განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #------------------------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 დეკემბერი 2018 წელი თბილისი
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ,თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მოსამართლე - ლელა შკუბულიანის თავმჯდომარეობით
სხდომის მდივან - ნინო დანელიას
პროკურორების - მ------ გ-------ას, ლ-–- ბ-–--ის, ზ---- დ-------–---–ის, თ-------- ნ--------ის
დამცველების - ი----- ს-------ის, დ----- ჯ--–----ის, გ-------------ას, თ-------- მ-----–--ის
ბრალდებულ - ვ----–-- წ--–----ის
მონაწილეობით, ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:
ბრალდებულ ვ----–-- ტ------–-- ძე წ--–----ის მიმართ, დაბადებული 1----–-–-------------- საქართველოს მოქალაქის, პირადი №------------ უმაღლესი განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული - თ---–-------–-----------------–------------–------ ამჟამად #8 პენიტენციური დაწესებულების პატიმრის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ვ----–-- წ--–----ეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა.
კერძოდ: 2-----–-–------------ს, ღამის საათებში, ვ----–-- წ--–----ე ცეცხლსასროლი იარაღით მივიდა გ------- რ--------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე მისამართზე - ქ-------–-----------–--------–---–-------------–-- სადაც, ს---–------------–- არსებულ ამ უკანასკნელის ბ---–---, წინასწარ მომარჯვებული იარაღით, მოკვლის განზრახვით თავის არეში ესროლა გ------- რ--------ეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
საქართველოს სსსკ-ის 226-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „ნაფიც მსაჯულთა სასამართლო საქმეს განიხილავს, თუ წარდგენილია ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (დამთავრებული).“
წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მოითხოვა, სისხლის სამართლის #--------- საქმე განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს;
საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.
2----–-–---------------ს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სასამართლო სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე, განსაჯა და მიიღო გადაწყვეტილება ფაქტების შესახებ; ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სადავო ფაქტებთან დაკავშირებით და იმსჯელა ბრალდებულ ვ----–-- წ--–----ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე;
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, 12 ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით, კანონით განსაზღვრულ დროში, გამოიტანა წარდგენილ ბრალდებაზე გამამტყუნებელი ვერდიქტი, რომლის თანახმად:
ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ვ----–-- წ--–----ე დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში - ერთხმად (12 ხმით).
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ”თუ არც ერთი მხარე არ განაცხადებს უარს, სასჯელის დანიშვნის სხდომა იმართება ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით.”
2----–-–---------------ს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ვინაიდან ბრალდების მხარემ უარი განაცხადა სასჯელის დანიშვნის სხდომაში მონაწილეობა მიეღოთ ნაფიც მსაჯულებს, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელის დანიშვნის სხდომა გაიმართებოდა ნაფიცი მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 265-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად:
,,1. სასჯელის დანიშვნის სხდომაზე სხდომის თავმჯდომარეს გამოაქვს განაჩენი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად უნდა ეყრდნობოდეს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტს.
2. სხდომის თავმჯდომარემ ეჭვი არ უნდა შეიტანოს ნაფიც მსაჯულთა მიერ გამოტანილ ვერდიქტში და არც სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციაში.
3. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენის დადგენისას სხდომის თავმჯდომარე არ ასაბუთებს ვერდიქტს. ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განაჩენი ნაფიც მსაჯულთა მიერ მიღებული სასჯელის შემსუბუქების ან დამძიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით მოტივირებული უნდა იყოს მხოლოდ სასჯელის ნაწილში.”
სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი, აგრეთვე ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.
სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს დანაშაულებრივი ქმედების ხასიათს და სპეციფიკას, ასევე მისი ჩადენის ხერხს და დამდგარ შედეგს.
სასამართლომ, ვ----–-- წ--–----ის მიმართ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი, შედეგი, საზოგადოებრივი საშიშროება და მსჯავრდებულის პიროვნება, კერძოდ: ვ----–-- წ--–----ის მიერ ჩადენილია ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული, ძალადობრივი ხასიათის, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული;
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს სასჯელის როგორც კერძო, ასევე ზოგადი პრევენციის მიზნებს და მიიჩნევს, რომ ამ მიზნებისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით, დანიშნული სასჯელი ერთი მხრივ უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი დანაშაულისა და მსჯავრდებულის პიროვნებისა, ხოლო მეორე მხრივ არ უნდა იყოს წამახალისებელი, როგორც ბრალდებულისთვის, ასევე სხვა პირთათვის და უნდა უზრუნველყოს კერძო/ზოგადი პრევენციის მიზნები. საქმის ფაქტობრივი გარემოებები ნათლად ადასტურებს ვ----–-- წ--–----ის საზოგადოებისგან იზოლაციის აუცილებლობას, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება, ხოლო საზოგადოება დაცული იქნეს მსგავსი ტიპის დამნაშავეებისგან.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ თავისუფლების აღკვეთას, შესაბამისად სასჯელის ერთადერთი სახე რომელიც სასამართლომ უნდა დაუნიშნოს ვ----–-- წ--–----ეს, არის ვადიანი თავისუფლების აღკვეთა.
ბრალდებულ ვ----–-- წ--–----ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით ბრალდებულს სასჯელი უნდა დაენიშნოს თ/აღკვეთით, იმ ოდენობით რაც მიახლოებული არ იქნება არც მინიმალურ და არც მაქსიმალურ სასჯელთან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე, 259-ე, 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 264-ე, 265-ე, 266-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვ----–-- წ--–----ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 12 (თორმეტი) წლის ვადით;
ვ----–-- წ--–----ეს სასჯელის მოხდა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2----–-–-------------დან.
ნივთიერი მტკიცებულები
შემთხვევის ადგილის, გვამის და ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული სუნის ნიმუშები, ანაწმენდის ნიმუშები სტერილურ ჩხირზე, ანაწმენდები გამოხდილი წყლით საკონტროლო ნიმუშთან ერთად, ქაღალდის ფრაგმენტები მოწითალო ფერის ლაქებით, შპალერის ამონაჭრელი მოწითალო ლაქებით, დაქტილოფირები თითის ანაბეჭდებით,ლითონის დეტალები ლაქებით, მანქანიდან ამოღებული ანაწმენდისა და მიკრონაწილაკების ნიმუშები საკონტროლო ნიმუშებთან ერთად, ავტომანქანა „ნ-------------” დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, მასრის მაგვარი საგანი, ვ----–--ი წ--–----ისგან აღებული ფრჩხილის ნიმუშები, ვ----–-- წ--–----ის ანაბეჭდის ნიმუშები, ვ----–-- წ--–----ისგან აღებული ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები, რ----- მ-----------იანისგან აღებული ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები, ა-–---------- ტ--------სგან აღებული ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები, ანაბეჭდის ნიმუშები, ზ----- ს--------–--ისგან აღებული ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები, ზ---- ც------გან აღებული ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები, ა-----– მ-------იანისგან აღებული ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები, ნ-----–---- ს------–---–ისგან აღებული ანაწმენდის და ნერწყვის ნიმუშები, ანაბეჭდის ნიმუშები, ვ----–--ი წ--–----ისგან აღებული სუნის ნიმუში, გარდაცვლილ გ------- რ--------ის გვამიდან აღებული დაქტილობარათი, სისხლის, თმის, ფრჩხილის, ანაწმენდის ნიმუშები, გ------- რ--------ის გვამიდან ამოღებული უცხო სხეულები - განადგურდეს.
1 ცალი მცირე ზომის ბლოკნოტი შავი ფერის გარეკანით და შიგნით არსებული ხელნაწერი ტექსტით, კარის საკეტი გულა, მობილური ტელეფონი ,,ნოკია”, მობილური ტელეფონი ,,აიფონი”, 1 ცალი ლეპტოპი” მუყაოს კოლოფთან ელექტრო სადენებთან, „ე.წ. „მაუსთან” ლაზერულ დისკთან და დოკუმენტებთან ერთად, გ------- რ--------ის ავტომანქანის გასაღები საკიდზე დალუქულ მდგომარეობაში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
შემთხვევის ადგილის, გვამის და ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული ავტომანქანა ,,ი-----------------’’, სახელმწიფო ნომრით ,,Q--------” გაჩერებულია შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე დალუქულ მდგომარეობაში, ავტომანქანა „-------------- სახ. ნომრით M-------- გაჩერებულია ქ------–---------–-–--------------------------------------------–------– მდგომარეობაში, ხოლო ავტომანქანის გასაღები ინახება ქ-------–---------–-–--------------------------------------------------–------------------–----– შენობაში - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს.
ლაზერული დისკი შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად გადაღებული ფოტოსურათებით, ლაზერული დისკი ავტომანქანა „ნ-------------” დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათებით, ლაზერული დისკი ფოტოსურათებით, ლაზერული დისკი ადგილმდებარეობის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათებით, ერთი ცალი ლაზერული დისკი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალით, ლაზერული დისკი შსს ერთობლივი ოპერაციების ცენტრიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, ლაზერული დისკი მაღაზია ,,----–-----დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, ლაზერული დისკი საკონდიტრო ,,-------------”-დან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერით, ლაზერული დისკი შ------------–-----’’ გამოთხოვილი ინფორმაციით, სამი ცალი ლაზერული დისკი მობილური ტელეფონებიდან ამოღებული ინფორმაციით, ლაზერული დისკი, რომელზეც განთავსებულია ნივთიერი მტკიცებულების გახსნის, დათვალიერების და დაცვის მხარისათვის გაცნობის მიმდინარეობისას გადაღებული ფოტოსურათები- დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
პლასტმასის კოლოფი მასში არსებული მეტალის მრგვალი ბურთულებით -
ვ----–--ი წ--–----ის საფულე, პირადი ნივთები, მობილური ტელეფონი ,,სამსუნგი”, ვ----–--ი წ--–----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ვ----–--ი წ--–----ის პირადი ჩრეკისას ამოღებული ტანსაცმელი - დაუბრუნდეს ვ----–-- წ--–----ეს.
გ------- რ------ის ტანსაცმელი - დაუბრუნდეს დაზრალებულის უფლებამონაცვლეს.
დანა თავისივე შალითაში და ორლულიანი სანადირო თოფი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს; გლუვლულიანი სანადირო თოფი „------ და ვაზნები გადაეცეს შს სამინისტროს შესაბამის სამსახურს რეაგირებისთვის, ხოლო მეტალის საგნები განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი ერთჯერადად, საკასაციო წესით, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობისას.
მოსამართლე ლელა შკუბულიანი