განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100116002507017
საქმე №1ბ/1275-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქ. თ---–-სი
თ---–-სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა
პალატის მოსამართლე: ვეფხია ლომიძემ
ლ--–- ბახტაძის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლის: ზ-------–--------–ის
ადვოკატის: პ----ა შ----ის, გ---------------–---–ის, ტ------–--------ის
მსჯავრდებულის: დ----- მ-------ის
მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენზე მსჯავრდებულ დ----- მ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ----ა შ----ის და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზ-------–--------–ის სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №0-----------) დ----- მ-------ის მიმართ. დ----- შ-----ს ძე მ-------ე დაბადებულია 1--- წლის 2--------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, დაოჯახებული, უმაღლესი განათლებით, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ---–-სი. ჟ-----–ის ქუჩა N---ში.
წარგენილი ბრალდება: საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
წარდგენილი ბრალდებით დ----- მ-------ემ ჩაიდინა მოხელესთან გათანაბრებული პირის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მას, როგორც მოხელესთან გათანაბრებულ პირს, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განეხორციელებინა რაიმე ქმედება და გამოეყენებინა თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით.
აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
შპს ,,ბ--–-ს“ (ს/ნ 4--------) სამუშაოთა ზედამხედველს - ი---- კ-----–--ას, რომელიც სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა ქ. თ---–-სის N2--------------------–-- სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სსიპ ,,ს-----------–---–-----------–--------------------------------------------------------------–-----–----------------------------ს“ მე-------მა და ინსპექტირების ჯგუფის წევრმა დ----- მ-------ემ თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტების წარდგენისას, ი---- კ-----–--ას თითოეულზე მოსთხოვა ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით, რათა დროულად მომხდარიყო შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება.
შპს ,,ბ--–-ს“ (ს/ნ 4--------) მიერ სსიპ ,,ს-----------–---–-----------–--------------------------------------------------------ში“ წარდგენილ იქნა ქ. თ---–-სის N2--------------------–-- შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შუალედური დოკუმენტაცია. დ----- მ-------ემ თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით შპს ,,ბ--–-ს“ საბანკო ანგარიშზე 2016 წლის 7 ივლისს ზემოაღნიშნული სააგენტოს თანამშრომლებს დაჩქარებულად ჩაარიცხინა ფულადი თანხა 31 628,46 ლარის ოდენობით. აღნიშნულის სანაცვლოდ იმავე დღეს ქ. თ---–-სში, გ-------–---–ის გამზირ N---ში მდებარე რესტორან ,,უ------–ში“ დ----- მ-------ემ ი---- კ-----–--ასგან ქრთამის სახით მიიღო მოთხოვილი ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარი.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენით დ----- მ-------ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლის პირველ ნაწილზე (2006 წლის 25 ივლისის რედაქციით). დ----- მ-------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლის პირველი ნაწილით (2006 წლის 25 ივლისის რედაქციით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მისი პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით, (2016 წლის 7 ივლისიდან 2016 წლის 2 სექტემბრის ჩათვლით) შეუმცირდა 2 (ორი) თვით და საბოლოოდ 2 (ორი) წლის და 10 (ათი) თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო (საჯარო) სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება. მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით.
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ დ----- მ-------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა პ----ა შ----ემ და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსმა პროკურორმა ზ-------–--------–მა.
დაცვის მხარემ მოითხოვა დ----- მ-------ის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა. ალტერნატივის სახით ასევე მოითხოვა განაჩენით განსაზღვრული ჯარიმის შემცირება ან სასჯელის სახედ საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება. ასევე მოითხოვა, დ----- მ-------ეს არ ჩამოერთვას თანამდებობის დაკავების უფლება.
ბრალდების მხარემ მოითხოვა დ----- მ-------ის ქმედების საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით დაკვალიფიცირება და სამართლიანი სასჯელის დანიშვნა.
მხარეებმა თ---–-სის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მხარი დაუჭირეს თავიანთ სააპელაციო საჩივრებში ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს.
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნებს, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ უდა დაკმაყოფილდეს - გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენში დ----- მ-------ის მიმართ უნდა შევიდეს ცვლილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ–ის 259–ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იგი გამოტანილი უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. განაჩენი უნდა ემყარებოდეს სასამართლოს განხილვის დროს გამოკვლეულ ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს. ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა შესაბამებოდეს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსსკ–ის 260–ე მუხლის მიხედვით განაჩენის დადგენისას სასამართლომ თანმიმდევრობით უნდა გადაწყვიტოს, ჩაიდინა თუ არა ბრალდებულმა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება, არის თუ არა ბრალდებულის ქმედება მართლსაწინააღმდეგო, შეერაცხება თუ არა ბრალდებულს ბრალად ჩადენილი ქმედება...
თ---–-სის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა განმარტავს, რომ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია, ხოლო სააპელაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში.
პალატა ასევე აცხადებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამასთან, მტკიცების ტვირთის ბრალდების მხარეზე დაკისრება როგორც შიდასამართლებრივი, ისე საერთაშორისო სამართლით აღიარებული სტანდარტია. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 76-77, აგრეთვე, გადაწყვეტილება საქმეებზე - Lavents v. Latvia, პარ. 125 და Melich and Beck v. Czech Republic, პარ. 49). შესაბამისად, იმისათვის, რათა წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება, პირველ რიგში, ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასება.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის გ---------------იძის პატაკი, რომელიც გამოკვლეულ იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ. პატაკის თანახმად, ,,2016 წლის 30 ივნისს, მასთან პირად კონტაქტზე მყოფმა პირმა - ი---- კ-----–--ამ აცნობა, რომ იმჟამად მუშაობდა შპს ,,ბ--–-ს“ (ს/ნ 4--------) სამუშაოთა ზედამხედველად, რომელიც სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე, ასრულებდა ქ. თ---–-სის №2--------------------–-- სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სსიპ ,,ს-----------–---–-----------–--------------------------------------------------------------–-----–----------------------------ს“ მე-------მა და ინსპექტირების ჯგუფის წევრმა - დ----- მ-------ემ ი---- კ-----–--ას შესთავაზა, რომ შპს ,,ბ--–-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტების წარდგენისას თითოეულზე 1000 (ათასი) ლარის გადაცემის შემთხვევაში თავისი ავტორიტეტის გამოყენებით დაეხმარებოდა შესრულებული სამუშაოების ღირებულების დროულად ანაზღაურებაში.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას გ---------------იძემ დაადასტურა პატაკში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ 2016 წლის 30 ივნისს ქ.თ---–-სში, სა---------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვედრისას ი---- კ-----–--ასგან მიღებული ინფორმაციის თანახმად დ----- მ-------ემ ი---- კ-----–--ას შესთავაზა, რომ ვინაიდან შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტების წარდგენის შემდეგ ჭიანურდებოდა ანაზღაურების საკითხის დროული გადაწყვეტა, იგი თავისი ავტორიტეტის გამოყენებით მცირე ვადაში მოახდენდა აღნიშნული საკითხის მოგვარებას, რის სანაცვლოდაც თავდაპირველად მოსთხოვა თავის საცხოვრებელ სახლში ფანჩატურის აგება. აღნიშნულზე უარის მიღების შემდეგ კი მოსთხოვა შპს ,,ბ--–-ს“ მიერ შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტების წარდგენისას ყოველი ანაზღაურების შემდეგ თითოეულზე ფულადი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაიკითხა ი---- კ-----–--ა, რომლის ჩვენების თანახმად, 2016 წლის ივნის-ივლისის თვეში იგი წარმოადგენდა შპს ,,ბ--–-ს“ სამუშაოთა ზედამხედველს, რომელიც სატენდერო ხელშეკრულების საფუძველზე ასრულებდა ქ. თ---–-სის №2--------------------–-- სარეაბილიტაციო სამუშაოებს. აღნიშნულთან დაკავშირებით იგი შეხვდა სსიპ ,,ს-----------–---–-----------–--------------------------------------------------------------–-----–----------------------------ს“ მე-------ს და ინსპექტირების ჯგუფის წევრს - დ----- მ-------ეს, რომელსაც შპს „ბ--–-ს“ მიერ სამუშაოთა შესრულებაზე ზედამხედველობა დაევალა. პირველივე შეხვედრაზე დ----- მ-------ემ ი---- კ-----–--ას განუმარტა, თუ როგორ უნდა შეედგინა შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტები (ე.წ ,,ფორმა №2“-ები) და წარედგინა სააგენტოში. დ----- მ-------ეს ათი დღის ვადაში უნდა განეხილა აღნიშნული საკითხი და თუ ყველა დოკუმენტი სწორად იქნებოდა შედგენილი, ბუ----–---რიის მიერ მოხდებოდა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურება. თუ სამუშაოების შუალედური აქტები სრულყოფილად არ იქნებოდა შედგენილი, იგი დაეხმარებოდა ხარვეზის შევსებაში და მისი კომპანიის ანგარიშზე თანხის დროულად ჩარიცხვაში, ვინაიდან სააგენტოს ბუ----–---რს პირადად იცნობდა. საუბრის შემდეგ ი---- კ-----–--ამ დ----- მ-------ეს შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტები სამსახურში მიუტანა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები შეცდომით იყო შედგენილი. დ----- მ-------ე დაეხმარა მას აღნიშნული ფორმა №2-ების შესწორებაში, რის შემდეგაც ისინი წარედგინა ბუ----–---რიას. ამის შემდეგ დ----- მ-------ემ ი---- კ-----–--ას განუმარტა, რომ ბუ----–---რი მას შესაბამის თანხას ჩაურიცხავდა. ი---- კ-----–--ას განმარტებით, იმის გამო, რომ დ----- მ-------ე მას დოკუმენტების დროულად შედგენასა და ბუ----–---რიაში წარდგენაში ასე ეხმარებოდა, მასაც გაუჩნდა პატივისცემის სურვილი, რის შესახებაც განუცხადა დ----- მ-------ეს, თუმცა პატივისცემაში იგულისხმა მხოლოდ მისი რესტორანში დაპატიჟება. დ----- მ-------ემ კი უპასუხა, რომ თავის საცხოვრებელ სახლში ფანჩატურის აშენება სურდა. ი---- კ-----–--ამ იფიქრა, რომ შესაძლოა დ----- მ-------ის ქმედება შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს, რის გამოც აღნიშნულის შესახებ 2016 წლის 30 ივნისს აცნობა მეგობარ პოლიციელს - გ---------------იძეს. ამის შემდეგ, გ---------------იძის რჩევით, მან განცხადებით მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს და ნებაყოფლობით ჩაერთო ფარულ საგამოძიებო მოქმედებებში. რამდენიმე დღეში ი---- კ-----–--ამ დ----- მ-------ეს უთხრა, რომ იგი ფანჩატურის აშენებას ვერ შეძლებდა და ჰკითხა, ამისათვის რა თანხა იქნებოდა საჭირო, დ----- მ-------ემ კი უპასუხა, რომ ფანჩატურის აშენებას დაახლოებით 1000-1200 ლარი დასჭირდებოდა. მართალია დ----- მ-------ეს აღნიშული თანხა პირდაპირ არ მოუთხოვია, თუმცა, რადგან ი---- კ-----–--ამ ვერ შეძლო ფანჩატურის აშენება, აღნიშნული საუბრიდან გამომდინარე, მან ჩათვალა, რომ კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის შემდეგ პატივისცემის ნიშნად დ----- მ-------ისათვის 1000 ლარი უნდა გადაეცა, რაც დ----- მ-------ემ წინასწარ იცოდა. 2016 წლის 7 ივლისს, მას შემდეგ, რაც კომპანიის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა, ი---- კ-----–--ა ტელეფონით დაუკავშირდა დ----- მ-------ეს და სთხოვა რესტორან „უ------–ში“ შეხვედრა. რესტორანში შეხვედრისას მან დ----- მ-------ეს გადასცა პოლიციის მიერ წინასწარ მისთვის გადაცემული დანომრილი ფულადი თანხა 1000 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს სხდომაზე დაკითხვისას დ----- მ-------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა საგ---------–---–-----------–---------------------------------------------------------ში მე-------ის პოზიციაზე. მის ფუნქცია-მოვალეობაში შედიოდა სკოლების სარემონტო სამუშაოების ზედამხედველობა. რაც შეეხება შესრულებული სამუშაოების შუალედური აქტების - ე.წ ,,ფორმა №2“-ების შედგენას, აღნიშნული ევალებოდა მშენებელს, ხოლო მათი გადამოწმება დ----- მ-------ის, როგორც მე-------ის, მოვალეობას წარმოადგენდა. იგი გადიოდა ობიექტზე, ამოწმებდა შესრულებულ სარემონტო სამუშაოებს და შემდეგ ახდენდა შესაბამისი დოკუმენტების ხელმოწერას. თუ მშენებელს შესრულებული სამუშაოს შუალედური აქტი - ,,ფორმა №2“ სწორად არ ექნებოდა შედგენილი, იგი თავად ეხმარებოდა ხარვეზის შევსებაში, რადგან მის სამსახურებრივ ინტერესში შედიოდა, ერთი მხრივ, სწრაფად და ხარისხიანად შესრულებულიყო სარემონტო სამუშაოები, მეორე მხრივ კი არ შეფერხებულიყო კომპანიისათვის შესაბამისი თანხის ჩარიცხვა. დ----- მ-------ის განმარტებით, იგი ადგენდა სამსახურებრივ მოხსენებით ბარათს, სადაც აღინიშნებოდა, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო წესების დაცვით სრულყოფილად შეასრულა სარემონტო სამუშაოები, რაც შემოწმდა პროექტის მე-------ის მიერ. შემდეგ აღნიშნული მოხსენებითი ბარათი თანდართული დოკუმენტებით შესასრულებლად გადაეცემოდა ბუ----–---რიას, რომელიც ახორციელებდა ტენდერში მონაწილე კომპანიისათვის შესაბამის ანაგარიშსწორებას. რაც შეეხება შპს ,,ბ--–-სთან“ ურთიერთობას, მან ი---- კ-----–--ა გაიცნო სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე, აუხსნა, თუ რა პროცედურები უნდა გაევლო სარემონტო სამუშაოების შესრულების შემდეგ და დაპირდა, რომ თუ რაიმეს ვერ გაიგებდა, ყველა საკითხის გარკვევაში დაეხმარებოდა, რადგან დ----- მ-------ე იყო დამაკავშირებელი რგოლი კომპანიასა და მათ ორგანიზაციას შორის. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ იგი უკავშირდებოდა ორგანიზაციის ბუ----–---რს და არკვევდა შპს „ბ--–-სთვის“ თანხის გადარიცხვის საკითხს, ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი იყო, ვინაიდან თუ კომპანიის ანგარიშზე თანხა დროულად არ ჩაირიცხებოდა, სარემონტო სამუშაოების გაგრძელება შეფერხდებოდა, რაც, საბოლოო ჯამში, დ----- მ-------ის საქმიანობაზე უარყოფითად აისახებოდა. აქედან გამომდინარე, კომპანიისათვის თანხის დროულად ჩარიცხვა პირდაპირ მის სამსახურებრივ ინტერესში შედიოდა. დ----- მ-------ემ კატეგორიულად უარყო ი---- კ-----–--ასგან ქრთამის სახით ფულადი თანხის მოთხოვნის ან მიღების ფაქტი. მისი განმარტებით, ი---- კ-----–--ას მხრიდანაც ფულადი თანხის შეთავაზებას ადგილი არ ჰქონია. მას შემდეგ, რაც დ----- მ-------ემ ი---- კ-----–--ას აუხსნა ყველა პროცედურა და დაეხმარა შუალედურ აქტებში დაშვებული შეცდომების გასწორებაში, მასთან ჩამოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ დ----- მ-------ემ ი---- კ-----–--ას უთხრა, რომ სახლში აშენებდა ფანჩატურს , რომლის ლითონის კუთხეების შედუღებისთვის სჭირდებოდა გამოცდილი ხელოსანი და ჰკითხა, ხომ არ ჰყავდა მას ასეთი ხელოსანი, რაზედაც ი---- კ-----–--ამ უარი უთხრა. ამის შემდეგ მას ი---- კ-----–--ასთან რაიმე ფულად თანხაზე საუბარი საერთოდ არ ჰქონია. 2017 წლის 7 ივლისს რესტორან „უ------–ში“ შეხვედრისას ი---- კ-----–--ამ მას 1000 ლარი გადასცა საჩუქრად პატივისცემის ნიშნად, რაც მან აიღო. მანამდე მათ შორის შეთანხმებას თანხის გადაცემაზე ადგილი არ ჰქონია - რაიმე მოქმედების შესრულების სანაცვლოდ არც ი---- კ-----–--ას შეუთავაზებია თანხა და არც მას მოუთხოვია.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა ხ------- დ---------მ განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა ,,ს-----------–---–------–-------–--------------------------------------------------------ში„ მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. მის მოვალეობას წარმოადგენდა ელექტრონული სახით შესული დოკუმენტების შემოწმება. თუ დეკუმენტები წესრიგში იქნებოდა და დაექვემდებარეობდა გადარიცხვას, მათ გადაუგზავნიდა დამხმარე ბუ----–---რს, რომელიც ტექნიკურად ასრულებდა თანხის გადარიცხვას კომპანიების ანგარიშებზე. 2016 წლის ივნისში გაფორმდა ხელშეკრულება შპს ,,ბ--–-სთან“. ხელშეკრულების თანახმად, უნდა ჩატარებულიყო 2--------------------–-- სარემონტო სამუშაოები. აღნიშნულზე ზედამხედველობას ახორციელებდა დ----- მ-------ე. დ----- მ-------ის მოხსენებითი ბარათის და თანდართული ანგარიშფაქტურის საფუძველზე ხდებოდა კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. თანამშრომლები ხელმძღვანელის მხრიდან გაფრთხილებულნი იყვნენ, რომ თუ ყველა დოკუმენტი სრულყოფილად იქნებოდა წარმოდგენილი, თანხის გადარიცხვა სწრაფად მომხდარიყო, რათა კომპანიებს სამუშაოების შესრულებისას ფინანსური დაბრკოლებები არ შექმნოდათ. თუ ადგილი ექნებოდა ისეთ შემთხვევას, რომ სხვადასხვა მიზეზით მათი მხრიდან თანხის გადარიცხვა შეფერხდებოდა, თავად კომპანიის წარმომადგენელი, მშენებელი ან ზედამხედველი (მე-------ი) უკავშირდებოდა მათ. აქედან გამომდინარე, ხ------- დ---------მ შპს „ბ--–-სთან“ დაკავშირებით დ----- მ-------ის სატელეფონო ზარებში განსაკუთრებული ვერაფერი შენიშნა, ვინაიდან ეს იყო მათი ყოველდღიური საქმიანობის შემადგენელი ნაწილი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოწმის სახით დაკითხულმა ლ--–- ქ------–--ემ განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა ს-----------–---–------–-------–--------------------------------------------------------ში ბუღალტრის თანაშემწედ. მის სამსახურებრივ მოვალეობაში შედიოდა სახელმწიფო ხაზინაში ხელშეკრულებების, ვალდებულებების, განცხადებების და საგადასახადო დავალებების გადაგზავნა. 2016 წლის 2 ივნისს გაფორმდა ხელშეკრულება შპს ,,ბ--–-სთან“ 2--------------------–-- სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით. სამუშაოთა წარმოებას ზედამხედველობას უწევდა დ----- მ-------ე. მას, როგორც ბუ----–---რს, ელექტრონული პროგრამის საშუალებით შესასრულებლად ეწერებოდა შესრულებული სამუშაოების შესახებ მოხსენებითი ბარათი, რომელსაც ჯერ მთავარი ბუ----–---რი განიხილავდა და თუ ყველა დოკუმენტი იქნებოდა სწორად შედგენილი, გადასცემდა თანაშემწე ბუ----–---რს, რომელიც, თავის მხრივ, მასალებს უგზავნიდა ს-----------–---–------–-------–--------------------------------------------------------ს უფროსის მოადგილეს კომპანიის ანგარიშზე შესაბამისი თანხის გადარიცხვის მიზნით. 2016 წლის 1 ივლისს მასთან შევიდა დ----- მ-------ის მოხსენებითი ბარათი, რომელსაც არ ერთვოდა სრულყოფილად შედგენილი დოკუმენტები, რის გამოც მათი მხრიდან მოხდა აღნიშნული ბარათის დახარვეზება. ხარვეზის გამოსწორების შემდეგ 2016 წლის 7 ივლისს განხორციელდა შესაბამისი თანხის გადარიცხვა შპს ,,ბ--–-ს“ ანგარიშზე. რაც შეეხება იმას, რომ დ----- მ-------ემ შეატყობინა ხარვეზის გასწორების შესახებ და სთხოვა თანხის დროულად ჩარიცხვა, ამაში არაფერი უჩვეულო არ ყოფილა, ვინაიდან ეს იყო ყოველდღიური მათი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი. მას სხვა მე-------ებიც და კომპანიის წარმომადგენლებიც უკავშირდებოდნენ და სთხოვდნენ თანხის დროულად ჩარიცხვას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სატელეფონო საუბრები ე.წ. ,,კრებსები“ და ვიდეო ჩანაწერი. 2016 წლის 30 ივნისს განხორციელებული ფარული ვიდეო და აუდიო გადაღების მასალებით, ერთ-ერთი საუბრისას დ----- მ-------ე ი---- კ-----–--ას ეუბნება: ..,,პროსტა აქ ატრაკებენ რა მაგაზე, რომ ვბეჭდავთ და ვეხმარებით, ის მ-----ი ჭ-----–---–ი იყო მაგაზე გაჭედა მაგრათ, მე კი არ გამიჭედა, გაუჭედა ვიღაცეებს, შეეცადე რაც შეიძლება ნაკლებად იყვეს დვიჟენიები“...,,უთხარი რომ ნორმალურად ჩანდეს ყველაფერი რა“. ი---- კ-----–--ა პასუხობს: ,,კარგი და იმ დღეს ცოტა ისე გამომივიდა ფანჩატურს ვერ გავაკეთებ მეთქი რომ გითხარი“...დ----- მ-------ე: ,,ვერ გააკეთებ?“ი---- კ-----–--ა: ,,არა მაგის დრო და ისიც, ხელოსნები ესენი ისინი, რაც ვილაპარაკეთ ისე მივყვეთ და არ არის პრობლემა რა“.. ამაზე დ----- მ-------ე პასუხობს: “ხო, არა, ვნახოთ რა“... ,,არა ახლა აქაც ისეთი პერიოდია რა, კვარტალი რომ მთავრდება დღეს ოცდაათია ბოლო დღე არის მეორე კვარტლის, ამ კვარტალში ამოწერილი იყო თქვენთვის თანხა რაცა გვქონდა და ხვალიდან პირველად, მაგრამ ხვალ პრველი კი არის, მაგრამ პარასკევია და ჩაგვირიცხავენ, ზუსტად არ ვიცი ჩაგვირიცხავენ ეგ არის პრობლემა, თუ ჩაგვირიცხავენ ხვალევე ვიჩალიჩებ თუ არა და...“
