განაჩენი

სისხლის სამართლის 26.12.2019
საქმის ნომერი
330100115784938
თარიღი
26.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1781-15

(---------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

26 დეკემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნინო ელიეშვილმა,სხდომის მდივან სოფიკო უგრეხელიძის,სახელმწიფო ბრალმდებელ - მ---------

ადვოკატ - თ----------

განსასჯელ - ვ-–-------------------ის მონაწილეობის გარეშე,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე განსასჯელ ვ-–-------------------ის (დაბადებული 1----–-–----------------–-- რეგისტრირებული: თ---–-----------------–--–--------------------–-------------; ამჟამად ძებნილი) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) გათვალისწინებული ბრალდების გამო.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საბრალდებო დასკვნის თანახმად, ვ-–-------------------ს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 1994 წლის 10 სექტემბერს, ქ------–--–-----------------------------------------------–-, დაახლოებით 20:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ვ-–-------------------მა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანის ერთი დარტყმით ჩაიდინა მოქალაქე ვ--------------------ის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი დანაშაულის შემდეგ ვ-–-------------------ი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

სასამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულების, უტყუარობის, სარწმუნოობის, ამასთან განსასჯელის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეჯერებულ, ეჭვის გამომრიცხავ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა უტყუარად ვერ ადასტურებს განსასჯელ ვ-–-------------------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში. კერძოდ:

მოწმე ს-----–----------------ს ჩვენებით, იყო ს------------ის მეუღლე. ვ--------------------ი იყო მისი მაზლი, რომელიც დედასთან, გ--–---------------თან ერთად ცხოვრობდა. ისინი ალკოჰოლურ სასმელს იღებდნენ სისტემატიურად და ამიტომ მათთან ხშირი ურთიერთობა არ ჰქონდათ. 1994 წლის 10 სექტემბერს მეუღლემ საღამოს უთხრა, რომ მისი ძმა ვ--------- იყო გარდაცვლილი და ერთად წავიდნენ მათ საცხოვრებელ ბინაში გ--------------------. ადგილზე მისულებს დახვდათ გარდაცვლილი ვ------------ი. მეორე ოთახში მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მძინარე დედამთილი გ------------ი და საპირფარეშოში დაძინებული მამაკაცი, რომელზეც მეუღლემ უთხრა, რომ იყო ვ-----------ი. ისინი მაშინვე წავიდნენ უბნის ინსპექტორთან და უკან დაბრუნდნენ მასთან ერთად. მეორე დღეს დილით, როდესაც უკან მივიდნენ ბინაში, ვ-----------ი იქ აღარ იყო, ხოლო როდესაც ნახეს ვ---------ს სხეულზე ჭრილობა, გამოფხიზლებულმა გ------------მა მათ უთხრა, რომ ეს ჭრილობა მიაყენა ვ-----------მა და თავად მას სცემა. სხვა რაიმე მომხდართან დაკავშირებით მისთვის უცნობია.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე გ--–---------------ის ჩვენებით, ცხოვრობდა შვილთან, ვ--------------------თან ერთად, რომელიც იყო პირველი ჯგუფის ინვალიდი. მათთან სტუმრად ხშირად დადიოდა მისი შვილის მეგობარი ვ-–-------------------ი და ერთად იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს. 1994 წლის 10 სექტემბერს, ვ-----------ი მივიდა მათთან სახლში ნასვამი და თან მიიტანა ერთი ბოთლი არაყი. სახლში იმყოფებოდნენ ვ--------------------ი, თავად და ვ-----------ი. სადილის მზადებისას სამივემ ერთად დალიეს არაყი და შემდეგ მოუხდა მას შელაპარაკება ვ-----------თან, დაიწყეს ერთმანეთში ჩხუბი და ვ-----------ი მას აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. შვილი, ვ------------ი, გამოექომაგა მას და ეუბნებოდა ვ-----------ს გაჩერებულიყო. ამის შემდეგ ვ-----------მა ამოიღო დანა და ერთხელ ჩაარტყა გულმკერდის არეში ვ------------ს. დანის დარტყმის შემდეგ სად წაიღო დანა არ დაუნახავს, ხოლო შვილს რომ დახედა, იგი უკვე გარდაცვლილი იყო. შემდეგ მივიდა მეზობელთან, რომელსაც სთხოვა დაკავშირებოდა მის მეორე შვილს, ს------------ს და ეცნობებინა მომხდარის შესახებ. მან მის ვაჟს მოუყვა მომხდარის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ნასვამი იყო, კარგად ახსოვს მომხდარი.

სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული მოწმე ს-------------------ს ჩვენებით, ყავს დედა, გ--–---------------ი და ყავდა ძმა, ვ--------------------ი, რომელიც იყო ავად და გადაადგილება არ შეეძლო. დედა და ძმა სისტემატურად იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელს და მათთან ამის გამო იშვიათად დადიოდა. ვ-–-------------------ს იცნობდა და იცის, რომ ის ხშირად დადიოდა გ--–------- ვ--------------------ებთან, მათთან რჩებოდა კიდეც. 1994 წლის 10 სექტემბერს, საღამოს, ძმის გარდაცვალების შესახებ შეატყობინეს და მაშინვე წავიდა ბინაში. ადგილზე მისულმა ნახა, რომ ძმას ფეხები ჰქონდა იატაკზე, ხოლო ტანი დივანზე, იგი გარდაცვლილი იყო. მეორე ოთახში ძალიან მთვრალ მდგომარეობაში იწვა გ--–---------------ი, რომლის გაღვიძებას შეეცადა და ვერ შეძლო. შემდეგ გავიდა სამზარეულოში და საპირფარეშოს კარი იყო ღია და ვ-----------ი გათიშული, მთვრალ მდგომარეობაში იწვა, ვერც მისი გამოფხიზლება შეძლო. ვინაიდან შუქი არ იყო, მეუღლესთან ერთად წავიდა უბნის ინსპექტორთან და შეატყობინა მომხდარის შესახებ. უკან დაბრუნებისას იგივე სურათი დახვდათ. 1994 წლის 11 სექტემბერს, დილით, მივიდა ისევ უკან, შეძლო დედის გაღვიძება და იმ დღეს ნახა, რომ ძმას გულმკერდზე ჰქონდა ჭრილობა. გ--–---------------ს კითხა თუ რა მოხდა, რაზედაც მან მოუყვა, რომ მისი ძმა ვ--------------------ი მოკლა დანის გამოყენებით ვ-–-------------------მა. ამის შემდეგ ისევ წავიდნენ პოლიციაში.

მოწმე ნ-----–-------------–-–---–-- ჩვენებით, მის წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე ვ-–-------------------ის მიერ ვ--------------------ის განზრახ მკვლელობის ფაქტზე. აღნიშნულთან დაკავშირებით, 1994 წლის 11 სექტემბერს, მიღებული შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდა გ-------------------- მდებარე ბინაში და მონაწილე პირის, ვ--–--------------–-–---–-- და დამსწრეთა თანდასწრებით დაათვალიერა შემთხვევის ადგილი. ოთახები იყო არეული და იდგა არასასიამოვნო სუნი. მიცვალებულის გვამი ესვენა ერთ-ერთ ოთახში გულაღმა მდგომარეობაში, რომელსაც გულ-მკერდის მიდამოში აღენიშნებოდა დაზიანება. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ნივთმტკიცება ნანახი და ამოღებული ვერ იქნა. აღნიშნულ საქმესთან მიმართებით მის მიერ დანიშნული იქნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ვ------------ის გვამზე და გ--–---------------ის მიმართ. ასევე დაკითხა მოწმეები, გარდაცვლილის ძმა ს-------------------, მისი მეუღლე ს-----–---------------- და მთავარი მოწმე, გ--–---------------ი, რომელმაც დაკითხვისას განაცხადა, რომ ვ-–-------------------ი იყო მისი შვილის, ვ--------------------ის კლასელი. იგი სტუმრობდა ხშირად და მიჰქონდა არაყი. 1994 წლის 10 სექტემბერს, როდესაც ვ-----------ი კვლავ მივიდა მათთან, აკეთებდა საჭმელს. ვ-----------მა უთხრა, რომ შიოდა და დროზე მიეტანა მისთვის საჭმელი. აღნიშნულზე შეკამათდნენ, რა დროსაც ვ-----------მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა მისი ინვალიდი შვილის, ვ------------ის თანდასწრებით. ვ--------------------მა ვ-–-------------------ს მისცა შენიშვნა, რის შემდეგაც ვ-----------მა მას დანა დაარტყა, რაც შემდეგ თან წაიღო. მის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ასევე ვ-----------ს შეეფარდა პატიმრობა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

1----–-–------------------ შემთხვევის ადგილის და გვამის დათვალიერების შესახებ ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა თ---–--–--------------------------------------------- სადაც დათვალიერების დროს ნანახი და დათვალიერებული იქნა ვ--------------------ის გვამი.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის #--- დასკვნის თანახმად, ვ---------------------------------- სიკვდილის მიზეზია მწვავე ზოგადი სისხლნაკლებობა, განვითარებული გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთი ნაჩხვლეტი ჭრილობის შედეგად. გვამს აღენიშნება შემდეგი დაზიანებები: მარჯვნივ გულმკერდის წინა ზედაპირზე ძუძუს ხაზსა და მკერდის ძვლის ხაზს შორის ძუძუს დვრილიდან 5 სმ-ით მარცხნივ მე-5 და მე-6 ნეკნების დონეზე შემავალი ჭრილობა გულმკერდის ღრუში ფილტვის დაზიანებით. ჭრილობის არხი მიემართება ოდნავ მარჯვნიდან მარცხნივ, წინიდან უკან. აღნიშნული დაზიანებები მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის მოქმედებით. გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს, რამაც გამოიწვია სიკვდილი. აღებულ სისხლში ალკოჰოლი არ აღმოჩნდა.

1----–-–------------------ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დაკსვნის #----- თანახმად, გ--–---------------ის სხეულზე არსებული დაზიანებები სისხლნაჟღენთებისა და ნაჭდევების სახით მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ხანდაზმულობით აღნიშნული დაზიანებანი არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებებში მითითებულ თარიღს.

1----–-–----------------- დადგენილებით ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ, ვ-–-------------------ი ბრალდებულის სახით მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით.

1----–-–---------------- დადგენილებით ვ-–-------------------ის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა და გამოცხადებული იქნა ძებნა.

1----–-–---------------- დადგენილებით შეჩერდა გამოძიება ვ-–-------------------ის ადგილსამყოფელის დადგენისა და მის დაკავებამდე.

სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა წინასწარი და სასამართლო გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებები, საქმესთან მათი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ განსასჯელ ვ-–-------------------ის ბრალეულობა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში არ არის დადასტურებული საქმეზე არსებული სარწმუნო და უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ: წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გ--–---------------ი და ვ------------ი იყვნენ ალკოჰოლური საშუალების სისტემატიური მომხმარებლები და ეს მათი ცხოვრების წესი იყო, რის გამოც შვილი ს------------ი და რძალი ს------------- ერიდებოდნენ მათთან ხშირად მისვლას. ამავდროულად მ------------- ხშირად სტუმრობდა ვ-----------ი, რომელიც ასევე იყო ალკოჰოლური საშუალების მომხმარებელი. 1994 წლის 10 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით კი ირკვევა, რომ სამივე პირი იმ დღეს ერთად იმყოფებოდნენ საცხოვრებელ სახლში, თუმცა თუ რა მოხდა რეალურად იმ დღეს, რამაც გამოიწვია ვ------------ის გარდაცვალება, ძნელი დასადგენია შემდეგ გარემოებათა გათვალისწინებით, კერძოდ, ადგილზე მისულ ს------------ს დახვდა დედა, გ--–---------------ი ძლიერ მთვრალ მდგომარეობაში, ხოლო ვ-–-------------------ი ისეთ მთვრალ მდგომარეობაში იყო, რომ საპირფარეშოში ეძინა. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს გამოფხიზლებული გ--–---------------ი შვილს უყვება მომხდარის შესახებ, ეს სასამართლოსათვის ვერ იქნება დამაჯერებელი მისი პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე, ჩნდება ეჭვი, რომ მას საერთოდ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე შეეძლო თუ არა აღექვა და გაეანალიზებინა განვითარებული მოვლენები, რაც ხდებოდა 1994 წლის 10 სექტემბერს მათ ბინაში. ვინ იჩხუბა და რისთვის, ვინ ვის მიაყენა დაზიანება? იმ მტკიცებულებებით, რაც წარმოდგენილია, ძნელია ამისი დადასტურება და მათი სამართლებრივი შეფასება.

მეორეს მხრივ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებასაც, რომ გამოქვეყნებული იქნა ერთადერთი პირდაპირი მოწმის, გ------------ის ჩვენება, სამართლებრივი შეფასებისთვისაც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 481-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მხოლოდ გამოქვეყნებული მოწმის ჩვენება არ შეიძლება საფუძვლად დაედოს განსასჯელის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას. ხოლო ყველა სხვა პირი, ვინც დაკითხულია საქმესთან დაკავშირებით, გადმოსცემს იმ ინფორმაციას, რაც მათ მიაწოდა გ------------მა. ის რომ ს------------მა და ს-------------მ იქ ნახეს ბინაში მთვრალ მდგომარეობაში მძინარე ვ-----------ი, სასამართლოსთვის არ ნიშნავს იმას, რომ მას აქვს ბრალეულობა მომხდართან დაკავშირებით.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს არცერთი უტყუარი და საკმარისი ხასიათის მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე შესაძლებელი იქნებოდა დადასტურებულიყო ვ-–-------------------ის მიერ ვ--------------------ის განზრახ მკვლელობა.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისობისა და დამაჯერებლობის თვალსაზრისით არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული პრინციპით, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ. აგრეთვე სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებით და მასში ასახული ძირითადი პრინციპებით, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების მოვალეობა ბრალმდებელს ეკისრება. სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილის და ბრალდებულის სასარგებლოდ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ-–-------------------ი საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 498, 502-ე, 504-ე, 506-507-ე, 510-511-ე, 512-ე, 517-ე, 523-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ-–-------------------ი გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 105-ე მუხლით (1960 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში.

გამართლებულ ვ-–-------------------ს უფლება აქვს ისარგებლოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებებით.

გაუქმდეს ვ-–-------------------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა და 1----–-–---------------- დადგენილებით მის მიმართ გამოცხადებული ძებნა.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ნ.ელიეშვილი