განაჩენი

სისხლის სამართლის 14.06.2019
საქმის ნომერი
150100118002404098
ინსტანცია
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002404098

საქმე #1ბ/46-19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

14 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატის მოსამართლე: გერონტი კახეთელიძემ

 

მარიამ ნანეიშვილის, სოფიკო კაპანაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: გ---------------------ის

ადვოკატის: ტ------–----–-----–---–ის

მსჯავრდებულის: ა-----------------ის

თარჯიმნის: თ------------------ის

მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის და მსჯავრდებულ ა-----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------), ა-----------------ის, დაბადებულის 1----–-–------------ს, საქართველოს მოქალაქის (პირადი №4----------), განქორწინებულის, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლებით, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების: ქ------–---–--–--------------–-------------ში, ამჟამად პატიმრის, მიმართ, დანაშაულები, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით (სამი ეპიზოდი).

 

აღწერილობითი - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა-----------------მა, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 31.01.2017 წლის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2017 წლის ზაფხულში, ქ------–---–--–--------------–----------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას, მკერდში ძლიერად ჰკრა ხელი მის დედას, ლ------------–---ს და მიანარცხა კედელზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს. ა-----------------ის ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ლ------------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა-----------------მა, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 31.01.2017 წლის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ითვლებოდა ნასამართლევ პირად, 2018 წლის 27 თებერვალს, საღამოს საათებში, ქ------–---–--–--------------–----------ში მდებარე მის საცხოვრებელ სახლში, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას, კვლავ მკერდში ძლიერად ჰკრა ხელი მის დედას, ლ------------–---ს და მიანარცხა კედელზე, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს. ა-----------------ის ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ლ------------–---მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ა-----------------მა ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ა-----------------ი, რომელიც ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 31.01.2017 წლის განაჩენით გასამართლებული იყო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ითვლებოდა ნასამართლევ პირად, სისტემატურად ლანძღავდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა დედას ლ------------–---ს, რის გამოც ლ------------–---ი იძულებული ხდებოდა პერიოდულად დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი სახლი. ა-----------------ის ზემოაღნიშნული ქმედების შედეგად ლ------------–---მა განიცადა ტანჯვა.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენით:

 

ა-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ა-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მე-2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

ა-----------------ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მე-3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდით) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მე-2 და მე-3 ეპიზოდებით) დანიშნული სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობის პრინციპით, მოცემული განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას ნაწილობრივ დაემატა წინა განაჩენით (ახალალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იავრის განაჩენით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ა-----------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

ა-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო განაჩენის მიღების დღიდან - 2018 წლის 26 ნოემბრიდან, ხოლო სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა მისი პატიმრობაში ყოფნის ვადა - 2018 წლის 8 მარტიდან 2018 წლის 26 ნოემბრამდე.

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორმა გ---------------------ემ, აგრეთვე, მსჯავრდებულმა ა-----------------მა და მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ტ------–----–-----–---–მა.

 

სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალმდებელმა მოითხოვა მსჯავრდებულ ა-----------------ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა დანიშნული სასჯელის გამკაცრების თვალსაზრისით, კერძოდ, განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელების სრულად შეკრება, ხოლო, სააპელაციო საჩივრით და სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვეს ა-----------------ის მიმართ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა იმ საფუძვლით, რომ საქმეში არ მოიპოვება ა-----------------ის ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულის ჩადენაში მამხილებელი მტკიცებულებები.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, გაეცნო ბრალდებისა და დაცვის მხარეების სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის და მსჯავრდებულ ა-----------------ისა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი მსჯავრდებულ ა-----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი შემდეგ გარემოებათა გამო:

 

სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში, შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა საქმეზე შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული, კანონიერი და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ა-----------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. იმავდროულად, სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რიგ გადაწყვეტილებებზე, რომლებშიც ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Hirvisaari v. Finland, პარ. 30).

 

სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49).

 

სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს სასამართლო სხდომაზე სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მსჯავრდებულისა და მისი ადვოკატის პოზიციას, რომ ა-----------------ს დანაშაულები არ ჩაუდენია და საქმეში არ არსებობს მისი ბრალეულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები. საქმეზე შეკრებილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეების - ლ------------–---ის, ვ-------------ის, ს----------–-------ის, ვ------------------–---ის, ლ--------------–---ის, კ----------------ის, ხ--------------–---ის ჩვენებებით, სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნით, ექსპერტ მარინა მათიაშვილის ჩვენებით, ახალქალაქის რიონული სასამართლოს 2017 წლის 11 იანვრის და 31 იანვრის განაჩენებით - სააპელაციო პალატა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ა-----------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ე“ ქ/პუნქტით (სამი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები. უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო პალატა ა-----------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ ზემოხსენებულ მტკიცებულებებს განიხილავს და აფასებს არა ცალ–ცალკე, განყენებულად, არამედ ერთობლიობაში, ზემოხსენებული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ავსებენ და ადასტურებენ ერთი–მეორეს, ხოლო მათი ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს და ადასტურებს ა-----------------ის მიერ ბრალად შერაცხული კვალიფიკაციით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენას.

 

სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოსაზრებას, რომ დაზარალებულ ლ------------–---ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მიცემული ჩვენება არ არის უტყუარი და ეწინააღმდეგება მის მიერ გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას, რის გამოც დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული. პალატა აცხადებს, რომ საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის (ძირითად ტერმინთა განმარტება) 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულმა ჩვენებაში თანმიმდევრულად ამხილა მისი შვილი - ა-----------------ი მის მიმართ სხვადასხვა დროს განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში, რის შედეგადაც იგი (დაზარალებული) განიცდიდა ტკივილს და ტანჯვას. დაზარალებულის ჩვენებასთან შესაბამისობაშია მოწმედ დაკითხული ვ-------------ის ჩვენება (ფიზიკური ძალადობის ეპიზოდში) და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის №--------- დასკვნა (სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდში). რაც შეეხება დაზარალებულ ლ------------–---ის ჩვენების დაუშვებლობას, რასაც ითხოვს დაცვის მხარე სააპელაციო საჩივრით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა არ წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის კომპეტენციას, არამედ, საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე.

 

სააპელაციო საჩივარში დაცვის მხარე აცხადებს, რომ არ უნდა იქნას გაზიარებული მოწმე ვ-------------ის ჩვენება, ვინაიდან იგი 2018 წლის 27 თებერვალს იყო უზომოდ მთვრალი და ასევე იგი ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გამოკითხეს მოწმედ გამომძიებელთან. სააპელაციო პალატა აცხადებს, რომ პირის (მოწმის) ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ პირს არ შეუძლია აღიქვას, დაიმახსოვროს და შემდგომ გადმოსცეს იმ ფაქტებისა და მოვლენების შესახებ, რისი შემსწრეც გახდა იგი. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ვ-------------მა განაცხადა, რომ კარგად ახსოვს, 2018 წლის 27 თებერვალს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ა-----------------მა დედამისს - ლ------------–---ს ჰკრა ხელი, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი დაეცა ძირს და დაიწყო ტირილი. რაც შეეხება ტკივილისა და ტანჯვის განცდას, სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საკანონმდებლო კონსტრუქციიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის შემადგენლობა შედეგით დაფუძნებული დელიქტია და დამნაშავე პირის მიერ განხორციელებულ ქმედებას (ქმედებებს) - ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას - შედეგად უნდა მოჰყვეს დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, რაც შეფასებით კატეგორიებს განეკუთვნება. ტკივილის განცდა ძირითადად სუბიექტური შეფასების საგანია, იგი ობიექტურად შეიძლება შეფასდეს მაშინ, თუკი დაზიანების მასშტაბი არის მოცულობითი და მრავლობითი. რაც შეეხება ტანჯვას, იგი ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული და გაგებულ უნდა იქნას, როგორც ხანგრძლივი და აუტანელი ფიზიკური ან ფსიქიკური ტკივილი (წუხილი, შიში, შფოთვა, დათრგუნვა), რასაც მსხვერპლი განიცდის ძალადობის შედეგად. ამრიგად, დაზარალებული წარმოადგენს იმ პირს, ვისაც შეუძლია განაცხადოს, განხორციელებულმა ქმედებამ (ძალადობამ, სისტემატურმა შეურაცხყოფამ, შანტაჟმა ან დამცირებამ) მასში გამოიწვია თუ არა ტკივილი ან ტანჯვა. სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულმა ლ------------–---მა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას მიცემულ ჩვენებაში ნათლად გადმოსცა, რომ ა-----------------ის მხრიდან სხვადასხვა დროს მასზე (დაზარალებულზე) განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს და ფსიქიკურ ტანჯვას, იყო შეშინებული. სააპელაციო პალატის შეფასებით, დაზარალებულის ზემოაღნიშნული ჩვენება აკმაყოფილებს უტყუარობისა და დამაჯერებლობის მაღალ სტანდარტს და იგი სრულ თანხვედრაშია საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან (მოწმეთა ჩვენებები და სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა).

 

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს აღნიშნული კვალიფიკაციით ჩადენილი დანაშაულის მომეტებულ საზოგადოებრივ საშიშროებაზე, კერძოდ, იმ გარემოებაზე, რომ ოჯახში ძალადობა საფრთხეს უქმნის და მავნე გავლენას ახდენს არა მხოლოდ იმ ოჯახის წევრებზე (განსაკუთრებით მცირეწლოვან პირებზე), სადაც ძალადობა ხორციელდება, არამედ ზოგადად საზოგადოებაზე. ზოგადად ქალთა მიმართ ძალადობა (რასაც კონკრეტულ შემთხევაში ჰქონდა ადგილი) კი გლობალური პრობლემაა, რაც ეწინააღმდეგება კანონის მიერ ადამიანისათვის მინიჭებულ უფლებებს, ზღუდავს ქალთა ჩართულობას სოციალურ ცხოვრებაში და წარმოქმნის გენდერზე დაფუძნებულ შეზღუდვებს. მართალია, ა-----------------ის მიერ კონკრეტულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, თუმცა სააპელაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სასჯელი (სახე და ზომა) დაკავშირებული უნდა იყოს არა მხოლოდ დანაშაულთან, არამედ დამნაშავესთანაც. დანიშნულ სასჯელსა და ჩადენილ დანაშაულს შორის ყოველთვის უნდა არსებობდეს პროპორციულობა, რაც დამოკიდებულია არა მხოლოდ დანაშაულის სიმძიმეზე, არამედ დანაშაულის ხასიათზე, დამნაშავის წარსულ ცხოვრებასა და მის დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ღირებულებების მიმართ.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა ვერ დაეთანხმება სახელმწიფო ბრალმდებლის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისთვის განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელების სრულად შეკრების შესახებ. პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ა-----------------ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნულ სასჯელს სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისთვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილ დანაშაულთა სიმძიმე, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის ჩადენა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და ისე დაუნიშნა სასჯელი, რაც პალატის დასკვნით, სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ ა-----------------ისთვის დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელის სახე და ზომა მის მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედებები, გამოიტანოს სათანადო დასკვნები და მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია. გარდა აღნიშნულისა, პალატა მიიჩნევს, რომ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა-----------------ის მიმართ, არის დასაბუთებული, იგი ემყარება ეჭვის გამომრიცხავ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის და მსჯავრდებულ ა-----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ა-----------------ის მიმართ, უნდა დარჩეს უცვლელი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ახალქალაქი-ნინოწმინდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გ---------------------ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

მსჯავრდებულ ა-----------------ის და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ტ------–----–-----–---–ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ითქვას უარი;

 

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 26 ნოემბრის განაჩენი მსჯავრდებულ ა-----------------ის მიმართ, დარჩეს უცვლელი;

 

ა-----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (პირველი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

ა-----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მე-2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

ა-----------------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (მე-3 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთმა თანაბარმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, ა-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იანვრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთას, ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით (ახალალაქის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 31 იავრის განაჩენით) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - 2 (ორი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, ა-----------------ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რომლის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 8 მარტიდან;

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ ა-----------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება- პატიმრობა, გაუქმებულია;

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე გ. კახეთელიძე