განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100116001635411
საქმე №1/ბ-432-2017წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
09 იანვარი, 2018 წელი ქ.ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვერა დოლიძე (თავმჯდომარე)
მარინა სირაძე, თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივნის _ ლევან ტაბიძის
სახელმწიფო ბრალმდებლის _ ა----–--- წ---------ს
ადვოკატების – ტ----- ჭ--–--ის, გ------- მ----–--ის
მსჯავრდებულის – კ------- გ--------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულ კ------- გ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---- შ-----ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №1-----------) კ------- გ--------ის მიმართ, დაბადებულის 1----–-–---------------------------–-, საქართველოს მოქალაქის, საშუალო-ტექნიკური განათლების მქონის, დაოჯახებულის, ნასამართლევის, მცხოვრების ხ--–----------------------------–-------–---–-, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ე” და მეექვსე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით და 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და მეოთხე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენით:
ბრალდებული კ------- გ--------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ე” და მეექვსე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და მეოთხე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ე” და მეექვსე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და მეოთხე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კ------- გ--------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, კ------- გ--------ეს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამოერთვა 5 (ხუთი) წლის ვადით; საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება – 10 წლის ვადით; ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება – 15 წლის ვადით. აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა კ------- გ--------ეს უნდა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ.
მსჯავრდებულ კ------- გ--------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან – 2016 წლის 16 ნოემბრიდან.
კ------- გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა.
ამავე განაჩენით გადაწყდა ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ: კ------- გ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო კ------- გ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მობილური ტელეფონები, დალუქული ორ პაკეტად, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
განაჩენის მიხედვით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ კ------- გ--------ემ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი იმის მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული დანაშაული და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით ნასამართლევმა კ------- გ--------ემ, ნასამართლობის გაქარწყლებამდე, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, თურქეთის რესპუბლიკაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 0,463 გრამი ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 57 (ორმოცდაჩვიდმეტი) ცალი მთელი აბი და 0,352 გრამი აბის ნატეხები, რაც მან 2016 წლის 16 ნოემბერს, არაერთგზის, სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გამოვლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ კ------- გ--------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ---- შ-----ემ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებულ განაჩენში ცვლილების შეტანა და კ------- გ--------ის უდანაშაულოდ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და მეოთხე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
სასამართლო განაჩენის დადგენისას დაეყრდნო მხოლოდ საქმის შედეგით დაინტერესებული მოწმეების ჩვენებებს, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ კ------- გ--------ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. მოწმეებმა სასამართლოს მიაწოდეს ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი ინფორმაციები, ხოლო ბრალდებულმა ლოგიკურად და თანმიმდევრულად განმარტა, რომ მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება შეიძინა საქართველოში, სოფელ სარფში და თურქეთის რესპუბლიკიდან არ შემოუტანია. რაც შეეხება ჩხრეკის ოქმში მითითებას, რომ, თითქოს, მან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება შეიძინა თურქეთის რესპუბლიკის ქ.ტრაპზონში, არის მცდარი და აღნიშნული განპირობებული იყო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მასთან საპროცესო შეთანხმების დადების დაპირებით.
მსჯავრდებულ კ------- გ--------ის ჩხრეკის ოქმის თანახმად, მისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალების კონვალუტები შეკრული იყო მწებავი ლენტით, თუმცა ოქმში მითითებული არ არის, რომ აღნიშნული კონვალუტები მსჯავრდებულს მიმაგრებული ჰქონდა ე.წ. სკოჩით და რომ ეს უკანასკნელი ჩხრეკის შედეგად იქნა ამოღებული. მიუხედავად ამისა, სასამართლოს მიერ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ამოღებული ნარკოტიკული საშუალება კ------- გ--------ეს დამაგრებული ჰქონდა შარვლის შიდა ნაწილზე მწებავი ლენტით, რაც სასამართლომ გამოიყენა იმის დასასაბუთებლად, რომ მსჯავრდებული საზღვრის კვეთიდან მის შეჩერებამდე იმყოფებოდა პოლიციის თანამშრომელთა მეთვალყურეობის ქვეშ და მას არ ჰქონდა შესაბამისი დრო და საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე განეხორციელებინა ნარკოტიკული საშუალების ამ სახით დამაგრება.
სასამართლომ უსაფუძვლოდ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ნაწილში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაუშვებლად უნდა ყოფილიყო მიჩნეული, ვინაიდან, მოწმეთა მიერ ინფორმაციის მიღებიდან ბრალდებულის დაკავებამდე განხორციელებული მოქმედებები (სპეციალურ ბაზაში პერსონალური მონაცემების მოპოვება, ვიზუალური კონტროლი), რომლებიც თავიანთი ბუნებით და შინაარსით წარმოადგენენ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს, განხორციელდა უკანონოდ, შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირების დავალებისა და თანხმობის გარეშე.
სააპელაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა კ------- გ--------ემ, ასევე მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა ტ----- ჭ--–--ემ და გ------- მ----–--ემ მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ სააპელაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება, ხოლო სახელმწიფო ბრალმდებელმა ა----–--- წ---------მ ითხოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და მეოთხე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში კ------- გ--------ის უდანაშაულობის შესახებ, ვინაიდან, თვლის, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებები მსჯავრდებულ კ------- გ--------ის მიერ საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონოდ შემოტანის ფაქტის დასადასტურებლად, ხოლო სხვა ისეთი მტკიცებულებები, რომლებითაც გაბათილდებოდა ან ეჭვქვეშ დადგებოდა ამ ნაწილში მის მიმართ შერაცხული ბრალდება, საქმეში არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ბრალდების ამ ნაწილში კ------- გ--------ის გამართლების შესახებ არის უსაფუძვლო და არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან. კერძოდ:
საზღვრის კვეთის მონაცემებით დადგენილია, რომ კ------- გოგოტიძემ საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოში შემოვიდა 2016 წლის 16 ნოემბერს, 19 საათსა და 16 წუთზე. პირადი ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ იმავე დღეს, 19 საათსა და 20 წუთზე, ე.ი. საქართველოში შემოსვლიდან 4 წუთში, კ------- გ--------ე პოლიციის თანამშრომლების მიერ შეჩერებული იქნა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მის მიერ ნებაყოფლობით იქნა წარმოდგენილი წელზე გაკეთებულ სარტყელსა და მუცელს შორის მოთავსებული მწებავი ლენტით შეკრული ქარხნული წესით დამზადებული შვიდი კონვალუტა, ერთი ცალი გაჭრილი კონვალუტა და ერთი ტაბლეტი, ერთობლიობაში ორმოცდათვრამეტი ცალი ტაბლეტი, კონვალუტაზე წარწერით „suboxone”. ასევე პირადი ჩხრეკის შედეგად სხვა ნივთებთან ერთან ამოღებული იქნა საქართველოს მოქალაქის საზღვარგარეთ გასამგზავრებელი პასპორტი, გაცემული კ------- გ--------ის სახელზე. აღნიშნულის თაობაზე შედგა სათანადო ოქმი, ხოლო ამოღებული ნივთები დაილუქა შესაბამისი ლუქით.
მოწმის სახით დაკითხული პოლიციის თანამშრომლების _ ი-----–- კ-–--ის, რ---- დ------ის, მ------ ფ----------ის, ჯ--- შ------–---–ის და ჯ----– ბ---–----ის ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2016 წლის 16 ნოემბერს სამმართველოში შევიდა ოპერატიული ოპერატიული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კ------- გ--------ეს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უნდა შემოეტანა ნარკოტიკული საშუალება. აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე რ---- დ------ე, მ------ ფ----------ე, ჯ--- შ------–---–ი და ჯ----– ბ---–----ე გავიდნენ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტში, სადაც თვალყურს ადევნდებდნენ კ------- გ--------ეს. ამ უკანასკნელმა 19:16 საათზე მარტო გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გაიარა საპასპორტო კონტროლი, რის შემდეგაც დატოვა საბაჟოს შენობა და გავიდა ბათუმის მიმართულებით გზაზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, სანამ შეაჩერებდნენ, კ------- გ--------ე იმყოფებოდა მათი ყურადღების ქვეშ, არ გასულა მათი თვალთახედვის არიდან და არავის შეხვედრია. იგი მათ მიერ შეჩერებული იქნა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გამოსასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, იმ დროს, როდესაც აპირებდა მიკროავტობუსში ჩაჯდომას. ამის შემდეგ კ------- გ--------ეს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მან ნებაყოფლობით წარმოადგინა წელის არეში, სარტყელის შიგნით მოთავსებული კონვალუტები, სულ 58 ტაბლეტი, რომლებიც, მისივე განმარტებით, იყო ნარკოტიკული საშუალება სუბოქსინი.
საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის №ქ---- დასკვნით დადგენილია, რომ კ------- გ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ 57 ცალ მთლიან ტაბლეტსა და 0,352 გრამ ტაბლეტის ნატეხებში ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის საერთო რაოდენობრივი შემცველობა შეადგენდა 0,463 გრამს.
ნარკოლოგიური გამოკვლევის დასკვნით დადგენილია, რომ 2016 წლის 16 ნოემბერს ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად კ------- გ--------ეს დაუდგინდა სწორედ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის და ტეტრაჰიდროკანაბინოლის (მარიხუანის) მოხმარების ფაქტი.
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ კ------- გ--------ეს პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება საქართველოში არ შემოუტანია, ვინაიდან, აღნიშნული არ შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებითაც დადგენილია, რომ კ------- გ--------ეს ჩხრეკა ჩაუტარდა თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლის მომენტიდან ძალიან მცირე დროში _ 4 წუთში, ამასთან, მის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთიდან ჩხრეკის ჩატარებამდე მას მუდმივად ადევნებდნენ თვალყურს პოლიციის თანამშრომლები, რა დროსაც იგი მათი თვალთახედვის არიდან არ გასულა და არავის შეხვედრია, რაც პალატის შეფასებით, გამორიცხავს კ------- გ--------ის მიერ ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შეძენის შესაძლებლობას და უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი აბები მან ნამდვილად თურქეთის რესპუბლიკაში შეიძინა და შეინახა უკანონოდ, რის შემდეგაც ასევე უკანონოდ შემოიტანა საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით.
სააპელაციო პალატა ვერ დაეთანახმება აპელანტი მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პოლიციელთა ჩვენებები არის ურთიერთგამომრიცხავი და არადამაჯერებელი. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ჩვენებების სანდოობაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან, ისინი არის თანმიმდევრული, სარწმუნო და სრულად თანხვდენილია როგორც ერთმანეთთან, ისე საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებთან. პალატა ასევე არ იზიარებს სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებას მტკიცებულებათა დაუშვებლობის შესახებ, ვინაიდან, საქმის მასალების შესწავლისა და გაანალიზების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მოპოვებისას რაიმე სახის კანონდარღვევა არ გამოვლენილა, კ------- გ--------ის მიმართ საპროცესო მოქმედებები ჩატარებულია კანონის მოთხოვნათა დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება კ------- გ--------ის მიერ როგორც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენისა და შენახვის, ასევე საქართველოში მისი არაერთგზის უკანონოდ შემოტანის ფაქტი და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. შესაბამისად, არ არსებობს წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და კ------- გ--------ის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და მეოთხე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის საფუძველი.
რაც შეეხება სასჯელს, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ კ------- გ--------ისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულის პიროვნებას, ისე მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს და იმავდროულად, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა.
ამდენად, სააპელაციო პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი კ------- გ--------ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად, ხოლო მსჯავრდებულ კ------- გ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---- შ-----ის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მსჯავრდებულ კ------- გ--------ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ გ---- შ-----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2.ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ივლისის განაჩენი კ------- გ--------ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
3.კ------- გ--------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ე” და მეექვსე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და მეოთხე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ე” და მეექვსე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით.
–საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ბ” და მეოთხე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.
4.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით კ------- გ--------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით, რისი ათვლაც დაეწყოს დაკავების დღიდან – 2016 წლის 16 ნოემბრიდან.
5.”ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ„ საქართველოს კანონის შესაბამისად, კ------- გ--------ეს 5 (ხუთი) წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 10 (ათი) წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; ხოლო 15 (თხუთმეტი) წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება. აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადა აითვალოს კ------- გ--------ის მიერ სასჯელის მოხდის მომენტიდან.
6.კ------- გ--------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმებულია.
7.ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად: კ------- გ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო კ------- გ--------ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი და მობილური ტელეფონები, დალუქული ორ პაკეტად, რომლებიც ინახება საქართველოს შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
8.განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
9.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ.თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
თავმჯდომარე /ვ.დოლიძე/
მოსამართლეები: /მ.სირაძე/
/თ.სვანიძე/