განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002735343
საქმე #1/485-18 (№025060718002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
27 მარტი, 2019 წელი ქ. გორი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ,გორის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე -
გოგა კუპრეიშვილის თავმჯდომარეობით,სხდომის მდივან - ანა ტეტუნაშვილის,პროკურორების - დავით ყ-------–---–ის, ზაზა დ-------–---–ის, ნინო ა---–---–---–ის,ადვოკატების - ვასილ მ-----–-–---–ის, ალექსანდრე კ------ის,ბრალდებულ - მ--–----ი კ--------ის მონაწილეობით,ნაფიც მსაჯულთა დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბრალდებულ მ--–----- კ--------ის (დაბადებული 1----–-–------------–-, საქართველოს მოქალაქე, პ--------------, არასრული საშუალო განათლების მქონე, დასაოჯახებელი, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ახალგორის რაიონი, სოფელი ს---------- ფაქტობრივად მცხოვრები: მცხეთის რაიონი, სოფელი წ--–----) მიმართ, დანაშაულისათვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
მ--–----- კ--------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ, ორი ან მეტი პირის (სამი პირის) განზრახ მკვლელობა, განსაკუთრებული სისატიკით.
მასვე, ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა გაუპატიურება ე. ი. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით.
ბრალდების არსი: 2018 წლის 4 ივლისს, დღის პირველ ნახევარში, დუშეთის რაიონში მდებარე ხ------------ში, მ--–----- კ--------ი შეხვდა საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალეებს რ----------–-------, მის მეუღლეს ლ------------------ და მათ 4 წლის შვილს ქ--–----------------, რომლებიც ტურისტული მიზნით იმყოფებოდნენ ხეობაში - ათვალიერებდნენ ღირსშესანიშნავ ადგილებს. მათთან ხანმოკლე ურთიერთობისას მ--–---- კ--------ს მოეწონა ლ------------------ და გაუჩნდა მის მიმართ სექსუალური ლტოლვა, რის გამოც გადაწყვიტა ლ------------------ს გაუპატიურება.
მ--–----- კ--------ი ზემოაღნიშნულ პირებთან ერთად მივიდა, ხ------------ში მდებარე ე. წ. „ა-–---------“ ჩანჩქერთან, საიდანაც მ--–----- კობაურმა რ----------–------- მის მცირეწლოვან შვილთან ერთად გაიტყუა მოშორებით მდებარე ჩანჩქერისკენ, ხოლო ლ------------------ დარჩა ე. წ. „ა-–---------“ ჩანჩქერთან. როდესაც მ--–----- კ--------ი, რ----------–------- და ქ--–---------------- მივიდნენ ე. წ. „ა-–---------“ ჩანჩქერიდან დაახლოებით 500 მეტრის მანძილზე არსებულ თოვლის ზვავის მიმდებარედ, მ--–----- კ--------მა 4 წლის შვილის, ქ--–----------------ს თვალწინ, ლ------------------ს გაუპატიურების გაადვილების მიზნით, თანნაქონი სანადირო თოფიდან ჯერ ზურგის არეში, ხოლო შემდეგ თავში გასროლებით, განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა რ----------–-------.
აღნიშნულის შემდეგ, მ--–----- კ--------მა ჩადენილი რ----------–-------ს მკვლელობის დაფარვის მიზნით, ასევე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა 4 წლის ქ--–----------------, კერძოდ: ამავე თოფიდან ჯერ მარჯვენა მხრისა და ბარძაყის მიმართულებით ესროლა, ხოლო შემდეგ თავში მიბჯენით გასროლის შედეგად გამოასალმა სიცოცხლეს.
ლ------------------ს გაუაპატიურების მიზნით მ--–----- კ--------ი დაბრუნდა ე. წ. „ა-–---------“ ჩანჩქერთან და თოფის დემონსტრირებით, სიცოცხლის მოსპობის მუქარითა და ძალადობით, კერძოდ, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში დაზიანებების მიყენებით ლ-----------------თან უკანა ტანში სასქესო ორგანოთი დაამყარა სქესობრივი კავშირი. აღნიშნულის შემდეგ, ჩადენილი დანაშაულების - რ----------–-------სა და ქ--–----------------ს მკვლელობებისა და ლ------------------ს გაუპატიურების დაგარვის მიზნით, მ--–----- კ--------მა განსაკუთრებული სისასტიკით, წყალში დახრჩობით მოკლა ლ------------------.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით.“ აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მოითხოვა, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაქვემდებარებოდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რის გამოც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
2019 წლის 25 მარტს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე განსაჯა და მიიღო გადაწყვეტილება ფაქტების შესახებ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სადავო ფაქტებთან დაკავშირებით და იმსჯელა მ--–----- კ--------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე.
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით, კანონით განსაზღვრულ დროში, ბრალდების სიმძიმის მზარდი თანამიმდევრობით გამოიტანა ყველა წარდგენილ ბრალდებაზე გამამტყუნებელი ვერდიქტი, რომლის თანახმად მ--–----- კ--------ი ერთხმად იქნა დამნაშავედ ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება ე. ი. პირის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევა სხეულის ნაწილით, ჩადენილი ძალადობით და ძალადობის მუქარით), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა სხვა დანაშაულის ჩადენის გაადვილებისა და დაფარვის მიზნით), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრუწლოვნის მიმართ) და მე-3 ნაწილის „ა“ (განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირის მიმართ) და „ბ“ (განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში.
დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, დამატებით წარმოდგენილ ვერდიქტთან დაკავშირებით, რაც ითვალისწინებდა დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, ბრალდებული მ--–----- კ--------ი ერთხმად უდანაშაულოდ ცნო.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით. 2019 წლის 25 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ უარი განაცხადა სასჯელის დანიშვნის სხდომაში მონაწილეობა მიეღოთ ნაფიც მსაჯულებს, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართებოდა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად:
1. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა ეყრდნობოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს.
2. სხდომის თავმჯდომარემ ეჭვი არ უნდა შეიტანოს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტში და არც სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციაში.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი, ადეკვატური სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. სასამართლო ვალდებულია ბრალის თანაზომიერი და პროპორციული სასჯელი დანიშნოს. სისხლის სამართლის კანონის დარღვევა სასჯელის გამოყენების იურიდიული საფუძველია და შესაბამისად, იგი სახელმწიფოს ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს ნებისიმიერი კატეგორიის დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53–ე მუხლის მე–3 ნაწილის „სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.“
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო, უპირველესად დანაშაულის მოტივის და მიზნის შესახებ განავითარებს მსჯელობას, რაც აუცილებელ ფსიქოლოგიურ წინაპირობას გულისხმობს არამართლზომიერი ქმედების ჩადენამდე, სადაც ასევე, ბუნებრივია, ვლინდება პირის ღირებულებთი ორიენტაციები, მიდრეკილებები და ინტერესები. დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენს ის, რამაც უბიძგა და რომლითაც ხელმძღვანელობდა პირი კონკრეტული ქმედების ჩადენისას, ხოლო დანაშაულის მიზანი კი დამნაშავის სწრაფვაა კონკრეტული შედეგის მიღწევისათვის. სასჯელის დანიშვნის დროს ორივე ასპექტი მნიშნელოვანია და ერთად ქმნიან პირის ინტელექტუალური და ნებელობითი მდგომარეობის შესახებ რეალურ სურათს. საქმეში განხილული დანაშაულის ჩადენის მოტივად დასახელებული იქნა დაზარალებულ ლ------------------ს მიმართ სექსუალური ლტოლვა, რის შედეგად მსჯავრდებულის მიერ განხორციელდა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები განზრახ მკვლელობის სახით. აღნიშნულით თავიდანვე გამოაშკარავდა მსჯავრდებულის ქცევის სუბიექტური ფაქტორი, ხოლო შემდეგ გამოვლინდა სხვა მკვლელობათა მოტივი, რომელიც სხვა დანაშაულის დაფარვას და გაადვილებას ისახავდა მიზნად. დანაშაულის დისპოზიციის აღწერისას, თვით კანონმდებლობით არის დადგენილი ხსენებული მოტივით მკვლელობის დამამძიმებელი გარემოების შესახებ, ქმედება სწორედ ამ სუბიექტური ნიშნით - მკვლელობა სხვა დანაშაულის დაფარვის და გაადვილების მიზნით, - არის დამძიმებული. შესაბამისად, პირის მახასიათებლის გათვალსიწინების თვალსაზრისით, მსჯავდებულ მ--–----- კ--------თან მიმართებით, უდავოა, რომ მხოლოდ უარყოფითი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობა არსებობს.
ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება თავისი არსით სამართლებრივი კატეგორიაა ფსიქოლოლოგიურ აქტივობასთან ერთად. აღნიშნული ნებისყოფის სიმტკიცეს და ყოველგვარი უარყოფითი დაძლევასაც გულისხმობს. მ--–----- კ--------ის მიერ დანაშაულის ჩადენა განსაკუთრებული სისასტიკით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ კატეგორიულად მიუთითებს მისი მხრიდან მომეტებული საფრთხის და მასში გამოვლენილი ნების შესახებ. აშკარაა, რომ საზოგადოების ზნეობრივი და სამართლებრივი ღირებულებების მიმართ მსჯავრდებული სრულ უპასუხისმგებლობას იჩენს. აღნიშნული ასევე პირდაპირ კავშირშია მოვალეობათა ხასიათთან, რასაც თითოეულ პიროვნებას აკისრებს საზოგადოება და რისი შესრულების მოლოდინიც ამ საზოგადოებას გააჩნია. მოცემულ შემთხვევაში, მ--–----- კ--------ის მიერ მოვალეობათა დარღვევა, სამართლებრივი თვალსაზრისით, უკიდურესად უარყოფითი ფორმით განხორციელდა, კერძოდ, დამამძიმებელ გარემობებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და გაუპატიურების სახით.
მართლსაწინააღმდეგო შედეგის შეფასება, ბუნებრივია, ასევე შესაძლოა განხილულ იქნას მსჯავდებულის მიერ ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობასთან კავშირშიც, სადაც ასევე გამოვლენილი იქნა ქმედების განხორციელების სახე და ხერხი. ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიჩნია, რომ მ--–----- კ--------ის მიერ განხორცილედა სამი პირის (მათ შორის, მცირეწლოვნის) მკვლელობა, რასაც თან ახლდა ქმედების ჩადენა განსაკუთრებული სისასტიკის ფორმით. უდავოა, რომ რაც უფრო ღირებულია სამართლებრივი სიკეთე, მით უფრო მძიმეა დანაშაული. „განსაკუთრებული სისასტიკე“ სამართლებრივი შეფასების კატეგორიას ეკუთვნის და გულისხმობს მკვლელობას, როცა პირი შეგნებულად იყენებს ისეთ ხერხსა და საშულებას, რამაც დაზარალებულის ტანჯვა უკიდურესი ფორმით უნდა გამოწვიოს. მოცემულ შემთხვევაში, მ--–----- კ--------ის მიმართ სახეზეა ბრალის მომეტებული ხარისხი, რაც ავალდებულებს სასამართლოს სასჯელის მაქსიმალური ზომის განსაზღვრისას იმპერატიულად გაითვალისწინოს იგი.
სასამართლო ასევე ვალდებულია სათანადო ყურადღებით განიხილოს დანაშაულებრივი ქმედების შემდეგი ყოფაქცევის საკითხი, რა დროსაც დამნაშავე არჩევანის წინაშეა განახორციელოს სხვადასხვა მოქმედება. მოცემულ შემთხვევაში, მ--–----- კ--------ის მიერ გამოვლენილი იქნა გამოძიებასთან განსხვავებული პოზიციების წარმოჩენა, მოტივის და მიზნის გარკვევის სტადიაზე ქმედების რეალური მიზეზის დამალვა, მცირეწლოვნის გვამის გადამალვა და მცდელობა გარკვეული სახის კვლების დაფარვის, მათ შორის, დანაშაულის იარაღის დამალვის თაობაზე. ყურადღება უნდა მიექცეს ასევე მსჯავრდებულის ქცევას საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, კერძოდ, მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესს, სადაც, როგორც სახელმწიფო ბრალმდებლის, ასევე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შეკითხვებზე მ--–----- კ--------ის მხრიდან კატეგორიულად იქნა პოზიცია დაფიქსირებული, რომ ის სინანულს საერთოდ არ განიცდის.
შემამსუბუქებელ გარემოებათა თვალსაზრისით აღსანიშნავია ის, რომ მ--–----- კ--------ი არ არის ნასამართლევი და რამოდენიმე მწყემსის მიერ დახასიათდა დადებითად ფიზიკური შესაძლებლობების გამო, ასევე, დაკისრებული სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებითაც, თუმცა, ამავე სამუშაოს ხელმძღვანელის მიერ სასამართლოს ეუწყა მ--–----- კ--------ის მხრიდან იმ სიცრუის შესახებ, რა დროსაც მსჯავრდებულმა დამალა რეალური მიზეზი ცხვრების დაღუპვის თაობაზე და ისაუბრა სრულიად განსხვავებული ვერსიის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით მ--–----- კ--------მა ხელმძღვანელისგან მკაცრი გაფრთხილებაც მიიღო. ამასთან, ზემოთხსენებული უმნიშვნელო შემამსუბუქებელი გარემოებები უდავოა, ვერ გადაწონის იმ უარყოფით, დამამძიმებელ გარემობებს, რაც ხელს შეუშლის სასამართლოს მ--–----- კ--------ს დაუნიშნოს სასჯელის მაქსიმალური ზომა.
სისხლის სამართლის კოდექსის პირველივე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, „ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა,“ ხოლო ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციულობა (დანაშაულის თავიდან ასაცილებლად წინასწარი ზომების მიღება) უმნიშვნელოვანესია სანქციის განსაზღვრისას. სასჯელის გამაფრთხილებელი ზემოქმედება მდგომარეობს სასჯელის დანიშვნის გარდაუვალობაში. სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიაჩნია, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნული მახასითებლების ადეკვატური. ამასთან, იგი არ უნდა იყოს წამახალისებელი როგორც ბრალდებულისათვის, ასევე - სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს კერძო და ზოგადი პრევენციის მიზნების მიღწევა. საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, ნათლად ადასტურებს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციის აუცილებლობას და კანონით განსაზღვრული სასჯელის მაქსიმალური ზომის გამოყენების მიზანშეწონილობას, ხოლო რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, იგი სხვა მნიშვნელოვან ფაქტორებთან ერთად დაიყვანება სამართლიანი სასჯელის განსაზღვრაშიც. მ--–----- კ--------ის მიმართ არსებული ფაქტი მისი მსჯავრდების თაობაზე, ასევე გულისხმობს სამართლიანობის აღდგენით მდგომარეობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 255-ე, 258-ე, 259-269-ე, 271-ე, 272-274-ე, 276-277-ე, 279-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--–----- კ--------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
მ--–----- კ--------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით, 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 8 (რვა) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 14 (თოთხმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 17 (ჩვიდმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის უვადო თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, მ--–----- კ--------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს უვადო თავისუფლების აღკვეთა.
მ--–----- კ--------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 9 ივლისიდან.
საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკიხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-80 მუხლის შესაბამისად, კერძოდ:
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (06.07.2018 წ) ამოღებული შავი ფერის საფულე, საბუთებით და ფულით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (06.07.2018 წ) ამოღებული მუქი ფერის ზურგჩანთა, მასში არსებული 5 ცალი ბოთლი, 1 ცალი ჭიქა, 1 ქუდი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (06.07.2018 წ) ამოღებული 2 ცალი რეზინის საზაფხულო ფეხსაცმელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (06.07.2018 წ) ამოღებული 2 ცალი სპორტული ფეხსაცმელი, წინდით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (06.07.2018 წ) ამოღებული 2 ცალი მცირე ზომის სათამაშო ნიჩაბი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (06.07.2018 წ) ამოღებული 1 ცალი მცირე ზომის წინდა, მოყავისფრო საფულე, მასში მოთავსებული საბანკო პლასტიკური ბარათით, ლ------------ პირადობის მოწმობით და აიდი ბარათით, ხ------------ში ამოღებული კარავი და მასში არსებული ბავშვის ტრუსი, ლურჯი სპორტული შარვალი, პერანგის ხვადასხვა ფერებში, შავი ფერის შორტი, შავი ნაჭრის ჩანთა და მასში მოთავსებული ბავშვის მაისურები და შარვალი, 2 ცალი ნაქსოვი ქუდი, დუტის ქურთუკი, მამაკაცის შავი ფერის სპორტული შარვალი, მამაკაცის შავი ქურთუკი, 2 ცალი მუქი ფერის ლურჯი და წითელი გადასაფარებელი, ღია ფერის შარვალი, წითელი მაისური, 1 წყვილი წინდა, ყვითელი შალი, შავი ქუდი, შავი სპორტული შარვალი, მწვანე ფერის ჩანთა შიგ პატარა ჩანთით და მასში მოთავსებული კოსმეტიკით, 2 წიგნი, 1 დუტის ქურთუკი, შავი ფერის შორტი, მაისური, ლურჯი ტრუსი, ბლოკნოტი. შავი ჩანთა და მასში მოთავსებული შავი სპორტული ქურთუკი, პარფიუმერიის და ჰიგიენის ნივთები, წითელი ფერის ბალიშის პირი, შავი ფერის საფულე, მასში მოთავსებული საბანკო პლასტიკური ბარათით, ლ------------ პირადობის მოწმობით და აიდი ბარათით, ავტომანქანა სუბარუდან (სახელმწიფო ნომრით - K------) ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, ავტომანქანა სუბარუდან (სახელმწიფო ნომრით - K------) ამოღებული სამი ცალი გასაშლელი სკამი, ავტომანქანა სუბარუდან (სახელმწიფო ნომრით - K------) ამოღებული მწვანე ჩანთა ტანსაცმლით, ავტომანქანა სუბარუდან (სახელმწიფო ნომრით - K------) ამოღებული ჯინსის ჩანთა ტანსაცმლით და ჰიგიენის ნივთებით, ავტომანქანა სუბარუდან (სახელმწიფო ნომრით - K------) ამოღებული შავი დიდი ჩანთა სხვადასხვა ნივთებით და ლურჯი გადასაფარებელი, ავტომანქანა სუბარუდან (სახელმწიფო ნომრით - K------) ამოღებული ლურჯი ჩანთა, მასში არსებული ჩანთებით, წიგნებით, წყლის ბოთლებით და საკანცელარიო ნივთებით, ავტომანქანა სუბარუდან (სახელმწიფო ნომრით - K------) ამოღებული ლურჯი ჩანთა, მასში არსებული ჩანთებით, წიგნებით, წყლის ბოთლებით და საკანცელარიო ნივთებით, ავტომანქანა სუბარუდან (სახელმწიფო ნომრით - K------) ამოღებული წითელი ტყავის ჩანთა, ფულთან ერთად, პარფიუმერიის ნივთებთან ერთად, ხადას ხევის დამატებითი დათვალიერების შედეგად (07.07.2018 წ) ამოღებული ორი გასაღები და მანქანის პულტი, ხადას ხევის დამატებითი დათვალიერების შედეგად (07.07.2018 წ) ამოღებული მოშავო, მოლურჯო ფერის ბავშვის ჩასასმელი, ე. წ. „რუგზაკი“, ხადას ხევის დამატებითი დათვალიერების შედეგად (07.07.2018 წ) ამოღებული მოკლე შორტი, ქამართან ერთად, ხადას ხევის დამატებითი დათვალიერების შედეგად (07.07.2018 წ) ამოღებული ერთი ცალი ლურჯი ფერის რეზინის ფეხსაცმელი, ხადას ხევის დამატებითი დათვალიერების შედეგად (07.07.2018 წ) ამოღებული შავი ფერის მზის სათვალე, მოშავო მოყვითალო ფეხსაცმელი, მოშავო ფერის პატარა ზომის წინდა, პატარა ზომის მოლურჯო და მოშავო ფერის სათამაშო ნიჩბები, ფოტოაპარატის ნაჭრის ჩასადები, ხადას ხევის დამატებითი დათვალიერების შედეგად (07.07.2018 წ) ამოღებული ბავშვის ფეხსაცმელი, პატარა ზომის პლასტმასის ვედრო, მოშავო მოყვითალო ფერის ბავშვის ფეხსაცმელი, არსენ მ-----–-–---–ისაგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ნიკოლოზ ბ--–-–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, თ---------- ბ--–-–---–ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ქ--–----------------ს ტანსაცმელი, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“ ამოღებული ლ------------------ს ტანსაცმელი, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“ ამოღებული ლ------------------ს ორი ცალი ბეჭედი, რ----------–-------ს გვამიდან ამოღებული ბეჭედი, მ--–---- კ--------ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, მწყემსების კარვის ჩხრეკის შედეგად (08.07.2018 წ) ამოღებული მ--–---- კ--------ის წითელი ფერის მაისური და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (2018 წლის 09 ივლისს) ამოღებული 01 ცალი ნიკონის ფირმის ციფრული