განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 190100119003138914
საქმე №1ბ/1912-19
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2020 წელი ქ. თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძე
სხდომის მდივანი - ნადეჟდა მარანელი
სხდომის სახე - ღია;
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ლ---- ჯ--–-----ია;
დაცვის მხარე:
მსჯავრდებული - ზ------ ა--–-----–ი, დაბადებული 1----–-–------------–-, პირადი ნომერი 1----------, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები ბ---–---ის რაიონის დაბა კ--------–ი, კ-----------------------ში.
ადვოკატი - რ---------–----ე;
კვალიფიკაცია:
1) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილი;
2) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,, დ“ ქვეპუნქტი;
3) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,, ე“ ქვეპუნქტი;
4) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლი;
სასჯელი: დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
ზ------ ა--–-----–მა ძალადობის გამოყენების მუქარით, კერძოდ ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ბ---–---ის რაიონში ფ----– ა------–---ს გამოსძალა: 2019 წლის 18 მარტს - 107 ლარი “აჭარაბეთის” ანგარიშზე ჩარიცხვით; 2019 წლის 21 მარტს - 230 ლარი “კრისტალბეთის” ანგარიშზე ჩარიცხვით; 2019 წლის 22 მარტს - 600 ლარი “საქართველოს ბანკის” ანგარიშზე ჩარიცხვით; 2019 წლის 22 მარტს - 105 ლარი “კრისტალბეთის” ანგარიშზე ჩარიცხვით და 2019 წლის 23 მარტს - 190 ლარი. ჯამში ზ------ ა--–-----–ი მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ფ----– ა------–---ის კუთვნილ 1 232 ლარის ოდენობის ფულად თანხას.
2018 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევი ზ------ ა--–-----–ი 2019 წლის 10 ივლისს, თბილისი-რუსთავის გზატკეცილის N----ის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ ერთ ე.წ. ბაშად დაფასოებულ ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ საერთო წონით 0,0053 გრამი.
2018 წლის 15 ნოემბერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა ზ------ ა--–-----–მა თავისი საცხოვრებელი სახლის აივანზე, მდებარე ბ---–---ის რაიონი, დაბა კ-----------------------------------ში, დათესა და მოიყვანა კანაფი წონით 60,25 გრამი, რომელიც ამოღებულ იქნა 2019 წლის 10 ივლისს მისი სახლის ჩხრეკისას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის დადგენილებით ნარკოტიკული საშუალების - ოპიუმის ჯგუფის ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული ზ------ ა--–-----–ი 2019 წლის 10 ივლისს უკანონოდ ინახავდა ასევე უკანონოდ შეძენილ მცირე ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „მორფინს“ (ფუძე) წონით 0,0083 გრამი და „კოდეინს“ წონით 0,0018 გრამი.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:
ზ------ ა--–-----–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;
ზ------ ა--–-----–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;
ზ------ ა--–-----–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებაად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ზ------ ა--–-----–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქა წინა 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ------ ა--–-----–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;
ზ------ ა--–-----–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჩამოერთვა:
ა) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 (ათი) წლის ვადით,რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაცვის მხარემ - მსჯავრდებულ ზ------ ა--–-----–ის ადვოკატმა რ---------–----ემ.
3. მხარეთა პოზიციები:
აპელანტის პოზიციით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი და უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არ ემყარება გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებათა ერთობლიობას. ნარკოტკული საშუალების შეძენა-შენახვის ეპიზოდში მოწმეთა ჩვენებები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი. მოწმე პოლიციელმა კ------- პ-----–---–მა განმარტა, რომ ზ------ ა--–-----–ი დააკავეს არა სასამართლოს განჩინების, არამედ პოლიციის შენობაში მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. ზ------ ა--–-----–ის პირადი ჩხრეკისას მისი წინა მარჯვენა ჯიბიდან იქნა ამოღებული ნივთიერება, რაც აღმოჩნდა ნარკოტიკი. ზ------ ა--–-----–ს ჯიბიდან თავად ამოუღო ნარკოტიკი მარცხენა ხელით და ამ დროს ა--–-----–ის უკან, მარცხენა მხარეს იდგა. მოწმე პოლიციელმა შ----- კ------მ განმარტა, რომ ზ------ ა--–-----–ს სრულიად შემთხვევით გადაეყარნენ ავტომაგისტრალზე და მხოლოდ იმიტომ გააჩერეს და გაჩხრიკეს, რომ იცნეს. ზ------ ა--–-----–ს პ-----–---–მა მარჯვენა კი არა, მარცხენა ჯიბიდან ამოუღო ნარკოტიკი, რა დროსაც ეს უკანასკნელი იდგა არა ა--–-----–ის უკან, არამედ - მის წინ სახით მისკენ. მოწმე პოლიციელმა გ------- ქ-------მ კი განმარტა, რომ ზ------ ა--–-----–ს შემთხვევით არ შეხვდენენ ავტომაგისტრალზე, არამედ მათ ჯგუფს უფროსმა მიაწოდა მისი მოძრაობის მიმართულების შესახებ ინფორმაცია. კ------- პ-----–---–ი გვერდით ედგა ზ------ ა--–-----–ს და ისე ახორციელებდა მის ჩხრეკას. მოწმემ - ტაქსის მძღოლმა გ---- ჩ--------ემ განმარტა, რომ პოლიციელებმა გაჩხრიკეს მისი მგზავრები, რა დროსაც პოლიეთილენის პარკში გახვეული ნივთიერება ამოუღეს ზ. ა--–-----–ს, თუმცა პირადად არ დაუნახავს, საიდან ამოუღეს მას ეს ნივთიერება. დაცვის მხარის მტკიცებით ბრალდების მხარემ ასევე ვერ უზრუნველყო მტკიცებულების წარმოდგენა ზ------ ა--–-----–ის მიერ გამოძალვის ფაქტის უტყუარად დასადასტურებლად და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენების გამოქვეყნებით შემოიფარგლა, რაც მისი მოსაზრებით მტკიცებულებად არ უნდა იქნას მიჩნეული. დაცვის მხარე არ უარყოფს ზ------ ა--–-----–ის მიერ ფ----– ა------–---ისათვის ფულადი თანხის თხოვნისა და მისგან ამ თანხის მიღების ფაქტს, თუმცა უთითებს, რომ გაამოძალვას ადგილი არ ჰქონია. ზ------ ა--–-----–ი და ფ----– ა------–---ი ბავშვობის მეგობრები არიან, და ფულადი თანხაც ხშირად უსესხებიათ ერთმანეთისთვის. უცენზურო ლექსიკა კი უჩვეულო არ არის მათ ერთმანეთთან საუბარში.
ბრალდების მხარის - პროკურორ ლ---- ჯ--–-----იას პოზიციით რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად ვინაიდან არის კანონიერი და დასაბუთებული.
4. მტკიცებულებების ერთობლიობა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).
საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი, რომლებსაც სააპელაციო პალატა ქვემმოთ მიმოიხილავს დეტალურად, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, სააპელაციო პალატამ შეისწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ასევე რამდენად ქმნის მათი ერთობლიობა გამამტყუნებელი განაჩენისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს და მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
გამოძალვა
პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის საფუძველზე გამოქვეყნდა დაზარალებულ ფ----– ა------–---ის 2019 წლის 25 მარტის ჩვენება. ჩვენების შინაარსის თანახმად: ფ----– ა------–---ი ცხოვრობს ბ---–---ის რაიონის დაბა კ--------–ი, N---------ში მშობლებთან ერთად. მისი საცხოვრებელი კორპუსიდან დაახლოებით ექვსასი მეტრის მოშორებით ცხოვრობს მასზე ერთი წლით უფროსი ზ------ ა--–-----–ი, რომელსაც ზედმეტ სახელად ყველა ეძახის ,,პ--–-ს“. მასთან მეგობრული ურთიერთობა არ აქვს, თუმცა იცნობს ბავშობიდან. ზ------ ა--–-----–ი არ მუშაობს, მთელი დღის განმავლობაში ქუჩაშია, სარგებლობს ე.წ ,,ძველი ბიჭის“ სახელით და ჰყავს ,,ძველი ბიჭების“ სამეგობრო. წესიერი, პატიოსანი, მშრომელი ხალხი მასთან ურთიერთობას თავს არიდებს, მათ შორის - თვითონაც. დაახლოებით სამი-ოთხი თვის წინ ბ---–---ის რაიონში შემთხვევით შეხვდა ზ------ ა--–-----–ს, რომელიც გადაკოცნა და მოიკითხა. ზ------ ა--–-----–მა უთხრა, რომ სასწრაფოდ უნდა წასულიყო თბილისში და სესხად გამოართვა 50 ლარი. დაახლოებით ორ-სამ დღეში მის ტელეფონის ნომერზე - 5-------- ტელეფონის ნომრით - 5-------- დაუკავშირდა ზ------ ა--–-----–ი და უთხრა, რომ მისთვის კიდევ ესესხებინა 100 ლარი, რომელიც სასწრაფოდ დასჭირდა და ამ თანხას მის მიერ ნასესხებ 50 ლართან ერთად მოკლე დროში დაუბრუნებდა. თან მისცა „კრისტალ ბეთის“ ანგარიშის კოდი და სთხოვა, რომ თანხა იქ ჩაერიცხა. ფ----– ა------–---მა მართლაც ჩაურიცხა „კრისტალ ბეთის“ ანგარიშის კოდზე 100 ლარი. რამდენიმე ხანში ზ------ ა--–-----–მა დაუბრუნა 150 ლარი, თუმცა ამის შემდეგ ურცხვად დაუწყო თანხის მოთხოვნა. კერძოდ, დაახლოებით ორ კვირაში დაურეკა და მოსთხოვა, „კრისტალ ბეთის“ ანგარიშზე ჩაერიცხა 200 ლარი, იყო ძალიან კატეგორიული და უთხრა, რომ თანხა აუცილებლად უნდა ეშოვა. გამომდინარე მისი ცხოვრების წესიდან, ფ----– ა------–---მა თავი შეიკავა წინააღმდეგობის გაწევისგან და ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით ზ------ ა--–-----–ს „კრისტალ ბეთის“ ანგარიშის კოდზე ჩაურიცხა 200 ლარი. ფ----– ა------–---ი ფიქრობდა, რომ ზ------ ა--–-----–ი მეტს აღარ შეაწუხებდა, თუმცა მის მიართ კვლავ გაგრძელდა თანხის მოთხოვნები. ა--–-----–ი სისტემატურად ურეკავდა და ეუბნებოდა, რომ თანხა სჭირდებოდა, გაენძრია ერთი ადგილი, ფული ეშოვა და მისთვის მიეტანა. ზ------ ა--–-----–ს უხსნიდა, რომ თავადაც უჭირდა, ამასთან მამა ჰყავდა ავად და იყო მისახედი, თუმცა ის კვლავაც კატეგორიულად ითხოვდა ფულს, ეუბნებოდა, რომ მისი გაჭირვება მაგრად ეკიდა, თანხა სადაც უნდოდა, იქ ეშოვა და მისთვის მიეცა, წინააღმდეგ შემთხვევაში აფრთხილებდა, რომ კარგად იცოდა, რაც მოუვიდოდა - ფიზიკურად გაუსწორდებოდა. მუქარის ეშინოდა და მოთხოვილ თანხებს აძლევდა. კერძოდ, ხსენებული 200 ლარის „კრისტალ ბეთის“ ანგარიშზე ჩარიცხვიდან დაახლოებით სამ დღეში კვლავ „კრისტალ ბეთის“ ანგარიშზე კატეგორიული მოთხოვნის გამო კიდევ ჩაურიცხა 500 ლარი. რამდენიმე ხნის შემდეგ კვლავ ტელეფონის მეშვეობით მოსთხოვა 200 ლარი, კვლავ დაემუქრა. ამჯერად ჩაურიცხა 120 ლარი. ამაზე ზ------ ა--–-----–ი გაუბრაზდა და აიძულა, ფული ეშოვა და რამდენიმე საათში თანხა 200 ლარამდე შეევსო. 2019 წლის 18 მარტს ტელეფონით წერილობითი შეტყობინება მიიღო ზ------ ა--–-----–ის მეგობრის რ----- ა-–---ისგან (ტელეფონის ნომრიდან 5--------). იგი ითხოვდა 200 ლარს. უპასუხა, რომ თანხა არ ჰქონდა. მალევე ზ------ ა--–-----–ის ტელეფონის ნომრიდან დაურეკა რ----- ა-–---მა და მოთხოვნა გაუმეორა. ფ----– ა------–---მა მასაც აუხსნა, რომ მამა ჰყავდა ავად, მისთვის უნდა ემკურნალა და თანხას ვერ იშოვიდა. რ----- ა-–---ს კი ამის გაგონება არ სურდა და უთხრა, რომ მან მ--------–ში სხვებს ათას-ათასი მოსთხოვა და მარტო ის არ იყო, ვისაც ფულს ართმევდა. რ----- ა-–---თან საუბარი დაასრულა და უთხრა, რომ ახლა ვეღარ დაელაპარაკებოდა და მოგვიანებით კვლავ დაურეკავდა. რ-----ის ზარიდან მალევე დაურეკა ზ------ ა--–-----–მა თავისი ტელეფონით და კატეგორიულად მოსთხოვა 200 ლარი, თან თანხის მისატანად ნახევარი საათი განუსაზღვრა. თუ თანხას „აჭარა ბეთის“ ანგარიშზე არ ჩაურიცხავდა, მერე თავის თავისთვის დაებრალებინა, რაც მოუვიდოდა. ფ----– ა------–---ს ხელზე ჰქონდა 107 ლარი, რომელიც ჩაურიცხა მითითებულ ანგარიშზე კოდით 1------, რომელიც ეკუთვნოდა ვინმე რეზო მ------ეს. ზ------ ა--–-----–მა კიდევ დაურეკა და მოსთხოვა მინიმუმ 43 ლარის დამატება, რაზედაც უარს ეუბნებოდა. ა--–-----–მა მიაყენა შეურაცხყოფა, დაემუქრა, რომ სცემდა და ილია მონაგონი იქნებოდა. შიშის გამო იძულებული გახდა, აღნიშნული თანხაც დაერიცხა. მომდევნო დღეს - 19 მარტს კვლავ დაურეკა ზ------ ა--–-----–მა. უთხრა, რომ იყო ჯ---სთან ერთად (გულისხმობდა ასევე ,,ძველ ბიჭს“ ჯ--- ტ--------ას) და მისგან ელოდებოდნენ, როდის მიიტანდა 200 ლარს. უთხრა, რომ უჭირდა და თანხას ვერ მისცემდა, თუმცა კვლავ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაემუქრა. მას კი კვლავ შეეშინდა და ფული ისევ ჩაურიცხა. 20 მარტს ისევ დაურეკა ზ------ ა--–-----–მა და უთხრა, რომ ჯ---სთან ერთად მიდიოდა თბილისში და თვის ბოლოს მისგან 300-400 ლარს ელოდებოდნენ. მათთვის ფულის მიცემას ასევე თვის ბოლოს ,,მერცხალაც“ და სხვებიც იყვნენ შეპირებულები. 21 მარტს ზ------ ა--–-----–ის ტელეფონით ესაუბრნენ თვითონ ზ------ ა--–-----–ი და მისი მეგობარი ილია ყაზარაშვილი და კვლავ აიძულეს „კრისტალ ბეთის“ ანგარიშის კოდზე 7----- ნიკით v------- ჩაერიცხა 230 ლარი. 22 მარტს კი ზ------ ა--–-----–მა უკვე 700 ლარი მოსთხოვა. შეშინებულმა ფ----– ა------–---მა ამჯერად 600 ლარი ჩარიცხა საქართველოს ბანკის ბანკომატიდან ვინმე ჯ----–ის ანგარიშზე პირად ნომერზე 0----------, ხოლო 105 ლარი კი ჩარიცხა „კრისტალ ბეთის“ ანგარიშზე ნომრით 1-----, რომელიც რეგისტრირებული იყო თავად ზ------ ა--–-----–ზე. აღნიშნული გაგრძელდა 23 მარტსაც და ზ------ ა--–-----–მა კვლავ გამოსძალა 190 ლარი და კვლავ ჩაარიცხინა „კრისტალ ბეთის“ მის კუთვნილ ანგარიშზე ნომრით 1-----. იმავე დღეს ისევ მოთხოვეს 500 ლარი, რომელიც შეშინებულმა და გამტყდარმა ჩაურიცხა ილია ყაზარაშვილს. აღნიშნულ თანხებს ფ----– ა------–---ი რიცხავდა ბ---–---ში, დაბა კ--------–ი არსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან. ფ----– ა------–---მა განმარტა, რომ ზ------ ა--–-----–ს გარდა აღნიშნულისა, სხვა კოდებზეც ურიცხავდა თანხებს, თუმცა არ ახსოვს თანხის ოდენობები და კოდები. ფულის ჩარიცხვის ქვითრები არ შეუნახავს. ფ----– ა------–---მა განმარტა, რომ ზ------ ა--–-----–ის, ჯ--- ტ--------ას, ილია ყაზარაშვილის და რ----- ა-–---ის ვალი არ ჰქონია. ხსენებული პირების საუბრიდან იცის, რომ ისინი ფულს აგროვებდნენ ე.წ ,,ქურდული ობშიაკისთვის“, რის გამოც ისიც ყვებოდა „პრიკუპში“ და ვალდებული იყო, ,,ძველი ბიჭებისთვის“ პატივი ეცა, გაენძრია საჯდომი და მათთვის ფული ეშოვნა. ფ----– ა------–---მა დამატებით განმარტა, რომ თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუვიდა ილია ყაზარაშვილთან, თუმცა იგი ფიზიკურად არ შეხებია. მოთხოვილ თანხებს რიცხავდა შიშის გამო, ვინაიდან ისინი სარგებლობენ ავტორიტეტით, კავშირი აქვთ ქურდულ სამყაროსთან, ცხოვრობენ ქურდული წესებით და სჯეროდა, რომ მუქარას შეუსრულებდნენ - სცემდნენ, შეურაცხყოფას მიაყენებდნენ და დაამცირებდნენ სხვების თვალწინ. შიშის გამო არ უფიქრია, მიემართა პოლიციისთვის. ფ----– ა------–---მა განმარტა, რომ ზემოხსენებულ პირებს იცნობს პირადად, ხოლო რ----- ა-–---ს - მხოლოდ ტელეფონით, თუმცა იცის, რომ არის ზ------ ა--–-----–ის მეგობარი და თანამოაზრე. რ----- ა-–---ი არის მ--------–ელი, არის დაახლოებით მისი ასაკის, მამამისს კი ჰქვია ალი. რ-----ი უკავშირდებოდა თავისი ტელეფონის ნომრით 5--------. რაც შეეხება ჯ--- ტ--------ას, იგი არის თბილისელი, თუმცა ხშირად იმყოფება კ--------–ი და სარგებლობს ტელეფონის ნომრით 5--------, ლ---- ტ--------- სარგებლობს ტელეფონის ნომრით 5--------, ზ------ ა--–-----–ი კი - ტელეფონის ნომრით 5--------.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა დეტექტივ-გამომძიებელი ნ---- ლ-–--ა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვრიდან ქვემო ქართლის პოლიციის განყოფილებაში მუშაობისას აწარმოებდა გამოძიებას დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტზე. კერძოდ, მოქალაქე ი-–--- გ---------ს უკავშირდებოდნენ ტელეფონით და სძალავდნენ თანხას. საქმეზე მტკიცებულებების მოპოვების მიზნით მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა ი-–--- გ---------ის ტელეფონის ფარული მიყურადება. სატელეფონო საუბრების მოსმენისას გამოჩნდა ორი პირი: ზ------ ა--–-----–ი და ვინმე ბადური, რომლებიც ფ----– ა------–---ს სძალავდნენ ფულს. დადგენილი იქნა ზ------ ა--–-----–ის მობილური ტელეფონის ნომერი. რის შემდეგაც მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაიწყეს ზ------ ა--–-----–ის ტელეფონის მოსმენა. გაირკვა, რომ ზ------ ა--–-----–ი და მისი მეგობარი ფულს სძალავდნენ ფ----– ა------–---ს, კერძოდ, პერიოდულად ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ ჩაერიცხა ფული, ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ ,,იცი რაც მოგივა“. აძლევდნენ „კრისტალბეთის“ და საქართველოს ბანკის ანგარიშის ნომრებს. ფ----– ა------–---ი ეუბნებოდა, რომ აღარ ჰქონდა მეტი ფული, თუმცა ისინი მაინც სთხოვდნენ ფულს და ეუბნებოდნენ: ,,თუ არ მოიტან, იცი რაც მოგივა“. ასევე არსებობდა თანამშრომლის ინფორმაციული პატაკი, რომლის თანხმად ზ------ ა--–-----–ი ფულს სძალავდა ფ----– ა------–---ს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხული ჰყავს ფ----– ა------–---ი, რომელიც იყო შეშინებული. გამოკითხვისას ფ----– ა------–---მა განცხადა, რომ არ ჰქონდა ზ------ ა--–-----–ის არანაირი ვალი, ასვე აღნიშნა, რომ ჰქონდა რეალური შიში იმისა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, რადგან ზ------ ა--–-----–ს ჰქონდა „ძველი ბიჭის“ სახელი და ეშინოდა, რომ ფულის მიცემაზე უარის თქმის შემთხვევაში გაუსწორდებოდა ფიზიკურად და დაამცირებდა ბიჭების თვალწინ. მოწმის განმარტებით, მისმა თანამშრომლებმა გამოითხოვეს ინფორმაცია „აჭარაბეთიდან“, „კრისტალბეთიდან“ და საქართველოს ბანკიდან. ინფორმაციის თანახმად ანგარიშის ნომრები ეკუთვნოდა ზ------ ა--–-----–ს, ერთი ანგარიში იყო ზ------ ა--–-----–ის ძმის სახელზე. როგორც ახსოვს, ზ------ ა--–-----–ს გადაკეთებული ჰქონდა გვარი, ის ადრე იყო ჯ----–ი. ნ---- ლ-–--ას ასევე დათვალიერებული აქვს დისკები (03 დისკი). ჩანაწერები არის ქართულ ენაზე. მოწმის განმარტებით, საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ სასამართლოს მიერ გაიცა ზ------ ა--–-----–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის განჩინებები. დაკავებასა და ჩხრეკაში თვითონ მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმემ დამატებით განმარტა, რომ დაზარალებულს გააცნო მისი გამოკითხვის ოქმი, რომელიც წაუკითხა ქართულ ენაზე, თარჯიმანი არ დასჭირვებია, რადგან ქართული იცის კარგად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელი ა---- ზ-------ე, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარატამენტში დაიწყო გამოძიება გამოძალვის ფაქტზე, რომლის მიხედვით მ-------- ს-------ი მეგობრების დახმარებით ფულს სძალავდა ი-–--- გ---------ს. აღნიშნული საქმის ირგვლივ მის მიერ შედგენილი იქნა სამი ინფორმაციული პატაკი. პირველ პატაკში ასახული აქვს მ-------- ს-------ის პირადი მონაცემები და ტელეფონის ნომერი, მეორე პატაკში ასახული აქვს მ-------- ს-------ის მეორე ტელეფონის ნომერი. მოწმის განმარტებით, მ-------- ს-------ი დანაშაულებრივ კავშირში იყო ზ------ ა--–-----–თან, რომლის დემოგრაფიული მონაცემები მოიძია და ასახა მესამე პატაკში. მესამე პატაკი შედგენილია 2019 წლის 27 თებერვალს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელი რ----- ი-----ა, რომელმაც განმარტა, რომ მისთვის ცნობილი იყო ზ------ ა--–-----–ის მიმართ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ. საკონტაქტო პირისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ზ------ ა--–-----–ი ფულს სძალავდა ფ----– ა------–---ს, აღნიშნული ინფორმაცია, ზ------ ა--–-----–ის მობილური ტელეფონის ნომერი და იმ პირის პირადი მონაცემები, ვისაც სძალავდა ფულს, 2019 წლის 25 მარტს პატაკით მიაწოდა ხელმძღვანელს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის დეტექტივ გამომძიებელი ვ----– ა--–---ე, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ქალაქ თბილისში, გაგარინის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის სათაო ოფისიდან გამოთხოვილი აქვს ინფორმაცია - კერძოდ, კონკრეტული პირადი ნომრის მქონე პირის ანგარიშის ნომერზე რა სახის ტრანზაქციები იყო შესრულებული. კონკრეტულად იყო თუ არა გადარიცხული 600 ლარი ამ პირის ანგარიშზე. გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად 2019 წლის მარტში 600 ლარი ჩარიცხული იყო დ----- ჯ----–ის პირად ანგარიშზე და განაღდებული იყო თბილისში. როგორც შემდეგ ვ----– ა--–---ისთვის გახდა ცნობილი, დ----- ჯ----–ი იყო ზ------ ა--–-----–ის ნათესავი. ვ----– ა--–---ემ ასევე დანიშნა ექსპერტიზა ნარკოტიკულ საშულებებზე, რომლებიც ამოიღეს ზ------ ა--–-----–ის საცხოვრებელი სახლიდან.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერები (მათი კრებსითი ამონაწერები), რომელთა თანახმად:
ფონოგრამა 1413400596 IN-ის თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 18.03.2019 წლის 14:11:12 საათიდან 14:12:40 საათამდე პერიოდში, თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრებით: 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს - ,,მე ყლეზე არ დამიკიდოთ, ჩემი დედას შევეცი, ნახევარ საათში 200 ლარი უნდა მეჭიროს“.
ფონოგრამა 1413401650 IN-ის თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 18.03.2019 წლის 14:53:25 საათიდან 14:55:35 საათამდე პერიოდში, თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრებით: 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს - ,,აი თუ თავი არ ჩაგარტყა, მერე ნახავ. კარგი, ილია მოგონება გაგიხდება, ჩემი დედას შევეცი, შენა მაიცა. აჰა, დაიმახსოვრე, ვერც ნახუკაი გიშველის და ვერც ჩიხანაი და ვერც ფილხანაი. დამაცადე შენ“.
ფონოგრამა 1413462629 IN-ის თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 21.03.2019 წლის 13:16:56 საათიდან 13:21:31 საათამდე პერიოდში თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრებით: 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ2“ ამბობს - ,,ნერვები აღარ მაქვს, ბოზის შვილი ვიყო, ჩავალ “იმენა“ მივალეწავ სახეს“.
ფონოგრამა 1413466458 IN-ის თანახმად 21.03.2019 წლის 15:21:13 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: 7----- კრისტალია დაეწერება vild777 გამაგებინე, ქვითარი შეინახოს.
ფონოგრამა 1413466458 IN-ის თანახმად 21.03.2019 წლის 15:37:31 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: კაი ვეტყვი ახლა და ჩავარიცხინებ.
ფონოგრამა 1413467744 IN-ის თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 21.03.2019 წლის 15:59:05 საათიდან 16:00:11 საათამდე პერიოდში თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრებით 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს - ე! მიდი მალე ბიჭო.
ფონოგრამა 1413467891 IN-ის თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 21.03.2019 წლის 16:03:30 საათიდან 16:05:58 საათამდე პერიოდში თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრებით 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს: კაი, ნახევარ საათში ველოდები, კაი მოდო, აი აქ ვდგავარ. ობიექტი ,,მ1“ პასუხობს: ნახევარ საათში ვერ მოასწრებს, ძმაო. ობიექტი ,,მ“ - რა იცი, რომ ვერ მოასწრებს, რას უყლევებ, ბიჭო, აქ აპარატთან ვიდგე? რას მაყლევებ, ბიჭო? არ გინდა, შეაწუხო და ჩვენ შევწუხდეთ, თუ როგორ, ტო?
ფონოგრამა 1413468669 IN-ის თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 21.03.2019 წლის 16:30:22 საათიდან 16:30:59 საათამდე პერიოდში თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრებით: 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს - არიცხინებ, 230? ობიექტი ,,მ1“ პასუხობს: 230, კი. ობიექტი ,,მ“ - ბიჭო, 5 ლარი პროცენტს აიღებს და უთხარი რა, იქნებ ჰქონდეს, ტო. ობიექტი ,,მ1“ - მე ვუთხარი, ეგაცო თანამშრომლებს გამოვართვიო.
ფონოგრამა 1413502092 IN-ის თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 22.03.2019 წლის 22:08:40 საათიდან 22:10:43 საათამდე პერიოდში თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრებით 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს: ბიჭო, რით ვერ მიხვდი, ტო?“ „მ1“ პასუხობს: მითხარი, აბა. ობიექტი ,,მ“ - ჯერ კრისტალზე შედი ბიჭო, 105, მეტი არა. ობიექტი ,,მ“ – 600 ლარი ჩაურიცხე ეგრევე. ობიექტი ,,მ1“ - კაი.
ფონოგრამა 1413502203 OUT-ის თანახმად საუბარი მიმდინარეობდა 22.03.2019 წლის 22:15:08 საათიდან 22:16:53 საათამდე პერიოდში თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრებით: 9955-------- და 9-----------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ კითხულობს: ჩაგერიცხა, ძია? ობიექტი ,,მ1“ პასუხობს: ჰო, ჩავრიცხეო. ობიექტი ,,მ“ - მესიჯი მოგივიდა? ობიექტი ,,მ1“ - ჩამერიცხა ეგრევე. ობიექტი ,,მ“ - ხედავ, რა ძმა გყავს? ობიექტი ,,მ1“ - კი. ობიექტი ,,მ“ - 50 ლარი მომე, რა, დილას.
ფონოგრამა 1413511188 OUT-ის თანახმად 23.03.2019 წლის 13:43:44 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: ძმაჯან, ეხლა დავურეკე და 187 ლარი შესატანიაო და პროცენტსაც წაიღებს, კაი გელოდები.
ფონოგრამა 1413511195 OUT-ის თანახმად 23.03.2019 წლის 13:44:11 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: ათ ლარზე არ მარეკინო, გეხვეწები.
ფონოგრამა 1413511604 IN-ის თანახმად 23.03.2019 წლის 14:01:39 საათზე მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შემოსულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- შინაარსით: მომწერე, რაზე გინდა.
ფონოგრამა 1413511642 OUT-ის თანახმად 23.03.2019 წლის 14:02:55 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: „კრისტალია 1----- ზ------ი ა--–-----–ი დაეწერება. რამდენ ხანში დარიცხავ და რამდენს“.
ფონოგრამა 1413511642 OUT-ის თანახმად 23.03.2019 წლის 14:05:08 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: ,,მიხვედი“.
ფონოგრამა 1413511705 IN-ის თანახმად 23.03.2019 წლის 14:06:40 საათზე მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შემოსულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- შინაარსით: ჯერ არა, 15 წუთში მივალ.
ფონოგრამა 1413511714 OUT-ის თანახმად 23.03.2019 წლის 14:07:12 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: ვდგავართ ყლეებივით რას ამბობ ტო.
ფონოგრამა 1413511809 OUT-ის თანახმად 23.03.2019 წლის 14:11:23 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: ჩემი სახელი და გვარი თუ არ დაეწერება, არ დარიცხო დამირეკე იქ რო მიხვალ.
ფონოგრამა 1413512306 IN-ის თანახმად საუბარი მიმდინარეობს 23.03.2019 წლის 14:30:15 საათიდან 14:31:39 საათამდე პერიოდში თანამესაუბრეებს შორის ტელეფონის ნომრებით: 9955-------- და 9955--------, რა დროსაც ობიექტი ,,მ“ ამბობს: აუ! არა გაქვს ერთი სამი ლარი? ობიექტი ,,მ1“ პასუხობს: არა მაქვს ,,ვაფშე“ ბოზის შვილი ვიყო. ობიექტი ,,მ“ - ბოზის შვილი ვიყო, რა კაი 190-ია ? ობიექტი ,,მ1“ - კი, 190-ს ვრიცხავ. ობიექტი ,,მ1“ - ,,ვსიო“ ეგ არის. ობიექტი ,,მ-ს“ ტელეფონის მიღმა ისმის - ფულის მოხსნა მინდა რა, ალო. ობიექტი ,,მ1“ - ხო, ჩაგერიცხა ? ობიექტი ,,მ“ - ჩარიცხე ხო ? ობიექტი ,,მ1“ - კი. ობიექტი ,,მ“- დაიცადე. ერთი წამით და ნახავს. 190 ლარია ჩარიცხული. კი, პროცენტია, 3%-ია, ხო ? დაგემატებინა რა, თუ გაქვს ბიჭო? ობიექტი ,,მ1“ - არ მაქვს, რომ მქონდეს, უარს გეტყვი ბიჭო ? ობიექტი ,,მ“ - კაი, კაი ,,სპასიბა“.
ფონოგრამა 1413422138 IN-ის თანახმად 19.03.2019 წლის 15:17:14 საათზე მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შესულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- შინაარსით: პ--–- გითხარი საშუალება არ მაქვს თქო რატომ არ გესმის ჩემი.
ფონოგრამა 1413422138 OUT-ის თანახმად 19.03.2019 წლის 15:19:25 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: რა გავიგო ბიჭო შენზე მაგრად მე მიჭირს გაიგე და შენზე ცუდ დღეში მე ვარ ოჯახში პური არ მაქვს ყლეო გაიგე და მე ვიშოვე დადექი ჰოდა შენც ირბინე და შეკარი თანხა.
ფონოგრამა 1413422198 OUT-ის თანახმად 19.03.2019 წლის 15:19:27 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: ,,არ გამიგრძელო ისეც გამწარებულები ვართ“.
ფონოგრამა 1413422219 IN-ის თანახმად 19.03.2019 წლის 15:20:29 საათზე მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შესულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- შინაარსით: პ--–- გითხარი ვერ ვშოულობ თქო რომ მეშოვა ხომ დაგიდგებოდი გვერდით.
ფონოგრამა 1413422242 OUT-ის თანახმად 19.03.2019 წლის 15:21:23 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: ნუღა მალაპარაკებ გაიგე რაც გითხარი და დაგვირეკე ვსიო.
ფონოგრამა 1413422269 IN-ის თანახმად 19.03.2019 წლის 15:22:15 საათზე მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შესულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერიდან 9955-------- შინაარსით: პ--–- გითხარი ვერ ვნახე და შენც გამიგე.
ფონოგრამა 1413422289 OUT-ის თანახმად 19.03.2019 წლის 15:23:10 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: დაფიქრდი კარგად თორე სანანებლად გაგიხდი.
ფონოგრამა 1413419952 OUT-ის თანახმად 19.03.2019 წლის 13:57:44 საათზე მობილური ტელეფონის ნომერიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: ბიჭო გელოდებით მე და ჯ---.
ფონოგრამა 1413420560 IN-ის თანახმად 19.03.2019 წლის 14:18:10 საათზე მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შესულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- შინაარსით: ვერაფრით ვერ ვიჩალიჩე პ--–-.
ფონოგრამა 1413420592 OUT-ის თანახმად 19.03.2019 წლის 14:19:06 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: ყლე ხო არ გიდევს ბიჭო ბიჭი გელოდება ყლეობაში გაეხვევი.
ფონოგრამა 1413422006 OUT-ის თანახმად 19.03.2019 წლის 15:10:43 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: ბიჭო რამე ქენი ასე არ დაგვტოვო ჩემს ოჯახს შვთხარე ჭკუიდან ნუ გადამიყვან გაიგე რამე ქენი თქო.
ფონოგრამა 1413422023 IN-ის თანახმად 19.03.2019 წლის 15:11:52 საათზე მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შესულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- შინაარსით: პ--–- ვერაფრით ვერ ვიჩალიჩე რომ ყოფილიყო უარს არ გეტყოდი.
ფონოგრამა 1413422084 OUT-ის თანახმად 19.03.2019 წლის 15:15:19 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: ავანსი რო აიღო და გააკეთო არაფერი.
ფონოგრამა 1413422090 OUT-ის თანახმად 19.03.2019 წლის 15:15:47 საათზე მობილური ტელეფონის ნომრიდან 9955-------- გასულია შეტყობინება მობილური ტელეფონის ნომერზე 9955-------- შინაარსით: გააყლევა ერთი და უარესად ნუ აგვთხრი.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N2----- დასკვნა, რომლის მიხედვით:
1) ჩატარებული კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოსაკვლევად შემოსულ აუდიოგრამებზე მონტაჟის ნიშნები არ აღინიშნება. 2) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ქვემო აღნიშნული ჩანაწერები ვარგისია საინდენტიფიკაციო გამოკვლევებისთვის ხმის მიხედვით. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი ჩანაწერების გამოკვლევისას სპექტრული მაქსიმუმების თანხვედრა აშკარაა, რაც გვაძლევს საფუძველს, დავასკვნათ, რომ სადავო და ეტალონური ფონოგრამები ტექნიკური თვალსაზრისით ერთმანეთის თავსებადია დიქტორისთვის:
ზ------ ა--–-----–ი - ფონოგრამებში: 1413172393.wav; 1413198733. wav; 1413260959.wav; 1413261648.wav; 1413266543. wav; 1413269151. wav; 1413270625. wav; 1413273578. wav; 1413297256. wav; 1413266543. wav, 1413269151. wav, 1413270625. wav; 1413273578. wav; 1413297256. wav; 1413309527. wav; 1413309723. wav; 1413309776. wav; 1413314879. wav; 1413328676. wav; 1413328972. wav; 1413400596. wav; 1413401650. wav; 1413435883. wav, 1413445065. wav; 1413462629. wav; 1413466199. wav; 1413467327. wav; 1413467744. wav; 1413467891. wav; 1413468669. wav; 1413475501. wav; 1413497004. wav; 1413498631. wav; 1413502092. wav; 1413502203. wav; 1413512306. wav; 1413532406. wav; 1413987680. wav; 1413988831. wav; 1414010775. wav; 1414036473. wav; 1414049555. wav; 1414057765. wav; 1414065333. wav; 1414089434. wav; 1414101036. wav; 1414108144. wav; 1414108205. wav; 1414109171. wav; 1414116752. wav; 1414122726. wav; 1414125375. wav; 1414128267. wav; 1414171617. wav; 1414172601. wav.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოწმე რ----- მ------ის 2019 წლის 26 ივლისის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად რ----- მ------ე არის ზ------ ა--–-----–ის მეგობარი და ბავშვობიდან იცნობს მას. 2019 წლის მარტის შუა რიცხვებში ზ------ ა--–-----–თან ერთად იმყოფებოდა მ--------–ში მდებარე კაზინო ,,777“-ში. ზ------ ა--–-----–ი თავისი მობილური ტელეფონის ნომრიდან ესაუბრებოდა ვიღაც პიროვნებას და სთხოვდა გარკვეული თანხის ჩარიცხვას, (ოდენობა არ ახსოვს). საუბრიდან ცოტა ხანში ზ------მა უთხრა, რომ მის ანგარიშზე (1------) ჩაირიცხებოდა თანხა, მოეხსნა ის ანგარიშიდან და მიეცა მისთვის. გარკვეული პერიოდის შემდეგ მან (რ----- მ------ემ) შეამოწმა ანგარიში და მართლაც N1------ ანგარიშზე ჩარიცხული იყო 107 ლარი. მოწმის განმარტებით ისინი გავიდნენ ბანკომატთან და აიღო ხსენებული თანხა, რომელიც გადასცა ზ------ ა--–-----–ს. ჩვენების მიხედვით, იმავე დღეს მის ანგარიშზე ზ------ ა--–-----–ს ისევ ჩაურიცხეს თანხა, მაგრამ რამდენი იყო, ვინ და რატომ ჩაურიცხა, არ იცის.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ 2019 წლის 19 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, რომლის მიხედვით ოქმი შედგენილია გამომძიებელ ს--–---- ე---–----–---–ის მიერ 2019 წლის 19 ივნისს, 13:29 -13:38 საათებს შორის პერიოდში ქ.თბილისში, თ. ჭ-----–----------------ში მდებარე შპს ,,ა---------ში“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ღებულობდა შპს ,,ა---------ის“ იურისტი დ----- დ-----ე. საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია - კერძოდ, N1------ ანგარიშის ნომრის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები და 2019 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 01 აპრილამდე პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების ისტორია ორ თაბახის ფურცლად. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი.
გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით N1------ ანგარიშის ნომრის მფლობელია რ----- მ------ე პ/ნ1----------; N1------ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ მონაცემების თანახმად, 2019 წლის 18 მარტს, 14:56:09 საათზე ჩარიცხულია ფულადი თანხა 107 ლარის ოდენობით.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოწმე ი----- ბ----–-–---–ის 2019 წლის 26 ივლისის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით ზ------ ა--–-----–ი არის ბიძამისი - დედამისის ი---- ჯ----–ის ძმა. მიუხედავად იმისა, რომ მას ზ------ ა--–-----–თან დაკავებამდე ხშირი ურთიერთობა ჰქონდა, მისთვის უცნობია, თუ რას საქმიანობდა იგი. რამდენიმე წელია, ტოტალიზატორ „კრისტალბეთში“ გახსნილი აქვს ანგარიში საკუთარი პირადი მონაცემებით, ანგარიშის ნომერია 7-----, ხოლო მომხმარებლის სახელია v-------- მოწმის განმარტებით, ზ------ ა--–-----–ი მას პერიოდულად ზემოთხსენებულ ანგარიშზე ურიცხავდა თანხებს. 2019 წლის 21 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე ზ------ ა--–-----–ი დაუკავშირდა მას ტელეფონით და უთხრა, რომ ანგარიშზე ჩაურიცხავდა 230 ლარს, საიდანაც 150 ლარი უნდა მიეცა დედამისისთვის ე-–------ ასლანიშვილისთვის, ხოლო დარჩენილი 80 ლარი მოეხმარა პირადად ოჯახში. მითითებული თანხა მართლაც ჩაირიცხა, რომელიც იმავე დღეს გამოიტანა კ--------–ი მდებარე ლიბერთი ბანკის ბანკომატიდან. მოწმის განმარტებით, მას ზ------ ა--–-----–ისთვის არასდროს არ უკითხავს, თუ საიდან ჰქონდა თანხა, რომელსაც ურიცხავდა ხსენებულ ანგარიშზე, არც ის უკითხავს, კონკრეტულად ზ------ ა--–-----–ი ურიცხავდა, თუ სხვას არიცხინებდა.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ 2019 წლის 19 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, რომლის მიხედვით ოქმი შედგენილია გამომძიებელ ს--–---- ე---–----–---–ის მიერ 2019 წლის 19 ივნისს, 14:17 -14:25 საათებს შორის პერიოდში ქ.თბილისში, ქ----------------------ში მდებარე შპს ,,მ----ში“. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ღებულობდა შპს ,,მ----ის“ იურისტი შ------- ც---–---ე. საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია - კერძოდ, N7----- და 1----- ანგარიშის ნომრის მფლობელების დემოგრაფიული მონაცემები და 2019 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 01 აპრილამდე პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების ისტორია 11 თაბახის ფურცლად. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი.
გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, N7----- ანგარიშის ნომრის მფლობელია ი----- ბ----–-–---–ი პ/ნ1----------; N7----- ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ მონაცემების თანახმად 2019 წლის 21 მარტს, 16:32:25 საათზე ჩარიცხულია 230 ლარი.
ასევე გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით N1----- ანგარიშის ნომრის მფლობელია ზ------ ა--–-----–ი პ/ნ1----------; N1----- ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ მონაცემების თანახმად, 2019 წლის 23 მარტს, 14:30:54 საათზე ჩარიცხულია 190 ლარი და 2019 წლის 22 მარტს, 22:10:517 საათზე ჩარიცხულია 105 ლარი.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ მოწმე დ----- ჯ----–ის 2019 წლის 3 აგვისტოს გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით ზ------ ა--–-----–ი არის ბიძამისი, კერძოდ მამამისის - მ------ ჯ----–ის ძმა. ის ზ------ ა--–-----–ს იცნობს ბავშვობიდან, თუკი რამე სჭირდება, ყველაფერზე ურეკავს ზ------ ა--–-----–ს, ვინაიდან, მამამისი რამდენიმე წელია, ცხოვრობს საბერძნეთში. მოწმის განმარტებით, ის სარგებლობს საქართველოს ბანკის მომსახურებით, საკუთარი პირადი მონაცემებით გახსნილი აქვს ანგარიში, რომლის ნომერია G---------------------. 2019 წლის 22 მარტს ოჯახში ესაჭიროებოდა თანხა, რის გამოც დახმარებისთვის დაურეკა ზ------ ა--–-----–ს და სთხოვა დახმარება - სესხად მიეცა თანხა. ზ------ ა--–-----–მა უთხრა, რომ აუცილებლად დაეხმარებოდა და თანხის უკან დაბრუნება არ იყო საჭირო. რამდენიმე საათში მის ანგარიშზე ზ------ ა--–-----–მა ჩარიცხა 600 ლარი და უთხრა, რომ გამოეყენებინა საჭიროებისამებრ. მიუხედავად იმისა, რომ ზ------ ა--–-----–ი იყო უმუშევარი, ის არასდროს დაინტერესებულა, საიდან ჰქონდა ფული, რომელსაც ურიცხავდა. არც ზ------ ა--–-----–ს უთქვამს, თუ რა გზით ახერხებდა თანხის შოვნას.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ 2019 წლის 26 ივნისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმი, რომლის მიხედვით, ოქმი შედგენილია გამომძიებელ ვ----– ა--–---ის მიერ 2019 წლის 26 ივნისს, 13:41 -14:03 საათებს შორის პერიოდში ქ. თბილისში, გ----------------------ში მდებარე საქართველოს ბანკის სათავო ოფისში. საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობას ღებულობდა საქართველოს ბანკის იურისტი დ----- გ------ე. საგამოძიებო მოქმედების შედეგად გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, კერძოდ - G--------------------- ანგარიშის ნომრის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები და მის სახელზე 2019 წლის 01 მარტიდან 2019 წლის 01 აპრილამდე პერიოდში განხორციელებული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია 11 თაბახის ფურცლად. ინფორმაციის გამოთხოვის ოქმს ხელს აწერს მასში მონაწილე ყველა პირი.
გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, G--------------------- ანგარიშის ნომრის მფლობელია დ----- ჯ----–ი პ/ნ0----------; G--------------------- ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შესახებ მონაცემების თანახმად, 2019 წლის 22 მარტის გადახდის აპარატის საშუალებით ანგარიშზე ჩარიცხულია 600 ლარი.
ზ------ ა--–-----–მა პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ ფ----– ა------–---თან ჰქონდა ახლო ურთიერთობა, მეგობრობდა ბავშობიდან. მიდიოდა მასთან ოჯახში. ფ----– ა------–---ს მისთვის არაერთხელ მიუცია ფული, თავადაც მოუთხოვია ფული ყოველგვარი ძალდატანების გარეშე. ისიც ხან ჩუქნიდა, ხან კი აძლევდა სესხად. მისი მხრიდან ფულის გამოძალვას ადგილი არ ჰქონია. ფ----– ა------–---ს ფულს თხოვდა, როგორც მეგობარს და ისინი ერთმანეთს ხშირად მიმართავდნენ უწმაწური სიტყვებით, რადგან იყვნენ მეგობრები. პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ კრებსებში, რომლის მიხედვითაც ზ------ ა--–-----–ი ეუბნებოდა ფ----– ა------–---ს, რომ „ჩაარტყავდა თავს და ილია მოგონება გახდებოდა“, ზ------ ა--–-----–მა განმარტა, რომ აღნიშნული საუბარი ნორმალური იყო მათ შორის, რადგან ფ----– ა------–---იც ეუბნებოდა ხშირად იგივე შინაარსის სიტყვებს. ასევე პროკურორის მიერ გამოქვეყნებულ კრებსზე, რომლის მიხედვითაც, ზ------ ა--–-----–ი ეუბნებოდა ფ----– ა------–---ს, ,,როდემდე უნდა იძახო არ მაქვს, რა იყო სამჯერ მოვედი და სამჯერვე უარით გამისტუმრე, ახლა მეოთხედ მოვედი და როდემდე ვიარო აქეთ-იქით, ნერვები აღარ მაქვს, ჩავალ და მივალეწავ ფეხებს“. ზ------ ა--–-----–მა აღნიშნულზე განმარტა, რომ შესაძლოა, მისულიყო ფულზე რამდეჯერმე და ეთქვა აღნიშნულიც, თუმცა ეს მიაჩნია ნორმალურად. რაც შეეხება „ფეხების მილეწვით“ დამუქრებას, ფ----– ა------–---ის მიმართ ამას არავითარ შემთხვევაში არ იტყოდა. ზ------ ა--–-----–მა განმარტა, რომ ცუდი განზრახვა ფ----– ა------–---ის მიმართ არ ჰქონია. ხუმრობით ერთმანეთს აგინებდნენ და ეუბნებოდნენ ცუდ სიტყვებსაც, ასევე ხან თვითონაც აძლევდა ფულს, ხან კი ფ----– ა------–---ი ჩუქნიდა, რადგანაც იყვნენ მეგობრები. საქმის მასალებით დადასტურებულ ჩარიცხვებთან დაკავშირებით ბრალდებულმა განმარტა, რომ აღნიშნული თანხები ფ----– ა------–---ს სთხოვა და არ გამუძალია. თანხის ნაწილის უკან დაბრუნებას აპირებდა. ფ----– ა------–---ისთვის ფული დედის საშუალებითაც კი მიუწოდებია. თანხების ნაწილს არ თვლიდა ვალად, რადგან ფ----– ა------–---ი ჩუქნიდა მას. ზ------ ა--–-----–მა დაადასტურა, რომ მობილური ტელეფონის ნომერი 568 66 31 23 ეკუთვნის მას და სწორედ ამ ნომრით უკავშირდებოდა ფ----– ა------–---ს მობილური ტელეფონზე.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ საუბრების ტრანსკიპტში არცერთი შემთხვევა არ დასტურდება ფ----– ა------–---ის მხრიდან ისეთი დიალოგისა, რომ გარეშე პირს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ ისინი ერთმანეთის მიმართ თანაბარი მოთხოვნის მქონე პირები არიან, ზ------ ა--–-----–მა განმარტა, რომ ჩანაწერები დამონტაჟებულია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აისახებოდა ჩანაწერებში.
სააპელაციო პალატამ გააანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა საკვანძო არგუმენტები და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ დაზარალებულ ფ----– ა------–---ის ჩვენებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო ჩანაწერებით (მისი ტრანსკრიპტით), ფონოსკოპიური ექსპერტიზის N2----- დასკვნით, მოწმეების: ნ---- ლ-–--ას, ა---- ზ-------ის, რ----- ი-----ას და ვ----– ა--–---ის ჩვენებებით, რ----- მ------ის 2019 წლის 26 ივლისის გამოკითხვის ოქმით, ი----- ბ----–-–---–ის 2019 წლის 26 ივლისის გამოკითხვის ოქმით, დ----- ჯ----–ის 2019 წლის 3 აგვისტოს გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 26 ივნისის და 2019 წლის 19 ივნისს ინფორმაციის გამოთხოვის ოქმებით და გამოთხოვილი ინფორმაციით უტყუარად დასტურდება, რომ რომ ზ------ ა--–-----–მა ძალადობის გამოყენების მუქარით ფ----– ა------–---ს მისი ნების საწინააღმდეგოდ გამოსძალა სულ 1 232 ლარი. ქმედების კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
აპელანტის ძირითად არგუმენტთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ მხოლოდ დაზარალებულ ფ----– ა------–---ის გამოქვეყნებული ჩვენება არ შეიძლება, საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს, სააპელაციო პალატა იშველიებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას საქმეზე ჭაჭაშვილი გერმანიის წინააღმდეგ, რომელშიც განიმარტა შემდეგი: პოლიციის მიერ მოკვლევისა და სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოპოვებული ჩვენებების მტკიცებულებად მიღება, თავისთავად, არ არის შეუსაბამო 6.1 და 6.3.d მუხლთან იმ პირობით, რომ დაცვის მხარის უფლებების პატივისცემა ხდება. როგორც წესი, ეს უფლებები მოითხოვს, რომ ბრალდებულს ადეკვატური და სათანადო შესაძლებლობა ჰქონდეს, კითხვები დაუსვას მის წინააღმდეგ მოწვეულ მოწმეს, მაშინ როდესაც ეს მოწმე ჩვენებას იძლევა ან საქმის წარმოების მომდევნო სტადიებზე (იხილეთ ალ - ხავაია და ტაჰერი ( Al - Khawaja and Tahery ), ციტირება მაღლა, § 118, სხვა წყაროებზე მითითებით; იხილეთ ასევე A.G. შვედეთის წინააღმდეგ ( A . G . v . S w e d e n ) (გადაწყვეტილება), N 315/09, 10 იანვარი, 2012, და ტრამპევსკი მაკედონიის ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკის წინააღმდეგ ( Trampevski v. the former Yugoslav Republic of Macedonia ) , # 4570/07, § 44, 10 ივლისი, 2012).
გადაწყვეტილებაში საქმეზე ალ - ხავაია და ტაჰერი (Al Khawaja and Tahery) სასამართლომ დაასკვნა, რომ იმ მოწმის ჩვენების მტკიცებულებად მიღება, რომელიც არ ესწრებოდა სასამართლო სხდომას და რომლის წინასასამართლო ჩვენება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულბა იყო ბრალდებულის წინააღმდეგ, ავტომატურად არ იწვევდა 6.1 მუხლის დარღვევის დადგენას. მან დაასაბუთა, რომ ე.წ. “ერთადერთის და გადამწყვეტის წესის” მისადაგება (რომლის თანახმადაც სასამართლო განხილვა უსამართლო იყო, თუკი ბრალდება ეფუძნებოდა მხოლოდ ან გადამწყვეტად იმ მტკიცებულებას, რომელიც მოწოდებული იყო მოწმისგან, რომელსაც ბრალდებული კითხვას ვერ უსვამდა საქმის,წარმოების რაიმე ეტაპზე; ibid., §§ 128 და 147) მოუქნელი ფორმით წინააღმდეგობაში მოვიდოდა ტრადიციულ გზასთან, რომელშიც სასამართლო განმარტავს სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლებას 6.1 მუხლის საფუძველზე, კერძოდ კი იმის შესწავლას, იყო თუ არა საქმის,წარმოება მთლიანობაში სამართლიანი. თუმცა საქმის,წარმოების სამართლიანობის თანდაყოლილი რისკების გათვალისწინებით ამგვარი მტიცებულების დაშვება მეტად მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა კონფლიქტური ინტერესების დაბალანსებისას (ibid., §§ 146-47).
საქმეზე ალ - ხავაჯა და ტაჰერი ( Al - Khawaja and Tahery ) შემუშავებული პრინციპების თანახმად, აუცილებელია სამ ეტაპად იქნას შესწავლილი იმ საქმის წარმოების კონვენციის 6.1 და 6.3.d მუხლთან შესაბამისობის შესწავლა, რომელშიც მოწმის ჩვენებები, რომლებიც ესწრებოდნენ და დაიკითხნენ სასამართლო სხდომაზე, დაშვებულ იქნა მტკიცებულებად (ibid., § 152). სასამართლომ უნდა შეისწავლოს:
(i) არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობისა და შესაბამისად, დაუსწრებელი მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი (ibid . , §§ 119-25);
(ii) დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი (ibid . , §§ 119 და 126-47); და
(iii) სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა, ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო (ibid . , § 147) (იხ. Schatschaschwili v. Germany, N9154/10, 15/12/2015, §105-107).
ამდენად, სააპელაციო პალატამ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ პრეცედენტული სამართლით დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, შეაფასა დაზარალებულ ფ----– ა------–---ის გამოქვეყნებული ჩვენება და მიაჩნია, რომ (i) დაზარალებულის ჩვენების პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოქვეყნება მოხდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რომლის თანახმად, თუ მოწმე არ გამოცხადდა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე ჩვენების მისაცემად, მისი გამოკითხვის გზით მიღებული ინფორმაციის ან გამოძიების დროს ამ კოდექსის 114-ე მუხლის შესაბამისად მიცემული ჩვენების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე მიღებული ინფორმაციის/ჩვენების აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწმე გარდაიცვალა, საქართველოში არ იმყოფება, მისი ადგილსამყოფელი უცნობია ან ამოწურულია სასამართლოს წინაშე მისი წარდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა და გამოკითხვა/დაკითხვა ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარდა, რაც არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ სააპელაციო საჩივარში. უფრო მეტიც, საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვისას სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა დაზარალებულის დაკითხვის შესახებ, ვინაიდან დაცვამ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა უწყების არასწორ მისამართზე გაგზავნის გამო, თუმცა არც ამას მოჰყოლია რაიმე შედეგი - დაზარალებულის სასამართლოში გამოცხადება ვერ მოხერხდა.
(ii) რაც შეეხება იმ გარემოებას, იყო თუ არა დაზარალებულის ჩვენება ერთადერთი და გადამწყვეტი პირის მსჯავრდებისთვის, სააპელაციო პალატა ასევე მიუთითებს, რომ როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ასევე ეროვნული კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად მხოლოდ გამოქვეყნებული ჩვენება დაედოს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ზ------ ა--–-----–ის მიერ ფ----– ა------–---ის მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტის დასადასტურებლად დაზარალებულის ჩვენება არც ერთადერთია და არც გადამწყვეტი, რადგან გარდა მისი ჩვენებისა, იგი დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა არერთი მტკიცებულებით, მათ შორის - ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული აუდიო ჩანაწერებით, რომლის შინაარსი, ფონოსკოპიური ექსპერტიზის N2----- დასკვნა და მოწმეების: ნ---- ლ-–--ას, ა---- ზ-------ის, რ----- ი-----ას, ვ----– ა--–---ის ჩვენებები დაცვის მხარეს არ გაუხდია სადავოდ. საყურადღებოა, რომ არც თავად ზ------ ა--–-----–ი უარყოფს დაზარალებულთან მსგავსი კომუნიკაციის არსებობას, თუმცა ცდილობს, ფაქტებს მისეული ინტერპრეტაცია მისცეს, თითქოს დაზარალებული მისი მეგობარია და მათ შორის მიღებულია უწმაწური, ერთი შეხედვით შეურაცხმყოფელი საუბარი. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ, ერთი მხრივ, სატელეფონო ჩანაწერებში ფ----– ა------–---ი არასდროს მიმართავს ზ------ ა--–-----–ს არასათანადოდ, არაკორექტულად, უწმაწური სიტყვებით, ყოველთვის ცდილობს, აუხსნას ამ უკანასკნელს ,, რატომ ვერ ახერხებს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას, რაც, როგორც წესი უშედეგოდ სრულდება და, მეორე მხრივ, ობიექტური დამკვირვებლის თვალით, დაზარალებულსა და მსჯავრდებულს შორის საუბრებში ნამდვილად არ იკითხება მეგობრული ურთიერთობის კონტექსტი და თითქოსდა დამკვიდრებული ურთიერთობის ფორმა, ვინაიდან ზ------ ა--–-----–ი სისტემატიურად ხაზს უსვამს მისი მოთხოვნის პრიორიტეტულობას, უგულებელყოფს ფ----– ა------–---ის საჭიროებებს და ფინანსურ მდგომარეობას, უცენზურო სიტყვების გამოყენებით ახდენს მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას და მეტიც, მისი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში არ ერიდება დაზარალებულის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორებით მუქარას.
(iii) რაც შეეხება საკმარის, დამაბალანსებელ ფაქტორებს, მათ შორის ძლიერ პროცედურული გარანტიებს, რაც მოახდენდა დაცვის მხარისთვის გამოუცდელი მტკიცებულების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას, სააპელაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სისხლისამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე პროცესი ხორციელდებოდა მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, რომლის ფარგლებში დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, დაეყენებინა შუამდგომლობები, დაეკითხა და დაესვა კრიტიკული შეკითხვები მოწმეთათვის, მაშ შორის იმ მოწმეთათვის, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ დაზარალებულთან სხვადასხვა საგამოძიებო მოქმდედებების ჩატარებისას, გაეკრიტიკებინა მათი მოსაზრებები, ედავა მათ სანდოობასთან დაკავშირებით, გაეჟღერებინა საკუთარი არგუმენტები და მიეღო სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებები.
ნარკოტიკული დანაშაულები
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებელმა გ------- ქ-------მ დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ 2019 წლის 10 ივლისს იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო დავალება, სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ზ------ ა--–-----–ის დაკავების თაობაზე. ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ზ------ ა--–-----–ი უნდა ყოფილიყო ქვემო ფონიჭალის ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილზე გავიდა ორი ჯგუფი. მის ჯგუფში იყო კ------- პ-----–---–ი და შ----- კ------, რომლებიც გავიდნენ სამსახურებრივი ვერცხლისფერი ,,შევროლეს“ მარკის ავტომობილით. გზაზე მათ გადაასწრო ,,ნისანის“ მარკის ავტომობილმა, რომელშიც შენიშნეს ზ------ ა--–-----–ი. აღნიშნული ავტომანქანა ავტობანის დასრულებისას შუქნიშანთან შეაჩერეს. ავტომანქანასთან მივიდა შ----- კ------ და კ------- პ-----–---–ი, გადმოიყვანეს ზ------ ა--–-----–ი, რომელიც იჯდა უკანა სავარძელზე. მოწმის განმარტებით მან ზ------ ა--–-----–ს გააცნო მოსამართლის განჩინება მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შესახებ და განუმარტა უფლებები, რაზეც ზ------ ა--–-----–მა განმარტა, რომ მისთვის ყველაფერი გასაგები იყო. კ------- პ-----–---–მა ზ------ ა--–-----–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა პოლიეთილენის პაკეტში გახვეული ნივთიერება, ასევე შარვლის წინა ჯიბიდან კი - პირადი ნივთები, საფულე და ტელეფონი. კ------- პ-----–---–ი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთებს აწვდიდა მას, ის კი ათავსებდა პაკეტებში. ერთ პაკეტში მოთავსა პირადი ნივთები (საფულე და ტელეფონი), ხოლო მეორე პაკეტში მოათავსა პოლიეთილენის პაკეტში გახვეული ნივთიერება. მის მიერ მოხდა დაკავებისა და ჩხრეკის ოქმის შედგენა, ასევე ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების დალუქვა, რა დროსაც ლუქს დაესვა მონაწილე პირთა ხელმოწერები. ზ------ ა--–-----–მა გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა ოქმზე და ჩხრეკის შედეგად ამოღებული და შემდგომ დალუქულ ნივთების ლუქებზე ხელმოწერაზე. მოწმის განმარტებით, ვინაიდან ზ------ ა--–-----–ი წარსულში ნასამართლევი იყო ნარკოტიკული დანაშაულისთვის, მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ პოლიეთილენის პაკეტში გახვეული ნივთიერება შესაძლოა, ყოფილიყო ნარკოტიკული ნივთიერება. მოწმის განმარტებით, მათ პაკეტი არ გაუხსნიათ. ზ------ ა--–-----–ი დაკავების შემდეგ გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, სადაც დასრულდა ოქმის შევსება. ბრალდებულს პოლიციის განყოფილებაში გადაეცა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის ასლი. ხოლო დაკავებისა და პირადი ჩხრეკის განჩინების ასლები მას გადაეცა ადგილზევე, რისი ჩაბარების დასტურადაც ზ------ ა--–-----–მა არ მოაწერა ხელი. ზ------ ა--–-----–ის დაკავების შესახებ ინფორმაცია აცნობეს ნათესავს 3 საათის განმავლობაში.
მოწმემ ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ საქმეზე მისი დადგენილებით დაინიშნა ფონოსკოპიური ექსპერტიზა.
ადვოკატის კითხვაზე, თუ რომელი ჯიბიდან მოხდა პოლიეთილენის პაკეტში გახვეული ნივთიერების ამოღება მოწმემ დააზუსტა, რომ აღნიშული ნივთიერების ამოღება მოხდა შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწემ შ----- კ------მ დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ 2019 წლის 10 ივლის იმყოფებოდა სამსახურში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო დავალება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე ზ------ ა--–-----–ის დაკავების თაობაზე. ხელმძღვანელის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად ზ------ ა--–-----–ი უნდა ყოფილიყო ქვემო ფონიჭალის ტერიტორიაზე. დავალების ფარგლებში შსს საინფორმაციო ბაზიდან ამოიღეს ზ------ ა--–-----–ის პირადი მონაცემები და ფოტოსურათები და შეიქმნა ორი ჯგუფი, რომლებიც უნდა გასულიყვნენ დავალებაში მითითებულ მისამართზე. მის ჯგუფში იყვნენ გ------- ქ------- და კ------- პ-----–---–ი. მოწმის განმარტებით, დავალების შესაბამისად ისინი ,,შევროლეს“ მარკის ვერცხლისფერი ავტომობილით გაემართნენ ქვემო ფონიჭალის მიმართულებით (იქნებოდა შუადღის საათები). საჭესთან იჯდა თვითონ (შ----- კ------), მის გვერდით - კ------- პ-----–---–ი და უკან იჯდა გ------- ქ-------. თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალზე მოძრაობისას კ------- პ-----–---–მა შენიშნა მოძრავი ,,ნისანის“ მარკის ავტომობილში, უკანა სავარძელზე მჯდომი ზ------ ა--–-----–ი. მანქანას ჰქონდა ტაქსის ტრაფარეტი. მანქანაში გარდა ზ------ ა--–-----–ისა და მძღოლის გარდა წინა სავარძელში იჯდა კიდევ ერთი პიროვნება - ზ------ ა--–-----–ის მეგობარი. (მოწმის განმარტებით, როდესაც გადაადგილდებოდნენ ავტობანზე, ათვალიერებდნენ სამარშრუტო ტაქსებს, ვინაიდან იცოდნენ, რომ ზ------ ა--–-----–ი ფონიჭალაში არ ცხოვრობდა და ჰქონდათ ეჭვი, რომ ის გადაადგილდებოდა სამარშუტო ტაქსით ან სხვა ავტომანქანით. ყურადღება გადატანილი ჰქონდათ სამარშრუტო ტაქსებზე). მათ გააჩერეს აღნიშნული ავტომანქანა, თვითონ გაჩერდნენ ,,ნისანის“ მარკის ავტომობილის წინ, ხოლო მეორე ჯგუფის მანქანა - მის უკან. მან (შ----- კ------მ) და კ------- პ-----–---–მა ზ------ ა--–-----–ი გადმოიყვანეს ,,ნისანის“ მარკის ავტომანქანიდან (ზ------ ა--–-----–ი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე თავის ნებით გადმოვიდა მანქანიდან. ზ------ ა--–-----–ის მეგობარი გადმოიყვანა მეორე ჯგუფმა - ლ-–- მ-------ემ და რ----- ი-----ამ). ზ------ ა--–-----–ი გააჩერეს ავტომობილის საბარგულთან, მარჯვენა მხარეს, გამომძიებელმა გ------- ქ-------მ გააცნო განჩინება ჩხრეკის შესახებ და უფლებები. კ------- პ-----–---–მა ჩაუტარა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ზ------ ა--–-----–ის შარვლის მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,NOKIA”-ს ფირმის შავი ფერის მობილური ტელეფონი, უკანა ჯიბიდან ამოღებული იქნა საფულე და წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა პოლიეთილენის პაკეტში გახვეული ნივთიერება. მოწმის განმარტებით, ჩხრეკის დროს თავად იდგა ზ------ ა--–-----–ის გვერდით. ზ------ ა--–-----–ს ეცვა ლურჯი ფერის შარვალი და წითელი ფერის მაისური. მანქანის საბარგულთან გ------- ქ-------მ დალუქა ამოღებული ნივთები, საფულე და ტელეფონი მოათავსა ერთ პაკეტში, პოლიეთილენის პაკეტში მოთავსებული ნივთიერება მოათავსა სხვა პაკეტში, რაც დაილუქა. ლუქზე გაკეთდა მონაწილეთა ხელმოწერები, ხოლო ზ------ ა--–-----–მა უარი განაცხადა ხელის მოწერაზე. მოწმის განმარტებით, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას ყველას ეცვა რეზინის ხელთათმანები, რომელიც ავტომობილში ჩაიცვეს მას შემდეგ, რაც შეაჩერეს ზ------ ა--–-----–ი. ზ------ ა--–-----–ის ჩხრეკა-დაკავების ოქმი შეივსო გ------- ქ-------ს მიერ ადგილზე, ოქმს ხელი მოაწერეს დამსწრე პირებმა, ზ------ ა--–-----–მა ხელმოწერაზე უარი განცხადა. ჩხრეკის შემდეგ ზ------ ა--–-----–ი გადაიყვანეს პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში. მეორე ჯგუფის წევრებმა: მ-------ემ ი-----ამ და ბ--------ემ ჩხრეკა ჩაუტარეს ზ------ ა--–-----–ის მეგობარს, რომელიც იჯდა ,,ნისანის“ მარკის ავტომანქანის წინა სავარძელზე, მძღოლის გვერდით. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა ტაქსის მძღოლი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხულმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა კ------- პ-----–---–მა დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ ზ------ ა--–-----–ის მიმართ გამოძალვის ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით 2019 წლის 10 ივლისს თანამშრომლებთან: შ----- კ------სთან და გ------- ქ-------სთან ერთად სამსახურებრივი ,,შევროლეს“ მარკის ავტომობილით გავიდა ზ------ ა--–-----–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის მიზნით. თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე მოძრაობისას ,,ნისანის“ მარკის (სედანი, მარჯვენა საჭიანი, ტაქსი) ავტომანქანის უკანა სავარძელზე შენიშნეს ზ------ ა--–-----–ი. თბილისი-რუსთავის გზატკეცილის N----ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობისას მათ ,,ნისანის” მარკის ავტომობილის მძღოლს ანიშნეს, რომ მანქანა გაეჩერებინა. მათ ჰქონდათ პოლიციის საინფორმაციო ბაზიდან ამობეჭდილი ზ------ ა--–-----–ის ფოტოსურათი, რამაც ხელი შეუწყო მის ამოცნობას. როდესაც შეიცნეს ზ------ ა--–-----–ი, აღნიშნული აცნობეს მათთან ერთად გასულ მეორე ჯგუფს, რომელთა ავტომობილიც მოძრაობდა მათ უკან. „ნისანის“ მარკის ა/მანქანის მძღოლმა მათი მოთხოვნით გააჩერა ავტომანქანა. მასში იჯდა სამი პირი - მძღოლი და ორი მგზავრი. მისმა ჯგუფმა მანქანის უკანა სავარძელიდან გადმოიყვანა ზ------ ა--–-----–ი, ხოლო მეორე ჯგუფმა - მანქანის წინა სალონში მჯდომი ორი პირი. მეორე ჯგუფი საგამოძიებო მოქმედებებს ატარებდა მათგან დაახლოებით 5 მეტრის მოშორებით. ზ------ ა--–-----–ს მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ გ------- ქ-------მ გააცნო მისი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის განჩინებები, რის შემდეგაც მან (კ------- პ-----–---–მა) დაიწყო ზ------ ა--–-----–ის პირადი ჩხრეკა. ჩხრეკა ჩატარდა მანქანის საბარგულთან, გზის მარჯვენა მხარეს, ბორდიურთან. გ------- ქ------- და შ----- კ------ იდგნენ ზ------ ა--–-----–ის გვერდით. ზ------ ა--–-----–ის ჩხრეკაში მონაწილე პირებს ეკეთათ რეზინის ხელთათმანები. ჩხრეკისას მან (კ------- პ-----–---–მა) ზ------ ა--–-----–ს შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოუღო მობილური ტელეფონი, უკანა ჯიბიდან - ყავისფერი საფულე, რომელშიც იდო ბარათები და მცირედი თანხა, ხოლო წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოუღო პოლიეთილენის პაკეტში გახვეული მუქი ფერის ნივთიერება, რომელზეც გაუჩნდათ ეჭვი, რომ იყო ნარკოტიკული ნივთიერება. მათ აღნიშნული პაკეტი არ გაუხსნიათ. ჩხრეკის დროს ამოღებული ნივთები და ნივთიერება დალუქეს ადგილზე. ლუქზე ხელი მოაწერეს საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე ყველა პი----, ხოლო ზ------ ა--–-----–მა ხელის მოწერაზე უარი განცხადა. ზ------ ა--–-----–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი შევსებულია გ------- ქ-------ს მიერ. ზ------ ა--–-----–ის დაკავება მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში და დაკავებისას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მეორე ჯგუფმა (ლ-–- მ-------ე, რ----- ი-----ა) პარალელურად ჩხრეკა ჩაუტარა ზ------ ა--–-----–თან ერთად მყოფ მეორე პირს. აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებებს ესწრებოდა ტაქსის მძღოლი.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა გ---- ჩ-----ე, რომელმაც განმარტა, რომ არის ტაქსის მძღოლი და მუშაობს „ნისანის“ მარკის მარჯვენა საჭიანი ა/მანქანით. 2019 წლის 10 ივლისს, შუადღის საათებში გასული იყო სამუშაოდ - მოძრაობდა ქვემო ფონიჭალის ტერიტორიაზე, ე.წ. ტეკთან (მ--------–ის მიმართულებით გადასახვევთან) გააჩერა ორმა ბიჭმა (ერთი სრული, ხოლო მეორე სუსტი აღნაგობის) და სთხოვეს, წაეყვანა გიგანტის დასახლების გადასახვევთან, შემდეგ კი ისევ უკან უნდა წამოეყვანა. შესთავაზეს 10 ლარი. გ---- ჩ-----ე დათანხმდა. წინა სავარძელზე დაჯდა სრული აღნაგობის, ხოლო უკანა სავარძელზე - სუსტი აღნაგობის პირი ზ------ ა--–-----–ი. გიგანტის დასახლების გადასახვევიდან დაახლოებით 100 მეტრში მგზავრებმა გააჩერებინეს ავტომანქანა და ორივე გადავიდა მანქანიდან. ერთ-ერთმა მაწოდა 20 ლარიანი კუპიურა. ვინაიდან გ---- ჩ-----ეს უკან დასაბრუნებელი ხურდა არ ჰქონდა, მოატრიალა ა/მანქანა და იქვე მოვაჭრეებთან დაახურდავა ფული. მოწმის განმარტებით, აღნიშნული ორი პირი დაახლოებით 2 წუთში დაბრუნდა მის ა/მანქანასთან და ჩაუსხდნენ ავტომანქანაში. ამ შემთხვევაშიც წინა სავარძელზე დაჯდა სრული ტანის პირი, ხოლო უკან - ზ------ ა--–-----–ი. არ დაუნახავს, თუ რა მოიმოქმედეს მათ ა/მანქანიდან გადასვლისას. უკანა გზაზე მოძრაობისას შუქნიშანთან პოლიციამ მოსთხოვა აუნთო მაშუქები და ანიშნა, გაჩერებულიყო. თავიდან არ მიაქცია ყურადღება პოლიციელთა მანქანის მიერ ფარების ანთებას, თუმცა როდესაც შეამჩნია, რომ მანქანაში მსხდომთ ეცვათ შავი მაისურები, მიხვდა, რომ პოლიციელები უნდა ყოფილიყვნენ და მანქანა გააჩერა. გაჩერდა პოლიციის ეკიპაჟის მანქანის ფარების ანთებით მინიშნებიდან დაახლოებით 200 მეტრში. მგზავრებისთვის არ უთქვამს, რომ აპირებდა ავტომობილის გაჩერებას. მისი ა/მანქანის გაჩერებისთანავე პოლიციელების ერთი ავტომობილი გაჩერდა მათ წინ, ხოლო მეორე - უკან. ორივე ავტომობილი იყო ღია ფერის. ზ------ ა--–-----–ს ა/მანქანიდან გადმოყვანის შემდეგ პოლიციელმა წაუკითხა განჩინებები და ჩაუტარეს ჩხრეკა, რა დროსაც ამოუღეს პირადი ნივთები და რაღაც ლურჯი ფერის ნივთი. პოლიციელისგან შეიტყო, რომ აღნიშნული ნივთი იყო ნარკოტიკი. მოწმის განმარტებით მეორე პირიც გაჩხრიკეს, თუმცა მას თან არაფერი არ ჰქონდა. ამ დროს თავად ამ პირებისგან დაშორებული იყო ხუთი მეტრით. ადგილზე იყო 6 პოლიციელი, შემთხვევის ადგილზე გაჩერებულები იყვნენ დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში. ავტომობილის წინა მარცხენა და მარჯვენა სავარძლებს შორის დაშორება არის დაახლოებით ერთი მტკაველი (20-25 სმ), ხოლო მარცხენა ე.წ. ,,სტოიკასა“ და სავარძელს შორის დაშორება ძალიან პატარაა, მას არ შეუნიშნავს, წინ მჯდომმა სრული აღნაგობის პი---- მიაწოდა თუ არა რაიმე ზ------ ა--–-----–ს.
ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის მიხედვით ოქმი შედგენილია 2019 წლის 10 ივლისს, 15:37-16:45 საათებს შორის შუალედში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის გ------- ქ-------ს მიერ დანაშაულის ჩადენისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით. დაკავებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ გ------- ქ------- და ამავე დეპარტამენტის თანამშრომლები: შ----- კ------ და კ------- პ-----–---–ი. დაკავება მოხდა ქ. თბილისში, რუსთავი-თბილისის გზატკეცილის 1---ე კილომეტრის მიმდებარე ტერიტორიაზე. დაკავება მიმდინარეობდა წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, მშვიდ ვითარებაში. ზ------ ა--–-----–ს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა 2019 წლის 10 ივლისს, 15:58-16:15 საათებს შორის პერიოდში. ზ------ ა--–-----–ის პირადი ჩხრეკისას მისი ჯინსის შარვლის უკანა მარცხენა ჯიბიდან დეტექტივ-გამომძიებელმა კ------- პ-----–---–მა ამოიღო მოყავისფრო საფულე, რომელშიც მოთავსებული იყო ორი ცალი პლასტიკური ბარათი ნომრებით 7------- და 1-----, ერთი ცალი ხუთლარიანი კუპიურა. ამავე ჯიბიდან ამოღებული იქნა ორი ცალი ერთლარიანი მონეტა. ამოღებული იქნა ფულადი თანხა სულ 07 ლარი. ჯინსის შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ,,ნოკიას“ ფირმის შავი ფერის ტელეფონი გამორთულ მდგომარეობაში, რომელსაც ვიზუალური დათვალიერებით დაზიანებული ჰქონდა ეკრანი. ამოღებული ორი პლასტიკური ბარათი, ფულადი თანხა 07 ლარი, საფულე და მობილური ტელეფონი მოთავსდა პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის N2 ლუქით. ასევე ლუქზე დაესვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებული იქნა მუქი ფერის პოლიეთილენის მცირე ნაჭერში შეხვეული ნივთიერება, რომელიც მოთავსდა პოლიეთილენის ფაილში და დაილუქა ცალკე საქართველოს შსს ქვემო ქართლის პოლიციის N2 ლუქით. ასევე ლუქზე დაესვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილე პირთა ხელმოწერები, დაესვა თარიღი და სისხლის სამართლის საქმის ნომერი. ოქმზე რაიმე სახის შენიშვნები და განცხადებები არ გაკეთებულა. ოქმს ხელს აწერს ყველა მონაწილე პირი (დეტექტივ-გამომძიებელი კ------- პ-----–---–ი და დეტექტივის თანაშემწე, გამომძიებელი შ----- კ------). ზ------ ა--–-----–ს გადაეცა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების ასლები, თუმცა ხელის მოწერაზე გაურკვეველი მიზეზის გამო უარი განაცხადა.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ 2019 წლის 01 ივლისის N3--------------- ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ექპერტიზაზე წარმოდგენილი ლურჯი ფერის, თავდამდნარ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო, ბლანტი ნივთიერება, წონით 0,4634 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით 0,0053 გრამი, მორფინს (ფუძე) წონით 0,0083 გრამი და კოდეინს წონით 0,0018 გრამი. (ობ.N10).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხულმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მ--------–ის რაიონული სამმართველოს განყოფილების უფროსმა ა---------– კ--–-----–---–მა დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ზ------ ა--–-----–ი თავის საცხოვრებელ სახლში, ბ---–---ის რაიონის სოფელ დაბა კ--------–ი, სავარაუდოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებას და კანონსაწინააღმდეგო ნივთებს. ა---------– კ--–-----–---–ს სხვა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. როგორც მისთვის შემდგომში გახდა ცნობილი, დადასტურდა ინფორმაცია და ზ------ ა--–-----–ის სახლიდან ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხულმა ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელმა ს--–---- ე---–----–---–მა დაადასტურა მის მიერ/მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე/კანონთან შესაბამისობა და განმარტა, რომ 2019 წლის 31 იანვარს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტს მიმართა მოქალაქე ი-–--- გ---------მა, რომელმაც განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი კაცი სძალავდა ფულს, ურეკავდა ტელეფონით. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. დადგინდა აზერბაიჯანელი პიროვნების ვინაობა და მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორცილდა მისი მობილური ტელეფონის ფარული მიყურადება. სატელეფონო კომუნიკაციაში გამოჩნდა მოქალაქე ზურა, რომელიც, შესაძლოა, კავშირში ყოფილიყო ამ საქმესთან. დადგინდა აღნიშნული პიროვნების ვინაობა - იგი აღმოჩნდა ზ------ ა--–-----–ი. მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა ზ------ ა--–-----–ის მიყურადება. მიყურადებით დადგინდა, რომ ზ------ ა--–-----–ი ფულს სძალავდა ბ---–---ში მცხოვრებ ფ----– ა------–---ს. ფ----– ა------–---ი გამოიკითხა მოწმის სახით. მან განმარტა, რომ 2019 წლის მარტში ზ------ ასლანინცი სისტემატიურად უკავშირდებოდა და სძალავდა ფულს, ემუქრებოდა ჯანმრთელობის დაზიანებით, სიცოცხლის მოსპობით და ა.შ. ა------–---მა გამოძიებას წარუდგინა ის ანგარიშის ნომრები, რომლებზეც რიცხავდა ფულს - ძირითადად ონლაინ ტოტალიზატორების: „აჭარაბეთის“, „კრისტალბეთის“და საქართველოს ბანკის ანგარიშები. ამის შემდეგ გამოითხოვეს ინფორმაცია ამ ობიექტებიდან. „აჭარაბეთიდან“გამოითხოვა ინფორმაცია, თუ ვის ეკუთნოდა აღნიშნული ანგარიშის ნომერი. აღმოჩნდა, რომ დემოგრაფიულ მონაცემებში მითითებული იყო რ----- მ------ე, რომელმაც შემდეგ ჩვენებაში დაადასტურა, რომ კარგად იცნობდა ზ------ ა--–-----–ს და 2019 წლის მარტში მასთან ერთად მ--------–ში იმყოფებოდა კაზინოში. ზ------ ა--–-----–ი მისი თანდასწრებით საუბრობდა ტელეფონზე და ითხოვდა ფულს. ზ------მა უთხრა, რომ რამდენიმე წუთში მის ანგარიშზე ჩაირიცხებოდა თანხა, რომელიც უნდა მოეხსნა და მიეცა მისთვის. რ----- მ------ის ანგარიშზე ჩაირიცხა 107 ლარი, რომელიც გაანაღდა და გადასცა ზ------ ა--–-----–ს. ზ------ ა--–-----–ს კრისტალბეთზე ჰქონდა ორი ანგარიშის ნომერი, საიდანაც ერთი დარეგისტრირებული იყო ი----- ბ----–-–---–ის სახელზე, მეორე - თავის სახელზე. ი----- ბ----–-–---–მა გამოკითხვისას დაადასტურა, რომ იყო ზ------ ა--–-----–ის ბიძა. ზ------ ა--–-----–ი დაუკავშირდა მას და უთხრა, რომ „კრისტალბეთის“ ანგარიშზე ურიცხავდა 230 ლარს, საიდანაც 150 ლარი უნდა მიეცა მისი დედისთვის - ნ---- ჯ----–ისთვის, ხოლო 80 ლარი შეეძლო, თავად მოეხმარა. აღნიშნული თანხა მართლაც ჩაერიცხა (არ იცოდა კონკრეტულად ვისგან). განაღდების შემდეგ 150 ლარი მისცა ზ------ ა--–-----–ის დედას - ნ---- ჯ----–ს, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი თვითონ დაიტოვა.
მოწმის განმარტებით საქართველოს ბანკიდან ინფორმაცია გამოითხოვა ვ----– ა--–---ემ. აღმოჩნდა, რომ ანგარიშის ნომერი ეკუთვნოდა დ----- ჯ----–ს, რომელიც იყო ზ------ ა--–-----–ის ძმისშვილი. დ----- ჯ----–მა გამოკითხვაში დაადასტურა, რომ აქვს ძალიან კარგი ურთიერთობა ზ------ ა--–-----–თან, მიუხედავად იმისა, რომ ბიძამისი არის უმუშევარი, ხშირად ეხმარება ფულით. 2019 წლის მარტში დაურეკა ტელეფონზე და სთხოვა ფული. რამდენიმე წუთში ზ------ ა--–-----–მა დადმოურეკა და უთხრა, რომ მის ანგარიშზე ჩაირიცხებოდა თანხა. მართლაც, დ----- ჯ----–ის ანგარიშზე ჩაირიცხა 600 ლარი, რაც გაანაღდა და მოიხმარა. დ----- ჯ----–მა განმარტა, რომ ზ------ ა--–-----–ი მართალია, არ მუშაობდა, თუმცა ხშირად ეხმარებოდა თანხით. არასდროს დაინტერესებულა, თუ საიდან ჰქონდა ფული. მოწმემ განმარტა, რომ ზ------ ა--–-----–ს შეცვლილი აქვს გვარი - იყო ჯ----–ი და გახდა ა--–-----–ი. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მოხდა სასამართლოდან ზ------ ა--–-----–ის დაკავების და ჩხრეკის ნებართვაზე განჩინების აღება. ფონიჭალაში დააკავეს ზ------ ა--–-----–ი, რომელსაც აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ მის სახლშიც შესაძლოა, ყოფილიყო ნარკოტიკული საშუალება. ნ-----–---- ნ--------ესთან და გ------- მ---------ესთან ერთად გავიდნენ დაბა კ--------–ი, სადაც გაჩხრიკეს ზ------ ა--–-----–ის საცხოვრებელი სახლი. სახლში იმყოფებოდა მისი დედა. ზ------ ა--–-----–ის საძინებელი ოთახის აივანზე იდო მოლურჯო ფერის პლასტმასის ქოთანი, რომელშიც ჩარგული იყო მწვანე ფერის მცენარე. დედამ დაადასტურა, რომ აღნიშნული ეკუთვნოდა მის შვილს - ზ------ ა--–-----–ს და ის იყო მარიხუანას მომხმარებელი. აღნიშნული მცენარე დაილუქა, გაკეთდა ხელმოწერები, ხელი მოაწერა ზ------ ა--–-----–ის დედამაც. მცენარე გაიგზავნა ექსპერტიზაზე. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ის იყო ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. მოწმემ ზ------ ა--–-----–ს დროებითი მოთავსების იზოლატორში გააცნო დადგენილება ბრალდების შესახებ, თუმცა ზ------ ა--–-----–მა დადგენილებას ხელი არ მოაწერა. ასევე უარი განაცხადა ხმის ნიმუშის აღებაზე. ამოღებულ ნარკოტიკულ საშულებაზე დაინიშნა მხოლოდ ქიმიური ექსპერტიზა.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმი, რომლის მიხედვით საგამოძიებო მოქმედება ჩატარებულია 2019 წლის 10 ივლისს, 18:10-18:35 საათებს შორის პერიოდში. ჩხრეკა ჩატარებულია ზ------ ა--–-----–ის საცხოვრებელ ბინაში - ბ---–---ის რაიონი, დაბა კ--------ი, კორპ. N-------------, ზ------ ა--–-----–ის დედის ე-–------ ჯ----–ის (პ/ნ 1----------) თანდასწრებით. ჩხრეკის ოქმი შედგენილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის ს--–---- ე---–----–---–ის მიერ. ჩხრეკა მიმდინარეობდა საღამოს საათებში, მზიან ამინდში, ბუნებრივი და ხელოვნური განათების პირობებში. ზ------ ა--–-----–ის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკა მიმდინარეობდა კანონის სრული დაცვით, ყოველგვარი იძულების და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე, ზ------ ა--–-----–ის დედის ე-–------ ჯ----–ის თანხმობით და ნებაყოფლობით. ოქმის მიხედვით საცხოვრებელი ბინის საძინებელი ოთახიდან გამავალი აივნიდან ამოღებული იქნა მოლურჯო ფერის პლასტმასის ქოთანში ნიადაგში ჩარგული მომწვანო ფერის მცენარე, რომელიც შეიფუთა პოლიეთილენის პაკეტში და დაილუქა შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის N2 ლუქით. ლუქზე განთავსდა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების ხელმოწერები, სისხლის სამართლის საქმის ნომერი და დაესვა თარიღი. ოქმში შენიშვნები ან განცხადებები არ გაკეთებულა. ოქმზე დასმულია მონაწილე პირთა (გ------- მ---------ის, ნ-----–---- ნ--------ის, ე-–------ ჯ----–ის) ხელმოწერები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ქიმიური ექსპერტიზის განყოფილების ექსპერტმა რ----- გ-------მა დაადასტურა მის მიერ 2019 წლის 1 ივლისს გაცემული N3--------------- ექსპერტიზის დასკვნის სისწორე, რომლის მიხედვითაც: ექპერტიზაზე წარმოდგენილი ლურჯი ფერის, თავდამდნარ პოლიეთილენის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო, ბლანტი ნივთიერება, წონით 0,4634 გრამი, შეიცავს ნარკოტიკულ საშუალება ჰეროინს წონით-0,0053 გრამი, მორფინს (ფუძე) წონით 0,0083 გრამს და კოდეინს წონით 0,0018 გრამი. (ობ.N10)
ერთი ძირი მომწვანო მცენარე, წონით (ფესვის გარეშე) 60,25გრამი, წარმოადგენს ნარკოტიკულ საშულებას - მცენარე კანაფს. (ობ.N2)
მოწმე რ----- გ-------მა განმარტა, რომ გამოსაკვლევი ობიექტები წარდგენილი იყო დალუქული სახით. ექსპერტიზაში მონაწილეობდა ექსპერტი ნ----- წ---–-----ი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- წ---–-----მა დაადასტურა რ----- გ-------ის ჩვენება და განმარტა, რომ ნივთიერება გახვეული იყო პოლიეთილენის პაკეტში. ნივთიერების ფერი იყო აღქმადი. საკვლევი მასალა არ გაუგზავნია სხვა ექსპერტიზაზე, არ გაუკეთებია ანაწმენდები. ნიმუშის აღებამდე ნივთიერება იყო ფხვიერი, ე.წ სველი ჰეროინი, ბლანტი მასა. მცენარე კანაფი აიწონა ფესვის გარეშე. ლუქის მთლიანობა არ ყოფილა დარღვეული.
სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა ზ------ ა--–-----–ის პირადი ჩხრეკისას და ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერებები, ვინაიდან ისინი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ზ------ ა--–-----–ის დედის - ე-–------ ჯ----–ის 2019 წლის 10 ივლისის გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვით იგი ცხოვრობს ზ------ ა--–-----–თან ერთად ბ---–---ის რაიონში, დაბა კ--------–ი, N1------ში. 2019 წლის 10 ივლისს (ზუსტი დრო არ ახსოვს) მასთან სახლში მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და განუმარტეს, რომ მის საცხოვრებელ სახლში უნდა ყოფილიყო ნარკოტიკული ნივთიერებები ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გამომძიებელმა გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩატარების შესახებ, რასაც პირადად გაეცნო და მოაწერა ხელი. ამის შემდეგ ჩატარდა მისი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც სახლის აივანზე ნანახი და ამოღებული იქნა დიდი ზომის ქოთანი მასში მოთავსებული ფოთლოვანი მწვანე ფერის მცენარით, რაც გამომძიებლის მიერ დაილუქა ადგილზევე. მოწმის განმარტებით, აღნიშნული მწვანე ფერის ფოთლოვანი მცენარე მას არ ეკუთვნის. მისი შვილი ზ------ ა--–-----–ი არის ნარკოტიკების მომხმარებელი, ის ჩართულია მეტადონის პროგრამაში და აღნიშნული მცენარე, სავარაუდოდ, უნდა ეკუთვნოდეს მას.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ თბილსის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენი, რომლითაც ზ------ ა--–-----–ი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩათვლილი აქვს პირობით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დანიშნული აქვს 3 წელი. მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს ჯარიმა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 დეკემბრის N4-------- დადგენილება, რომლითაც ზ------ ა--–-----–ი ცნობილია სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისთვის და ადმინისტრაციული სახდელის სახით განსაზღვრული აქვს ჯარიმა 500 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ბრალდების მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით ზ------ ა--–-----–მა, განმარტა, რომ 2019 წლის 10 ივლისს იყო სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში მეტადონის მისაღებად, სადაც შეხვდა მეგობარი სახელად-იგორი, რომელმაც სთხოვა, გაჰყოლოდა გიგანტის გადასახვევთან, ვინაიდან, უნდა ენახა ახლობელი, შემდეგ კი უკან დაბრუნდებოდნენ. ზ------ ა--–-----–მა და იგორიმ სამედიცინო დაწესებულებიდან გამოსვლისას გააჩერეს ტაქსი (მსუბუქი ა/მანქანა) და წავიდნენ გიგანტის გადასახვევის მიმართულებით. გზაში იგორმა გააჩერებინა ავტომობილი, რადგან ურეკავდა ტელეფონი და ტელეფონზე სასაუბროდ გადავიდა ავტომობილიდან. ამ დროს ტაქსის მძღოლმა მოაბრუნა ავტომობილი, იგორმა მძღოლს უთხრა, რომ მისი ახლობელი წასული იყო უკვე და უკან დაბრუნებულიყვნენ. ზ------ ა--–-----–ი ავტომობილიდან არ გადასულა. როდესაც გამოცდნენ გიგანტს, ლურჯი ფერის ,,ფიატის“ ფირმის ავტომობილიდან მათ მანქანას ანიშნეს ხელით, რომ გაეჩერებინათ. ტაქსის მძღოლი დაახლოებით 200 მეტრში შუქნიშანთან გაჩერდა, (მეტადონის პროგრამის განმახორციელებელი სამედიცინო დაწესებულების მიმდებარე ტერიტორია), რა დროსაც მანქანიდან გადმოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, გადმოიყვანეს ისინი და ძირს დაყარეს. ზ------ ა--–-----–ი ყვიროდა, რომ არაფერი ჰქონდა და არ ჩაედოთ მისთვის არაფერი, პოლიციის თანამშრომლები ეუბნებოდნენ, რა უნდა ჩაგიდოთ, გამოძალვის ფაქტზე ხარ დაკავებულიო და ხელს ურტყამდნენ სახეზე. იგორი და ტაქსის მძღოლი ჰყავდათ მისგან მოშორებით გაჩერებული ისე შორს, რომ უჭირდა მათი დანახვა. პოლიციელები სთხოვდნენ: პირი გაეღო, აგინებდნენ დედის მისამართით და ეკითხებოდნენ, სად ჰქონდა იარაღი. ერთ-ერთი პოლიციელი გ------- ქ------- ესაუბრებოდა წყნარად და მშვიდად. მან უთხრა, რომ ჰქონდა დადგენილება მისი დაკავების შესახებ. ზ------ ა--–-----–მა შესთავაზა, რომ თავად ამოიღებდა ნივთებს და წარუდგინა საფულე, სიგარეტი და ტელეფონი. ნარკოტიკული საშუალება მისი ჯიბიდან არ ამოუღიათ. პოლიციის მეორე თანამშრომლის პ-----–---–ის მოთხოვნით გააღო პირი და ჯიბეებიც ამოუტრიალა. პოლიციელები ეუბნებოდნენ, რომ ორი დღე დასდევდნენ, იცოდნენ, სად გადაადგილდებოდა. პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას გზაში პოლიციელი პ-----–---–ი ურტყამდა ხელებს და დასცინოდა. პოლიციის განყოფილებაში ის ითხოვდა პროკურორთან შეხვედრას, რათა გარკვეულიყო დაკავების მიზეზებში, რაზედაც ეუბნებოდნენ, რომ გაჩუმებულიყო, ვინაიდან უფროსს მისთვის არ ეცალა. ასევე ითხოვდა, ადვოკატთან ან სახალხო დამცველთან დარეკვას. ერთ-პოლიციელმა პ-----–---–მა ის დააგდო ძირს და ურტყამდა წიხლებს. მასვე ლანძღავდა ქერა თმიანი ქალი გამომძიებელი. პ-----–---–ი სთხოვდა გამომძიებელ გ------- ქ-------ს, ეჩვენებინა მისთვის, თუ რა საჩუქარი გაუმზადეს, რის შემდეგაც გ------- ქ-------მ ამოიღო პაკეტი, რომელშიც იდო წამალი (ნარკოტიკული საშუალება), ზემოაღნიშნული გარემოებების გამო ჩხრეკის ოქმზე ხელი არ მოუწერია.
რაც შეეხება ზ------ ა--–-----–ის ბინიდან მცენარე კანაფის ამოღებას, ზ------ ა--–-----–მა განმარტა, რომ მისი სახლიდან ამოღებული მცენარე იყო პატარა ზომის, ხოლო საქმეში სურათებზე არსებულ მარიხუანა იყო დიდი ზომის. მანვე განმარტა, რომ განყოფილებაში პოლიციის თანამშრომლებმა უთხრეს, რომ მისი სახლიდან ამოღებული მცენარე მარიხუანა იყო გადატეხილი, განადგურებული და ის პრობლემებს არ შეუქმნიდა.
ზ------ ა--–-----–მა განმარტა, რომ გლდანის პენიტენციურ დაწესებულებაში გაიყვანეს ექსპერტიზისთვის დნმ ნიმუშის ასაღებად, თუმცა ექსპერტს უთხრა, რომ ნიმუშის აღების საშუალებას მისცემდა მას შემდეგ, რაც ეყოლებოდა ადვოკატი. დაკავებისას ნარკოლოგიური შემოწმება არავის შეუთავაზებია. დაკავებისას არ გადაუყლაპავს ნარკოტიკული საშუალება. მეტადონის პროგრამაში ჩართვის შემდეგ იშვიათად მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს.
ზ------ ა--–-----–მა ასევე განმარტა, რომ დაკავებამდე დაახლოებით 01 თვით ადრე ფ----– ა------–---მა უთხრა, რომ თავისი ტელეფონიდან არ დაერეკა მისთვის. თუკი რაიმე დასჭირდებოდა, თავად მივიდოდა მასთან. ასევე ჰკითხა, რა თანხა ესაჭიროებოდა ქვეყნიდან წასასვლელად, რასაც თავად მისცემდა. ფ----– ა------–---ს სახეზე ფერი არ ედო, იყო შეშინებული. ფ----– ა------–---ს მეორე დღეს მიაკითხა ცემენტის ქარხანასთან, რათა გაეგო მიზეზი, რატომ იყო ასეთი შეშინებული, რაზედაც ფ----– ა------–---მა უთხრა, რომ აღარ მისულიყო მასთან და არც დაერეკა. თვითონ მოუყვებოდა ყველაფერს შემდეგში.
სააპელაციო პალატამ გააანალიზა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა საკვანძო არგუმენტები და იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა იძლეოდა ზ------ ა--–-----–ის მსჯავრდების შესაძლებლობას. სააპელაციო პალატა ეთანხმება დაცვის მხარის მითითებას, რომ პოლიციელების ჩვენებები არ არის პრეზუმფცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება, მათი ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში „მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, განსაკუთრებით კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიელთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ზ------ ა--–-----–ის პირად ჩხრეკაში და ამხელდნენ მას დანაშაულის ჩადენაში. დაცვის მხარის მითითებით, პოლიციელების ჩვენებებში არის არსებითი წინააღმდეგობები, მაგალითად: ვერ დგინდება, რის საფუძველზე გაიჩხრიკა ზ------ ა--–-----–ი - ეს მოხდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე თუ იგი შემთხვევით შენიშნეს გადაადგილებისას, ზუსტად საიდან იქნა ამოღებული ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება - მარჯვენა თუ მარცხენა ჯიბიდან, რა განლაგებით იდგნენ ჩხრეკის დროს პოლიციელები და ა.შ. სააპელაციო პალატა თვლის, რომ პოლიციელების ჩვენებებს შორის რაიმე არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რომლებიც ეჭქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას, არ არსებობს. სამივე მოწმე პირადი ჩხრეკასთან, დაკავებასთან და ნივთმტკიცების ამოღებასთან დაკავშირებით არიან თანმიმდევრულნი და არ იძლევიან ობიექტურ საფუძველს მათ სანდოობაში ეჭვის შესატანად. გ------- ქ-------მ და შ----- კ------მ ცალსახად დაადასტურეს, რომ ზ------ ა--–-----–ის დევნა განხორციელდა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ხოლო კ------- პ-----–---–მა განმარტა, რომ რომ ზ------ ა--–-----–ის მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით თანამშრომლებთან ერთად შემთხვევის ადგილზე გავიდა ზ------ ა--–-----–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის მიზნით. ამდენად, არც ერთ პოლიციელს არ უთქვამს, რომ ზ------ ა--–-----–ი შემთხვევით შენიშნეს მოძრაობისას და გაჩხრიკეს. სამივე მოწმემ ცალსახად დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე გასვლისას, როდესაც მათთვის კარგად იყო ცნობილი, თუ რა საგამოძიებო მოქმედებების ჩასატარებლად მიდიოდნენ, შენიშნეს მოძრავი ავტომანქანა, რომელშიც იჯდა მსჯავრდებული, სხვა ორ პირთან ერთად და შეაჩერეს იგი. რაც შეეხება უშუალოდ ნარკოტიკული საშუალების ამოღებას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ შ----- კ------მ და კ------- პ-----–---–მა დაზუსტებით განაცხადეს, რომ ნარკოტიკული საშუალება ზ------ ა--–-----–ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს, ხოლო გ------- ქ-------მ იგივე დაადასტურა სწორედ დაცვის მხარის ჯვარედინი დაკითხვის დროს. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ საგამოძიებო მოქმედებიდან მოწმეების სასამართლოში დაკითხვამდე გასულია დრო და არ არის გამორიცხული, რომ მოწმეებს არ ახსოვდეთ საქმისთვის დეტალები, მაგალითად, ზუსტად სად იდგნენ პოლიციელები საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას, ეს ადგილმდებარეობა შესაძლოა, არაერთხელ შეცვლილიყო. ეს, რაქმა უნდა, არ უნდა გახდეს იმის მტკიცების საფუძველი, რომ მოწმეები აპრიორი ცრუობენ. მითუმეტეს, როდესაც მოწმეები სხვა, საქმისთვის მნიშვნელოვან დეტალებთან დაკავშირებით იძლევიან თანმიმდევრულ და დეტალურ ჩვენებებს. პირიქით, მოწმეების მიერ ყველა დეტალის ზედმიწევნით აღდგენა და გადმოცემა უფრო მეტად საეჭვოს გახდიდა მათ სანდოობას და წარმოშობდა ეჭვს, ხომ არ მოხდა მოწმეების მიერ ზემოხსენებულ მტკიცებულებასთან საკუთარი ჩვენების სპეციალურად თანხვედრა. გარდა ამისა, მეტად საყურადღებოა, რომ მოწმეების ჩვენებები სრულს თანხვედრაშია აბსოლუტურად ნეიტრალური მოწმის გ---- ჩ-----ის ჩვენებასთან, რომელმაც ასევე ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა პოლიციელების მიერ გაცხადებული. საყურადღებოა, რომ გ---- ჩ-----ემ ჩვენებაში აღნიშნა ზ------ ა--–-----–ისგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შეფუთვის ფერი (ლურჯი ფერის ნივთი), რაც ასევე თანხვედრაშია ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის აღწერილობით ნაწილში მითითებულ გარემოებასთან, რომ წარდგენილი ნარკოტიკული ნივთიერება შეფუთული იყო ლურჯი ფერის პოლიეთილენის ნაჭერში, რაც იმის გათვალისწინებით, რომ მოწმეს არ აქვს წვდომა სისხლის სამართლის საქმის მასალებთან და ფიზიკურად არ ექნებოდა ნანახი ექსპერტის დასკვნა, ეს დეტალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა სცოდნოდა, თუ პირადად ექნებოდა ნანახი. სააპელაციო პალატას აქვე სურს დასძინოს, რაიმე მტკიცებულება, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მოწმე გ---- ჩ-----ის სანდოობას, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. ამდენად, სასამართლომ შეაფასა იმ მოწმეთა ჩვენებები, ვინც უშუალოდ ამხელდა ზ------ ა--–-----–ს დანაშაულის ჩადენაში და მიაჩნია, რომ უმნიშვნელო განსხვავებები, რაც შეინიშნება მათ მონათხრობში, მთლიანობაში ვერ დაუკარგავს მათ ჩვენებებს სანდოობას.
რაც შეეხება ზ------ ა--–-----–ის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვას და მოყვანას, სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები - მოწმეების: ე-–------ ჯ----–ის, ს--–---- ე---–----–---–ის, ა---------– კ--–-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, N3--------------- ექსპერტიზის დასკვნა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათ პრეიუდიციული მნიშვნელობა მიენიჭა, ასევე თავად ზ------ ა--–-----–ის ჩვენებით (არ უარყოფს ამოღებული მცენარის კუთვნილებას) უტყუარად დასტურდება ის გარემოება, რომ ამ უკანასკნელმა უკანონოდ დათესა და მოიყვანა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე კანაფი.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის, რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15).
სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი გონივრულ ეჭვს მიღმა უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ: ზ------ ა--–-----–მა ძალადობის გამოყენების მუქარით ფ----– ა------–---ს გამოსძალა სულ 1 232 ლარი; ნარკოტიკული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ზ------ ა--–-----–მა უკანონოდ შეიძინა და უკანონოდ ინახავდა ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“ საერთო წონით 0,0053 გრამი, თავისი სახლის აივანზე დათესა და მოიყვანა კანაფი წინით 60,25 გრამი; ნარკოტიკული საშუალების (ოპიუმის ჯგუფის) ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებისათვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებულმა ზ------ ა--–-----–მა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა მცირე ოდენობით მორფინს (ფუძე) წონით 0,0083 გრამი და კოდეინს წონით 0,0018 გრამი. ქმედებათა კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ ზ------ ა--–-----–ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის განხილვა და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ სასამართლოში წარმოდგენილი როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლით კრიმინალიზებულია გამოძალვა. მოცემული დანაშაულის ჩადენისას ხელყოფის ძირითად ობიექტს წარმოადგენს საკუთრების უფლება, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თავისუფლება, მისი პატივი და ღირსება. ამ დანაშაულისთვის დამახასიათებელია სუბიექტის მიზანი, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლოს სხვის ქონებას ან მოიპოვოს საკუთრების უფლება გარკვეული სახის ქონებაზე. შესაბამისად, დამნაშავე ორიენტირებულია, მიიღოს მხოლოდ ქონებრივი სარგებელი. ამასთან, მიზნის მიღწევა შესაძლებელია ხელშეკრულების ან რაიმე სხვა დოკუმენტის შედგენით მასზე უფლების მოპოვების გზით. აღნიშნულიდან გამომდინარე, გამოძალვა ყოველთვის პირდაპირი განზრახვით არის ჩადენილი და შეუძლებელია მისი არაპირდაპირი განზრახვით ან გაუფრთხილებლობით ჩადენა, რადგან დამნაშავე ანგარებით მოქმედებს. გამოძალვის სუბიექტური მხარე სწორედ იმაში მდგომაროებს, რომ დამნაშავისათვის ცნობილია ნივთის ან ქონებრივი უფლების გადაცემის მოთხოვნის უკანონო ბუნება. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე კი ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების მფლობელისადმი მოთხოვნის წაყენებაში გამოიხატება, რასაც თან ახლავს მუქარა დაზარალებულის იძულებისათვის. არ არის აუცილებელი, მოთხოვნა გულისხმობდეს მატერიალური სიკეთის უშუალოდ დამნაშავისთვის გადაცემას, არამედ შესაძლოა, დამნაშავემ დაზარალებულს წაუყენოს მოთხოვნა მისთვის სასურველი პირისთვის ქონების გადაცემის თაობაზე. დანაშაული ფორმალური ხასიათისაა და დამთავრებულია მოთხოვნის წაყენების მომენტიდან.
ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ა--–-----–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - გამოძალვის, ესე იგი სხვისი ნივთის გადაცემის მოთხოვნის, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით) - შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით კრიმინალიზებულია, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ‘‘ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება არის ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება, ამ ნივთიერების შემცველი მცენარე ან პრეპარატი, რომელიც გაეროს შესაბამისი კონვენციების საფუძველზე შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნარკოტიკულ საშუალებათა I და II სიაში.
ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენასა და შენახვაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება, გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის დაუფლებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით „ჰეროინი“ და „მეთადონი“ 0,2 გრამამდე ითვლება პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ამავე ნუსხის შენიშვნის პირველი ნაწილის ა.ა პუნქტის თანახმად: ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად; ნარკოტიკული საშუალებების − მეთადონისა და ჰეროინის − ოდენობები მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად; მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
საქართველოს სსკ-ის 260-მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ქმედება ჩადენილი არაერთგზის. სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ა--–-----–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენის, შენახვის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით) - შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენისა და შენახვისათვის, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულსახდელშეფარდებული პირის მიერ.
”ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ,,მორფინი“ (ფუძე) 0.04 გრამამდე ითვლება მცირე ოდენობად, ხოლო „კოდეინი“ 0,2 გრამამდე ასევე ითვლება მცირე ოდენობად. ამავე ნუსხის შენიშვნის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად: ამ ნუსხის ცხრილის მე-3, მე-4 და მე-5 ვერტიკალურ გრაფებში ნაჩვენები ოდენობები განისაზღვრება შემდეგნაირად: მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება მცირე ოდენობად, „ბ“ პუნქტის თანახმად მე-3 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, „გ“ პუნქტის თანახმად, მე-4 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი, მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობამდე (მითითებული ოდენობის ჩათვლით) ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, მე-5 ვერტიკალურ გრაფაში მითითებულ ოდენობაზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ ზ------ ა--–-----–ისგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერება ერთი მთლიანი მასის სახით, „ჰეროინთან“ ერთად შეიცავდა მცირე ოდენობის ასევე ნარკოტიკულ ნივთიერებებს „მორფინს“ და „კოდეინს“, რომლებიც მათი ბუნებისა და სიმცირის გამო შეუძლებელია სპეციალური ინსტრუმენტალური მეთოდიკის გარეშე გამოცალკავებული იქნას ძირითადი მასიდან. შესაბამისად, იმ პირობებში, როცა ვერ დგინდება მითითებული სამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებების ცალ-ცალკე შეძენის და შემდგომ ერთ მასად გაერთიანების ფაქტი, მოცემულობად უნდა იქნას მიღებული, რომ ზ------ ა--–-----–ის მხრიდან სამი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა და შენახვა მოხდა ერთი მოქმედებით, რაც, მართალია, ნარკოტიკების სახეობისა და მათი ოდენობის გათვალისწინებით ექვემდებარება ინდივიდუალურ კვალიფიკაციას, თუმცა სასჯელის დანიშვნის მიზნებისთვის უნდა შეფასდეს, როგორც ერთი ქმედება.
ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ა--–-----–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების მცირე ოდენობით უკანონო შეძენა, შენახვა, ჩადენილი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის ადმინისტრაციულ სახდელშეფარდებული პირის მიერ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით - შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით კრიმინალიზებულია საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება. დათესვა გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის თესლის ჩათესვას მიწის ნებისმიერ მონაკვეთზე. მოყვანა გამოიხატება ამ მცენარის მოვლაში.
საქართველოს სსკ-ის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოება - აღნიშნული დანაშაულის ჩადენა იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს კოდექსის ამ თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული.
ამდენად, სააპელაციო პალატას ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზ------ ა--–-----–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით - შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი, რისთვისაც იგი ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ ზ------ ა--–-----–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი მსჯავრდებულ ზ------ ა--–-----–ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლისმე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი, რითიც მსჯავრი დაედო ზ------ ა--–-----–ს, ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, 181-ე მუხლის პირველი ნაწილი - ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ოთხ წლამდე, 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი - თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით, ხოლო 273-ე მუხლი - ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის №1/9/701,722,725 გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი №2-ის 73-ე ჰორიზონტალური გრაფით განსაზღვრული, მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი ოდენობით (266 გრამამდე) ნარკოტიკული საშუალება კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონსტიტუციის შეუსაბამოა პირისთვის თავისუფლების აღკვეთა ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ ამ ქმედების ავტორს უქმნის საფრთხეს და არ არის მიმართული (არ შეიძლება, იყოს მიმართული) სხვათა უფლებების დარღვევისკენ. უმიზნო და, შესაბამისად, გაუმართლებელია სისხლისსამართლებრივი სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დაკისრება პირისთვის ისეთი ქმედების გამო, რომელიც მხოლოდ მის ჯანმრთელობას შეიძლება აყენებდეს ზიანს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის№1/4/592 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ბექა წიქარიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-84).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოთდასახელებული გადაწყვეტილების თანახმად, დადგენილი იქნა 266 გრამამდე ნარკოტიკული საშუალება – კანაფის (მცენარე) პირადი მოხმარების მიზნებისთვის უკანონოდ დათესვის, მოყვანის ან კულტივირებისთვის, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების არაკონსტიტუციურობა, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ნაწილი კი, გარდა ვადიანი თავისუფლების აღკვეთისა, არ ითვალისწინებს სხვა ალტერნატიული სასჯელის გამოყენების შესაძლებლობას. ზ------ ა--–-----–ის მიერ უკანონოდ დათესილი და მოყვანილი ნარკოტიკულ საშუალება ,,კანაფი’’ N3--------------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით შეადგენს 60,25 გრამს. გარდა ამისა, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგინდა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა და კულტივირება გასაღების მიზნით, შესაბამისად, მოცემული შემთხვევა უნდა მოექცეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი რეგულაციის არეალში და უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზეც.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობაში ხარვეზის არსებობისას დასაშვებია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმის ანალოგიით გამოყენება, თუ ამით არ იზღუდება საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები.
სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლი განსაზღვრავს გამამტყუნებელი განაჩენით სასჯელის გამოყენების 3 შესაძლებლობას (გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დანიშვნით, სასჯელის დანიშვნითა და მისი მოხდისაგან გათავისუფლებით და სასჯელის დაუნიშნავად), რომელთა შორისაც არ არის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციის არარსებობის შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმა, რაც მოცემულ შემთხვევაში უნდა ჩაითვალოს საპროცესო კანონმდებლობის ხარვეზად. სასამართლოს მიაჩნია, რომ კანონმდებლობაში არსებული ხსენებული ხარვეზის პირობებში უნდა მოხდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული კანონის ანალოგიის გამოყენება ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე მითითებით, რადგან ამით არათუ ილახება ბრალდებულის უფლებები, არამედ არსებითად და მნიშვნელოვნად უმჯობესდება მისი სამართლებრივი მდგომარეობა.
სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიციას, რომლის მიხედვით, ზ------ ა--–-----–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება №1/9/701,722,725 ეხება მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლით დადგენილ სასჯელს და იგი არ შეიძლება, გავრცელდეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახება“ საქართველოს კანონზე. ამდენად, ბრალდებულს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: 5 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას: საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; 15 წლის ვადით უნდა ჩამოერთვას: საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
ამასთან, სააპელაციო პალატა ზ------ ა--–-----–ის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებისთვის სასჯელების დანიშვნისას ითვალისწინებს მის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა თავით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულების ერთობლიობა, რაც მაღალი საშიშროების მატარებელია), დანაშაულების ჩადენის მოტივს/მიზანს (ერთი მხრივ უკანონო შემოსავლის მიღება, ხოლო მეორე მხრივ ნარკოტიკული საშუალების უკანონო დაუფლება), მსჯავრდებულის პიროვნებას (პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას ჩაიდინა არაერთი განზრახი დანაშაული) და მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ზ------ ა--–-----–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული უფლებების შესაბამისი ხანგრძლივობით ჩამორთმევით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, რეციდივის წესის გათვალისწინებით - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს.
ამასთან, ვინაიდან ზ------ ა--–-----–მა პირობითი მსჯავრის ქვეშ ყოფნისას ჩაიდინა განზრახი დანაშაული, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების საფუძველზე - სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით
5.ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკული ნივთიერებები - დალუქული FCD1142809 პაკეტში და მცენარე კანაფი დალუქული FCD877838 პაკეტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი 03 დისკი, დალუქული სამ პაკეტად და სასამართლო სხდომის ოქმის ამსახველი ერთი ცალი დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ ზ------ ა--–-----–ის ადვოკატის რ---------–----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი;
ზ------ ა--–-----–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით;
ზ------ ა--–-----–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;
ზ------ ა--–-----–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის დაუნიშნავად;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 წლის ვადით შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით და საბოლოოდ ზ------ ა--–-----–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა (თავისუფლების აღკვეთამ 6 წლის ვადით) სრულად შთანთქოს წინა - 2018 წლის 15 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ზ------ ა--–-----–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით;
ზ------ ა--–-----–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავებიდან - 2019 წლის 10 ივლისიდან;
ზ------ ა--–-----–ს ”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ჩამოერთვას:
ა) საექიმო და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება - 15 (თხუთმეტი) წლის ვადით;
ბ) სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება - 05 (ხუთი) წლის ვადით;
გ) საადვოკატო საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
დ) პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ე) სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება- 10 (ათი) წლის ვადით;
ვ) პასიური საარჩევნო უფლება - 10 (ათი) წლის ვადით;
ზ) იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება - 10 (ათი) წლის ვადით, რის შესახებაც ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას;
ზ------ ა--–-----–ს ზემოთ აღნიშნული უფლებების ჩამორთმევის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენით დანიშნული საპატიმრო სასჯელის მოხდისთანავე;
ცნობად იქნას მიღებული, რომ ზ------ ა--–-----–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად საექსპერტო კვლევის შედეგად დარჩენილი ნარკოტიკული ნივთიერებები - დალუქული FCD1142809 პაკეტში და მცენარე კანაფი დალუქული FCD877838 პაკეტში საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ფარული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი 3 დისკი, დალუქული სამ პაკეტად და სასამართლო სხდომის ოქმის ამსახველი ერთი ცალი დისკი, დალუქული ერთ პაკეტად, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნას საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე.