განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N190100115000793588
საქმე №1ბ/206-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა
მარიამ ნანეიშვილის და ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორების: ქ------- ს-----ის და ხ-----------ის
ადვოკატის: მ-----------------ის
გამართლებულის: ი------------–------–---------ის
თარჯიმნების: ა---------–---------ს და ზ----------------ს
მონაწილეობით,რ--------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ------- ს-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე ი------------–------–---------ის მიმართ, დაბადებული: 1----–-–------------------- ა-------------- მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, დაოჯახებული; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 353–ე მუხლის მე-2 ნაწილით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენით, ი------------–------–---------ი ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ი------------–------–---------ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა წინააღმდეგობა, ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის წარმომადგენლების მიმართ, ესე იგი, პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რაც გამოიხატა შემდეგში: ი-------------მა ტ--–-------------------–----------თან ერთად ჯგუფურად, 2005 წლის 16 სექტემბერს, წინააღმდეგობა გაუწია გ---------- პოლიციის თანამშრომლებს, არ დაემორჩილა მათ კანონიერ მითითებას გ----------------------- საავტომობილო გზის გათავისუფლების შესახებ, რა დროსაც ი-------------მა შუბლის არეში ქვა ჩაარტყა პოლიციის თანამშრომელს ნ-----–------------–---–ს, იმ დროს, როცა ამ უკანასკნელს ხელს უჭერდა ტ--–------------ი. ნ-----–------------–---–ისთვის მიყენებული დაზიანება შეესაბამება ჯანმრთელობის დაზიანების მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის ნიშნით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ--------- რაიონული პროკურატურის პროკურორმა ქ---------------მ, რომელმაც მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენის დადგენა. ასევე, ბრალდების მხარე ითხოვს რ--------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმებას, რომლითაც ი-------------ს გ---------- რაიონული სასამართლოს 2009 წლის 5 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა შეეცვალა გირაოთი.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის უცვლელად დატოვება, ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად აღკვეთის ღონისძიების - გირაოს სახით გადახდილი ფულადი თანხის უკან დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა.
პალატამ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩვრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სათანადო შეფასება არ მიეცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს. მომხდარი დანაშაულებრივი ქმედების თვითმხილველმა მოწმეებმა: დ------------მ, მ-----------–--–-–---–მა, ტ------–--------–---–მა და მ--–-----------–---–მა, ასევე, გ---------- რაიონის გამგეობის თანამშრომლებმა: ი--------------მა, ნ--------------ემ და მ-------------–---–მა ნათლად დაადასტურეს, რომ შემთხვევის დროს ი-------------ი და ტ--–------------ი ცდილობდნენ პოლიციის თანამშრომლებისათვის წინააღმდეგობის გაწევას, რა დროსაც ტ--–------------მა ხელები დაუჭირა ნ-----–------------–---–ს, ხოლო ი-------------მა მას ქვა ჩაარტყა თავში. ნ-----–------------–---–მა მიიღო მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რაც დადასტურდა ექსპერტ მ--------–----------ის ჩვენებითაც.
პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის არგუმენტაციას გამამართლებელი განაჩენის გაუქმებასთან დაკავშირებით, ვინაიდან სააპელაციო ინსტანციაში გამოკვლეული მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ ი-------------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ--–------------–---–მა განაცხადა, რომ 2005 წლის მდგომარეობით მუშაობდა და დღემდე მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გ---------- რაიონულ სამმართველოში. 16 სექტემბერს იმყოფებოდა სამსახურში და ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც მიღებული იქნა შეტყობინება, რომ გ---------- რაიონის სოფელ თ-------–- მოსახლეობას გზა ჰქონდა გადაკეტილი. მოწმე გამოცხადდა შემთხვევის ადგილას, სადაც შეკრებილ ხალხთან ერთად დახვდათ ტ--–------------ი და ძმები მ--------ი. პოლიციის თანამშრომლებმა მოსახლეობას მოუწოდეს გზის გათავისუფლებისაკენ. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, ტ--–------------ი ხალხს მიმართავდა არ დამორჩილებოდნენ სამართალდამცავების მოთხოვნას. პოლიციელებმა გააფრთხილეს ისინი, რომ თუ გზას არ გაათავისუფლებდნენ, მათ მიმართ გატარდებოდა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები, თუმცა ვინაიდან მოსახლეობამ არ გაითვალისიწინა მათი მოწოდება, თავად დაიწყეს გზის გათავისუფლება. აღნიშნულზე შეკრებილმა ხალხმა უკვე აშკარა წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს. ქვებს ესროდნენ, ჯოხებითაც იყვნენ შეიარაღებულები. მოწმის განმარტებით, მან უშუალოდ დაინახა, რომ მასზე ოდნავ წინ მდგომ თანამშრომელს ნ-----–------------–---–ს ტ--–------------მა ხელები დაუჭირა, ხოლო ი-------------მა ქვა ჩაარტყა თავში. მათ მიერ გამოძახებული იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, ასევე, მოხერხდა ტ--–------------ის დაკავება, ხოლო ი-------------ი გაიქცა. მოწმემ დაადასტურა, რომ იგი ი-------------ს იცნობდა აღნიშნულ შემთხვევამდეც, ვინაიდან ის ხშირად მიდიოდა მათი სამსახურის ადმინისტრაციულ შენობასთან და სხვადასხვა ფორმით აპროტესტებდა მისი ძმისშვილის მკვლელობის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობას.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე დ------------მ განაცხადა, რომ 2005 წლის სექტემბრის თვეში მუშაობდა გ---------- რაიონის პოლიციის სამმართველოში უბნის ინსპექტორის პოზიციაზე. 16 სექტემბერს შეტყობინების საფუძველზე გამოცხადდნენ გ---------- რაიონის სოფელ ვ---------–-- სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იყო შეკრებილი და გზის გადაკეტვა სურდათ. ისინი ითხოვდნენ გ---------- რაიონის დამოუკიდებლობას, ასევე აცხადებდნენ, რომ ეს ტერიტორიები იყო ა-------------- საკუთრება. აქციის ორგანიზატორები იყვნენ ტ--–------------ი და ი-------------ი, რომლებიც ხალხს მოუწოდებდნენ პოლიციას არ დამორჩილებოდნენ. მან უშუალოდ დაინახა, თუ როგორ დაუჭირა უკანა მხრიდან ხელები ტ--–------------მა პოლიციის თანამშრომელს ნ-----–------------–---–ს, ხოლო იქვე მყოფმა ი-------------მა საკმაოდ დიდი ქვა თავში ჩაარტყა. ამის შემდეგ ი-------------ი აღარ უნახავთ, გაიქცა. მოწმის განმარტებით, შემთხვევის დღემდეც იცნობდა, როგორც ტ--–------------ს, ასევე ი-------------ს, ვინაიდან ისინი ხშირად მიდიოდნენ განყოფილებაში და სხვადასხვა საკითხებზე უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ინფორმაცია, რომ ეს პიროვნება იყო ი-------------, ხელმძღვანელობისათვის არ მიუწოდებია, ვინაიდან ისედაც ყველა იქ იყო და თვითონ დაინახეს რაც მოხდა.
ანალოგიური შინაარსის ინფორმაცია მიაწოდა სააპელაციო სასამართლოს მოწმე ტ------–---------–---–მა, რომელმაც დ------------ს მსგავსად დაადასტურა, რომ ი-------------ს იცნობდა შემთხვევის დღემდეც, ვინაიდან იგი ხშირად მიდიოდა პოლიციის განყოფილებაში და აქციებს მართავდა იმ მიზნით, რომ მისი ახლობლის მკვლელობის ფაქტი ობიექტურად ყოფილიყო გამოძიებული. ნ-----–------------–---–ს რომ ი-------------მა თავში ქვა ჩაარტყვა, ეს ინფორმაცია პირადად არავისთვის მიუწოდებია, ვინაიდან მომხდარი ფაქტი ყველამ დაინახა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე მ-----------–--–-–---–მა განაცხადა, რომ 2005 წლის მდგომარეობით მუშაობდა გ----------- რაიონის საპატრულო პოლიციის უფროსად. ამავე წლის 16 სეტემბერს სამსახურში მიიღეს შეტყობინება, რომ გ---------- რაიონის სოფელ ვ---------–- ა-------------- რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი გზა იყო დაკეტილი. შემთხვევის ადგილზე გასვლისას ნახა, რომ გზა ტ--–------------ის ორგანიზებით იყო გადაკეტილი. აქციის მონაწილენი იმ მომენტში მოითხოვნდენ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ახალგაზრდა ბიჭის საქმის სამართლიანად გამძიებას, თუმცა ასევე, ტ--–------------ი ითხოვდა გარკვეული ტერიტორიების ავტონომიას. სამართალდამცავებმა მოუწოდეს, რომ გზა გაეთავისუფლებინათ, თუმცა ტ--–------------ი უარს აცხადებდა, პირიქით ხალხს მიმართავდა, პოლიციას არ დამორჩილებოდნენ. მას გვერდით ჰყავდა ერთი პიროვნება - ი------. პოლიციის თანამშრომლები ფიზიკური ძალის გამოყენებით ეცადნენ გზიდან ხალხის გადაყვანას, რა დროსაც აქციაზე შეკრებილი ხალხისგანაც მოხდა ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა. მან დაინახა, რომ მასთან ახლოს მდგომ თანამშრომელს ნი-----------–---–ს სახის არეში ქვა ჩაარტყა ტ--–------------ის გევრდით მდგომმა კაცმა, რომელსაც ი------ ერქვა. ტ--–------------ი დააკავეს შემთხვევის ადგილას, ხოლო ი-------------ი გაიქცა. მოწმის განმარტებით, ი------ რომ გვარად მ------- იყო, ეს მოგვიანებით გაიგო, ფაქტიდან 5-10 წუთში, მანამდე მხოლოდ მისი სახელი იცოდა. იმ მომენტში ზოგიერთი თანამშრომლისთვის ცნობილი იყო ი-------------ის სახელი და გვარი, მათმა ნაწილმა კი შემთხვევის შემდეგ გაიგო ამ პიროვნების შესახებ.
ამდენად, აღნიშნული მოწმეები წარმოადგენენ შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებს, რომელთაგან თითოეულმა მათგანმა დაადასტურა, რომ უშუალოდ დაინახეს ი-------------მა როგორ ჩაარტყა ქვა თავის არეში მათ თანამშრომელს - ნ-----–------------–---–ს. ისინი იდენტურად აღწერენ მათ თვალწინ განვითარებულ მოვლენებს. თუმცა, მათ მიერ სასამართლოსათვის მოწოდებული ინფორმაცია აშკარა წინააღმდეგობაშია სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მასალებთან. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ გ---------- შს რაიგანყოფილების უფროსი გამომძიებელი მ------------- 2006 წლის 5 აპრილს, წერილით მიმართავს ამავე განყოფილების უფროსს ტ------------ და სთხოვს რეაგირებას მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დადგენილი იქნას ვინმე ი-------------ის და დანაშაულში მონაწილე სხვა პირების ვინაობა, მაშინ, როდესაც სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე დაკითხული სამართალდამცავების ჩვენებებით დადგინდა, რომ მათ ქმედების ჩადენის მომენტშივე იცოდნენ ი-------------ის პიროვნება, რადგანაც ის ხშირად მიდიოდა პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, მისი ძმისშვილის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამძიებაზე პროტესტის გამოსახატავად. მოცემულ შემთხვევაში, ყოველგვარ ლოგიკურ მსჯელობას მოკლებულია მომხდარი ფაქტიდან შვიდი თვის შემდეგ, შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის დამნაშავის პიროვნების დადგენის თხოვნით მიმართვა.
გარდა აღნიშნულისა, საქმის მასალებით დასტურდება, რომ 2006 წლის 11 აპრილს ს------–------------- საკრებულოს მიერ პირადად ი-------------ზე გაიცა ცნობა მის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით. სწორედ ამის შემდე, იმავე წლის 25 აპრილს გ---------- შს რაიგანყოფილების უფროსი ტ----------- 5 აპრილის წერილის პასუხად გამომძიებელ მ------------- აწვდის ინფორმაციას ი-------------ის საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით.
პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტობრიოვი გარემებები ეჭვქვეშ აყენებს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების უტყუარობას და ვერ იქნება გაზიარებული.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე ასევე, გამოქვეყნებული იქნა დაზარალებულ ნ-----–------------–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, ვიანიდან ობიექტური მიზეზების გამო მისი სასამართლოს წინაშე წარმოდგენა ვერ მოხერხდა. 2005 წლის 16 სექტემბრის ნ-----–------------–---–ის დაკითხვის ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილზე ყოფნისას, მას შემდეგ, რაც მან სიმშვიდისაკენ მოუწოდა შეკრებილ მოსახლეობას და სთხოვა გზა გაეთავისუფლებინათ, ტ--–------------მა დაიჭირა, ხოლო მის გვერდში მდგომმა ვინმე ი------- აიღო დიდი მოცულობის ქვა და რამდენჯერმე თავის არეში ჩაარტყა. ეს უკანასკნელი ასევე ჩვენებაში ადასტურებს, რომ ი------ უნდა იყოს გარდაცვლილი მ-------ს ბიძა. რაც შეეხება დაზარალებულის პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, მისი განმარტებით, წინასწარი გამოძიებისას მიცემულ ჩვენებაში ტყუილს არ იტყოდა, თუმცა ამ ეტაპზე არაფერი ახსოვს, ი-------------ს ვერც გარეგნულად და ვერც სახელით და გვარით ვერ იხსენებს, არ ახსოვს შემთხვევის დღეს გასროლილი ქვა მოხვდა, თუ ვიღაცამ მიზანმიმართულად ჩაარტყა თავში.
პალატა მიიჩნევს, რომ მხოლოდ დაზარალებულის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება და ასევე, სხვა პოლიციის თანამშრომლების საქმის მასალებთან შეუსაბამო ჩვენებები, ი-------------ის ბრალეულობის დამადასტურებელ სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულების არარსებობის პირობებში, შეუძლებელია საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში „-----–-----------------–---------------------------------- პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს მიანიჭა მცირე მტკიცებითი ძალა, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი არ იყო გამყარებული სხვა პირდაპირი ხასიათის მტკციებულებებით. რა თქმა უნდა, აღნიშნული იმთავითვე არ მიუთითებს ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიციელთა ჩვენებების მცირე მნიშვნელობაზე, თუმცა, პოლიციელის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით, არსებობს მტკიცების მაღალი სტანდარტი და სასამართლომ მთლიანობაში უნდა შეაფასოს, თუ რა დამატებითი მტკიცებულებები იქნა მოპოვებული, რაც გაამყარებდა თავად პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებს.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე მ-------------–---–მა უჩვენა, რომ 2005 წლის სექტემბრის მდგომარეობით მუშაობდა სოფელ ვ---------–- გამგებლის პოზიციაზე. იმ პერიოდში რაიონში ხშირად ჩადიოდა ტ--–------------ი, რომელიც ღიად აფიქსირებდა ანტისახელმწიფოებრივ მოთხოვნებს. ამას დაემთხვა ი-------------ის ძმისშვილის მკვლელობაც და ტ--–------------ი მათ ოჯახსაც უცხადებდა მხარდაჭერას, ერთობლივად აპროტესტებდნენ, თუ რატომ არ იყო დაჭერილი ი-------------ის ძმისშვილის მკვლელი. გარდაცვლილი პირის ორმოცის დღეს ტ--–------------მა შეკრიბა მოსახლეობა და გადაკეტეს გზა. ორმოცის დასრულების შემდეგ მას მ--------იც შეუერთდნენ, მათ შორის ი-------------ი იდგა ტ--–------------ის გვერდით. მოწმეც და ადგილზე მისული პილიციის თანამშრომლებიც მოუწოდებნენ, რომ გზა გაეთავისუფლებინათ, თუმცა ისინი უფრო აგრესიულები ხდებოდნენ და ვითარება გამწვავდა. ი-------------ი იმ დროს იდგა ტ--–------------ის გვერდით. კონკრეტული მოწოდებები მისი მხრიდან არ ახსოვს, თუმცა იმ მომენტში მათი პროტესტი იყო მხოლოდ ის, რომ გარდაცვლილის მკვლელი დაეკავებინათ. ტ--–------------მა განაცხადა, რომ გზას არ გაათავისუფლებდა, ასევე, ხმამაღლა გამოხატავდა უკმაყოფილებას, რის შემდეგაც დააკავეს იგი და როდესაც მანქანაში სვავდნენ, ამ დროს დაიწყო ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევა, შეკრებაზე მყოფი ხალხი ქვებს ისროდა და ერთ-ერთ პოლიციელს თავშიც ჩაარტყეს ქვა. ამ დროს ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი იყო, მათ შორის ი-------------იც. მოწმემ დანამდვილებით ვერ დაადასტურა ი-------------ის მიერ პოლიციელისათვის ქვის ჩარტყმის ფაქტი. მისი თქმით, ყველამ აღნიშნა, რომ ეს ი-------------მა ჩაიდინა და მანაც ასე აღიქვა.
სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწმე ნ--------------ემ განაცხადა, რომ 2005 წლის სექტემბრის მდგომარეობით მუშაობდა საკრებულოში ბუღალტრის პოზიციაზე. 16 სექტემბერს ის იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ტ--–------------ის ორგანიზებით იმართებოდა აქცია. ტ--–------------ის გვერდით ასევე იმყოფებოდა ი-------------ი. შემთხვევის ადგილას მყოფი პოლიციის თანამშრომლები მოუწოდებდნენ აქციის მონაწილეებს, რომ გზა გაეთავისუფლებინათ. თუმცა, ხალხი მათ არ დაემორჩილა. ვითარება უფრო გართულდა და არეულობა შეიქმნა, იყო ფიზიკური დაპირისპირებაც. მოწმემ დაინახა, რომ პოლიციის ერთ-ერთი თანამშრომელს, რომელიც მანქანაში ჩაჯდა, სისხლი მოსდიოდა. ნ--------------ე იმ ადგილიდან მოშორებით იმყოფებოდა და არ დაუნახავს დაზარალებულ პოლიციელს რა ჩაარტყეს და უშუალოდ ვინ ჩაარტყა.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწმე ი--------------ის განმარტებით, 2005 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით მუშაობდა საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელად. მათ შეიტყვეს, რომ სოფელ ვ---------–- გზა იყო გადაკეტილი და თანამშრომლებთან ერთად წავიდა შემთხვევის ადგილზე. ამ დღეს იყო ი-------------ის ძმისშვილის ორმოცი, ტ--–------------ს ორმოცზე მყოფ ხალხთან ერთად გზა ჰქონდა გადაკეტილი, მალე პოლიციაც მივიდა და დაპირისპირება მოხდან მათსა და შეკრებილ ხალხს შორის. ამის მერე რა მოხდა, ზუსტად ვერ იტყვის, მოწმეს არ დაუნახავს კონკრეტულად ვინ რა დაზიანება მიიღო.
პალატა მხედველობაში იღებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნასაც, რომლითაც ასევე დგინდება ფაქტი, რომ ნ-----–------------–---–ს შუბლის არეში მიღებული ჰქონდა დაზიანება, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. თუმცა ცალკე აღებული აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა არ წარმოადგენს რელევანტურ მტკიცებულებას იმ გარემოების დასადგენად, რომ მასში მითითებული დაზიანება დაზარალებულს მიაყენა ი-------------მა.
ამდენად, პალატა აანალიზებს რა, სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები არ ქმნიან ეჭვის გამომრიცხავ, უტყუარ და ურთიერთშეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა ი-------------ის მსჯავრდებისათვის. ისინი იძლევიან მხოლოდ ეჭვის და ვარაუდის საფუძველს, რომელიც უნდა გადაწყდეს მსჯავრდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-19 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, ხოლო სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვისგამომორიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობასა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით.
პალატა ყურადღებას ამახვილებს ბრალდების მხარის მიერ რ--------- საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნაზეც, რომლითაც ი-------------ს შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეეცვალა გირაოთი და აღნიშნვას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნებს, ამასთან სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში აღკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხის შეფასება და მასზე გადაწყვეტილების მიღება აზრს მოკლებულია, ვინაიდან საქმეზე გამოტანილი იქნა განაჩენი, რომლითაც მოხდა პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
რ--------- საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 4 იანვრის გამამართლებელი განაჩენი ი------------–------–---------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ--------- რაიონული პროკურატურის პროკურორის ქ------- ს-----ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;
2. რ--------- საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 იანვრის განაჩენი დარჩეს უცვლელად;
3. ი------------–------–---------ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს;
4. მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ ი------------–------–---------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე - გირაო გაუქმებულია და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად უნდა დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
5. გამართლებულ ი------------–------–---------ს საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის თანახმად, განემარტოს უფლება მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე;
6. პალატის განაჩენი გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და ექვემდებარება აღსრულებას;
7. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: კ.მაჭავარიანი