მუხლი 267. სასამართლოს თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი
თავი XXIV — სასამართლოს განაჩენის დადგენა და მისი აღსრულება
1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის სასამართლოს თათბირი ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს ამ კოდექსის 260-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს.
3. თითოეულ საკითხზე პირველად კენჭი ეყრება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ბრალდებულისთვის ყველაზე სასიკეთოა. თუ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის ხმა ბრალდებულის გასამართლებლად უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც ბრალდებულისთვის ყველაზე სასიკეთოა.
საქართველოს 2025 წლის 16 აპრილის კანონი №500 – ვებგვერდი, 17.04.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.04.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (03.11.2009 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 267. სასამართლოს თათბირისა და საქმის ცალკეულ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების წესი 1. საქმის კოლეგიურად განხილვისას განაჩენის დადგენას წინ უძღვის სასამართლოს თათბირი ამ კოდექსით დადგენილი წესით. 2. სხდომის თავმჯდომარე მოსამართლეთა გადასაწყვეტ საკითხებს სვამს ამ კოდექსის 260-ე მუხლში მითითებული თანამიმდევრობით. იმავე თანამიმდევრობით წყვეტს ამ საკითხებს მოსამართლე, რომელიც ერთპიროვნულად განიხილავს სისხლის სამართლის საქმეს. 3. თითოეულ საკითხზე პირველად კენჭი ეყრება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ბრალდებულისათვის ყველაზე სასიკეთოა. თუ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის შესახებ, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას მოსამართლის ხმა ბრალდებულის გასამართლებლად უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც ბრალდებულისათვის ყველაზე სასიკეთოა.
…დაკავების უფლება. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე, 63-ე, 64-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20- 21-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 267-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 274-ე, 277-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის და------------ას
საქართველოს კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი“, მუხლი 267, №1772, 09.10.2009, სარეგისტრაციო კოდი 090.000.000.05.001.003.644 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/90034/muxli-267/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია