განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/5678-18
გამოძიების №------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 აგვისტო 2019 წელი ქ. თბილისი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ,თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლელა შკუბულიანის თავმჯდომარეობით
სხდომის მდივან - ნინო დანელიას
პროკურორების - ე-–-----------, ლ------------–--
დამცველების - ს---–--------------, ი-----–--------
ბრალდებულ - ნ-------------–--ის
მონაწილეობით, ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბრალდებულ ნ------ ს-------------- ჩ-----–--ის მიმართ, დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქის, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული: თ---–------–--–------–--------------------------- მცხოვრები: თ---–------------------–------------ ამჟამად N8 პენიტენციური დაწესებულების პატიმრის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
1.1. 2----–-–-------------, დაახლოებით 16:00 საათზე, ქ-------–--–----–------------------- მიმდებარედ, ნ-------------–--ის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში მჯდომ ნ-----–-------------- სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდა მანქანის საჭესთან მჯდომ ნ-------------–--ესთან, რაც მისი მხრიდან გადაიზარდა სიტყვიერ დაპირისპირებაში. ურთიერთშელაპარაკებიდან რამდენიმე წუთში, ვითარების განეიტრალების მიზნით, მანქანიდან გადმოსული ნ-----–------------- გადავიდა ქუჩის უკიდურეს მარჯვენა მხარეს და გააგრძელა მოძრაობა სახლის მიმართულებით, თუმცა ურთიერთშელაპარაკება და გინება მათ შორის მაინც გაგრძელდა. მომხდარიდან გამომდინარე შეურაცხყოფილმა და მგზავრ ნ-----–-------------ზე განაწყენებულმა ნ-------------–--ემ, შურისძიების მოტივით, ამ უკანასკნელის განზრახ მოკვლის მიზნით, მანქანის საჭე აიღო მარჯვნივ და შეგნებულად, დიდი სიჩქარით დააჯახა და მიაჭყლიტა კედელს, თავად კი მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
2. ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (დამთავრებული) და 109-ე (დამთავრებული) მუხლებით, 117-ე მუხლის მე-2, მე-4, მე-6 და მე-8 ნაწილებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1351 მუხლით, 143-ე მუხლის მე-2−მე-4 ნაწილებით, 144-ე−1442 მუხლებით, 1443 მუხლის მე-2 ნაწილით, 146-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 147-ე და 149-ე მუხლებით, 197-ე მუხლის მე-4 ნაწილით, 198-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 229-ე მუხლით.“
2.2. ვინაიდან ნ-------------–--ის ბრალად წარდგენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, ამასთან, წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მოითხოვა, რომ მისი საქმე განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის საქმე, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
2.3. 2019 წლის 6 აგვისტოს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სასამართლო სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე, განსაჯა და მიიღო გადაწყვეტილება სადავო ფაქტებთან დაკავშირებით. ამასთან, იმსჯელა ბრალდებულ ნ-------------–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე, კერძოდ: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, თორმეტი ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით, ერთხმად გამოიტანა წარდგენილ ბრალდებაზე გამამტყუნებელი ვერდიქტი.
3. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.“
3.2. 2019 წლის 6 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან დაცვის მხარემ უარი განაცხადა სასჯელის დანიშვნის სხდომაში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობაზე, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ, სასამართლომ სასჯელის დანიშვნის სხდომა გამართა ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.
3.3. სასამართლო განმარტავს, რომ თანაზომიერი და პროპორციული ზომის სასჯელის განსაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობისათვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. თავის მხრივ, ადეკვატური სასჯელის დანიშვნისათვის აუცილებელია, არა მხოლოდ ჩადენილი დანაშაულის კატეგორიის, სახისა და ხასიათის, არამედ დამნაშავის როგორც დამოუკიდებელი ინდივიდის შეფასება. ნიშანდობლივია, რომ სასჯელი თავისი არსით, უნდა შეესაბამებოდეს, საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა გაანალიზებულ უნდა იქნეს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილთან ერთობლიობაში, რომლის თანახმადაც, სასჯელი უნდა პასუხობდეს სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
3.4. ზემოაღნიშნულ მსჯელობათა ფონზე, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, საკანონმდებლო წინაპირობების ცალ-ცალკე აღნიშვნას და შეფასებას. უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს დანაშაულის მოტივსა და მიზანს, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან და თავისი არსით, ჩადენილი დანაშაულის ფსიქოლოგიური მხარის ერთგვარ ანალიზს წარმოადგენენ. სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოში გამოკვლეულ მტკიცებულებათა გაანალიზების საფუძველზე, ნ-------------–--ის მხრიდან დანაშაულის ჩადენის მოტივს წარმოადგენდა შურისძიება, რის გამოც მან ჩაიდინა უკიდურესი და ყოვლად გასაკიცხი ქმედება - განზრახ მკვლელობა, რაც მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას.
3.5. სასამართლო განმარტავს, რომ როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და შიდა კანონმდებლობით, ასევე მრავალი საერთაშორისო აქტით გარანტირებულია სიცოცხლის უფლება და მისი მშვიდობიან პირობებში შელახვის ყოველი მცდელობა მკაცრად უნდა იქნეს პასუხგაცემული, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების მხრიდან, ცივილიზებულ ფორმებში. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში იღებს ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ნ-------------–--ემ დღის საათებში, ქუჩაში (საზოგადოების გადაადგილების ადგილას), მის მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანა შეგნებულად, დიდი სიჩქარით დააჯახა ნ-----–--------------. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს ნ-----–-------------- მოკვლის განზრახვას.
3.6. ამავდროულად, სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის ჩადენის შემდგომ ქცევას - იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა; აგრეთვე, მსჯავრდებულის სურვილს აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს - სასამართლო ჩადენილი ქმედების შედეგიდან და დარღვეული უფლების ხასიათიდან გამომდინარე, მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს, როგორც ზიანის ანაზღაურების, ისე დაზარალებულთან შერიგების გარემოებაზე. სიცოცხლის უფლების ხელყოფის უნიკალურობა სწორედ იმ ასპექტშიც ვლინდება, რომ მას არ ახასიათებს გამოსწორებადობა.
3.7. ზემოაღნიშნულ გარემოებათა ერთობლივი შეჯამების თვალსაზრისით, სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასჯელის მიზანი არ არის მხოლოდ და მხოლოდ მსჯავრდებულის გამოსწორება და მისი რესოციალიზაცია. განსახილველ შემთხვევაში, საგულისხმოა, სამართლიანობის აღდგენის განსაკუთრებული როლი. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანთა შორის პირველ ადგილს სამართლიანობის აღდგენა იკავებს. აღნიშნული მიზანი თავის მხრივ, საზოგადოების ნების გამოხატულებას წარმოადგენს, რომელიც თავის თავში ცალსახად შეიცავს ადეკვატური სიმძიმის სასჯელის დანიშვნას. საზოგადოების ნების გამოხატულებისა და დამოკიდებულების უშუალო მაგალითს წარმოადგენს, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, რომლებმაც განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილება კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის განმავლობაში ერთხმად მიიღეს.
3.8. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ როდესაც ჩადენილი დანაშაული ეხება ადამიანის სიცოცხლეს, სასჯელის საკმარისობის თვალსაზრისით ლმობიერი სასჯელის გამოყენება მიზანშეუწონელია. ასეთ დროს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს საზოგადოებაში იმ განწყობის დანერგვას, რომ ადამიანებმა ერთმანეთი არ გაიმეტონ სასიკვდილოდ, რომ ყოველ მათგანს აქვს სიცოცხლის უფლება, რომელსაც დაცვა სჭირდება.
3.9. ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიიჩნია, რომ ნ-------------–--ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, რაც იქნება მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების შესაბამისი, რეალური და პროპორციული საშუალება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და დამნაშავის რესოციალიზაციის მისაღწევად.
4. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთიერი მტკიცებულების ბედი, უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად:
· შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ავტომანქანა „ჰ-----------------“ წინა ბამპერი და ავტომანქანა „ჰ----------------“ (სახელმწიფო ნომრით B------) - უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
· ნ-------------–--ისა სისხლის ნიმუში და ნ-----–--------------- სისხლის ნიმუში - უნდა განადგურდეს.
· გარდაცვლილ ნ-----–-------------- ს------–------------------–------------------ - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
· შემთხვევის ადგილის დათვალიერების, მანქანის ამოღებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტების ამსახველი ფოტოსურათები (გადატანილი ოთხ ცალ ელექტრონულ დისკზე); სსიპ 112-ის მიერ გადმოგზავნილი აუდიოჩანაწერი (გადატანილი ელექტრონულ დისკზე); გ-----------------–------- და თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ვიდეომასალა (გადატანილი ორ ცალ ელექტრონულ დისკზე) - შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე, 259-ე, 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ნ-------------–--ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლით.
ნ-------------–--ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2----–-–-------------------.
ნივთიერი მტკიცებულები
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული - ავტომანქანა „ჰ-----------------“ წინა ბამპერი, ავტომანქანა „ჰ----------------“ სახელმწიფო ნომრით B------ – დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
ნ-------------–--ის სისხლის ნიმუში, ნ-----–--------------- სისხლის ნიმუში - განადგურდეს.
გარდაცვლილ ნ-----–-------------- სამედიცინო დოკუმენტაცია, დედნის სახით - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების, მანქანის ამოღებისა და საგამოძიებო ექსპერიმენტების ამსახველი ფოტოსურათები, გადატანილი ოთხ ცალ ელექტრონულ დისკზე, სსიპ 112-ის მიერ გადმოგზავნილი აუდიოჩანაწერი, გადატანილი ელექტრონულ დისკზე, გ-----------------–------- და თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოთხოვილი ვიდეომასალა, გადატანილი ორ ცალ ელექტრონულ დისკზე შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი ერთჯერადად, საკასაციო წესით, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობისას.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი