განაჩენი

სისხლის სამართლის 09.12.2019
საქმის ნომერი
330100119002805690
ინსტანცია
თარიღი
09.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100119002805690

საქმე №1ბ/1418-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

27 ნოემბერი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: ბესიკ ბუგიანიშვილი

სხდომის მდივანი - სოფიკო კაპანაძე

 

სხდომის სახე - ღია;

 

ბრალდების მხარე:

 

პროკურორი - ლ-–----------–---–ი;

 

დაცვის მხარე:

 

მსჯავრდებული - გ-----–---–---–ი (დაბადებული 1----–-–----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------–--------–--------------–-----);

 

დანაშაულის კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტები (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის);

 

ადვოკატი - ნ------–-------ე;

 

სასჯელი: განაჩენთა ერთობლიობით 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ -ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის განაჩენით, გ-----–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის (10 ეპიზოდი) განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი ჩაეთვალა პირობით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ-----–---–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის განაჩენით, გ-----–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა 2011 წლის 7 სექტემბრის განაჩენით დანიშნული, შემდგომში ამნისტიით შემცირებული მოუხდელი სასჯელი - 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ გ-----–---–---–ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.

 

2018 წლის 6 ივლისს, ქ. თ---–--–-----------------------–--–------ კორპუსში, გ------------–----–---–ის საცხოვრებელ N6-- ბინაში, გ-----–---–---–მა უკანანოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეფლა გ------------–----–---–ის კუთვნილ პიჯაკს, პერანგს, მაჯის საათს, მზის სათვალეს, „CANON”-ის ფირმის ფოტოაპარატის დამტენს, „TOSHIBA“-ს ფირმის ნოუთბუქს და ნოუთბუქის ჩანთას. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, გ------------–----–---–ს მიადგა 2450 (ორი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენით გ-----–---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 წლის ვადით;

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა - 5 წლის და 3 თვის ვადით.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ-----–---–---–ის ადვოკატმა ნ------–-------ემ.

 

3. მხარეთა პოზიციები:

 

დაცვის მხარის პოზიციით: სასამართლომ უტყუარად დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 6 ივლისს გ-----–---–---–ი შევიდა გ------------–----–---–ის სახლში და მართლსაწინააღდეგოდ დაეუფლა მის კუთვნილ ნივთებს. დცვის მხარის მტკიცებით, საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ გ-----–---–---–ი ნებართვის გარეშე შევიდა გ------------–----–---–ის საცხოვრებელ სახლში და ფარულად დაეუფლა მის ნივთებს. საქმეში წარმოდგენილია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გ-----–---–---–ის სახლში ჩატარებული ჩხრეკა, რის შემდეგაც არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ იქნა მოძიებული, ამასთან საქმეში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება, რომელიც ცხადად დაადასტურებდა, რომ გ------------–----–---–ი ნამდვილად ფლობდა აღნიშნულ ნივთებს და ნამდვილად დაკარგა/მოპარეს. შესაბამსიად მოსამართლემ ვარაუდის საფუძველე გამოიტანა გადაწყვეტილება, დაეყრდნო მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიცემულ ჩვენებას, რომელმაც იცრუა, რომ თითქოს წარმოდგენილი ქონდა მტკიცებულებები, რომელიც მის ამ ნივთებთან კავშირს დაადსტურებდა, თუმცა გამოძიებისთვის დღესაც დაუდგენელია ამ ნივთების ბუნებაში არსებობა. ამდენად, გ-----–---–---–ს ბრალის წარდგენისას არ არსებობა დასაბუთებული ვარაუდი, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის არ არსებობდა ის მინიმალური სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს ბრალდებულის უფლებებს და სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლებას. გ-----–---–---–ს მსჯავრი დაედო სხვისი ნივთის ფარულ დაუფლებაში მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით, ბინაში უკანონო შეღწევით არაერთგზის, ქურდობის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედებაში, ქურდობა დამთავრებულად მიიჩნევა, როდესაც ფარული დაუფლება მოხდება ნივთის და მისი გაკარგვა, საქმეზე არცერთი მტკიცებულება იქნა წარმოდგენილი, რომელიც უტყუარად ან ირიბად დაადასტურებდა, რომ გ-----–---–---–ი ფარულად დაეუფლა გ------------–----–---–ის ნივთებს და მიისაკუთრა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს 2019 წლის 3ივლისის გადაწყვეტილება და გ-----–---–---–ი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ბრალდების მხარის პოზიციით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული და იგი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). ამდენად სააპელაციო პალატა შეაფასებს მტკიცებულებებს, იმსჯელებს აპელანტის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

4. მტკიცებულებების ერთობლიობა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიუთითებს, რომ ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში დასახელებული უნდა იყოს ის არგუმენტები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილებები ეყრდნობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Grădinar v. Moldova, №7170/02; 08/07/2008; §107). დასაბუთებული გადაწყვეტილების შემადგენელი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია ის, თუ რამდენად ადეკვატურად იქნა გათვალისწინებული წარდგენილი მტკიცებულებები (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Kuznetsov and Others v. Russia, №184/02; 11/01/2007; §84).

 

მტკიცებულებითი სტანდარტი ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შეაფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა ეს მტკიცებულებები ცალ-ცალკე და აერთობლიობაში.

 

დაზარალებულ გ------------–----–---–ის ჩვენების თანახმად, 2018 წლის 6 ივლისს, დილის ექვსის ნახევარზე წავიდა სამსახურში, საიდანაც დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე დაბრუნდა. დაზარალებულმა სახლიდან გასვლისას ბინის კარი დაკეტა, თუმცა დაბრუნებულს ღია დახვდა. მან შეამჩნია, რომ საკეტი დაზიანებული იყო, ხოლო ბინაში არეულობის კვალი შეიმჩნეოდა; ადგილზე არ იყო კომპიუტერი, ჩანთა საბუთებით, პიჯაკი, პერანგი, სათვალე და მაჯის საათი. დაზარალებულმა დაუყოვნებლივ დარეკა 112-ში და პოლიცია გამოიძახა. გამოძიების მიმდინარეობისას იგი ორჯერ გამოიკითხა; ფოტოაპარატი, რომელზეც გამოკითხვისას განაცხადა, რომ მოპარული იყო, სეიფში აღმოაჩნდა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობა გამომძიებელს. დაზარალებულმა განმარტა, რომ ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობად თავდაპირველად 2750 ლარი მიუთითა, თუმცა მოგვიანებით ზემოაღნიშნულ თანხას გამოაკლდა ფოტოაპარატის ღირებულება და მისთვის მიყენებული ზიანი საბოლოოდ შეადგენს 2450 ლარს. გ------------–----–---–მა განაცხადა, რომ გ-----–---–---–ს პირადად არ იცნობს და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია; გამოკითხვისას გაიხსენა, რომ იგი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყავდა ნანახი. 112-ში დარეკვიდან რამდენიმე წუთში მოვიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ბინა შეათვალიერა და წავიდა. ადგილზე მალევე მივიდნენ ექსპერტები, რომლებმაც აიღეს თითის ანაბეჭდი და სუნის ნიმუში. დაზარალებულმა განმარტა, რომ კომპიუტერი და ფოტოაპარატი გერმანიაში შეიძინა; დოკუმენტაცია ჩანთაში ეწყო, რომელიც ასევე მოპარეს; მან ფოტოაპარატის ყუთი წარადგინა გამომძიებელთან.

 

2018 წლის 6 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს ისანი-სამგორის პოლიციის მე-9 განყოფილების გამომძიებელ დ-----------–---–ის მიერ, ექსპერტების - რ------------–-–---–----------–-----------------------------–----ის მონაწილეობით, დაზარალებულ გ------------–----–---–ის თანდასწრებით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ-------–-------------------------–--–------ე კორპუსი, ბინა 6--. ბინას გააჩნია ერთფრთიანი შეუღებავი კარი, რომლის საკეტი გამართულ მდგომარეობაშია, თუმცა საკეტის ენის ბუდის მიმდებარედ შეინიშნება მექანიკური დაზიანების კვალი. ბინის შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია სამზარეულო ოთახი, სადაც დგას შესაბამისი ინვენტარი და რაიმე არეულობის კვალი არ შეინიშნება. ბინის შესასვლელიდან მარცხენა მხარეს მდებარეობს მისაღები ოთახი, სადაც განთავსებულია ერთი საწოლი, კედელზე მიდგმულია მაგიდა და სავარძელი, იატაკზე დაფენილია ხალიჩა. აღნიშნული ხალიჩიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რის შემდეგაც გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც გავიდა ბინიდან, ჩავიდა კორპუსის მე-5 სართულზე და გაჩერდა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, მაგიდაზე არსებული მუყაოს ყუთის ზედაპირიდან აღებულ იქნა ხელი კვალის ნიმუში ერთ ცალ დაქტილოფირზე. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.

 

2018 წლის 6 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - ი-----–-------------------------------–-–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმეთა განმარტებით, 2018 წლის 6 ივლისს, გამოცხადნენ ქ. თბილისში, რუსთავის გზატკეცილზე მდებარე კორპუსში, ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. ბინაში ნივთები არეული იყო. რამდენიმე ნივთი დაამუშავეს სპეციალური ფხვნილით, მაგრამ მხოლოდ ფოტოაპარატის ყუთიდან მოხერხდა თითის კვალის ამოღება, რომელიც დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა მათ მიერ. ექსპერტების გარდა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გამომძიებელი და ბინის მეპატრონე. გამომძიებელმა შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. შემთხვევის ადგილიდან კინოლოგების მიერ აღებულ იქნა სუნის ნიმუში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს ისანი-სამგორის პოლიციის მე-9 განყოფილების გამომძიებელმა - დ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2018 წლის 6 ივლისს, რომელსაც საფუძვლად დაედო შეტყობინება მოქალაქე გ------------–----–---–ის ბინის გაქურდვასთან დაკავშირებით. ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები დ-----------–---–მა ჩაატარა, რომელთა სისწორესაც ადასტურებს. ექსპერტების მონაწილეობით, ბინის მეპატრონის თანხმობითა და თანდასწრებით, მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში და ხელის კვალი. მოწმისთვის ცნობილია, რომ მოცემულ საქმეზე ორჯერ ჩატარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა შემთხვევის ადგილიდან აღმოჩენილ თითის კვალზე და ორივეჯერ დაემთხვა ბრალდებულის თითის ანაბეჭდს. ამასთან, ამოღებული სუნის კვალი შედარებულ იქნა გ-----–---–---–ისგან აღებულ სუნის ნიმუშს და ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა მათი იდენტურობა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ შედგენილ იქნა ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბრალდებული რამდენჯერმე დაიბარა პოლიციაში. გ-----–---–---–ი ხან მარტო მიდიოდა, ხანაც ოჯახის წევრების თანხლებით.

 

2018 წლის 23 აგვისტოს, ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, ისანი - სამგორის მე-9 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - ს---------------ის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, ექსპერტმა - დ-----------------მ, ქ-------–--–--------------------------------ში, კინოლოგიის სამსახურში, გ-----–---–---–ს აუღო სუნის ნიმუში. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული გ-----–---–---–ი და მას რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

 

ნიმუშის აღების ოქმის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - დ-----------------მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 23 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ქ. თბილისის ისანი-სამგორის შს სამმართველოს მე-9 განყოფილებაში, სტერილური დოლბანდების დახმარებით, ბრალდებულს აუღო სუნის ნიმუში, რომელიც მოათავსა 0.5 ლიტრი ტევადობის ქილაში და დალუქა. ნიმუშის აღება განხორციელდა ნებაყოფლობით და ბრალდებულის მიმართ რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია. არ შეუმჩნევია, რომ ბრალდებული ნიმუშის აღებისას შეუძლოდ გრძნობდა თავს. დასმულ კითხვებს ბრალდებული ჩვეულებრივ პასუხობდა და არ შეინიშნებოდა, რომ სმენა დაქვეითებული ჰქონდა. გ-----–---–---–ს ნიმუშის აღების მიმდინარეობისას ექიმის დახმარება არ მოუთხოვია.

 

2018 წლის 8 დეკემბერს, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, ისანი - სამგორის მე-9 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - ლ--------------ს მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის შენობაში, მარშალ გელოვანის ქუჩა №1-ში, ექსპერტ ლ-------------ს მიერ გ-----–---–---–ისგან აღებულ იქნა ხელის კვალის ნიმუში. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული გ-----–---–---–ი და დაფიქსირებულია მინაწერი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული თანახმაა მისგან აღებულ იქნეს ხელის კვალის ნიმუში. რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია ბრალდებულის მხრიდან გამოთქმული არ ყოფილა.

 

ნიმუშის აღების ოქმის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - ლ-------------მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, 2018 წლის 8 დეკემბერს, ხელის კვალის ნიმუში აიღო ბრალდებულის თანხმობით, მშვიდ და წყნარ პირობებში, რის შესახებაც გამომძიებელმა შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა საპროცესო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა, მათ შორის, ბრალდებულმა - გ-----–---–---–მა.

 

2018 წლის 12 დეკემბრის ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პოლიციის მე-9 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - ლ--------------ს მიერ დაკავებულ იქნა გ-----–---–---–ი. ამავე ოქმის თანახმად, ბრალდებულს განემარტა უფლებები, გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, თუმცა გ-----–---–---–მა გაურკვეველი მიზეზებით ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.

 

შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის პოლიციის მე-9 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ - ი-----–------–---–ის განმარტებით, 2018 წლის 12 დეკემბერს, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ლ--------------სთან და გ-----------–---–---–თან ერთად, გაემგზავრა საქართველოს საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დახვდათ ბრალდებული - გ-----–---–---–ი, რომელსაც გამომძიებელმა - ლ--------------მ გააცნო დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინების შინაარსი და განუმარტა უფლებები. შედგა ბრალდებულის დაკავების ოქმი, რის შემდეგაც გ-----–---–---–ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულმა უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე, რის გამოც ლ--------------მ, ოქმში შეიტანა შენიშვნა. გ-----–---–---–ის დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში და რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, ისანი - სამგორის მე-9 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - ლ--------------ს განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გაჩხრეკილ იქნა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, მოწმის სახით გამოკითხა გ-----–---–---–ი, შეადგინა ხელის კვალის ნიმუშის აღების ოქმი, დანიშნა ოდოროლოგიური ექსპერიტიზა, დაზარალებულს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დააკავა გ-----–---–---–ი და აღნიშნულის შესახებ შეატყობინა ბრალდებულის ძმას. მის მიერ ჩატარებული ყველა მოქმედება შესრულდა კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. გ-----–---–---–მა ნებაყოფლობით მისცა ინფორმაცია გამოძიებას, ასევე მისი თანხმობით მოხდა ხელის კვალის ნიმუშის აღება ბრალდებულისგან. გ-----–---–---–ი დაკავებულ იქნა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში. დაკავებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ი-----–------–---–ი და გ-----------–---–---–ი. დაკავებაში მონაწილე პირებმა გ-----–---–---–ს განუმარტეს უფლებები, იგი გაეცნო დაკავების ოქმს, თუმცა მასზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებია.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 23 ივლისის №------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი კვალი №1 პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილი იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვალი №1 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული გ-----------------------–---–---–ის (დაბადებული 91.19.1974) მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა (ექსპერტი - თამარ თოდაძე).

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო - კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 23 ივლისის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - თ---------------------------–---------–-–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმეთა განმარტებით, მათ მიერ გამოკვლეულ იქნა დალუქულ პაკეტში მოთავსებული ერთი ცალი დაქტილოფირი. გამოკვლევით დადგინდა, რომ ერთ ცალ დაქტილოფირზე დაფიქსირებული თითის კვალის ნიმუში იდენტური იყო ბაზაში არსებული გ-----–---–---–ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის კვალისა. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა კატეგორიულია და რაიმე ცდომილება ცალსახად გამოირიცხება.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 10 დეკემბრის №------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის თითის კვალი №1 (იხ. 23.07.2018 წლის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა №-------, ექსპერტები - ი---------–-–---–ი და თ----------ე), იდენტურია 2018 წლის 8 დეკემბერს დაქტილოსკოპირებული გ-----------------------–---–---–ის, (დაბადებული 19.12.1974 წ. პირადი ნომერი 0----------) ხელის თითის ანაბეჭდის ნიმუშის.

 

2018 წლის 10 დეკემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - ე---------------–--–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე. ხელის თითის ერთი კვალი შედარებულ იქნა გ-----------------------–---–---–ის ხელის თითის კვალს. დამთხვევა ცალსახად დადასტურდა და რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ექსპერტმა დაადასტურა, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია და ცდომილება ცალსახად გამორიცხულია.

 

საქართველოს შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის №--------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, გ------------–----–---–ის ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, მისაღებ ოთახში, კომპიუტერის მაგიდის წინ, ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია მოწმე გ-----------------------–---–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

 

ექსპერტმა - მ----------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში მოთავსდა კონტეინერში და სამი სხვადასხვა ძაღლის მეშვეობით (ერთი ძაღლით სამჯერ) მოხდა შედარება გ-----–---–---–ის სუნის კვალის ნიმუშთან. ყველა შემთხვევაში სუნის ნიმუშები დაემთხვა ერთმანეთს. ექსპერტის განმარტებით, ერთ ძაღლს მაინც რომ დაეფიქსირებინა განსხვავებული შედეგი, კატეგორიული ექსპერტიზის დასკვნა არ დაიწერებოდა. ექსპერტის განმარტებით, ორი და მეტი ახალი სუნი ახალ სუნს არ წარმოქმნის. ძაღლს შეუძლია რამდენიმე ათას სუნში ამოარჩიოს ერთი სუნი. მოცემულ შემთხვევაში ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია და ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 7 სექტემბრის №1/3188-11 განაჩენით, გ-----–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (10 ეპიზოდი) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, საიდანაც 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი შეეცვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის №1ბ/1104-15 განაჩენით, გ-----–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 7 სექტემბრის განაჩენით და 2013 წლის 10 თებერვლის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და 6 თვე, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნული სასჯელიდან სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წელი, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი და 3 თვე.

