჭებული დუმილის უფლება.
სასამართლოს სხდომაზე დაზარალებულმა ს-----------------მ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 115-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული უფლებით და უარი განაცხადა ახლო ნათესავის (შვილის) წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში ი-----------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები: შეტყობინება, პატაკი, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი; მოწმეთა - დ-----------–---–---–---------–--------------- გამოკითხვის ოქმები; ალკოტესტით შემოწმების შედეგები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ნათია ჯვარიძის ჩვენება, სასამართლო ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, ექსპერტ მ-------------–---–-ს ჩვენება და სხვა წერილობითი მტკიცებულებები, მხარეების მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში მითითებულ გარემოებას, რომ რომ სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა და რიგ შემთხვევებში საერთოდ არ მიიღო მხედველობაში ბრალდების მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს და გამოიტანა უკანანო განაჩენი, ვინაიდან სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ წარდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ი-----------------ის მიერ მითითებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ ი-----------------ის მიმართ არ წარმოდგენილა არც ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება. დაზარალებულმა ს-----------------მ მასზე განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტი სასამართლო სხდომაზე არ დაადასტურა (გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და სასამართლოს არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ). უდავოდ ცნობილი მოწმეები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრე პირები (თვითმხილველები) და მათ მიერ გამოძიებისათვის მიცემული ინფორმაციით უტყუარად არ დასტურდება პირის ბრალდების დადგენილებაში მითითებული გარემოებები. კერძოდ, იმ პირის ვინაობა, რომელმაც დაზარალებულის მიმართ განახორციელა ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება და სიცოცხლის მოსპობის მუქარა.
ამდენად, ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ი-----------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია საკმარისი მტკიცებულებათა ერთობლიობით, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან, წარდგენილი მტიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ი-----------------ის მიერ ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი.
განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებითა და ნორმებით, კერძოდ:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. ასევე საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ’’; საქართველოს სსსკ-ის მე-269 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი: ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, ხოლო როგორც ზემოთ აღინიშნა, ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა უტყუარი მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ ი-----------------მა ჩაიდინა დანაშაული.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: ”წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული”.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში კი არავითარ ერთმანეთთან შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობასთან არა გვაქვს საქმე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულმა და უდავოდ ცნობილმა მტკიცებულებებმა არ მისცეს პალატას ერთმნიშვნელოვანი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა, რითაც დადასტურდებოდა ი-----------------ის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით პალატა მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი ი-----------------ის მიმართ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით.
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის პროკურატურის შ.ს. სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორის ნ----------–ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 აპრილის განაჩენი ი-----------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.
ი-----------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ი-----------------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისათვის წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
ი-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმებულია.
განემარტოს გამართლებულს უფლება, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოტანიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: მ. ხოლოაშვილი