განაჩენი

სისხლის სამართლის 09.05.2018
საქმის ნომერი
330100116001381648
ინსტანცია
თარიღი
09.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 330100116001381648

საქმე №1ბ/142-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

27 აპრილი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მზია ლომთათიძემ

 

ზაზა ჭანტურიძის, ლელა ბახტაძის მდივნობით

პროკურორ - თ--------------–--ის

ადვოკატ - ჯ------------–-–---–ის

მსჯავრდებულ - მ---------------–---–ის

მონაწილეობით,ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის და მსჯავრდებულ მ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე ზეპირი მოსმენით განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

მ---------------–---–ის მიმართ, დაბადებულის 1--- წლის 26 ნოემბერს, საქართველოს მოქალაქის, პირადი N2---------, ნასამართლობის არ მქონის, რეგისტრირებულის მისამართზე: თ--–------------–------–----, დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენით მ---------------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2011 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მ---------------–---–ს მსჯავრი დაედო მასზედ, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე. ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით.

კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ:

2011 წლის დეკემბრის თვეში მ------ ხ-------–---–მა განიზრახა ზ--------------–---–ის კუთვნილი თანხის თაღლითური დაუფლება. მ---------------–---–ი შუამავლების: თ--------------–---–ის, ნ------------–---–-სა და ქ--------------–---–ის მეშვეობით დაუკავშირდა ზ--------------–---–ს და მისი ნდობა მოიპოვა. მ---------------–---–მა იმისათვის, რომ ზ------ ნ------–---–ისგან 15 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა მიეღო და იპოთეკური სესხი გაეფორმებინა მასთან სოფელ ი---–----ში მისული შუამავლები და შესაბამისად ზ--------------–---–ი მოატყუა და იპოთეკის დასატვირთი ერთ სართულიანი სახლის მაგივრად სამ სართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი აჩვენა, სადაც თავად ცხოვრობდა ოჯახთან ერთად და რომლის ღირებულებაც მთლიანობაში აღემატებოდა გასასესხებელი თანხის ოდენობას 15 000 აშშ დოლარს. 2011 წლის 27 დეკემბერს მ---------------–---–მა ზ--------------–---–თან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ზ--------------–---–მა მ---------------–---–ს გადასცა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო მ------ ხ-------–---–მა თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თავის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე თ--–------------ის სოფელ ი---–----ში, საკადასტრო კოდით 5-.12.35.0--, ღირებული 7 000 აშშ დოლარად და არა ის კეთილმოწყობილი სამ სართულიანი სახლი, რომელიც აჩვენა შუამავლებს და რითაც უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო აღნიშნული სესხი. კეთილმოწყობილი სამსართულიანი სახლი, საკადასტრო კოდით 5-.12.35.0--, რეგისტრირებულია მ---------------–---–ის მეუღლის გ--–-------–-–---–ის სახელზე და შეფასებულია 25 000 აშშ დოლარად. მ---------------–---–ის ქმედებით დაზარალებულ ზ--------------–---–ს 15 000 აშშ დოლარის, ანუ 24 952,50 ლარის ზიანი მიადგა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს: ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორმა თ--------------–--ემ და მსჯავრდებულმა მ---------------–---–მა.

პროკურორმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენში ცვლილების შეტანა სასჯელის ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სასჯელის ნაწილში არის უკანონო, ვინაიდან არის ზედმეტად ლმობიერი და ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას. შესაბამისად აპელანტი ითხოვს მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.

 

მსჯავრდებულმა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება მის მიერ თაღლითობის ჩადენა. მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ მას თაღლითობა არ ჩაუდენია. ის სანოტარო ბიუროში შეხვედრამდე არასდროს შეხვედრია ზ--------------–---–ს. ზ------ი ძველმა იპოთეკარმა თ-------–-–---–მა და შუამავლებმა დაარწმუნეს ხელშეკრულების დადების მართლზომიერებაში, რის შემდეგაც ნოტარიუსის თანდასწრებით მოაწერა ხელი. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მსჯავრდებულის განზრახვა ახსნა შუამავლების მეშვეობით ზ---------–---–ის თანხის თაღლითურად დაუფლებად, ამასთან დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებული და დაზარალებული პირველად ერთმანეთს შეხვდნენ სანოტარო ბიუროში, შესაბამისად აპელანტისათვის გაურკვეველია, როდის მოიპოვა მან უცნობი ადამიანის ზ---------–---–ის ნდობა თაღლითობის ჩასადენად, ან როგორ შეიძლება თაღლითობა ჩადენილი იყოს შუამავლის მეშვეობით. აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლოს თაღლითობის განზრახვა არ უნდა დაედგინა შუამავლების ჩვენებებზე დაყრდნობით.

აპელანტი ასევე უთითებს საქმეში არსებულ აუდიო და ვიდეო ინფორმაციის მატარებლ დისკებზე, რომელთა დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობასაც ითხოვს, რადგან მათი გამოკვლევისას არც აუდიო და არც ვიდო სახის ინფორმაციის ავთენტურობა არ დასტურდება. არ არიან იდენტიფიცირებულნი მოსაუბრე პირები, შესაბამისად აპელანტის აზრით, ამ სტანდარტით რაიმეს მტკიცება ან უარყოფა შეუძლებელია.

აპელანტს ასევე მიაჩია, რომ სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობაში გამოყენებული უზრუნველყოფილი ნივთის ღირებულება თუ პირი ვერ ფარავს ვალდებულებით გათვალისწინებულ თანხას, არ შეიძლება განხილულ იქნას სისხლის სამართლებრივ ქმედებად, რადგან აღნიშნულ რისკს უშვებს სამოქალაქო კანონმდებლობა და ეს ურთიერთობა არ შეიძება განხილულ იქნეს სისხლის სამართლის წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე აპელანტებმა მხარი დაუჭირეს სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს და ითხოვეს მათი დაკმაყოფილება.

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. მსჯავრდებულ მ---------------–---–ის მიერ თაღლითობის ჩადენის ფაქტი, დადასტურებულია საქმეში არსებული მტკიცებულებებით, ესენია: დაზარალებულ ზ---------–---–ის ჩვენება, მოწმეების ნ---------–---–-ს, თ-------–---–ის, ქ---------–---–ის, ე--------–-–---–ის, დ----------–---–ის, ი---------–---–ის, ნ---------–---–ის, ლ---–-------ის, ი-------------ის ჩვენებები, სახელის და/ან გვარის შეცვლის აქტის ჩანაწერი, 2011 წლის 27 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის N1-------- ხელშეკრულება, 2014 წლის 10 დეკემბრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, 2014 წლის 29 მაისის ფონოსკოპიური ექსპერტიზის N----- დასკვნა, 2014 წლის 29 მაისის კომპიუტერულ - ტექნიკური ექსპერტიზის N--------- დასკვნა, 2014 წლის 08 ნოემბრის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2016 წლის 23 თებერვლის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, 2014 წლის 08 ნოემბრის ბინების დათვალიერების ოქმი.

სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად პალატა საქმეს იხილავს სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული მ---------------–---–ი არ უარყოფს დაზარალებულისაგან თანხის - 15 000 აშშ დოლარის აღების ფაქტს, თუმცა სადავოდ ხდის ქმედების ჩადენის განზრახვას და განმარტავს, რომ მას თაღლითობა არ ჩაუდენია.

აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ მას თაღლითობა არ ჩაუდენია, პალატა არ იზიარებს და მხედველობაში იღებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალიწინებული ქმედების - თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. ქონების დაუფლების ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა - მოტყუება. ცხადია, მოტყუება თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულება. მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში. მოტყუებაში კი იგულისხმება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება ანდა გარკვეული გარემოებების განზრახ დაფარვას აქვს ადგილი, მოტყუების ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება, შედეგად კი მესაკუთრეს ადგება ზიანი, რასაც განსახილველ შეთხვევაში აქვს ადგილი, კერძოდ:

სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მ---------------–---–მა იმისათვის, რომ ზ------ ნ------–---–ისგან 15 000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა მიეღო და იპოთეკური სესხი გაეფორმებინა, სოფელ ი---–----ში მასთან მისული შუამავლები /შესაბამისად ზ--------------–---–ი/ მოატყუა და იპოთეკით დასატვირთი ერთ სართულიანი სახლის მაგივრად აჩვენა სამ სართულიანი კაპიტალური საცხოვრებელი სახლი. ვინაიდან შუამავლებისთვის პირობები მისაღები იყო, 2011 წლის 27 დეკემბერს მ------ ხ-------–---–მა ზ--------------–---–თან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ზ--------------–---–მა მ------ ხ-------–---–ს გადასცა 15 000 აშშ დოლარი, ხოლო მ---------------–---–მა თანხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა თავის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 5-.12.35.0-- და არა ის სამ სართულიანი სახლი, რომელიც აჩვენა შუამავლებს და რომელიც რეალურად მისი მეუღლის გ--–-------–-–---–ის სახელზე იყო რეგისტრირებული.

აღნიშნული დასტურდება დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებებით, კერძოდ, დაზარალებულმა ზ--------------–---–მა განმარტა, რომ 2011 წლის დეკემბრის თვეში მას სურდა 15 000 აშშ დოლარის პროცენტით გასესხება უძრავი ქონების უზრუნველყოფით, რის გამოც თავის ახლობელს ნ------------–---–ს, რომელიც შუამავლობით საქმიანობას ეწეოდა, სთხოვა აღნიშნულ საქმეში დახმარება. ნ------------–---–მა რამდენიმე კვირაში ნახა ზ--------------–---–ისთვის მისაღები პირობები თ--–------------ის სოფელ ი---–----ში, სადაც ჩავიდა სხვა შუამავლებთან ქ--------------–---–თან და თ-----------–---–თან ერთად. მათ ნახეს უძრავი ქონება საკადასტრო ნომრით - 5-.12.35.0-- და შეხვდნენ უძრავი ქონების მესაკუთრეს მ------ ჭ----–-–---–ს (იგივე მ------ ხ-------–---–ი). დაზარალებულის განმარტებით, რეალურად მ---------------–---–მა შუამავლებს უჩვენა მისი მეუღლის გ--–-------–-–---–ის საკუთრებაში არსებული სახლი, საკადასტრო ნომრით - 5-.12.35.0--, ხოლო იპოთეკით დატვირთა თავის სახელზე რეგისტრირებული ერთ სართულიანი დანგრეული სახლი, საკადასტრო ნომრით - 5-.12.35.0--, რომელიც ასევე მდებარეობდა თ--–------------ის სოფელ ი---–----ში ხსენებული სამ სართულიანი სახლის მოპირდაპირედ და მისი ღირებულება შეადგენდა 7000 აშშ დოლარს. აღნიშნული კი მათთვის მხოლოდ მოგვიანებით გახდა ცნობილი, როცა ტელეფონზე საუბრისას მ---------------–---–ს მოსთხოვა 3 თვის გადასახდელი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხის გადახდა და უთხრა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით გაუყიდიდა იპოთეკით დატვირთულ ქონებას. დაზარალებულის ვარაუდით, ამის საპასუხოდ მ----------–---–მა ტელეფონი გადააგდო და ვინაიდან ეგონა, რომ სატელეფონო კავშირი შეწყვეტილი იყო, ირონიულად ჩაილაპარაკა: ,,მაგასაც ვნახავ როგორ გაყიდიო“. იგი მიხვდა, რომ მ---------------–---–ი რაღაცას ატყუებდა, თავიდან გადაამოწმა დოკუმენტები და აღმოაჩინა, რომ ხ-------–---–ს მოტყუებით სხვა ქონება ჰქონდა იპოთეკით დატვირთული, ამის შემდგომ თვითონ ჩავიდა მ---------------–---–თან სიტუაციის გასარკვევად. მაგრამ მ----------–---–მა კვლავ სამსართულიანი ბინა დაათვალიერებინა, ზ--------------–---–ი მიხვდა, რომ იყო მოტყუებული, რის გამოც მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს.

დაზარალებულმა ასევე დაადასტურა, რომ 2011 წლის 27 დეკემბერს თ---–--–-------------––- მდებარე სანოტარო ბიუროში მასა და მ---------------–---–ს შორის გაფორმდა იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება, რომლის თანხმად, ზ--------------–---–მა მ---------------–---–ს სამი თვის ვადით ასესხა 15 000 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით იტვირთებოდა თ--–------------ის სოფელ ი---–----ში მდებარე მ----------–---–ის ხსენებული კეთილმოწყობილი სამ სართულიანი სახლი. პირველი თვის თანხა - 900 აშშ დოლარი მ----------–---–მა მაშინვე მისცა და დაიტოვა 14 100 აშშ დოლარი. ხელშეკრულების გაფორმებასა და თანხის გადაცემას ნოტარიუსის გარდა ასევე ესწრებოდნენ შუამავლები ქ--------------–---–ი, ნ------------–---–- და თ-----------–---–ი და წინა იპოთეკარი - თ-----------–-–---–ი, რომელსაც ხ-------–---–მა ნ------–---–ისგან ნასესხები თანხის ნაწილი - 10 000 აშშ დოლარი გადასცა.

დაზარალებულის ჩვენების სისწორე დასტურდება მოწმის სახით დაკითხული ნ------------–---–-ს, თ--------------–---–ის და ქ--------------–---–ის ჩვენებებით, კერძოდ:

მოწმე ნ------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის დაზარალებულ ზ--------------–---–ის ახლობელი და ნდობით აღჭურვილი პირი. 2011 წლის დეკემბრის თვეში ნ------–---–ს სურდა 15 000 აშშ დოლარის პროცენტით გასესხება იპოთეკის უზრუნველყოფით, რის გამოც მას სთხოვა დახმარება. ნ------------–---–მა ამავე თვეში გაიცნო ქ--------------–---–ი, რომელსაც თელავში და გურჯაანში ჰქონდა საშუამავლო კომპანია. ამ უკანასკნელმა დაურეკა ნ------------–---–-ს ახლობელს თ-----------–---–ს და უთხრა, რომ თ--–------------ის სოფელ ი---–----ში მცხოვრებ მ------ ჭ----–-–---–ს (იგივე მ---------------–---–ს) სჭირდებოდა 15 000 აშშ დოლარი, რომლის სესხის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დატვირთავდა თავის სამ სართულიან სახლს. აღნიშნული სახლის სანახავად და მ---------------–---–თან შესახვედრად სოფელ ი---–----ში ჩავიდნენ ნ------------–---–-, თ-----------–---–ი და ქ--------------–---–ი. მ---------------–---–მა მათ დაათვალიერებინა სახლი მანსარდით. ხსენებული სახლი მდებარეობდა ცენტრალური გზის პირას, რომელსაც მიშენებული ჰქონდა მაღაზია, საცხობი და ავტოსადგომი. მ---------------–---–მა მათ წარუდგინა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და განუმარტა, რომ ეს სახლი სწორედ ის ქონება იყო, რომლის იპოთეკით დატვირთვასაც აპირებდა, თან აუხსნათ, რომ ხსენებული სახლი მისი ოჯახის ერთადერთი საცხოვრებელი იყო და მას არც ერთ შემთხვევაში არ დაკარგავდა. აღნიშნული დაადასტურეს იქვე მყოფმა ოჯახის წევრებმა: ბრალდებულის მეუღლემ, შვილმა და ასაკიანმა ქალბატონმა. ამის შემდეგ თბილისში მდებარე სანოტარო ბიუროში დაიდო იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება ზ--------------–---–სა და მ---------------–---–ს შორის, რომლის მიხედვითაც ნ------–---–მა სამი თვის ვადით ბრალდებულს ასესხა 15 000 აშშ დოლარი, 6%-იანი სარგებლით, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა მ. ხ-------–---–ის სამ სართულიანი სახლი. პირველი თვის გადასახდელი - 900 აშშ დოლარი ხ-------–---–მა მაშინვე მისცა ნ------–---–ს და დაიტოვა 14 100 აშშ დოლარი. სამი თვის გასვლის მიუხედავად, ხ-------–---–ი არ იხდიდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას, რის გამოც ნ------–---–მა სატელეფონო საუბრისას იგი გააფრთხილა, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იპოთეკით დატვირთულ სახლს გაუყიდიდა აუქციონის გზით. ხ-------–---–მა ტელეფონი გადააგდო და ვინაიდან ჩართული დარჩა, ნ------–---–მა გაიგო თუ როგორ ჩაილაპარაკა ხ-------–---–მა: ,,რას გაიტან აუქციონზე მაგასაც ვნახავთო“. ეჭვების გაჩენის გამო, ნ------–---–მა გადაამოწმა დოკუმენტები და აღმოაჩინა, რომ ხ-------–---–ს სხვა ბინა ჰქონდა დატვირთული, რომელიც ასევე სოფელ ი---–----ში მდებარეობდა, ხსენებული სამ სართულიანი სახლის მოპირდაპირედ, რომელიც იყო ერთ სართულიანი და მისი ღირებულება იყო დაბალი.

იგივე ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას თ--------------–---–მა და ქ--------------–---–მა. მოწმე ქ--------------–---–მა ასევე დამატებით განმარტა, რომ ბრალდებულმა ისინი დაარწმუნა, რომ თანხა ფურნის გასაფართოებლად სჭირდებოდა, რომელიც მისი შემოსავლის წყაროს წარმოადგენდა და ნ------–---–ისთვის პროცენტის გადახდა მისთვის პრობლემა არ იყო. მოწმეს და მის თანხმლებ პირებს მოეწონათ წარდგენილი სახლი, რის შემდეგაც ზ---------–---–სა და მ----------–---–ს შორის დაიდო იპოთეკისა და სესხის ხელშეკრულება სანოტარო წესით.

დაზარალებულის და მოწმეთა ჩვენებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული წერილობით მტკიცებულებებით, როგორიცაა 2011 წლის 27 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის N1-------- ხელშეკრულება, 2014 წლის 10 დეკემბრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან და 2015 წლის 27 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნა. აღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა სხვა სახლი და არა ის რაც შუამავლებს აჩვენა თავად მსჯავრდებულმა.

კერძოდ, 2011 წლის 27 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის #1-------- ხელშეკრულებით დგინდება, რომ ზ--------------–---–მა მ------ ჭ----–-–---–ს (იგივე მ---------------–---–ს) ასესხა 15 000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით. სესხი იყო სარგებლიანი, ყოველთვიურად ძირითადი თანხის 6% ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა თ--–------------ის სოფელ ი---–----ში მდებარე მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით 5-.12.35.0--; 2014 წლის 10 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერით კი დასტურდება, რომ მიწის ნაკვეთის - საკადასტრო კოდით 5-.12.35.0-- - მესაკუთრეა მ------ ჭ----–-–---–ი. ხოლო, 2015 წლის 27 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის N0-------- დასკვნით დადგენილია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი, თ--–------------ში, სოფელ ი---–----ში მდებარე უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებაა 2015 წლის 26 მარტის მდგომარეობით საორიენტაციოდ N5-.12.35.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ფართობით: 1585,7 კვ. მ.) და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა: 7 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში - 15579 ლარი; საკადასტრო კოდით N5-.12.35.0-- რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო (საკარმიდამო) დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ფართობით: 2917 კვ. მ.) და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები: 25 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში - 55 638 ლარი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა ლ------------–-–---–მა და ა-----–------–---–მა.

აპელანტი აღნიშნავს, რომ მას შუამავლები არ მოუტყუებია, ვინაიდან მათ წარუდგინა ყველა საჭირო დოკუმენტაცია, ხოლო ზ--------------–---–ი კი პირველად ხელშეკრულების გაფორმების დროს ნახა და შესაბამისად გაუგებარია, როგორ მოატყუა იგი. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა მხედველობაში იღებს შემდეგს:

მოწმის სახით დაკითხვისას ნ------------–---–მა განმარტა, რომ სოფელ ი---–----ში ქუჩებს არ აქვთ სახელები და ნომრები, ხოლო საჯარო რეესტრის ამონაწერში და აზომვით ნახაზებში სამ სართულიანი და ერთ სართულიანი სახლები ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, ამასთან ხსენებული სამ სართულიანი სახლი მანამდე სხვა პირის მიერაც იყო იპოთეკით დატვირთული, რომელიც ჩაანაცვლა ზ--------------–---–მა. სწორედ აღნიშნული გარემოება გამოიყენა მ-----------–---–მა მათი მოტყუების და შეცდომაში შეყვანის მიზნით. აღნიშნული დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხვისას თ--------------–---–მა და ქ--------------–---–მაც. დაზარალებულმა ზურამ ნ------–---–მა კი ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ ხელშეკრულების დადებისას მას ეჭვის გაჩენის საფუძველი არ ჰქონია, რადგან მანამდე აღნიშნულ უძრავ ქონებაზე იყო სხვა იპოთეკარიც თ-----------–-–---–ის სახით, რომელსაც ასევე შემოწმებული ჰქონდა ქონების დოკუმენტები. ამასთან, აზომვით ნახაზებზე ორივე ტერიტორია ოთხკუთხედი იყო, რომლებსაც ერთი ღობე ჰყოფდათ. სოფელში ქუჩები და ნომრები არ იყო, რის გამოც ძნელი იყო ქონების ზუსტი იდენტიფიცირება, რითაც ისარგებლა მ----------–---–მა.

პალატა ასევე მხედველობაში იღებს ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნას, რომლის თანახმად, დანართებში ასახულია სატელეფონო საუბრები, სადაც მამაკაცი და ქალბატონი ადასტურებენ, რომ მათ იპოთეკით დატვირთეს სხვა სახლი, თუმცა არსებულ ფინანსურ ვალდებულებას აუცილებლად შეასრულებენ. მოსაუბრე პირები იდენტიფიცირებულები არ არიან. გამოსაკვლევად წარდგენილი ჩანაწერების გამოკვლევით მასში რაიმე სახის მონტაჟის კვალი არ აღინიშნება. გამოსაკვლევად წარდგენილი ჩანაწერები გაშიფრულია ტექსტობრივად და წარდგენილია ცალკე დანართის სახით. აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურეს მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტებმა: ე--------–-–---–მა და დ----------–---–მა.

დაცვის მხარის განმარტებით, არც აუდიო და არც ვიდო სახის ინფორმაციის ავთენტურობა არ დასტურდება, რის გამოც ითხოვს მათ დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებათა დასაშვებად ცნობა (მათ შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით) ხორციელდება წინასასამართლო სხდომაზე. ამ ეტაპზევე უნდა მოხდეს იმის შეფასება ჰქონდა თუ არა ადგილი კონკრეტული მტკიცებულების მოპოვებისას და მისი საპროცესო დამაგრებისას შესაძლო კანონდარღვევის ფაქტს. ამასთან, პალატას მიაჩნია, რომ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის არ გაზიარების საფუძველი არ არსებობს და მას უნდა მიეცეს შეფასება სასამართლოში გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

აპელანტი ასევე განმარტავს, რომ მასა და ზ---------–---–ს შორის არსებული ურთიერთობა არის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა, რასაც პალატა ასევე არ იზიარებს და განმარტავს, რომ თაღლითობისას დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში. მოცემულ შემთხვევაში, მართალია გაფორმებულია სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ხელშეკრულების დადებისას მსჯავრდებულის მიზანს წარმოადგენდა შუამავლების მოტყუების გზით, დაზარალებულის შეცდომაში შეყვანა და ზიანის მიყენება, რაც განახორციელა კიდეც.

ამრიგად საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, პალატას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად მიაჩნია, მსჯავრდებულ მ---------------–---–ის მიერ მასზედ ინკრიმინირებული ქედების ჩადენის ფაქტი.

რაც შეეხება პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმების თაობაზე, პალატა არ ეთანხმება, ვინაიდან მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მ----------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, მსჯავრდებულის რესოციალიზაციას და მისი გამკაცრება არ არის აუცილებლი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორ თ--------------–--ის და მსჯავრდებულ მ---------------–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდეს.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 26 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელად.

მ---------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2011 წლის დეკემბრის ეპიზოდი) და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

 

ერთი ცალი DVD დისკი, ერთი ცალი CD დისკი და ერთი ცალი მეხსიერების ბარათი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, შენახულ იქნენ საქმის შენახვის ვადით.

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გამოტანისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოტანიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ. ლომთათიძე