განაჩენი

სისხლის სამართლის 28.02.2019
საქმის ნომერი
190100118002637485
ინსტანცია
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 190100118002637485

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

 

თავმდომარე: ვეხია ლომიძე

მოსამართლეები: ნათია ბარბაქაძე

მაია თეთრაული

 

საქმე №1ბ/253-19 28 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

 

მსჯავრდებული: შ------------ი, დაბადებული 1990 წლის 9 ივლისს, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული ი----------–-----------------–-----------------–------–--–-----------–--

 

მსჯავრდებული: მ---------------------------–-----–----, დაბადებული 1993 წლის 11 თებერვალს, ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, დასაოჯახებული, საშუალო განათლებით, რეგისტრირებული ი----------–-----------------–-----------------–---–------------------------------------------–----------------------------------–--

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.

 

სასჯელი:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით:

 

მ---------------------------–-----–---- ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

შ------------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მ---------------------------–-----–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 აგვისტოდან.

 

მ---------------------------–-----–----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

შ------------ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 აგვისტოდან.

 

შ------------ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვა საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

მხარეთა პოზიცია:

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულების მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი-----–-------–---–---–მა და მოითხოვა მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული სასჯელების სანქციის მინიმუმამდე შემცირება.

 

დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა რუსთავის რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა ს--–---------–---–მა და მოითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.

 

სასამართლომ მსჯავრდებულ შ------------ის მიმართ დაადგინა:

 

2018 წლის 18 აგვისტოს შ------------ი რუსთავი-თბილისის გზატკეტილი №65-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადად მუცლის ღრუში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ წონით 90,384 გრამი.

 

2018 წლის 19 აგვისტოს საქქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე და მესამე განყოფილების გამომძიებლების მიერ ქ. რუსთავში, წმ. ნინოს ქ. №3-ში მდებარე ცენტრალურ საავადმყოფოში ჩატარდა შ------------ის ორგანიზმიდან გამოდევნილი ნარკოტიკული საშუალებების ამოღება. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შ------------ისაგან ამოღებული 210 ცალად დაფასოებული დაფასოებული მოყავისფერო ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ წონით 90,384 გრამი.

 

სასამართლომ მსჯავრდებულ მ---------------------------–-----–----ს მიმართ დაადგინა:

 

2018 წლის 18 აგვისტოს მ---------------------------–-----–---- რუსთავი-თბილისის გზატკეტილი №65-ის მიმდებარე ტერიტორიაზე პირადად მუცლის ღრუში უკანონოდ ინახავდა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ჰეროინს“ წონით 48,84 გრამი.

 

2018 წლის 19 აგვისტოს საქქართველოს შსს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე და მესამე განყოფილების გამომძიებლების მიერ ქ. რუსთავში, წმ. ნინოს ქ. #3-ში მდებარე ცენტრალურ საავადმყოფოში ჩატარდა მ---------------------------–-----–----ს ორგანიზმიდან გამოდევნილი ნარკოტიკული საშუალებების ამოღება. ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მ---------------------------–-----–----სგან ამოღებული 129 ცალად დაფასოებული მოყავისფერო ნივთიერება წარმოადგენს ნარკოტიკულ სასუალება ,,ჰეროინს“ წონით 48,84 გრამი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულთა ჩადენა დადასტურებულია სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობით: მოწმეების ზ------------ის, გ---–--------------ის, დ---–---------–---ის, ო----- მ-------ას, რ----- კ---------ის, დ----- ს--–--–---–ის, გე-–-----------–-–---–-ს, ო--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ამოღების ოქმებით, დაკავების და ჩხრეკის ოქმებით, ქიმიური ექსპერტიზის #2---------------, #2---------------, #2--------------- დასკვნებით და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც მხარეთა შეთანხმების საფუძველზე გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

 

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეფასდა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ამდენად, მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ მ---------------------------–-----–----მ და შ------------იმ ჩაიდინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ მათ აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, არ გახადეს სადავოდ მტკიცებულებები და ხელი შეუწყეს სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას. დამაძიმებელი გარემობა არ გააჩნიათ.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ.

 

პალატის აზრით, მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2018 წლის 24 ოქტომბრის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას სასჯელის განსაზღვრის დროს ზედმიწევნით სწორი შეფასება მიეცა მითითებულ გარემოებებს. პალატა განმარტავს, რომ ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონის მიზანია ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვა, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებეით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება და აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებათა ლეგალური ბრუნვის და მათი უკანონო ბრუნვის წინაააღმდეგ ბრძოლის პრინციპებს. ამავე კანონის თანახმად, უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნითიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობების ნუსხის მიხედვით ნარკოტიკული სასუალება ,,ჰეროინი“ 0,2 გრამიდან ითვლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საწყის ოდენობად, ხოლო 01 გრამიდან - განსაკუთრებით დიდ ოდენობად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მ---------------------------–-----–----სგან ამოღებული იქნა ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 48, 84 გრამი, ხოლო შ------------ისგან - 90, 384 გრამი, რაც წარმოადგენს განსაკუთრებით დიდ ოდენობას და კვალიფიცირდება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნტით, რომლის სანქცია სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს რვიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას. პალატა თვლის, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის მიართ თავისუფლების აღკვთის სახით დანიშნული საბოლოო სასჯელი - 10 (ათი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.

 

ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტის მოთხოვნას მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის მიმართ განსაზღვრული სასჯელის შემსუბუქების შესახებ. აპელანტის მოსაზრებით მსჯავრდებულების მიერ დანაშაულის აღიარება და მოინანიება, გამოძიებისათვის ხელის შეწყობა და მტკიცებულებების უდავოდ ცნობა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ არ იქნა შეფასებული სათანადოდ და მსჯავრდებულების მიმართ დანიშნული იქნა მკაცრი სასჯელი. აპელანტის არგუმენტის საწინააღმდეგოდ პალატა კვლავ მიუთითებს იმაზე, რომ მსჯავრდებულების მიერ ჩადენილი იქნა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და იმ შემამსუბუქებელი გარემოებების გათვალისწინებით, რაც მსჯავრდებულებს გააჩნიათ და რაზედაც ზემოთ იქნა მითითებული, აისახა იმ სასჯელებზე, რაც განსაზღვრა მსჯავრდებულების მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ და რასაც პალატა ეთანხმება. ამოღებული ნარკოტიკულ საშუალებათა ოდენობა აშკარად მიუთითებს მისი გასაღების მომეტებულ საფრთხეზე. ქმედების საშიშროების ასეთი მაღალი ხარისხი კი ასახული უნდა იქნას დანიშნულ სასჯელზე. ამიტომ პალატას მიაჩნია, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუქნტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის სასჯელი უნდა განესაზღვროს მინიმალური სანქციის ფარგლებს ზემოთ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენით მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის სახედ და ზომად 10 წლის ვადით დანიშნული თავისუფლების აღკვეთა სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის მიმართ დანიშნული სასჯელთა სახე და ზომა სრულად შეესაბამება როგორც მსჯავრდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებას. გარდა აღნიშნულისა, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული საბოლოო სასჯელის სახე და ზომა მათ მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებები, გამოიტანონ სათანადო დასკვნები და მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულების მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის მიმართ დანიშნული სასჯელების სახეს და ზომას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულებისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მათი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელები. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელები სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულების მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის მიმართ დანიშნული სასჯელები მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი დანაშაული, გამოიტანონ სათანადო დასკვნები.

 

ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

 

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის მიმართ გამოენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქართველოს სსკ-ის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება -მ---------------------------–-----–----სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 48,84 გრამი და ნარკოტიკულ საშუალებათა შესაფუთი მასალა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

შ------------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 90,384 გრამი და ნარკოტიკულ საშუალებათა შესაფუთი მასალა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო თითოეული მსჯავრდებულის მიმართ დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, მსჯავრდებულების ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–-------–---–---–ის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის მე-5 ნაწილით, 22-ე მუხლის მე-5 ნაწილით, 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 302-ე მუხლით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

მსჯავრდებულების მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის ინტერესების დამცველი ადვოკატის ი-----–-------–---–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

 

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განაჩენი მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის მიმართ დარჩეს უცვლელი.

 

მ---------------------------–-----–---- ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

შ------------ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრის თავისუფლების აღკვეთა 10 (ათი) წლის ვადით.

 

მ---------------------------–-----–----ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 აგვისტოდან.

 

შ------------ის სასჯელის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2018 წლის 19 აგვისტოდან.

 

მ---------------------------–-----–----ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

შ------------ის ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად 5 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება: იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

 

ცნობად იქნას მიღებული, რომ მ---------------------------–-----–----ს და შ------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

 

საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

მ---------------------------–-----–----სგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 48,84 გრამი და ნარკოტიკულ საშუალებათა შესაფუთი მასალა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

შ------------ისგან ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ წონით 90,384 გრამი და ნარკოტიკულ საშუალებათა შესაფუთი მასალა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

თავმჯდომარე: ვ. ლომიძე

 

მოსამართლეები: ნ. ბარბაქაძე

 

მ. თეთრაული