 

ცნობა №0716768-ის თანახმად, გ-----–---–---–მა სასჯელი კალენდარულად მოიხადა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2016 წლის 21 ოქტომბერს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულ გ-----–---–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ნაწილი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვალის ნიმუში; შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში; ბრალდებულ გ-----–---–---–ის სუნის კვალის ნიმუში; გ-----–---–---–ის ხელის კვალის ნიმუში. ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ზ----------------------–---------------------------------------------------ის გამოკითხვის ოქმები.

 

ბრალდებულმა გ-----–---–---–მა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას ქურდობა არ ჩაუდენია. დაახლოებით 10 წელია აქვს რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა, გააჩნია პრობლემები ყურის შიდა კედლებზე, დაზიანებული აქვს მთავარი ნერვული სისტემა, დროგამოშვებით ეწყება გაუსაძლისი ტკივილები და აწუხებს არტერიული წნევა. ექიმის დანიშნულებით, სისტემატიურად მოიხმარს ძლიერმოქმედ პრეპარატებს. ვინიდან სმენა ძალიან დაქვეითებული აქვს, რძლის დახმარებით გადაადგილდება. აკრძალვის მიუხედავად, 2018 წლის 3 ივლისს, ძმიშვილის დაბადების დღეზე მიიღო მცირე ოდენობით ალკოჰოლური სასმელი, რის გამოც თავი შეუძლოდ იგრძნო და რამდენიმე დღე საწოლიდან არ ამდგარა. როგორც ბრალდებულს ახსოვს, 2018 წლის 6 ივლისს, იმყოფებოდა სასაფლაოზე, ძმასთან ერთად. სასაფლაოზე შესასრულებელი სამუშაო საღამოს საათებში დაასრულეს და სახლში დაბრუნდა. გ-----–---–---–ის ჩვენების თანახმად, იგი კახეთში იმყოფებოდა, როდესაც პოლიციაში დაიბარეს, სადაც რძალთან ერთად გამოცხადდა. პოლიციაში ბრალდებულს უთხრეს, რომ ქურდობა იყო მომხდარი და ბინაში მისი თითის ანაბეჭდი დაფიქსირდა. გამოკითხვის შემდეგ სახლში გაუშვეს. მეორე დღეს ისევ დაიბარეს პოლიციაში. ვინაიდან გ-----–---–---–ს დანიშნული მედიკამენტი არ ჰქონდა დალეული, თავს შეუძლოდ გრძნობდა. ამის მიუხედავად, იგი დილის 11 საათიდან საღამოს ოთხ საათამდე ალოდინეს პოლიციის განყოფილებაში; საღამოს დაახლოებით 5 საათზე კი გადაიყვანეს ექსპერტიზის განყოფილებაში. ბრალდებულმა პოლიციელებს სთხოვა მედიკამენტი ეყიდათ მისთვის, რადგან თავს ცუდად გრძნობდა, აღნიშნული თხოვნა პოლიციელებმა არ შეუსრულეს. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, ყოველგვარი განმარტების გარეშე, იგი მარტო შეიყვანეს ოთახში და დააჭერინეს ხელში ბამბა, რომელიც რამდენიმე წუთის შემდეგ დალუქეს. მან რაღაც ფურცელზე მოაწერა ხელი, მაგრამ არ იცის რა იყო. 2018 წლის 7 დეკემბერს, ბრალდებულმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა, მაგრამ არ გაუშვეს. ბრალდებულის განმარტებით, გამომძიებელმა იცოდა, რომ იგი საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლას აპირებდა. 2018 წლის 12 დეკემბერს, გ-----–---–---–მა კვლავ აიღო თვითმფრინავით მგზავრობის ბილეთი და მივიდა აეროპორტში, სადაც დახვდნენ პოლიციელები; დააკავეს იგი და ყოველგვარი უფლებების განმარტების გარეშე გადაიყვანეს ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, თითის ანაბეჭდების აღება მისი ნებით მოხდა და იძულებას ადგილი არ ჰქონია; იგი დაზარალებულს არ იცნობს და მის ბინასთან რაიმე შეხება არ ჰქონია; ბრალდებულისთვის გაუგებარია, თუ რატომ და როგორ დაფიქსირდა მისი სუნის კვალი და თითის ანაბეჭდი დაზარალებულის სახლში.

 

დაცვის მხარის მოწმის - თ-----------–-----–ის განმარტებით, გ-----–---–---–ს (მისი მეუღლის ძმას) სმენა დაქვეითებული აქვს და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ბრალდებული ძლიერი ტკივილების გამო იღებს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. 2018 წლის 3 ივლისს, მისი შვილის დაბადების დღეზე გ-----–---–---–მა მცირე ოდენობით ალკოჰოლური სასმელი დალია და შეუძლოდ გახდა, რამდენიმე დღე საწოლიდან ამდგარა. 2018 წლის 6 ივლისს, მოწმის მეუღლე - მ-----–-–---–---–ი და ბრალდებული სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და სახლში საღამოს დაბრუნდნენ. 2018 წლის აგვისტოს თვეში, პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. გ-----–---–---–ი დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში და უთხრეს, რომ ბრალი ქურდობაში ედებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ გ-----–---–---–ს პოლიციის განყოფილებაში ახლდა, თუმცა ნიმუშის აღებისას ოთახში არ შეუშვეს. მან გამომძიებლისგან შეიტყო, რომ ბრალდებულს სუნის ნიმუში აუღეს. მოწმის ჩვენების თანახმად, გ-----–---–---–ი სამკურნალოდ საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას, რაზედაც გამომძიებელს დაურეკა, რომელმაც წასვლის ნებართვა მისცა. 2018 წლის 12 დეკემბერს, აეროპორტში მისული გ-----–---–---–ი პოლიციელებმა დააკავეს. ბრალდების მხარის კითხვაზე - შეუძლია თუ არა ზუსტად დაადასტუროს გ-----–---–---–ის სასაფლაოზე ყოფნის ფაქტი, მოწმემ განმარტა, რომ 2018 წლის 6 ივლისს, გ-----–---–---–ის სასაფლაოზე ყოფნის ფაქტს ვარაუდობს; გამომდინარე იქედან, რომ მ-----–-–---–---–მა სთხოვა ბრალდებულს სასაფლაოზე გაჰყოლოდა, მოწმემ ივარაუდა, რომ გ-----–---–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა სასაფლაოზე.

 

დაცვის მხარის მოწმე გ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2018 წლის 6 ივლისს, დაახლოებით 8 საათზე, მისი მეზობელი, უბნელი და დიდი ხნის ნაცნობი - გ-----–---–---–ი ნახა სასაფლაოზე, რომელიც ძმასთან - მ-----–-–---–---–თან ერთად იმყოფებოდა. გ--------------–---–მა მ-----–-–---–---–ს ფული გამოართვა სესხად, ერთი ჭიქა ღვინო დალია და წამოვიდა.

 

„ავერსის“ კლინიკის მიერ, 2019 წლის 17 ოქტომბერს, გაცემული, ფორმა №IV-100ა, ცნობა №8012-ის თანახმად, გ-----–---–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ნერვულ სენსორული სმენაჩლუნგობა, ორმხრივი, ქრონიკული სომატოფორმული ტკივილი, H90.3.F45.4.

 

ამდენად, სააპელაციო პალატამ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები, გააანალიზა აპელანტის საკვანძო არგუმენტები და ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია გ-----–---–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენა. კერძოდ:

 

დაცვის მხარის მტკიცებით, შემთხვევის ადგილი დათვალიერდა კანონმდებლობის დარღვევით, რადგან აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩატარდა დაზარალებულის მონაწილეობით, დაიწყო 19:40 საათზე და დასრულდა 20:50 საათზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს 20:50 საათს ემთხვევა დაზარალებულის პოლიციაში გამოკითხვის დაწყება. ამასთან, დაზარალებულის ხელწერილი, რომლითაც ნებართვა მისცა საგამოძიებო ორგანოს ბინის დათვალიერებაზე, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი. შესაბამისად დათვალიერება ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის დარღვევით და სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მტკიცებულებები - სუნის კვალი და ხელის კვალის ნიმუში.

 

სააპელაციო პალატა იზიარებს პირველი ინსტანცის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად როგორც დაზარალებულმა, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე გამომძიებელმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ქ-------–--–-----------------------–--–------- კორპუსში მდებარე გ------------–----–---–ის N6-- საცხოვრებელი ბინა დათვალიერდა დაზარალებულის თანხმობითა და მონაწილეობით, მშვიდ ვითარებაში და კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ასევე ცალსახად იქნა დადასტურებული, რომ იმავე დღეს გ------------–----–---–ი იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში და გამოიკითხა გამომძიებლის მიერ; შესაბამისად, ის გარემოება, რომ გ------------–----–---–ის თანხმობის ხელწერილი მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის დათვალიერების თაობაზე, სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით ჩატარებაზე არ მიუთითებს. აღნიშნული ხელწერილი ადასტურებს მხოლოდ მესაკუთრის ნებას - დათვალიერდეს მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. ის, რომ მესაკუთრე - გ------------–----–---–ი თანახმა იყო მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის დათვალიერებაზე, არც გამოძიების და არც საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე არ დამდგარა ეჭვქვეშ მხარეების მიერ. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, გ------------–----–---–ს არ განუცხადებია, რომ იგი წინააღმდეგი იყო სამართალდამცავთა მიერ მისი საცხოვრებელი ბინის დათვალიერებაზე. რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულებისა და დაზარალებულის გამოკითხვის დაწყების დროების დამთხვევას, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, ხოლო 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამტკიცებს სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ისე დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დამტკიცდა, როგორც დასაშვები მტკიცებულებები და რაიმე ახალი გარემოება, რაც მიუთითებდა აღნიშნული მტკიცებულების დაუშვებლობაზე, წინასასამართლო სხდომის გამართვიდან საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე - არ გამოვლენილა (აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე არც დაცვის მხარეს მიუმართავს შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის მოსამართლისთვის). დაცვის მხარისვე მტკიცებით, ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა გ------------–----–---–ის საცხოვრებელი ბინის კარის დაზიანების ფაქტი; ასევე დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, ექსპერტმა - ლ-------------მ არ დაადასტურა ბრალდებულისგან ხელის კვალის ნიმუშის აღების სისწორე და მასზე არსებული ხელმოწერები, შესაბამისად იგი ვერ იქნება გამოყენებული როგორც მტკიცებულება. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ 2018 წლის 23 აგვისტოს ნიმუშის აღების ოქმი შედგენილია კანონის არსებითი დარღვევით, რადგან მოწმე თეონა გვერდწითელის განმარტებით, გ-----–---–---–ი არის სმენადაქვეითებული და უჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია; შესაბამისად, ექსპერტი ვერ განუმარტავდა უფლებებს ბრალდებულს. რაზეც პირველი ინსტანციის სასამართლომ სავსებით მართებულად აღნიშნა, რომ დაზარალებულმა გ------------–----–---–მა დაადასტურა, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს ბინის კარი დახვდა ღია მდგომარეობაში, ხოლო საკეტს დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოვლენილი რაიმე გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა დაზარალებულის ჩვენების სანდოობას. დადგენილია, რომ იგი ბრალდებულს არ იცნობდა, არასდროს ჰქონია მასთან ურთიერთობა, შესაბამისად გამოირიცხება მისი მხრიდან რაიმე სახის დაინტერესება გ-----–---–---–ის პიროვნებით. რაც შეეხება ექსპერტ ლ-------------ს განმარტებას, ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ვერ გაიხსენა ბრალდებულის პიროვნება, თუმცა დაადასტურა, რომ ნიმუშის აღების ოქმზე ხელი მოაწერა. ასევე დაადასტურა, რომ ნიმუშის აღებისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია; შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მითითება თითის კვალის ნიმუშის აღების ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე. ის გარემოება, რომ სმენის დაქვეითების გამო გ-----–---–---–თან შეუძლებელია კომუნიკაციის დამყარება, არ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ბრალდებულის გამოკითხვაში მონაწილე გამომძიებელმა, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტმა - დ-----------------მ დაადასტურეს, რომ გ-----–---–---–ისთვის ჯანმრთელობის რაიმე განსაკუთრებული პრობლემები არ შეუმჩნევიათ. თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ მშვიდ ვითარებაში, ხმაურის არარსებობის შემთხვევაში სიტყვების გარჩევა შეუძლია. დაცვის მხარის მტკიცებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული, იგი არ ემყარება რაიმე მეცნიერულ კვლევას, დამოკიდებულია ძაღლზე და დიდია ცდომილების ალბათობა; ასევე დაზარალებული არ არის გულწრფელი და გამოკვეთილია წინააღმდეგობები მის ჩვენებაში; დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ გ------------–----–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დასტურდება სხვა მოწმეთა ჩვენებებით, თუმცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა - მ----------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური დასკვნის სისწორე (კატეგორიულობა) და განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა სამი ძაღლით, ხოლო თითოეულმა ძაღლმა სამჯერ დაადასტურა სუნების იდენტურობა; შესაბამისად, ექსპერტმა კატეგორიულად გამორიცხა რაიმე ცდომილება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ცალკე აღებული შესაძლოა არ იყოს საკმარისი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ერთიანობაში ქმნიან კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს. სასამართლოს ასევე საფუძველს მოკლებულად მიაჩნია დაცვის მხარის მტკიცება დაზარალებულის ჩვენებაში არსებული წინააღმდეგობების შესახებ, ვინაიდან მსგავსი რამ საქმის არსებითი განხილვისას დადასტურებული არ ყოფილა. გ------------–----–---–ის ჩვენება არ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმის არცერთ მტკიცებულებას. სააპელაციო პალატა ასევე იზიარებს პირველი ინსტანციის დასკვნას იმის თაობაზე, რომ არადამაჯერებელია დაცვის მხარის მოწმეთა განმარტებები, თითქოს 2018 წლის 6 ივლისს, გ-----–---–---–ი იმყოფებოდა სასაფლაოზე ძმასთან ერთად და მხოლოდ საღამოს დაბრუნდა სახლში, ვინაიდან საწინააღმდეგო დადასტურდა სისხლის სამართლის საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

