განაჩენი

სისხლის სამართლის 01.07.2019
საქმის ნომერი
020100117002187379
ინსტანცია
თარიღი
01.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-59-2018 წელი

№020100117002187379

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

18 აპრილი, 2018 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მაკა გორგოძე

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ბ------ კ-----–---–--ს,ადვოკატის – ია ბ----–---–ის,მსჯავრდებულის – ნ---------- ქ-----ს მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, გა-ნიხილა ნ---------- ქ-----ს ბრალდების №------------ სისხლის სამართლის საქმე.

ნ---------- ქ-----, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პი-რადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, ცოლშვილიანი, მცხოვრები ქ. ზ---------–---------------------------ში, მსჯავრდებულია ზუგდიდის რაიონული სასამარ-თლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექ-სის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის შესაბამისად 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამორთმეული აქვს სატრანსპორტო საშუალე-ბის მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმა-ნათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელისუფლე-ბის ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზა-დების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამორთ-მეული აქვს საექიმო საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვა-ნელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

aRwerilobiTi nawili:

ნ---------- ქ-----ს გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრი დაედო:

– ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის;

– განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვისათვის;

– ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის;

– განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკა-ნონოდ შემოტანისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2017 წლის 19 ოქტომბერს ნ---------- ქ-----მ თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეი-ძინა და შეინახა 0,79778 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი აბები, რასაც ინახავდა ქვედა საცვალში და ამ ხერხით 2017 წლის 19 ოქტომბერს 17:59 საათზე „სარფის“ სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართ-ველოში.

2017 წლის 19 ოქტომბერს ნ---------- ქ-----მ თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეი-ძინა და იმავე დღეს საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდე-ნობით 0,79778 გრამი „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რასაც უკანონოდ ინახავდა ქვედა საცვალში, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 2017 წლის 19 ოქტომბერს 18:04 საათზე ნ---------- ქ-----სგან პოლიციის მუშაკებმა ამოიღეს ხელვა-ჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში სასაზღვრო გამშვები პუნქტის ადმინისტრა-ციულ შენობაში მის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

2017 წლის 19 ოქტომბერს ნ---------- ქ-----მ თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეი-ძინა და შეინახა 0,0878 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რასაც ინახავდა ქვედა საცვალში და ამ ხერხით 2017 წლის 19 ოქტომბერს 18:59 საათზე „სარფის“ სასაზ-ღვრო-გამტარი პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.

2017 წლის 19 ოქტომბერს ნ---------- ქ-----მ თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეი-ძინა და იმავე დღეს საქართველოში უკანონოდ შემოიტანა 0,0878 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რასაც უკანონოდ ინახავდა ქვედა საცვალში, აღნიშნული ნარკო-ტიკული საშუალება 2017 წლის 19 ოქტომბერს 18:04 საათზე ნ---------- ქ-----სგან პო-ლიციის მუშაკებმა ამოიღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფში სასაზღვ-რო გამშვები პუნქტის ადმინისტრაციულ შენობაში მის მიმართ ჩატარებული პირადი ჩხრეკის შედეგად.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა ნ---------- ქ-----მ და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ია ბ----–---–მა, რომლებიც ითხოვენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით ნ---------- ქ-----ს მიმართ შეარდე-ბული სასჯელის შემსუბუქებას. მოთხოვნას ასაბუთებენ იმ მოტივირებით, რომ ნ----------- ქ----- აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს, არ არის წარსულში ნასამართლევი, ხასიათდება დადებითად, ჰყავს პენსიონერი, ავადმყოფი დედა და და, რომელიც ასევე არის ავადმყოფი, მწოლიარე მდგომარეობაში. თვითონაც დაავადებუ-ლია C ჰეპატიტით, მათი ოჯახი იმყოფება აღრიცხვაზე სოციალურად დაუცველი ოჯა-ხების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სახელმწიფოსგან იღებენ დახმარებას. დედას თავი-სი ჯანმრფელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია მოუაროს თავის თავს და მძიმე ავადმყოფ შვილსაც.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა პროკურორმა ბ------ კ-----–---–--მ, რომელიც შესაგებლით ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სააპელაციო საჩივარი და გასაჩივ-რებული განაჩენი დარჩეს უცვლელი.

საპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, მსჯავრდებულ ნ---------- ქ-----ს და მისი ინტერესების დამცველ ადვო-კატს ია ბ----–---–ს, რომლებიც ითხოვენ ნ---------- ქ-----ს მიმართ შეფარდებული სას-ჯელის შემსუბუქებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის გამოყენებით.

– სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ბ------ კ-----–---–--ს, რომელიც გასაჩივრე-ბულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სამართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ გააანალიზა საქმეში არსებული მტკიცებულებები, სააპელაციო სა-ჩივრის მოტივირებანი და მოთხოვნები, მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართ-ლოს მსჯავრდებულ ნ---------- ქ-----ს ქმედებისათვის მიცემული აქვს სწორი იურიდი-ული კვალიფიკაცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით, 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის პირვე-ლი ნაწილით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

რაც შეეხება სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას ნ---------- ქ-----ს მიმართ სასჯელის და-ნიშვნისას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის გამოყენებას, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად - ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას სასამართლო უფლებამოსილია, განაჩე-ნით დაადგინოს სასჯელის ნაწილის მოხდა, ხოლო დანარჩენი ნაწილის პირობით მსჯა-ვრად ჩათვლა, თუ ბრალდებული (მსჯავრდებული) აღიარებს დანაშაულს, (თუ პირს არ წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე), ასახელებს დანაშაულის ჩადენაში თანამონაწილეებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

დადგენილია, რომ ნ---------- ქ----- წასწრებულ იქნა დანაშაულის ჩადენისთანავე და დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომელთა მიერ, რის გამოც სააპელაციო პალატა ნ---------- ქ-----ს ვერ დაუნიშნავს სასჯელს საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 50-ე მუხლის გამოყენებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი ნ---------- ქ-----ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი, ხოლო სააპე-ლაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

d a a d g i n a :

ნ---------- ქ-----ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 22 დეკემბრის განაჩენი დარჩეს უცვლელი:

ნ---------- ქ----- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქ-ტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 09 (ცხრა) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვა-დით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვე-პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუ-თმეტი) წლის ვადით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ნ---------- ქ-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-3 ნაწილის საფუძველზე 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობ-რივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში – საჯარო ხელი-სუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩა-მოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის და-ფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ნ---------- ქ-----ს ზემოაღნიშნული, კანონით გათვაალისწინებული შეზღუდვების მოქ-მედების ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხ-დისთანავე.

ნ---------- ქ-----ს მიმართ სასჯელის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან – 2017 წლის 19 ოქტომბრიდან.

ნ---------- ქ-----ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.

ნივთიერი მტკიცებულება – ნ---------- ქ-----ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული 0,79778 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“ და 0,0878 გრამი ნარკოტიკუ-ლი საშუალება „ჰეროინი“, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანე-თის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეგზავნოს საქართველოს შს სამინისტროს შესაბა-მის სამსახურს და განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემ-დეგ.

სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის სააპე-ლაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

თავმჯდომარე: marine imerliSvili

მოსამართლეები: vera doliZe

maka gorgoZe