განაჩენი

სისხლის სამართლის 11.02.2019
საქმის ნომერი
330100118002402415
ინსტანცია
თარიღი
11.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 3-----------------

საქმე №1/ბ-1697-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

01 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე: მანუჩარ კაპანაძემ

 

ნინო სოლომნიშვილის მდივნობით,პროკურორ - დ------–----–---–ის,ადვოკატ - გ--------------ის,მსჯავრდებულ - ხ--------–--–---–ის მონაწილეობით,მსჯავრდებულ ხ--------–--–---–ის ადვოკატ გ--------------ის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, ზეპირი მოსმენით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე:

 

ხ--------–--–---–ის მიმართ - დაბადებული 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ბათუმი, გ--–---------------------------; დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

წარდგენილი ბრალდების მიხედვით:

 

ხ--------–--–---–ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით.

 

მის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევი ხ--------–--–---–ი 2018 წლის 13 მარტს, თ---–--–--------------------------–ი მდებარე სასტუმრო „კოლხეთის“ მეორე სართულზე განთავსებულ სახინკლეში შევიდა მეგობრებთან ერთად, რა დროსაც, ამავე სახინკლეში მყოფი ეროვნებით აზერბაიჯანელი ი--–------------ი მიიპატიჟა საკუთარ მაგიდასთან. ი--–------------მა სუფრასთან შეიძინა ერთი ბოთლი არაყი, საფულის გახსნისას ხ--------–--–---–მა შეამჩნია მის საფულეში მოთავსებული აშშ დოლარის კუპიურები, რა დროსაც ხ--------–--–---–ს წარმოეშვა განზრახვა - დაუფლებოდა ი--–------------ის კუთვნილ თანხას. თავისი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ხ--------–--–---–მა ი--–------------ი ჩაიყვანა პირველ სართულზე, რა დროსაც მუქარის ტონით მოსთხოვა ფული, ჩაარტყა სახეში და წაართვა 230 აშშ დოლარი. აღნიშნული ქმედებით ი--–------------ს მიადგა 230 აშშ დოლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენით:

 

ხ--------–--–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ხ--------–--–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა ხ--------–--–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით, შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, ხ--------–--–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ხ--------–--–---–ის სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან - 2018 წლის 14 მარტიდან.

 

პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ხ--------–--–---–მა ჩაიდინა ძარცვა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

ხ--------–--–---–ი 2018 წლის 13 მარტს, თბილისში, ა---------------------ში მდებარე სასტუმრო „კოლხეთის“ მეორე სართულზე განთავსებულ სახინკლეში იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად, რა დროსაც ამავე სახინკლეში შევიდა ეროვნებით აზერბაიჯანელი ი--–------------ი, რომელიც ხ--------–--–---–მა მიიპატიჟა თავის მაგიდასთან. შემდეგში ხ--------–--–---–მა ი--–------------ს აშკარად გასტაცა 230 აშშ დოლარი. აღნიშნული ქმედებით ი--–------------ს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ ხ--------–--–---–ის ადვოკატმა გ--------------მა, რომელიც ითხოვს ხ--------–--–---–ის უდანაშაულოდ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.

 

აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი, ვინაიდან იგი არ გამომდინარეობს სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობიდან. დაცვის მხარე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ხ--------–--–---–მა ნამდვილად გამოართვა ფულადი თანხა დაზარალებულ ი--–------------ს, თუმცა სადავოა ის გარემოება, თუ რამდენად კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებდა მსჯავრდებული თანხის დაუფლების მომენტში. სასამართლომ კი საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს მისცა არასწორი ინტერპრეტაცია; მათ შორის, დაზარალებულის ჩვენება გადმოცემულია არა იმ სახით, რაც მან არსებით სხდომაზე რეალურად განმარტა. დაზარალებულის განმარტებით, პირველად მისი ცალკე გაყვანის დროს, ხ--------–--–---–ს არანაირი ძალადობა არ განუხორციელებია, პირიქით მას მეგობრულად სთხოვა გარკვეული თანხა. ამასთან, ადვოკატი მიუთითებს, რომ დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის როგორც შემთხვევის ადგილზე მყოფი სხვა მოწმეების ჩვენებებთან, ასევე საქმის მასალებში წარმოდგენილ მტკიცებულებებთან, რის გამოც სასამართლოს მიერ არ უნდა მომხდარიყო მისი გაზიარება. დამცველის განმარტებით, თუ სასამართლომ დაზარალებულის ჩვენება ვერ გაიზიარა იმ ნაწილში, სადაც მის მიმართ ძალადობას აღწერდა, საინტერესოა, რა გახდა საფუძველი გაზიარებული ყოფილიყო მისი ჩვენება სხვა ნაწილში, როცა იგი აშკარად წინააღმდეგობაში მოდიოდა მოწმეთა ჩვენებებთან.