ამდენად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დასადასტურდა, რომ საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის ნასამართლევმა გ-----–---–---–მა 2018 წლის 6 ივლისს, ქ. თ---–--–-----------------------–--–------ კორპუსში, გ------------–----–---–ის საცხოვრებელ N6-- ბინაში შეაღწია და ფარულად დაეფლა გ------------–----–---–ის კუთვნილ პიჯაკს, პერანგს, მაჯის საათს, მზის სათვალეს, „CANON”-ის ფირმის ფოტოაპარატის დამტენს, „TOSHIBA“-ს ფირმის ნოუთბუქს და ნოუთბუქის ჩანთას, რითაც გ------------–----–---–ს მიადგა 2450 ლარის ზიანი, რომლის კვალიფიკაციაზე სააპელაციო პალატა გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.

 

მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი გასაჩივრებულია დაცვის მხარის მიერ გ-----–---–---–ის მსჯავრდების ნაწილში და, შესაბამისად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს ზემოხსენებულ განაჩენში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებსა და მათ სწორ სამართლებრივ შეფასებაზე, რადგან ქმედების სამართლებრივი შეფასება, ბრალდებულის ქმედების სწორი კვალიფიკაცია, დანაშაულის თითოეული ნიშნის არსებობა-არარსებობის შეფასება და საბოლოოდ ბრალდებულის დამნაშავეობა/უდანაშაულობის დადგენა, სწორედ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს პირდაპირი ვალდებულებაა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ქურდობისათვის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებისათვის, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 მუხლის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალიწინებულია ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებები - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით და არაერთგზის.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის ნასამართლევმა გ-----–---–---–მა 2018 წლის 6 ივლისს, ქ. თ---–--–-----------------------–--–------ კორპუსში, გ------------–----–---–ის საცხოვრებელ N6-- ბინაში შეაღწია და ფარულად დაეფლა გ------------–----–---–ის კუთვნილ პიჯაკს, პერანგს, მაჯის საათს, მზის სათვალეს, „CANON”-ის ფირმის ფოტოაპარატის დამტენს, „TOSHIBA“-ს ფირმის ნოუთბუქს და ნოუთბუქის ჩანთას, რითაც გ------------–----–---–ს მიადგა 2450 ლარის ზიანი, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით, ნიშნები, რისთვისაც გ-----–---–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ გ-----–---–---–ის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ან/და ბრალის გამომრიცხველი რაიმე სახის გარემოება სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადგენილა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი არის კანონიერი და დასაბუთებული, რისი გათვალისწინებით დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნას ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა. შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყო მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილი ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

ამდენად, სააპელაციო პალატა იმსჯელებს და შეაფასებს მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, რა ზომის სასჯელი იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს მის მიზნებს.

 

სააპელაციო პალატა აღნიშნავს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

მასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას;

 

სააპელაციო პალატა სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე კატეგორიის დანაშაული), მის პიროვნებას (გ-----–---–---–მა დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ, გამოსაცდელი ვადის პერიოდში) და მიაჩნია, რომ მას სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

ამასთან, ვინაიდან სახეზეა განაჩენთა ერთობლიობა, გ-----–---–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გამოყენებით.

 

7. ნივთმტკიცებების ბედის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ: შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვალის ნიმუში და სუნის კვალის ნიმუში; გ-----–---–---–ის სუნის კვალის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით; შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები ჩაწერილი 1 ცალ CD დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულ გ-----–---–---–ის ადვოკატის ნ------–-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 3 ივლისის განაჩენი;

 

გ-----–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი;

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 23 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 3 თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 წლის და 3 თვის ვადით;

 

გ-----–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2018 წლის 12 დეკემბრიდან 01:59 საათიდან;

 

მსჯავრდებულ გ-----–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვალის ნიმუში და სუნის კვალის ნიმუში; გ-----–---–---–ის სუნის კვალის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები ჩაწერილი 1 ცალ CD დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი