განაჩენი

სისხლის სამართლის 26.11.2019
საქმის ნომერი
330100117002106714
ინსტანცია
თარიღი
26.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN 330100117002106714

საქმე №1ბ/736-18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის სააპელაციო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა პალატის

მოსამართლე კახაბერ მაჭავარიანმა

 

სოფიკო კაპანაძის და ეკა კოკილაშვილის მდივნობით,პროკურორის: დ---------------

ადვოკატების: ზ-------------–-–---–-----------------------

მსჯავრდებულის: მ-------–-----------

მონაწილეობით,მსჯავრდებულ მ-------–----------- ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის საფუძველზე, განიხილა სისხლის სამართლის საქმე მ---------------------–----------- მიმართ, დაბადებული 1----–-–--------–---- საქართველოს მოქალაქე, პირადი №------------ უმაღლესი განათლებით, განქორწინებული, ნასამართლევი, რეგისტრირებული: თ---–--–---------–-----------------–---–-------------ში, ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–------------------------------------ში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი).

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის განაჩენით, მ-------–---------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით(2 ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ვ--------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ბ---------------–------ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელის და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 7(შვიდი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდა მ-------–----------- მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-------–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7(შვიდი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

მსჯავრდებულ მ-------–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 16 აგვისტოდან.

ამავე განაჩენით, პროკურორსა და ბრლდებულ ი-–---------- შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა.

ი-–--------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:

საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ვ--------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი ჩაეთვალა პირობით;

მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;

საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ბ---------------–------ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი ჩაეთვალა პირობით;

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ი-–---------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - 4(ოთხი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 3(სამი)წელი ჩაეთვალა პირობით და საქართელოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3(სამი)წელი.

მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 5000(ხუთი ათასი)ლარის ოდენობით;

მსჯავრდებულ ი-–---------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 16 აგვისტოდან.

მ-------–----------ს მსჯავრი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა, თაღლითობა, ესე იგი, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია (2 ეპიზოდი), რაც გამოიხატა შემდეგში:

2016 წლის ივნისში, მ-------–----------მ, ი-–---------მ და მ----------------–--- სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, განიზრახეს გ--------- მოქალაქე ბ---------------–------ კუთვნილი, თ---–--–---------------------------–------------------------ მდებარე 1430 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ დაამზადეს 2016 წლის 22 ივნისით დათარიღებული, ი------–-- სახელმწიფოში გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, მ----------------–- იყო ბ---------------–------ წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მისი კუთვნილი უძრავი ქონება.

2016 წლის 4 ივლისს, აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მ----------------–-ს საკუთრებაში დაარეგისტრირეს ბ------------------–------ კუთვნილი, თ---–--–------------------------------------–-------------------------- მდებარე 1430 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, ხოლო შემდეგ მოახდინეს მისი რეალიზაცია სხვა პირებზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ბ---------------–------ მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

2017 წლის მარტში, მ-------–----------მ, ი-–---------მ და მ----------------–--- სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, განიზრახეს ყ---------- მოქალაქე ვ---------------- კუთვნილი, თ---–--–---------–------ სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე (-------------------- მდებარე 10014 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლება. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მათ დაამზადეს 2017 წლის 7 მარტით დათარიღებული, ი------–-- სახელმწიფოში გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობა, რომლის მიხედვით, თითქოს, მ----------------–- იყო ვ--------------- წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მისი კუთვნილი უძრავი ქონება.

2017 წლის 21 მარტს, აღნიშნული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, მ----------------–-- და ი-–---------- შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ი-–---------- საკუთრებაში დაარეგისტრირეს ვ--------------- კუთვნილი, თ---–--–------–------ სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე (ს/კ 0---------------- მდებარე 10014 კვ/მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი, ხოლო შემდეგ მოახდინეს მისი რეალიზაცია სხვა პირებზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ვ-------------- მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს, მსჯავრდებულ მ-------–----------- ინტერესების დაცველმა ადვოკატებმა, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში ბრალდების მხარემ მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის უცვლელად დატოვება.

სააპელაციო პალატამ განიხილა აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე, შეამოწმა სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობა, შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

აპელანტის მტკიცებით, პირველი ინსტანციის განაჩენი არის უკანონო და დაუსაბუთებელი ვინაიდან განსახილველ საქმეზე არ არსებობდა იმ უტყუარ, სანდო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა მ-------–----------- მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. სასამართლოს უნდა დაედგინა თუ რომელი მტკიცებულებით დასტურდებოდა ის ფაქტი, რომ მ-------–----------მ იცოდა მინდობილობების სიყალბის შესახებ.

სააპელაციო საჩივრის მიხედვით დაცვის მხარე სადაოდ არ ხდის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ორივე ეპიზოდთან მიმართებაში, კერძოდ, რომ ნამდვილად იყო გამოყენებული ყალბი მინდობილობები, რომელთა მეშვეობითაც, მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ მოხდა მათი ქონებების გასხვისება, მაგრამ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებით უტყუარად და სანდო მტკიცებულებების საფუძველზე არ დგინდება, რომ მსჯავრდებულმა იცოდა ყალბი მინდობილობის შესახებ.

აპელანტი მტკიცებულებათა შეფასებისას ყურადღებას ამახვილებს მ----------------–-სა და ი-–---------- ჩვენებების არასანდოობაზე და მიუთითებს, რომ აღნიშნულმა პირებმა მათთვის სასურველი საპროცესო შეთანხმების პირობების მიღების გამო მისცეს მ-------–----------- წინააღმდეგ ჩვენებები, რაც გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად არ უნდა დადებოდა.

პალატა აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ბ---------------–------, მ--------–---------–-------------–--------------------------–-–---–----------–--------–-----------–---------------------------------- ი-–---------- და მ----------------–-ს ჩვენებებით, 2016 წლის 22 ივნისის ყალბი მინდობილობით, 2017 წლის გარაფიკული ექსპერტიზით, 2016 წლის 21 სექტემბრის გამოსყიდვის უფლებით უძრავი ნივთის ნასყიდობის, ასევე 2017 წლის 7 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებით და საჯარო რეესტრის ამონაწერებით უდაოდ დასტურდება, რომ გ--------- მოქალაქე ბ---------------–------ კუთნილი, ქ------–--–------------ ქუჩაზე მდებარე 1430მ ფართობის მიწის ნაკვეთი(ს-------------------- 2016 წლის 22 ივნისს, ი------–-- სახელმწიფოში გაცემული, აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, მ----------------–- იყო ბ---------------–------ წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, 2016 წლის 7 ივლისს დარეგისტრირდა მ-----------------–-- სახელზე, რომელმაც აღნიშნული მიწის ნაკვეთი 2016 წლის 21 სექტემბერს, მ-------–----------- და ი-–---------- უშუალო მონაწილეობით, გამოსყიდვის უფლებით 150.000აშშ დოლარად გაასხვისა ე---------------–-–---–---- ხოლო იმავე პირების აქტიური მოქმედებით, 2017 წლის 7 მარტს გამოისყიდა ე---------------–-–---–------ და იმავე დღეს გასხვისებული იქნა ი------–---------- რომელმაც, ნასყიდობის ხელშეკრულებაში მითითებული 330.000 აშშ დოლარისა, რეალურად ყველა ხარჯების გათვალისწინებით გადაიხადა 280.000 აშშ დოლარი.

პირველი ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: ვ---------------, ს-----------------------------–-------–----------–------------ ი-–---------- და მ----------------–-ს ჩვენებებით, 2017 წლის 7 მარტის ყალბი მინდობილობით, 2017 წლის 21 მარტის, ამავე წლის 18 აპრილისა და 27 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებებით და საჯარო რეესტრის ამონაწერებით, უდაოდ დასტურდება, რომ მ-------–-----------, მ----------------–-სა და ი-–---------- უშუალო მონაწილეობით, ყ---------- მოქალაქე ვ--------------- კუთნილი, ქ------–--–-------–------ სამთავრობო რეზიდენციის ტერიტორიაზე მდებარე 10014მ2 ფართობის მიწის ნაკვეთი(ს.კ 0---------------- 2017 წლის 7 მარტის, ი------–-- სახელმწიფოში გაცემული აპოსტილით დამოწმებული ყალბი მინდობილობის გამოყენებით, რომლის მიხედვითაც, თითქოსდა, მ----------------–- იყო ვ--------------- წარმომადგენელი და საშუალება ჰქონდა ნებისმიერი სახით განეკარგა მისი კუთვნილი უძრავი ქონება, 2017 წლის 21 მარტის მ----------------–-- და ი-–---------- შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ი-–---------- სახელზე, რომელმაც 2017 წლის 18 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული მიწის ნაკვეთი 800.000 აშშ დოლარად გაასხვისა ი-----–---------------- ხოლო ამ უკანასკნელმა ამავე წლის 27 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 800.000აშშ დოლარად გაასხვისა ი-----–-------–----

აპელანტი, აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებს ფაქტობრივად სადაოდ არ ხდის და მსჯავრდებულ მ-------–----------- უდანაშაულობის ძირითად არგუმენტად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ მისთვის ცნობილი არ იყო მინდობილობების სიყალბის თაობაზე.

ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც დაცვის მხარე ეჭვქვეშ არ აყენებს, პირველი ინსატანციის სასამართლოს განაჩენში დეტალურად არის შეფასებული. შესაბამისად, პალატა მათზე დამატებით აღარ იმსჯელებს და აპელანტის პოზიციიდან გამომდინარე, შეაფასებს მ----------------–-სა და ი-–---------- ჩვენებებს, რომლებიც მ-------–----------ს ამხელენ დანაშაულის ჩადენაში.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მ----------------–-- განმარტა, რომ მ-------–---------- გაიცნო დაახლოებით ერთი წლის წინათ, რომელმაც შესთავაზა მიწის ნაკვეთის მის სახელზე გადაფორმება, რის შემდეგაც მოხდებოდა მიწის რეალიზება და მიიღებდა სარგებელს. დასთანხმდა მის წინადადებას და 2016 წლის გაზაფხულის პერიოდში, როდესაც იმყოფებოდა კ---–-- მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მ-------–----------, რომელმაც უთხრა, რომ მისი შეთავაზება იყო ძალაში და სთხოვა საქართველოში ჩამოსვლა. საკუთარი პასპორტის ასლი დატოვებული ჰქონდა მ------------ და უ----------- ჩამოსვლისას, მან დაახვედრა უცხო ენაზე შედგენილი ყალბი აპოსტილიანი მინდობილობა, რითაც უძრავი ქონების განკარგვის უფლება ჰქონდა მას. აღნიშნული მინდობილობა მ----------- ერთად მიიტანა ნოტარიუსთან, სადაც მოხდა მისი თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება, რის შემდეგაც დოკუმენტები გადასცა მ-------–----------ს. დაახლოებით ორ დღეში, მ-------–----------- მოთხოვნით წავიდნენ რ-------–-- სადაც შეხვდნენ ი-–----------. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ე---------------–-–---–------------ რომელიც გაეცნო „--------------- დირექტორად. საუბარი წავიდა წინასწარ დაგეგმილი თემით, რომ თითქოს, იგი იყო ბიზნესმენი, საქმიანობდა კ---–- და ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომლის გაყიდვა სურდა სასწრაფოდ, რადგან ესაჭიროებოდა თანხა. ამის შემდგომ დაიგეგმა მომდევნო შეხვედრა. ორი დღის შემდეგ შეხვდა მ-------–----------ს და ი-–----------, სადაც საუბარი მიდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ე---------------–-–---–- ნოტარიულად ამზადებდა დოკუმენტაციას, თუმცა საჭირო იყო გარკვეული თანხები, რაც მათ არ გააჩნდათ, რის შემდეგაც ი-–----------- მეგობრისგან ისესხა 400 აშშ დოლარი. ნოტარიულად დამოწმებული მინდობილობის მიხედვით,იგი თანხმობას აცხადებდა ე---------------–-–---–-სთვის ექვსი თვის ვადით გამოსყიდვის უფლებით გადაეცა მიწის ნაკვეთი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ამ ვადაში არ მოხდებოდა უძრავი ქონების გამოსყიდვა, ე---------------–-–---–- ექნებოდა მისი სრული განკარგვის უფლება. სესხის სახით 150 000 აშშ დოლარის დამტკიცების შემდგომ, ე---------------–-–---–მა პირადად მას-მ----------------–- - გადასცა 135 000 აშშ დოლარი, საიდანაც 125 000 აშშ დოლარი პირადად მ-------–----------მ აიღო, ხოლო 10 000 აშშ დოლარი, მ------- გადასცა ი-–----------, რის შემდეგაც დაშორდნენ ერთმანეთს. დაახლოებით ხუთი-ექვსი თვის გასვლის შემდგომ, კ---–- ყოფნისას, დაუკავშირდა ე---------------–-–---–-, რომელმაც განუმარტა, რომ სამი თვის განმავლობაში პროცენტის გადახდა უწევდა თავად და ასე გაგრძელების შემთხვევაში იძულებული იქნებოდა მოეხდინა მიწის რეალიზება. აღნიშნულის თაობაზე ტელეფონით ესაუბრა მ-------–----------ს, რომელმაც უთხრა, რომ პრობლება მოგვარდებოდა. აღნიშნულიდან ერთ თვეში მ-------–-----------გან ცნობილი გახდა მიწის გაყიდვის შესახებ და ამასთან მ------- თხოვნით კვლავ ჩამოვიდა საქართველოში. იუსტიციის სახლთან შეხვდა მ-------–----------ს და ე---------------–-–---–-, რომელთაც ბანკში უკვე გადახდილი ჰქონდათ ე---------------–-–---–-ს მიერ სესხად აღებული თანხა. მეორე დღეს, მ-------–----------მ დაიბარა „-–-------------–--- სადაც ასევე იმყოფებოდა, როგორც შემდგომ გახდა ცნობილი, ი------–-------- დოკუმენტებზე ხელმოწერის შემდეგ, მ-------–----------მ გადასცა კონვერტში ჩადებული 10 000 აშშ დოლარი და დაჰპირდა, რომ იყო ანალოგიური მეორე საქმეც და მისი დასრულების შემდგომ, გადასცემდა სრულ თანხას. დაახლოებით სამ დღეში, კვლავ დაუკავშირდა მ------- რომელმაც შეხვედრისას, ანალოგიურად პირველი შემთხვევისა, დაახვედრა აპოსტილიანი მინდობილობა, რაც ათარგმნინეს და დაამოწმებინეს ნოტარიუსთან, რის საფუძველზეც მის სახელზე გადაფორმდა კ--–----–- მდებარე მიწის ნაკვეთი. მეორე დღეს, იუსტიციის სახლთან შეხვდა მ-------–----------ს და ი-–----------, რომელმაც იკითხა „როგორც იქნა ეღირსა ამ საბუთს გაკეთებაო?“, რის შემდეგაც საუბარი გაგრძელდა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ოდენობის თანხა მიეთითებინათ ნასყიდობის ღირებულებად. საბოლოოდ, ხელშეკრულებაში ჩაიწერა, რომ თითქოს ი-–---------მ, მისგან 870 000 აშშ დოლარად იყიდა მიწის ნაკვეთი. რეალურად კი, არანაირი თანხის გადახდას ადგილი არ ჰქონია. მ-------–---------- პირდებოდა საქმეების დამთავრების შემდგომ 50.000 აშშ დოლარის გადახდას, თუმცა მიუხედავად არაერთი დაპირებისა, გარდა ზემოაღნიშნული 10.000 აშშ დოლარისა, მისთვის სხვა თანხა არ გადაუცია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ-------–----------ს მოსთხოვა ი-–----------თან დაკავშირება და მიწის ნაკვეთის მის სახელზე გადაფორმება, თუმცა მან უარი განუცხადა უძრავი ქონების უკან დაბრუნებაზე, იმ მიზეზით, რომ მოძიებული ჰყავდათ კლიენტი და მისი დაბრუნება ვერ მოხდებოდა. გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, მ-------–----------მ აცნობა ი-–---------- პოლიციაში დაბარების თაობაზე და მოსთხოვა ქვეყნის დატოვება, თუმცა მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საზღვრის გადაკვეთა ვერ შეძლო და საბოლოოდ დაკავებულ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ. მოწმემ განმარტა, რომ ორივე შემთხვევაში, როგორც მისთვის, ასევე მ-------–-----------ა და ი-–----------თვის ცნობილი იყო მინდობილობების სიყალბის შესახებ. ამასთან, ი-–--------- თავად ესწრებოდა და მონაწილეობას იღებდა ბანკიდან თანხის გამოტანის და უძრავი ქონების გადაფორმების პროცედურებში, რის გამოც მ-------–----------მ 10 000 დოლარი გადაუხადა მას.

პირველი ინსტანციის სასამართლოში ი-–---------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და უჩვენა, რომ ორივე მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ის მოქმედებდა მ-------–----------- მითითებით და მას მ----------------–---- უშუალო კონტაქტი არ ჰქონია. მ-------–----------- ორგანიზებით მოხდა მათი შეხვედრა ქ.---------–- მ----------------–---- და ე---------------–-–---–----- რა დროსაც გადაწყდა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ ბ-------- ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის იპოთეკით დატვირთვის საკითხი. ხოლო შემდეგ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გასხვისდა ი------–---------- საიდანაც თავადაც მიიღო გარკვეული ფინანსური სარგებელი. ვ--------------- კუთვნილი მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მოწმემ განმარტა, რომ მ-------–----------- მითითებით მოხდა მ----------------–-საგან მის სახელზე მიწის ნაკვეთის გადაფორმება და ხელშეკრულებაში თანხის ჩაიწერა 870.000აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც სინამდვილეში არ გადაუხდია. მანვე დაადასტურა, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი გასხვისდა ი-----–--------------- 800.000 აშშ დოლარად. ი-–---------- თქმით, როგორც მისთვის ასევე მ-------–----------სათვის და მ----------------–-სათვის მინდობილობების სიყალბის თაობაზე ცნობილი იყო.

დაცვის მხარის მტკიცებით აღნიშნული ჩვენებები, როგორც მტკიცებულებები ყოველგვარ სანდოობას მოკლებულნი არიან, ვინაიდან მ----------------–-- და ი-–---------მ აღიარებითი და მ-------–----------- მამხილებელი ჩვენებები მისცეს მხოლოდ მათთვის სასურველი საპროცესო შეთანხმების პირობების მიღების საფუძვლით. ამასთან, ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ მ----------------–- თაღლითობისთვის რამდენჯერმე ნასამართლევი იყო, რაც კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს მისი ჩვენების უტყუარობას.

პალატა აღნიშნავს, რომ, როდესაც სახეზეა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ისეთი სახის დანაშაული, სადაც ქმედების შემადგენლობის არსებობა ძირითადად დამოკიდებულია პირის მიერ წინასწარ იმ ფაქტის ცოდნაზე, რომელიც აუცილებელია ამ ქმედებისათვის, უმეტეს შემთხვევაში, წინა პლანზე იწევს აღნიშნული საკითხი, პირმა იცოდა თუ არა ამის შესახებ. კონკრეტულ შემთხვევაში დაცვის მხარის პოზიცია სწორედ ამაზეა აგებული, რომ მსჯავრდებულისათის ცნობილი არ იყო მონდობილობების სიყალბის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მ----------------–-სა და ი-–---------- პირდაპირი სახის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათთვის, სამივესთვის, ცნობილი იყო მინდობილობების სიყალბის შესახებ.

დაცვის მხარის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ მ----------------–-- და ი-–---------მ მათთვის მისაღები საპროცესო შეთანხმების პირობების სანაცვლოდ მისცეს მსჯავრდებულის საწინააღმდეგო ჩვენებები, თეორიულ დონეზე არსებობის უფლება აქვს, მაგრამ პალატა მას ცალსახად ვერ გაიზიარებს, ვინაიდან ასეთი მსჯელობით, ჯგუფური დანაშაულის შემთხვევაში, ნებისმიერი საპროცესო შეთანხმების სანდოობა შეიძლება დადგეს კითხვის ნიშნის ქვეშ. ანალოგიურად შეიძლება ვიმსჯელოთ დაცვის მხარის იმ პიზიციაზე, რომელიც ეხება მ----------------–-ს ნასამართლობას და აქედან გამომდინარე, მისი პიროვნების არასანდოობას. ამავე ლოგიკით, იგივე შეიძლება ითქვას მ-------–--------------- მიმართებაში, ვინაიდან ისიც ნასამართლევია და ასეთ შემთხვევაში მის მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებაც არასანდოა, მითუმეტეს, რომ დაცვის მხარეს მისი უდანაშაულობის დასადასტურებლად რეალურად სხვა მტკიცებულება არ გააჩნია.

პალატის აზრით, ასეთი მსჯელობა, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში სამართლებრივად გაუმართლებელია. მოწმის ჩვენების, როგორც მტკიცებულების განხილვისას ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზე, თუ რამდენად სიზუსტით და თანმიმდევრობით აღწერს ის ფაქტობრივ გარემოებებს, რამდენად რელევანტურია ის სხვა მტკიცებულებებთან მიმართებაში და ამის გათვალისწინებით მიეცეს მას საბოლოო შეფასება.

მოცემულ შემთხვევაში, მ----------------–-ც და ი-–---------ც, ორივე ეპიზოდთან მიმართებაში დეტალურად აღწერენ იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რომელსაც დაცვის მხარეც არ მიიჩნევს სადაოდ. განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ აღნიშნული მოწმეები ამ დანაშაულის ორგანიზატორად მ-------–----------ს მიიჩნევენ, ხოლო ეს უკანასკნელი მ----------------–-. დაცვის მხარე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მ----------------–- ყველას წარუდგა, როგორც კ---–- მოღვაწე ბიზნესმენი, რომელსაც ეს მიწები გარკვეული გარიგების სანაცვლოდ ჰქონდა მიღებული და სურდა მისი გასხვისება. აღნიშნული ფაქტი თავად მ----------------–--ც არ უარყვია და პირველი ინსტანციის სასამართლოში დაცვის მხარის შეკითხვაზე განცხადა, რომ მ-------–----------მ უთხრა ე---------------–-–---–- გაცნობოდა, როგორც ბიზნესმენი და ასეც მოიქცა. მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით იგივე უთხრა მის მეგობარსაც გ-------------–-----–, რომელიც ესწრებოდა ქ.---------–- მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მოლაპარაკებას.

აპელანტის მტკიცებით, სასამართლოს არათანმიმდევრული და ყოველგვარ სანდოობას მოკლებული ჩვენება მისცა ი-–---------მ, რომელიც ორი დღის განმავლობაში იკითხებოდა და თავის უდანაშაულობას ამტკიცებდა, თუმცა შემდეგ სასამართლო პოცესზე ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ ცნობდა, რამაც ფაქტობრივად განაპირობა მის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმება.

პალატა აღნიშნავს, რომ ი-–---------მ პირველი ინსტანციის სასამართლოს ჩვენება მისცა 2018 წლის 4 და 7 მაისს, სადაც ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით განაცხადა, თუ რა ვითარებაში და ვისი მონაწილეობით მოხდა მიწის ნაკვეთების გასხვისება. ამ ჩვენებებში გარკვეული სახის შეუსაბამობას წარმოადგენდა ის გარემოება, თუ როდის გახდა მისთვის ცნობილი მინდობილობების სიყალბის თაობაზე. კერძოდ, დაცვის მხარის(მ-------–----------- ადვოკატის) შეკითხვაზე მან განმარტა, რომ მისთვის 2017 წლის აპრილის ბოლოსათვის ცნობილი იყო ორივე მინდობილობის სიყალბის თაობაზე და ეს მიხვდა მაშინ, როდესაც მ----------------–-- უარი განაცხადა, კ--–------ მიწასთან დაკავშირებით სასამართლოში შეკითხვის გაგზავნაზე(იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 7.05.18; 11:23:57- 11:25:02), თუმცა 10 მაისს სასამართლო პროცესზე, როდესაც მან გამოთქვა სურვილი დამატება გაეკეთებინა მის ჩვენებაზე, მაშინ უკვე განაცხადა, რომ სიყალბის თაობაზე, როგორც მან, ისე მ-------–----------მაც და მ----------------–--ც თავიდანვე იცოდნენ. მისივე განმარტებით, მ-------–----------სგან იცოდა, რომ აპირებდა სასამართლოზე სიმართლის თქმას, მაგრამ ასე არ მოხდა და აქედან გამომდინარე, აძლევდა სასამართლოს რეალურ ჩვენებას. ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ ი-–---------- არც 4 მაისს და არც 7 მაისს თავის ჩვენებებში არსად არ უთქვამს, რომ მ-------–----------მ არ იცოდა მინდობილობების სიყალბის თაობაზე.

გარდა აღნიშნულისა, მსჯავრდებულ მ-------–----------- უშუალო და აქტიურ მოქმედებებზე მიუთითებენ სასამართლოში დაკითხული მოწმეები.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ი------–-------- მიერ მიცემული ჩვენების თანახმად დგინდება, რომ ბ-------- ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთის შეძენასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებას აწარმოებდა უშუალოდ მ-------–---------------, რომელსაც „ბეს“ სახით წინსწრებით 6000 აშშ დოლარი გადაუხადა. ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, მისივე მოთხოვნით გადასცა 19.000 აშშ დოლარი. მ-------–----------მ მას თავი გააცნო მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირად და მეტი დამაჯერებლობისთვის წარუდგინა მინდობილობა, რომლითაც მ----------------–- აძლევდა მას უძრავი ქონების განკარგვის უფლებამოსილებას. მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ მიწის ნასყიდობის საფასურად ხელშეკრულებაში მითითებული იქნა 330 000 აშშ დოლარი, თუმცა თანხის აღნიშნული ოდენობით გადახდა არ მომხდარა და რეალურად, გადაფორმების ხარჯის ჩათვლით გადახდილი აქვს 280 000 აშშ დოლარი. ნასყიდობის ხელშეკრულებაში 330 000 აშშ დოლარი დაფიქსირებულ იქნა მ-------–----------- მოთხოვნით.

პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმე ე---------------–-–---–მა დაადასტურა რა ბ-------- ქუჩაზე არსებული მიწის ნაკვეთის გასხვისებასთან დაკავშირებით მისი მონაწილეობის ფაქტი, დამატებით განმარტა, რომ ი-–--------- დაუკავშირდა აპრილის თვეში და უთხრა, რომ მ----------------–-სგან მის სახელზე გაფორმდა მიწის ნაკვეთი კ--–----–-, რომლის რეგისტრაციაზეც იყო პრობლემა და დაბარებული იყო გამოძიებაში. ასევე უთხრა, რომ გამოძიებაში ნათქვამი ჰქონდა, თითქოს ი-–---------- მისგან ნასესხები ჰქონდა 150 000 აშშ დოლარი და სთხოვა, დაკითხვაზე დაბარების შემთხვევაში, გამომძიებლისთვის მასაც დაედასტურებინა ეს ფაქტი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ბ-------- ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთზეც შეიქმნა პრობლემა. ვერ შეძლო ი-–----------თან დაკავშირება, რის გამოც მივიდა გამომძიებელთან და დააფიქსირა, რომ მას 150 000 აშშ დოლარი ი-–----------თვის არ უსესხებია.

ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ი-–---------- განმარტებით, ყველაფერი ხდებოდა მ-------–----------- ორგანიზებით. მისივე თქმით, გამომძიებლისთის უნდა ეთქვა,თითქოს გაზეთში წაიკითხა განცხადება მიწის გაყიდვასთან დაკავშირებით, რათა არ გამხდარიყო გამოძიების დაინტერესების ობიექტი.

პალატას უჩნდება ლოგიკური კითხვა, თუ მსჯავრდებულ მ-------–-----------ათვის ცნობილი არ იყო მინდობილობების სიყალბის თაობაზე, მაშინ რა საჭიროებას წარმოადგენდა გამოძიებისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ პასუხი ვერ მიიღო.

პალატის აზრით, იგივე შეიძლება ითქვას , კ---–------ მიწის ეპიზოდთან დაკავშირებით, კერძოდ, თუ მსჯავრდებულისთვის ცნობილი არ იყო მინდობილობის სიყალბის თაობაზე, მაშინ რა აუცილებლობას წარმოადგენდა ფაქტობრივად ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმება მ----------------–-- და ი-–---------- შორის, მაშინ, როდესაც წინა ეპიზოდის ანალოგიურად სავსებით შესაძლებელი იყო რომ მ----------------–- მინდობილობა გაეცა თავად მ-------–-----------ათვის.

პალატამ, დაცვის მხარისაგან ვერც ამ კითხვაზე მიიღო პასუხი.

ამდენად, პალატა აანალიზებს რა ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებს მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მ-------–----------- ქმედებას. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულები ერთობლიობაში ქმნიან იმ უტყუარ ფაქტობრივ გარემოებათა ჯაჭვს, რომლის მიხედვითაც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება, რომ მ-------–---------- ი-–----------თან და მ----------------–---- ერთად წინასწარი შეთანხმებით, ყალბი მინდობილობების გამოყენებით, თაღლითურად დაეუფლნენ ბ---------------–------ და ვ--------------- კუთვნილ ქონებას, რითაც მათ განიცადეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

ამდენად, აპელანტის პოზიცია მსჯავრდებულ მ-------–----------- უდანაშაულობასთან დაკავშირებით საფუძველს მოკლებულია და ვერ იქნება გაზიარებული

სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინებით დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო უძრავ ქონებას - მიწის ნაკვეთს - მდებარე: ქ------–--–------------ ქუჩის N------–------------------------

საქართველოს სსსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო განაჩენის გამოტანისას გადაწყვეტილებას იღებს შესაძლო საპროცესო კონფისკაციის უზრუნველყოფის ღონისძიებებთან დაკავშირებით.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოტანისას კი არ უმსჯელია აღნიშნული მიწის ნაკვეთზე დადებულ ყადაღასთან დაკავშირებით.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა ამის თაობაზე იმსჯელებს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილში და შესაბამისად, ამ კუთხით ცვლილება უნდა შევიდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის განაჩენში.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მსჯავრდებულ მ-------–----------- ინტერესების დამცველი ადვოკატების სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის განაჩენი მ-------–----------- მიმართ დარჩეს უცვლელად, ხოლო ყადაღის საკითხთან დაკავშირებით შევიდეს ცვლილება.

3. მ-------–---------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (2 ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ვ--------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ” ქვეპუნქტით (ბ---------------–------ ეპიზოდი) თავისუფლების აღკვეთა 7(შვიდი)წლის და 6(ექვსი)თვის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ-------–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - 7(შვიდი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს მ-------–----------- მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 7 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 208-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 1(ერთი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ-------–----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 7(შვიდი)წლით და 6(ექვსი)თვით თავისუფლების აღკვეთა.

4. მსჯავრდებულ მ-------–----------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 16 აგვისტოდან.

5.მხედველობაში იქნეს მიღებული, რომ მ-------–----------- მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმებულია;

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინება უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების თაობაზე და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განაჩენის აღსასრულებლად მიქცევისთანავე, ყადაღა მოეხსნას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის განჩინებით დაყადაღებულ უძრავ ქონებაზე - მიწის ნაკვეთზე, მდებარე: ქ------–--–------------ ქუჩის N------–------------------------

7.ნივთიერი მტკიცებულებები:

- მ--------–----------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,--------- ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით; ი-–---------- პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული,----------ის ფირმის მობილური ტელეფონი სიმბარათით; ი-–---------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,----------”-ის ფირმის კომპიუტერის პროცესორი და ,,----------ის ფირმის პლანშეტი, რომლებიც გადაგზავნილი იყო სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;

- მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0---------------- დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული ოთხი კომპაქტდისკი; სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ წერილზე თანდართული ერთი კომპაქტდისკი, რომელიც ასახავს პირთა შემოსავლების შესახებ ინფორმაციას; შპს ,----------------- 2017 წლის 13 ივნისს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; შპს ,,--------–------ 2017 წლის 13 ივნისს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; სს ,--–------------------“ 2017 წლის 14 ივნისს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; შპს ,----------–------ 2017 წლის 14 ივნისს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; სს ,------------------- 2017 წლის 15 ივნისს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ორი კომპაქტდისკი; სს ,------------–-------------“ 2017 წლის 15 ივნისს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0---------------- დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2017 წლის 16 ივნისს გამოთხოვილი ერთი კომპაქტდისკი; მიწის ნაკვეთთან (--------------------- დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2017 წლის 16 ივნისს გამოთხოვილი ერთი კომპაქტდისკი; სს ,-------------------------- 2017 წლის 16 ივნისს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; მობილური ოპერატორებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის დათვალიერების (04.07.2017) დროს ჩაწერილი ერთი კომპაქტდისკი; სსიპ შემოსავლების სამსახურიდან მიღებულ წერილზე თანდართული ერთი კომპაქტდისკი, რომელიც ასახავს პირთა შემოსავლების შესახებ ინფორმაციას; შპს ,,სილქნეტიდან“ 2017 წლის 11 ივლისს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან 2017 წლის 14 ივლისის წერილით გადმოგზავნილი ინფორმაციის (ოთხი უძრავი ქონება) ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; შპს ,----------–------ 2017 წლის 17 აგვისტოს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; შპს ,----------------- 2017 წლის 17 აგვისტოს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; შპს ,,--------–------ 2017 წლის 17 აგვისტოს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; სს ,------------–-------------“ 2017 წლის 18 აგვისტოს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; სს ,--–------------------“ 2017 წლის 18 აგვისტოს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; შპს „------------------------------–------------------------- გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; სს ,------------------- 2017 წლის 25 აგვისტოს გამოთხოვილი ინფორმაციის ამსახველი ერთი კომპაქტდისკი; მიწის ნაკვეთთან (ს/კ 0---------------- დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული დოკუმენტაცია და ოთხი კომპაქტდისკი; მიწის ნაკვეთთან (------------------- დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული დოკუმენტაცია; მიწის ნაკვეთთან (--------------------- დაკავშირებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ამოღებული ბ---------------–------ სახელით, მ----------------–--- გაცემული მინდობილობა; მ-------–----------- საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებული სალაროს შემოსავლის ორდერი და ქაღალდის ორი ფურცელი ჩანაწერებით, ასევე შედარებითი გამოკვლევისთვის ვ----------------აგან და ბ---------------–------აგან აღებული ხელმოწერის ნიმუშები ერთვის საქმეს და შენახულ იქნას მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

8. პალატის განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

9. პალატის განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: კ. მაჭავარიანი