 

აპელანტი ასევე მიუთითებს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლო იყო მიკერძოებული, ვინაიდან მას ხ--------–--–---–ის წარსული ნასამართლობების გამო წინასწარ ჰქონდა საკუთარი აზრი ჩამოყალიბებული საქმესთან დაკავშირებით და დაარღვია მხარეთა შეჯიბრებითობისა და თანასწორობის პრინციპი.

 

სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულმა ხ--------–--–---–მა და მისმა ადვოკატმა მხარი დაუჭირეს დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას.

 

პროკურორმა იშუამდგომლა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნებს, ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, განაჩენი დასაბუთებულია, როდესაც მასში წარმოდგენილი დასკვნები, როგორც მტკიცებულების ცალკეულ საგანთან მიმართებით, ასევე მთლიანობაში - პირის ბრალეულობისა თუ უდანაშაულობის თაობაზე, გამომდინარეობს საქმის რეალური ფაქტობრივი გარემოებებიდან და შეესაბამება ამ გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში არსებულ უტყუარ და სარწმუნო მტკიცებულებებს.

 

სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს; სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად; მსჯავრდებულ ხ--------–--–---–ის დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება და იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი, კერძოდ:

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა ი--–------------მა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ქ. თბილისში, საიდანაც მეორე დღეს უნდა წასულიყო სტამბოლში. სადგურის მოედანზე შევიდა ერთ-ერთ რესტორანში და შეუკვეთა სადილი. შეკვეთის მოლოდინში მასთან მივიდა ერთი პირი (ბრალდებულის ერთ-ერთი მეგობარი) და მიიპატიჟა სუფრასთან, სადაც იჯდა 3-4 პირი. მიპატიჟებაზე უარი უთხრა და განუმარტა, რომ მარტო ერჩივნა ესადილა. თუმცა შემდეგ მასთან მივიდა მეორე პირი (მიუთითა ხ--------–--–---–ზე), მაგიდიდან საჭმელი გადაიტანა თავის სუფრაზე და კიდევ ერთხელ უთხრა მათ მაგიდასთან დამჯდარიყო. მათთან ერთად დალია რამდენიმე ჭიქა არაყი, რის შემდეგაც ბრალდებულმა უთხრა - ცოტა ხნით დაბლა ჩასულიყვნენ. ისინი შეჩერდნენ კიბესთან, სადაც ხ--------–--–---–მა უთხრა - ხომარ ქონდა გარკვეული თანხის მიცემის საშუალება, რადგან მათი მეგობარი მეორე დღეს მიდიოდა ციხეში და მისთვის ესაჭიროებოდათ. მან (ი--–------------მა) ამოიღო საფულე, ხელი დააფარა მასში არსებულ დოლარის კუპიურებს, დაანახა 35 ლარი და უთხრა, რომ მხოლოდ ეს თანხა ჰქონდა. ამ დროს ხ--------–--–---–მა საფულე წაართვა და უთხრა - ეს რა კაცობაა, რომ დოლარი გაქვს და ლარს მაჩვენებო, რაზედაც უპასუხა, რომ მეორე დღეს თურქეთში მიდიოდა და თვითონ სჭირდებოდა ეს თანხა, თუმცა ხ----მ უთხრა - არ მაინტერესებსო. საფულეში ჰქონდა 230 დოლარი, რაც მთლიანად წაართვა ხ--------–--–---–მა და ავიდა კიბეზე, თუმცა მალევე უკან მობრუნდა და 100 დოლარი დაუბრუნა. ამასთან გააფრთხილა, რომ ჩუმად ყოფილიყო, რა დროსაც თავი ჩაარტყა ცხვირის არეში და კვლავ ავიდა კიბეებზე. თავადაც გაყვას მას, კვლავ დასხდნენ მაგიდასთან და მათთან ერთად დალია ერთი ჭიქა. მოგვინაებით განუმარტა, რომ საპირფარეშოში უნდოდა გასვლა და ქვევით ჩავიდა. მას ხ--------–--–---–იც უკან გაყვა და აგრესიული ტონით უთხრა, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა. იგი (ი--–------------ი) შევიდა საპირფარეშოში და შეეცადა დაერეკა 112-ში, მაგრამ ვინაიდან ნასვამი იყო, მისამართი სწორად ვერ უთხრა, ამასთან, ხ---- ხ--–-–---–- კარზე უკაკუნებდა, რის გამოც საერთოდ გამორთო ტელეფონი და ჯიბეში ჩაიდო. კარის გაღების შემდეგ ხ--------–--–---–ი შევიდა მასთან საპირფარეშოში, კითხა თუ რას მალავდა ჯიბეში და მის მიერ დაბრუნებული 100 დოლარიც გამოართვა და ტელეფონიც. ამასთან, კვალავ გააფრთხილა, რომ ჭკვიანად ყოფილიყო და მათთან ერთად დამჯდარიყო მაგიდასთან. როდესაც მაგიდასთან დაბრუნდნენ, ხ--------–--–---–ს მხოლოდ ერთი მეგობარი დახვდა, დანარჩენები წასულები იყვნენ. იმ მეგობარმა ხ----ს უთხრა, რომ სიგარეტს იყიდიდა და დაბრუნდებოდა. შემდეგ ბრალდებულიც ადგა და მას (ი--–------------ს) მიმართა - დაგველოდე, მეც მალე მოვალო, გასვლისას კი დაუძახა - შენც წამოდიო. სამივე ერთად გავიდნენ, თუმცა ხ----ს მეგობარმა უთხრა, რომ ტელეფონი მაგიდაზე დამრჩა და მომიტანეო. იგი (ი--–------------ი) დაბრუნდა რესტორანში, სადაც დახვდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც რესტორნის თანამშრომელი ქალბატონისგან იცოდნენ, რომ მას წაართვეს ფული. მოგვინებით პოლიციის განყოფილებაში ამოიცნო ბრალდებული, რომელმაც წაართვა საფულეში არსებული თანხა 230 დოლარი და 35 ლარი. დაზარალებულმა დამატებით განმარტა, რომ ხ--------–--–---–ის მიერ თანხის დაუფლების შემდეგ სუფრასთან ყოფნისას ისარგებლა სუფრის წევრების დროებით ადგილზე არყოფნით, მივიდა მიმტან ქალბატონთან, უთხრა, რომ სუფრის ერთ-ერთი წევრმა 230 აშშ დოლარი წაართვა და სთხოვა დახმარებოდა, რის შემდეგაც რესტორანში შევიდა დაცვის თანამშრომელი.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებული იქნა მოწმე თ----–-------–---–ის გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომლის თანახმად, 2018 წლის 13 მარტს იმყოფებოდა სამსახურში - ქ------–--–----------------------------–---------------------–----–ი“ მდებარე სახინკლეში. დაახლოებით 12 საათისთვის სახინკლეში შევიდა ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელთაგან ერთ-ერთი რამდენჯერმე იყო ნამყოფი მათთან. შეუკვეთეს სადილი, არაყი და ლუდი, რისი ღირებულებაც მაშინვე გადაიხადეს. მათი მისვლიდან სავარაუდოდ 20 წუთში, რესტორანში ასევე შევიდა ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მამაკაცი, რომელიც დაჯდა ცალკე და შეუკვეთა სადილი. როდესაც ეს უკანასკნელი ელოდებოდა შეკვეთას, იგი გადაიპატიჟეს გვერით მაგიდასთან მყოფმა, ზემოაღნიშნულმა პირებმა, რასაც დაზარალებული დათანხმდა და გადავიდა მათთან. მაგიდის ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც რესტორნის კლიენტია და ადრეც ყოფილა მათთან, აზერბაიჯანელი ბიჭი ჩაიყვანა ქვედა სართულზე კიბეებთან, ხუთი წუთი ისაუბრეს და შემდეგ მაგიდას დაუბრუნდნენ. საპირფარეშოსთან დაინახა აზერბაიჯანელი ბიჭი, რომელიც ხელგადახვეული იდგა მათ კლიენტთან და საუბრობდნენ. რაიმე დაძაბულობა არ შეუმჩნევია, კონფლიქტს ან ხმაურს ადგილი არ ქონია. ხუთი წუთის შემდეგ კვლავ დაინახა, რომ ყველა იჯდა მაგიდასთან. როდესაც ბარში იმყოფებოდა, აზერბაიჯანელმა ბიჭმა ისეთი თვალებით შეხედა, იფიქრა, რომ დახმარება სჭირდებოდა და დაუძახა ბართან. აზერბაიჯანელი ბიჭი მივიდა მასთან და ჩუმი ხმით უთხრა, რომ მათი ბარის კლიენტმა წაართვა 200 აშშ დოლარი. მაშინვე გამოიძახა დაცვის სამსახური „შერიფი“, რომლებიც მივიდნენ დაახლოებით 10 წუთში, დაცვის მისვლისთანავე ხუთივე წამოდგნენ, მივიდნენ მასთან და კითხეს - გადახდილი ხომ ქონდათ და რამე პრობლემა ხომ არ იყო, შემდეგ კი წავიდნენ. აზერბაიჯანელი ბიჭიც მათთან ერთად იყო და ხმას არ იღებდა. მის კითხვაზე - ისიც მიდიოდა თუ არა, აზერბაიჯანელმა დაუდასტურა - მეც მივდივარო. ვინაიდან ბიჭები მთვრალები იყვნენ, იფიქრა, რომ შესაძლოა რაღაც სწორედ ვერ გაიგო. თანხის წართმევის ფაქტი თავად არ დაუნახავს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი მოწმე თ----------–----ს ჩვენება, რომლის თანახმად, იგი 2018 წლის 13 მარტს იმყოფებოდა ვაგზლის მოედანზე. შემთხვევით შეხვდა შორეულ ნათესავს - ხ--------–--–---–ს, რის შემდეგაც შევიდნენ ა---------------------ში მდებარე სასტუმრო „კოლხეთის“ მეორე სართულზე განთავსებულ სახინკლეში, შეუკვეთეს ხინკალი და ლუდი. რამდენიმე წუთში სრულიად შემთხვევით შემოუერთდათ მისი მეგობარი გ------------ა. გარკვეული დროის შემდეგ ხ----მ მაგიდასთან მიიწვია ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც მარტო სვამდა სასმელს. მოგვიანებით ხ---- და აღნიშნული პიროვნება, რომელსაც სახელად ერქვა ისლამი, ჩავიდნენ ქვევით და კვლავ დაბრუნდნენ სუფრასთან, დაახლოებით 10 წუთში ხ---- და ისლამი ისევ ჩავიდნენ ქვევით და გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდნენ. როდესაც ამოვიდნენ, ისლამი იყო აღელვებული, კითხვაზე უპასუხა, რომ არაფერი ჭირდა. ხ----მ სუფრაზე ყოფნისას ჯიბიდან ამოიღო 100 აშშ დოლარი და აჩუქა მას (თ----------–--ნს). კითხვაზე, თუ საიდან მოიტანა ფული, უპასუხა, რომ მეგობარმა აჩუქა. მოგვიანებით ისინი დაშორდნენ ერთმანეთს და თვითონ წავიდა პირად საქმეზე. 2018 წლის 15 მარტს, მის კუთვნილ სატელეფონო ნომერზე 5-------- დაუკავშირდა ხ--------–--–---–ის მამიდაშვილი ზ----------–----ე და უთხრა, რომ ხ---- დაიჭირეს ძარცვის ფაქტზე და მას ქონდა ნაძარცვი თანხის ნაწილი 100 აშშ დოლარი. მან განუმარტა, რომ აღნიშნულის შესახებ მისთვის არ იყო ცნობილი და რამდენიმე საათში დედას, ნ-----–------–-ანს ბანკის მეშვეობით ხ--------–--–---–ის მამიდაშვილისათვის გადააგზავნინა აღნიშნული თანხა.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი მოწმე ზ----------–----ის ჩვენება, რომლის თანახმად, იგი არის ხ---- ხიმშიაშვილის მამიდაშვილი. 2018 წლის 14 მარტს, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ხ--------–--–---–ი დაკავებულ იყო ძარცვის ფაქტზე. კერძოდ, როგორც მან გაიგო, ხ----მ აზერბაიჯანელი ეროვნების მამაკაცს გასტაცა 230 აშშ დოლარი, რომელი თანხიდანაც 100 აშშ დოლარი აჩუქა მეგობარ თ----------–--ნს. ივარაუდა, რომ თუ დაზარალებულს დაუბრუნდებოდა ნაძარცვი თანხა, ხ----ს უფრო ნაკლები პრობლემა ექნებოდა სასამართლოში. ამიტომ დაუკავშირდა თ----------–--ნს, აცნობა ხ----ს დაკავების შესახებ და ასევე უთხრა, რომ როგორც მისთვის იყო ცნობილი, ნაძარცვი თანხის ნაწილი, კერძოდ 100 აშშ დოლარი იყო მასთან. თ-----მ დაუდასტურა, რომ ხ----მ აჩუქა 100 აშშ დოლარი, თუმცა მისთვის ცნობილი არ იყო ამ ფულის ძარცვის გზით მოპოვების შესახებ. ვინაიდან თ----- მოცემულ მომენტში არ იმყოფებოდა თბილისში, მან ბანკის საშუალებით გადმოურიცხა აღნიშნული თანხა, კერძოდ, 100 აშშ დოლარი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში აანაზღაურებს.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ-------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2018 წლის 23 მარტს სახინკლე „კოლხეთში“ ი--–------------ის ძარცვის ფაქტი შესაძლოა ჩადენილი ქონოდა წ-----------–---–---------- მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ ხ--------–--–---–ს. მოწმემ ინფორმაცია მოახსენა ხელმძღვანელობას.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმე გ---------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 მარტს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-4 განყოფილებაში ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც თანამშრომელმა გ-------------–---–მა მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ 13 მარტს ი--–------------ის ძარცვის ფაქტი ჩადენილი უნდა ქონოდა 1991 წელს დაბადებულ ხ--------–--–---–ს, რომელიც ი--------------–-----------–---–------- მიმდებარედ. თანამშრომელ გ--------------------ნ ერთად გამოცხადდა მისამართზე, სადაც დააკავეს ხ--------–--–---–ი და ჩატარებული იქნა მისი პირადი ჩხრეკა. ბრალდებულისაგან პირადი ცხრეკისას ამოღებულ იქნა სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ერთი 100 დოლარიანი კუპიურა, ორი ოც ლარიანი და ერთი ათ ლარიანი კუპიურა, ბარათები და ტელეფონი. მოღებული ნივთები მათ მიერ დაილუქა ცალ-ცალკე. მოწმის განმარტებით, ბრალდებული აღიარებდა მის მიერ ჩადენილ ქმედებას.