ფოტოაპარატი,შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (2018 წლის 09 ივლისს) ამოღებული 01 ცალი შავი ფერის რეზინის ფეხსაცმელი, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (2018 წლის 09 ივლისს) ამოღებული 01 ცალი შავი ფერის სათვალე, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (2018 წლის 09 ივლისს) ამოღებული 01 ცალი ბავშვის მაისური, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (2018 წლის 09 ივლისს) ამოღებული 01 ცალი მოლურჯო ფერის ბავშვის ფეხსაცმელი, ბრალდებულ მ--–---- კ--------ის დაკავების დროს ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონი, მილიონას მთის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული მომწვანო ფერის პლაში, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების (11.07.2018 წ) შედეგად ამოღებული მამაკაცის კეპი, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების (12.07.2018 წ) შედეგად ამოღებული ერთი ცალი მაჯის საათი, მეცხვარეების ე. წ. ბინიდან ამოღებული ნაბადი, მწყემსების კარვის ჩხრეკის შედეგად (11.08.2018 წ) ამოღებული მ--–---- კ--------ის მაისური და ე.წ. ჟაკეტი, რ----------–-------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული სამი ცალი მეხსიერების ბარათი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ავტომანქანა სუბარუ ფორესტერი (სახელმწიფო ნომრით - K------), რომელიც ინახება N23 ავტოსაჯარიმო სადგომზე, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ავტომანქანა სუბარუს (სახელმწიფო ნომრით - K------) დათვალიერების შედეგად ამოღებული ავტომანქანის უკანა მარჯვენა მინის გარე ზედაპირზე არსებული ხელის კვალი, ავტომანქანა სუბარუდან (სახელმწიფო ნომრით - K------) ამოღებული საჭმლით სავსე კონტეინერი, მეცხვარეების მუქი წითელი ფერის ცხენიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, მეცხვარეების ღია წითელი ფერის ცხენიდან აღებული ანაწმენდის ნიმუშები, ავტომანქანა სუბარუდან (სახელმწიფო ნომრით - K------) ამოღებული საჭმლით სავსე კონტეინერი, ა----- მ-----–-–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, ა----- მ-----–-–---–ისგან აღებული ხელების ანაბეჭდის ნიმუშები, ა----- მ-----–-–---–ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ა----- მ-----–-–---–ისგან აღებული სახისა და ხელების ანაწმენდების ნიმუში, ა----- მ-----–-–---–ისგან აღებული ფრჩხილის ნიმუში, ს-------- მ-----–-–---–ის ნერწყვის ნიმუში, ს-------- მ-----–-–---–ის სახისა და ხელების ანაწმენდების ნიმუშები, ს-------- მ-----–-–---–ის ხელის ანაბეჭდები, ნ-----–---- ბ--–-–---–ისგან აღებული სისხლის ნიმუში, ნ-----–---- ბ--–-–---–ისისგან აღებული ხელის ანაბეჭდების ნიმუში, ნ-----–---- ბ--–-–---–ისაგან აღებული ფრჩხილის ნიმუშები, ნ-----–---- ბ--–-–---–ისისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, ნ-----–---- ბ--–-–---–ისაგან აღებული ანაწმენდების ნიმუში, თ---------- ბ--–-–---–ის ხელის ანაბეჭდის ნიმუში, ნ-----–---- ბ--–-–---–ისაგან აღებული თმის ნიმუში, თ---------- ბ--–-–---–ის სახისა და ხელების ანაწმენდები, თ---------- ბ--–-–---–ის თმის ნიმუში, თ---------- ბ--–-–---–ის ფრჩხილის ნიმუში, თ---------- ბ--–-–---–ის სისხლის ნიმუში, ქ--–----------------ს დაქტილობარათები, ქ--–----------------საგან აღებული მარცხენა ყურის ანაწმენდის ნიმუში, მარცხენა და მარჯვენა ხელების მტევნების ანაწმენდების ნიმუშები, ქ--–----------------ს გვამიდან ამოღებული ქსოვილის ფრაგმენტები და 01 ცალი საფანტი, ქ--–----------------სგან აღებული თმის ნიმუში, ქ--–----------------ს უკანა ტანიდან აღებული ნაცხის ნიმუში, ქ--–----------------ს პირის ღრუდან აღებული ნაცხის (ანაწმენდი) ნიმუში, ქ--–----------------სგან აღებული სისხლის ნიმუში, ლ------------------ს დაქტილობარათები, ლ------------------ს გვამის უკანატანიდან აღებული ნაცხის ნიმუში, ლ------------------ს თმის ნიმუში, ლ------------------ს გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, ლ------------------ს გვამიდან აღებული ფრჩხილის ნიმუში, ლ------------------ს ხელებიდან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ლ------------------ს ანაწმენდების ნიმუშები,ლ------------------ს პირის ღრუდან აღებული ნაცხის (ანაწმენდი) ნიმუში,სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან“ ამოღებული მაიკლ რაიან სმიტის გვამიდან ამოღებული უცხო სხეულები, რ----------–-------ს დაქტილობარათები, რ----------–-------ს გვამიდან აღებული სისხლის ნიმუში, რ----------–-------ს გვამიდან აღებული თმის ნიმუში, რ----------–-------ს გვამიდან ამოღებული მოთეთრო, მოშავო, მოიისფრო ფერის რბილი მასალა, ქსოვილის ბოჭკოები, 1 ცალი კონტეინერის მსგავსი საგანი, საფანტის ტყვიები, რ----------–-------ს სახის ანაწმენდი, მარჯვენა და მარცხენა ხელების ანაწმენდები, ცხვირის ნესტოების ანაწმენდები, ყურების ანაწმენდები, რ----------–-------ს ნაცხის ნიმუში უკანა ტანიდან, რ----------–-------ს გვამიდან აღებული პირის ნაცხის ნიმუშები, მ--–---- კ--------ის დაქტილობარათები, მ--–---- კ--------ის ნერწყვის ნიმუში, მ--–---- კ--------ის ფრჩხილის ნიმუში, მ--–---- კ--------ის თმის ნიმუში, მ--–---- კ--------ის სასქესო ორგანოდან აღებული ნაცხის ნიმუში, მ--–---- კ--------ისგან აღებული სისხლის ნიმუში, მ--–---- კ--------ისგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად (2018 წლის 09 ივლისს) ამოღებული მოწითალო ფერის ლაქები და მოყვითალო ფერის მასა, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების (11.07.2018 წ) შედეგად ამოღებული ორი ცალი მეტალის დეფორმირებული ფრაგმენტი,ა----- მ-----–-–---–ისგან აღებული თმის ნიმუში, რ----------–-------ს გვამიდან ამოღებული 26 ცალი საფანტი, რომლებიც ინახება საქართველოს შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
მილიონას მთის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ორლულიანი სანადირო თოფი, მილიონას მთის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული 5 ცალი დამუხტული ვაზნა (რაც არ გაიხარჯა ექსპერტიზის ჩატარებისას), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს შსს შეიარაღების სამსახურს.
საგამოძიებო მოქმედებების დათვალიერების ფოტოსურათები მოთავსებული 01 ცალ დისკზე, დალუქული N2 ბეჭდიანი ლუქით, ფარული საგამოძიებო მოქმედება ზაზა მ------–---–ისა და მ--–---- კ--------ის შეხვედრის ამსახველი ჩანაწერი (2018 წლის 08 ივლისი) ჩაწერილი “DVD” დისკზე, დალუქული N2 ბეჭდიანი ლუქით, 2018 წლის 11 ივლისის სასამართლოს სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი 01 ცალ დისკზე, მოსამართლის N11-დ/123-18 განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია 01 ცალ CD დისკზე, დალუქული N2 ბეჭდიანი ლუქით, მოსამართლის N11-დ/122-18 განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია 01 ცალ CD დისკზე, დალუქული N2 ბეჭდიანი ლუქით, მოსამართლის N11დ/125ს განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია 01 ცალ CD დისკზე, დალუქული N2 ბეჭდიანი ლუქით, კომპიუტერული N--------- ექსპერტიზის ჩატარების შედეგად მოპოვებული და ამავე დასკვნასთან ერთად გადმოგზავნილი 5 (ხუთი) ცალი ლაზერული დისკი, რესტორანი „ნ-------–-----“, რესტორანი „კ-------------“ და „გ------------–-----------“-დან გამოთხოვილი ინფორმაცია, 4-4 წუთიანი ვიდეოჩანაწერების სახით, ჩაწერილი 01 ცალ DVD დისკზე, დალუქული სახით, გაზ-გასამართი სადგური „ნ------------“ გამოთხოვილი ინფორმაცია, ვიდეოჩანაწერის სახით, ჩაწერილი 01 ცალ DVD დისკზე, დალუქული სახით, სსიპ საქართველოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოდან გამოთხოვილი (13.08.2018 წ) ინფორმაცია 01 (ერთი) დისკზე, დალუქული სახით, საინფორმაციო - ტექნოლოგიური ექსპერტიზის N250/კ-ტ დასკვნის (10.11.2018 წ) დანართად გადმოგზავნილი ელექტრონული დისკი, დალუქული სახით, სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოდან N6/1/1-2826-ს (17.08.2018 წ) წერილით გადმოგზავნილი 02 ცალი CD დისკი, მათზე ასახული ინფორმაციით, დალუქული სახით, სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოდან N6/2/1-2739-ს (12.08.2018 წ) გადმოგზავნილი 3 ცალი DVD დისკი, მათზე არსებული ჩანაწერებით, დალუქული სახით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების (06.07.2018 წ) დროს გადაღებული ფოტოსურათები, რ----------–-------ს გვამის დათვალიერების (07.07.2018 წ) დროს გადაღებული ფოტოსურათები, ხადას ხევის დამატებითი დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები, მ--–---- კ--------თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების (09.07.2018 წ) დროს გადაღებული ფოტოსურათები, მილიონას მთის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების (09.07.2018 წ) დროს გადაღებული ფოტოსურათები და მილიონას მთის მიმდებარე ტერიტორიიდან საწვიმრის, სანადირო თოფის და სხვა ნივთების ამოღების (09.07.2018 წ) დროს გადაღებული ფოტოსურათები, ელექტრონული სახით, ჩაწერილი 01 დისკზე, დალუქული სახით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების (05.09.2018 წ) დროს გადაღებული ფოტოსურათები, ელექტრონული სახით, ჩაწერილი 01 დისკზე, დალუქული სახით, შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების (12.09.2018 წ) დროს გადაღებული ფოტოსურათები, ელექტრონული სახით, ჩაწერილი 01 დისკზე, რ----------–-------ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერების (12.10.2018 წ) დროს გადაღებული ფოტოსურათები, ელექტრონული სახით, ჩაწერილი 01 დისკზე,რ----------–-------ს საცხოვრებელი სახლიდან მეხსიერების ბარათების ამოღების (12.10.2018 წ) დროს გადაღებული ფოტოსურათები, ელექტრონული სახით, ჩაწერილი 01 დისკზე, ავტომანქანა სუბარუდან (სახელმწიფო ნომრით - K------) ამოღებული სამსუნგის ფირმის მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია 01 ცალ დისკზე, შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურიდან გადმოგზავნილი პანორამული ფოტოსურათები, 01 ცალ დისკზე, სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოდან N6/1/1-2826-ს (17.08.2018 წ) წერილით გადმოგზავნილი 02 ცალი CD დისკი, მათზე ასახული ინფორმაციით, სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტოდან N6/2/1-2739-ს (12.08.2018 წ) გადმოგზავნილი 3 ცალი DVD დისკი, მათზე არსებული ჩანაწერებით, 2018 წლის 06 ივლისს ჩატარებული კარვის და ტანსაცმლის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების, 2018 წლის 07 ივლისს ჩატარებული ავტომანქანა სუბარუ ფორესტერის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების, 2018 წლის 11 ივლისს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების, 2018 წლის 12 ივლისს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დამატებით დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების, 2018 წლის 18 ივლისს ჩატარებული რ----------–-------ს საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათების, 2018 წლის 18 ივლისს რ----------–-------ს საცხოვრებელი სახლიდან ე. წ. ლეპტოპების (კომპიუტერი) ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათების, 2018 წლის 24 ივლისს ჩატარებული ნაბადის ამოღების დროს გადაღებული ფოტოსურათების, 2018 წლის 11 აგვისტოს ჩატარებული მწყემსების კარვის ჩხრეკის დროს გადაღებული ფოტოსურათების და 2018 წლის 12 აგვისტოს ს-------- მ-----–-–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტოსურათების ელექტრონული ასლები დალუქული ორ კონვერტში, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ბ---------–--------- გამოკითხვის ვიდეო ჩანაწერი დალუქული სახით, დაზარალებულის უფლებამონაცვლე ბ---------–--------- გამოკითხვის ვიდეო ჩანაწერი დალუქული სახით, რ----------–-------ს საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული სამი ცალი მეხსიერების ბარათიდან ამოღებული ინფორმაცია ჩაწერილი 04 დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი ერთჯერადად, საკასაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობისას.
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი