გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
¹18I-10 ქ. თბილისი
23 აპრილი, 2010 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე),მაია ოშხარელი, პაატა სილაგაძე
სხდომის მდივან _ ო. დ-ის
პროკურორ _ ი. დ-ის
ადვოკატ _ ბ. ჩ-ის
ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა. ნ-ის
თარჯიმან _ ვ. ბ-ის
მონაწილეობით განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის _ ა. ნ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ბ. ჩ-ის კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
. . . . . რესპუბლიკის მოქალაქე ა. ნ-ი. მცხოვრები . . . რესპუბლიკაში, . . . . , . . . . . ¹14-ის, ბინა ¹5-ში, - 2009 წლის 17 ოქტომბერს ქ. თბილისში საქართველოს შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს როგორც . . . . რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირი.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში . . . . . რესპუბლიკის გენერალური პროკურატურიდან შევიდა შუამდგომლობა თანდართული საექსტრადიციო მასალებით ა. ნ-ის სომხეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობისა და თანდართული საექსტრადიციო მასალების თანახმად, ა. ნ-ს ბრალად ედება სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლება (დანაშაული, გათვალისწინებული . . . . . რესპუბლიკის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტითA და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი პუნქტით).
აღნიშნული ქმედებისათვის 2009 წლის 1 ივლისს ა. ნ-ი მიცემულ იქნა პასუხისგებაში ზემოაღნიშნული ბრალდებით და ქ. . . . საერთო სათვისტომოს სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
. . . რესპუბლიკის პოლიციის სისხლის სამართლის სამმართველოს . . . საგამოძიებო განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა 2009 წლის 1 ივლისს გამოიტანა დადგენილება ა. ნ-ის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ოქტომბრის ბრძანებით ბრალდებულ ა. ნ-ს შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით და შესახლებულ იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 იანვრის ბრძანებით ა. ნ-ს საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაუგრძელდა 2 თვით, 2010 წლის 17 მარტამდე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის 2010 წლის 11 მარტის ბრძანებით ა. ნ-ს საექსტრადაციო პატიმრობის ვადა კვლავ გაუგრძელდა 2 თვით, 2010 წლის 17 მაისამდე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის – თ. ბ-ის 2010 წლის 20 მარტის დადგენილებით დაკმაყოფილდა . . . რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა ა. ნ-ის ექსტრადიციასთან დაკავშირებით.
2010 წლის 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას საჩივრით მიმართა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის – ა. ნ-ის ადვოკატმა ბ. ჩ-მა და ითხოვა საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის – თ. ბ-ის 2010 წლის 20 მარტის დადგენილების გაუქმება იმ მოტივით, რომ აღნიშნული დადგენილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი, რადგან ბრალდებული ა. ნ-ი არ არის ნასამართლევი, ჰყავს ოთხი მცირეწლოვანი შვილი, მოხუცი დედა, ხასიათდება დადებითად, თბილისში აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; იგი . . . . რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ იდევნება პოლიტიკური ნიშნით, ვინაიდან არის ადამიანის უფლებების დამცველი, . . . ერთა კონგრესის ნდობით აღჭურვილი პირი და ასრულებდა აგიტატორის ფუნქციას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილებით საქართველოს იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ თ. ბ-ის 2010 წლის 20 მარტის დადგენილება ა. ნ-ის მიმართ . . . რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩა უცვლელად.
ა. ნ-ის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ბ. ჩ-ი კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილების გაუქმებას, ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია საქართველოს საზღვარი მან გადმოკვეთა ლეგალურად; მის მიმართ წაყენებული ბრალდება არის მოგონილი, რადგან . . . . ხელისუფლების მიზანია მისი . . დაბრუნება, რათა მასზე, როგორც ოპოზიციონერ პირზე, მოხდეს ფიზიკური ანგარიშსწორება. ა ნ-ი არის ოპოზიციური პარტიის წევრი, . . . ერთა კონგრესის ნდობით აღჭურვილი პირი და აგიტატორი.
საკასაციო პალატის სხდომაზე ა. ნ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ბ. ჩ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მხარი დაუჭირა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილება.
საკასაციო პალატის სხდომაზე ექსტრადიციას დაქვემდებარებულმა პირმა _ ა. ნ-მა მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა დადგენილების გაუქმება, რათა არ მოხდეს მისი ექსტრადიცია . . . რესპუბლიკაში, ვინაიდან იგი არის უდანაშაულო, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე შესაძლოა, განხორციელდეს პოლიტიკური ანგარიშსწორება.
საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ი. დ-ემ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილების ძალაში დატოვება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საერთაშორისო თანამშრომლობის წესს სისხლის სამართლის სფეროში, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს აგრეთვე საპროცესო ნორმებს საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებული უცხოელის სხვა ქვეყანაში ექსტრადიციასთან დაკავშირებულ საკითხებთან მიმართებით, განსაზღვრავს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXXII თავი.
წარმოდგენილი მასალების მიხედვით დგინდება, რომ ა. ნ-ი არის . . . რესპუბლიკის მოქალაქე, რომელიც იმხილება სხვისი ქონების განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითურად დაუფლებაში (დანაშაული, გათვალისწინეული . . . . . რესპუბლიკის სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 პუნქტითა და იმავე მუხლის მე-3 ნაწილის პირველი პუნქტით). 2009 წლის 1 ივლისს ა. ნ-ი მიცემულ იქნა პასუხისგებაში ზემოაღნიშნული ბრალდებით. 2009 წლის 1 ივლისის . . . . რესპულიკის . . . . თემის იურისდიქციის საერთო სათვისტომოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ა. ნ-ს აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა დაპატიმრება, ხოლო 2009 წლის 1 ივლისს . . . . რესპუბლიკის პოლიციის სისხლის სამართლის სამმართველოს . . . საგამოძიებო განყოფილების უფროსმა გამომძიებელმა გამოიტანა დადგენილება ა. ნ-ის მიმართ ძებნის გამოცხადების შესახებ.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული დადგენილება ა. ნ-ის ექსტრადიციის შესახებ არ ეწინააღმდეგება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე, 256-ე, 259-ე მუხლების მოთხოვნებს.
ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები და მხარესაც არ წარმოუდგენია სასამართლო სხდომაზე რაიმე სხვა მტკიცებულება, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 257-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ექსტრადიციაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი იქნებოდა.
პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული დადგენილება სრულად მოიცავს საექსტრადიციო პროცედურებს, ექსტრადიციის სამართლებრივ საფუძველს, პროცედურულ წესებს, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ორმაგი დანაშაულებრიობის პრინციპს, ბრალდების ფაქტობრივ საფუძველს, დასჯადობას სომხეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესებს, დანაშაულის ხანდაზმულობას, პარალელური წარმოების წესებსა და პრინციპს ,,ნონ ბის ინ იდემ» (ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ თხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური ორგანოების მიერ მიღებულია საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილება შესაბამისი პირის მიმართ იმ დანაშაულის ან დანაშაულების ჩადენისათვის, რომლებისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია. ექსტრადიციაზე შეიძლება უარი ითქვას, თუ გადამცემი მხარის კომპეტენტური ორგანოები გადაწყვეტენ, არ დაიწყონ ან შეწყვიტონ სამართალწარმოება იმავე დანაშაულის ან დანაშაულების წინააღმდეგ).
ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული დადგენილება შეესაბამება ,,ექსტრადიციის შესახებ» 1957 წლის ევროპული კონვენციით, ,,სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ» მინსკის 1993 წლის 22 იანვრის კონვენციით, . . . . რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ,,გადაცემის შესახებ» 1997 წლის 3 მაისის ორმხრივი ხელშეკრულებითა და საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა» ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 6 აპრილის დადგენილება ა. ნ-ის . . . . რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოებისთვის გადაცემის შესახებ, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით, დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.