 

ანალოგიური ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების თანამშრომელმა - მოწმე გ-----------------.

 

პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე მოწმეებმა: ზ-------------–---–--------------–---–-----------------------------------------–---–-- დაადასტურეს მათ მიერ და მათი მინაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონიერება.

 

#5----- შეტყობინების რეგისტრაციის თანახმად, 1-----------------------------ში შევიდა შეტყობინება ი--–------------ის მიერ, რომელმაც განაცხადა, რომ წაართვეს თანხა.

 

2018 წლის 14 მარტის ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ქ------–--–--–-----------–---–--------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკავებულ იქნა ხ--------–--–---–ი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა ტყავის ყავისფერი საფულე, რომელსაც აქვს რკინის სამაგრი და მასზე არსებული ლათინური წარწერა „S-----“, საფულეში მოთავსებულია 1 (ერთი) ცალი 100 დოლარიანი კუპიურა სერიული ნომრით L----------, ორი ცალი ოცლარიანი კუპიურა, სერიული ნომრებით A-------------------------, ერთი ცალი ათ ლარიანი კუპიურა სერიული ნომრით D--------, ერთი ცალი რკინის ერთლარიანი მონეტა, რვა ცალი რკინის ოცთეთრიანი მონეტა, ორი ცალი რკინის ათთეთრიანი მონეტა და ერთი ცალი რკინის 5 (ხუთი) თეთრიანი მონეტა, საფულედან ამოღებულ ზ/აღნიშნული ფულადი თანხა შეიფუთა პოლიეთილენის ერთ პაკეტად და დაილუქა დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს N------- ლუქით, დაესვა თარიღი და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები; ხ--------–--–---–ის შარვლის წინა მარჯვენა ჯიბიდან ამოღებულ იქნა „აიფონ 5S“-ის ფირმის მობ. ტელეფონი იმეი კოდით 3--------------, შავი ფერის ეკრანით, ვერცხლისფერი უკანა კორპუსით, კორპუსზე წარწერით „Iphone“, ტელეფონი მოთავსებული იყო შავი ფერის რეზინის ბუდეში; ხ--------–--–---–ის შარვლის უკანა ჯიბიდან ტყავის ყავისფერი საფულე, რომელსაც აქვს რკინის სამაგრი ზედ წარწერით „S-----“ აგრეთვე ამოღებულ იქნა პირადობის ID ბარათი ხ--------–--–---–ის სახელზე გაცემული, ასევე სამი ცალი პლასტიკური ბარათი, წარწერებით „GULF CAR“, „თიბისი ბანკი“ და „მეტრომანი“. ამოღებული ნივთები შეიფუთა პოლიეთილენის ერთ ფუთად და დაილუქა N------- ლუქით, დაესვა თარიღი და გაკეთდა შესაბამისი ხელმოწერები.

 

2018 წლის 14 მარტის ამოცნობის ოქმის თანახმად, ამომცნობმა ი--–------------მა წარდგენილ პირთაგან სიმაღლით, სუსტი აღნაგობით, მოგრძო პირისახით, შემელოტებული შავი ფერის თმით, შავი მოკლე წვერით, მოგრძო ცხვირით, სქელი წარბებით, ამოიცნო ხ--------–--–---–ი, პირი, რომელმაც 13 მარტს გაძარცვა და წაართვა 230 აშშ დოლარი.

 

2018 წლის 14 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ზ-------------–---–მა, მის წარმოებაში არსებულ სს N0----------- საქმესთან დაკავშირებით დაათვალიერა საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ.გვერდიდან (w-------------) ამონაწერი, რომლის მიხედვით 2018 წლის 13 მარტის მდგომარეობით 1 აშშ დოლარის ღირებულება შეადგენს 2.4328 ლარს.

 

ბრალდებულმა ხ--------–--–---–მა თავი არ სცნო დამნაშავედ და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 13 მარტს, იმყოფებოდა კაფეში მეგობრებთან ერთად. იქვე იჯდა ი--–------------ი, რომელიც იყო მარტო და შესთავაზა - გადასულიყო მათ მაგიდასთან, რაზეც ეს უკანასკნელი დათანხმდა. ამის შემდეგ ახმედოვი მარტომ გაიყვანა კიბეებთან და მეგობრულად სთხოვა თანხა, კერძოდ, თანხა გამოართვა სესხად, და მოგვიანებით უნდა დებრუნებინა, რა მიზნითაც ჩაიწერა მისი მობილური ტელეფონის ნომერი. ისალ ახმედოვმა მას 230 აშშ დოლარი მისცა ნებაყოფლობით და არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია. ისინი დაბრუნდნენ მაგიდასთან. მოგვიანებით ი--–------------ი საპირფარეშოში გავიდა და როდესაც დააგვიანა, მიაკითხა, რადგან ნასვამი იყო და აინტერესებდა, ხომ კარგად გრძნობდა თავს. სხვა ფაქტს იქ ადგილი არ ქონია. დაბრუნების შემდეგ მაგიდასთან გაჩერდნენ დაახლოებით თხუთმეტი წუთი, შემდეგ კი რესტორნიდან ერთად გავიდნენ და მეტროსთან დაშორდნენ ერთმანეთს. დაზარალებულის მიერ მიცემული თანხიდან ნაწილი გადასცა თ----------–--ნს.

 

ამდენად, ზემოაღნიშნული ჩვენებებისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების შეფასებით, სასამართლომ უნდა უზრუნველყოს მოცემულ საქმეზე სამართლებრივად სწორი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. პალატა აღნიშნავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

პალატა განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილი დანაშაული მოწმეთა სიმრავლით არ გამოირჩევა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დაზარალებულის ჩვენებას, მის თანმიმდევრულობასა და შესაბამისობას საქმეზე დადგენილ სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან. მოცემულ შემთხვევაში პალატა მიიჩნევს, რომ დაზარალებულ ი--–------------ის გულწრფელობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მან სასამართლოს მისცა საკმაოდ დამაჯერებელი და სარწმუნო ჩვენება. დაზარალებულმა თანმიმდევრულად და ლოგიკურად გადმოსცა 2018 წლის 13 მარტს რესტორან „კოლხეთში“ განვითარებული მოვლენები. უშუალოდ ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით დეტალურად მიუთითა, რომ მაგიდასთან ყოფნისას ბრალდებულმა ნამდვილად მეგობრული ტონით უთხრა, რომ ცოტახნით დაბლა ჩასულიყვნენ, ხოლო კიბეებთან მისვლისას სთხოვა გარკევული თანხით დახმარებოდა. თუმცა მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა ამოიღო საფულე, ხელი დააფარა მასში არსებულ დოლარის კუპიურებს, ხ--------–--–---–ს დაანახა 35 ლარი და უთხრა, რომ მხოლოდ ეს თანხა ქონდა, ხ--------–--–---–ი გახდა აგრესიული. ისინი რესტორნის ქვედა სართულზე ორჯერ იყვნენ ჩასულები, რა დროსაც ხ--------–--–---–ი მისგან ნაწილ-ნაწილ, მისი ნებისაგან დამოუკიდებლად დაეუფლა 230 აშშ დოლარს და 35 ლარს. ამასთან, აგრესიული ტონით გააფრთხილა, რომ არავისთვის არაფერი ეთქვა. დაზარალებულმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ საპირფარეშოში ყოფნისას ცდილობდა დაერეკა 112-ში, მაგრამ ვინაიდან ხ---- გარეთ იდგა და კარზე უკანკუნებდა, მან სწრაფად გათიშა მობილური ტელეფონი და სრულყოფილად ვერ მოასწრო 112-ში შესაბამისი განცხადების გაკეთება. ამდენად, აღნიშნული გარემოება არ მოდის წინააღმდეგობაში სისხლის სამართლის საქმეში მოთვასებულ შეტყობინების ბარათთან, რომელზეც შეტყობინების მიღების დრო დაფიქსირებულია 18:22 საათი.

 

ი--–------------ი საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ასახავს სრულყოფილად და ზედმიწევნით; არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც მისი ჩვენების გაუზიარებლობის საფუძველს შექმნიდა, არ არის გამოვლენილი; საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოკვლეული არცერთი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ დაზარალებული ცრუობს სასამართლოს წინაშე და მას მსჯავრდებულების მიმართ ამოძრავებს რაიმე პირადი ინტერესი. ამასთან, პალატისათვის გაურკვეველია დაცვის მხარის პოზიცია დაზარალებულის ჩვენების შეფასების თვალსაზრისით, ვინდაიდან იგი ერთ შემთხვევაში სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს დაზარალებულის ჩვენებაზე, თითქოს ი--–------------ს ხ--------–--–---–მა მეგობრულად სთხოვა ფულადი თანხის გადაცემა და აპელირებს ჩვენების ამ ნაწილის გაზიარებაზე, ხოლო მეორეს მხრივ ადვოკარტი ითხოვს, არ იქნეს გაზიარებული დაზარალებულის ჩვენება, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაშია საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის განმარტებას, რომ დაზარალებულის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის მოწმე თ----–-------–---–ის ჩვენებასთან. მოწმემ ნათლად დაადასტურა, რომ ბრალდებული და დაზარალებული ორჯერ დაინახა ქედა სართულზე კიბეებთან. მართალია იგი უშუალოდ ძარცვის ფაქტს არ შესწრებია, მაგრამ თავად დაზარალებულმა მოახერხა და მიმართა მას დახმარების სათხოვნელად, კერძოდ, უთხრა, რომ მათი ბარის კლიენტმა წაართვა 200 აშშ დოლარი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოცემულ შემთვევაში მოწმე უთითებს 200 დოლარზე, ხოლო ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ხ--------–--–---–ი დაეუფლა ი--–------------ის 230 დოლარს და 35 ლარს, ვერ გახდება ვერც დაზარალებულისა და ვერ მოწმე თ----–-------–---–ის ჩვენებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძელი, ვიანიდან მომწეებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი დეტალები განმარტეს სრულყოფილად და ურთიერთთანხვედრილად.

 

გარდა ზემოაღნიშნულისა, დაზარალებულ ი--–------------ის ჩვენება ურთიერთთავსებადი და გამყარებულია სისხლის სამართლის საქმეზე როგორც უდავოდ ცნობილ, ასევე მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით გამოკვლეულ სხვა მტკიცბეულებებთან. ისინი ერთობლიობაში გამორიცხავენ დაზარალებულის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველს და ადასტურებენ მის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ნამდვილობას. კერძოდ, მოწმეების - თ----------–----ს და ზ----------–----ის ჩვებებით დადგინდა, რომ ხ--------–--–---–მა თ----------–--ნს შემთხვევის დღეს აჩუქა 100 აშშ დოლარი. ამასთან, მოწმე თ----------–---- დაზარალებულის ჩვენების იდენტურად აღწერს მისი და ხ--------–--–---–ის მაგიდიდან ორჯერ გასვლისა და რესტორნის პირველ სართულზე ჩასვლის დეტალებს; მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ სუფრაზე დაბრუნებული დაზარალებული მას აღელვებული მოეჩვენა. გარდა ამისა, 100 აშშ დოლარის კუპიურა იქნა ამოღებული ბრალდებულისგან 2018 წლის 14 აგვისტოს დაკავების შემდგომ განხორციელბეული პირადი ჩხრეკისას. ხოლო საქმეზე წარმოდგენილი ამოცნობის ოქმის თანახმად, ი--–------------მა წარდგენილ პირთაგან ამოიცნო ხ--------–--–---–ი, პირი, რომელმაც 13 მარტს გაძარცვა და წაართვა 230 აშშ დოლარი.

 

დაცვის მხარეს გაურკვევლად მიაჩნია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაზარალებულის ჩვენების გაზიარება მხოლოდ ჩადენილი ქმედების და არა ქმედების განხორციელებისათვის ძალადობის გამოყენების ნაწილში. პალატა უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ სრულად იზიარებს დაზარალებულ ი--–------------ის ჩვენებას, როგორც სარწმუნოს და დამაჯერებელს. თუმცა, როგორც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის, ასევე საქართველოს კონსტიტუციის უალტერნატივო მოთხოვნაა, რომ გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ შემთხვევაში, ი--–------------ის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით ხ--------–--–---–ის დამნაშავედ ცნობისათვის სახეზეა ურთიერთშეთანხმებულ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა. თუმცა, ძალადობის გამოყენების კუთხით, საქმეზე წარმდეგნილია მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება. სხვა არცერთი მტკიცებულებიდან არ დგინდება, რომ ხ--------–--–---–მა დაზარალებულს მუქარის ტონით მოსთხოვა ფული, სახეში ჩაარტყა და ამ გზით წაართვა 230 აშშ დოლარი. შესაბამისად, იმ ვითარებაში, როდესაც გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, ძალადობის გამოყენებასთან დაკავშირებით სახეზე არ არის სხვა რაიმე სახის მტკიცებულება, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა ამ ვითარებას და ხ--------–--–---–ი გაამართლა ბრალად წარდგენილი დანაშაულის ძალადობით ჩადენაში, რაც თავისთავად არ მიუთითიებს მის სრულად უდანაშაულობაზე.

 

რაც შეეხება მსჯავრდბეულ ხ--------–--–---–ის მიერ ძარცვის ჩადენას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებითა და საქმეზე წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებათა ერთობლიობით უტყუარად იქნა დადასტურებული, რომ ხ--------–--–---–მა ი--–------------ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია დაცვის მხარის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ხ--------–--–---–ის უდანაშაულობის თაობაზე. სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია; ისინი რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებების დადგენისათვის, ხოლო დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ვერსია არასარწმუნოა და ემსახურება მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდებას. სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი და გამოკვლეული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება მსჯავრდებულ ხ--------–--–---–ის მიერ იმ ქმედების ჩადენა, რისთვისაც იგი დამნაშავედ ცნო პირველი ინსტანციის სასამართლომ; სახეზეა ყველა ის ნიშანი, რაც ახასიათებს აღნიშნულ დანაშაულს და რაც აუცილებელია ძარცვის ჩადენაში პირის მსჯავრდებისათვის.

 

ასევე, ვერ იქნება გაზიარებული დაცვის მხარის განმარტება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას შეეზღუდა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის უფლება; სასამართლო იყო მიკერძებული და არ მიეცათ საშუალება, სრულყოფილად განეხორციელებინა დამცველის უფლება-მოვალეობები. პალატა მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა თამნასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით განიხილა სისხლის სამართლის საქმე, რა დროსაც ადგილი არ ჰქონია საპროცესო კანონმდებლობის დარღვევას. მოსამართლემ ბრალდებულის ინტერესების დამცველ ადვოკატს განუსაზღვრა გონივრული ვადა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას, რის უფლებასაც მას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-3 ნაწილი ანიჭებს. ამასთან, მოსამართლემ ადვოკატს კონკრეტულ დროში დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის დასრულება მოსთხოვა მხოლოდ მას შემდეგ, რაც იგი პოზიციის ჩამოყალიბებისას არაერთხელ შეეხო იდენტურ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე სამართალწარმოების განხორციელებისას წარმოდგენილი მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პირობებში; აღნიშნულ პროცესში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს ქონდათ სრული შესაძლებლობა, წარმოედგინათ თავიანთი მტკიცებულებები, მონაწილეობა მიეღოთ მოწინააღმდეგე მხარის მტკიცებულებების გამოკვლევაში და ჯეროვნად დაეცვათ თავიანთი პოზიციები; შესაბამისად, დაცვის მხარისათვის სრულად იქნა უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული - საქმის სამართლიანი განხილვის უფლება.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილი ადგენს სპეციალურ - გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რაც გულისხმობს სასამართლოსათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით. ამასთან, მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სასამართლოს დასკვნები საქმეში არსებული მტკიცებულებების კანონიერების, რელევანტურობისა და საკმარისობის კუთხით, საფუძვლიანი და არგუმენტირებულია, რამაც განაპირობა კანონიერი გადაწყვეტილების გამოტანა. კერძოდ, საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ ხ--------–--–---–მა ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლით დადგენილი დანაწესი - პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

რაც შეეხება მსჯავრდებულ ხ--------–--–---–ის მიმართ დანიშნულ სასჯელს, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას შესაფასა და სრულად გაითვალისწინა მსჯავრდებულის მიმართ არსებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, ასევე, ბრალდებულის პიროვნება, ოჯახური მდგომარეობა, მის მიერ პირობით გამოსაცდელ ვადაში სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულის ჩადენა და განუსაზღვრა სამართლიანი, ჩადენილი დანაშაულის სიძიმისა და მისი პიროვნების შესაბამისი სასჯელი, რას სრულიად უზრინველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, დამნაშავის რესოციალიზაცია და ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება.

 

ამდენად, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი ხ--------–--–---–ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

მსჯავრდებულ ხ--------–--–---–ის და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

 

უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 ნოემბრის განაჩენი.

 

ხ--------–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

ხ--------–--–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ხ--------–--–---–ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 5 (ხუთი) წლის ვადით, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განაჩენით დანიშნული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით და საბოლოოდ, ხ--------–--–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

ხ--------–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

ხ--------–--–---–ის სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 14 მარტიდან.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

ხ--------–--–---–ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა 1ც 100 აშშ დოლარიანი კუპიურა, 2 ცალი 20 ლარიანი და 1 ცალი 10 ლარიანი კუპიურა, ხურდა ფული - 1 ცალი 1 ლარიანი, 8 ცალი 20 თეთრიანი, 2 ცალი 10 თეთრიანი, 1 ცალი 5 თეთრიანი მონეტები დალუქული ერთ ფუთად, ლუქით 27/11/6, მობ.ტელეფონი, საფულე, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, 3 ცალი პლასტიკური ბარათი, დალუქული ერთ ფუთად, ლუქით 27/11/6, რომლებიც ინახება შსს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს პოლიციის მე-4 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე