განაჩენი

სისხლის სამართლის 02.11.2018
საქმის ნომერი
330100118002463658
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1--------

გამოძიების N0-----------

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

2 ნოემბერი 2018 წელი თბილისი

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ,თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლის - ეკა არეშიძის თავმჯდომარეობით,სხდომის მდივნის ლევან ჟღენტის,პროკურორების - ლი-----------–-ს, ელ----------ს, ლა–----–---ს,ადვოკატების - სუ-–-------------ს, მე-----–------–-–---–-ს,ბრალდებულების - ლე---------------–-–---–-ს, გი----------–--–-–---–ის

 

მონაწილეობით, ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომაზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

ბრალდებულ ლ-----------------------------–-–---–-ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–----------------, ნასამართლობის მქონეს, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების - ქ. თბილისი, რ-------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით(2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

 

ბრალდებულ გ-----------------------–--–-–---–-ს მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------ს, ნასამართლობის მქონეს, საქართველოს მოქალაქის, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების - ქ. თბილისი, ვ-–----–----–-----------------–-------------------------------------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით(2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ლე----------------–-–---–ს ბრალად ედებოდა:

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

 

და--------------–-ს განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა ან ჯანმრთელობას (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

 

ბრალად შერაცხული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

დაუდგენელ დროსა და ვითარებაში ლე---------------–-–---–-ა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი ვაზნები, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა გამოძიებით დაუდგენელ ადგილზე.

ასევე გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში მცხოვრებ ლე---------------–-–---–სა და და--------------–ს უკანასკნელი თვეების განმავლობაში ერთმანეთთან ჰქონდათ დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა. აღნიშნულის გამო ლე---------------–-–---–- და--------------–-ს მიმართ განეწყო შურისძიების გრძნობით და განიზრახა მისი მოკვლა. ლე---------------–-–---–- დაუკავშირდა თავის მეგობარ გი----------–--–-–---–ს და სთხოვა დახმარება და--------------–-ს მოკვლაში, რაზედაც გი----------–--–-–---–ი დაეთანხმა. ლე---------------–-–---–-ა იცოდა, რომ და--------------–- დღის განმავლობაში მუდმივად იმყოფებოდა თავისი მეგობრის თბილისი, ჭ----------------------------–--–-------------–- მცხოვრები და-----------–-–---–ის სახლში. 2018 წლის 4 თებერვალს ლე---------------–-–---–- შეიარაღდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი დაუდგენელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საფანტის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ გი----------–--–-–---–თან ერთად მივიდა და-----------–-–---–ის სახლთან, დაახლოებით 19:30 საათზე ისინი შევიდნენ ხსენებული სახლის ეზოში, სადაც დაინახეს, რომე ეზოდან ჭიშკარში გადიოდნენ და--------------–- და მისი მეგობარი გი------------–-–---–ი, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ლე---------------–-–---–-ა და გი----------–--–-–---–მა მომართეს ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღები და განზრახ მოკვლის მიზნით მოახდინეს მრავალჯერადი გასროლები და--------------–-ს მიმართულებით, რა დროსაც განზრახ შეუქმნეს საფრთხე და--------------–-ს გვერდით მდგომ გი------------–-–---–ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გი------------–-–---–ი დაწვა ძირს და მას არ მოხვდა ტყვიები, სროლის შედეგად და--------------–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები და შედეგად და--------------–- შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლე---------------–-–---–- და გი----------–--–-–---–ი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გი----------–--–-–---–ს ბრალად ედებოდა:

 

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით - 2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

 

და--------------–-ს განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა ან ჯანმრთელობას (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - 2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

 

ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა ( დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით - 2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია);

 

განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამრთლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება და განზრახ მძიმე დანაშაულისთვის ნასამრთლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება ( დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით);

 

ბრალად შერაცხული დანაშაული გამოიხატა შემდეგში:

 

დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გი----------–--–-–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, ამავე იარაღიდან გასროლისათვის განკუთვნილი ვაზნები, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა გამოძიებით დაუდგენელ ადგილზე.

ასევე გამოძიებით დადგენილია, რომ თბილისში მცხოვრებ ლე---------------–-–---–სა და და--------------–ს უკანასკნელი თვეების განმავლობაში ერთმანეთთან ჰქონდათ დაძაბული და კონფლიქტური ურთიერთობა. აღნიშნულის გამო ლე---------------–-–---–- და--------------–-ს მიმართ განეწყო შურისძიების გრძნობით და განიზრახა მისი მოკვლა. ლე---------------–-–---–- დაუკავშირდა თავის მეგობარ გი----------–--–-–---–ს და სთხოვა დახმარება და--------------–-ს მოკვლაში, რაზედაც გი----------–--–-–---–ი დაეთანხმა. ლე---------------–-–---–-ა იცოდა, რომ და--------------–- დღის განმავლობაში მუდმივად იმყოფებოდა თავისი მეგობრის თბილისი, ჭ----------------------------–--–-------------–- მცხოვრები და-----------–-–---–ის სახლში. 2018 წლის 4 თებერვალს ლე---------------–-–---–- შეიარაღდა მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი დაუდგენელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით და მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი საფანტის ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ გი----------–--–-–---–თან ერთად მივიდა და-----------–-–---–ის სახლთან, დაახლოებით 19:30 საათზე ისინი შევიდნენ ხსენებული სახლის ეზოში, სადაც დაინახეს, რომე ეზოდან ჭიშკარში გადიოდნენ და--------------–- და მისი მეგობარი გი------------–-–---–ი, დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით ლე---------------–-–---–-ა და გი----------–--–-–---–მა მომართეს ხელთარსებული ცეცხლსასროლი იარაღები და განზრახ მოკვლის მიზნით მოახდინეს მრავალჯერადი გასროლები და--------------–-ს მიმართულებით, რა დროსაც განზრახ შეუქმნეს საფრთხე და--------------–-ს გვერდით მდგომ გი------------–-–---–ის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გი------------–-–---–ი დაწვა ძირს და მას არ მოხვდა ტყვიები, სროლის შედეგად და--------------–მა მიიღო სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანებები და შედეგად და--------------–- შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ლე---------------–-–---–- და გი----------–--–-–---–ი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

დაუდგენელ დროსა და ვითარებაში გი----------–--–-–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ასაფეთქებელი მოწყობილობები „------- ტიპის ორი ხელყუმბარა თავისი ფალიებით, რომლებიც მართლსაწინააღმდეგოდ შეინახა კა----------------------–--------–ი მდებარე, თავისი ბიძის ვა---–----------ს საცხოვრებელი სახლის საძინებელ ოთახში. გი----------–--–-–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ შეძენილი და შენახული ასაფეთქებელი მოწყობილობები 2018 წლის 5 თებერვალს ამოღებული იქნა ვა---–----------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ გი----------–--–-–---–ი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 17 ნოემბრის განაჩენით დამნაშავედ იქნა ცნობილი სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 273-ე მუხლით (2015 წლის 31 ივლისამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული განზრახი განსაკუთრებით მძიმე და ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულების ჩადენისთვის. 2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად გი----------–--–-–---–სთვის ბრალად შერაცხული სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით ქმედება გადაკვალიფიცირებული იქნა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე (მძიმე კატეგორიის დანაშაული). შესაბამისად განზრახი მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევი გი----------–--–-–---–ი 2018 წლის 5 თებერვალს იმყოფებოდა კა----------------------–--------–ი, რა დროსაც პირადად უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულებმა მოითხოვეს, რათა სისხლის სამართლის საქმე 1-------- განეხილა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს; საქართველოს სსსკ-ის 219-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად საქმე განსახილველად გადაეცა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს.

 

2018 წლის 2 ნოემბერს ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, სასამართლო სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის მიერ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებებისა და განმარტებების საფუძველზე, განსაჯა და მიიღო გადაწყვეტილება ფაქტების შესახებ; ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სადავო ფაქტებთან დაკავშირებით და იმსჯელა ბრალდებულების ლე---------------–-–---–-ს და გი----------–--–-–---–ის მიმართ წარდგენილ ბრალდებაზე;

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 12 (თორმეტი) ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით, კანონით განსაზღვრულ დროში, ლე---------------–-–---–-ს მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - 11 (თერთმეტი) ხმით 1 (ერთის) წინააღმდეგ, ხოლო საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით - ერთხმად, მიიღო გამამართლებელი ვერდიქტი.

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ 12 (თორმეტი) ნაფიცი მსაჯულის შემადგენლობით, კანონით განსაზღვრულ დროში, გი----------–--–-–---–ის მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაზე - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით - ერთხმად, მიიღო გამამართლებელი ვერდიქტი.

 

ვერდიქტის თანახმად:

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ლე---------------–-–---–- უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გი----------–--–-–---–ი უდანაშაულოდ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 263-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე: ”თუ ვერდიქტი მთლიანად გამამართლებელია, დაპატიმრებული ბრალდებული დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია გამამართლებელი ვერდიქტის გამოცხადებისთანავე გამოიტანოს გამამართლებელი განაჩენი.”

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-ე, 259-ე, 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე, 265-ე, 266-ე, 268-ე, 270-ე, 271-ე, 272-ე, 275-ე, 276-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ლე----------------–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსსკ-ის 263-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ლე----------------–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსსკ-ის 263-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

ლე----------------–-–---–ი ცნობილი იქნეს ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსსკ-ის 263-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გი----------–--–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსსკ-ის 263-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გი----------–--–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსსკ-ის 263-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გი----------–--–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს (2018 წლის 23 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსსკ-ის 263-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გი----------–--–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს (2018 წლის 27 ივნისამდე მოქმედი რედაქცია), საქართველოს სსსკ-ის 263-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გი----------–--–-–---–ი ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს, საქართველოს სსსკ-ის 263-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.

 

გამართლებულებს უფლება აქვთ აუნაზღაურდეთ მიყენებული ზიანი.

 

ლე---------------–-–---–-ს და გი----------–--–-–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 7 თებერვლის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა და გათავისუფლდნენ სასამართლოს სხდომის დარბაზიდან.

 

საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების ბედი, კერძოდ:

 

ავტომანქანა მერსედესი C------, ავტომანქანის გასაღები - ამოღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, დალუქული 27/5 ლუქით, რომელიც განთავსებულია შ--------–---------–-–--------------------- ავტოსადგომზე - გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, მზ-----------–-----ს.

 

ქურთუკის ჯიბეში ნანახი პირადი ნივთები,1 ცალი ცხვირსახოცი, 1 ცალი სანთებელა, 1 ცალი საფულე სხვადასხვა ბარათებით, მოწმობებით, ხურდა ფულითა და სხვადასხვა ქვეყნის კუპიურებით, მათ შორის 4 ცალი 5 ლარიანი კუპიურით, და--------------–-ს კუთვნილი ერთი ცალი მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ანაწმენდები, სისხლისმაგვარი ლაქები, ერთი ცალი საკეტის სახელური, მასრები, ტყვიის გულები და გულის ფრაგმენტები, ხელის კვლები, სიგარეტის ნამწვის ნიმუშები, ერთი ცალი პოლიეთილენის ბოთლი წარწერით „კოკა-კოლა“, ასევე პოლიეთილენის ბოთლი წარწერით „სნო“ და ერთი ცალი პოლიეთილენის ბოთლი წარწერით „ფანტა“, ერთი ცალი პოლიეთილენის ბოთლი წარწერით „ბაკურიანი“ და სუნის ნიმუშები, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - განადგურდეს.

 

მობილური ტელეფონები, ერთი ცალი ლეპტოპი წარწერით ACER, ერთი ცალი დაზიანებული ლეპტოპი, ერთი ცალი მინის ჭიქა ამოღებული სათავსო ოთახში მაგიდის ზედაპირიდან,ასევე ერთი ცალი მინის ჭიქა, სამი ცალი ჭიქა,რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- -დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები 3 ცალ ლაზერულ დისკზე ერთვის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

მოწმე და-----------–-–---–ისგან, ირ---–--------–-–---–----ნ, გი------------–-–---–ისგან და გე-–--------–-–---–----ნ აღებული ნერწყვის ნიმუშები და ანაწმენდების ნიმუშები, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - განადგურდეს.

 

მოწმე და-----------–-–---–ისგან, ირ---–--------–-–---–----ნ, გი------------–-–---–ისგან და გე-–--------–-–---–----ნ აღებული მარჯვენა და მარცხენა ხელის გულისა და თითების კვლები დაქტილობარათზე, რომელიც ინახება შ-------------------------–--------------------------------------------–- -განადგურდეს.

 

გი----------–--–-–---–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული კბილის ჯაგრისები, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- -განადგურდეს.

 

გი----------–--–-–---–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ტანსაცმელი, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

მოწმე მა------------------ნ ამოღებული ნერწყვის ნიმუში, ბექა ყა---------–-–---–-ს ნერწყვის, მოწმე თო--------------–---–-ს ნერწყვის ნიმუში, მოწმე თა---- ყა---------–-–---–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, მოწმე გუ---- ყა---------–-–---–-სგან აღებული ნერწყვის ნიმუში, მოწმე გუ---- ყა----------–-–---–----ნ აღებული ანაწმენდის ნიმუშები, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - განადგურდეს.

 

ვა---–----------ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი ხელყუმბარა და ამფეთქი ფალია, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - გადაეცეს საქართველოს შსს შეიარაღების სამსახურს.

 

ბრალდებულ გი----------–--–-–---–ისგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები, ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - განადგურდეს.

 

მოწმე ლე---------------–-–---–-სგან აღებული ანაწმენდების ნიმუშები და ნერწყვის ნიმუში, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - განადგურდეს.

 

მოწმე ლე---------------–-–---–-სგან ამოღებული საფულე, მობილური ტელეფონი, პირადი ნივთები, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

ლე---------------–-–---–-სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი მარიხუანა, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ფარული საგამოძიებო მოქმედებების ვიდეო ჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, ფარული საგამოძიებო მოქმედებების აუდიოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე და სასამართლოდან გამოთხოვილი სხდომის ოქმის ჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

დ-----------–-ს გვამის გულმკერდის მარჯვენა გვერდითი ზედაპირის კანქვეშ რბილი ქსოვილიდან ამოღებული მეტალის უცხო სხეულები, გარდაცვლილ და--------------–-ს გვამის დაქტილობარათი, დ-----------–-ს გვამის სისხლის ნიმუში, დ----------–-ს გვამის თმის და ფრჩხილის ნიმუშები, დ----------–-ს გვამის ნაცხის ნიმუში, დ----------–-ს გვამის ანაწმენდის ნიმუში, დ----------–-ს გვამის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - განადგურდეს.

 

დ-----------–-ს გვამის პირადი ნივთები - მძივი და ჯვარი, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, მზ-----------–-----ს.

 

სასამართლოდან გამოთხოვილი სხდომის ოქმის ჩანაწერი დოკუმენტური სახით, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შპს „მაგთიკომიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შპს „ჯეოსელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია ჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ფ-------------–------------------- დაბრუნებული საქმის მასალები, რომელიც ინახება შ-------–---------–-–-------------------–- - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს, ერთი ცალი მუქი ფერის ქურთუკი, ამოღებული ეზოში სკამიდან - გადაეცეს დაზარალებულის უფლებამონაცვლეს, მზ-----------–-----ს.

 

გი----------–--–-–---–ის ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ტანსაცმელი, ვა---–----------ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი სპორტული ჩანთა მასში მოთავსებული ტანსაცმლით, ბრალდებულ გი----------–--–-–---–ისგან ამოღებული ტანსაცმელი, ლე---------------–-–---–-სგან ამოღებული მაისური და ქუდი, ლე---------------–-–---–-სგან ამოღებული ფეხსაცმელი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

გი----------–--–-–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთი ცალი დანა და პირადობის მოწმობა - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.

 

მჭ----–-–---–-ს ბინაში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ჩანაწერის კრებსი მოთავსებულია საქმეში (----------------- -შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე ეკა არეშიძე