2016 წლის 5 ივლისის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების თანახმად, დ----- მ-------ე მიმართავს ი---- კ-----–--ას ,,ბიჭო როგორ არის იცი? ორი ბუ----–---რი ხო გყვავს, ხან ერთს ეწერება, ხან მეორეს და გუშინ რომ დავურეკე ამას, ვისთანაც კარგადა ვარ რა, მაგი მიკეთებს ერთ საათში, არც მინდა ნახევარ საათში“... მამაკაცის კითხვაზე: ,,თქვენი პირობა როგორ არის“, ი---- კ-----–--ა პასუხობს: ,,კი, კი, როგორც გითხარით ისე“. დ----- მ-------ე აგრძელებს საუბარს: ,,ხოდა იმას არ დაეწერა და ამას ცოფიანს დაეწერა გაიგე? ხოდა დღეს რომ მოვიდა ის გოგო ვუთხარი რომ ვეტყვიო რა და ეს მირეკავს რა გავაკეთოოო ფაქტურა სად არისო“...,, ხოდა მაგიტომაც ეგ ქალი როცა იქნება უნდა იმასქნა რა, დამირეკე რომ კაროჩე, იმ მეორესთან კარგადა ვარ რა მაგის ძმა იმას შვრებოდა, რაღაც ობიექტი ჰქონდა და დავეხმარე, გაიჭედა მაგრად და გამოვაძვრინე ერთ პიტნაცეტ ტიშიში“...ამავე ჩანაწერებში დ----- მ-------ე მიმართავს ი---- კ-----–--ას: შემოიტანე ფორმა ორი მე მაქ ათი დღე, არ მცალია ეხლა შენთვის იმიტომ რომ ათასი სკოლა მაქ ტო ხვალვე ხო არ ჩაუჯდები იმას არა? ერთი მეშვიდე დღეს გადავხედე იქ, ვნახე შეცდომა რაღაც. ხო მოგიბრუნე უკან, ახლიდან შემოგატანინე ხო დრო უნდა, შაბათი კვირეები თუ დაემთხვა...აუუუ არა მცალია მეზარება, გავიდა კიდე შვიდი რვა დღე კიდე შემოიტანე ახლიდან კიდე ზერელედ გადავხედე და აქაც შეცდომაა ფარულებში ბიჭო რაც იყო რა ეხლა მეტი აღარ განმეორდეს მაგი თორე...თორე ის არი..თორე ცუდი საქმეა ეგა რა თარიღები რა...“ამავე ჩანაწერში საუბრისას ი---- კ-----–--ა დ----- მ-------ეს მიმართავს: „ეხლა ერთი მთავარი საკითხი, ხვალე მე დილის საათებში ჩამერიცხება მაგ თანხა, ხოდა რო მოვხსნი ბანკიდან და სამსახურში მოგიტანო თუ სად მოვიდე მითხარი და“. დ----- მ-------ე: „არა კაცო, მოიცა რა სამსახურში, სად უნდა მომიტანო“. ი---- კ-----–--ა: „შენ როგორც მეტყვი, მითხარი და ისე გავაკეთოთ“. დ----- მ-------ე: „ვნახოთ რა, ხვალ როგორ იქნება ჯერ იცი? მასე დღესაც გვეგონა რო რაღაცა იქნებოდა“. ი----: „კი მარა ხოდა ეხლა შენ რო უთხარი იმის მერე დაადასტურა ყველაფერი და“. დ-----ი: „მერე, იქ აესე ზიან აი მაგიდასთან, იქით მაგის მაგიდაა, აქეთ ამის მაგიდაა რაა, ხოდა რო ველაპარაკე როგორ მითხრა იცი? ორი გაგებით იმასაც რო გაეგო და მეც რო გამეგო, ხოო ეხლაო დაადასტურებსო, კაი მადლობა მეთქი რა.“ ი----: „თუ გინდა შესვენების დროს დაგირეკავ და ისე გავაკეთოთ რო“. დ-----ი: „ანუ რა საჩქაროა და რა გეჩქარებათ ესე კაცო?“. ი----: „მაშინ მითხარი როდის, სამსახურის მერე დაგირეკავ და მოდი“. დ-----ი: შენ როცა მოახერხო და როცა ნახავ რა მოიცა გათენდეს ხვალ დილა“. ი----: „კაი ბაზარი არ არი, მე დაგირეკავ და გეტყვი რო სადა ხარ მეთქი ან რაღაცა და იმის მიხედვით გავაკეთოდ რა“. ი----: „შენ მაინც დილით რო მიხვალ გამიკონტროლე რა ბუ----–---რი, მე როგორც ვიცი დადასტურებული აქ“. დ-----ი: „ეს ეხლა ამაზე არ არი დამოკიდებული რა ამან უნდა სთხოვოს იმას რა, იმ გოთვერან ქალს რა, მარა ეს გოთვერანიც ხვალ თუ არ გადმორიცხავს, დავადგები დირექტორს და შევიყვან იქა“. ი----: „ხოდა ის რაც ვილაპარაკეთ ათასი ლარი ძმაო შენ თუ გინდა შესვენების დროს, მე როგორც კი დამიჯდება, მე დაგირეკავ“. დ-----ი: „მაგაზე ხვალ დავილაპარაკოთ.“ ი----: „ხო ბაზარი არ არი, დაგირეკავ და მე გეტყვი სადა ხარ, ან რაღაცა რა, ეგეთ პონტს გეტყვი და მეტყვი რო აქ მოდი და ვსიო რა ოღონდ დადასტურებული თუ აქ გამოშვებული ექნება შანსი არაა“. დ-----ი: „ეხლა ვეტყვი დაადასტურებსო რა ასე მითხრა ტელეფონში თან რა იყო იცი? რომ დაურეკე ხომ გვიანი იყო და ხმაზე შევატყვე რო რაღაც მაგან ვერ გააკეთა გაიგე საქმე, მეთქი ეს მეთქი რა ეხლავე ვეტყვი მოკლედ ჩემს გასაგონად, იმას უთხრა რა რო ეხლავე დაადასტურებსო რა. ხვალ დილით გადავამოწმებ.“ ი----: ჰო, ნუ მოკლედ ან მე დაგირეკავ თუ დილის საათებში ჩამერიცხა ხო მე დაგირეკავ“.
2016 წლის 7 ივლისის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების თანახმად, რესტორან „უ------–ში“ შეხვედრისას, ი----: „კაროჩე შენ რო არ ყოფილიყავი და არ გეჩალიჩა, ის წაკლა ქალი როდის ჩამირიცხავდა კვირის ბოლომდე.“ დ-----ი: „აუ კაროჩე შენ რამდენი ხანი დაგჭირდებოდა იცი ეხლა ერთი, თან მაგას თუ არ უთხარი“. ი----: „საღოლ რა შენ რო არ დამხმარებოდი კაროჩე რა აქედან ესე ელაპარაკება“. ი---- საფულედან იღებს ფულის 100 !ასი! ლარიან კუპიურებს და ითვლის: „ასი ლარი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი. აჰა ძმაო 1000 (ათასი) ლარი“. დ-----ი: „ბიჭო შენ რამე ხვოსტი ხომ არ გაზის?“ ი----: „არა ძმა არაფერი ძაან დიდი მადლობა და სიკეთეში მოგახმაროს ღმერთმა“. ი----: „ხოდა ეს იცოდე რო ხვალინდელ იმაზე ხვალინდელ ჩარიცხვაზე ეს კიდე ვიცოდე რა ეს ათასი ლარი ძმაო ხო ვთქვით და ამაზე გეკუთვნის და რაზეა ლაპარაკი. დ-----ი: „არა ჩვენ მაგ თემაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ.“ ი----: „ხოდა მაგას გეუბნები რა“. დ-----ი: „ჩამოყალიბდი და ვიცოდე მეც რო აი ამდენი, ამდენი ამდენი და“. ამის შემდეგ ისინი საუბრობენ ყოფით საკითხებზე, რა დროსაც დ----- მ-------ე ამბობს: „ქრთამის აღებაზე ხომ ნახე როგორ არის, აბა მიდი ეხლა ვიღაცას ფინანსური რაღაცა გაუმაზე, რომ აბა მოდი შენ და ასე და ეხლა იმას კი არ გეუბნები ამ თემას, მე ამას არ ვთვლი ასეთად, მაგრამ მე უბრალოდ შენი კაცური მდგომარეობიდან გამომდინარე გელაპარაკები“. ამავე ოქმის ჩანაწერებში დ----- მ-------ე მიმართავს ი---- კ-----–--ას: ,,ამან ესე ჩაიაროს და შემდეგ გადარიცხვებზე ხო რაღაცა მოვიფიქროთ რა..“
პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტიური მხარე გამოიხატება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის (სპეციალური ამსრულებელი) მიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი სარგებლის ან სხვა რაიმე არამართლზომიერ უპირატესობის მიღებაში ან მოთხოვნაში, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღებაში თავისი ან სხვა პირის სასარგებლოდ, რათა ამ მოხელემ ან მასთან გათანაბრებულმა პირმა თანამდებობრივი უფლებამოვალეობების შესრულებისას ქრთამის მიმცემის ან სხვა პირის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედების განხორციელებისაგან, ან გამოიყენოს თავისი თანამდებობრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, აგრეთვე, განახორციელოს სამსახურებრივი მფარველობა. ობიექტური მხრივ ქრთამის აღება დამთავრებულია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის მიღების ან მოთხოვნის, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღების მომენტიდან. ქრთამის აღების სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება. ქრთამის აღების საფუძველზე შესრულებული მოქმედება შეიძლება შედიოდეს მოხელის სამსახურებრივ უფლებამოსილებაში ან არ შედიოდეს, მაგრამ მის ავტორიტეტსა და გავლენას შეეძლოს ხელი შეუწყოს ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ რაიმე მოქმედების შესრულებას ან შეუსრულებლობას. ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია არა ის, ჰქონდა თუ არა თანამდებობის პირს ქრთამის მიმცემის მიერ მოთხოვნილი მოქმედების განხორციელების უფლებამოსილება, არამედ ის, მოხდა თუ არა ქრთამის მოთხოვნა, ან შეთავაზება თუ დაპირება და აღნიშნულის მიღება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ გარკვეული სამსახურის გაწევის სანაცვლოდ. ობიექტური მხრივ ქრთამის აღება დამთავრებულია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის მიღების ან მოთხოვნის, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღების მომენტიდან. ქრთამის მოთხოვნას ადგილი აქვს მაშინ, როცა მოხელე პირდაპირ ან შენიღბულად აგრძნობინებს (მიახვედრებს) სხვა პირს, რომ მან უნდა გადაიხადოს თანამდებობის პირის მომსახურების (მოქმედების ან უმოქმედობის) სანაცვლოდ. ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს გადაეცა თუ არა ქრთამის საგანი ან განხორციელდა თუ არა რაიმე ქმედება ამ მოთხოვნის სანაცვლოდ, მთავარია თვით მოთხოვნის არსებობა. ქრთამის შეთავაზება გულისხმობს ისეთ სიტუაციას, როცა ქრთამის მიმცემი ავლენს მზადყოფნას უკანონო გასამრჯელო მისცეს მოხელეს ნებისმიერ მომენტში, რაზედაც მოხელე ან მასთან გათანაბრებული პირი თანხმობას აცხადებს. ქრთამის დაპირება მოიცავს ისეთ შემთხვევებს, როცა ქრთამის მიმცემი ვალდებულებას იღებს (პირობას დებს), რომ მოგვიანებით გადასცემს მოხელეს უკანონო გასამრჯელოს, რაზედაც მოხელე თანხმდება, ანდა როცა ქრთამის მიმცემსა და ამღებს შორის წინასწარი შეთანხმება არსებობს იმის თაობაზე, რომ უკანონო გასამრჯელოს გადაცემა მოგვიანებით მოხდება. დაპირებად არ უნდა ჩაითვალოს ისეთი შემთხვევა, როცა მოხელე საორჭოფო პასუხს აძლევს ქრთამის მიმცემს (ვეცდები, ვნახოთ და ა.შ) და არ ჩანს დაპირების მიღების კონკრეტულობა. რაც შეეხება ქრთამით განპირობებულ ქმედების შესრულებას თუ შეუსრულებლობას, იგი დანაშაულის შემადგენლობის ფარგლებს გარეთ რჩება. მთავარია დადგენილი იქნას, რომ ქრთამი აღებულია გარკვეული მოქმედების შესასრულებლად ან მისი შეუსრულებლობისათვის.
პალატა არ იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლითაც იგი მიიჩნევს, რომ დ----- მ-------ესა და ი---- კ-----–--ას შორის თანხის შემდგომი გადაცემის შესახებ შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია.
მტკიცებულებათა ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა იქნა დადგენილი, რომ ი---- კ-----–--ა წინასწარ შეუთანხმდა დ----- მ-------ეს და მის წინაშე აიღო ვალდებულება, რომ უკანონო გასამრჯელოს მოგვიანებით გადასცემდა. ფარული საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი მასალების გაანალიზებით ზედმიწევნით დასტურდება დ----- მ-------ის მხრიდან ი---- კ-----–--ას დაპირების მიღების კონკრეტულობა. კერძოდ, სატელეფონო კომუნიკაციისას ი---- კ-----–--ა მიმართავს დ----- მ-------ეს „ხვალ მე დილის საათებში ჩამერიცხება მაგ თანხა, ხოდა რო მოვხსნი ბანკიდან და სამსახურში მოგიტანო თუ სად მოვიდე, მითხარი“. დ----- მ-------ის პასუხიდან აშკარა ხდება, რომ მისთვის ცნობილია, თუ რა თანხაზე ესაუბრება ი---- კ-----–--ა, იგი აპროტესტებს არა თანხის მიტანას, არამედ მისი გადაცემის შეთავაზებულ ადგილს და პასუხობს: „არა კაცო მოიცა, რა სამსახურში, სად უნდა მომიტანო“. ამავე საუბრისას ი---- კ-----–--ა მიმართავს დ----- მ-------ეს : „ხოდა ის, რაც ვილაპარაკეთ - ათასი ლარი ძმაო შენ თუ გინდა შესვენების დროს, მე როგორც კი დამიჯდება“. დ----- მ-------ეს არც ამ წინადადების შინაარსთან დაკავშირებით უჩნდება კითხვა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ შორის მართლაც ჰქონდა ადგილი ათასი ლარის გადაცემის შესახებ საუბარს თანხის გადარიცხვის დაჩქარების სანაცვლოდ. ამის დასტურია დ----- მ-------ის პასუხი ი---- კ-----–--ას სიტყვებზე, რომელშიც იგი ცდილობს, დაუსაბუთოს, რომ შეასრულა შეთანხმებით მის წინაშე ნაკისრი ვალდებულება - უხსნის, რომ კიდევ ერთხელ შეახსენა ბუღალტრებს თანხის ჩარიცხვის დაჩქარების შესახებ, თუმცა არ არის დარწმუნებული, ჩაურიცხეს თუ არა თანხა და ამის შემოწმებას მეორე დილისათვის პირდება.
დ----- მ-------ისა და ი---- კ-----–--ას ამ საუბრით დგინდება, რომ დ----- მ-------ე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას შპს „ბ--–-სთან“ მიმართებაში ქრთამით განპირობებულ ქმედებებს ახორციელებდა, რომ მან ფულადი თანხა გარკვეული მოქმედებების შესრულებისთვის წინასწარ შეთანხმებული პირობების შესაბამისად აიღო. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სახეზეა დ----- მ-------ის მიერ განხორციელებული ქმედებების განპირობებულობა მომავალში ფულადი თანხის მიღების მოტივით, რაც საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
დ----- მ-------ემ მიუთითა, რომ მისი, როგორც სა-–-----–---------------------------ის მე-------ისა და ინსპექტირების ჯგუფის წევრის სამსახურებრივ ინტერესში შედიოდა სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუფერხებლად მიმდინარეობა და, აქედან გამომდინარე, სამუშაოთა მწარმოებელი ორგანიზაციისათვის შუალედური აქტების საფუძველზე შესრულებული სამუშაოს ღირებულების დროულად ჩარიცხვა, რაც თავიანთ ჩვენებებში დაადასტურეს კიდეც სააგენტოს მთავარმა ბუ----–---რმა ხ------- დ---------მ და მისმა თანაშემწემ ლ--–- ქ------–--ემ, რომლებმაც მიუთითეს, რომ შპს ,,ბ--–-სთვის“ თანხის ჩარიცხვის საკითხით დ----- მ-------ის დაინტერესებაში უჩვეულო ვერაფერი შენიშნეს, ვინაიდან ამ საკითხის გაკონტროლება მას სამსახურებრივად ეხებოდა და წარმოადგენდა მათი სამუშაო პროცესის ნაწილს.
პალატა აღნიშნავს, რომ დაკისრებული სამსახურებრივი ფუნქციის ეფექტურად შესრულების ინტერესიდან გამომდინარე, დ----- მ-------ეს მართლაც გააჩნდა მოტივაცია, ეზრუნა სამუშაოს მწარმოებელი ორგანიზაციისთვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების დროულად ჩარიცხვაზე, თუმცა ეს გარემოება, ბუნებრივია, არ გამორიცხავს ამისათვის განხორციელებული ქმედებებისათვის ქრთამის აღებას, ვინაიდან საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ქრთამის აღებით შეიძლება შესრულდეს როგორც კანონიერი, ისე უკანონო მოქმედება. კანონმდებლის მიერ საკითხის ამგვარად გადაწყვეტის საფუძველია ის, რომ მექრთამეობისაგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ძირითადი ობიექტი სახელმწიფო აპარატის ავტორიტეტია. კანონის შესაბამისი საქმიანობა კი ამ დანაშაულის მხოლოდ დამატებით ობიექტს წარმოადგენს. დ----- მ-------ემ ქრთამი აიღო თავისი ფუნქციის ჯეროვან შესრულებაში, რაც ქრთამის აღების გარეშეც უნდა განეხორცილებინა. ამ მხრივ საყურადღებოა, თუ როგორ მივიდნენ დ----- მ-------ე და ი---- კ-----–--ა შეთანხმებამდე, რომ თანხის ჩარიცხვის დაჩქარებაში დახმარებისთვის კ-----–--ა მ-------ეს ქრთამის სახით გადაუხდიდა ათას ლარს. დ----- მ-------ემ ი---- კ-----–--ას განუმარტა ის პროცედურები, რომელთა განხორცილებასთან იყო დაკავშირებული შესრულებული სამუშაოების ღირებულების ჩარიცხვა სამუშაოს მწარმოებელი ორგანიზაციისთვის - აუხსნა, თუ რა დოკუმენტების წარდგენა იყო საჭირო ამისთვის სააგენტოში, რა მაქსიმალური ვადა იყო დაწესებული მის განცხადებაზე რეაგირებისათვის და თანხის ჩარიცხვის რამდენი ხნით გაჭიანურებას გამოიწვევდა დოკუმენტაციის ხარვეზებით წარდგენა. იმავდროულად მიაწოდა ინფორმაცია, რომ მას ამ საკითხში დახმარება შეეძლო და შეცდომით წარდგენილი ,,ფორმა 2-ების“ გასწორებით დაარწმუნა კიდეც ამაში. მისდამი ამგვარი გულისხმიერი დამოკიდებულების დემონსტრირებით კი ლოგიკურად გამოიწვია მადლიერების განცდა, რაც წარმოადგენდა კიდეც მის მიზანს. სწორედ ამ მოლოდინით და ანგარების მოტივით უნდა აიხსნას ი---- კ-----–--ას თანხის ჩარიცხვის გაჭიანურების ალბათობაში წინასწარ დარწმუნება. სხვა შემთხვევაში დ----- მ-------ე ისე იმოქმედებდა, რომ ი---- კ-----–--ას ყოველ წვრილმანთან დაკავშირებით საქმის კურსში არც კი ჩააყენებდა. ამაზე მეტყველებს დანაშაულებრივი შეთანხმების შემდეგაც ი---- კ-----–--ასთვის ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რა ბერკეტები გააჩნდა თანხის გადარიცხვის დაჩქარების უზრუნველსაყოფად - რა გავლენა ჰქონდა ბუ----–---რიის ერთ-ერთ თანამშრომელზე, რომელიც მისგან დავალებული იყო წარსულში გაწეული დახმარების გამო.
დ----- მ-------ის მოლოდინის არსებობაზე, რომ ი---- კ-----–--ა მისდამი გულისხმიერი დამოკიდებულებისათვის ქრთამის სახით ჯილდოს შესთავაზებდა, მიუთითებს ის გარემოება, რომ როდესაც ი---- კ-----–--ამ პატივისცემის გამოხატვის სურვილი გამოთქვა, მან მაშინვე მიიღო ეს წინადადება და დახმარების სანაცვლოდ მოსთხოვა სამუშაოს შესრულება თავის ეზოში ფანჩატურის მოწყობის სახით.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების - ქრთამის აღების შემადგენლობის არსებობაზე მიუთითებს სწორედ ის გარემოება, რომ დ----- მ-------ემ წინასწარ იცოდა, რომ მას კონკრეტული ქმედების განხორცილებისათვის - თანხის ჩარიცხვის დაჩქარებაში დახმარებისთვის გადასცემდნენ ჯილდოს, რომელიც თვითონ დააკონკრეტა შესასრულებელი სამუშაოს სახით. გასათვალისწინებელია, რომ ფანჩატურის მოწყობის მოთხოვნის დაფიქსირების მომენტისათვის დ----- მ-------ეს ,,ფორმა 2-ის“ შესწორების გარდა ჯერ რაიმე ქმედება არ ჰქონდა განხორციელებული თანხის ჩარიცხვის დაჩქარების მიზნით. პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა დ----- მ-------ის ქმედების კანონით აკრძალული საჩუქრის მიღებად დაკვალიფიცირების შესახებ იმ შემთხვევაში იქნებოდა მართებული, თუკი შეპირებული ჯილდოს გადაცემის შესახებ წინასწარ არ ეცოდინებოდა დ----- მ-------ეს, მით უმეტეს, რომ იგი კანონის ფარგლებში მოქმედებდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მისი დასაჩუქრება მოხდებოდა მის მიერ შესაბამისი ქმედებების განხორცილების შემდეგ წინასწარ შეპირების გარეშე, სახეზე იქნებოდა საქართველოს სსკ-ის 340-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა.
დ----- მ-------ემ ქრთამის აღებისას იცოდა, რომ მას ქრთამი ი---- კ-----–--ამ გარკვეული მიზნით მისცა. უკანონო საჩუქრის მიღებისას კი მისი მოქმედება არ იქნებოდა საჩუქრით განპირობებული - საჩუქრით გამოხატული იქნებოდა მისდამი მადლიერება უკვე შესრულებული მოქმედებისათვის. მოცემულ შემთხვევაში კი დ----- მ-------ე ათასი ლარის გადაცემას ელოდებოდა ი---- კ-----–--ასთან წინასწარი შეთანხმებით, რაც თავდაპირველად მინიშნებით დაფიქსირდა - პატივი მინდა გცეო, შემდეგ კი დაკონკრეტდა პირდაპირი დაპირებით - მოთხოვილი სამუშაოს ექვივალენტური თანხის - ათასი ლარის გადაცემის შესახებ, რაც ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ მოცემული შემთხვევაში სახეზე გვაქვს ქრთამი - ჯილდო.
პალატა ვერ გაიზიარებს დ----- მ-------ის ჩვენების იმ ნაწილს, რომელშიც უთითებს, რომ მას ი---- კ-----–--ასთან ურთიერთობაში ანგარების მოტივი არ ამოძრავებდა, რომ თითქოს მან კ-----–--ას მხოლოდ გამოცდილი ელექტროშემდუღებელი მოსთხოვა, რომელიც დაეხმარებოდა ფანჩატურის მოწყობაში და უარის მიღების შემდეგ საუბარი აღარ გაგრძელებულა; თითქოს მას არ მოუთხოვია ი---- კ-----–--ასთვის ფულადი თანხა შესრულებული სამუშაოს ღირებულების დროულად ჩარიცხვაში დახმარებისთვის და არც ქრთამის თუ საჩუქრის სახით თანხის გადაცემაზე არ შეთანხმებულან წინასწარ. დ----- მ-------ე ამით ცდილობს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შემსუბუქებას ან მისგან თავის დაღწევას. მისი ჩვენების შინაარსი მთლიანადაა გაბათილებული როგორც ი---- კ-----–--ას ჩვენებით, ასევე ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ჩანაწერებით.
დაუსაბუთებელია დაცის მხარის სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო სასამართლოს სხდომებზე ჩამოყალიბებული მოსაზრება დ----- მ-------ის უდანაშაულობის შესახებ. დაცვის არგუმენტაცია დაფუძნებულია მტკიცებულებების არასრულყოფილ, სუბიექტურ შეფასებაზე, მოწმე ი---- კ-----–--ას ჩვენების ფრაგმენტების ცალ-ცალკე - კონტექსტის გარეშე წარმოჩენაზე, ასევე თვით დ----- მ-------ისა და ი---- კ-----–--ას პირად მოსაზრებებზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით.
თანხის გადაცემის შესახებ წინასწარი შეთანხმების არსებობას ადასტურებს ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ჩანაწერი, რომელშიც ი---- კ-----–--ა დ----- მ-------ეს პირდება, რომ თანხის ჩარიცხვის შემდეგ დაურეკავს და შეხვდება 1000 ლარის გადასაცემად, მაგრამ თანხაზე საუბარში არაფერს ეტყვის. ათასი ლარის საჩუქრად გადაცემის სურვილის შემთხვევაში ი---- კ-----–--ა წინასწარი შეთანხმების გარეშე გადასცემდა მას დ----- მ-------ეს და ეტყოდა კიდეც როგორც თანხის გადაცემის მიზეზს, ასევე თანხის ოდენობას. ამის საპირისპიროდ კი ი---- კ-----–--ამ დ----- მ-------ეს თანხა მიუთვალა, რამაც დ----- მ-------ის კითხვა არ გამოიწვია. მან მხოლოდ ის იკითხა, ,,ხვოსტი“ ხომ არ მიჰყვა კ-----–--ას. ამდენად, დ----- მ-------ემ წინასწარ იცოდა, რომ კ-----–--ას მისთვის ათასი ლარი უნდა გადაეცა, რაც მათ შორის წინასწარ შეთანხმების არსებობას ადასტურებს. ამავე გარემოებაზე მიუთითებს მათი საუბარი მომდევნო თანხის ჩარიხვასთან დაკავშირებით. დ----- მ-------ე: „ჩამოყალიბდი და ვიცოდე მეც რო აი ამდენი, ამდენი ამდენი და“. ი---- კ-----–--ასა და დ----- მ-------ეს შორის გამართული საუბრის ცალკე აღებული ეს ფრაგმენტიც უტყუარად ადასტურებს იმ ფაქტობრივი გარემოების არსებობას, რომ დ----- მ-------ემ ი---- კ-----–--ასაგან მისი კომპანიის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის ყოველ ჯერზე მოითხოვა მისთვის ქრთამის გადაცემა დოკუმენტაციის მოწესრიგებაში დახმარებისა და ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის დაჩქარების სანაცვლოდ.
დ----- მ-------ის მიერ მის სამუშაო ადგილზე დოკუმენტაციაში ხარვეზების გასწორება არ შეიძლებოდა, განპირობებული ყოფილიყო მხოლოდ მასზე დაკისრებული ფუნქციის ეფექტურად შესრულების სურვილით. ი---- კ-----–--ას იგი თვითონვე უხსნის, რომ ხელმძღვანელობა სამუშაო ადგილზე დოკუმენტაციის გასწორებასა და ბეჭდვას უშლიდა. ამიტომ თხოვს, მისი ვიზიტები სამსახურში ნაკლებად იყოს თვალში საცემი - ,,რაც შეიძლება, ნაკლებად იყოს დვიჟენიები“.
ფარული აუდიო ჩანაწერების შინაარსით ნათლად დგინდება, რომ დ----- მ-------ის მხრიდან ფანჩატურის მოწყობის მოთხოვნას ადგილი ჰქონდა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მათ კომუნიკაციაზე მიყურადება და ჩაწერა დაიწყებოდა. თუმცა მათ შორის ასეთი საუბრის გამართვაზე და ფანჩატურის მოწყობის სანაცვლოდ თანხის მოთხოვნაზე შემდგომი ჩანაწერები შეიცავენ სრულყოფილ ინფორმაციას. ი---- კ-----–--ა: ,,...იმ დღეს ცოტა ისე მომივიდა, ფანჩატურს ვერ გაგიკეთებ მეთქი...რაც ვილაპარაკეთ ისე მივყვეთ და არ არის პრობლემა...“
დ----- მ-------ისთვის თანხის ჩარიცხვის დაჩქარების დამატებითი მოტივი ის იყო, რომ სწორედ თანხის ჩარიცხვის შემდეგ მიიღებდა შეპირებულ 1000 ლარს.
გასაჩივრებულ განაჩენში მითითებულია, რომ სასამართლო განხილვის დროს შეფასება უნდა მიეცეს მხოლოდ იმ მტკიცებულებებს, რომლებითაც დადასტურდებოდა დ----- მ-------ის მიერ ი---- კ-----–--ასთვის ქრთამის სახით პირდაპირ 1000 ლარის მოთხოვნა და მიღება, ვინაიდან ბრალდების შესახებ დადგენილებით ბრალდება დ----- მ-------ეს ედავება სწორედ ამ ქმედებების ჩადენას და არა მის საცხოვრებელ სახლში ფანჩატურის მოწყობის მოთხოვნას ი---- კ-----–--ასთვის.
პალატა ვერ გაიზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და განმარტავს: საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს იმ ბრალდების ფორმულირების ფარგლებში, რაც სახელმწიფო ბრალმდებელმა გამოძიების ეტაპზე დადგენილად მიიჩნია. სწორედ სახელმწიფო ბრალმდებლის - პროკურორის უფლებამოსილებას წარმოადგენს პირის ბრალდება თანახმად საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილისა. სასამართლო საქმის განხილვისას სწორედ იმიტომ ვერ გასცდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს, რომ მას ეს უფლებამოსილება არ გააჩნია. აქედან გამომდინარეობს, რომ სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, დაამძიმოს წარდგენილი ბრალდება ან დაადგინოს, რომ პირმა ჩაიდინა თავისი არსით განსხვავებული დანაშაულებრივი ქმედება, რასაც არ მოიცავდა თავდაპირველი ბრალდება. მოცემულ შემთხვევაში განაჩენის გამოტანისას ფანჩატურის მოწყობის შესახებ თვადაპირველი მოთხოვნის, როგორც უტყუარად დადგენილი ფაქტობრივი გარემოების, შეფასებით სასამართლო არ გასცდება წარდგენილი ბრალდების ფარგლებს. სახეზე გვაქვს მხოლოდ დ----- მ-------ისათვის ინკრიმინირებული ქმედების არასრულყოფილი აღწერა, რაც საქართველოს სსსკ-ის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნის არაარსებით დარღვევას წარმოადგენს. დ----- მ-------ის საბოლოო მოთხოვნა 1000 ლარის გადახდასთან დაკავშირებით სწორედ ფანჩატურის მოწყობის შესახებ მოთხოვნას უკავშირდება და ცვლის მას. მისი შეფასებით 1000 ლარი სწორედ ამ სამუშაოს შესრულების ღირებულებაა და იგი იმიტომ მოითხოვა, რომ ი---- კ-----–--ამ ფანჩატურის მოწყობა ვერ შეძლო. წარდგენილი ბრალდების ფარგლების დარღვევა იმ შემთხვევაში გვექნებოდა სახეზე, თუკი ბრალდების დადგენილებაში აუსახავი მოთხოვნა ფანჩატურის მოწყობის შესახებ გამოიწვევდა ქმედების დამატებით კვალიფიკაციას ან იქნებოდა ბრალად წარდგენილი ქმედების აუცილებელი მაკვალიფიცირებული ნიშანი.
გასაჩივრებულ განაჩენში დ----- მ-------ის ქმედების კვალიფიკაციის შეცვლას ასევე საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ დ----- მ-------ე ი---- კ-----–--ასგან მიღებულ თანხას ქრთამად არ თვლიდა, რაც განუცხადა კიდეც მას თანხის აღების შემდეგ რესტორან ,,უ------–ში“. გარდა ამისა, ი---- კ-----–--ამაც განაცხადა, რომ დ----- მ-------ეს მისთვის 1000 ლარი არ მოუთხოვია და აღნიშნული თანხა გადასცა პატივისცემის ნიშნად.
აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა აცხადებს, რომ რეალურად განხორციელებული ქმედების კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ამ ქმედებას როგორ სამართლებრივ შეფასებას აძლევენ საქმეზე დაკითხული პირები. მართალია, დ----- მ-------ე მის მიერ განხორცილებულ ქმედებას ქრთამის აღებად არ მიიჩნევს, თუმცა ზემოთ უკვე იქნა მოყვანილი მსჯელობა, თუ რა შემთხვევაში ჩაითვლებოდა მისი ქმედება კანონით აკრძალული საჩუქრის მიღებად. რაც შეეხება ი---- კ-----–--ას ჩვენებას, რომ მისთვის დ----- მ-------ეს 1000 ლარი არ მოუთხოვია, ესეც მის არაარგუმენტირებულ შეფასებას წარმოადგენს, ვინაიდან მისივე ჩვენებით და ზემოთ მოყვანილი ფარული საგამოძიებო მოქმედებებით მოპოვებული ჩანაწერებით უტყუარად დგინდება, რომ ფანჩატურის მოწყობაზე უარის თქმის შემდეგ დ----- მ-------ის მიერ ამ სამუშაოს სავარაუდო ფასის დასახელება მისი მხრიდან სწორედ ფულის მოხოვნას ნიშნავდა და ი---- კ-----–--ამაც იგი სწორედ ასე აღიქვა. ფარულ ჩანაწერში დაფიქსირებული ი---- კ-----–--ას სიტყვები ,,ხოდა ის, რაც ვილაპარაკეთ - ათასი ლარი, ძმაო, შენ...“ პირდაპირ მიუთითებს დ----- მა-----ს მხრიდან ი---- კ-----–--ას დაპირების მიღების კონკრეტულობაზე, რომ თანხის ჩარიცხვის დაჩქარებაში დახმარებისთვის უკანონო გასამრჯელოს მოგვიანებით - თანხის ჩარიცხვის შემდეგ გდასცემდა - თანხის გადაცემაზე ისინი წინასწარ იყვნენ შეთანხმებული.
ამდენად, სახეზე გვაქვს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების - ქრთამის აღების ობიექტური და სუბიექტური მხარის ყველა ნიშანი - ობიექტური მხრივ ქრთამის აღება დამთავრებულია მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ქრთამის მიღების ან მოთხოვნის, ასევე ასეთის თაობაზე შეთავაზების ან დაპირების მიღების მომენტიდან; სუბიექტური მხრივ კი დანაშაულის ჩადენის მოტივი შეიძლება იყოს ანგარება ან სხვაგვარი არამართლზომიერი უპირატესობის მიღების სურვილი. სუბიექტს, როგორც წესი, სურს, მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიიღოს მატერიალური გამორჩენა - ფული, ფასიანი ქაღალდი, სხვა ქონება ან ქონებრივი სარგებელი. მოცემულ შემთხვევაში დ----- მ-------ეს თავდაპირველად ამოძრავებდა ფანჩატურის აშენების მოტივი, შემდეგ კი - ასეთი ქონებრივი სარგებლის მიღების შეუძლებლობის გამო - 1000 ლარის მიღება, სამომავლოდ ჩასარიცხი თანხების დაჩქარებაში დახმარებისთვის კი - ასევე ფულადი თანხის მიღება.
სააპელაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებზე, რა დროსაც სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43).). შესაბამისად, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა დაცვის მხარის ვრცელ სააპელაციო საჩივარში და სააპელაციო პალატის სხდომაზე მხარეთა მიერ შესავალ და დასკვნით სიტყვებში მითითებულ ძირითად არგუმენტებზე.
სააპელაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლება მოითხოვს მხარების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული უფლება ზედა ინსტანციის სასამართლოებს საშუალებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასმართლოს გადაწყვეტილების საქმეზე Hirvisaari v. Finiand, პარ. 30).
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა - სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
პალატის აზრით, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ დ----- მ-------ის მიერ ჩადენილია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რაც დადასტურებულია სწორედ იმ გარემოებით, რომ მან ი---- კ-----–--ას კომპანიის ანგარიშზე თანხის დაჩქარებული წესით ჩარიცხვაში დახმარებისთვის ქრთამის სახით მოითხოვა თანხის გადაცემა. შეთანხმების საფუძველზე ი---- კ-----–--ას სასარგებლოდ და მის დასახმარებლად იზრუნა ამ უკანასკნელის ფირმისთვის თანხის დროულად ჩარიცხვაზე, რის სანაცვლოდაც მიიღო 1000 ლარი. აღნიშნული კი გვაძლევს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების შემადგენლობას.
რაც შეეხება სასჯელს, საქართველოს სსკ–ის 53–ე მუხლის მე–3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ დ----- მ-------ეს ჩადენილი დანაშაულისათვის სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნას ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ის, რომ დ----- მ-------ეს პასუხისმგებლობის დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია.
რაც შეეხება ნივთმტკიცებას, საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დ----- მ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარი ათი ერთეული 100 (ასი) ლარის ნომინალის კუპიურებით, რომლებიც შესანახად გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს, უნდა დარჩეს მის საკუთრებაში;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1438-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო ჩაწერის ამსახველი 4 (ოთხი) DVD დისკი, აუდიო ჩაწერის ამსახველი 1 (ერთი) CD დისკი და სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შედეგად მოპოვებული მასალების ამსახველი 1 (ერთი) CD დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ცნობად უნდა იქნას მიღებული, რომ დ----- მ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. შესაბამისად, ყადაღა უნდა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის №12/32-16 განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ქ. თ---–-სში, ჟ-----–ის ქუჩა №---ში მდებარე გ---–----ა მ-------ის, დ----- მ-------ის და მ-----–ა ღ------–-----ის სახელზე რიცხულ ყადაღადადებულ უძრავ ქონებას საკადასტრო კოდი: 0--------------- და აღნიშნული ქონება განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად უნდა დაუბრუნდეს მის მესაკუთრეებს;
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა კი უნდა დაკმაყოფილდეს და დ----- მ-------ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენში ცვლილება უნდა იქნას შეტანილი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, მე-2 ნაწილით, 302-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მსჯავრდებულ დ----- მ-------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პ----ა შ----ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის უფროსი პროკურორის ზ-------–--------–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 27 აგვისტოს განაჩენში დ----- მ-------ის მიმართ შევიდეს ცვლილება;
დ----- მ-------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით;
დ----- მ-------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 10 მაისიდან - ამ განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;
დ----- მ-------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2016 წლის 07 ივლისიდან 2016 წლის 02 სექტემბრის ჩათვლით;
ცნობად იქნას მიღებული, რომ დ----- მ-------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. ყადაღა მოეხსნას გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 სექტემბრის №12/32-16 განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ქ. თ---–-სში, ჟ-----–ის ქუჩა №---ში მდებარე გ---–----ა მ-------ის, დ----- მ-------ის და მ-----–ა ღ------–-----ის სახელზე რიცხულ ყადაღადადებულ უძრავ ქონებას საკ. კოდით 0--------------- და აღნიშნული ქონება განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში სრულად დაუბრუნდეს მის მესაკუთრეებს;
ასევე ცნობად იქნას მიღებული, რომ გაუქმებულია დ----- მ-------ისათვის დამატებით დაკისრებული ვალდებულებები გამოძიების მწარმოებელი ორგანოსათვის პირადობის მოწმობისა და პასპორტის ჩაბარების და ყოველ სამშაბათ დღეს პროკურატურაში გამოცხადების შესახებ.
ნივთიერი მტკიცებულება:
დ----- მ-------ის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ფულადი თანხა - 1000 (ათასი) ლარი ათი ერთეული 100 (ასი) ლარის ნომინალის კუპიურებით, რომლებიც შესანახად გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს, დარჩეს მის საკუთრებაში;
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1438-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული ვიდეო და აუდიო ჩაწერის ამსახველი 4 (ოთხი) DVD დისკი, აუდიო ჩაწერის ამსახველი 1 (ერთი) CD დისკი და სატელეფონო საუბრების ფარული მიყურადებისა და ჩაწერის, კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის შედეგად მოპოვებული მასალების ამსახველი 1 (ერთი) CD დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას გორის რაიონულ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;
განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თ---–-სში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თ---–-სის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: ვ. ლომიძე