განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002380929
№1/ბ-755-2018 წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის
სამართლის საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე
სხდომის მდივანი - მარინა მაკარიძე
პროკურორის - ა-–---------ე ძ-------ის, ზ----- კო-–--–--ის
ადვოკატის - მ----- პ-----ის
მსჯავრდებულის - დ----- ც--–--ის მონაწილეობით
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე დ----- გ--–-ს ძე ც--–--ის მიმართ, დაბადებული: 0--------- წელი, პირადი №6----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, ტექნიკური განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ბათუმი, ა----–-----–--------, ბ. 16;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ნ ა წ ი ლ ი:
ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ----- ც--–--ეს ბრალი ედება მასში, რომ ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეს მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 09 მარტს, დაახლოებით 1930 საათზე, ქ. ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩა N10, ბინა N16-ში ყოფნისას, დ----- ც--–--ემ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის ბებიას, მ-----ო ც--–--ეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, წააქცია იატაკზე მ-----ო ც--–--ე, რა დროსაც მან დაიზიანა იდაყვი და განიცადა ფიზიკური ტკივილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენით დ----- ც--–--ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდა დ----- ც--–--ის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 ივნისის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი 03 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა წინა - 2016 წლის 20 ივნისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვისა და 24 დღის ვადით და განაჩენთა ერთობლიობით დ----- ც--–--ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) თვის და 24 დღის ვადით და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 100 (ასი) საათის ვადით.
დ----- ც--–--ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 09 მარტიდან 2018 წლის 02 აგვისტოს ჩათვლით და პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, თავისუფლების აღკვეთის სახით განსაზღვრული სასჯელი - 04 (ოთხი) თვისა და 24 (ოცდაოთხი) დღის ვადით ჩაეთვალა მოხდილად.
სააპელაციო საჩივრის არსი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებულ იქნა მსჯავრდებულ დ----- ც--–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ----- პ-----ის მიერ, რომელმაც გასაჩივრებული განაჩენის გაუქმება და დ----- ც--–--ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობა მოითხოვა.
აპელანტის მოთხოვნით დ----- ც--–--ის დამნაშავედ ცნობის გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა ბრალდების მხარის მიერ გამოძიების დროს მოპოვებული მტკიცებულებებით, რომელთა საფუძველზე დ----- ც--–--ეს წარედგინა ბრალდება, თუმცა სასამართლო გამოძიების დროს, ზუსტად ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული და გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე ცალსახად დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ დ----- ც--–--ეს არ ჩაუდენია მასზედ ინკრიმინირებული დანაშაულებრივი ქმედება.
ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის ბრალდება ბრალდების მხარისგან მოითხოვს გაცილებით საფუძვლიან დასაბუთებას, სიზუსტეს და კონკრეტიკას, მტკიცებულებებით ბრალის დადასტურებას. თუმცა ბრალდების მხარე შემოიფარგლა აშკარად ზოგადი ფრაზებით და ზერელედ მიმოიხილა არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებები. არ შეასრულა და დაარღვია სსსკ-ის 251-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნა და ბრალი დაიმოწმა ისეთი მტკიცებულებებით, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა.
ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ვერ წარმოადგინა ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის პირდაპირი მტკიცებულებათა ერთობლიობა. როგორც განაჩენის გამომტანმა სასამართლომ განმარტა, რომ საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაზარალებულმა მ-----ო ც--–--ემ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ემუხლის „დ“ ქვეპუნქტით გარანტირებული უფლებით და სასამართლო სხდომაზე არ მისცა თავისი ახლო ნათესავის - შვილიშვილის, დ----- ც--–--ის მამხილებელი ჩვენება. ახლო ნათესავის წინააღმდეგ ჩვენება არ მისცეს ბრალდებულის მამამ - გ--–- ც--–--ემ და მეუღლემ - ნ----- ბ--------ემ, ამდენად, დაზარალებულმა მ-----ო ც--–--ემ, მოწმეებმა ნ----- ბ--------ემ, გ--–- ც--–--ემ, არ დაადასტურეს 2018 წლის 09 მარტს, დ----- ც--–--ეზე ბრალად წარდგენილი ქმედების ფაქტი, ხოლო დაკითხული პოლიციის თანამშრომლები, ექსპერტი ვერ მიუთითებენ - დ----- ც--–--ეზე, როგორც სავარაუდო დანაშაულის ჩამდენ პირზე და მათი ჩვენება წარმოადგენს ირიბ მტკიცებულებას და მათზე განაჩენის დამყარება, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტზე მითითებით დაუშვებელია.
დაცვის მხარეს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება დ----- ც--–--ის მხრიდან დანაშაულის ჩადენა, არამედ სასამართლომ იურიდიული შეფასება განახორციელა დედუქციის მეთოდი – თუ არა დ----- ც--–--ემ აბა სხვა ვინ. ბრალდების მხარის მიერ ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც საფუძველს მისცემდა სასამართლოს შეფასება მიეცა და დ----- ც--–--ის ქმედება მიეჩნია სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებად წარდგენილი და გამოკვლეული არ ყოფილა.
სააპელაციო საჩივარი წარმოდგენილ იქნა ასევე ბრალდების მხარის - პროკურორ ა-–---------ე ძ-------ის მიერ, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ დ----- ც--–--ისათვის დანიშნული სასჯელის გამკაცრებას.
სააპელაციო პალატამ მოუსმინა პროცესის მონაწილეებს:
– აპელანტს, მსჯავრდებულ დ----- ც--–--ის ინტერესების დამცველ ადვოკატს - მ----- პ-----ეს, რომელმაც მხარი დაუჭირა თავის სააპელაციო საჩივარს და მისი დაკმაყოფილება მოითხოვა, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს არ დაეთანხმა.
– აპელანტს, პროკურორ ზ-----ბ კო-–--–--ეს, რომელმაც მხარი არ დაუჭირა დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარს და მოითხოვა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ გააანალიზა რა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები, შეფასება მისცა სააპელაციო საჩივრის მოტივებსა და მოთხოვნას, მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ბრალდებულის ახლო ნათესავებმა, ბებიამ - დაზარალებულმა მ-----ო ც--–--ემ, მამამ - მოწმე გ--–- ც--–--ემ და მეუღლემ - მოწმე ნ----- ბ--------ემ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, დ----- ც--–--ის წინააღმდეგ.
მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ - გამომძიებლის, მ------ შ----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 09 მარტს იმყოფებოდა სამსახურში. სამორიგეო ნაწილში შევიდა ანონიმური შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. მითითებული იყო მხოლოდ მისამართი - ქ. ბათუმი, დ. ა----–-----–--------, ბინა N16-17. მეწყვილესთან ი-----–ი პ-----სთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე. მე-6 საართულზე როდესაც ავიდნენ ერთ-ერთი ბინიდან შემოესმათ გინების ხმა და ამ ბინაში შევიდნენ. დახვდათ დ----- ც--–--ე და ნ----- ბ-------ძე. დ-----ი იყო აგრესიული. ნ-----მ განაცხადა, რომ დ-----ი ასე აგრესიულად განწყობილი იყო თავისი ბებიის, მ-----ო ც--–--ის მიმართ, რომელიც გვერდით ბინაში ცხოვრობდა. შევიდნენ ბებიის ბინაში, სადაც დახვდათ მ-----ო ც--–--ე და გ--–- ც--–--ე, დ-----ის მამა. გაესაუბრნენ ქალბატონ მ-----ოს, რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილიშვილი ეჩხუბებოდა მეუღლეს. კონფლიქტის განსამუხტავად დ-----ს მეუღლე გადაიყვანა თავისთან, რის გამოც დ-----ი შევიდა ბებიის ბინაში და მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ძირს დააგდო და ფეხებს ურტყამდა. მ-----ო ც--–--ემ აჩვენა დაზიანებები ხელისა და ფეხის არეში.
მოწმის სახით დაკითხული ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის, ი-----–ი პ----ის ჩვენებით ირკვევა, რომ 2018 წლის 09 მარტს შევიდა ანონიმური შეტყობინება, მოქალაქე ითხოვდა დახმარებას და მიუთითებდა მისამართს - ქ. ბათუმი, დ. ა----–-----–--------, ბინა N16-17. მეწყვილესთან - მ------ შ----ესთან ერთად გავიდა მითითებულ მისამართზე. მე-6 საართულზე შემოესმათ გინების ხმა ერთ-ერთი ბინიდან და ამ ბინაში შევიდნენ. დახვდათ დ----- ც--–--ე და მისი მეუღლე, ნ----- ბ-------ძე, რომელმაც თქვა, რომ მის მეუღლეს დაპირისპირება ჰქონდა ბებიასთან. ამის შემდეგ შევიდნენ გვერდით ბინაში. ბებიამ, მ-----ო ც--–--ემ განმარტა, რომ დ-----ისა და მისი მეუღლის კონფლიქტის განსამუხტავად შევიდა შვილიშვილის ბინაში და წამოიყვანა ნ----- ბ-------ძე, რის შემდეგ მასთან შევიდა დ----- ც--–--ე, რომელმაც წააქცია და ფეხებს ურტყამდა. დაზიანებები ჰქონდა ხელსა და ფეხის არეში.
2018 წლის 29 მარტის №0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად პირადი შემოწმების მონაცემებით მ-----ო ც--–--ეს აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი მარჯვენა მხრის და ნაჭდევი მარჯვენა იდაყვის სახსრის არეში, რაც განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის ზემოქმედებით და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. დაზიანებათა ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
ექსპერტ ლევან ფუტკარაძის მიერ დადასტურდა დასკვნის სისწორე.
გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით და ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველი განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, თამაზ შ----ის ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 04 მაისს, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს და მიაჩნია, რომ დ----- ც--–--ის მიერ ოჯახური ძალადობის განხორციელების ფაქტთან დაკავშირებით, საქმეში არ მოიპოვება არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა წარდგენილ ბრალდებას.
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს ოჯახში ძალადობას, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
მოცემულ კონკრეტულ სამართლებრივ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს აზრით დ----- ც--–--ის მიერ, ბებიის - მ-----ო ც--–--ის მიმართ, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის დასადასტურებლად საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებებად, ვინაიდან დაუდგენელია ამ ძალადობის შედეგად დაზარალებულმა მ-----ო ც--–--ემ განიცადა თუ არა ფიზიკური ტკივილი და ან ტანჯვა, ვინაიდან ამ უკანასკნელმა არ მისცა ოჯახის წევრის - შვილიშვილის წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენება, ასევე ოჯახის წევრის - წინააღმდეგ მამხილებელი ჩვენებები არ მისცეს ფაქტის შემსწრეებმა: მამამ - მოწმე გ--–- ც--–--ემ და მეუღლემ - მოწმე ნ----- ბ--------ემ
მართალია საქმეში არსებობს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თუმცა ეს მტკიცებულება ვერ ადასტურებს წარდგენილ ბრალს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს.
პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და მიაჩნია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომელიც ნეიტრალურ პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, დ----- ც--–--ის ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ მ-----ო ც--–--ის, ასევე მოწმეების გ--–- ც--–--ის და ნ----- ბ--------ის ჩვენებები, რომლებმაც სასამართლო სხდომაზე დ----- ც--–--ის წინააღმდეგ არ მისცეს ჩვენებები.
რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში არსებობდნენ გარეშე პირები, რომლებიც შეესწრნენ ძალადობის დასრულებისთანავე შექმნილ სიტუაციას, რა დროსაც ძალადობის კვალი ჯერ კიდევ თვალნათლივ შესამჩნევი იყო და ასეთ დროს ამ პირთა ჩვენებები პირდაპირ მტკიცებულებად უნდა შეფასდეს. პალატა აღნიშნულ მსჯელობას ვერ დაეთანხმება, ვინაიდან თვით ეს პირები - პოლიციის თანამშრომლები თავიანთ ჩვენებებში მიუთითებენ, რომ როდესაც მივიდნენ გამოძახების ადგილას ერთ-ერთი ბინიდან შემოესმათ გინების ხმა და ამ ბინაში შევიდნენ. იქ დახვდათ დ----- ც--–--ე და მისი მეუღლე - ნ----- ბ--------ე. დ-----ი იყო აგრესიული. ნ-----მ განაცხადა, რომ დ-----ი ასე აგრესიულად განწყობილი იყო თავისი ბებიის - მ-----ო ც--–--ის მიმართ, რომელიც გვერდით ბინაში ცხოვრობდა. ამის შემდეგ შევიდნენ ბებიის ბინაში, სადაც დახვდათ მ-----ო ც--–--ე. ანუ თვით პოლიციელთა ჩვენებებით ნათელია, რომ ისინი არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, არამედ როდესაც დასრულდა კონფლიქტი, მას შემდეგ მივიდნენ შემთხვევის ადგილზე.
აღნიშნული პოლიციის თანამშრომლები - მ------ შ----ე და ი-----–ი პ----- თავიანთი ჩვენებებით განმარტავენ დაზარალებულ მ-----ო ც--–--ის მონათხრობს, შვილიშვილის დ----- ც--–--ის მხრიდან მის მიმართ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ხოლო სასამართლო სხდომაზე დაზარალებულმა - მ-----ო ც--–--ემ ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, აღნიშნულ მოწმეთა ჩვენებები ეხება და იმეორებს სხვის მონაყოლს. ამდენად, ეს ჩვენება თავისი შინაარსიდან გამომდინარე არის ირიბი. ირიბია ჩვენება, თუ ის ეფუძნება მეორად წყაროს და თავად მოწმე არ არის გარკვეული ფაქტის შემსწრე ან პირველადი წყარო. ხსენებულ მოწმეებს საკუთარი თვალით არ დაუნახავათ ან სხვაგვარად არ აღუქვიათ (არ მოუსმენიათ) დ----- ც--–--ის მიერ განხორციელებული ქმედება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ პოლიციელთა ჩვენებების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სხვა მტკიცებულება, რომლის მიერ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იქნებოდა ღირებული.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას“. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, „სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ ის დასტურდება სხვა ისეთი მტკიცებულებით რომელიც არ არის ირიბი ჩვენება“. ირიბი ჩვენება ეყრდნობა სხვა წყაროდან მოპოვებულ, როგორც წესი, მოდიფიცირებულ ინფორმაციას. ირიბი ჩვენებით დადგენილ ფაქტსა და ინფორმაციის წყაროს შორის არსებობს შუალედური რგოლი. რაც უფრო მეტი შუალედური რგოლი არსებობს წყაროსა და ჩვენების მიმცემ მოწმეს შორის, მით უფრო ნაკლებია მის მიერ მიცემული ჩვენების სარწმუნოობის ხარისხი და მტკიცებულებითი წონა.
გარდა ამისა, პალატა ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების -ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ირიბ ჩვენებას დასაშვებად თვლის, თუმცა, პრაქტიკის მიხედვით, არ შეიძლება განაჩენი დაეფუძნოს მხოლოდ ირიბ ჩვენებას. კერძოდ, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტები შეიცავენ პრეზუმფციას სისხლის სამართალწარმოებაში ბრალდებულის მიმართ მხოლოდ ირიბი ჩვენების აკრძალვის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ ასეთი მტკიცებულების ამორიცხვა გამართლებულია მაშინაც, როდესაც ეს მტკიცებულება ეხმარება დაცვის მხარეს.
საყურადღებოა, რომ ამ მხრივ სტრასბურგის სასამართლომ შემდეგი მინიმალური სტანდარტი ჩამოაყალიბა. იმისთვის, რათა ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“.
შესაბამისად სააპელაციო სასამართლო უთითებს, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვისას არ გამოვლენილა არც ერთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ მიუთითებდა დ----- ც--–--ის მიერ მისთვის ბრალად წაყენებული ქმედების ჩადენას და წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ირიბი ჩვენებები და სხვა არაპირდაპირი მტკიცებულებები, რომლებითაც არ დასტურდება ძალადობის ფაქტი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი“. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლოს განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენი უნდა გაუქმდეს, მსჯავრდებულ დ----- ც--–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ----- პ-----ის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლით, 298-ე მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბათუმის რაიონული პროკურატურის პროკურორის - ა-–---------ე ძ-------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულ დ----- ც--–--ის ინტერესების დამცველი ადვოკატის - მ----- პ-----ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 აგვისტოს განაჩენი დ----- ც--–--ის მიმართ.
დ----- ც--–--ე ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
გამართლებულ დ----- ც--–--ეს განემარტოს მიყენებული ზიანის ანაზრაურების თაობაზე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ.№32), გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თეიმურაზ სვანიძე