განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
010100116001373581
ინსტანცია
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/ბ-490-2018 წელი

№010100116001373581

g a n a C e n i

saqarTvelos saxeliT

3 აპრილი, 2019 წელი ქალაქი ქუთაისი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე: მარინე იმერლიშვილი

მოსამართლეები: ვერა დოლიძე

მაკა გორგოძე

სხდომის მდივანი - ლალი მსხილაძე

სახელმწიფო ბრალმდებლის – ირაკლი დონდოლაძის,ადვოკატის – დ----- ჯ--------ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე, განიხი-ლა ა---------– დ------ის ბრალდების №010100116001373581 სისხლის სამართლის საქ-მე.

ა---------– დ------ე, დაბადებული1----–-–------------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლო-ბის არ მქონე, მცხოვრები ქ---------–-----------------------------ში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გა-მართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწი-ლით და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.

aRwerilobiTi nawili:

ა---------– დ------ეს ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად ბრალი დაედო:

– ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენისა და შენახვისათვის;

– ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანისათვის.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის 7 მაისს, ა---------– დ------ემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარ-ფის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართვე-ლოში უკანონოდ შემოიტანა, მის მიერ უკანონოდ შეძენილი და შენახული - 0,0474 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და 0, 0025 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენით ა---------– დ------ე ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდ-გენილ ბრალდებებში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გა-ასაჩივრა პროკურორმა ირაკლი დონდოლაძემ, რომელიც ითხოვს ა---------– დ------ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირ-ველი ნაწილით და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით, რასაც ასაბუთებს იმ მოტივირე-ბით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ: პო-ლიციელთა ჩვენებებით, ა. დ------ის პირადი ჩხრეკის ოქმით, ქიმიური ექსპერტიზის დასკნვით, საზღვრის კვეთის მონაცემებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტითაა და-დასტურებული ა---------– დ------ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩა-დენა. სახელმწიფო ბრალმდებელი სააპელაციო საჩივარში ასევე აღნიშნავს, რომ მოსა-მართლემ არასწორი შეფასება მისცა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ ვიდეოფირს, რომლის დათვალიერების საფუძველზე დაადგინა, რომ ა. დ------ე 17:55 საათზე გამოჰ-ყავთ სარფის საბაჟოს ადმინისტრაციული შენობიდან და ამის საფუძველზე საეჭვოდ მი-იჩნია ა. დ------ის პირადი ჩხრეკის ოქმი. სინამდვილეში კი, ვიდეოფირის დათვალიე-რებისას შეუძლებელია დ------ისა თუ სხვა პირთა გარჩევა. შესაბამისი ექსპერტიზა კი დაცვის მხარეს არ ჩაუტარებია.

სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:

– აპელანტს, სახელმწიფო ბრალმდებელს, პროკურორ ირაკლი დონდოლაძეს, რომელ-მაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას და მოითხოვა მისი დაკმა-ყოფილება.

– გამართლებულ ა---------– დ------ის ინტერესების დამცველ ადვოკატს დ----- ჯ---------ეს, რომელიც გასაჩივრებულ განაჩენს მიიჩნევს კანონიერად, დასაბუთებულად, სა-მართლიანად და ითხოვს მის უცვლელად დატოვებას.

samotivacio nawili:

სააპელაციო პალატამ შეისწავლა ა---------– დ------ის ბრალდების სისხლის სამართ-ლის საქმის მასალები, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოტივირებანი და მოთხოვნები, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის საა-პელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფლდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

მოწმე გ-- შ----–-–---–მა ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს შსს ც---------–---------------–----------–-–------------------------------------------–--–- დეტექტივის თანამდებობაზე. 7 მაისს იმყოფებოდა სარფში, როცა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ა---------– დ------ე და ჰ---- ა-------–-–----- აპირებდნენ თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკის შემოტანას. ეს მოახსენა ხელმძღვანელს, მან პატაკი დააწერა გამომძიებელს, რომელმაც იგი ადგილზე დაჰკითხა. რაიმე საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა არ მიუღია. დ------ის და ჰ---- ა-------–-–-----ს დაკავების დროს სარფის საბაჟოზე არ ყოფილა. პოლიციელები ზუსტად ვინ იყო და ვინ არა არ ახსოვს, რამდენი-მე კაცი ახსოვს: მ------–--ე, ხ---–--ე და ხ---–--ე. სარფში ყველა იყო. მას ინფორმაცია ჰ---- ა-------–-–-----ზე და დ------ეზე ჰქონდა, რომელი შემოიტანდა ნარკოტიკს არ იცის. დადასტურებული ინფორმაცია იყო, რომ ჰქონდათ ნარკოტიკი და უნდა შემოე-ტანათ.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე გ-- ჯ-----–---მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს შსს ც--------–---------------–----------–-–------------------------------------------–--–- გამომძიებლის თა-ნამდებობაზე. 2016 წლის 07 მაისს მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია იმის თაო-ბაზე, რომ ა---------– დ------ე და ა------------------------–--ის მოქალაქე, ჰ---- ა--------–-–-----, აპირებდნენ თურქეთიდან საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანას. შესასრულებლად დაეწერა პატაკი ოპერატიული ინფორმაციის შესახებ. დაიწყო გამოძიება სსკ-ის 260-ე და 262-ე მუხლებით, ნარკოტიკული საშუალე-ბის უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე, აღნიშნუ-ლი პირების მიმართ. იმ დროისათვის თანამშრომლებთან ერთად იმყოფებოდა სარფში, სადაც დაკითხა პატაკის ავტორი გ-- შ----–-–---–-. 17:38 საათზე, საქართველოს საზ-ღვარი გადმოკვეთა, გაიარა განბაჟება და ადმინისტრაციულ შენობაში შემოვიდა ჰ---- ა-------–-–-----, რომელიც შენობაშივე შეაჩერეს თ-- მ-------–-–---–მა და ლ---- გ----------- და გაჩხრიკეს. ა---------– დ------ე ადმინისტრაციულ შენობაში შემოვიდა 17:45 საათზე, რომელიც ადგილზე დააკავეს. დაკავებაში მონაწილეობდნენ ი-----–- ბ-----–----, ი-----–- მ------–--ე, თ------ ხ---–--ე და ი----- მ-------. ა---------– დ------ეს ად-გილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ტანთმოსილი ჯინსის შარვლის მარ-ჯვენა ჯიბის პატარა ზომის ჯიბიდან ამოღებულ იქნა 2 ქაღალდის პაკეტი. ერთში იყო თეთრი ტაბლეტის ნატეხი, მეორეში მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება. დაკავების შემ-დეგ გადაყვანილი იქნა ადმინისტრაციულ შენობაში – გ-----------------ში, შემდეგ წარ-დგენილ იქნა ნარკოლოგიურში და განთავსდა დროებითი მოთავსების იზოლატორში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი-----–- მ------–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ა-----------–--–-------------------–------------------------------–-------------------–----------------------– განყოფილებაში. 2016 წლის 07 მაისს იმყოფებოდა სარფის საბაჟო გამშვები პუნქ-ტის ტერიტორიაზე. შემოვიდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ა---------– დ------ე და ა-------------- მოქალაქე ქ--–-------- აპირებდნენ ნარკოტიკის შემოტანას საქართველო-ში. პირველი შემოვიდა ა-------------- მოქალაქე. შემდეგ შემოვიდა ა---------– დ--------, რომელიც მათ უშუალოდ დააკავეს. შეაჩერა გამომძიებელმა გ-- ჯ-----–---მ. განუ-მარტა უფლებები. იყვნენ თ------ ხ---–--ე, ი----- მ------- და ი-----–- ბ-----–--ე. ჩხრეკდა გამომძიებელი. ამოღებულ იქნა 2 მოყვითალო ფერის შენაფუთი. ერთში იყო აბი, მეორეში - ფხვიერი ნივთიერება. ამოუღეს თანხა და ტელეფონი. გადაყვანილი იქნა ა-----------–-–----------------------------- სამმართველოში. ჩხრეკა თავიდან ბოლომდე ჩატარდა დარბაზში, სპეციალურ ოთახში. დ------ე ვინ ჩამოიყვანა არ ახსოვს.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე თ------ ხ---–--ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მუშაობს ქ----------------–--–-------------------–---ში. 2016 წლის 07 მაისს ც--------–---------------–----------–-–----------------------------- სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის მუნიციპალი-ტეტის სოფელ სარფში. დაახლოებით 4:00 საათისათვის შემოვიდა ინფორმაცია, რომ ა----------– დ------ეს და ა-------------- მოქალაქე, ჰ---- ა-------–-–-----ს უნდა გადმოე-ტანათ საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერება. დაახლოებით 17:40 საათზე, საბაჟო კონტროლი გაიარა ა-------–-–-----მ და შემოვიდა საქართველოს საზღვარზე. ამ დროს იმყოფებოდა სამუშაო ოთახში, რომელიც მდებარეობს სარფის საბაჟოს ადმინისტრაცი-ულ შენობაში. ამ პიროვნებასთან მივიდნენ გამომძიებელი ლ---- გ--------ე და თ-- მ--------–-–---–-. ა-------–-–-----ს კანონსაწინააღმდეგო არაფერი არ აღმოაჩნდა. დაახლოე-ბით 6-7 წუთში შემოვიდა ა---------– დ------ე, რომელიც გაჩერებული იქნა ი----- მ---------, ი-----–- ბ-----–--ის, ი-----–- მ------–--ის და გ-- ჯ-----–--ის მიერ. გ-- ჯ------–--ემ განუმარტა, თუ რატომ იყო დაკავებული. დ------ემ განაცხადა, რომ არ ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ, მისივე თანხმობით, მას ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც გ-- ჯ-----–--ის მიერ ჯინსის შარვლის მარჯვენა პისტონჩიკიდან ამოიღეს ორი შეკვრა გადახვეული მოყვითალო იზოლაციის ლენტით, რომელთა გახს-ნის შემდეგ ერთში აღმოჩნდა თეთრი ფერის ნატეხი, მეორეში - მოყვითალო ფერის ფხვიერი მასა. ამოღებული ნივთები, ფული და ტელეფონი დაილუქა და შედგენილ იქნა ოქმი. ა---------– დ------ე გადაყვანილი იქნა ც--------–---------------–----------–-–--------------------- ადმინისტრაციულ შენობაში. თვითონ დარჩა შენობაში. ვინ წაიყვანა ა---------– დ------ე არ ახსოვს. არ ხლებია იმ პირებს, ვინც წამოიყვანა დ------ე. თვი-თონ რომელი მანქანით წამოვიდა არ ახსოვს. კითხვაზე დ------ე ჯერ გაჩხრიკეს და შემ-დეგ დააკავეს თუ პირდაპირ დააკავეს, განაცხადა, რომ „პასუხი ჯ-----–---ს ვკითხოთ“.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

მოწმე ი----- მ-------მ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ 2016 წლის 7 მაისს შუადღის საათებში იმყოფებოდა სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე, რა დროსაც შემოვიდა ინფორ-მაცია, რომ ა-------------- მოქალაქეს ჰ---- ა-------–-–-----ს და ა---------– დ------ეს უნდა შემოეტანათ ნარკოტიკული საშუალება. პირველად შემოვიდა ქ--–-, რომელიც გა-სასვლელში იქნა დაკავებული თ-- მ-------–-–---–ისა და გამომძიებლის მიერ. დაახ-ლოებით 1-2 წუთში, ძალიან მალე შემოვიდა ა---------– დ------ე, რომელიც მის მიერ და მისი თანამშრომლების მიერ იქნა შეჩერებული დარბაზშივე. გამომძიებელმა განუ-მარტა მისი უფლება-მოვალეობები, უთხრეს საიდან იყვნენ, უთხრეს, რომ ინფორმაცია იყო შემოსული. მან თახმობა განაცხადა ჩხრეკაზე, წინააღმდეგობა არ ყოფილა. მათ ხე-ლი ჰქონდათ მოკიდებული იქეთ-აქეთ და გამომძიებელმა შარვლის წინა პატარა ჯიბი-დან ამოიღო წებოვან მოყვითალო ცელოფანში გახვეული რაღაც, ცელოფნის გახსნისას კიდევ ორ თეთრ ქაღალდში იყო შენაფუთი. ერთ თეთრ ქაღალდში გახსნისას იყო ტაბ-ლეტის ნატეხი თეთრი ფერის და მეორეში იყო ფხვიერი მასა, რის შემდეგაც გამომძიე-ბელმა დალუქა ადგილზე ხელი მოაწერა ყველამ, მათ შორის დ------ემაც. დ------ე მან, თ----- ხ---–--ემ, ი-----–- ბ-----–--ემ და ბ--------ემ შეაჩერეს, მ------–--ეც იყო. იგი 5-10 წუთის მერე წავიდა ბათუმში.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

ა---------– დ------ემ ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ მას სიძე და ბიძაშვილი უნდა გაეცილებინა თურქეთში და ასევე იქ ენახა ოჯახის წევრები, რომლებიც საბერძნეთიდან იყვნენ ჩამოსულები, მაგრამ ის და რამდენიმე ადამიანი არ შეუშვეს თურქეთში და გამო-აბრუნეს უკან. საქართველოს ტერიტორიაზე საპირფარეშოსთან მისვლამდე შეხვდა ჰა-ნიმ ა-------–-–-----, რომელსაც იცნობს ბათუმიდან და მეგობრობს მასთან. საპასპორ-ტო კონტროლის გავლის შემდეგ, ჯერ დააკავეს ჰ---- ა-------–-–-----, ხოლო რამდენი-მე წუთში მოხდა მისი დაკავება ი-----–- ბ-----–--ის მიერ. შეიყვანეს კაბინეტში, სადაც ჩაუტარეს ჩხრეკა, რის შემდეგაც მიაწოდეს ფურცელი, სადაც ეწერა, რომ კანონსაწინააღ-მდეგო არაფერი აღმოჩენილა. ჰ---- ა-------–-–----- გაიყვანეს, ხოლო მას უთხრეს, რომ ანალიზებზე უნდა წაეყვანათ. ხ---–--ემ და ბ-----–--ემ წამოიყვანეს. გამოსვლამდე ი-----–- ბ-----–--ე უკან მიბრუნდა ბორკილების ასაღებად. სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ ადმინისტრაციული შენობიდან გამოყვანის შემდეგ ჩასვეს თეთრი ფე-რის ჯიპში და ი-----–- ბ-----–--ემ და თ------ ხ---–--ემ წაიყვანეს ბათუმში. გ-- ჯ------–--ე და ი----- მ------- არ იმყოფებოდნენ სარფში. ბორკილები მანქანაში დაადეს და მიიყვანეს უ–-–---------–------ში. შესვლის დროს ი-----–- ბ-----–--ემ უთხრა, რომ „ეხ-ლა გექნება წამალი ჯიბეში შენო“. შენობაში ყოფნის დროს, იყო მუქარა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ნარკოტიკს უსვამდნენ სახეზე. პოლიციელებს მიმართა „რა-ტომ მიკეთებთ ამასო, აღრიცხვაზე არ ვარ ნამყოფი, სასამართლოში არ ვარ ნამყოფი, რას მერჩითო“. პირში ჩაუდეს ტაბლეტი და წყალს ასმევდენენ. დაუძახეს გამომძიებელ გ-- ჯ-----–---ს და შეიყვანეს სხვა ოთახში. გ-- ჯ-----–---ს დასახმარებლად მიმართა - „ახალგაზრდა ბიჭი ვარ და ცხოვრებას მინგრევენო“, რაზედაც გამომძიებელმა უპასუხა, რომ ეღიარებინა და საქმე გამოვიდოდა. ითხოვდა ადვოკატს და ოჯახში დარეკვას, რა-ზედაც უპასუხეს „შენ სად ბანაობ, რომელ საუკუნეში ხარო, აღიარე და დაგეხმარები-თო“. ამ დროს შემოვიდა ერთი თანამშრომელი, რომელიც იძახდა „კიდევ არ აღიარებს ბიჭო, სხვანაირად მივხედოთ ამასო“. ხელი მოაწერინეს დოკუმენტზე. ფიზიკური შეუ-რაცხყოფა მიაყენა ი-----–- ბ-----–--ემ. ფიქრობს, რომ შესაძლებელია, ჰ---- ა--------–-–-----სთან ერთად ელოდებოდნენ სხვა მამაკაცს და ამიტომ მოხდა შეცდომით მისი დაკავება.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, 2016 წლის 07 მაისს შედგენილი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქ-მის თანახმად, ა---------– დ------ის პირადი ჩხრეკა ჩატარდა ხ--–----------------–-----–----------------–--------------–------–------------------------------------–----–-–------ში. ჩხრეკა დაიწყო 17 საათსა და 53 წუთზე და დასრულდა 18 საათსა და 10 წუთზე. ჩხრეკა ჩაატარა საქართველოს შსს ც--------–---------------–----------–-–----------------------------- ა----------------–--- გამომძიებელმა, გ-- ჯ-----–---მ. ჩხრეკაში მონაწილეობდნენ: შსს ც--------–---------------–----------–-–----------------------------- ა----------------–--- თანამშრომლები: დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი ი-----–- ბ-----–--ე; დეტექტი-ვის თანაშემწე-გამომძიებელი - ი-----–- მ------–--ე, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიე-ბელი - თ------ ხ---–--ე და დეტექტივ-გამომძიებელი - ი----- მ-------. ა---------– დ-------ის პირადი ჩხრეკის შედეგად მისი ტანთმოსილი ჯინსის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბესთან არსებული პატარა ზომის ჯიბიდან ე. წ. „პისტონჩიკიდან“ ამოღებულ იქნა ორი ცალი ქაღალდის პაკეტი, შეფუთული მოყვითალო ფერის მწებავი ლენტით. ერთში მოთავსებულია თეთრი ფერის ტაბლეტის ნატეხი, ხოლო მეორე პაკეტში მოთავსებუ-ლია მოყავისფრო ფერის ფხვიერი ნივთიერება. ასევე მისი ტანთმოსილი შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა „სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი, ფუ-ლადი თანხა 215 ლარი, 50 ლირა და მის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, რომლებიც ასევე დაილუქა. ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები დაილუქა ორ პაკე-ტად.

საქმეში არსებული, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენ-ტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ 2016 წლის 08 მაისს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის №----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, მოყავისფრო ფერის ნივთიერება, ფხვნილის სახით, წონით 0, 3391 გრამი, შეიცავს 0, 0474 გრამ ნარკოტიკულ საშუალება - „ჰეროინს“, ხოლო ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული, თეთრი ფერის ტაბ-ლეტის ნატეხი, წონით 0,1287 გრამი, შეიცავს 0,0025 გრამ ნარკოტიკულ საშუალება „ბუ-პრენორფინს“.

ექსპერტმა ა----- თ----------–--ემ პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩვენების მიცე-მისას დაადასტურა, რომ ა---------– დ------ეს 2016 წლის 7 მაისს ნარკოტიკულ თრო-ბაზე შემოწმებისას დაუდგინდა „ოპიუმის“ ჯუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმა-რების ფაქტი.

(პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომის ოქმი)

საქმეში არსებული, საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ ა---------– დ-------ემ საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა 2016 წლის 7 მაისს.

პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამართლებელ განაჩენს საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები:

– მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს შორის არსებობს წინააღმდეგო-ბები. კერძოდ ისინი განსხვავებულ ჩვენებებს იძლევიან იმ ნაწილში, თუ ვინ წაიყვანა ა---------– დ------ე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან ბათუმში.

– პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერი და დადგენილად მიიჩნია, რომ მასზე ასახულია 2016 წლის 7 აპრილს 17:55 საათზე ა---------– დ------ის გაყვანა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან. აღნიშ-ნულის საფუძველზე საეჭვოდ მიიჩნია ა---------– დ------ის პირადი ჩხრეკის ოქმის სანდოობა, რადგან ჩხრეკის ოქმის მიხედვით ჩხრეკა მიმდინარეობდა 17:53 საათიდან 18.10 საათის შუალედში, მაშინ როცა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოთ მი-თითებულმი მტკიცებულებით 17:55 საათზე იგი გაიყვანეს სარფიდან.

პირველი ინსტანციის სასამართლომ თავისი პოზიციის გასამყარებლად მიუთითა ადა-მიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, კერძოდ, საქმეზე – „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia), რომლის თანახმად არ შეიძლება პოლიციელების ჩვენებების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება მხოლოდ მათი სტატუსი-დან გამომდინარე, საპირისპირო არგუმენტების შეფასების გარეშე.

სააპელაციო პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსამართლის შეფასებას, შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებზე და განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში დაიკითხა პოლიციის 5 თა-ნამშრომელი – გ-- შ----–-–---–ი, გ-- ჯ-----–---, ი-----–- მ------–--ე, თ------ ხ---–--ე, ი----- მ-------. ისინი თავიანთ ჩვენებებში ერთნაირად უთითებენ ძირითად ფაქტობ-რივ გარემოებებზე. კერძოდ:

– რომ არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ა---------– დ------ე და ა------------------------–--ის მოქალაქე ჰ---- ა-------–-–----- აპირებდნენ თურქე-თიდან საქართველოში ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შემოტანას.

– რომ პირველად, 17:38 საათზე, საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჰ---- ა-------–------მ, ხოლო 17:45 საათზე საზღვარი გადმოკვეთა ა---------– დ------ემ.

– რომ ა---------– დ------ეს ადმინისტრაციულ შენობაში ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და მისგან ამოოღებული იქნა 2 ქაღალდის პაკეტი. ერთში იყო თეთრი ტაბლეტის ნატეხი, მეორეში – მოყავისფრო ფხვიერი ნივთიერება.

სააპელაციო სასამართლოს არავითარი ეჭვის საფუძველი არ გაჩნია პოლიციის თანამ-შმრომელთა ჩვენებების სანდოობაში, რადგან ისინი გარდა იმისა, რომ თანმიმდევრუ-ლია ერთმანეთთან, ასევე სრულ თანხვედრაში არიან საქმის სხვა მტკიცებულებებთან, კერძოდ – პირადი ჩხრეკის ოქმთან, ქიმიური ექსპერტიზის დასკვნასთან.

აქვე სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს საქართველოს უზენაესი სასამართ-ლოს 2017 წლის 10 მაისის გადაწყვეტილებას (საქმე №96აპ-17), სადაც მან განმარტა, რომ საქმეზე „ოჩელკოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (Ochelkov v. Russia) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდი-ნარე, დაეთანხმა განმცხადებლის მოსაზრებას, რომ პოლიციელების განცხადებები მცი-რე მნიშვნელობის იყო, რადგან არ იყო განმტკიცებული არანაირი მტკიცებულებებით (პუნქტი 90), რაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე პოლიცელ-თა ჩვენებებს იმთავითვე მცირე (ისევე როგორც აღმატებული) მნიშვნელობა აქვს. პო-ლიცელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს თითოეული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, იმის მიხედვით, თუ მთლიანობაში რამ-დენად კეთილსინდისიერად, დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად მიმდინარეობდა წინასასამართლო გამოძიება.

(საქმე №96აპ-17, 10 მაისი 2017 წ. პუნქტი11)

რაც შეეხება დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ და პირველი ინსტანციის სასამართ-ლოში გამოკვლეულ ვიდეოჩანაწერს, რომლის საფუძველზეც სასამართლომ საეჭვოდ მიიჩნია პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები და ა. დ------ის პირადი ჩხრეკის ოქმი, პალატამ გულდასმით შეისწავლა პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულება – ვიდეოჩანაწერი და გაუგებარია, როგორ მიიჩნია მოსამართლემ დად-გენილად, რომ 17:55 საათზე ა. დ------ე გამოიყვანეს სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის ადმინისტარციული შენობიდან, მაშინ როდესაც აღნიშნულ ვიდეოჩანაწერზე არ ჩატა-რებულა ექსპერტიზა და შეუძლებელია ადამიანების გარჩევაც კი.

ამდენად, დაცვის მხარის აღნიშნული მტკიცებულებით შეუძლებელია ეჭვქვეშ დადგეს პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებები და ა. დ------ის პირადი ჩხრეკის ოქმი.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაპყრობს პირველი ინსტანციის სასამართლოს გან-აჩენში გამამართლებელი განაჩენის დადგენის საფუძვლად მითითებულ კიდევ ერთ გ-არემოებას. კერძოდ: მოსამართლე აღნიშნავს, რომ პოლიციის თანამშრომლის ი----- მ------ის ჩვენება ეწინააღმდეგება დანარჩენი მოწმეების ჩვენებებს იმ ნაწილში, რომ ი. მ-------მ დაკითხვისას მიუთითა, რომ ჩხრეკაში მონაწილეობდნენ ი. ბ-----–--ე, თ. ხ----–--ე და ბ--------ე, მაშინ როცა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად ბ---------ე არ მონაწილეობდა ჩხრეკაში და მას არ ახსენებენ სხვა პოლიციელები.

სააპელაციო პალატა ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ა. დ------ის დაკავებისა და პირა-დი ჩხრეკის ოქმის თანახმად აღნიშნულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირად მითითებული არ არის ბ--------ე. სხვა პოლიციის თანამშრომლებიც (ი. ბ-----–--ე, ი.მ-------–--ე, თ. ხ---–--ე, ი. მ-------) არ მიუთითებენ მასზე და აღნიშნავენ, რომ ჩხრეკაში მონაწილეობდნენ თ. ხ---–--ე, ი. მ------- და ი-----–- ბ-----–--ე. თუმცა მხოლოდ ის გარემოება, რომ ი. მ-------მ მიუთითა ბ--------ეზე, როგორც ჩხრეკაში მონაწილე პირზე არ წარმოადგენს დანარჩენ პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებში ეჭვის შეტანის სა-ფუძველს.

სააპელაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასც, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეები დაიკითხნენ 2016 წლის 7 მაისს მომხდარ ფაქტთან დაკავში-რებით და პალატა არ გამორიცხავს, რომ პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც მონა-წილეობას იღებენ არაერთ საგამოძიებო მოქმედებაში, შემთხვევიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ აღარ ახსოვდეს ჩხრეკაში მონაწილე პირები, ან ის პირები, ვინც ა. დ------ე სარფის საბაჟო გამშვები პუნქტიდან გადაიყვანა ბათუმის განყოფილებაში.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწი-ლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სა-მართლიანი.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

სააპელაციო პალატამ ზემოანღიშნული მტკიცებულებების შეფასების შედეგად დაასკვ-ნა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოადგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვ-ლეული უტყუარი და ურთიერთთავსებადი მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ა---------– დ------ის მიერ საქართველოს სისხლის სამარ-თლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილითა და იმავე კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწი-ლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძი-მეს. ამდენად, განაჩენის სამართლიანობა უკავშირდება სწორედ სასჯელს.

სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმა-ნათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასჯელის სიმკაცრე ქმედების გასაკიცხაობას უნდა უტოლდებოდეს. ამასთან, სასამარ-თლო აღნიშნავს, რომ გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულის პიროვნება და სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვა-ტური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელი უნდა იყოს თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. სასჯელის გამოყენება უნდა ეფუძნებოდეს ინდივიდუალურ გარემოებებს, ქმედებიდან მომდინარე საფრთხეებს, ქმედების ჩადე-ნის წინაპირობებს, მოტივებს, შედეგებს, ბრალეულის პიროვნებას. სასჯელის ინდივი-დუალიზაციის პრინციპი სისხლის სამართალში ნიშნავს იმას, რომ სასჯელი უნდა და-ინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანა-შაულის გარემოებათა გათვალისწინებით.

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რე-სოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდე-ბულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით, ხოლო მე-3 ნაწილის თანახ-მად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამ-ცირება.

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, არა მისი სიმკაცრე, არამედ მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირე-ბა უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუს-ტით შეფასების შესაბამისი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯე-ლად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვს წლამდე, ხოლო საქართვე-ლოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელად ითვა-ლისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხა-სიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმ-დეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვა-ლისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------– დ------ეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზო-მად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, ხოლო სა-ქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯე-ლის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

სააპელაციო პალატა ითვალისწინებს რა იმ გარემოებას, რომ ა---------– დ------ე არ არის წარსულში ნასამართლევი, მიიჩნევს, რომ მის მიმართ დანაშაულთა ერთობლიო-ბით საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხ-ლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრული სასჯელთა შთანთქმის წესი და უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სას-ჯელი და საბოლოოდ, ა---------– დ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

სასამართლო მიიჩნევს, რომ სასჯელის ასეთი სახე და ზომა გახდება საფუძველი მო-მავალში ა----------– დ------ის საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამ-ციროს ა---------– დ------ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

ასევე, ა---------– დ------ეს როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობს „ნარკო-ტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, უნდა ჩამოერთვას ამ კანონით გათვალისწინებული უფლებები, კანონში მითითებული ვადებით.

sarezolucio nawili:

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და

daadgina:

გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ივლისის გამამართლებელი განაჩენი ა---------– დ------ის მიმართ.

ა---------– დ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სიხლის სამართლის კო-დექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯე-ლის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვა-ლისწინებული დანაშაულისათვის – თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

საქართველოს სიხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამი-სად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, ა---------– დ------ეს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განე-საზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.

მასვე, „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანო-ნის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად 05 (ხუ-თი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკა-ტო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფ-ლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარე-ბის უფლება; ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო და ფარმაცევტული საქ-მიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

ა---------– დ------ეს კანონით გათვალისწინებული უფლებების შეზღუდვის მოქმედე-ბის ვადის დენა დაეწყოს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე.

ა---------– დ------ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 10 მაისის განჩინებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმებულია.

ა---------– დ------ეს მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში გატარებული დრო - 2016 წლის 7 მაისიდან 2016 წლის 11 მაისის ჩათვლით.

მოეხსნას ყადაღა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 მაისის განჩინებით დაყადაღებულ რ----- დ------ის (პ/ნ: 6----------) საკუთრებაში არსებულ უძრავი ქო-ნების (მდებარე: ქ------------------------------, საკადასტრო კოდი: 0------------------) 20 000 ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.

გაუქმდეს პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საგამოძიებო ორგა-ნოში ჩაბარების ვალდებულება და პირადობის მოწმობა დაუბრუნდეს ა---------– დ-------ეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – ნარკოტიკული საშუალებები განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწ-ყვეტილების მიღების შემდეგ.

ნივთმტკიცება – ვიდეოთვალის ჩანაწერი ერთ ცალ DVD დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

ა---------– დ------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან და დაკავე-ბის შემდეგ შესახლებულ იქნეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებუ-ლებაში.

განაჩენი აღსასრულებლად გაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ა------------ შს პოლიციის დეპარტამენტს.

სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სა-მართლის საქმეთა პალატაში მისი დადგენიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ქუთაისის საა-პელაციო სასამართლოს მეშვეობით, საკასაციო წესით.

თავმჯდომარე: marine imerliSvili

მოსამართლეები: vera doliZe

maka gorgoZe