განაჩენი

სისხლის სამართლის 21.03.2018
საქმის ნომერი
120100117002045571
დავის ტიპი
138 1
თარიღი
21.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №17002045571- 1/179-17w.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

06 მარტი 2018 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე

სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე

 

ბრალდების მხარე: პროკურორი – კ----------–---–---–-

 

დაცვის მხარე: ბრალდებული – და-----------------------------–---–-- დაბადებული 1----–-–------------------------------------------, საქართველოს მოქალაქე, დასაოჯახებელი, არასრული საშუალო განათლების მქონე, მცხოვრები: ა---------------------------–--------

 

ადვოკატი - ტა-----–-----–-----–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

სხდომის სახე - დახურული

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი

 

1.1.2017 წლის 19 აპრილს ადიგენის რაიონის, სოფელ უ---–- მცხოვრებმა დ--------------–---–-- სოფელ უ---- კულტურის სახლის ჩაბნელებულ ცენტრალურ დარბაზში გაუკუღმართებული გზით, დაამყარა სქესობრივი კავშირი ამავე სოფელში მცხოვრებ უმწეო მდგომარეობაში მყოფ სტ---------------–---–-----

 

დ--------------–---–- წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2017 წლის 19 აპრილის მდგომარეობით);

 

2. სასამართლომ დაადგინა

 

2.1.ბრალდებული დ--------------–---–- უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

3.სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ბრალდების მხარის სადაო მტკიცებულებების მიხედვით, რომელიც სადაო გახადა დაცვის მხარემ;

 

3.1.მოწმე გ-------------–---–-- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენელის თანაშემწე სოფელ უ---–-,2017 წლის 19 აპრილს იმყოფებოდა სოფელ უ---- ცენტრში კლუბის მიმდებარედ, იქვე იმყოფებოდა დ--------------–---–- და ს----------------–---–-- დაახლოებით 10-15 წუთში დაბრუნდა კულტურის სახლში, ადიოდა მეორე სართულზე რა დროსაც დაინახა, რომ დ--------------–---–- გამოვიდა კლუბის ე.წ. ,,ზალიდან’’, მან დ--------------–---–- შენიშვნა მისცა თუ რა უნდოდა იქ, დ--------------–---–- ანერვიულებული იყო, იგივე კარებიდან გამოვიდა ს-----------------–---–-–, ორივეს ერთად ჰკითხა იქ რას აკეთებდნენ, ს----------------–---–-- უპასუხა არაფერიო და წავიდა, დ--------------–---–-- კი უპასუხა, რომ შესაშინებლად შეიყვანა ოთახში ს----------------–---–-- იგი ავიდა თავის სამუშაო ოთახში, რა დროსაც მასთან მივიდა ს----------------–---–-, ჰკითხა რას აკეთებდნენ ერთად დ--------------–---–- და ის, რაზეც მან პირდაპირ უპასუხა ,,პირში მომცაო’’. შეხვდა დ--------------–---–- და უსაყვედურა მის მიერ ჩადენილი საქციელის გამო უთხრა პასუხს აგებდა ჩადენილი ქმედებისათვის და თუ არ სურდა რომ ეს ამბავი გახმაურებულიყო დაეწერა ხელწერილი, რომ მან ნამდვილად ჩაიდინა აღნიშნული ქმედება, დ--------------–---–-ს მიერ დაწერილი იქნა ხელწერილი.

 

3.2.მოწმე ა----------–---–---–-- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის აპრილის თვეში იმყოფებოდა გო-----------–---–---- ერთად კაბინეტში და საუბრობდნენ, რა დროსაც ოთახში შევიდა ს----------------–---–-, რომელმაც საჩვენებელი თითით მიანიშნა მათ, რომ დ--------------–---–-- ,,პირში მომცაო’’, დ--------------–---–- შეუყვანია კლუბის ე.წ. ,,ზალაში’’ და ჩაუდენია ეს საქციელი. ადგილზე მისვლისას ს----------------–---–-- დეტალურად ახსნა თუ რა მოხდა, დ--------------–---–- მისთვის უთქვამს, რომ მოკუზულიყო და შემდეგ პირში ჩაედო მისი სასქესო ორგანო. დ--------------–---–- მან და გ-------------–---–-- უთხრეს,რომ შესაძლებელია პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ასეთი საქციელისათვის, დ--------------–---–-- აღიარა მის მიერ ჩადენილი ქმედება, ჩამოართვეს ხელწერილი დააწერინეს ყველაფერი რაც მოხდა.

 

3.3.2017 წლის 16 მაისის ნიმუშის აღების ოქმის (გამომძიებელი გ--------------–---) თანახმად, დღის საათებში ბუნებრივი განათების პირობებში ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დ--------------–---–-საგან აღებული იქნა ხელწერილის ნიმუშები ოთხ ეგზემპლარად კერძოდ: მარჯვენა ხელით მჯდომარე პოზიციაში, მარცხენა ხელით მჯდომარე პოზიციაში, მარჯვენა ხელით მდგომარე პოზიციაში და მარცხენა ხელით მდგომარე პოზიციაში. ხელწერის ნიმუშები შესრულებული იქნა ცალცალკე თაბახის სტანდარტის ფურცელზე, თითო ნიმუში თითო ფურცელზე.

ტომი 1; ს.ფ 65-68;

 

3.4.გამომძიებელმა გ---------------–---- მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის ადიგენის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელი, მას აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით მონაწილეობა აქვს მიღებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, კერძოდ მონაწილეობა აქვს მიღებული დ--------------–---–-ს ხელწერის ნიმუშის აღებისას, ასევე მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარებაში. ადასტურებს ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორეს და მასზე თავის ხელმოწერას.

 

4.პრეიუდიციად მიჩნეულ მტკიცებულებებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები:

 

4.1.2017 წლის 18 მაისის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის N002773717 დასკვნის თანახმად, ს----------------–---–ს აღენიშნება მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა. დადგენილებაში მოყვანილი ფაქტის დროს (2017 წლის აპრილის თვე) ს-----------------–---–- აღენიშნებოდა მძიმე გონებრივი ჩამორჩენილობა და მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა დ--------------–---–-ს ქმედების ფაქტობრივი ხასიათი. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს-----------------–---–- არ შეუძლია ანგარიში გაუწიოს თავს და უხელმძღვანელოს მას. თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ს-----------------–---–- არ შეუძლია სწორად აღიქვას, დაიმახსოვროს და აღიდგინოს მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მისცეს ჩვენება.

ს.ფ 80-85;

 

4.2.2017 წლის 29 ივნისს ბრალდებულისა დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, ბრალდებული დ--------------–---–- დაკავებული იქნა 2017 წლის 29 ივნისს 13 საათსა და 55 წუთზე.

ს.ფ 164-166;

 

4.3.2017 წლის 30 ივნისის დადგენილების თანახმად, დაზარალებულად იქნა ცნობილი ს----------------–---–--

 

ს.ფ 169-170;

5. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

5.1.სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს.

 

5.2.სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

 

5.3.სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

5.4.სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება. დ--------------–---–- ბრალი ედება მასში,რომ მან ჩაიდინა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით. (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2017 წლის 19 აპრილის მდგომარეობით);

 

5.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

5.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შესაბამისად უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

 

5.7.სქესობრივი დანაშაული ისეთი მართლსაწინააღმდეგო და განზრახი ქმედებაა, რომელიც ხელყოფს სხვის სქესობრივ თავისუფლებას ან ხელშეუხებლობას, მოცემულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტი სწორედ სქესობრივი ხელშეუხებლობაა, სუბიექტურ მხრივ აღნიშნული დანაშაულის ხასიათდება პირდაპირი განზრახვით, მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არ აქვს.

 

5.8.კონკრეტულ შემთხვევაში დ--------------–---–-ს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას აუცილებელი იყო ბრალდების მხარეს სასამართლოში წარმოედგინა ურთიერთ შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც პირველ რიგში დაადასტურებდა ფაქტს, რომ დ--------------–---–-- ჩაიდინა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი გაუკუღმართებული ფორმით, ჩადენილი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით.

 

5.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ გამოკვლეულა, რომლითაც დადასტურებული იქნებოდა, ის ფაქტი რომ ბრალდებულმა დ--------------–---–-- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, მხოლოდ დ--------------–---–-ს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, ხელწერილები და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ვერ იქნება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველი. კონკრეტულად ის ფაქტი რომ დ--------------–---–-- 2017 წლის 19 აპრილს გაუკუღმართებული გზით, დაამყარა სქესობრივი კავშირი ამავე სოფელში მცხოვრებ უმწეო მდგომარეობაში მყოფ ს----------------–---–თან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული.

 

5.10. რაც შეეხება 2017 წლის 16 მაისს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტს, რა დროსაც დ--------------–---–- გაეცნო მის მიერ მოწმის სახით გამოკითხვისას მოწოდებულ ინფორმაციას და გამოძიებას უჩვენა ის ადგილი, სადაც იგი 2017 წლის 19 აპრილს შეხვდა ადიგენის რაიონის, სოფელ უ---–- მცხოვრებ ს----------------–---–ს, მიუთითა რა მიმართულებით წაიყვანა და სად მოხდა მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ასახული ფაქტი, აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება მოწმის, დაზარალებულის, ეჭვმიტანილის ან ბრალდებულის ჩვენების, სხვა მტკიცებულების ანდა საქმის გამო წამოჭრილი ვერსიის შესამოწმებლად, რათა აღდგენილი იქნეს გამოსაკვლევი მოვლენა, გარკვეული მოქმედება, ვითარება და გარემოება ამა თუ იმ ფაქტის აღქმის, მოქმედების ჩადენის ან მოვლენის დადგომის შესაძლებლობის, მისი მექანიზმისა და კვალის წარმოქმნის შესამოწმებლად. საგამოძიებო ექსპერიმენტი რომელიც ეხება ჩვენების ადგილზე შემოწმებას მეორე ჩვენება არ არის, ეს არის ერთერთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მოწმის მანამდე მიცემულ ჩვენებასთან დაკავშირებით მის მიერ გარემოების აღდგენას ითვალისწინებს მიზნად, ამასთან იმ მოცემულობით, როდესაც საგამოძიებო ექსპერიმენტით, როდესაც მოწმის ჩვენების ადგილზე შემოწმება ხდება და ჩვენების ავტორი უარს აცხადებს სასამართლოში ჩვენების მიცემაზე, ანუ არ ადასტურებს მას, სასამართლოს მხრიდან ვერ იქნება გაზიარებული.

 

5.11.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.

 

5.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „დასკვნით სიტყვას პირველად წარადგენს ბრალდების მხარე, ხოლო შემდეგ – დაცვის მხარე. მხარეებს უფლება არა აქვთ, გამოსვლებში დაიმოწმონ მტკიცებულება, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა“.

 

5.13.სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებიდან არც ერთი მტკიცებულება არ წარმოადგენს პირდაპირი მტკიცებულებას, იმისას რომელიც დაადასტურებდა აღნიშნულ ფაქტს, მომხდარ ფაქტსა და ბრალდებულის ქმედებას შორის მიზეზობრივ კავშირი სასამართლოში არ გამოკვლეულა.

 

5.14.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლი განსაზღვრავს ირიბი ჩვენების დეფინაციას, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირიბი ჩვენების მიმცემი პირი მიუთითებს ინფორმაციის წყაროს, რომლის იდენტიფიცირება და რეალურად არსებობის შემოწმება შესაძლებელია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს ირიბი ჩვენება დასაშვები მტკიცებულებაა, თუ იგი დასტურდება სხვა მტკიცებულებით, რომელიც არ არის ირიბი ჩვენება.’’

 

5.15.სასამართლო აღნიშნავს, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე სასამართლოს აწვდისინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა.

 

5.16.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილების თანახმად (საქმე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე - საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, დავის საგანი - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე–13 მუხლის მე–2 ნაწილის, ამავე კოდექსის 76–ე მუხლის მე–3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 169–ე მუხლის პირველი ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 პუნქტთან მიმართებით), ირიბი მტკიცებულების საფუძველზე დაუშვებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.

 

5.17.საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ირიბი ჩვენება ზოგადად ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალდებასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

5.18.საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებაში, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) ირიბი მტკიცებულებების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

5.19.საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

5.20.სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მოწმემ ედ---------------–---–-- უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, ხოლო დაზარალებული ს-----------------–---–- მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო ბრალდების მხარეს არ მიუთითებია მტკიცებულებათა ნუსხაში, შესაბამისად აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოში არ გამოკვლეულა, ბრალდებულმა დ--------------–---–-- კი ისარგებლა დუმილის უფლებით, ამდენად სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა არც ერთი მტკიცებულება,რომელიც პირდაპირ მიუთითებდა დ--------------–---–-ს მიერ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას, ხოლო სასამართლო იმ მტკიცებულებას შეფასებას ვერ მისცემს, რომელიც სასამართლოში არ გამოკვლეულა.

 

5.21. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით „თუ ბრალდებული წინააღმდეგია, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე მის მიერ გამოკითხვის დროს მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, აგრეთვე ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენა (დემონსტრირება) და ზემოაღნიშნული ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება დაუშვებელია. მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვაზე ან ამ ინფორმაციის აუდიო- ან ვიდეოჩანაწერის მოსმენაზე (დემონსტრირებაზე) ბრალდებულის უარი არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად“. ამდენად სასამართლო საქმის არსებით განხილვამდე დაფიქსირებული ბრალდებულის პოზიციის ბრალის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

5.22.საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

5.23.ამავე კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

5.24.ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

5.25.სასამართლომ შეაფასა რა ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ წარმოადგენს ურთიერთ შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ და უტყუარ მტკიცებულებებს, დ--------------–---–-ს მიმართ ბრალდების დასადასტურებლად. ამდენად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა, შესაბამისად იგი წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე, 293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.დ--------------–---–- (პირადი N------------ ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2.დ--------------–---–-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და იგი დაუყონებლივ გათავისუფლდეს სხდომის დარბაზიდან;

 

3.განემარტოს დ--------------–---–- რომ მას აქვს უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ გამოცხადებისთანავე;

 

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

მოსამართლე: გიორგი ლონდარიძე