მუხლი 146. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში
თავი XXIII — დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ
1. უდანაშაულო პირის განზრახ მიცემა სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, თუ მას ერთვის ბრალდება მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.
მთავარი მონაცემები
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ
სასჯელითავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (22.07.1999).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(6)
საქმე №2კ-12-I-10 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 12.04.2010
…შსს მთავარი სამმართველოს ქალაქ... რაიონულ სამმართველოში გამოტანილ იქნა დადგენილება... სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-12 პუნქტისა (განზრახ მკვლელობა, წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფთან ერთად) და 146-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ადამიანის უკანონო გატაცება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის გამო ვ. კ-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში…
საქმე №2კ-1662აპ.-07 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 15.01.2008
…თანამშრომლების მიერ დაკავებული იყო საქართველოს სსსკ-ის 142-ე მუხლის საფუძვლების არარსებობის პირობებში, იმავდროულად არ არსებობდა თ. მ-ს დაკავების ოქმი, რითაც უხეშად იყო დარღვეული კანონის საპროცესო კოდექსის 142-ე, 145-ე და 146-ე მუხლების მოთხოვნები, მიუხედავად ამისა, უკანონოდ დაკავებული თ. მიქია კანონის უხეში დარღვევით, სატრანსპორტო პოლიციის პასუხისმგებელმა მორიგე რ. კ-მ 07 საათსა და 10…
…და განმარტავს შემდეგს: 1964წ. საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის თანახმად, დაშვებულ იქნა ვინდიკაციური სარჩელი და გაუქმდა მანამდე არსებული ყველა ნორმატიული თუ კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც ამ საკითხს არეგულირებდა. მითითებული კოდექსის 146-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრე უფლებამოსილი იყო, თავისი საკუთრება (ქონება) უკანონო მფლობელისგან გამოეთხოვა. აქვე დადგენილი იყო კეთილსინდისიერი…
საქმე №2კ-84კოლ.-02 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 30.10.2002
…გაუქმებას და გამამართლებელი განაჩენის დადგენას. ადვოკატი რ. ხ-ია კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს კერძო განჩინების გამოტანას, საქართველს გენერალური პროკურატურის მიერ ქუთაისის სამხედრო პროკურატურის თანამშრომელთა ქმედებაში სსკ-ის 146-ე, 332-ე, 334-ე, 335-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არსებობის შესახებ და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას, ასევე – საკითხის დასმას სასამართლო…
…უნდა აღინიშნოს, კრიმინალური რეჟიმის ტრადიციის გაგრძელებით, დაშინების მიზნით, საბიუჯეტო დავალიანების გამო, ადგილობრივმა ჯალათებმა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წაუყენეს სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდა კაცს, რითაც ჩაიდინეს სისხლის სამართლის კოდექსის 146-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე დანაშაული, რომელიც ითვალისწინებს საკმაოდ ხანგრძლივ პატიმრობას. ამ ყველაფრის მიზეზი კი არის ის რომ,…
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი“, მუხლი 146, №2287, 22.07.1999, სარეგისტრაციო კოდი 080.000.000.05.001.000.648 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/16426/muxli-146/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია